შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 10


27-02-2016, 08:25
ავტორი gijka13
ნანახია 2 135

რა გინდა ადამიანო? შენ თვითონ მიდიხარ დასასრულამდე, შენივე ქმედებით იღუპავ თავს და ღმერთს რატომ ადანაშაულებ? შენი ყოველი ნაბიჯი განსაზღვრას რა მოჰყვება ამ ნაბიჯს...
და მაინც რა გინდა ადამიანო?
ჩემს თავს ვუსვამდი კითხვებს, ვპასუხობდი, თუმცა რა ვუპასუხე მავიწყდებოდა და ისევ კითხვას ვუბრუნდებოდი.
ატყობ ლინდა როგორ შეიცვალე? ამჩნევ რა სხვანაირი ხარ?
ლინდა რა გინდა? რას ეძებ? რისთვის ეძებ? რაში გჭირდება მაგია? გინდა "კაი ტიპი" იყო?
არა ეს სულ სვა რამაა... მაგია არ მჭირდებოდა, ახლაც ასეა, მაგია არ მჭირდება, მარამ მინდა. აი ეს არის მიზეზი, სწორედ ეს. ადამიანებს არ გვჭირდება კონკრეტული რამ, მაგრამ გვინდა.
მაშინ ხარ ბედნიერი, როცა ის არ გინდა რაც არ გჭირდება.
თავის დროზე კონფუცმა თქვა:
"პრობლემა არ არსებობს, მას თავად ვქმნით", სწორედაც ასეა, გაბრიელი დავადანაშაულო ჩემს უტვინობაში? მნახა იდიოტი და გამოიყენა...
მაინც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ასეც იყო, მაგრამ გაბრიელი უდანაშაულო ნამდვილად არ გახლდათ. მაინც დღემდე ვერ მოვიშორე მისი გავლენა, ყველა ნაბიჯს ისე ვდგამ ვფიქრობ რა მოჰყვება და გაბრიელი რას მირჩევდა. არასდროს მას ჩემთვის ცუდი რჩევა არ მოუცია, მაგრამ "რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის".
დიდი ხანია რაც გაბრიელი არ მინახავს... გვქონდა მიმოწერა რამდენჯერმე, ელენამაც მომიკითხა, მაგრამ... ყველაფერი კი ასე განვითარდა.
ფიქრბში ჩაძირული მძღოლის ხმამ გამომაფხიზლა.
- ქალბატონო მივედით.
- ლინდა დამიძახეთ და შენობით მომართეთ ძალიან გთხოვთ.
თბილად გავუღიმე საჭესთან მჯდარ ხანში შესულ კაცს.
- კარგი.
- თუ შეგიძლიათ დამელოდეთ, ელენას ნივთებს შევაგროვებ და წაიღეთ.
- რა თქმა უნდა დაგელოდები.
- ოღონდ აქ არა, სახლში, ფინჯან ყავაზე და ნამცხვარზე გეპატიჟებით.
- ძალიან დიდი მადლობა, სასიამოვნოა ასეთი თბილი და თავაზიანი ახალგაზრდები ცოტაა.
- არ გეთანხმებით, ბევრნი არიან მაგრამ უბრალოდ დაიღალნენ, მე კი ოპტიმისტი ვარ.
ვუპასუხე და ახლა უფრო ენერგიულად გავიღიმე.
ხო ოპტიმისტი ვიყავი, ახლაც ასეა რიგ შემთხვევებში, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობას მაინც ვერ ვსწავლობ. ვერ ვუგებ და არავის ვენდობი.
მძღოლი დავითანხმე და ორივენი მანქანიდან გადავედით. კარებზე დავაკაკუნე, მაგრამ არავინ გამიღო. უფრო ძლიერად დავაკაკუნე, სწრაფი ფეხის ხმა გაისმა, ვიღაც კარებს მოაწყდა და სწრაფად გააღო. კარებთან დედაჩემი იდგა, შუბლზე კაშნე წაეკრა, ტიპიურ ქართველ ქალს ჰგავდა. ერთიანად ყარდა ბალახეული წვეთების სუნად. ( კაპლი)
- ლინდა... ცოცხალი ხარ? სად იყავი, როგორ ხარ?
თქვა და გული წაუვიდა. მივვარდი, მალე მამაჩემიც გამოვიდა, სახეზე ფერი არ ედო, ჩემს დანახვაზე თვალები იმედით აევსო, თუმცა შევამჩნიე გვარიანად იყო გაბრაზებული.
- მერე დავილაპარაკოთ.
მითხრა და დედა ხელში აიყვანა.
- მგონი ფინჯანი ყავისთვის შესაფერისი დრო არ არის.
მითხრა მძღოლმა.
- არა რას ამბობთ, დაბრძანდით აზრზე მოვალთ დავწყნარდებით და ყავაც იქნება.
- ლინდა შვილო სჯობს წავიდე, საღამოს გამოვივლი და ქალბატონი ელენას ნივთებს წავიღებ, მანამდე მშობლებს აუხსენი ყველაფერი და დაამშვიდე, ასე სჯობს დამიჯერე.
მართალი იყო , ყველაფერი უნდა ამეხსნა მშობლებისთვის მაგრამ რა მეთქვა? მაგებმა პირი შეკრეს და ჩემი მსხვერპლად შეწირვა უნდოდათთქო? და ელენაც მათი გუნდის წევრიათქო?
- კარგით მართალი ხართ.
ვუთხარი მე.
- ნუ ღელავ, ჭკვიანი გოგონა ხარ რამეს მოიფიქრებ.
დამამშვიდა და გამამხნევა, მშვენივრად იცოდა რაც მელოდა წინ. თბილად გამიღიმა და წავიდა.


ახლანდელი დრო.
02:10, უკუნითი სიბნელეა, მე კი თბილად ვარ მოთავსებული სავარძელში ჩემს ინისთან ერთად. ( კატა, ინი იმიტომ დავარქვი რომ სულ შავია ). ფანჯარა ღია მაქვს, წყალთან ახლოს ვცხოვრობ. ჭრიჭინების ხმა მესმის, თუ ბაყაყების, რაც არის ამ ხმით ვგრძნობ, რომ გაზაფხული ახლოვდება და გულში საოცარ სიხარულს ვგრძნობ. დამღლელი ზამთრის შემდეგ სიცოცხლით სავსე გაზაფხული ნამდვილად სამოთხეა. მახსენდება ჩემი და მისტერ უცნაურობას დიალოგი.
- გინდა რამე ვითამაშოთ?
შემომათავაზა მან.
- რა ვითამაშოთ?
ინტერესით სავსე თვალები მივანათე.
- მე კითხვას დაგისვამ, შენ კი სიმართლეს მიპასუხებ და არაფერს სიმართლის გარდა. ასევე შენც, გპირდები, რომ სიმართლეს გიპასუხებ. თუ წავაგებთ რომელიმე, სამ სურვილს ვასრულებთ.
- თანახმა ვარ.
- მე ვიწყებ.
- კარგი.
- საყვარელი ცხოველი?
დამაბნია მისმა კითხვამ, უფრო სერიოზულს ველოდი.
- ვეფხვი. მაგიით როდის დაინტერესდით?
აღარ დავაყოვნე და პასუხთან ერთად კითხვაც მივაყოლე.
- დედაჩემი მაგია, შესაბამისად ადრევე, 7 წლის ასაკში. რატომ ვეფხვი?
იმავე გაიმეორა მისტერმაც.
- იმიტომ რომ ძლიერია, არ ნებდება და გაშმაგებით იბრძვის მიზნისკენ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვის, უშიშარია და ამაყი, საკუთარი ძალის და თავის ფასი იცის, თან ულამაზესია. - (ვეფხვებს ვაკერპებ). - თქვენი საყვარელი ცხოველი?
ვკითხე მე.
- ადამიანი. საყვარელი ფერი?
- არ მაქვს, ფერები რეალურად არ არსებობს, მას ჩვენი წარმოსახვა და თვალი ქმნის სხივის მეშვეობით, ამიტომ არ ვაკერპებ იმას რაც არარეალურია. თქვენი საყვარელი ფერი?
- თეთრი, სიმშვიდის და მშვიდობის ფერია. რატომ ართულებ ყველაფერს როცა შეგიძლია მარტივად იცხოვრო?
- არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ სირთულეები მიყვარს. გყვარებიათ?
- ამაზე პასუხს არ გაგცემ, რევანშის უფლება მაქვს, ანუ თუ რამე კითხვა არ მომეწონა რევანშს ავიღებ და თავიდან დავიწყებ, თუ მომიგებ ამ კითხვაზე პასუხს მიიღებ.
- არ ვარ თანახმა.
- მერე და ვინ გითხრა რომ თანხმობა მჭირდება? ეს დედაჩემის შექმნილი თამაშია, თუ წესებს დაარღვევ ქალბატონი ეკატერინე ძალია გაბრაზდება.
- დარწმუნებული ვარ ქალბატონი ეკატერინე არ გაბრაზდება, როცა გაიგებს რომ თქვენ თამაშის წესები არ გამაცანით დასაწყისშივე ასე ღრმად. ამიტომაც ვალდებული არ ვარ ეს წესები თამაშის შემდეგ მივიღო, რადგან თქვენ ჩემი კითხვა არ მოგეწონათ. იმ წესების მიხედვით კი რაც დასაწყისში იყო ნახსენები მე გამარჯვებული ვარ და სურვილები წააგეთ.
- თავხედობაა.
- სამართლიანია.
- არ შევასრულებ სურვილებს.
- როგორც გინდათ, მაგრამ მართალი არ ხართ.
- ეგღა მაკლია შენ გაარჩიო მტყვანი ვარ თუ მართალი, თავხედო.
ვზივარ, ვიხსენებ ამ დიალოგს და მეღიმება. მენატრება? არ მენატრება, უბრალოდ არ ვიცი ჩემს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს, მან დიდი როლი ითამაშა ჩემს ასეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში, იქნებ ურჩხული ვარ და მისი ბრალია, იქნებ არ ვარ ის რაც უნდა ვიყო და სულ სხვა ვარ. როგორ მაბნევს, ის ცოდნაც კი მაბნევს რაც თავში მაქვს. საფეთქლები დამებერა, ღამის სამის ნახევარია, მე კი ვზივარ და ჩემს ემოციებს და აზრებს გიზიარებთ. ჰმ...



ძველი დრო.
დედას და მამას ავუხსენი, რომ ელენა ცუდად გახდა და მარტო ვერ დავტოვე და ვერც სახლში დავრეკე ვითომ ვნერვიულობდი და არ მინდოდა მათაც ენერვიულად.
- არ გამართლებს.
მკაცრად მითხრა მამამ.
- ვიცი მამა მაგრამ მაპატიეთ, აღარ განმეორდება.
- ამ ბოლო დროს ძალიან უპასუხისმგებლო გახდი. ლექციებს აცდენ, სახლიდან გადიხარ და კაცმა არ იცის სად მიდიხარ, როდის ბრუნდები.
ხმას უწევდა მამა.
- უბრალოდ...
- უბრალოდ რა? რა გაქვს სადარდებელი? შეგქმნია ოდესმე ისეთი პრობლემა რაშიც ვერ დაგეხმარებით? გეკითხები რა პრობლემა გაქვს ისეთი რომ ასე იქცევი?
დედა ხმას არ იღებდა, მეც დადუმებული ვიყავი.
- ლინდა, გეკითხები და მიპასუხე, - აგრძელებდა მამა - რა გემართება? რას გავს შენი საქციელი?
- მამა გპირდები არ განმეორდება.
- იმედი მაქვს.
შედარებით მშვიდი ხმით თქვა.
- გპირდები.
- ის კაცი ვინ იყო?
- ელენას მძღოლი.
- აკი ელენას აქ არავინ ჰყავს?
- ბიძა და დეიდა ჰყავს, სწორედ მათთან დამარეკინა როცა ცუდად გახდა.
ლინდა რა გონება გახსნილად იტყვილები.
ჩემი თავის მიკვირდა.
- მერე?
- მერე საღამოს მოვა ის კაცი და ელენას ნივთებს წაიღებს, თვითონ ვერ ახერხებს მოსვლას ცუდადაა კიდევ.
- გასაგებია.
- შეიძლება ჩემს ოთახში ავიდე? თუ ჩემთან საუბარი დაასრულე.
- წადი.
მითხრა და მეც თავისუფალი ავუყევი კიბეებს. თითქმის ბოლო საფეხურიღა დამრჩა რომ თავბრუსხვევა ვიგრძენი, ირგვლივ ყველაფერი დაბნელდა. ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი. კიბის სახელურს დავეყრდენი.
- კარგად ხარ?
ამომძახა მამამ.
- კი მა, უბრალოდ თავი მტკივა.
დავამშვიდე და ასე სუსტად და ზეპირად განვაგრძე გზა, მხედველობა არ აღმიდგა, კიდევ ბუნდოვნად ვხედავდი და თავბრუსხვევაც მაწუხებდა. ოთახში ხელების ცეცებით შევედი და საწოლზე დავეცი. თავი ღრმა ძილს მივეცი.
- ერთი, ორი, სამები ჩუმად მოგეპარები, ხუთი ექვსი შვიდები, თბილად ჩაგეხუტები.
მესმოდა ყურთან ჩურჩული, მაგრამ ვერ ვარჩევდი, ნუთუ ეს გაბრიელის ხმა იყო? მაგრამ ეს ბავშვური ლექსი საიდან მოიტანა, ან აქ რა უნდა.
ძილში ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, ხმასაც ვერ ვიღებდი, ისედაც სუსტად ვიყავი.
- გციოდა. - ისევ ყურთან ჩამჩურჩულა. - მე კი ვერ ვიტან რომ გცივა.
ვიღაც მთელი ძალით მიკრავდა გულში.
- არ მცივა...
ძლივს ამოვიკნავლე მძინარემ.
- როგორ არა, ერთიანად ცახცახებდი.
- ახლა?
- ახლა ჩემთან ხარ.
საბოლოოდ მივხვდი რომ გაბრიელი იყო, მიხაროდა და თან ვბრაზდებოდი, მაგრამ თავს მაინც დაცულად ვგრძნობდი. მთელი ძალით მეხვეოდა, მე კი თავი მის ყელში ჩავმალე.
- მომწონს ასე რომ აკეთებ... მაპატიე... არ მინდოდა ვინმესთვის რამე დამეშავებინა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მერე ნელნელა უფრო მეტი გახდი ვიდრე ჩვეულებრივი მოსწავლე, სხვა გეგმა დავსახე, თუმცა არ დამცალდა...
ჩემგან პასუხად დუმილი მიიღო.
- თქვენ ხომ უგრძნობი ხართ?
ისევ ძლივს ვლაპარაკობდი.
- ისევ თქვენობით მომმართავ?
- მიმაჩვიეთ.
- მე უგრძნობი ვარ, მაგრამ შენ ხარ განსაკუთრებული.
- როგორი?
- ჩემთვის უფრთო ანგელოზი ხარ, წყაროს წყალივით სუფთა... ამოუცნობი, მაგრამ სუფთა და არ დავუშვებ ოდესმე ბინძური ხელი შეგეხოს.
თავი უფრო დაცულად ვიგრძენი.
- სიზმარია?
- ჰო, სიზმარია, დაიძინე.
მითხრა და შუბლზე ნაზად მაკოცა.

პატარა თავისთვის ბოდიში.
პ.ს 12-ის მერეც დავდებ



№1  offline წევრი ტომა

იტყვილები ბევრჯერ მომხვდა თვალში, მიაქციე რა ასეთ შეცდომებს ყურადღება.
ველოდები შემდეგს

 


№2  offline წევრი დუდაツ

mec bevrjer momxvda eg tvalshi nia da miaqcie yuradgeba

 


№3  offline წევრი gijka13

დუდაツ
mec bevrjer momxvda eg tvalshi nia da miaqcie yuradgeba

ჰო მეც ვიცი :დდ

ტომა
იტყვილები ბევრჯერ მომხვდა თვალში, მიაქციე რა ასეთ შეცდომებს ყურადღება.
ველოდები შემდეგს
ოქეი მადლობაა :-*

 


№4  offline წევრი θεοδώρα

Male dadera shemdegi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent