შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (5 თავი)


26-02-2016, 12:48
ავტორი Lonelygirl
ნანახია 2 155

უნარებზე დავაგვიანე. გაკვეთილმა ჩვეულებრივად ჩაიარა და მალე გამოვედით. ანუკი ხმას არ იღებდა, მივხვდი რომ გაბრაზდა და მე დავიწყე.
-ჩემი ბრალი არ არის, დღეს სახლთან დამხვდა და იმიტომ შემაგვიანდა.
ამის გაგონება ისე გაუხარდა, აღარც ახსოვდა ბრაზი. ხტუნვა დაიწყო.
-მაგარია! მერე რაო?
ყველაფერი მოვუყევი სანამ კიბეებზე ჩავედით და ქვემოთ ირაკლი ელოდებოდა. არ მინდოდა მაგრამ მეც მანქანაში აღმოვჩნდი. კიდევ გვქონდა მასწავლებელი და ირაკლიმ მე წაგიყვანთო. მთელი დღე ასე გავატარეთ სიარულში და სწავლაში. ასეა აბიტურიენტის ცხოვრება. საღამოს სახლში განადგურებული მივედი. თან ისიც მაწუხებდა რომ არ მწერდა, აღარც არაფერი ისმოდა. ჩემი ბრალი იყო, ისე ველაპარაკე ალბათ აღარც შემეხმიანებოდა და ამასთან შეგუება მომიწევდა. ვივახშმე და ჩემს ოთახში გავედი. სასწავლი მქონდა, გვიან ღამემდე ვსწავლობდი. 2 ხდებოდა რომ შეტყობინება მომივიდა, გიორგისგან იყო. მეშინოდა გახსნა, არ ვიცოდი რას მწერდა, იქნებ მემშვიდობებოდა კიდეც. ბოლოს მაინც გავბედე და გავხსენი:
„ბოდიში გვიან გწერ, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია. მესმის რომ დიდი ხანი არ არის რაც მიცნობ, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა რომ შემყვარებოდი. ხო მარიამ, მიყვარხარ! რაც შეეხება გოგოებს, არ მოგატყუებ მართლა ბევრი გოგო მყოლია მაგრამ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა. არ მინდა წარსულის გამო დაგკარგო. მიყვარხარ, ჩემო ანგელოზო!“
წავიკითხე და ტირილი ამივარდა, არ ვიცი ეს სიხარულის ცრემლები იყო თუ მწუხარების, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი. მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ანუკის დავურეკე.
-ანუკ, -ვუთხარი და ტირილი დავიწყე.
-მარიამ! რა ხდება? -განერვიულდა.
-გიორგი,-ამოვიკვნესე და მეტი ვერაფერი ვეღარ ვთქვი.
-რა მოხდა? იმ იდიოტმა რამე გაწყენინა? მარიამ მითხარი, გულს ნუ მიხეთქავ.
ყველაფერი მოვუყევი თან ვტიროდი. ვინმესთვის უნდა მეთქვა თან მირჩევდა რა გამეკეთებინა. ცოტა დამამშვიდა კიდეც, მითხრა გიყვარსო, თითქოს მე არ ვიცოდი.
-მარიამ მისმინე, ირაკლისგან ვიცი რომ მართლა უყვარხარ, არ ვიცი შემდეგ რა იქნება, მაგრამ სერიოზულად რომ არ ფიქრობდეს არ მოგწერდა. ირაკლის მეგობარია და იცის მისთვის რამდენს ნიშნავს ჩვენი მეგობრობა. დამიჯერე, გულს არ გატკენს.
-არ ვიცი, ანუკა, ხომ იცი არასოდეს არავინ მყვარებია. არ ვიცი რა გავაკეთო.
-მისმინე, ეხლა დაიძინე და ნუ ნერვიულობ. ხვალ ვილაპარაკოთ, კარგი?
-კარგი, ხვალამდე, მადლობა.
-გაკოცე ჩემო დებილო,-გაამაჯავრა,-დაიძინე, კარგად.
გავთიშე ტელეფონი და დავწექი. უკეთ ვგრძნობდი თავს. მალევე ჩამეძინა.
დილას როგორც ჩანს ჩამეძინა და ინგლისურზე ვერ წავედი. დედაც მუშაობდა და არავინ იყო სახლში რომ გავეღვიძებინე. როცა გავიღვიძე უკვე 1 ხდებოდა და ანუკის და გიორგის ზარები დამხვდა. გამიკვირდა, რა ხდება მეთქი და ანუკის გადავურეკე.
-გოგო, კარგად ხარ? მთელი დღეა გირეკავ! უკვე დედაშენთან ვაპირებდი დარეკვას.
-რა გჭირს, ნუ ყვირი, მეძინა. გიორგისაც ურეკია, გამიკვირდა.
-რა გაგიკვირდა, გიორგის მე დავურეკე,შენ რომ ვერ გიკავშირდებოდი, ვინერვიულე მეთქი რა ხდება თქო.
-გაგიჟდი? რატომ დაურეკე? ალბათ მაგიტომ მირეკავდა. -გავცოფდი,- კარგი წავედი ჩავიცვამ თორე მათემატიკასაც ვერ მოვუსწრებ. გავთიშე და მზადება დავიწყე. სწრაფად ჩავიცვი, ცოტა შევჭამე და გამოვედი სახლიდან. მათემატიკაზე წავედი. ნახევრად მეძინა, ვერც ვუსმენდი რაზე ლაპარაკობდნენ. ისე ნელა გადიოდა დრო, სანამ გაკვეთილი დამთავრდა. შემდეგ გამოვედით და სადარბაზოსთან ისევ შავი BMW შევნიშნე. რაღაცამ დამიარა მთელ სხეულში. ანუკიმაც დაინახა და სანამ რამეს ვიტყოდი დამიღრინა : -დაელაპარაკე იცოდე, დებილი ნუ ხარ. წავალ მე დედაჩემი მელოდება სოფელში მივდივართ და მერე ყველაფერი მომიყევი.
ამასობაში გავედით კიდეც სადარბაზოდან, ანუკიმ გიორგი გადაკოცნა და მობოდიშებით დაემშვიდობა მეჩქარებაო. მეც წასვლას ვაპირებდი, მაგრამ შემაჩერა.
-შეიძლება ვილაპარაკოთ?
ხმას ვერ ვიღებდი, არ ვიცოდი რა მეთქვა.
-გთხოვ,-ისევ თვითონ გააგრძელა.
ისეთი წყლიანი თვალები ქონდა, თბილი გამოხედვა, უარი ვერ ვუთხარი, თან მეც მინდოდა გარკვევა რაღაცეების.
-კარგი,- ვუთხარი და დამთავრებული არ მქონდა რომ კარები გამიღო მანქანის.
-ჩაჯექი, სადმე გავიდეთ.
აღარ შევეკამათე და ჩავჯექი. საოცარი სურნელი ტრიალებდა მანქანაში. მისი სუნამოს სურნელი იყო. მათრობდა და ოცნებისკენ მიბიძგებდა. ხმას არ ვიღებდი, მხოლოდ ვფიქრობდი რა მეთქვა მისთვის. მეთქვა რასაც ვგრძნობდი თუ დამეცადა. ბოლოს ვიფიქრე რაც იქნება იყოს მეთქი და იმპულსებს ავყევი.
-გააჩერე,-ხმამაღლა ვუთხარი.
-რამე მოხდა?-შეეშინდა და იქვე მიაჩერა მანქანა.
-ხოო მოხდა, ბევრი რამ მოხდა. - დავიწყე ხმამაღლა,-დავიბენი უკვე, ვერ ვხვდები რა ხდება ჩვენს შორის. ეს არ მომწონს.
-მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ მიყვარხარ,-მოკლედ მომიჭრა,-ვიცი რომ ეს არ გჯერა, მაგრამ დამიჯერე ასეა. დილით ანუკამ რომ დამირეკა ვერ ვუკავშირდებიო, ისე ვინერვიულე, ასეთი რამ არასოდეს მომსვლია. ვიგრძენი რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ.-საოცრად ნერვიულობდა, მაგრამ ვგრძნობდი გულწრფელი იყო.
-ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,-ისევ თვითონ გააგრძელა.-თუ მეტყვი რომ შეგეშვა უბრალოდ შეგეშვები, რამდენადაც არ უნდა გამიჭირდეს ეს. მაგრამ გთხოვ, ვიცი რომ გვაქვს შანსი. უბრალოდ ვცადოთ, დრო მომეცი რომ თავი შეგაყვარო.
ხმას ვერ ვიღებდი. დადგა დრო როცა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.
------------------------------

ბავშვებო არ ვიცი მოგწონთ თუ არა. მითხარით როგორია, თუ არ მოგწონთ აღარ გავაგრძელებ. ველოდები თქვენს კომენტარებს :)



№1 სტუმარი ლიკაჩო

კარგია, გააგრძელე, მიყვარს ეს წყვილი უკვეეე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent