შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოდესმე გყვარებია? (8) დასასრული


27-02-2016, 00:01
ავტორი natia_888
ნანახია 2 621

ნიკა დიდხანს მისმენდა, ძალიან დიდხანს და არც კი ვიცი როგორ, მაგრამ ისევ მოახერხა ჩემი გაღიმება...
• ნიკა შეგიძლია ხვალ შენ წამიყვანო სკოლაში. არ მინდა გიოსთან ერთდ წავიდე, მაგრამ არც მარტო მინდა წასვლა.
• რათქმაუნდა ბაბი.
• კარგი გელოდები.
• კარგი ცხრზე შენთან ვარ.
• ცხრაზე? - მე და გიო ყოველთვის ათზე მივდიოდით, ცხრაზე გამოცდა იხსნებოდა მაგრამ ჩვენი ჯერი მხოლოდ ათის მერე თუ მოვიდოდა ხოლმე.
• ხო ცხრაზე, სხვებსაც ხომ უნდა ვუგულშემატკივროთ.
• რათქმაუნდა. - გამოცდის პირველ პერიოდში ტესტირებაზე ლიდა შედიოდა, გიომ კი იცოდა მისი ნახვა არ მიყვარდა, ამიტომ ბუნებრივად მიმაჩნდა, რომ ათზე მაკითხავდა ხოლმე. მაინცდამაინც არ გამხარებია რომ ხვალ დილით მომიწევდა ლიდასთვის წარმატებები მესურვებინა.
• კეთილი ჩემო მშვენიერო, ღამემშვიდობის. - ჩემო მშვენიერო , თითქოს უცნაურად და ამავდროულად ლამაზად ჩამესმა ეს სიტყვები.
• ღამემშვიდობის ნიკა. - ყურმილი დავკიდე.
კარგ ხასიათზე ყოფნის მიზეზიი არ მქონდა, მაგრამ სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი.... უცნაურია...
გიორგის შეტყობინება გავუგზავნე, გავაფრთხილე დილით არ გამომიარომეთქი და დავიძლნე, მშვიდად დავიძინე.
დილით როგორც შევთანხმდით ნიკამ ცხრაზე გამომიარა, მეც მზად დავხვდი და სკოლისკენ წავედით. კიდევ ერთი უცნაურობა აღმოვაჩიენე ჩემ თავში, როდესაც ნიკაც გაღიმებულ სახეს ვხედავდი, მეც ღიმილი მეფინებოდა... ნიკას წყალობით მშვენიერ განწყობაზე დავდექი, გზაში ვსაუბრობდით, ვიცინოდით... სკოლამდე რამდენიმე კილომეტრიღა დაგვრჩა და მანქანაშიც სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ძრავის ხმა და მანქანის აქსესუარის სინქრონული ჟღერადობა ისმოდა, როდესაც ის სარკის მინას შეეხებოდა. როგორც წესი, სიჩუმე ადამიანებს ფიქრს აიძულებს. გინდა თუ არ გინდა მაინც შენ თავთან მართავ დიალოგს, გინდა თუ არა სიჩუმეში აზრების კორიანტელში ეფლობი და ცდილობ გამოერკვე, ყველაფერს თავი მოუყარო და თავისი ადგილი მიუჩინო. ანდაც ეს სულაც არ გჭირდება და მხოლოდ ერთ განსაზღვრულ, კონკრეტულ რაღაცაზე მოჰყვები ფიქრს... მეც დავიწყე ფიქრი და საკმარისი იყოს ერთი წუთი სრულ სიჩუმეში, ჩემს თავთნ მარტო დავრჩენილიყავი, რომ გონებაში მისი სახელი ამომიტივტივდა და მთელს სხეულში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა... ტირილი მომინდა...
არ მახსოვს ჩემი ცრემლი ვინმეს ჰქონდეს ნანახი... ხო, საერთოდ არც ვისურვებდი ვინმეს ენახა, ამიტომ რაც არ უნდა იყოს ტირილისგან თავის შეკავებას ყოველთვის მოვახერხებ. რაც შეეხება ნიკას, ის ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც ყოველთვის ის ვარ რაც ვარ. გიორგისთანა კი შეიძლება, მცირე დოზით, მაგრამ მაინც მოვირგო ნიღაბი. ნიკასთან კი არასდროს. მასთან ტირილიც თავისუფლად შემიძლია, სიცილიც, საუბარიც... თითქოს მის გვერდით ჰაერსაც მთლიანად ჩემეულად ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ. მის გვერდით შემიძლია მაშინ გავიღიმო როცა ეს მინდა, და მოვიწყინო როცა ამის სურვილი მექნება, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული თვისებით არის დაჯილდოებული. როგორც არ უნდა მოვინდომო მის გვერდით ვერ ვიწყენ... ყოველთვის ახერხებს ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას. შეიძლება არაფერი თქვას და უბრალოდ შემომხედოს, მაგრამ იმდენად თბილად, რომ მეც გამათბოს და მაიძულოს გავიღიმო, მაიძულოს ბედნიერი, სულ ცოტათი ბედნიერი მაინც გავხდე.
სკოლაც გამოჩნდა, ნიკამ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და შენობისკენ გავემართეთ. გამოცდები მეორე სართულზე იმართებოდა, იმფორმატიკის კაბინეტში, მოსწავლეები საგამოცდო ოთახიდან სამი კლასით მოშორებით, ბიოლოგიის კაბინეტში ვიცდიდით ხოლმე, მასწავლებლები და მშობლები კი სამასწავლებლოში ან დირექტორის კააბინეტში. დღეს რატომღაც მაინდამაინც არ მსურდა საერთო ტავყრილობას შევერთებოდი და ნიკას ვთხოვე სხვა კლასში შევსულიყავით, ბიოლოგიის კაბინეტიდან ერთი კლასის მოშორებით, ფიზიკის კაბინეტში გადავწყვიტეთ შესვლა.
• ფიზიკის კაბინეტი რატომ? - ნიკას შეკითხვამ ცოტა დამაბნია
• რა მნიშვნელობა აქვს?
• ის რომ ფიზიკას ვერ იტან. - აი კიდევ ერთი თვისება, რაც ნიკაში ასე ძალიან მიყვარდა. ძალიან დაკვირვებული იყო, ჩემზე მეტადაც კი... ჩემზე უკეთ იცოდა ჩემი საყვარელი ფერი, საგანი, წიგნი და საერთოდ ყველაფერი.
• ეს რატომ გაგახსენდა?
• მე შენზე ყოველთვის ყველაფერი მახსოვს.
• რომელია ჩემი საყვარელი ფერი? - ნეტავ რატომ დავუსვი ეს შეკითხვა?
• მწვანე. - მხოლოდ გავუღიმე.
რათქმაუნდა... ზოგჯერ მეგონა რომ ნიკა ჩემ თავზე უკეთ მიცნობდა და ვბრაზობდი კიდეც მასზე, მაგრამ ამის გამო მიყვარდა კიდეც... განუზომლად მიყვარდა...
• მოდი მაინც აქ შევიდეთ.
• საკუთარ თავთან მებრძოლი გოგონა. - ორივეს გაგვეცინა. - კეთილი აქ შევიდეთ.
კარი ნიკამ გააღო და გზა მე დამითმო. ოთახში შევედი და თვალთ დამიბნელდა... „საკუთარ თავთან მებრძოლი გოგონა“, ახლა ბრძოლაც აღარ შემეძლო. თუმცა რა ბრძოლა, ისიც არ ვიცი, როგორ შევძელი, რომ ფეხზე ვმდგარიყავი, ვერაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ რაღაც თბილს ჩემს ხელზე, რომელიც ძლიერ მეჭიდებოდა, უფრო სწორედ მიჭერდა...
რა მოხდა? ის რასაც ამდენ ხანს გული მიგრძნობდა და მაინც ვერსადროს წარმოვიდგენდი, ის რაც მოსვენებას მიკარგავდა, ის რაც მატირებდა ისე, რომ ცრემლი არასდროს მომდიოდა... ოთახში გიორგი დავინახე, „თვითსრულყოფილება“, არა ისევ ვაჭარბებ, ისევე ვაჭარბებ როგორც პირვლად მისი ნახვისას... მაგრამ მარტო გიორგი არ ყოფილა, იქ ლიდაც იყო... ხო ისევ ლიდა... მხოლოდ გიორგი ნაპირელი და ლიდა, ჩემი შეყვარებული და ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ვძულდი...თითქოს ისტორია ხელახლა იწყებოდა... რატომ იყვნენ ისინი მარტონი იმ ოთახში? ნეტავ ამის გასაგებად მეც კითხვის დასმა დამჭირვებოდა, მაგრამ არა, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. მათშორის მანძილი არ არსებობდა. გიორგი ნაპირელი, ჩემი შეყვარებული, ჩემს დაუძინებელ მტერს კოცნიდა...
წამით გავშეშდი, თვალი გავუსწორე ჩემი ცხოვრების სიყვარულს და ოთახიდან გამოვბრუნდი... თვალიდან ერთი ცრემლიც არ გადმომვარდნია...
• ბაბი ეს ის არ არის რაც შენ გგონია... - ისევ ხელოვნური სიტყვები, ისევ სიტყვები, რომლებიც გიორგის არ ეკუთვნოდა...
• ხო, მართალი ხარ, ეს ის არ არის რაც მე მგონია, არც აქამდე იყო ის რაც მე მეგონა...
• რას გულისხმობ ბაბი?
• არაფერს... - წამით თვალი გავუშტერე და წამოვედი, გიორგი ისევ გამომყვა.
• ბარბარე მოიცადე
• გიო თავი დაანებე მაგ საცოდავს, თამაში რაღა საჭიროა, საკმარისად გავერთე. - ლიდას მიერ წარმოთქმული თითოეული ასო გულში რახვარივით მომხვდა, ლახვარივით, რომელსაც უნდა მოვეკალი, მაგრამ რაღაც მაიძულებდა რომ მეცოცხლა...
• ლიდა მოკეტე.
• კაი რა გიო, რაღა აზრი აქვს, მეც და შენც საკმარისად გავერთეთ, გაუშვი ეს უბადრუკი.
გიორგი წამომეწია და მკლაზე ხელი მომკიდა. მისი შეხებისას ვიგრძენნი რომ რაღაც დამაკლდა...
• ბაბი მიყვარხარ.
• გიყვარვარ? სიყვარული იცი რა არის? გახსოვს ერთხელ ისტორია მომიყევი, ისტორია შენზე, თუ როგორ გარდაისახე უგულო რობოტად და როგორ დაივიწყე ადამიანური გრძნობები, როგორ ატკინე გული გოგონას და როგორ იმოქმედა შენზე მისმა სიტყვებმა... არა გიორგი, შენ არც რობოტი ხარ და არც საცოდავი, არც ჩემზე უარესი, შეიძლება უკეთესიც კი ხარ. იცი რატო? შენ არასდროს ყოფილხარ ადამიანი, რომელსაც გრძნობები გააჩნია და არც არასდროს ქცეულხარ უსულო რობოტად, შენ ყოველთვის ასეთი იყავი, როგორიც ახლა ხარ. აი მე კი ვიქეცი... შემომხედე... შენ სიყვარული არასდროს შეგეძლო და არც ახლა შეგიძლია, შენ ისევ შენ ხარ და ესეც საკმარისი სასჯელია შენთვის, მე კი შენზე მეტად ვისჯები, რადგან სიყვარული შემეძლო, ახლა კი ამის უნარი დავკარგე, ახლა მე დავკარგე გრძნობები, ადამიანების ნდობა, საკუთარი თავის ნდობა... გახსოვს ერთხელ მითხარი, პირვლად რომ შემოგხედე შენში სათნოება დავინახე და არ მინდა, რომ ეს სათნოება განადგურდესო? არ ვიცი გულით ამბობდი მაშინ, იმას რასაც ამბობდი თუ ესეც შენი „ადამიანობის“ ნაწილი იყო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მართალი თქვი... ჩემში ცოცხლობდა სრულიად სათნო გოგონა. წიგნის ჭია, მახინჯი, უბადრუკი, საცოდავი... მაგრამ მაინც ადამიანი. ადამიანური სულისა და გრძნობების პატრონი, რომელიც შენი და იმ ალქაჯის გამო გარდაისახა, იმის გამო, რომ შეგემჩნია და იმის გამო, რომ მას ჩემი დამცირება შეეწყვიტა, გარდაისახა, მაგრამ არ მომკვდარა. არ მომკვდარა, რადგან უყვარდა... არ ვიცი რა, შენ თუ თვითონ სიყვარული, მაგრამ უყვარდა. დღეს კი შენ შენი ხელით მოკალი ის და ყველაზე დიდი უბედურება იცი რა არის? ჩემს ისტორიაში მთავარი ანტიგმირი მე ვარ. მე თვითონ მოვაწერე ჩემს სასიკვდილო განაჩენს ხელი, მე თვითონ მოგეცი ხელში ჩემი უბედურების გასაღები, ანდაც თავად გავხსენი ის... და კიდევ უფრო უარესი იცი რა არის? მინდა, რომ მოგისმინო. მინდა, რომ მითხრა, ამიხსნა, რომ ლიდამ ძალით გაკოცა, რომ ოთახში რაღაც, ვითომდა მნიშვნელოვანის სათქმელად შემოგიყვანა, რომ გაგაცურა და რომ გიყვარვარ. მინდა, რომ მოგისმინო და დაგიჯერო. მაინც მინდა, რომ ჩემში განარძო არსებობა, მაგრამ არ შემიძლია, არ შემიძლია, რადგან თავად მეც აღარ ვვარსებობ... აღარც ადამიანი ვარ და აღარც რობოტი, გვამი ვარ და ვნატრობ, შევნატრი იმ დროს როცა შენნაირი ბიჭები ვერც კი მამჩნევდნენ, ლიდა კი მამცირებდა და შეურაწყოფას მაყენებდა... მაგრამ ამასაც კი ვერასდროს დავიბრუნებ... ერთადერთი ის მანუგეშებს, ისაა რომ მე ადამიანი მაინც ვიყავი, შენ და ის კი არც არასდროს ყოფილხართ... გიყვარვარ? არა გიორგი შენ არავინ არ გიყვარს, არავინ და მათ შორის არც შენი თავი, ისევე როგორც მე...
• ბაბი გთხოვ მომისმინე.
მისთვის აღარ შემიხედავს, უბრალოდ წამოვედი, მისი ხმა ზურგს უკან მესმოდა, მესმოდა როგორ მეძახდა, მესმოდა როგორ უყვიროდა ლიდას შემეშვი, თვი დმანებეო, მესმოდა როგორ აგდებდა საგნებს ძირს, მესმოდა მაგრამ აზრი არ ჰქონდა...
გაერთ გამოვედი და შენობის კიბეზე ჩამოვჯექი, ნიკა გვერდით მომიჯდა. საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ რაღაც შვების მსგავსსაც...
• ბაბი, იქნებ მოუსმინო. - ნიკას სიტყვები გარკვევით ჩამესმა ყურში.
• ... ოდესმე გყვარებია? თუ მოუსმენ დაუჯერებ...
• და შენ გიყვარს ის? - და მე მიყვარს ის?
...და მე მიყვარს ის? ეს არის კითხვა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დამესვა ჩემი თვისთვის... ყოველთვის ვფიქრობდი იმასზე ვუყვარდი თუ არა გიორგის, მაგრამ არასდროს მიკითხავს ჩემი თავისთვის მიყვარდა თუ არა თავად მე ის...
• მიყვარს თუ არა ის?.. მართალი ხარ... ალბათ მე ის არ მიყვარს...
გიორგი ნაპირელი მოულოდნელად მოვიდა და სრული ქარიშხალი დამატეხა თავს... სათნო გოგონას, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს ყვარებია, თავი შეაყვარა, მაგრამ მიყვარდა კი გიორგი? მე ახალგაზრდა, გამოუცდელი, სიყვარულზე შეყვარებული, სრულყოფილებას ვეძებდი და ამასოფაში ნამდვილი სრულყოფილება დავკარგე. გიორგი პირველი იყო ვინც დამელაპარაკა, მაგრამ მანამდე არსებობდა ნიკა, ვინც მუდამ თბილი ღიმილით მიღიმოდა. გიორგი პირველი იყო ვინც მომეწონა, მაგრამ მანამდე ვიცნობდი ნიკას, რომელსაც არ ვამჩნევდი... უდიდეს გრძნობას ვგრძნობდი ჩემში და ამას გიორგის სიახლოვეს ვაბრალებდი, მაშინ, როცა ჩემს გვერდით ნიკაც იყო.... ვამბობდი, რომ ნაპირელი მიყვარდა მთელი არსებით, მაშინ, როცა გიორგისთან ყოფნისას საკმარისი იყო ნიკასთვის თვალი მომეკრა, რომ ჩემში არსებული სიყვარული ორად იყოფოდა...
ჩემში ორი რამ ებრძოდა ერთმანეთს, ჭეშმარიტი სიყვარული და სიყვარულის აბსტრაქცია... ის ვინც მიყვარდა და ის ვინც სიყვარულისთვის გამოვიგონე. და მაინც, არარსებული ავირჩიე... ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი და აბსტრაქტულ სიყვარულზე შევაჩერე არჩევანი, რომელმაც სამუდამოდ წამართვა სურვილი და უნარი სიყვარულისა, ან უფრო სწორად სიყვარულის გაზიარებისა...
• მიყვარდა თუ არა ოდესმე ის?... შენ მართალი ხარ, ალბათ მე გიორგი არასდროს მყვარებია... მიყვარდა, ნამდვილად მიყვარდა, მაგრეამ გიორგი არა... ახლა კი, როცა ვიცი ვინ მიყვარს, სიყვარული აღარ შემიძლია... - წამოვდექი და უბრალოდ წავედი.
მას შემდეგ რაც ნიკას ვიცნობ, არ მახსოვს მისი ქმედება,რაც ჩემს სურვილს ეწინააღმდეგებოდა. სამაგიეროდ მახსოვს ისეთი რამ, რაც მას ტკივილს აყენებდა, მაგრამ ჩემგამო იტანდა... ბანკეტის საღამო, ჩემი გაუთავებელი ლაპარაკი ჩემი და გიოს „სიყვარულზე“... და თუნდაც მისი ბოლო გაბრძოლება ჩემი ბედნიერებისთვის...“იქნებ მოუსმინო“...
რატომ, რისთვის, ვის გამო დავკარგე სიყვარულის უნარი? რატომ დავასვი ამხელა დამღა საკუთარ თავს, რატომ არ მაქვს ბრძოლის სურვილი, რომ ვაჯობო ამ საშინელ შეგრძნებას... წავიდე მასთან და ვუთხრა, რომ მიყვარს...
• ჩემო სიყვარულო, ერთადერთი ხარ ვინც ჩემში ასე ღრმად შემოაღწია, ერთადერთი ხარ ვინც დამისაკუთრა... მიყვარხარ ბარბარე, მიყვარხარ და მინდა რომ ეს იცოდე. გინდა თუ არა შენ ჩემი საოცრება ხარ, გინდა თუ არა ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი მშვენიერი... მოძველებული სიტყვებია, მაგრამ ჩემთვის შენი სიყვარული სიცოცხლესავით და მასზე მეტადაც ძვირფასია. ყველაფერი ხარ ჩემთვის რაც მასულდგმულებს და არ ვიცი როგორ აგიხსნა ეს...
ზურგსუკან ჩამესმა სიტყვები, რომელიც მიყვარდა ისე რომ არც კი ვიცოდი... სიტყვები რომელიც მეგონა რომ ეკუთვნოდა ადამიანს, რომელიც მეგონა, რომ მიყვარდა და თურმე ამ სიტყვების ავტორი ყოფილა ადამიანი, რომელიც მართლა მიყვარდა და რომელიც იმ დღის შემდეგ აღარასდროს მინახავს. ადამიანს რომელიც ჩემი ნაწილი კი არა, თავად მე ვიყავი და რომლის დაკარგვასთან ერთად ყველაფერი დავკარგე... დავკარგე თვალები რომელიც მათბობდა და ღიმილი, რომელიც მეც მაღიმებდა. საოცრად მშვიდი და საიმედო მზერა დავკარგე... ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ შემეძლო ის დამებრუნებინა, მაგრამ არაფერი გავაკეთე... ნეტა იმის თქმა მაინც შემეძლოს გავუშვი მეთქი, არა... საშინელება ის არის, რომ ის კი არ გავუშვი, მე წავედი მისგან, მე მოვშორდი ნიკას და მე მოვშორდი საკუთარ თავს...
ირონიულია... ყოველთის როცა სხეული, გონება... სული... აღტკინების, ეიფორიის ზენიტში მოდიოდა... ყოველთვის როცა რაღაც არაამქვეყნიურ გრძნობას ვყავდი შებყრობილი.... ჰაერი ფილტვებს მიწვამდა და ბგერები სმენას მიხშობდა... გიორგის სიახლოვეს ვაბრალებდი.... არადა, ყოველ გასაოცარ წამს, ყოველ ჯერზე ჩემს გვერდით იყო ნიკა... მაშინ როცა მჭირდებოდა, მაშინ როცა ვიცოდი მისი სიახლოვის შესახებ... მაშინ როცა მას ვერ ვხედავდი.... მაშინაც კი, როცა მჭირდებოდა, მაგრამ თავადაც არ ვიცოდი ეს.... ყოველთის თვალით უხილავი იყო ეს საოცარი შეგრძლებები, მე კი ცხოვრებამ იმდენად დამცინა, ცხვირწინ არსებულ ბედნიერებას თავადვე ვკრავდი ხელს და ყველაფერს არარსებულში ვეძებდი.... ბიჭში, რომელშიც დადებითი უბრალოდ არ არსებობდა....
როცა ჩემს გონებაში პირვლად დავუშვი, რომ გიორგი შეიძლებოდა მყვარებოდა, ვთქვი, რომ ვიღაცაზე ან რაღაცაზე ვიყავი შეყვერებული, ისე, როგორც არასდროს არავინ და არაფერი მყვარებია, და ისე როგორც ვერასდროს ვერავის და ვერაფერს შევიყვარები... ასეც იყო... მე ნიკა მიყვარდა ასე და მას შემდეგ არც არავინ მყვარებია.... მას შემდეგ სიყვარულიც კი აღარ მყვარებია...
როცა პირვლად დავუშვი, რომ შეყვარებული ვიყავი, ვთქვი, ფილმისეული სიყვარულის ოცნება ამიხდა და ღრმად მოხუცებულს ჩემს სიყვარულთან ერთად მომიწევს ჩვენი სიყვარულის სიტორიაზე ფილმის ყურებათქო... ფილმი არავის გადაუღია, რადგან სიყვარულმა მხოლოდ შემოაღწია ჩემში, მაგრამ მოკვდა, ჩემთან ერთად მოკვდა...
რატომ ვთქვი უარი ნიკაზე, როცა შემეძლო მასთან ერთდ დიდხანს და ბედნიერად მეცხოვრა?...დიდხანია ვცდილობ ვუპასუხო ამ კითხვას მაგრამ ამაოდ... მხოლოდ თავის გამართლება შევძელი - დრამატიზმი მიყვარს, ის მასწავლის, რომ უნდა იბრძოლო იმისთვის, რაც ცხოვრებაში გსურს. ვიცი, რომ მიზნის მისაღწევად მცდელობა, შრომა და ბრძოლაა საჭირო, მაგრამ მე ხომ არასდროს, ან ვერასდროს ვიბრძვი....
რატომ ვთქვი უარი ნიკაზე? -იმიტომ, რომ სიყვარული აღარ შემეძლო. იმიტომ, რომ სიცოცხლე არ შემეძლო. იმიტომ რომ, არ შემეძლო ყოველ წამს მეყურებინა ჩემი წარსულისთვის და გამეხსენებინა ადამიანი, რომელიც ოდესღაც არსებობდა ჩემში და რომელიც უმოწყალოდ მოკლეს, რომელიც უმოწყალოდ მოვკალით და რომელიც ჩემი ახლანდელი მეს ფეხის ფრჩხილადაც არ ღირდა...
რატომ დავკარგე ყველაფერი? - იმიტომ, რომ არც არასდროს მიპოვნია. იმიტომ, რომ ბედნიერება მოვიდა ჩემთან, მაგრამ არ დავინახე და იმიტომ, რომ ბედნიერებასთან ერთად ბედნიერების უნარიც დავკარგე...
სულელური დრამაა არა? თინეიჯერული სიყვარულისა და შეცდომის გამო ყველასა და ყველაფერზე თქვა უარი? სულელური არა... ეს ყველაზე ადამიანური დრამაა. ყველაზე დიდი დრამაა როცა კვდები, მაგრამ მაინც ცოცხალი ხარ...
მე თინეიჯერული სიყვარულის და შეცდომის გამო არ ვთქვი უარი ჩემს წარსულისეულ ცხოვრებაზე და ნამდვილ სიყვარულზე. მე თავად ამ ცხოვრების გამო გავეცალე მას... ამ ყოფაში ბედნიერი არასდროს ვყოვილვარ... ფინალმა კი უბედურების პიკს მიაღწია...
ნიკა აღარასდროს მინახავს, არ ვიცი როგორ განაგრძო ცხოვრება, არ ვიცი კიდევ შეიყვარა თუ არა, არ ვიცი კიდევ ახსოვს თუ არა ის გოგონა, რომელიც მის სკოლაში სწავლობდა და რომელსაც ის უყვარდა, ისე რომ არაფერი იცოდა. რომელიც იმ დღეს მოკვდა, როცა მის გვერდით მჯდომმა კიბეები უკანმოუხედავად ჩაიარა და სამუდამოდ გაქრა,გაქრა როგორც მისი, ისე ჩემი და ყველა სხვა დანარჩენის ცხოვრებიდან...
... აღასადროს მინახავს ნიკა, გიორგი, ლიდა, ზუკა... ჩემი სახლი, ჩემი ქვეყანა... წარსულიდან მხოლოდ მშობლები დავიტოვე...
ოდესმე მყვარებია? ხო მიყვარდა, მაგრამ სიყვარული ისე დავკარგე, რომ ვერც შევიცანი... სიყვარულთან ერთად კი ყველაფერი დავკარგე, მათ შორის საკუთრი თავიც...
ოდესმე მყვარებია? კი, ერთხელ მიყვარდა, ერთხელ და სამუდამოდ...


............სამყაროში ყველაფერი ხდება. ნებისმიერი რამ შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება სამყარო ასე უბრალოდ დატრიალდეს და ერთ მხარეს მყოფი მეორე მხარეს აღმოჩნდეს. სიკეთე ბოროტებამ ჩაანაცვლოს, სიძულვილი სიყვარულმა, ადამიანი ხსოვნამ.................
............




P.S.
„ბაბი გთხოვ მომისმინე“ - ეს იყო გიორგის უკანასკნელი სათხოვარი. უყვარდა კი მას ბარბარე? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, თავად გიორგის გარდა არავის შეუძლია, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, როგორ განაგრძო მან ცხოვრება ბაბის სიტყვების, მისი წასვლის შემდეგ.
როგორც ბარბარე ამბობს, გიორგის რეალურ ისტორიაში არასდროს არსებობდა მორცხვი ბიჭი, რომელსაც ყველა ზემოდან უყურებდა. პირიქით თვად ის გახლდათ ამაყი და ქედმაღალი ჭაბუკი, ადამიანი რომელიც მუდან სხვისი გრძნობებით ერთობოდა. მას შემდეგ კი, რაც საკუთარ სახეს გამოავლენდა, ახლა გასართობს ეძებდა... სწორედ ასეთ გასართობად იქცა ბაბი, რომელსაც ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი აჩუქა, მაგრამ ამასთანავე წაართვა ყველაფერი... ლიდა ბედია, მისი თანამძრახველი გახლდათ, რომალსაც ასევე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანების ცხოვრებით თამაში, ამიტომ გადაწყვიტეს ბაბის ცხოვრება ქაოსად ექციათ... რეალურად კი ბარბარეს ცხოვრება გაანადგურეს, ისევე როგორც საკუთარი...
ბარბარეს სიტყვების შემდეგ, გიორგი ნაპირელი მონასტერში წავიდა, საზოგადოებისგან მოშორებით დაიწყო განდეგილად ცხოვრება და საკუთარი ცოდვების მონანიებას ცდილობდა. ლიდამ კი სამუდამოდ დაკარგა მასში ისედაც არ არსებული ღირსება, ამასთან ერთად მეგობნრბის და ზოგადად, ამ ისტორიის შემსწრე ადამიანების პატივისცემა. სრულიად მარტო დარჩა გრძელ ფეხებსა და ქერა თმასთან ერთად, ამიტომ სამუდამოდ მოშორდა ბავშობისეულ ადგილებს და სხვა ქალაქში დაიწყო ცხოვრება, მას შემდეგ კი მოგზაურობა ცხოვრების წესად ექცა. იმიტომ კი არა, რომ ეს მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ ყოველთვის იძულებული ხდებოდა... ყოველ ჯერზე ახალ ნიღაბს ირგებდა და საზოგადოებას უერთდებოდა, მაგრამ ყველაფერი დროებითი იყო...
უთქვამთ: „ქალს ერთხელ უყვარს ცხოვრებაში და ყველაფერს რაც გააჩნია : ფიქრი, ოცნება, სიყვარული, დარდი, იმედი, ყველაფერს იმ სიყვარულში დებს, ყველაფერს მას სწირავს, თვით სიცოცხლესაც კი და საფლავამდე განუშორებლად დაატარებს.“
ასევე შეუყვარდა ბარბარე ასათიანს და საფლავის კარამდე ამ სიყვარულის ერთგული დარჩა... არსებობს სიყვარული, რომელიც ურთიერთობისთვის კი არა, გულში, ჩუმად არსებობისთვისაა შექმნილი, ასეთი სიყვარული ხვდა წილად ამ ახალგაზრდა ქალს...
ახლა კი ნიკა... გაინტერესებთ რა ბედი ეწია მას? - არ ვიცი კაცებზე რა არის ნათქვამი, მაგრამ ეს სიყვარული არც მას განშორებია და სიცოცხლის ბოლომდე გულით დაატარებდა... კიბეებზე მიმავალი ბაბის შეჩერება შეეძლო, მაგრამ არ გააჩერა... არ გააჩერა, ისევე, როგორც გულის ცემა, რომელიც მხოლოდ კიბეზე მიმავალი მისი სიცოცხლის ქალისთვის ცემდა...

(დასასული)




.....................


იმედია დასასრულის გამო ძალიან არ გამიბრაზდებით

და იმედი მაქვს მოგეწონეათ

მთელი გულით ველი თქვენს შეფასებებს, ძალიან მაინტერესებს თითოეულის აზრი და ძალიან მახარებს თითოეული კომენატრი


ხვალიდან ახალ ისტორიას ავტვირთავ, რომლის წერაც სულ ორი კვირაა რაც დავიწყე... რაც დაწერილი მაქვს ავტვირთავ და დანარჩენს თქვენთან ერთად დავწერ, თქვიენი შეხედულებელის გათვალისწინებით



№1 სტუმარი darina

Ukve shens mesame istorias vkitxulob, ar vici ratom ar asruleb kargad, siygvaruls arcert shemtxvevashi ar gaumarjvia, dzalian mdzime personajebi gyavs, cota davitrgune, chemi nikolozi daitanja, me zogadad happy ebdebi miyvars da ragacnairad ver veguebi aset dasasrulebs, kargad wer momwonxar, velodebi shemdeg istorias.

 


№2  offline წევრი Firefly

გული დამწყდა მაგრამ მაიმც კაეფი იყო
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი kati

18wlis adamianistvis aseti pesimizmi namdvilad sheuferebelia.mitumetes roca xvdeba ,rom sinamdvileshi sul sxva uyvars da misganac igive grznoba modis.ar girda nikas da bar afes dashoreba,ratomgac megona,rom ertad darchebodnen.

 


№4  offline წევრი - ChemiBichisGogoVar

რატომღაც ამ ბოლო დროს, ყველა ავტორი ჰეფი ენდით არ ამთავრებთ... ამდენი დრამატიზმი ცოტა რთული წასაკითხია... როდესაც ადამიანი რამეს კითხულობს,მთლიანად ეშვება იმ სამყაროში და ცდილობს ყველაფერი გაითავისოს... გულამდე მივიდა ეს ისტორია,მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა გული... ცოტა არარეალურიც იყო...არ გეწყინოს საყვარელო რასაც ვწერ, უბრალოდ ეს ჩემი პირადი აზრია და მკითხველის აზრი,ზოგადად საინტერესოა მწერლისთვის... ძალიან კარგი ხარ, არაჩვეულებრივი ლოგიკა გაქვს, არაჩვეულებრივი ლექსიკა გაქვს, კარგად ფლობ წერის მანერას...შეგიძლია ემოციების ისე გადმოცემა,რომ გულს მიწვდეს ეს ყველაფერი,მაგრამ ზედმეტი დრამატიზმი არ არის კარგი... აი მართლა ძალიან კარგი გოგო ხარ და ვიმედოვნებ სხვა დროს, ჰეფი ენდით დაამთავრებ, ცოტა ხალისიანი ისტორიაც არ იქნებოდა ურიგო... წარმატებები შეეენ მთელი გულით ^_^)

 


№5  offline წევრი Green Happines

რატომღაც ძალიან გადაეკიდე შენ ამ "ნიკებს" )) ერთი, ერთადერთი ისტორია წამაკითხა შენი სადაც "ნიკა" ბედნიერია და მეტი არაფერი მინდა. ჯამში, მშვენიერი წასაკითხია, ყოჩაღ <3

 


№6  offline წევრი natia_888

darina
Ukve shens mesame istorias vkitxulob, ar vici ratom ar asruleb kargad, siygvaruls arcert shemtxvevashi ar gaumarjvia, dzalian mdzime personajebi gyavs, cota davitrgune, chemi nikolozi daitanja, me zogadad happy ebdebi miyvars da ragacnairad ver veguebi aset dasasrulebs, kargad wer momwonxar, velodebi shemdeg istorias.

გპირდები შემდეგი ჰეფი ენდი იქნება <3

Firefly
გული დამწყდა მაგრამ მაიმც კაეფი იყო

მადლობა <3

kati
18wlis adamianistvis aseti pesimizmi namdvilad sheuferebelia.mitumetes roca xvdeba ,rom sinamdvileshi sul sxva uyvars da misganac igive grznoba modis.ar girda nikas da bar afes dashoreba,ratomgac megona,rom ertad darchebodnen.

პერსონაჟი თვითონ არის არაპროგნოზირებადი და ზედმეტად მგრძნობიარე.... ბევრი რამ დაკარგა და მისი პიროვნება მოითხოვდა სრულიად ახალ გზაზე დადგომას... ჩემი აზრით ასეთი ადამიანი ვერ მიიღებდა მყარ გადაწყვეტილებას, რომ ნიკას გვერდით დარჩენილიყო... ამიტომ დავამტავრე ასე :)

- ChemiBichisGogoVar
რატომღაც ამ ბოლო დროს, ყველა ავტორი ჰეფი ენდით არ ამთავრებთ... ამდენი დრამატიზმი ცოტა რთული წასაკითხია... როდესაც ადამიანი რამეს კითხულობს,მთლიანად ეშვება იმ სამყაროში და ცდილობს ყველაფერი გაითავისოს... გულამდე მივიდა ეს ისტორია,მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა გული... ცოტა არარეალურიც იყო...არ გეწყინოს საყვარელო რასაც ვწერ, უბრალოდ ეს ჩემი პირადი აზრია და მკითხველის აზრი,ზოგადად საინტერესოა მწერლისთვის... ძალიან კარგი ხარ, არაჩვეულებრივი ლოგიკა გაქვს, არაჩვეულებრივი ლექსიკა გაქვს, კარგად ფლობ წერის მანერას...შეგიძლია ემოციების ისე გადმოცემა,რომ გულს მიწვდეს ეს ყველაფერი,მაგრამ ზედმეტი დრამატიზმი არ არის კარგი... აი მართლა ძალიან კარგი გოგო ხარ და ვიმედოვნებ სხვა დროს, ჰეფი ენდით დაამთავრებ, ცოტა ხალისიანი ისტორიაც არ იქნებოდა ურიგო... წარმატებები შეეენ მთელი გულით ^_^)


რას ამბობ, პირიქით ძალიან მსიამოვნებს მკითხველის აზრის მოსმენა... მათ შორის ცუდი მხარის, რომ შემდეგში გამოვასწორო...
დრამა მიყვარს ზოგადად, ფილმები, წიგნები.... და ალბათ ამიტომ ვწერ... მაგრამ გპირდები შემდეგი ისტორია ჰეფი ენდი იქნება <3 დიდი მადლობა შეფასებისთვის <3

Green Happines
რატომღაც ძალიან გადაეკიდე შენ ამ "ნიკებს" )) ერთი, ერთადერთი ისტორია წამაკითხა შენი სადაც "ნიკა" ბედნიერია და მეტი არაფერი მინდა. ჯამში, მშვენიერი წასაკითხია, ყოჩაღ <3

ხო თითქმის ყველა ისტორიაში მყავს ნიკა :D კაი გპირდები წაგაკითხებ ისტორიას სადაც ნიკა ბედნიერია :D მადლობა <3

 


№7  offline წევრი tegi

Dges ashkarad cudi dge maq:( jer cud varskvlavze var dabadebuli da arafershi mimartlebs, aseti mqonda dges sashineli da mteli dgea chem tavs veubnebi ar itirotqo amis wakitxvis shemdeg ki gavtydi da avtirdi, dzan gulshi chamwvdomi motxrobebi gaq, mag sachiroa ketiles gamarjvebac, es gogo aseti susuti ar unda agmocheniliyo. Ise meore nawilze ifiqre iqneb da gagrdzeleba mogindes am motxrobis. Warmatebebi

 


№8  offline წევრი natia_888

tegi
Dges ashkarad cudi dge maq:( jer cud varskvlavze var dabadebuli da arafershi mimartlebs, aseti mqonda dges sashineli da mteli dgea chem tavs veubnebi ar itirotqo amis wakitxvis shemdeg ki gavtydi da avtirdi, dzan gulshi chamwvdomi motxrobebi gaq, mag sachiroa ketiles gamarjvebac, es gogo aseti susuti ar unda agmocheniliyo. Ise meore nawilze ifiqre iqneb da gagrdzeleba mogindes am motxrobis. Warmatebebi

მიხარია თუ ამდენად ახლოს მოვიდა ^__^ დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent