შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?!.... (თავი 18)


27-02-2016, 02:54
ავტორი aleqsandra
ნანახია 4 855

განგიცდიათ ტკივილი და შიში ყველას დაკარგვის?! მე განვიცადე,ამ დღემ განმაცდევია,სასწრაფოდ გამოვიცვალე კაბა,საბუთები გამოვართვი ალექსს და საძინებლის კარი გავაღე,არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა დედისთვის,ძმისთვის,მიშა ძიასთვის,ბიძაშვილებისთვის,აკოსთვის,მისი ოჯახისთვის და საერთოდ როგორ ამეხსნა ეს ხალხისთვის. ბოლო ხავსს მოვეჭიდე და კარში გახევებულ ნაკაშიძეს შემოვუბრუნდი.
-ალექს,იქნებ არ ღირს.... იქნებ ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც უნდა ყოფილიყო...გთხოვ,ეს საბუთები გავაუქმოთ,მე აკოს გავყვები აქედან სულ წავალთ,შენც შენს ოჯახს შექმნი სიყვარულით.... აქ კი გულიში რაღაც სიმი ჩამწყდა,მაგრამ მაინც განვაგრძე...
დიდი სიყვარულით შექმნი,გეყოლება შვილები და იქნები ბედნიერი...გთხოვ გამიშვი,ნუ გააკეთებ ამას...მე დედას,ძმას და მთლიანად ოჯახს დავკარგავ,გევედრები ამას ნუ გამიკეთებ. ჯერ გუშინდელი სკანდალი არ მოუნელებიათ ჩემებს ახლა ეს,არ შეიძლება ასე ადამიანების ბედით თამაში არა ალექს,დამიჯერე არ შეიძლება! შენ მე ყველაფერს მართმევ,რა ვუთხრა მათ?! რისთვის აკეთებ ამ ყოველივეს ასე გინდა გადამიაროო?! მართალია ბევრჯერ დაგამცირე,ბევრჯერ გადაგიარე,ბევრჯერ გატკინე და შეგარცხვინე,მაგრამ ეს უკვე ზედმეტია ეს საზღაური არაა ამ ყოველივეზე მეტია....აქამდე რატომ არ თქვი თუ შენი ცოლი ვიყავი,რატომ არ გაიღე ხმა ჩემი ქორწილის დღემდე რატომ?! ამას რატომ მიკეთებ?! ბოდიშს გიხდი ყველა დამცირებისთვის,ბოდიში ალექს...გაგეცლები გპირდები ოღონდა ახლა გაქრი აქედან, წადი გთხოვ! აქამდე მის მკერდს მუშტებს ვურტყამდი,ახლა კი ისე მივკროდი და ვზლუქუნებდი ვერცკი გამეაზრებინა.
ალექსმა მოხვია თავისი ტორი მტირალ ნინუცას და სული შეუძრა თითეულმა მისმა სიტყვამ,მისმა მდგომარეობა,მაგრამ სხვა გზა არც ალექსს ჰქონდა,ეს მისთვის უფრო რთული იყო,მას უფრო ეტკინებოდა იმ ქალის გვერდით ყოფნა რომელსაც ვერ შეეხებოდა ვერსადროს გახდებოდა მისი,მის კანს ვერასდროს შეეხებოდა,მათი სხეულები არასდროს შეერწყმებოდა ერთმანეთს და ორი სხეულიდან ერთი სული არასდროს წარმოიქმებოდა. გულში ისეთი ჩხვლეტაა იგრძნო ნაკაშიძემ გააკანკალა. ეს ყველაფერი უნდა დაეთმო ნინოსთვის,უნდა აეტანა ეს ტკივილი და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა ესწავლა. მთელი ძალა მოიკრიბა ალექსმა და ნინუცა მკერდიდან მოიშორა.
-ესე მეორედ აღარ მოიქცე...ჩახრენწილი ხმით უთხრა ნაკაშიძემ.
აღარ შემეხო.....ახლა რაც შეეხება ამ სიტვაციას,არფერი შეიცვლება,მეტიც ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს მის შეცვლას,შენ ჩემი ცოლი ხარ. შენ ის ქალი ხარ,რომლიც ჩემი არასოდეს გახდება მე კი მისი! ვინაიდან ასე გიჭირს ამ ყველაფრის თქმა გარეთ მყოფი ხალხისთვის,მე ვეტყვი,შენ კი დამემოწმები ყოყმანისგარეშე ყველაფერში,არანაირი ცრემლები და კიდევ როდესაც წასვლას დავაპირებთ ერთჯერაც არ გაიხედავ იმ შენი ს**ი აკოსკენ,თორემ გეფიცები ციხეში ამოვალპობ იმ ნაგავს. ყველაფერი გასაგებია?! თუ გავიმეორო?
-გასაგებია....ცრემლები მოიწმინდა და ჩამქრალი ხმით ამოთქვა სათქმელი.
-და აი,ეს აიღე....პატარა ლურჯი ყუთი გამომიწოდა,გავხსენი და ქორწინების ბეჭდები იყო,ამაზე გაცილებით უფრო მსხვილი ცრემლები წამომცვივდა,ალექსის რგოლს,შიგნიდან ჩემი სახელი ეწერა,ხოლო ჩემსას მისი.
-გაიკეთე...თვითონ თავის წილი ბეჭედი აიღო და თითზე გაიკეთა მე რომ საქმეს ვაჭიანურებდი,მან გამიკეთა თავის ხელი და თქვა. ასე უკეთსია. მერე ხელი ჩამჭიდა,ცრემლები ამომწმინდა თვალებიდან და კარი გამოიხურა
საფეხურბზე ჩავდიოდით ხელჩაკიდებულები და ალბად ყველა მხოლოდ მე მელოდა საქორწინო კაბაში გამოწყობილს,მაგრამ რეალობა სხვა დახვდათ აპლოდისმენტები,რომელსაც ჩემთვის უკრავდნენ ორივემ გავიზიარეთ,ყველას ღიმილი სახეზე შეეყინათ,ალექსმა ჩემი ხელი ისე მაგრად დაიჭირა ხელში,ტკაცუნი დაიწყეს ძვლებმა,ჩვენი ბეჭდები თითქოს მაშინ შეერთდნენ,მინდოდა მეტირა და დედისთვის მაინც მეთქვა სიმართლე, მაგრამ..... ცრემლები უკუ ვაგდე და ღიმილიანი სახე მივიღე.
აკოს ხმამ რეალობაში დამაბრუნა და გულმა გაგლეჯვა დაიწყოო.
-შენ აქ რა გინდა ნა***ო?! და ალექსისკენ გამოიწია თუმცა მისმა მეგობრებმა მისი შებოჭვა მოასწრეს.
-სიტყვები შეეარჩიე და იცოდე ვის ელაპარაკები ლაწირაკოოო და ნუ გავიწყდება მე ვინ ვარ!
-ნინო რა ხდება აქ რა ცირკს აწყობთ?! დედაჩემი გააფთრებული მკლავში მეცა.
-მეე....მეე....მეეე... დედი....
-შენ დედა აღარ გყავს! სახეში გარტყმულიი სილა არ მტკენია თუმცა მისმა სიტყვებმა გული ნაგლეჯებად მიქცია.
-ქალბატონო მარიამ,მე აგიხსნით ყველაფერს...ალექსი ჩაერთო სიტვაციაშია.
-შენ ჩემი შვილი გაანადგურე,მას ტვინი შეუბრუნე,ის დაამცირე და მასთან ერთად ჩვენც რა უნდა მითხრა ახალი,აბა თქვი რას ნიშნავს ეს თქვენი ჩაკიდებული ხელებ...და სიტყვა გაუწყდა დედას ჩვენი ბეჭდები დაინახა....შეუძლებელიაა,ამოხდა მის ბააგეებს სიტყვა და თვალები დახუჭა.
-შესაძლებელია ქალბატონო მარიამ....ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და სიყვარულს ვერასდროს ვერაფერი ვერ დაუდგება წინ ვინაიდან მას წესები არ აქვს,ის ყველა კანონზომიერებას არღვევს! ნინო მე ჩემს თავზე მეტად მიყვარს,მე მას ყველა ნაკლით თუ უნაკლოდ ვიღებ,სანამ ის გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ მე ცოლს მოვიყვანდი,მაგრამ მე ის მიყვარს ის! მას კი მე ვუყვარვარ,მე მას ყველასგან და ყველაფრისგან დავიცავ,სიცოცხლის ფასადაც კი!.... განა კი თქვენ ქალბატონო მარიამ და მე ერთი ინტერესი არ გვამოძრავებს? ორივეს გვინდა ნინო კარგად იყოს და ის მხოლოდ ჩემს გვერდით იქნება კარგად,მას სიყვარული გააბედნიერებს! სამყაროს მირჩევნია ის.
ხო,ჩვენ დავქორწინდით,იმიტომ რომ დიდი სიყვარულის ცეცხლი ანთია ჩვენს გულებში,ჩვენ ერთნი ვართ და ვერასდროს ვერავინ დაგვაშორებს ერთმანეთს!
სულგანაბული ვუსმენდი ალექსის თითეულ სიტყვას და გული მითბებოდა და მტკიოდა ერთდროულად,როგორ მინდოდა მის ყოველი სიტყვა სიმართლე ყოფილიყო,მისი დახრჩობა მინდოდა როგორ თვალდაუხამხამებლად იტყუებოდა რომ ვუყვარდი და სამყაროს ვერჩიე,როგორ ატყუებდა დედას,უამრავი უშვერი სიტყვით შეამკო ნინუცამ ის,რა იცოდა რომ ალექსის სიტყვები გულიდან ამოსული რეალობა იყო?!
-წავედით ნინოოო! რეალობაში ალექსის ბარიტონმა დამაბრუნა,დაპირებისამებრ უკან არ გამიხედავს და საერთოდ აკოსთვის თვალი არ გამისოწრებია.
ნინოოოოო,მთელი ხმით ღრიალებდა აკოოო,და მთხოვდა მისთის ყველაფერი ამეხსნა,მაგრამ მე პირობას ვერ დავარღვევდი ამიტომ გზას ვაგრძელებდი და მივყვებოდი მამაკაცს რომლის გვერდით ტკივილის მეტი არაფერი მელოდა.
************* **************** *****************
მთელი გზა ცრემლების უწყვეტი ნაკადი მდიოდა და ვფიქრობდი წარსულზეც,აწმყოზეც და მომავალზეც,მერე უეცრად ძ₾იერ ამოვისლუკუნე და თვალები მიმელულა.
-ცუდად ხომ არ ხარ ნინოო?! შეშფოთებულმა მკითხა ალექსმა.
-რაში გაინტერესებს მე ცუდად ვარ თუ კარგად,მთავარი ისაა რომ შენ ხარ კარგად,შენი გაიტანე,შენს მონად მაქციე,გალიაში გამომაწყვდევ ალბად და მიცქერ როგორ ვიტანჯები,ალბად ეს დიდი ბედნიერებას მოგანიჭებს.
-გაჩუმდი და სისულეელებს ნუ ბოდავ,თორემ მანქანიდან გისვრი გპირდები.
-ვერაფერს ვერ მიზამ..
-ნინოოო! ისეთი ხმით დამიყვირა მივხვდი არ ხუმრობდა
-კარგი ვჩუმდები.
**************** ************* *****************
-ბატონო ურჩხულო არ ვიცოდი კლუბებშიც თუ დადიოდით? მწარე ენით მისი გამწარება ვცადე.
-არც დავდივარ,ეს კლუბი ჩემია. თმო დავინახე და გულს მომეშვა,ჩავეხუტე,ისე როგორც არასდროს,მერე კი სასმელი მოვითხოვე თან ალექს გავხედე.
-რას მიყურებ მართლა გალიაში ჩასმას კი არ გიპირებ რაც გინდა ის ქენი,სულ ფეხებზე ****
გულზე მეტად სული მატკინა მისმა სიტყვებმა. ბართან მივედი და ბარმენს შეკვეთა მივეცი.
-ორმაგი ვისკი.
-რა ვისკი გაგიჟდი შენ?! თემო მკლავში მეცა და შემანჯღრია.
-კარგი მაშინ,ტეკილაა...
-შენ სულ გარეკე გოოგო,ორივე ერთმანეთზე უფრო მეტი ბომბიაა.
-არა თემო ამაღამ რომ არ დავლიო მართლა გავრეკავ. თემო მევედრებოდა რომ არ დამელიაა,მაგრამ მე ვსვადი. ბოლოს შედეგი ის მივიღე,რომ თვალებს ძ₾ივს ვახელდი,სასმელს ისე ვყავდი შეპყრობილი. ბარის სკამიდან ავდექი და ალექსის მაგიდისკენ წავბანცალდი,თემო ხელს მაშველებდა,რომ არ დავცემულიყავი.
მის სკამთან მივჩოჩდი იმ სკამით რომელზეც თემომ დამსვა და ალექს მხარზე თავი დავადე და ავბლუკუნდი.
-ვიცი შენზე შეხება მეკრძალება,მაგრამ დღეს ყველაფერი ფეხებზე *** მე შენს გარდა არავინ დამრჩა,საერთოდ არავინ.
- სახლში წავიდეთ კაი? იმხელა სითბოთი მკითხა კინაღამ დავდნი.
-წავიდეთ...
-ფეხზე წამოვდექი,მაგრამ ისე შევბანცალდი ალექსმა უმალ ხელი შემაშველა და ჰაერში შემაფრიალაა. ხელში აყვანილი მივყავდი,მანქანის უკანა სალონში ჩამსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა,მძღოლმა ნელი ტასავით დაძრა მანქანა.
გაყინული ხელები მაგრად შემოვხვიე ალექს და ვიგრძენი როგორ შეააკანკალაა,მერე თავი მკერდზე დავადე,ჩვენი სუნთქვა და გულის ფეთქვა თითქოს ერთ რეჟიმში მიმდინარეობდა. რაც ალექსის გულში ქაოსს იწვევდა.
ალექსის სულ სხვა ფიქრებში იყო,უყურებდა საყვარელ ქალს და გული ტკიოდა. როგორ არ შემიძლია რომ შეგეხოოო?! როცა მეხები ცუდად ვარ,თითქოს დენი მირტყამს,ასე როდის შემოხვედი ჩემში და ჩამისახლდი სულში,როდის ნინუც,როდის! შენიანობა და უშენობაც ასე რატომ მტკივაა?! უეცრად ნინო ბურანიდან გამოერკვა და ისევ აბლუკუნდა.
-ალექსსს...
-რა იყო ცუდადა ხარ?! შეშფოთება ვერ დამალა და სახეზე ხელი შეახო.
-არაა,რაღაც უნდა გითხრა.
-მოდი დაიძინე,ახლა არაფრის თქმის არც დროაა და არც თავი გაქვს. ეს ვიწყინე და თავი წამოვწიე.
-შენ ჩუმად,ახლა მე მომისმენ გაიგეე?! არ ვიცი როდის,როგორ,რანაირად მაგრამ მე მართლა სამყაროს მირჩევნიხარ,ყველაზე უფრო მეტად მიყვარხარ,მე აქამდე ალექს არავინ მყვარებიაა,შენ ხარ ჩემი პირველი და უაკანასკნელი სიყვარული. მიყვარხარ,მიყვარხარ და შემიძლიააა ეს ქვეყნის გასაგონად ვიყვიროოო.
გულის ცემა გაუხშირდა ალექსს,ამას არ ელოდაა,გრძნობდა მუდამ მაგრამ ამ სიტყვებს თუ მოისმენდა არ ელოდაა,მისმა „მიყვარხარ-მა“ სამყარო გაუნათა ნაკაშიძეს,მაგრამ ბოროტმა რეალობა ყურში ჩაჩურჩულააა „აქ ვაროო“ და მკაცრი გულისმკვლელი გადაწყვეტილება მიიღო. „რადაც უნდა დამიჯდეს,ჩემს თავს გადაგაყვარებ,შენ მე არ უნდა გიყვარდე,რადგან ეს ორივეს დაგვღუპავს“
მანქანა უზარმაზარ სასახლეს მიადგა და ჭიშკართან გააჩერა. ალექსმა ფრთხილა შეაახო ხელი,მხარზე ნინოს.
-ნინ,ნიინ!
-ჰმ....ამოიზმუვლა გედენიძემ.
-მოვედით,გაიღვიძე და სახლში შევიდეთ.
-მეძინება... თქვა და მხარი იცვალა.
-ვიცი რომ გეძინება,გადმოდი და სახლში დაიძნე საწოლში.
წამომწიაა და მანქანიდან გადმომიყვანა სუფთა ჰაერმა თითქოს გონმს მომიყვანა და თვალები ვჭყიტე.
ისევ მოულოდნელად შემოვხვიე მკლავები კისერზე და წინ დავუდექი.
-ესე იგი,მინდა ყველამ გაიგოოოს, რომ ყველაზე უვარგისი და ურჩხული ადამიანი მთელი არსებით მიყვარს,მთელი არსებით! ვიყვირე და მოვშორდი,უცებ ფეხი წამოვკარი ქვაფენილს და რომ არაა ალექსის სწრაფი რეაქცია კარგად გავილამაზებდი ცხვირს.
-ოხ,ნინოო, როგორ გიიყვარს ჩემს ნერვებზე თამაში,ფეხზე ვერ დგახარ და სიყვარულს მიხსნი,შენ ისევ ისეთი გიჟი ხარ,კიდევ არ დაჭკვიანდი?!
-ხო გიჟი ვარ! ისევ ვიყვირე.
-გაჩუმდი სახლში ძინავთ,იცი რა დროაა?! ყველას გავაღვიძებთ.
-აი,დარდი სულ არ მაინტერესებს ეგ,მთავარია მე მიყვარხარ შენ,შენ კი ეშმაკები გიყვარს.
-ვატყობ შენით არ გაჩუმდები,ამიტომ მე უნდა გაგაჩუმოოო,პირზე ხელი ამაფარა,მეორეთი კი ხელში ამიყვანა.
ნუ ფართხალებ თორემ გამივარდები და მაგრად გცემ!
-მცემეე,ხელ აფარებულზე ვლუღლუღებდი და ვიგუდებოდი სიცილით,ჩემმა სიცილმა ალექის გამხიარულებაც გამოიწვია და მოჰყვა ისიც სიცილს. გზადა გზა მეუბნებოდა.
გაჩუმდი გოგო ნუ გაამაგიჟე სულ!
ძლივს ამიყვანა მაღლა და ფეხით,რომელიღაც ოთახის კარი შეაღო ხელიდან დამსვა. ისე ვბარბაცებდი წონასწორობას ვერ ვიცავდი ლამაზი თვალები და დიდი წითელი ტუჩები ორმაგად მეჩვენებოდნენ და მათი დაპყრობის დაუოკებელი სურვილი მიპყრობდა. ალექსი მომიახლოდა,საწოლის წინ ჩაიმუხლა,სახიდან თმები გადამიწია და თვალებში ისე ჩამხედა როგორც ადრე ჯერ კიდევ ბავშვობაში.
- ეს იქნება შენი ოთახი,ახლა დაიძინე,მე გვერდით ოთახში ვიქნები და თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე. ის ამ ფრაზებს ამბობდა მე კი მისი თვალების სიკაშკაშეში და სურნელში ვიძირებოდი. უეცრად ორივე ხელი შემოვხვიე კისერზე,მერე კი ცალი გაყინული ხელი მის მხურვალე სახეს დავუსვი და ტუჩებთან შევჩერდი,ნელა გადავუსვი მათ ხელი და შუბლი შუბლზე მივადე,თითისწვერებზე აწეულმა.
-ნინ დაწექი დაიძინე,ხომ ხედავ ცუდად ხარ და ფეხზე ძლივს დგახარ?!
- არ წახვიდე,მარტო არ დამტოვო. გაოგნებული მზერა მომაპყრო მე კი განვაგძე ჩემი სიტყვა.
ჩემთან ერთად დაწექი,გთხოვ... თვალები გაოცებისგან უფროდა უფრო უკაშკაშებდნენ.
-ნინო ეს არაა სწორი,მე ჩემს ოთახში დავიძინებ,ამ ოთახის გვერდით და თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.
-მე შენ გითხარი ჩემს გვერდით დაწვებითქოო და ასეც იქნებაა. ჩავჩურჩულე ეს ყურში ვნებიანად,მერე მთელი ძალით ხელი ვკარი და საწოლზე დავაგდე,პალტო ერთი ხელის მოსმით გავიძრე და იატაკზე ვისროლე. ალექსი ჩანაფიქრს მიმიხვდა,და იმ წამსვე წამოდგომას შეეეცადა,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ გალეშილი მთვრალი ვიყავი,წამში რეაგირება მოვახდინე და ფეხებზე გადავაჯექი,პერანგის ღილების გახსნა დავუწყე და როდესაც ბოლო ღილიც გავხსენი ვნებიანად დავუსვი ხელი მკერდზე და სველი კოცნაც დავუტოვე.
ვგრძნობდი,როგორ უთრთოდა მთელი სხეული,როგორი ვნებით აღსავსე თვალებით მიყურებდა. ოდნავ წამოიწია და ორივე ხელი წელზე შემომხვია,და ძლიერად, ვნებიანად მაკოცა,მეც უმაალ ავყევი კოცნაში და ძლიერ მოვიზიდე ჩემსკენ. მისი სურნელი და ტუჩების გემო წონასწორობას უარესად მაკარვინებდნენ და მათრობდნენ,სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. ცალი ხელით ყელზე მეფერებოდა ცალი კი თმაში შემიცურა და უფრო მეტად მიმიზიდა თავისკენ. მერე ის გავარვარებული ხელი,რომლითაც ყელზე მეფერებოდა სვიტერის ქვეშ შემიცურა და როდესაც ეს ვიგძენი მთელს სხეულში ცხელმა ტალღამ დამიარა..... ჭკუიდან გადავყავდი მის შეხებას ჩემს მკერდსა და ყელზე......სვიტერი გამაძრო,მერე კი მის ქვეშ მყოფი მაისურიც და ხარბად დამიკოცნა მოწყურებულივით,მთელი სხეული....ქვეყნიერებას ვწყდებოდი და სადღაც უკაცრიელ კუნძლზე ვიკარგებოდი მისი სიახლოვის სიამოვნებისგან....რადგან ის ამ წამს იყო ჩემი,მე კი მისი.....საყვარელი მამაკაცს მკლავებში ვიღვენთებოდი და ბედნიერების ზენიტს ვაღწევდი.







ესეც მეთვრამეტე თავი შეაფასეთ შოკოლადებოოო
ბევრ კომენტარებს ველი თქვენგან,რომ გამითბეს გაყინული გული



№1 სტუმარი darina

Ise mishlian eseni nervebs ertad ver viqnebit ar sheidzleba da a.sh. Damgales am frazebit, imedia dafiqrdebian da ibrdzoleben sakutari bednierebistvis, aqamde chxubis meti araferi gauketebiat, erti kargi shemolawuneba ar awyendat orives.

 


№2  offline წევრი natia-natia

ვაიმე თუუნდა გადაიყვაროს რაღატო წაიყვანა ვაიმე გამაგიჟებს ეს ბიჭი

 


№3  offline წევრი kora

მერამდენე თავიუ უკვე, არადა ამათი ჩხუბი, ერთმანეთის ლანძღვის და სიძულვილით გაჟღენთილი ქმედებების გარდა არაფერი არ ყოფილა. ნუთუ ასე რთულია გაიაზრო ის თუ რას გრძნობ ადამიანის მიმართ, დააფასო ის და გაუფრთხილდე მას?! ისე ღრმად შეტოპავენ თავიანთი სიძულვილით, რომ მერე უკვე სიყვარულიც კი დაგვიანებული იქნება გატეხილი სულის აღსადგენად.
პ.ს. იქნებ დროა თბილი და სიყვარულით სავსე თავი გვაჩუქო, ვეღარ ვუძლებ უკვე ამ ტკივილით სავსე თავების კითხვას...
--------------------
kira.G

 


№4 სტუმარი eto

sul rogor chxuboben.... erti tbili tavi gvachuqe ra :)

 


№5 სტუმარი nini

Gavgijdebiiii rogor mecodeba es yyvelanair tanjvastan ertad exa kide es daatyda tavs magram chemi azrit sworad moiqcaa aleqsiii magram exa amanac rom ar utxras miyvarxaroo chkuidan shevishlebii da exa aman tu datova ninuca xaxamshrali chemixelit vcemmm :* chemo shokoladoo shemdegs velodebi :* nina var me

 


№6 სტუმარი lanuka lanu

Au au ra magari tavi iyo gavgijdi pirdapir.vaimee damewva guli amati sacodavobit.mainc ver gavige rato ar umxels aleksi ninucas rom iyvars?mokled saocreba xar chemo shokolado.veli shemdeg tavs.da magari gogo xar ase male rom dade shemdegi tavi.veli gagrdzelebas

 


№7  offline მოდერი aleqsandra

kora
მერამდენე თავიუ უკვე, არადა ამათი ჩხუბი, ერთმანეთის ლანძღვის და სიძულვილით გაჟღენთილი ქმედებების გარდა არაფერი არ ყოფილა. ნუთუ ასე რთულია გაიაზრო ის თუ რას გრძნობ ადამიანის მიმართ, დააფასო ის და გაუფრთხილდე მას?! ისე ღრმად შეტოპავენ თავიანთი სიძულვილით, რომ მერე უკვე სიყვარულიც კი დაგვიანებული იქნება გატეხილი სულის აღსადგენად.
პ.ს. იქნებ დროა თბილი და სიყვარულით სავსე თავი გვაჩუქო, ვეღარ ვუძლებ უკვე ამ ტკივილით სავსე თავების კითხვას...

პირველ რიგში ძაალიან მიხარია,რომ კითხულობთ,მოგწონთ და ითავისევთ ამ დიდ სიყვარულით და ტკივილით სავსე ისტორიას love
ცხოვრება მბრუნავია და ხშირად ამოუცნობი,ნათქვამია სხვა სხვის საქმეში ბძენიაოოო,აი ესეა ამათი საქმეც....ჩვენ ვხვდებით რომ არასწორად იქცევიან,ბედნიერებას არ უფთხილდებიან,მაგრამ როდესაც ამდენი ტკივილს და სევდს აგორებ ცხოვრებისგან მოყენებულს,რთულია ისევ სწორად იცხოვრო,მაშინ არც სიყვარული გინდა და არც არაფერი. no სამწუხაროდ ცხოვრება ასეთია ხშირად გვაშვებიებს ბედნიერებას მზაკვრული ხერხებით ხელიდან.
ალექსმა უკვე იცის რომ მისი ბედნიერება ნინუცაა,მაგრამ ნინუცა მთლად ვერ ხვდება ამას იცევ ცხოვრები მზაკვრულობის გამო.
ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია,ბევრი თბილი თავიც იქნება საყვარლებო,მაგრამ ვინაიდან რეალურიაა ცოტა დაცდა მოგვიწევს,არ მინდა შEვცვალო ფაქტები,ასეთი ადამიანები სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჩვენს გვერდით თბილისში ცხოვრობდნე,ტკიოდათდა უყვარდათ,თანაც ძლიერ.

natia-natia
ვაიმე თუუნდა გადაიყვაროს რაღატო წაიყვანა ვაიმე გამაგიჟებს ეს ბიჭი

ამას მალე გავიგებთ და ბევრ თბილ თავსაც გპირდებით,მალეე. :*
დღესაც დაგიდებთ ახალ თავს თუ ბევრი კომენტარები დამხვდება და თბილები love wink

 


№8  offline წევრი ♡EPICLOVE♡

vaime shen ogond dade dges da txutmet komentars davweer tu chametvleba :D dzaan magari iyo magram mgoni vici amis gagrdzeleba aleqsi moshordeba da nino mere gaagdebs ese iyo winashi da imediq shecvale tore mecodeba nino :( adagvide ra dges gtxoov
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№9  offline მოდერი aleqsandra

♡EPICLOVE♡
vaime shen ogond dade dges da txutmet komentars davweer tu chametvleba :D dzaan magari iyo magram mgoni vici amis gagrdzeleba aleqsi moshordeba da nino mere gaagdebs ese iyo winashi da imediq shecvale tore mecodeba nino :( adagvide ra dges gtxoov

რეალურად ასეააა,ძველი გაქვს წაკითხული,მაგრამ გაგძელება სხვააა...
კიდევ ერთჯერ ვიმეორებ ეს რეალური ისტორიაა და ბევრ ფაქტს ვერ შევცვლი
სიყვარულით ალექსანდრა love

 


№10  offline მოდერი aleqsandra

თუკა
ესეიგი უკვე მერამდენე ადამიანი მწერს რომ ჩემი ისტორიის ახლბულ ვერსიას წერ..
შენ მართლა დებილი გონივარ თუ პატარა ბავშვი რომელიც ვერ არჩევს მსგავსობას და განსხვავებას???
არ დამიწყო ახლა რომ გიყვარვარ და გიჟდები ჩემზე და კიდევ ის ზღაპრები არ დამიწყო ძალიან გთხოვ ვითომ, ვითომ რაღაცეები და ბოდიშებიც მოხდა..
უბრალოდ ერთს გეტყვი,
უნდა გრცხვენოდეს... და ძალიან ცუდია რომ სირცხვილის გრძნობას არ გაგაჩნია. არ დაგიწერ მეტს არაფერს და არ დაგიკოპირბ ჩემს ისტორიას , იმდენად გაქვს მთელი აბზცები გადატანილი.... უკვე მერამდენედ გიტხარი და მაინც უტეხად აგრძელებ იგივეს. ჯერ დაქალი წერდა თურმე შენი, უკაცრავად ახლაც დაქალი ხომ არ გიწერს????
შენ თუ ასე გნდა საიტზე პოპულარობის მოხვეჭა ნება შენია. ასე რომ განაგრძე, ნებას გაძლევ სხვა ჩემი ისტორიების გადმოიტანე ალექსანდრა.... და მართლა უნდა გცხვენოდეს.... ვსაც წაკითხული აქვს ჩემი ისტორია "შენი არასოდეს გავხდები " აქ ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი !!!!!!!

არც ახლებულიი ვერსიააა შენი ისტორიის თუკა და არც ძველებური,შენი ისტორია წაშალე დაა ეჭვებიც დაგასვენებს მერე შენც და სხვა შენიანებსაც. კარგად ვინც წაიკითხავს ნახავენ რამდენი განსხვავებაა მათში და ამ საიტზე ისე ზოგადად 100-დან 98 ისტორია ერთმანეთს გავს და ამის თქმა არ უნდა მჭირდებოდეს მე....
ისე შენი სასვენი ნიშნებიც ხომ არ მაქვს გამოყენებული თუკა?!
ამოვიდა უკვე ყელში,მინდა და ვწერ იმას რაც მე მეწერინება და არავის ისტორიას არ ვიღებ,ამას ჩემსთავსაც არ ვაკადრებ,მე ეს სიტვაციაა მინდოდა და დავწერე ასე...ეს ისტორიაა მერამდენედ ვთქვა რომ არის რეალური უბრალოდ ფაქტებია შელამაზებული და დავიღალე ამის ახსნით,ვისაც რა გინდათ ის გეგონოთ და რაც გინდა ის აკოპირე შენ!
ეს ჩემი ისტორიააა,ჩემი და დამღაალა ამის მტკიცებამ,და ის ამბავი ისე იყო როგორც გითხარი და ვისაც არ სჯერა როგორც მე ვიყავი იმ დღეში თვითონ ჩავარდეს! (არ მინდოდა მათქმევიეთ ზოგ-ზოგიერთებმა).
მეტჯერ ამაზე განმარტების გაკეთებას არ ვაპირებ და ნუ მიწვევთ,პროვოკაციები აღარ გაჭრის ჩემთან მომავალში!
უფალი დიდია!
პატივისცემით ალექსანდრა.

 


№11  offline მოდერი aleqsandra

თუკა
შენი დამღა რა არის????? ნუ გამაცინე რააა, ალექსანდრა, კომიდან გამოსულ გოგოს მუზა გაგეღვიძა და იგივე ისტორიის წერა დაიწყე>>??? ჯერ ეს ერთი ყველაზე დიდი ტყუილი, არ დავეცემი იმ დონეზე შენი მოწერილი ბოდიშის ის უზარმაზარი "უსტარი" დავდო აქ რაააა. დაიღაე და შენებურად წერე.... ნუ მაიძულებ საბოლოოდ შეგარცხვინო და ზუსრად ამოგიჭრა ორვე ისტორიიდან ერთ და იგივე აბზაცები, სასვენი ნიშნებიც გადაიტანე თუ გინდა, აქ ჩემიანები არაფერ შუაშია ....
არ ვამბობ რომ ვინმეს იისტორია არ ჰგავს ერთმანთს, ჯერ კარგად უნდა წაიკითხო . იმ ზოგ-ზოგიერთებშ ვის გულისხმობ არ ვიცი... და კიდევ ერთი დაგავიწყდა რომ სამედიცინო სფეროსთან ძალიან ახლოს ვარ და კარგად ვიცი რა ხდება კომიდან გამოსვლის მერე და რამდენი ხანი უნდა რეაბილიტაციას , ნუ მაცინებ ეს ოცდამეერთე სუკუნეა.... რაც გინდა ის წერე, და რაც გინდა ის აკეთე...
პროვოკატორში მე თუ მგულისხმობ მინდა გითხრა რომ ძალიან ცდები, შენ კი არა ვერც ერთი აქ მყოფი ადამიანი ვერ წამომაგებს და ვერც წყობიდან გამომიყვანს, ასე რომ კარგად უნდა დაფიქრდე სანამ რაიმეს იტყვი..( ხო მართლა კარგია აღნიშნე რომ მარტო მე არ ვამბობ ამ მსგავსების შესახებ, ინდა გითხრა რომ ჩემიანებმა კარგა ხანია დაივიწყეს ეს ყველაფერი, როგორც სჩანს გარე პირები გაწუხებენ.)!!!!!!!

შენ რა სფეროსთან ხარ ახლოს ეგ სულ არ მაინტერესებს მე და უკვე ვთქვი,ვისაც არ სჯერა ამ ყოველივესი ის ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მე ვიყავი რამდენიმე თვის უკან ;) შენიანებში ვინც იგულისხმება ძაალიან კარგად ვიცი დაა არ დავწერ ამ ყოველივეს ვისზეც ვამბობ, აი 4LOVE.GE-ს ჯგუფში რომ ნთაგავ და გეპასუხებიან მერე კომენტარზე "შედი ნახე კომიდან გამოსულმა რა კომენტარი მაჯახაო" და მერე მე რომ მელიქვნელებიან აქ იმათ ;)
მე ჩემი მკითხველი მყავს,მე შენი,მშვიდობით!
შენ,შენთვის მე ჩემთვის მაინც საყვარელოოო თუკა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent