უსიყვარულოდ [7-8]
-უკაცრავად? შემიყვარდი? მე შენ არც კი გიცნობ კარგად და როგორ შეიძლება შემყვარებოდი ? ძალიან გთხოვ ნება იბოძე და შენი ხელები მომაშორე, (ნიკამ ჩემი ბრძანება შეასრულა) და აღარ გაბედო კდიევ მაკოცო. ნიკა ჩუმად იყო, ფიქრობდა, მაგრამ რას ფიქრობდა ღმერთმა იცის, ბოლოს კი ვუთხარი: -შეგიძლია წახვიდე, არსად წასვლის სურვილი აღარ მაქვს. ნიკა ხმის ამოუღებლად გავიდა. მეც გაბრაზებულ გულზე ბებოს დავურეკე და ნიკას ლანძღვა დავიწყე, ბებომ ძლივს დამამშვიდა და ბოლოს მითხრა: -ძალიან მკაცრად მოექეცი, შეიძლება არასწორად მოიქცა , მაგრამ არც შენ უნდა მოქცეოდი ესე. და რაც შეეხება თქვენს ურთიერთობას დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ბებოსთან ლაპარაკის შემდეგ დავმშვიდდი, ტელეფონი გავთიშე და მოთენთილი ჩავეშვი ჩემს თეთრ ლოგინში. ვფიქრობდი ნიკაზე, მგონი მართლა მკაცრად მოვექეცი, მერე კი ტელეფონზე მესიჯი მივწერე: - "ის რაც მალე შენდება, მალევე ინგრევა" პასუხი არ მოსულა, 15 წუთის მერე კვლავ მივწერე: "ბოდიში დღევანდელისთვის ესე მკაცრად არ უნდა მოგქცეოდი" 10 წუთში პასუხი რომ აღარ მომწერა, ტელეფონი გადავდე და აბაზანაში შევედი რომ დღევანდელი საღამოსთვის მოვმზადებულიყავი. აბაზანიდან გამოსულმა თმები შევიშრე, სპორტული ტოპი, შარვალი და ჟაკეტი ჩავიცვი და ლოგინზე დავხტი. ჯერ ტელეფონი შევამოწმე ნიკას მოეწერა: "ჩვენც ნელ-ნელა ავაშენოთ" "ეგრე ჯობია" (მე) შემდეგ ლეპტოპი გავხსენი და fb-ზე სიახლეებს ვათვალიერებდი, მალე ახალი შეტყობინება მომივიდა : "სანდრო ავალიანმა დააკომენტარა სურათზე სადაც მონიშნული ხართ". ამის წაკითხვის შემდეგ ჩემმა გულმა ასჯერ უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა, ხელი მიკანკალებდა და ვერ ვხსნიდი სიახლეს, მაგრამ ბოლოს მაინც გავხსენი და წავიკითხე კომენტარი: "ახლა ვისი სათამაშო ხარ ლამააზო" წავიკითზე თუ არა ტირილი ამიტყდა, რა დავუშავე ამ ადამიანს ისეთი რომ ასე ვძულვარ, მე ხომ მიყვარდა მხოლოდ, ნუთუ სიყვარული დანაშაულია. სხვებიც ასე ფიქრობენ ჩემზე? რატომ ფიქრობს ხალხი რომ ყველა მიყენებს?...ეს ფიქრები თავს არ მანებებდა, ცრემლები თავისით იკვალავდნენ გზას ჩემს ლოყებზე, ბოლოს ჩემ თავს შემოვუძახე: "ელენე დადიან, აწიე ერთი ადგილი, გასწორდი წელში, ცხვირი მაღლა აწიე და იყავი თავდაჯერებული. შენ მართლა ვიღაცის საათამაშო ხომ არ გგონია თავი. ინატრონ შენნაირი გოგო" ვუმეორებდი ჩემს თავს. მერე უცბად წამოვხტი, ფეხზე კედები ჩავიცვი ჩანთა და მობილური ავიღე და კარები გავიხურე. გარეთ გავედი, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისას კი უკეთესად გავხდი. გავიღიმე და გეზი მაღაზიისკენ ავიღე. დღევანდელი საღამოსთვის არაფერი მქონდა, მეც Zara-ში შავი, უკან ჩახსნილი კაბა ავარჩიე და ფეხსაცმელიც შევუხამე. სახლში დაბრუნებულმა კი საათს რომ დავხედე რვა ხდებოდა, წვეულება კი ათზე იყო. მეც გიჟივით გამოვიცვალე ტანსაცმელი, სამკაულები გავიკეთე, თმები უბრალოდ გავიშალე და მსუბუქი მაკიაჟი წავისვი. როდესსაც ყველაფერი დავამთავრე კარებზე კაკუნის ხმა გაისმა, მეც მივხვდი რომ ნიკა იყო და ეგრევე გავიქეცი და გავაღე კარები. ჩემი დანახვისას კი ხმა ჩაუვარდა და ვერ ლაპარაკობდა: -შეეეენ, შე, შეენ..... ულამაზესი ხარ (ნიკა) -მადლობა, შენც კარგად გამოიყურები (მე) -არ წავიდეთ? გვაგვიანდება (ნიკა) -ორი წუთი შეგიძლია დამითმო? (მე) -კი მაგრამ რომ ვაგვიანებთ? (ნიკა) -არაუშავს, უჩვენოდაც დაიწყებენ (მე) აი რა მინდოდა მეთქვა. დღევანდელისთვის დიდი ბოდიში, უბრალოდ ნამდვილად არ მინდა რაღაც ბავშური ურთIერთობები, პატარა ბავშვი აღარ ვარ. სერიოზული ურთIერთობა მინდა და მინდა ყველაფერი ნელ-ნელა აეწყოს. -შენ საბოდიშო არაფერი გაქვს, პირიქრით ჩემი ბრალია, ყველაფერი გავაფუჭე (ნიკა) -არა, არაა... არაფერი გაგიფუჭებია. -მართლა? (ნიკა) -ჩემ თავს გეფიცები (მე) ვუთხარი და ნიკამ სიცილი დაიწყო. ორი წუთის მერე მითხრა : -ვიღაცეების კომენტარები ვნახე და არ მომეწონა. -არაუშავს რამეს მოვუფიქრებ (მე) -იცი, მე რაღაც მოვიფიქრე მაგრამ არამგონია მოგეწონოს. (ნიკა) -აბა გისმენ (მე) - შეგვიძლია საზოგადოდ წყვილი ვიყოთ, ჩვენ საქმეშიც უფრო მაღალი ანაზღაურება გვექნება. პირად ცხოვრებაში კი ნელნელა წავა ყველაფერი. მოსულა? (ნიკა) -მოსულა (ვუთხარი და გავუღიმე) -მაშინ წავედით (ნიკა) მანქანით ორ წუთში ვიყავით დანიშნულების ადგილას. ყველგან პაპარაცები იყვნენ, თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონა, ყველა ჩვენ გვიღებდა სურათს და ყველა ჩვენ გვხთხოვდა პოზირებას. წვეულებაზე მოდის წამყვანი დიზაინერები და სტილისტები იყვნენ, თIთქმის ყველასთან ვისაუბრეთ და რაღაც კონტრაქტები განვიხილეთ. ბოლოს უკვე ცუდად ვიყავი ჩახუთულობისგან და ვერანდაზე გავედი. ნიკაც უკან გამომყვა: -კარგად ხარ? (ნიკა) -არ ვიცი, რაღაც ნაირი შეგრძნება მაქვს (მე) -ნუ გეშინია, მაშველი აქ არის (ნიკა) გამეცინა მაგრამ მერე ისევ მოვიწყინე. -იცი გული მტკივა. გული მტკივა რომ ასე ფიქრობს ხალხი ჩემზე, არავის სათამაშო არ ვარ და არც მინდა ვიყო, სიყვარული ცოდვაა? მე ხომ მცხოლოდ მიყვარდა, მან კი ცხოვრება დამინგრია. ცხოვრების ხალისი დამიკარგა. -ჰეი ჰეი, გაჩერდი ეგეთ რაღაცეებს ნუ ლაპარაკობ. გახსოვდეს განსაკუთრებული ხარ, ყველასგან გამორჩეული. თუ არ გაქ მიზეზი რის გამოც უნდა იცოცხლო, იპოვე მიზეზი რის გამოც არ უნდა მოკვდე. ხალხის აზრს ნუ მიაქცევ ყურადღებას. შენზე ჭორაობენ?ესეიგი აინტერესებ, შენს ცხოვრებას განიხილავენ ესეიგი საკუთარი არ გააჩნიათ.ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ ყოველდ ილით გაიღვიძო სინანულის გრძნობით,ადამიანები რომლლებთანაც სასიამოვნოდ ატარებ დროს, კარგად ერთობი, გვერდში გიდგანან, დაივიწყე ისინი ვინც ასე არ იქცევიან. დარწმუნდი იმაში რომ ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება. თუ შანსი მოგეცემა გამოიყენე!!! არ დანებდე!!! თუ ეს შენს ცხოვრებას შეცვლის, ნება დართე ასე იყოს. აარასდროს არ ინანო ის რაც გააკეთე, თუ იმ მომენტში ბედნიერი იყავი. (ნიკა) ნიკას ამ სიტყვების მოსმენამ გამახარა: -ნიკა (მე) -ჰოუ (მითხრა და გამიღიმა) -იცი ბედნიერი ვარ რომ ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდი (ვუთხარი და გავუღიმე) -მეც ბედნიერი ვარ რომ შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში (ნიკა) მე და ნიკამ კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, წვეულება დასრულდა. სასტუმროში ფეხით დავბრუნდით, გზაში კი ხან ის მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე, ხან მე ჩემსაზე. სასტუმრომდე რომ მივაღწიეთ, ბევრი რამ ვიცოდი მასზე, მაგალითად ის რომ 6 ძაღლი და 4 კატა ყავს და თითო თითო მე უნდა მაჩუქოს. ნიკამ კი სანდროზე და ბაიაზე გაიგო, რაზეც ძალიან გაბრაზდა. ოთახამდე მიმაცილა, შემდეგ კი ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მე ჩემს ოთახში შევედი. პიჟამოები ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი. ტელეფონი ავიღე და სიახლეები დავათვალიერე. დღევანდელი წვეულების ფოტოებმა კი მთელი ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. თითქმის სულ ჩემი და ნიკას სურათები იყო. გამიხარდა და ჩემთვის ვთქვი : "ესეც ჩემი გეგმის პირველი ნაბიჯები" ტელეფონი გამოვრთე და თვალები დავხუჭე. *** თვეები ჩვეულებისამებრ გადოიდა, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ყოველდღე გადაღებები გვქონდა და საღამოს წვეულებები, იცით ბევრი ოცნებობს ჩემს ადგილას ყოფნას, მაგრამ იცით მე რა მინდა? ვცხოვრობდე წყნარ ადგილას, სადაც არარიან ორპირი ადამიანები, სადაც თბილი წვიმიანი დღეებია, სადაც ჩემ მშობლებთან ერთად ვიცხოვრებ. მეტი მე არაფერი მინდა, ყველაფერზე ვიტყოდი უარს, ყველაფერს დავთმობდი რომ ჩემი მშობლები ჩემთან ყოფილიყვნენ. პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალნენ და კარგად არცერთი მახსოვს, მაგრამ მახსოვს დედა როგორ მიმღეოდა ძილის წინ იავნანას, მისი ტკბილი ხმა კვალვ ჩამესმის ძილის წინ, მისი თბილი ხელებით თმებზე რომ მეფერებოდა, მართალია ჩემს გვერდით არარის, მაგრამ მის სიახლოვეს ვგრძნობ. მენატრებიან. ძალიან მენატრებიან. კონტრაქტის გაფორმებიდან ერთი წლის თავზე მე და ნიკა ნიუ იორკში ვიყავით, და რესტორანში პიცას მივირთმევდით, როცა ჩემმა ტელეფონმა დარეკა. რომ დავხედე გამიკვირდა რადგან ქართული ნომერი იყო, საქართველოდან კი ბებიას გარდა არავინ მირეკავდა ხოლმე. გავიფიქრე სანდრო ან ბაიბა ხომ არ არის და ისევ ჩემი დამცირება ხომ არ უნდათ თქო. ტელეფონს ხელის კანკალით ვუპასუხე: -გისმენთ (მე) -ელენე დადიანი ბრძანდებით? -დიახ მე გახლავართ (მე) - სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, ბებიათქვენი ნინა დადიანი ახლახანს შემოიყვანეს ჩვენს საავადმყოფოში, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია და იქნებ როგორმე მოახერხოთ და მობრძანდეთ ჩვენთან. ეს გავიგე თუარა, ტელეფონი ხელიდან გამივარდა, შოკში ვიყავი და ხმასაც ვერ ვიღებდი. ნიკა მეკითხებოდა რა გჭირსო, მაგრამ პანიკური შეტევა დამეწყო და ვერაფერს ვლაპარაკობდი, თავბრუს ხვევით ავდექი მაგიდიდან და სუფთა ჰაერზე გავედი. ყველაფერი ტრიალებდა, ხალხის ხმა ისე მესმოდა გეგონებოდა მიკროფონში ლაპარაკობნენო. ნიკაც უკან გამომეკიდა, გარეთ გავედი და კედელს მივეყრდენი, ნიკა მომვარდა მხრებზე ხელი მომკიდა და მამშვიდებდა: -ელენე, ელე შემომხედე, დამშვიდდი,ღრმად ჩაისუნთქე, კიდევ. დამშვიდდი, ისუნთქე, ღრმად ისუნთქე (ნიკა) მეც ნიკას ბრძანებებს ვემორჩილებოდი და რაც შემეძლო ღრმად ვსუნთქავდი, ბოლოს კი როოგორც იქნა დავწყნარდი. -ყოჩაღ, მაგარი გოოგო ხარ. ახლა კი მითხარი ვინ იყო (ნიკა) -ბბბბეებო, ბებბბიაჩემი..... საავადმყოფოშია.(ვთქვი და ტირილი დავიწყე). ნიიკა მმითხარი რომ არაფერი მოუვა, გთხოვ მითხარი, მის გარდა არავინ მყავს, ის არის ჩემი ყველაფერი, ღმერთმა ისიც უნდა წამართვას? რა დავაშავე ნიკა ასეთი. არ უნდა წამოვსულიყავი, მარტო არ უნდა დამეტოვა, კონტრაქტზე ხელი არ უნდა მომეწერა, მითხარი, გევედრები მითხარი რომ კარგად იქნება (ვტიროდი და ნიკას ვევედრებოდი) -ჩუუუუ, ყველაფერი კარგად იქნება ელე, შენი ბებია მალე კარგად გახდება აი ნახავ(მითხრა ნიკამ და გულში ჩამიკრა). რამდენიმე წუთი მამშვიდებდა, შემდეგ უკან დავბრუნდით პიცერიაში და ანგარიში გადავიხადეთ, ჩვენი ნივთები ავიღეთ და სასტუმროში წამოვედით. ოთახში რომ ავედით მე აბაზანაში შევედი, ნიკამ კი ქალბატონ ნინოს დაურეკა და სიტუაციაა გააცნო. უთხრა რომ ყველანაირ შემთხვევაში უნდა დაბრუნებულიყო რამდენიმე დღით მაინც. ქალბატონი ნინო ჩემს გაშვებას დაეთანხმა, მაგრამ ნიკას არ უშვებდა, მას კი ჩემი მარტო გაშვება არ უნდოდა. ქალბატონმა ნინომ უთხრა ნიკას რომ ხვალ მნიშვნელოვანი გადაღებები ქონდათ და ორი დღე მაინც უნდა ყოფილიყო ნიუ-იორკში, შემდეგ კი მასაც შეეძლო რამდენიმე დღით საქართველოში დაბრუნება. აბაზანიდან გამოვედი და უხასიათოდ ლოგინზე დავჯექი. ნიკა მომიჯდა გვერდით და ყველაფერი მომიყვა, მეც თავს ისე ვუქნევდი რომ არაფერი მესმოდა. ნიკა მიხვდა და გულში ჩამიკრა.ტირილი მინდოდა, მაგრამ იმდენად დაცლილი ვიყავი ემოციებისგან რომ ეგეც აღარ შემეძლო. ამიტომ ღონე გამორთმეულს ნიკას მკლავებში ჩამეძინა. დილით რომ გამეღვიძა ნიკა წასულიყო, მეც ავდექი თვალები მოვიფშვნიტე, აბაზანაში შევედი და ხელ პირი დავიბანე, შემდეგ ჩემოდანი გამოვიღე და საჭირო ტანსაცმელი ჩავალაგე. მერე ნიკას დავურეკე: -ნიკ სად ხარ? -ყავას ვყიდულობ და ათ წუთში მანდ ვარ (ნიკა) -აჰამ, კაი (მე) ნიკამაც პირობა შეასრულა და ათ წუთში ჩემთან იყო, ყავა მომაწოდა და ჩანთა თვითონ წამოიღო. მანქანა უკვე მოსულიყო, ჩავსხედით და აეროპორტში წავედით. ნიკამ სარეგისტრაციომდე მიმაცილა, ჩანთაც მომცა და მითხრა: -ჭკვიანად იყავუ, ხშირად დაგირეკავ და მოგწერ ხოლმე, როგორც კი მოვახერხებ ეგრევე ჩამოვალ. -კარგი,(ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა) ნიკამ შუბლზე მაკოცა და მეც რეგისტრაცია გავიარე. *** თბილისში ჩავედი თუ არა ჩემოდნებიანად ბებოსთან გავქანდი. საავადმყოფოში გიჟივით შევვარდი. ეგრევე პალატა მოვძებნე და შიგნით შევედი. მწოლიარე ბებოს დანახვაზე გული ამტკივდა, ათასი რაღაც ქონდა შეერთებული, მივედი და მოვეფერე: -ბებიკო, ჩემო ლამაზო ბებო, მე აქ ვარ შენი პატარა, შენი ელენიკო აქ არის, თვალები გაახილე ბებო გთხოვ, დამანახე შენი ლამაზი თვალები გეხვეწები. (მე) ოთახში ექიმი შემოვიდა. -თქვენ ვინ ბრძანდებით? (ექიმი) -ექიმო, ექიმო ხომ კარგად იქნება? ხომ გადარჩება ჩემი ბებიკო, მითხარით, გთხოვთ. (მე) -ქალბატონო ელენე მიხარია თქვენი ნახვა. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ წნევა დაუვარდა და გული წაუვიდა.გონს რომ მოვა პატარა გამოკვლევებს ჩავუტარებთ და ყველაფერს მალე შეგატყობინებთ. (ექიმი) -ღმერთმა დაგლოცოთ ექიმო, როგრო დამამშვიდეთ ვერ აგიღგწერთ, უღრმესი მადლობა(მე) -სამადლობელი არაფერია, მე ჩემს საქმეს ვასრლებ. ახლა კი მარტო დაგტოვებთ, ქალბატონი ნინა კი გონს მალე მოვა. ექიმი გავიდა, მეც ბებოს გვერდით დავჯექი და ხელზე ვეფერებოდი როცა ნიკამ დარეკა: -ელე,ელე რას შვები აბა ჩახვედი? მიხვედი? ნახე როგორ არის? ხომ კარგად არის? -კი ნიკა კი, ჩემი ბებიკო კარგად არის, მალე გონს მოვა. (მე) -მადლობა ღმერთს, მისმინე გადაღებები უკვე მორჩა და დღესვე შენთან წამოვალ. -არარის საჭირო, მე მალე დავბრუნდები (მე) -არა არა, ჩამოვალ (ნიკა) ნიკას კიდევ ცოტა ხანი ველაპრაკე, მოვუევი რაც ექიმმა მითხრა. შემდეგ ნანა ბებოც მოვიდა. -ელენე, ჩემო ლამაზო გოგო, რამდენი ხანია არ მინახავარ, რამხელა გაიზარდე, უფალმა დაგლოცოს. -მადლობა ნანა ბებო. თქვენ როგორ ხართ? (მე) -რავი აბა როგორ უნდა ვიყო, გული გამიხეთქა ამ ქალბატონმა. პატარაობიდან ჩემს ნერვებზე თამაშობს (ნანა ბებო, ბებიაჩემის უფროსი და იყო) საყვარელო, ეხლახან ჩამოფრინდი დაღლილი იქნები, წადი შენთან აი გასაღები, ჭამე რამე წყალი გადაივლე და მერე მოდი. მე აქ ვიქნები. -არა არა იყოს, (მე) -მიდი თქო, ნუ ნერვიულობ როგორც კი გონს მოვა დაგირეკავ (ნანა ბებო) -დიდი მადლობა (მე) სახლში მივედი. წყალი გადავივლე, გამოვიცვალე და ისევ უკან დავბრუნდი. საღამოს ბებო გონს მოვიდა. ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. მერე ნიკაც ჩამოვიდა და ბებოს გავაცანი, ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს. ყველა ერთად ვიყავით, ვიცინოდით, ჩემი პატარაობის ამბებს ყვებოდა ბებო. მოკლედ ყველაფერი იდეალურად იყო. ბებოს მალევე ჩაეძინა და ავდექი რომ მისთვის საბანი გამესწორებინა, მაგრამ თავბრუ დამეხვა და რომ არა ნიკა ძირს დავეცემოდი. -მოიცა გამოვიცნობ (ნიკა)არაფერი გიჭამია -არ მეცალა ჭამისთვის (მე) -წამოდი (მითხრა ნიკამ, ხელი დამავლო და გარეთ გამიყვანა) -სად მიგყავარ გაჩერდი, მარატო ვერ დავტოვებ. (მე) -ნუ ნერვიულობ ნანა ბებო აქ არის და მიხედავს, შენ კიდე ახლა წამომყვები და შეჭამ. თორე არ ვიცი რას გიზამ(ნიკა) ნიკას ჩემთვის ესე მკაცრად არასდროს არაფერი უთქვამს ამიტომ მეც დავემორჩილე. -მაშინ ჩემს საყვარელ კაფეში წავიდეთ(მე) -ოღონდ შენ შეჩამე და ყველგან წაგიყვან (ნიკა) ჩვენც სოლოლაკისკენ ავიღეთ გეზი და ერთ ერთ კაფეში შევედით. ნიკამ იმდენი რამ შეუკვეთა ჩემთვის,რომ ამდენს ერთი კვირაც ვერ შევჭამდი. ბოლოს ვივახშმეთ, ყავაც დავლიეთ, და წამოსვლას ვაპირებდით რომ უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა. ტანში მთლიანად ჟრუანტელმა დამიარა და ერთ ადგილას მივიყინე. სანდრო. ჩემს უკან სანდრო და ბაიბა იდგა: -ვახ ვახ, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, რაიყო არ ვარგოდი და უკან გამოგაგდეს? ---------------------------------------------------------------------------- ჩემო გოჭუნიებო, წინა თავი რატომღაც არასწორად დაიდო, ამიტომ ორი თავი ერთად დავდე... იმედი მაქვს მოგეწონებათ, გკოცნით ბევრს P.S თუ ელენე და ნიკა გაინტერესებთ, ნახეთ მთავარი სურათი :* თქვენი FanGirl |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.