შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რთულია კიდევ ენდო 4


26-02-2016, 22:01
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 260

აქვითინდა.ელენე ტიროდა,თან ალექსანდრეს როგორც შეეძლო ეკვროდა.მშვენივრად ხვფებოდა რომ ბიჭი მასზე გიჟდებოდა და ამას კარგად იყენებდა.პალატაში დანარჩენებიც შემოვიდნენ.ელენეს რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდნენ გაცოფდნენ. ნინი მაშინვე გავარდა პალატოდან და ზურას გამოეკიდა.ვნახავ და მოვკლავ იმ დეგენერატს,ასეთი რა უთხრა ჩემს გოგოს რომ ასეთ დღეში ჩავარდაო.დაანარჩენები კი ელენესთან მივიდნენ.
-ბავშვებო გადით,გთხოვთ გადით,მარტო მინდა დარჩენა(ელენე)
-რაც არ უნდა თქვა აქიდან არ გავალ სანამ ყველაფერს არ მეტყვი.(ალექსანდრე)
-არა გთხოვ,ოღონდ ახლა არა.ძალიან ცუდად ვარ და ლაპარაკის თავიც არ მაქვს.
-მე ვთქვი და მორჩა,ახლავე ყველაფერს მეტყვი ან მივდივარ და იცოდე მოვკლავ მაგ შენს ზურას.ელენე უფრო და უფრო რწმუნდებოდა რომ ალექსანდრე შეპყრობილი იყო მისით და ეს საშინლად სიამოვნებდა.
-კარგი მხოლოდ შენ დარჩი და დანარჩენები გადით.სხვები გავიდნენ.მხოლოდ ალექსანდრე დარჩა მასთან.
-აბა დაიწყე მიდი გისმენ.მართალია უკვე ვიცი რაღაცეები მაგრამ მე დეტალურად მაინტერესებს ყველაფერი და ახლავე მომიყვები.
-კი მაგრამ შენ რა იცი?ზურამ გითხრა რამე?ალბათ რამდენი სისაძაგლე გითხრა ჩემზე და იმიტომ ხარ ახლა ასე გაბრაზებული რომ უნამუსო გგონივარ ხომ?
-არა მას არაფერი უთქვამს,მითუმეტეს შენზე როგორ ვიფიქრებ რომ უნამუსო ხარ.წეღან ტელეფონზე გავიგე თქვენი საუბარი.მე რომ გამოვედი პალატიდან სწორედ მაშინ დარეკა ჩემმა ტელეფონმა.შენი ნომერი იყო და მაშინვე ვუპასუხე.მაშინ გავიგე თქვენი საუბარი.
-ღმერთო ჩემო,რომ ვნერვიულობდი ტელეფონს თითებით ვაწვალებდი წეღან და ალბათ შენთან დავრეკე.ბავშვებს ვთხოვე შენი ნომერი პირველივე ჩაეწერათ რომ,შენთან მარტივად დამერეკა.ტელეფონი გვერდით მედო,ნერვიულობის დროს თითებს ვათამაშებ ხოლმე და ალბათ შემთხვევით დავრეკე.მაპატიე რომ ჩვენი საუბარის მოსმენა მოგიხდა.ისევ ტირილი დაიწყო ელენემ.
-რას ამბობ,შენ რა გაქვს საბოდიშო.ან რატომ ტირი,გთხოვ გაჩერდი შენი ცრემლების ყურება არ შემიძლია.ყველა იმას მიიღებს რასაც იმსახურებს და არც ზურა დარჩება ასე.ახლა მომიყევი ყველაფერი ზუსტად რა როგორ მოხდა.
-კარგი თავიდან დავიწყებ.მე და ზურა სამი თვე ვიყავით შეყვარებულები,მერე დავშორდით რადგან ეჭვიანობა დაიწყო ერთ სულელზე.მერე ისევ შევრიგდით და იმ საღამოს კლუბში ვიყავით.ზურამ მაგიდასთან დამტოვა და მითხრა რომ მალე მოვიდოდა,კარგა ხანს ველოდე და რომ არ მოვიდა მის მოსაძებნად გავედი.კარგა ხანს დავეძებდი,ვერ ვიპოვე,ამასობაში ისიც დაბრუნებულა და ჩემი ძებნა დაუწყია.მე გარეთ გავედი.იქ კი ის სულელი დამხვდა ვიღაც გოგოს ეხუტებოდა და ეფერებოდა,თან კოცნიდა,თავი ავარიდე და წამოვედი.იმან დამინახა და გამომეკიდა ის გოგო კი იქიდან გაქრა.ხელი მომკიდა,ისე არაა როგორც შენ ფიქრობო.მეთქი რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვფიქრობ,არ მაინტერესებ,შენთან საერთო არაფერი მაქვს მეთქი,იმან კი სახეზე დამიწყო მოფერება ასე ნუ მელაპარაკები გთხოვო.ამ დროს ზურაც მოვიდა და იქ საშინელი ამბავი ატეხა.იმ გოგოში ავერიე.ის ბიჭი საშინლად სცემა.ლამის მოკლა.მერე მე მომვარდა,საშინელი სიტყვებით გამლანძღა,ვევედრებოდი და ვემუდარებოდი მომისმინეთქო,მაგრამ არაფრად ჩამაგდო.ისე იყო გაცოფებული,ხელიც კი გამარტყა.საშინელ დღეში ჩავვარდუ.ამას მისგან არ მოველოდი.იქიდან ისე წამოვედი რომ ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს,მხოლოდ ნინისთან დარეკვა შევძელი და ტელეფონზე ყველაფერი ვუთხატი.მერე კი გზაზე გადმოსვლის დროს შენც იცი რაც მოხდა.
-მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს,როგორ გაბედა,ხელი როგორ დაგაკარა.
-არა გთხოვ არ გინდა.ის ისეთია,რომ ნახავ შეიძლება დაგარწმუნოს რომ მართლა ქუჩის ქალივარ.გთხოვ არ წახვიდე მასთან და არაფერი უთხრა,თუ მართლა ნერვიულობ ჩემზე,ეს არ გააკეთო.
-კი მაგრამ ყველაფერი ასე უნდა შერჩეს?
-გთხოვ არ გინდა.რომ ჰკითხო ჩემზე გიჟდება,თუმცა უბრალოდ მესაკუთრე და ეგოისტი ადამიანია,მასთან საუბარიც კი არ ღირს.თუ მართლა ცოტათი მაინც ვნიშნავ შენთვის რამეს,მასთან არ მიხვიდე,მას არაფერი დაუშაო.
-ასე ძალიან გიყვარს?ამ სიტყვებს ლამის გული ამოაყოლა ალექსანდრემ.
-იმის მერე რაც გამიჯეთა და როგორ დამამცირა?არა რას ამბობ,ალბათ მეც უბრალოდ გატაცებული ვიყავი მისით,მაგრამ ახლა მივხვდი რომ,ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ამ სიტყვების გაგონებაზე ალექსანდრეს გული სიხარულით აევსო.თვალები გაუბრწყინდა,ეს კი ელენეს ნამდვილად არ გამორჩენია თბალთახედვიდან.
-გთხოვ მომეხვიე ალექსანდრე.შენთან თავს დაცულად ვგრძნობ.არ ვიცი რა მემართება.იმიტომ კი არ მი და რომ მასთან წახვიდე,მას რომ რამე დაუშავდეს.არა უ რალოდ მერე არ მინდაშენ შეგემთხვას რაიმე პრობლემა.
-არ ინერვიულო პატარავ.მე სულ შენთან ვიქნები და დაგიცავ.ახლა კი დაწყნარდი,ისე იქნება ყველაფერი როგორც შენ გინდა.ალექსანდრე გოგოს მოეხვია.თმაზე ეფერებოდა და ელენესაც მალე ჩაეძინა.
სანამ ელენეს მშვიდად ეძინა,ნინი ზურას დაეძებდა და იპოვა კიდეც.კლუბში იყო,ზურას ხელი მოკიდა და იქიდან გამოიყვანა,გარეთ როგორც კი გამოვიდნენ მაშინვე შებრუნდა და ურას გაარტყა.
-ასეთი ნაგავი როგორ ხარ?გოგო დაამცირე,მიწასთან გაასწორე,ხელით შეეხე და ამის მერე კიდევ ისედაც გაუბედურებული გოგო ისეთ დღეში ჩააგდე,რომ დავინახე ცუდად გავხდი.ასეთი რა დაგიშავა რომ ასე ტანჯავ?მას ხომ ასე ძალიან უყვარხარ,ასე რატომ ექცევი?
-ვუყვარვარ?ელენეს?არ გამაცინო რა.
-ბედავ და ცინიკურადაც ლაპარაკობ ყველაფრის მერე?
-შენ რა უფლებით ერევი?თუმცა რადგან ერევი იქნებ ჯერ სიმარათლე მაინც გაიგო და მერე მოაყო სცენები არ გინდა?
-რომელ სიმართლეზე ლაპარაკობ?მე უკვე ყველაფერი ვიცი.
-რა იცი?ის რაც ელენემ გითხრა?ის არ გითხრა რომ ნამდვილი კახპ...და ქუჩის ქალივარო.
-იცოდე კიდევ გაბედავ ასე ლაპარაკს მასზე და კიდევ ერახელ მიიღებ ოღონდ ამჯერად გაცილებით მაგრად.
-ჯერ სიმართლე გაარკვიე.თუ მომისმენ ყველაფერს მოგიყვები,ოღონდ უნდა დაწყნარდე.რამდენი ხანია რაც ელენეს ივნობ?
-ერთი წელია და ამას რა მნიშვნელობა აქვს?
-და იმდენად კარგად იცნობ რომ თვალდახუჭული ენდობი?
-ამას რატომ იძახი?რეებს ბოდიალობ?
-შენ და შენს შეყვარებულს,ლუკას როდის აგერიათ ურთიერთობა?როცა ელენე გამოჩნდა ხომ? -ეგ რა შუაშია?რეებს ბოდავ?
-კარგად დაფიქრდი და მიხვდები.იქნებ ეგ ყველაფერი ილენეს ერთ-ერთი გეგმა იყო,რომელიც წარმატებით შეასრულა.
-შენ ხომ არ გაგიჟდი?ელენე ერთადერთი იყო ვინც ჩვენს შერიგებას ცდილობდა.ამის გამო ხან ჩემთან და ხან ლუკასთან ათევდა ღამეებს.ტვინს გვიბურღავდა რომ შევრიგებოდით ერთმანეთს.ის ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.
-ხო შენ ტვინს გიბურღავდა და ლუკასთან საწოლს იზიარებდა. -ზურა გეყოფა.უკვე ზედმწტი მოგდის.
-ჩემი თუ არ გჯერა ლუკას ჰკითხე.ეს ყველაფერი მისგან ვიცი.იმ სულელს ისევ უყვარხარ და ეს მხოლოდ გუშინ ღამით გავიგე.აი აქ შევხვდით კლუბში ერთმანეთს.სწორედ მან მიამბო ყველაფერი.მაში დავრწმუნდი რომ ელენე ყველაფერზე წამსვლელი იყო.იმასაც მოგიყვები მე რატომ ვეჩხუბე და გავრტყი.ზურა ყველაფერს დაწვრილებით მოუყვა.
- ის რა ტქმაუნდა გეტყოდა რომ ის გოგო ვინც მას ეხუტებოდა ელენე იყო.მას ხომ თქვენი დაშორება უნდა.
- არა ,თავიდან არაფერს ამბობდა.იმ იდიოტს ისე უყვარს ელენე რომ მის ყოველ სიტყვას ისიტყვოდ ემორჩილება.სანამ კარგად არ ვცემე მანამდე ხმას არ იხებდა.ბოლოს აღიარა რომ ნამდვილად ელენე იყო.მართალუა ბნელოდა,მაგრამ კარგად გავარჩიე იქ სხვა ჩვენს გარდა არავინ იყო.მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით.ახლა კი მისი სამიზნე ალექსანდრე გახდა სავარაუდოდ.მე ასე ვფიქრობ.იმასაც გაასულელებს და მერე მიატოვებს.ყველა ბო... ასე იქცევა.ჩემთან ჩხუბს გირჩევნია შენი დაქალი შეისწავლო კარგად.ახლა თუ მიხვალ და ამ ყველაფერს ეტყვი,რათქმაუნდა უარყოფს და ტირილს დაიწყებს.თავს შეგაცოდებს ეს ყველაზე კარგად გამოსდის.ამიტომ დააცადე და მალე შენ თვითონ დაინახავ მის ნამდვილ სახეს.მალე ნახავ რომ ალექსანდრეს ჩამოეკიდება კისერზე.ეს მხოლოდ მაშინ არ მოხდებოდა მე რომ მართლა ვყვარებოდი,როგორც ამას შენ იძახი.თუმცა მალე შენ თვითონ დარწმუნდები რომ მე მართალი ვარ.ეთადერთი რატომაც ვწუხვარ ისაა რომ ასეთი ქალი,არა უფროსწორად არაქალი შემიყვარდა.ახლა კი შენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევი.სიმართლე იცი და შენი ნებაა გინდა ისევ გაასულელებინე თავი და გინდა გამოფხიზლდი და თავისი ადგილი მიუჩინე.მე წავედი ახლა ცოტა კიდევ უნდა დავლიო.თუ გინდა შემონიერთდი. ნინიმ იქაურობა უსიტყვოდ დატოვა და სულ ზურას სიტყვები უტრიალებდა თავში.შენ და ლუკა მან დაგაშორათ.ის მალე ალექსანდრეს ჩამოეკიდება კისერზე.ის უსინდისო მატყუარაა.მისი ყოველი სიტყვა ფირივით ტრიალებდა თავში.მერე ნელნელა სხვა რაღაცეებიც ამოუტივტივდა თავში და უკვე ეჭვი ეპარებოდა ელენეს გულწრფელობაში.ამიტომ გადაწყვიტა დაქალისთვის თვალი არ მოეშორებინა.დრო გადიოდა.ელენე დღითიდღე უკეთ ხდებოდა.ალექსანდრე გვერდიდან არ შორდებოდა.ყოველდღე სხვადასხვა საჩუქრებითა და ტვავილებით ხელში შედიოდა ხოლმე პალატაში.ნინი ყველაფერს აკვირდებოდა და მერე აანალიზებდა.დანარჩენები ვერაფერს ხვდებოდნენ გარდა იმისა რომ ალექსანდრე უკვე ყურებამდე იყო შეყვარებული ელენეზე.მალე ელენე სრულიად გამოკეთდა და საავდმყოფოდან გაწერის დროც დადგა.
-გილოცავთ ელენე.ნამდვილად ძალიან ძლიერი გოგონა ხარ.ამდენ რამეს და ასე მარტივად ჯანსაღი კაციც კი ვერ გადაიტანდა.ახლა კი შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ.თუმცა ჯერ კიდევ არ შეიძლება შენი მარტო დატოვება.აუცილებლად უნდა გყავდეს ვინმე გვერდით.
-რა პრობლემაა ექიმო,ჩემთან წამოვა და მე მივხედავ(ნინი)
-არ მინდა რომ შეგაწუხო.ისედაც ამდენი გააკეთეთ ჩემთვის.(ელენე)
-რას ამბობ,აბა მეგობრები რისთვის გვჭირდება?აღარ გავიგო არაფერი ჩემთან მოდიხარ.(ნინი) მალე საავადმყოფოდან წამოვიდნენ.ელენე ნინისთან გადავიდა საცხოვრებლად,ნინისთვის ეს კარგიც იყო,ასე უკეთესად ახერხებდა გაეგო რას აკეთებდა ელენე.დრო გადიოდა.ალექსანდრე უფრო და უფრო გუჟდებოდა ელენეზე.ეს უკვე არავისთვის იყო გასაკვირი.ყველამ იცოდა რომ ჭკუა ეკეტებოდა მასზე და ამაზე ბევრსაც საუბრობდნენ.მიუხედავად ამისა ალექსანდრე ვერ ბედავდა რომ გოგოსთვის რამე ეთქვა.არ მინდა შევაშინო და სამუდამოდ დავკარგოო.ბოლოს უკვე მეტი რომ აღარ შეეძლო დახმარება ნინის და გიოს სთხოვა.
-ბავშვებო თქვენი დახმარება მჭირდება.ერთი თბე გავიდა იმის მერე რაც ელენე საავადმყოფოდან გამოვიდა და სულ ჩემს გვერდით ტრიალებს.აღარ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს,ისედაც ყველამ იცით რომ ამ გოგოზე ვაბოდებ.მისით ვსუნთქავ და მეშინია არ დავაფრთხო.ამიტომ თქვენ უნდა დანეხმაროთ რომ როგორმე მოვახერხო და ის ჩემი უნდა გახდეს.მხოლოდ ჩემი და სხვა არავისი.
-ვა,ვა,ამას რას მოვეზწარით,თვით ალექსანდრე ონიანი ითხოვს დახმარებას?არა ეს წარმოუდგენელია.მას,ასეთ ძლიერ პირო ნებას,ერთი პატარა გოგო ვერ მოურჯულებია?(გიო)
-გეყოფა იდიოტო,ვერ ხედავ რომ ბიჭი შეყვარებულია?მას დახმარება სჭირდება დაცინვა კი არა.(ნინი)
-კარგი ჩვენ ვიქნებით შუამავლები და დაგეხმარებით ყველაფერში.(გიო)
-ალექსანდრე ბექას რომ ვთხოვო დახმარება ამ ჯამბაზის ნაცვლად არ შეიძლება?(ნინი)
-გოგო ვინაა ჯამბაზი?შენ ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე და იცოდე წესიერად მოიქეცი.არავისაც არ სთხოვ.რადგან ჩვენ გვითხრა ე.ი. ჩვენ გავაკეთებთ ამ საქმეს და მორჩა.შენი ხმა აღარ გავიგო.(გიო)
-კარგით მე საქმეზე გავდივარ თქვენ დაგტოვებთ და ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ.ალექსანდრე წავიდა.
-ჯანდაბა ეა უნდა გავაკეთოთ.ელენემ ჯერ ის იდიოტი ზურა ვერ დაივიწყა და როგორ მოვახერხოთ და ალექსანდრე და ელენე დავაახლოვოთ?(ნინი)
-ვინ გითხრა რომ ვერ დაივიწყა?დარწმუნებული ვარ ცოლობაც რომ სთხოვოს ალექსანდრემ მაშინვე დათანხმდება.(გიო)
-რა სისულელეა,ზურაზე არაერთხელ გვილაპარაკია და ბევრჯერ უთქვამს რომ ის ისევ უყვარს. -მე გეუბნები რომ არ უყვარს და შეიძლება ვოლად აც კი გაყვეს ალექსანდრეს.მართალი ვარ შესანიშნავი იდეაა.ალექსანდრე მას პირდაპირ ცოლობას სთხოვს.
-რაა?შენ სულ გაგიჟდი ხომ?ყველა შენნაირი სულელი გგონია?ეს როგორ იფიქრე?წარმოგიდგენია მაინც ალექსანდრეს რა დაემართება ელენემ უარი რომ უთხრას?
-დარწმუნებული ვარ დათანხმდება.ეჭვიც არ მეპარება რომ დათანხმდება.ეგ არის.ყველაფერს ახლავე მოვიფიქრწბთ.მოდი ჩემთან.გოგოს ხელი დაავლი მხარზე შემოიგდო და ოთახში ისე შეიყვანა.
-რას აკეთებ სულ გაგიჟდი?დამსვი ახლავე,შენ გელაპარაკები დამსვი მეთქი.
-აჰა,მოიცადე და დაგსვამ.გოგონა პირდაპირ დივანზე დაანარცხა გიორგიმ.
-შენ სულ გაგიჟდი? -მოიცადე მომისმინე ახლა ჩემს იდეას გაგაცნობ და მერე შენც შენოამატებ შენს ძრებს.დაივიწყე ახლა რომ ვერ მიტან და მხოლოდ იმაზე იფიქრე რომ ჩვენს მეგობრებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება.მან თავისი გეგმა ნი ის გააცნო.
-გამორიცხულია,სრული სიგიჟეა.არაფერი გამოვა.
-გთხოვ პატარავ დამთანხმდი და დამეხმარე.
-პატარას ნუ მეძახი.მე არ ვარ შენუ პატარა. გიო გოგოსთან ახლოსმივიდა იმდენად ახლოს რომ ნინოს სახე პირდაპირ თავის სახეს გაუსწორა და ცხვირი ნინოს ცხვირს მიადო.გოგოს სუნთქვა შეეკრა და გილმა ბაგაბუგი დაიწყო.იმდენად ხმამაღლა უცემდა რომ გიოსაც კი ესმოდა.
-თუ ჩემი პატარა არ ხარ,ჩემს მოახლოებაზე გული ასე გამალებით რატომ გიცემს?ასე რატომ ნერვიულობ?
-მომშორდი,რაღაცეები გეჩვენება და საეართოდ ახლა ალექსანდრეზე და ელენეზე ვლაპარაკობდით.
-კარგი შენ მერე მოგხედავ.ასე მარტივად ვერ გამექცევი. -არსად გავრბივარ აქ ვარ.
ისევ ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,რომელიც უფრო დაუფრო ცუდად გამოსდიოდა,როდესაც გიო უახლოვდებოდა.მისი შეხებისდროს ცეცხლი ეკიდებოდა.ასეთი რამ სხვასთან არ უგრძვნია.გრძნობდა რომ გიო საშუნლად იზიდავდა და ეს აცოფებდა.ამას კარგად ხვდებოდა გიოც და დროს უქმად არ კარგავდა.მოკლეთ მათ ალექსანდრეს გეგმა გააცნეს და ბიჭი ლამის გაგიჟდა.უარესის ღირსი ვარ დახმარება თქვენ რომ გთხოვეთო.თუმცა ბოლოს იმდენი ქნეს რომ ალექსანდრეც დაითანხმეს.საღამოსთვის ყველაფერი მოამზადეს.მიუხედავად ყველაფრისა ნინის ეშინოდა რომ ელენე უარს იტყოდა და ალექსანდრესთვის გულისტკენა არ უნდოდა.მითუმეტეს რომ სულ ორი დღის წინ ელენე ისევ უმტკიცებდა რომ ზურა ისევ უყვარდა.საბოლოოდ ყველაფერი მზად იყო.ნი იმ ელენე გამოაწყო და თოჯინას გავდა.მერე სახლიდან გაიყვანა მანქანაში ჩასვა სადაც ალექსანდრე ელოდებოდა და წავიდნენ.
-რა ხდება ალექსანდრე?
-ცოტაც მოითმინე და ყველაფერს გაიგებ.მალე ტყის სიღრმეში შევიდნენ.მერე სანთლის ლამპიონებით განათებულ ბილიკს გაუყვნენ.ლამაზ ბაღში შევიდნენ და ტბის პირას მივიდნენ.ყველაფერი ზღაპრულ სამყაროს ჰგავდა.ირგვლივ ყველაფერი ფერადი და ლამაზი იყო.უცებ მთელი ტბა განათდა და ხედ დიდი ასოებით დაეწერა ელენე მიყვარხარ.ელენესაც მეტი რა უნდოდა მაშინვე ალექსანდრეს მოეხვია.
-ელენე ეს აქამდე არასდროს მითქვამს.იცი პირველად ვამბობ ამ სიტყვას,მეშინია პირველად რომ დაგკარგავ ამის მერე,მაგრამ მაინც გა რისკავ და გეტყვი.მიყვარხარ და მინდა რომ ჩემი მთელი ცხოვრება შენ ერათს მოგიძღვნა.ელენე გახდები ჩემი მეუღლე?თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი და დარჩენილი ცზოვრება ჩემთან ერთად განვლო? ელენემ ტირილი დაიწყო,მერე ალექსანდრეს მოეხვია და უთხრა
-თანახმა ვარ.თანახმა ვარ გავხდე შენი ცოლი.მიყვარხარ ალექსანდრე ონიანო. ამ დროს ირგვლივ ყველაფერი განათდა და გიჟებიც გამოცვივდნენ.ბავშვები ულოცავდნენ შეყვარებულებს.მხოლოდ ნინი იდგა და ახსენდებოდა ზურას სიტყვები"შემდეგი სამიზნე ალექსანდრეა,მალე ნახავ რომ ჩამოეკიდება კისერზე და მაშინ დაიჯერებ რომ სიმართლეს ვამბობდი".



ესეც ახალი თავი.არ ვიცი როგორი გამოვიდა თუმცა იმედი მაქვს ისიამოვნებთ



№1 სტუმარი darina

Ar minda, rom elwnes maxeshi gaebas aleqsandre, ar imsaxurebs aset tanjvas, me gadmomigde ra, aseti matyuara adamianebi ar imsaxureben aleqsandresnair adamians.

 


№2  offline წევრი Gauqmda Gauqmda

დიდი მადლობა რომ კითხულობ.დიდ სტიმულს მაძლევ ის რომ თუნდაც შენ ერთი ელოდები ახალი თავის დადებას.მადლობა შენ ამისთვის love არ ვიცი ვერ დაგპირდები საერთოდ არ დაითანჯებათქო მაგრამ შევეცდები ძალიან არ ვაწამო :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent