შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[11]


26-02-2016, 03:31
ავტორი Nina))
ნანახია 6 360

"უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს... სიყვარული განსაზღვრებას ვერ იტანს, იგი ის არის რაც არის. სუფთა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი-ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება."

(ელიფ შაფაქი - „სიყვარულის 40 წესი“)


888
მთელი გზა უხმოდ ისხდნენ მანქანაში,თითქოს რაღაცის თქმა უნდოდათ,მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ,ხან ერთი ჩაისუნთქავდა ღრმად და საუბრის წამოსაწყებად ბაგეებს დააცილებდა ერთმანეთს,ხანანაც მეორე,მაგრამ არც ერთი სიტყვა არ ამოსდიოდათ ხორხიდან,ალბათ არც იყო სიტყვები საჭირო,მას შემდეგ რაც ყველაფერი გაანდო მამის შესახებ გოგონამ,თითქოს ერთი დიდი ლოდი მოწყდაო,თუმცა თიას სამსახურზე არაფერი უთქვამს,რაღაცებს გეგმავდა კიდევაც,გასართობად,რაშიც ეს ყველაფერი ხელს შეუშლიდა,მაგრამ განსახორციელებლად ცოტა მოცდა მოუწევდა,რადგან ახლა ძალიან დიდი სადარდებელი და პრობლემა ჰქონდა,მიუხედავად გამეფებული უხერხული დუმილისა,მამაკაცს წამითაც არ გაუშვია მარიაზე ხელი და ისე ძლიერად უჭერდა თითქოს გაშვება არ უნდოდაო..
მარიამ საქარე მინას მიაბჯინა თავი და ღრმა ფიქრებისკენ გადაეშვა,ნეტავ რას იზამდა,როდესაც მამუკას ჩახედავდა თვალებში,ეყოფოდა ძალა,რომ როდესმე მისთვის მამა დაეძახნა და ერთი ოცნება აეხდინა? არადა კარგად ახსოვს,დაწყებით კლასებში ყოველი დღის ბოლოს როგორ იღვრებოდა ცრემლად,როდესაც თავის კლასელებს მამები აკითხავდნენ ხოლმე,მართალია თია არასდროს ტოვებდა მარიას უზრუნველად და უყურადღებოდ,მაგრამ მამის ხელი ყოველთვის აკლდა,მიუხედავად იმისა თუ რამდენს ცდილობდა თია ამის შესავსებად... ყველა მოგონება ერთდროულად მოაწვა და ამან უფრო დაკარგა იგი საკუთარ თავში.
საერთოდ ასეა,როდესაც ცდილობ რაღაცის პასუხი საკუთარ თავში მოძებნო და როდესაც ფიქრს იწყებ,მაშინ ათას სიახლეს გადააწყდები და ეს კიდევ უფრო ჩაგითრევს,დაგარწმუნებს იმაში რომ ვერასდროს შეძლებ პასუხის პოვნას კიარა,საკუთარი თავის საბოლოოდ პოვნასაც კი...
თვალები დახუჭა და ობოლი ცრემლი გადმოუგორდა,იმდენად ბევრს იტევდა ეს ეული ცრემლი,რომ ლოყაც კი აეწვა მათი გასვლისას,უფრო მაგრად დააჭირა ერთმანეთს ქუთუთოები და თითქოს ამით ეცადა არსებული ცრემლებისთვის,რომლებიც მზად იყვნენ წამოსასვლელად გზის დაკეტვას,რაც გამოუვიდა,როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა,როდესაც ცრემლები სდიოდა და როდესაც ფიქრებით ბავშვობას იხსენებდა თავისდაუნებურად თითოეული ტკივილის გახსენებაზე ლუკას ხელს ძლიერად უჭერდა და მთელი ამ ხსნის განმავლობაში მამაკაცი იდუმალი მზერით იყურებოდა,რომელშიც თანაგრძნობაც იგრძნობოდა და აგრეთვე მღელვარებაც..

-მარია,ყველაზე მეტად შენი ცრემლები მძულს..-გოგონა სახტად დარჩა,როდესაც მამაკაცის სიტყვები გაიგონა,არადა მან ანაზდად გააქრო ის ობოლი ცრემლიც,რომელიც მოულოდნელად ჩამოგორდა,ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებდა რომ ლუკა მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა,გოგონას ძაიან კარგად იცნობდა,მარიამ მხოლოდ შეხედა,საპასუხოდ კი დუმილი არჩია..
-იქნებ დავბრუნებულიყავით?-მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო ლუკამ
-არა-თავი გააქნია მარიამ- უმჯობესიც კი იქნება რომ ვნახო და ყველაფერზე პასუხი მივიღო
-იქნებ ჯერ არ ღირს?-კვლავ ეცადა გოგონას გადაბირებას,მაგრამ მარია მყარად იდგა თავის პოზიციაზე
-არაფერია,ლუკა,კარგად ვიქნები,გპირდები..-მამაკაცმა შვებით ამოისუნთქა,თუმცა ის ნაღველი,რომელიც თვალებში ჰქონდა ჩამდგარი არ გამქრალა,ახლა თვითონ მოუჭირა ხელი მაგრად და თვითონ არცია დუმილი,დარჩენილი გზაც მშვიდად გაიარეს და როდესაც მანქანა მარიას ბინასთან გააჩერა,ცოტა ხანს ყოყმანობდა,არ უნდოდა გაშვება
-ხომ კარგად იქნები?-დაეჭვებით კითხა მამაკაცმა
-ლუკა,ნუ ღელავ,კარგად ვიქნები მართლა..-მამაკაცს აკოცა და უკანმოუხედავად,დინჯი ნაბიჯებით გაეშურა სადარბაზოსკენ...


თია და მამუკა მისაღებში ისხდნენ და მარიას მოსვლას ელოდნენ,საათის ისრები ტაატით მიიწევდნენ წინ და მამუკას გულს ბაგაბუგი გაუსდიოდა,საშინლად ღელავდა,არ უნდოდა რამე ცუდად გაეკეთებინა,მზად იყო თავისი გოგონასგან უარის მოსასმენლად,იმითიც დაიკმაყოფილებდა თავს რომ ქალიშვილი ენახა და უბრალოდ გულში ჩაეკრა და როდესაც მარიამ კარები შემოაღო მამუკა სწრაფად წამოდგა ფეხზე და ქალიშვილის დანახვისას ელდა ეცა,ზუსტად ისეთი იყო მარია,როგორიც თიას უნდოდა რომ ყოფილიყო,მისი თვალებ და თმები ჰქონდა გოგონას,მისი ანარეკლი იყო,გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ქალიშვილი,ოდნავ ჩაეღიმა და თან უბედურების და თან ბედნიერების ცრემლი გადმოსცვივდა.
არც მარია ყოფილა უემოციოდ,როდესაც მამუკა დაინახა მით უმეტეს ატირბული,მუხლები ეკვეთებოდა,მაგრამ არ იკეცებოდა,ტირილი უნდოდა,მაგრამ არ ტიროდა,უნდოდა ჩახუტებოდა,ყველაფერი ეპატიებია,უნდოდა მამა დაეძახნა მისთვის,მაგრამ ძველი ტკივილი თავს ახსენებდა და ამიტომ მაქსიმალურად იკავებდა თავს,როდესაც მამუკა მისკენ წამოვიდა უკან დაიხია და ხელით ანიშნა მეტი არ გადმოედგა ნაბიჯი,ასეც მოიქცა მამუკა,ქალიშვილის ნებას დაჰყვა,იგი ხომ უკვე შეგუებული იყო ამ ფაქტს რომ ქალიშვილი უარყოფდა მას?! მაშ რატომ ჩაწყდა გულში რაღაც და რატომ მოედო ტკივილი მთელს ორგანიზმს? ალბათ იმიტომ რომ გულში იმედი მაინც ჰქონდა,თუმცა ცდებოდა...

-მარია,შვილო,მამუკას შენთან საუბარი სურს..-დაიწყო თიამ,როდესაც დაძაბული ვითარება დაინახა
-ვიცი,დედა,მაგრამ არ მეგონა აქ თუ დამხვდებოდა.-გესლიანად წარმოსთქვა სიტყვები და თვითონაც ვერ მიხვდა თუ რატომ,რა მიზნით,აქამდე ხომ გადაწყვეტილი ჰქონდა,რომ მშვიდად დაელაპარაკებოდა და ყველაფრის მიზეზს ჰკითხავდა,ახლა რა ხდება მაშინ?
-მარია,იმედია ჭკვიანად მოიქცევი.-დაარიგა თიამ,ისე როგორც პატარა ბავშვებს არიგებენ ხოლმე და პირველად გაბრაზდა გოგონა დედაზე
-დედა,ხუთი წლის ბავშვი აღარ ვარ! გავიზარდე,ყველაფრის დამალვითაც დავიღალე,მე არ დავიწყებ პირფერობას და კულტურულობას,შეიძლება ყველაფერი ჩემს უზრდელობას მიაწეროთ,მაგრამ ვერ მოვიტყუებ და ვერ ვიტყვი რომ შენი ნახვა გამიხარდა,უბრალოდ იმიტომ დავბრუნდი რომ რამდენიმე კითხვა მაწუხებს და ამ კითხვებზე პასუხის გაცემ მხოლოდ შენ შეგიძლია!-საკუთარ თავში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა ეს სიტყვები მამუკას მიმართულებით და იქვე მდგარ სავარძელში ჩაესვენა,თითები ერთმანეთში ახლართა და პასუხის მოლოდინში გაისუსა
-გისმენ,შვილო..-მიუხედავად გულის ტკივილისა,რომელიც მარიას სიტყვებმა მიაყენეს მას,მაინც თბილად წარმოსთქვა ეს სიტყვები
-შვილოს დაძახების უფლება ნამდვილად არ გაქვს,შვილი მაშინ დაკარგე,როდესაც მასზე უარი თქვი...
-მე შენზე არასდროს მითქვამს უარი-გოგონას გაოცება დაეტყო სახეზე,გაიფიქრა ამდენი სითავხედე საიდან აქვსო...
-მაშ ის რა იყო,ჩვენგან რომ გაბრუნდი?-აღტაცებით წამოიძახა მარიამ
-მე არ ვიცოდი თია რომ ორსულად იყო..
-რომ გცოდნოდა დარჩებოდი,თუმცა ეს ის დარჩენა არ იქნებოდა,რომელსაც ადამიანი გულით ლამობდა,ეს ნაძალადევი ქორწინება იქნებოდა და ვერასდროს ვნახავდი დედაჩემს ბედნიერს!
-არ დავრჩებოდი,მაშინ მით უმეტეს წავიდოდი,ჩემი წასვლით მართალია დიდი ტკივილი მივაყენე დედაშენს,მაგრამ მას სიცოცხლე შევუნარჩუნე,მე რომ არ წავსულიყავი ახლა დედაშენი და შენ ამ ქვეყნად არ იქნებოდით და მერე მეც აღარაფერი დამრჩებოდა ამქვეყნად.
-და ჩვენ გვამადლი სუნთქვასაც კი?-შეშფოთდა მარია,მიუხედავად იმისა რომ მამაზე წარმოდგენა ცოტათი მაინც შეეცვალა,მისმა ასეთმა სიტყვებმა ბრაზი გამოიწვიეს,უფრო სწორად მისმა თავდაჯერებულობამ,თორემ მისმა სიტყვებმა სიყვარული გააღვიძეს,რომელსაც მამის მიართ გრძნობდა,თუმცა ამ სიყვარულს წინ ტკივილი მაინც უდგებოდა
-არა,შვილო,მე არ გამადლით არაფერს,თიას სიცოცხლე ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა,წარმოიდგინე რომ ჩემი გული მასთან ერთად ძგერდა და როდესაც იგი შეწყვეტდა ფეთქვას შეძლებდა კი ჩემი გული ძგერის გაგრძელებას?!-მარია თანდათან მოლბა,ის ყინული,რომელიც ამდენი ხნის მანძილზე გულს შემოხვეოდა,თანდათან ლღვებოდა და სიყვარულის ფესვები,რომელიც კარგად იყვნენ გადამალულნი,თანდათან გრძელდებოდა..-მაპატიე შვილო,მაგრამ რომ მცოდნოდა ყველაფერი მაინც დაგტოვებდით,იმიტომ რომ თქვენ ჩემი ცხოვრების აზრი იყავით,უბრალოდ მაპატიე და მომეცი უფლება ჩემი გვარი ატარო..-ემუდარებოდა მამაკაცი და ნება რომ მიეცა მარიას ფეხებშიც ჩაუვარდებოდა
-მე არ შემიძლია დედის მსგავსად ასე მარტივად გაპატიო,მამა,მაპატიე,მე არ ვარ იმდენად ძლიერი როგორც დედა..-მისდაუნებურად აღმოხდა მარიას ეს სიტყვები და როდესაც გაიაზრა რომ მამუკას ახლახანს მამა დაუძახა,მიხვდა რომ პატიებითაც თავისებურად აპატია,მამუკაც მიუხვდა შვილს სიტყვებს და გულში ჩაიკრა აქვითინებული შვილი
-შენ ჩემგან არაფერი გაქვს საპატიებელი,შვილო,ჩემთვის ესეც საკმარისია,შენ ისე მომმართე,როგორც არავის მოუმართავს ჩემთვის,შენ მამა დამიძახე,როგორ ვწუხვარ,ჩემო გოგო,როგორ, ეს სიტყვები წესით წლების წინ უნდა მომესმინა შენგან,მაგრამ უფალს ყოველ დღე მადლობას შევწირავ რომ ისე არ მომკლა,რომ არ გამეგონა ეს სიტყვები-მარია უსმენდა მამას და ტიროდა,ამდენხნიანი ტკივილი როგორც იქნა გაქრა,როგორც იქნა უბედურებამ სამუდამოდ გაიხურა კარები მათი ცხოვრებიდან და ბედნიერების სხივები გამოჩნდა,რომელიც ოჯახის გაერთიანებას მოგვასწავლიდა,ებღაუჭებოდა მამის ხელებს,მთელი მსოფლიოს ძალებიც რომ დაგეხმარათ მაინც ვერ გაყოფდით მათ,იმიტომ რომ მამაშვილური სიყვარული სულ სხვაა,რომელიც ყველა ძალებს უგულვებელყოფს...
-მაპატიე,ჩემო ლამაზო გოგო,მაპატიე..-ლუღლუღებდა ატირებული მამაკაცი და ის ძლიერი თიაც ტიროდა,ტიროდა ბედნიერების ცრემლებით,როგორც იქნა მოხდა ის,რაზეც ყოველ წამსა და ყოველ წუთს ოცნებობდა,როგორც იქნა მამუკა დაბრუნდა და მისი ფესვების გადგმას აქ აპირებდა... აქ მის ოჯახთან..


ამიერიდან აღარაფერი იქნებოდა ისე,როგორც ძველებურად,ამიერიდან ყველაფერი უკეთესობისკენ იწყებდა სვლას,როგორც იქნა სრულყოფილი ოჯახი ექნებოდათ..ჯერ განაგრძობდა თია ერისთავებთან მუშაობას,მიუხედავად ქმრის დაჟინებული მოთხოვნისა,იგი აპირებდა თვის ბოლომდე მაინც ემუშავდა სამსახურში,ან მანამ სანამ მის შემცვლელს იპოვიდნენ,მამუკაც შეეგუა ამ აზრს და აღარ ეხვეწებოდა ცოლს სამსახურის მიტოვებას,მარიასა და ლუკას ურთიერთობა კი თანდათან უბრალო ურთიერთობას ცდებოდა და რაღაც ახალი ეტაპისკენ მიიწევდნენ,ერთ დღეს გაახსენდა სოფელში ჩასახული აზრების შესახებ და ეშმაკურად გაეღიმა,მისი განხორციელებისთვის მოემზადა...

მაია ატყობდა შვილის უეცარ ცვლილებას და მიუხედავად იმისა რომ ლუკა დედასთან სდუმდა იგი ხვდებოდა რომ თავისი შვილი უგონოდ იყო შეყვარებული,მაგრამ ვერა და ვერ გაიგო ვისზე,ძალიან უნდოდა მომავალი რძალი გაეცნო და მას დაახლოვებოდა,მაგრამ შვილს არათუ სახელი,ისიც კი ვერ დასტყუა რომ შეყვარებული იყო,თუმცა მისი ქმედებები აშკარად მიუთითებდა ყველაფერზე..

-მაია,მგონი მართალი იყავი,ლუკა სხვანაირად იქცევა..
-ჰო,ზურაბ,ლუკა შეყვარებულია მგონი..-ბედნიერად წარმოსთქვა ეს სიტყვები
-ალბათ,უფრო გამოიხედა ოჯახის საქმეებისკენ,უფრო დაბეჯითებით უდგება სამსახურს და ცდილობს ყველაფერი კარგად გამოუვიდეს,ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გადის სადღაც და შინ გაბადრული ბრუნდება.
-ჩვენი ვაჟი გაიზარდა...-სწორედ ამ დროს შემოვიდა ლუკა მისაღებში
-რაზე საუბრობთ?-ინტერესით,კვლავ თვალებ გაბრწყინებულმა იკითხა
-შენზე ვსაუბრობდით,შვილო.-არ დაუმალა მაიამ
-მე და დედაშენი ვფიქრობთ რომ შეყვარებული ხარ!-თამამად ჩაილაპარაკა ზურაბმა,ლუკა ერთხანს დადუმდა,ღირდა თუ არა მათთვის ამ ამბის გამხელა,თუმცა მამამ ფიქრის უფლება არ მისცა- დროა რომ ჩვენც გაგვიმხილო ჩვენი სარძლოს ვინაობა-მეგობრულად მიუგო ზურაბმმა,ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა და იქვე სავარძელზე ჩამოჯდა
-დედა,ძალიან ლამაზი გოგოა,იმიტომ კი არ ვამბობ რომ ერთმანეთს ვხვდებით,უბრალოდ ანგელოზია,ესეც რომ არ იყოს იმდენად სუფთა და წმინდაა,რომ ყოველთვის დაინტერესტდები მისთვის,ყოველთვის რაღაც ახალს იგებ მისგან,როდესაც ხვდები რომ როგორც იქნა შეიცანი რაღაც ახალი იჩენს თავს და კვლავ გაინტრიგებს
-შვილო,შეგიძლია შენი ანგელოზი გვაჩვენო?-გახარებულმა მაიამ პირდაპირ დაუსვა შეკითხვა
-დედა,რა საჭიროა,ცოტა ხანში თავად იხილავ მას
-მინდა რომ ვნახო!- გაჯიუტდა ქალი,ალბათ ლამობდა იმის ვინაობის ნახვას თუ ვინ იყო ეს გოგო,იყო ღირსი თუ არა თავისი შვილის,გარეგნობით მაინც და დანარჩენს მაშინ გაარკვევდა,როდესაც თვითონ შეხვდებოდა,ზურაბი დუმდა და დედა-შვილს უსმენდა,როდესაც მაიამ გოგონას ფოტო დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა,ტელეფონის ეკრანიდან მარია უცქერდა თავისი ულამაზესი ღიმილითურთ,ზურაბი ამას ვერ ხედავდა,თითქმის არც აინტერესებდა გოგონას გარეგნობა,იგი იმითაც ბედნიერი იყო რომ თავისმა შვილმა,როგორც იქნა იპოვა მეგზური და ცხოვრებას სერიოზული თვალით შეხედა,მაიას რაღაც უნდა ეთქვა ,როდესაც ლუკას ზურგს უკან მარია გამოჩნდა და თვალებით სთხოვა არაფერი ეთქვა,მაია გაჩუმდა,გოგონას თავი დაუკრა და გაუღიმა,ლუკას დააინტერესა თუ ვის უღიმოდა,მაგრამ როდესაც დედის მზერას გააყოლა თვალი სიცარიელეს შეეჩეხა და ცოტა არ იყოს გაუკვირდა,მაგრამ არაფერი უთქვამს,დედის რეაქციას დაელოდა
-მოგეწონა?-მოუთმენლად კითხა დედას
-მართლა ანგელოზია შვილო,ვფიქრობ სულიც ისეთივე ლამაზი აქვს როგორიც ფიზიკურობა...-ეშმაკურად ჩაიღიმა ქალმა,შემდეგ კი ფეხზე წამოდგა-ბოდიშით,დაგტოვებთ მამა-შვილს,ალბათ კომპანიაზე სასაუბრო გაქვთ-ნელი ნაბიჯებით გაემართა სამზარეულოსკენ,სადაც შეშინებული მარია ელოდა,სამზარეულოში მარიასთან ერთად ნატოც დახვდა

-ნატო,შეგიძლია ჩემი ოთახი მიალაგო,ცოტაოდენი არეულობაა.-მიზეზი სწრაფად იპოვა მარიასთან მარტო დასარჩენად და ნატოც,რა თქმა უნდა,ეგრევე დასთანხმდა,ბოდიში მოიხადა და იქაურობას გაეცალა,მერე მარიას მიუბრუნდა მოჩვენებითი გაბრაზებით
-აბა?! აქამდე არ უნდა გეთქვა?-მარიას ფერი ეცვალა,ნერწყვი ხახაში გაეჩხირა და ვერ გადაუშვა უკან,სახეზე წამოწითლდა და ცრემლებით აევსო სახე,როდესაც მაიამ მარიას საცოდავობა დაინახა გაუღიმა და გულში ჩაიკრა -ჩემი მომავალი სარძლო-მისთვის ამოიბუტბუტა და გოგონა კიდევ უფრო მჭიდროდ ჩაიკრა გულში,მარიას მოეშვა და შვებით ამოისუნთქა
-როგორ შემეშინდა,მეგონა გაბრაზდით.-მოკრძალებით გაუმხილა თავისი ფიქრები მაიას
-პირველ რიგში გთხოვ იმას რომ თქვენობით აღარ მომმართო,მეორე კი,როგორ შემეძლო შენზე გავბრაზებულიყავი?-მოჩვენებითი გაბუტვით წარმოსთქვა,შემდეგ კი კვლავ გაუღიმა გოგონას - რატომ გამაჩუმე,რატომ არ გინდა გაიგოს ლუკამ რომ გიცნობ?
-იმიტომ რომ ვაპირებ რაღაცებს მასთან მიმართებაში-ეშმაკურად ააციმციმა გოგონამ თვალები,მაიაც თითქმის მიუხვდა ჩანაფიქრს და თვითონაც ეშმაკური ღიმილით უპასუხა
-ჩემი იმედი გქონდეს,მარია,შენს გვერდით ვარ!-სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული,როდესაც ოთახში ლუკა შემოვიდა,მარიამ მოასწრო დახლის ქვეშ შეძრომა და დამალვა
-დედა,მარტო საუბრობ?-გაიკვირვა ლუკამ და მის სიტყვებზე შვებით ამოისუნთქა მაიამ
-უკვე იმდენად აჭიანურებ შენი თანამგზავრის გაცნობას რომ წუთით ისიც წარმოვიდგინე რომ იგი ახლა ჩემს წინ იდგა და საუბარი გავუბი,ასაკმა იცი..-ეშმაკურად ჩაიხითხითა მაიამ და სიცილი ძლივს შეიკავა მარიამ,როდესაც მიხვდა რომ ეს სიტყვები მისი მიმართულებით უფრო იყო ნათქვამი ვიდრე,ლუკასი,ლუკას გაოცება დაეტყო სახეზე და დედას ჯიქურ მიაშტერდა
-დედა,მართლა კარგად ხარ?
-კარგად ვარ,შვილო,ეს შენ დაგეწყო მოჩვენებები,წყლის დასალევად გამოვედი უბრალოთ,შენ კი მაბრალებ რომ მარტო დავიწყე საუბარი-გაუწყდა შვილს
-თუ წყლის დასალევად გამოხვედი ჭიქა სადღაა? თანაც უკვე დიდი ხანია გამოსული ხარ-არ ეშვებოდა მამაკაცი,თითქოს რაღაცაში გამოჭერას ცდილობდა
-ლუკა,კარგი რაა,ყველაფერს როგორ ამძაფრებ-მოჩვენებითი გაბუტვით წამოიძახა მაიამ და თავის დასახსნელად სამზარეულოდან გავიდა,ლუკაც არ დაყოვნებულა,თავისი ოთხისკენ აიღო გეზი...


888
-დედა,როგორც ჩანს ლუკა არ აპირებს ჩემთან შერიგებას და არც ის კაცი მოქმედებს,რომელსაც ასე ძალიან უყვარხარ!-განრისხებული საუბრობდა ლანა
-ნუ ღელავ,ლანა,დედაშენს ყოველთვის აქვს სათადარიგო გეგმა-ღვარძლიანად და ავისმომასწავლებლად ჩაიღიმა ჟანეტმა
-დედა,რაღაც შენი ღიმილი არ მომწონს
-არა,ლანა,ჩემი ღიმილი უნდა მოგწონდეს,როგორც ჩანს მოქმედება ყოფილა საჭირო,უკვე დიდ ხანს ვაცადეთ!-მკაცრად წარმოსთქვა ჟანეტმა ეს სიტყვები
-ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს როდის მიბოძებ რაიმე საქმეს
-არა,ლანა,ამ ჯერზე შენ განზე იდგები,შენ ამ საქმეში არ ჩაერევი!
-დედა,მაგრამ..-შეწინააღმდეგება სცადა ლანამ,მაგრამ ჟანეტმა შეაჩერა
-არა,შენ უკვე ბევრი გადაიტანე,დამიჯერე,არ ღირს ზედმეტი ნერვიულობა-მზრუნველად დაუსვა ქალიშვილს ხელი...


888
მამუკამ და თიამ,იმ საღამოს შემდეგ იქორწინეს,უფრო სწორად ჯვარი დაიწერეს და ხელი მოაწრეს,ქორწილი არ გადაუხდიათ,არც თვლიდნენ საჭიროდ ქორწილს და ზედმეტ ხმაურს,იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლებმა ადამიანმა იცოდა მათი ურთერთობის შესახებ მით უფრო დაცული იყო იგი...

-მამუკა,რა იქნება ჟანეტმა რომ გაიგოს?
-არ ვიცი,მაგრამ გპირდები აღარასდროს დაგტოვებთ! ამ ჯერზე ერთად დავუდგებით გასაჭირს!
-მიყვარხარ..-როგორ ეუცხოვებოდა ორივეს ეს სიტყვები,უკვე რამდენი ხანია არც არასდროს უთქვამთ და არც არასდროს გაუგონიათ
-მეც მიყვარხარ,თია..-მოეხვია ცოლს და მშვიდ ძილს მიეცნენ...



--------------
მადლობა რომ კითხულობთ,
მიყვარხართ! love



№1  offline წევრი annita1

Saocrebaa xaarr..magram es janeti da miaii shvilii gaaaqree :D

 


№2  offline წევრი milangirl

აუ რა კაი თავი იყო smile ყოველი 5 წუთში ვამოწმებდი ახალი თავი ხომ არ დაიდოთქო. ამ დროს ველოდები ხოლმე. ისე ცოტა შევშინდი, იმედია ჟანეტს არაფერი გამოუვა თორემ გავაფრენ.

 


№3  offline წევრი Pepper

ძალიან ძალიან კაარგი იყო <3
ჟანეტი წავიდეს თავი მოიკლას და შვილიც მიიყოლოს :D <3
ველოდები შემდეგ თავს <3

 


№4 სტუმარი nini

ვაიმე გავგიჯდიიი რა მაგარიაააა love love ახალიიი დადეე რა თორე გავგიჟდებიი love

 


№5 სტუმარი takuwi

dzalian magari iyo

 


№6  offline წევრი natia-natia

აიმე რაკარგი გოგო ხარ

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu kaia dzaaan

 


№8  offline წევრი BvBArMy

მალე, მალე შემდეგს ველი. <3 <3
--------------------
I Hate Everything About You

 


№9  offline მოდერი Nina))

ძალიან მაგრები ხართ! <3
ახლა დავიწყებ დაწერას <3
მიყვარხართ!
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent