შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ ჩემში დარჩები(15თავი)


23-10-2015, 14:27
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 230

-აპა ნიკა ძმაო, ამ ჭიქით შენს გამოჯანმრთელებას გაუმარჯოს.
-მადლობა გიგა, გაუმარჯოს, ეეე ინა რას აკეთებ?
-რასქვია რას ვაკეთებ? ექიმმა თქვა რომ ერთი თვე დალევა არ შეიძლება შენთვის, თორე წამლები ძალას დაკარგავს. ასე რომ შენი ხმა არ გავიგო. აი ეს შეგიძლია დალიო რამდენიც გინდა.
-ლიმონათი? შენ რა მეღადავები? ამხელა კაცმა პატარა ბავშვივით ლიმონათი დავლიო?
-არა ნიკა არ გეღადავები, სრული სერიოზულობით გეუბნები, მართლა არ შეიძლება შენთვის დალევა. მე ვზრუნავ შენზე, იმიტომ რომ მიყვარხარ და გთხოვ თუ შენც გიყვარვარ დამიჯერე.
-რათქმაუნდა მიყვარხარ და შენი საკუთარ თავზე მეტად მჯერა, მაგრამ. ხო კარგი ჯანდაბა მომეცი ეგ ლიმონათი.
-ესე უკეთესია. ჩემი დამჯერი ბიჭი ხარ. მიყვარხარ ძალიან.
იმ დღეს კარგად გაერთნენ და კარგადაც იხალისეს, რაზეც ნიკას აწყენინეს და სულ ბოდიშებს უხდიდნენ რომ შეერიგებინათ.
-კარგი ინა, აპა კარგად. წავედით ჩვენ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, კარგი იყო და აპა ნიკა შენ იცი მალე გამოჯანმრთელდი.
-კარგი ლიკა შევეცდები როგორმე და გიგა მადლობა ესე მაგრად რომ დამხვდით.
-კაი რა ძმაო ეგ რა სალაპარაკოა. აპა დროებით.
-ესეც ასე. სტუმრები გავაცილეთ და ჩვენ არ დაიძინოთ?
-ჯერ ადრეა დაძინება და მოდი რამე კინოს ვუყუროთ რა.
-აუ მე მეძინება ნიკა, წავალ საწოლს გაგიმზადებ და დავწვები და შენ უყურე თუ გინდა ფილმს. მაპატიე.
-ხო კარგი აპა არ მეძინებადა.
-ნიკა შენი საწოლი მზა... აუ, რომ კითხოთ ამას საერთოდ არ ეძინება თურმე. ოხ ნიკა, ნიკა.
დილით ინა მზის სხივებმა გააღვიძეს და გადაწყვიტა ნიკას მონახულება. მისდა გასაკვირად ის ამდგარი დახვდა.
-გაიღვიძე ჩემო პრინცესა?
-კი ჩემო პრინცო. გუშინ დივანზე როგორ გეძინა?
-მშვენივრად. არაფერი გამიგია საერთოდ.
-სამაგიეროდ ეხლა ნევსი უნდა გაგიკეთო და იმას გაიგებ.
-რაა? შენ კარგად ხარ? აუ არ მინდა რა.
-ნიკა შენ არ გინდა შენ ორგანიზმს სჭირდება.
ყოველი დღე ნიკას ესეთ წუწუნში გადიოდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ინა იმარჯვებდა. ერთმა თვემაც ძალიან მალე განვლო. ერთ დღესაც კინოში წასვლა გადაწყვიტეს.კარგადაც გაერთნენ კომედიას უყურეს და ბევრი იცინეს. სახლში გვიან დაბრუნდნენ. ცოტა ჭამეს და დაძინება გადაწყვიტეს.
-აუ ინა მე ძალიან მეძინება და რომ დავწვე ხომ არ გეწყინება სიხარულო?
-კარგი რა ნიკა რას ამბობ? როგორ თუ მეწყინება? მეც შხაპს მივიღებ და ვწვწბი.
-კარგი აპა ტკბილი ძილი ჩემო პრინცესა.
-აააა... ნიკა შენ აქ რა გინდა?
-მოიცა. კითხვა ვერ გავიგე.
-ჩემს ოთახში რას აკეთებ?
-ხოო. დღეს შენთან დაძინებას ვაპირებ.
-აუ, კაი ერთი. არავითარ შემთხვევაში, წადი შენს ოთახში ეხლავე.
-რა არვითარ შემთხვევაში გოგო? მიშლი შენთან დაძინებას?
-ხო კარგი ჯანდაბა.. . ნიკა რას აკეთებ?
-მოფერებას და კოცნას მიშლი სიხარულო?
-კი მაგრამ ნიკა ეს მოფერებაზე მეტ...
-ჩუუუუ. ჩემო პრინცესა....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent