რთულია კიდევ ენდო 5
თითქოს ფირმა ჩაიხვია,თავში ერთიდაიგივე სიტყვები ტრიალებდა.ნინის ზურას მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა გაახსენდა.ღმერთო ნუთუ ის მართალი იყო,ნუთუ ელენეს მართლა შეუძლია ასეთი რამ გააკეთოს?არა გთხოვ არ დაუშვა ეს სიმართლე იყოს.ამ სიტყვებს იმეორებდა თავისთვის,როცა ელენეს ხმამ მოიყვანა გონს და რეალობაში დააბრუნა. -შენ არ მოგვილოცავ ნინ? -რა?აა როგორ არა.გილოცავთ ალექსანდრე.ბედნიერებას გისურვებთ. -რა ხდება,ასეთი სახე რატომ გაქვს?ჩემი ბედნიერება არ გიხარია? -რას ამბობ ელო?ეს ყველაფერი სწორედ რომ ნინიმ და გუომ მოიფიქრეს,მათი დამსახურებაა რომ ახლა ჩვენ აქ ვართ.(ალექსანდრე) -მართლა ნი?ვაიმე როგორ გამახარე.ელენე დაქალს მოეხვია.მაპატიე რა ცუდად გამომივიდა. -არაუშავს. -და ისე კარგად ხარ ნინი?(ალექსანდრე) -კი კარგად ვარ,უბრალოდ ელენეს მოგპარავ ორი წუთით ხო? -ორი წუთით შეგიძლია,ის ხომ ამიერიდან სამუდამოდ ჩემია.გოგოს აკოცა და ალექსანდრემ დაქალები მარტო დატოვა. -რა ხდება ნინი?რა სახე გაქვს? -ელენე,სრულ გაურკვევლობაში ვარ.ამ ყველაფერს რომ ვაკეთებდით,ეჭვი მეპარებოდა რომ ამის გაკეთება ღირდა.მეშინოდა რომ ალექდანდრეს უარს ეტყოდი და არ მინდოდა მას სტკენოდა.თუმცა ახლა ორმაგად გაკვირვებული ვარ.სულ რაღაც ორი დღის წინ მიმტკიცებდი რომ ისევ ზურა გიყვარდა და ალექსანდრეს მიმართ არაფერს გრძნობდი,დღეს კი გამოაცხადე რომ გიყვარს და მის ცოლობაზე თანახმა ხარ.ეს როგორ გავიგო? -ნინ რაზე ნერვიულობ?მაშინ მე თვითონაც არ ვაღიარებდი ამას.ბიჭს ერთხელაც კი არ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი რომ ვუყვარდი და მე ხომ არ დავუწყებდუ სიყვარულის ახსნას?ახლა კი სხვა სიტუაციაა.მან ეს აღიარა და მეც რათქმაუნდა დავთანხმდი,იმიტომ რომ მთელი არსებით მიყვარს. -ჩემთან რატომ მალავდი?მე რატომ არ მითხარი არაფერი?ჩვენს შორის დასამალი რა არის?მითუმეტეს რამდენჯერ გკითხე,ალექსანდრე გიყვარს მეთქი?შენ კი ისევ ზურას მისტიროდი. -კარგი რა ასეთ დროს იმის ნაცვლად რომ ჩემი ბედნიერება ჩემთან ერთად გაიზიარო,იმაზე ბრაზობ რომ ჩემს გრძნობებზე სიმართლე არ გითხარი?ნუ ხარ სულელი და შენც იმხიარულე ჩვენთან ერთად. ელენე ისევ სანდროსთან დაბრუნდა.ნინი კი სახლისკენ წავიდა.სახლში შევიდა და დივანში ჩაჯდა.ფიქრობდა და აზრებს ვერ ალაგებდა.ახლა უფრო რეალურად ეჩვენებოდა ზურას სიტყვები და უფრო დამაჯერებელიც იყო ყველაფერი.ფიქრებში გართულს და გზააბნეულს,ყელში ცხელმა ჰაერმა მოუღიტინა.მისთვის სასიამოვნო სირნელმა გათიშა და თავბრუდაახვია. -რაო პატარა ქალბატონო,რატომ ხართ მოეყენილი?რაზე ფიქრობს ეს ლამაზი თავი ხომ ვერ მეტყვით?გიორგი მაგრად მოეხვია გოგონას ზურგიდან და ცხვირი ნინის ყელში ჩარგო.ღრმად შეისუნთქა სასიამოვნო სურნელი,ფილტვები გამოივსო, თითქოს მარაგი დჭირდებაო სა შემდეგ ისევ ცხელი ჰაერი შეაფრქვია გოგოს სხეულს.მერე ბაგეები ნინის კისერს შეახო და სველი კოცნის კვალი დაუტოვა.მთელს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა,კანი დაუბუსუსდა,გიომ ეს შენიშნა და ამჯერად ყურისკენ გადაინაცვლა,იქაც იგივე გააკეთა და გოგონას გამალებული გულისცენა უკვე საკმაოდ კარგად ესმოდა. -გეყოფა გიორგი.ძლივს ამოიკრუსუნა ნინიმ. -რატომ?არ მოგწონს ჩემი შეხება?რომ მითხრა არაო მაინც არ დაგიჯერებ,იმიტომ რომ შენი სხეული სხვას ამბობს.მაგიჟებ ჩემო პატარა.არ ვიცი ასეთი განსაკუთრებული რატომ ხარ,თუმცა ვიცი რომ შენ სხვა ხარ,ყველასგან განსაკუთრებული. -გეყოფა გიორგი,შენ მხოლოდ ერთი მიზანი გაქვს.ჩემთან სექ...გარდა არაფერი გინდა.მე კი ამისთვის არ გამოგადგები ნამდვილად.შენი მამაკაცური მოთხოვნილებებუ სხვასთან დაიკმაყოფილე. -ოჰ,როგორც ჩანს გაბრუებამ გაგიარა და ისევ ასპიტი დაბრუნდი.თუმცა არაუშავს,სულ მალე ეს ასპიტი საყვარელი და დამჯერი კნუტი გახდება. -ჰა ჰა,გულიანად გამაცინე.მერედა ვინ აპირებს რომ დამჯერ კნუტად გადამაქციოს შენ?არ გამაცინო.ასე დიდი ხანია არ მიხალისია.რა საყვარელი ხარ.შენ გჯერა იმის რასაც ამბობ? -ეჭვიც არ მეპარება. -კარგი ერთი მართლა? -დიახ. -ვნახოთ.ერთი უნდა ვნახო რას ნოიმოქმედებ იმისთვის რომ საყვარელი კატის კნუტი გავხდე.ნინიმ მაისური გაიხადა.მხოლოდ ლიფისა და შორტის ამარა დარჩა.გუოსთან ახლოს მივიდა,იმდენად ახლოს რომ ზედ აეკრო.მერე ხელი ბიჭის პრესს ააყოლა.გიორგის ლამის სისხლი აუდუღდა.ჰორმონები მოეძალა და უკვე თავის გაკონტროლება უჭირდა.გოგოს წელზე ხელი მოჰხვია და კიდევ უფრო აიკრო.კარებთან ისე მივიდნენ გიომ ვერც კი შენიშნა.ნინიმ უცებ ხელი კრა და კარებში გარეთ გააგდო. -ძალიან მეძინება და ახლა აქიდან დაიკარგე.შენი თავი ნამდვილად არ მაქვს.კარი მიხურა და დასაძინებლად წავიდა.გიორგი შოკში იყო.ასეთი რამ პირველად გაუკეთეს,ბიჭს ნერწყვები აყლაპეს და ბოლოს ხახამშრალი დატოვეს.ბოლოს ისღა მოახერხა ეთქვა.ამას გაზღვევინებ პატარა ასპიტო და აფორიაქებული ისევ უკან დაბრუნდა ბავშვებთან. ალექსანდრე ძალიან ბედნიერი იყო.ასეთი ლაღი არასდროს უნახავთ. -როგორც იქნა გეღირსა შენც სიყვარული არა ძმა?(ბექა) -მეღირსა და თანაც როგორი. -აბა ქორწილს როდის აპირებთ?(გიო) -ამ დღეებში სალიკუნა ბრუნდება ლონდონიდან და როგორც კი ჩამოვა თან თარიღს დავთქვამთ.სალიკუნას გაგონებაზე ბექას სახე შეეცვალა,თუმცა შეძლო და დაფარა თავისი ემოცია. -სალი ვინ არის სანდრო?(ელენე) -ჩემი პატარა დაიკო.მხოლოდ ის მყავს და ეგ არის მთელი ჩემი ოჯახი.ახლა უკვე შენც.უკვე ორი წელია ლონდონშია,იქ სწავლობს.ორ დღეში ჩამოვა. -მართლა ორ დღეში ჩამოდის ის შერეკილი?რა მაგარია,ხოდა აი თქვენ ნახეთ ჩვენი გაგიჟება მერე.(გიო) -იმედია სარძლო მოეწონება,ეგ ისეთი პრეტენზიულია რომ...(ბექა) -რეებს ბოდავ ბიჭო.იბრალოდ ცოტა უხეშია და წინასწარ იცოდე.(ალექსანდრე) -ცოტა უხეში?შენ ამას ცოტა უხეშობას ეძახი?ცოტა კი არა პირდაპირ აუტანელია.(ბექა) -ავა თუ მაგარი ხარ ეგ რომ ჩამოვა პირადად უთხარი.ხო ცოტა უხეშია და საკმაოდ პირდაპირი,რასაც ფიქრობს იმას ამბობს და იმედია გაუგებთ ერთმანეთს. (ალექსანდრე) -ისე დამაინტერესეთ ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ.(ელენე) -ხოდა აქ ვარ,შეგიძლია ახლავე გამიცნო რძალო. -სალი,შენ აქ როგორ,საიდან,ორი დღის მერე არ უნდა ჩამოსულიყავი? -სიურპრიზი გაგიკეთე ჩემო ძამიკო,რა არ მოგეწონა? -როგორ არა მოდი ჩემთან.და-ძმა ერთმანეთს მოეხვია.მერე კი უცებ სალი ჰაერში აღმოჩნდა.ვინ ჩაიდენდა ამას თუ არა გიო? -ჩემი გოგო,ჩემი პატარა დაბრუნდა.როგორ მიხარია.როგორც იქნა ჩამოხვედი.ჩემი ფერია როგორ გაზრდილა. -მეც ძალიან მომენატრეთ ყველა მაგრამ აქ როგორც ჩანს მხოლოდ ჩემს ძმას და შენ მოგენატრეთ და სხვას არავის.თან ბექასკენ მიანიშნა სახით. -როგორ ბრხანდებით ქალბატონო სალომე?გოგოსთან მივიდა ბექა და საკმაოდ ცივად გადაკოცნა.სალიმ პასუხი არ დაუბრუნდა და ამჯერად გოგოებს მიუბრუნდა. -აბა ახლა ჩემს სარძლოსთან მიმიშვით,მე ვარ ახლა მისი დედამთილიც და მულიც.ელენესთან მივიდა და ათვალჩაათვალიერა.არა გარეგნილად წუნი არ აეღება და აი შიგნით რა ხდება ამას მერე გავიგებთ.ახლა კი კეთილი იყოს შენი ფეხი ონიანების ოჯახში.თქვა და ელენეს მოეხვია.მერე ელენეს მოშორდა.აბა ეს ორი ლამაზმანი ვინ არის აქ რომ სხედან? -ესენი ჩემი გოგოები არიან ნია და ლენა.კიდევ მყავს ერთი მაგრამ სად გაქრა ღმერთმა იცის.(ელენე) -სასიამოვნოა გოგონებო.აბა ის მესამე სად არის?(სალი) -ტყუილად ნუშეიწუხებთ მოძებნით თავს.საწოლშია და სძინავს.(გიო) -და შენ საიდან იცი ის სად არის?(სალი) -ვიცი და მორჩა.გეყოფა ახლა ეშმაკობა.(გიო) -ბავშვებო აქ ყოფნას დიდხანს აპირებთ?მე საშინლად დაღლილი ვარ და მეძინება.იქნებ დავწვეთ უკვე ძალიან გვიანია და ხვალ გავაგრძელოთ,ჰა რას იტყვით?(სალი) -მე გეთანხმებით.აბა ახლა დავიშალოთ და ხვალ გავაგრძელებთ ისევ.(ელენე) ყველანი სახლში შევიდნენ.სახლი პატარა იყო,ამიტომ ოთახების განაწილება დაიწყეს.ერთ ოთახში უკვე ნინი იყო მოთავსებული,ის იმდენად პატარა ოთახი იყო საწოლიც შესაბამისი იდგა,გაჭირვების შემთხვევაში მეორე კაციც დაწვებოდა მანდ.სალის ოთახი დიდი იყო და გოგოები მასთან წაიყვანა.შესანიშნავად მოთავსდნენ მანდ სამივე.ელენემ და ალექსანდრემ სტუმრების ოთახს მიაშურეს.ეს სახლი სალისი იყო და სწორედ ამიტომ იყო პატარა და მყუდრო.ბექა მისაღებში მოკალათდა დივანზე და გიო დარჩა ესე. -ბექა მიიწიე და მეც დამაწვინე. -სად მივიწიო .შეხედე მე ძლივს ვეტევი.ლამისაა მეც დაბლა ჩამოვარდე.მეძინება და შ3მეშვი.მახე სადმე იქნება ადგილი და დაწექი.სხვა რა გზა ჰქონდა ჯერ გარეთ გავიდა იბოდიალა,მერე უკან შემობრუნდა,საშინლად ეძინებოდა და პირდაპირ ნინოს ოთახისკენ აიღო გეზი.კარი ფრთხილად გააღო და ოთახში ისე შევიდა.ნინიმ მაინც გაიგო ხმა,მაშინვე წამოდგა და შუქი აანთო. -გიორგი?ეს რა სითავხედეა აქ რა გინდა?დროზე გადი ჩემი ოთახიდან.ბიჭს ხმა არ ამოუღია,უბრალოდ თვალებში ჭინკები დაურბოდნენ და ეს რომ შეამჩნია ნინიმ მხოლოდ მერე გააცნობიერა რომ მხოლოდ საცვლების ამარა იდგა.მაშინვე ზეწარს დაავლო ხელი და შემოიხვია.თან ლოყები შეუფაკლდა. -რა საყვარელი ხარ როცა წითლდები.ახლოს მივიდა გოგოსთან და ყელში ისევ მხურვალე კოცნის კვალი დაუტოვა.ნინის თითქოს ეწვოდა ის ადგილი სადაც გიომ აკოცა,თან ტანში ჟრუანტელი უვლიდა.გიომ გაიხადა დასაწოლზე დაწვა.ნინი ისევ გათიშული იდგა. -სხვაგან ადგილი არ არის,ამიტომ მეც აქ მომიწევს ძილი და მიდი დაწექი რათას ელოდები?თორემ ნუ გავიწყდება რომ კაცი ვარ,ასეთს კიდევ ცოტა ხანს თუ გიყურე,იცოდე თავს ვეღარ შევიკავებ. -ანუ ამაღამ აქ უნდა იწვე?ჩემს გვერდით? გიო წამოდგა,ნინი ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა,მერე ზეწარი მოაშორა და ისე გაშალა ორივეს რომ დაეფარათ. -სხვათაშორის არ ვიკბინები და კიდევ არც ისეთი ცივსისხლიანი ვარ რომ არ შემცივდეს,ამიტომ ეგ მეც მჭირდება.კიდევ დიდხანს უნდა მიყურო ასე?დაწექი და დაიძინე. -ცოტა მიიწიე,ასე ვერ დავიძინებ. -საწოლი პატარაა,ამიტომ ვერ მივიწევი.გეყოფა დაწექი.გიომ ხელი მუცელზე შემოხვია გოგოს და ზედ მიიკრა.ნინის მთელი სხეული ეწვოდა.რა დააძინებდა ისე ღელავდა.გიომ იგრძნო გოგოს მღელვარება და კიდევ უფრო მაგრად მოეხვია.მერე მის ყელში ჩარგო სახე და ისე დაიძინა,სასიამოვნო სურნელით გაბრუებულმა.ალექსანდრე და ელენე კი თავიანთ ოთახში იყვნენ.ელენე სააბაზანოდან რომ გამოვიდა ისეთი საყვარელი იყო,ალექსანდრეს უკვე აღარ შეეძლო.მაშინვე გოგოსთან მივიდა,წელზე ხელები მოხვია და მთელი გრძნობით კოცნიდა. -ელენე არ მინდა რამე დაგაძალო.მხოლოდ მაშინ მოხდება ყველაფერი როცა შენ გექნება ამის სურვილი. გოგოს თვალები ცრემლებით აევსო.ალექსანდრემ რომ დაინახა იფიქრა შევაშინეო და მოფერება დაუწყო. -მაპატიე გთხოვ ,შენი წყენინება არ მმმინდოდა.რა მოხდა? -არა სანდრო შენ არაფერ შუაში ხარ.უბრალოდ მე არ ვარ ისეთი როგორიც შენ გინდა რომ ვიყო. -რას ამბობ ვერ მივხვდი? -შენ გინდა ალბათ რომ შენი ცოლი მხოლოდ შენი საკუთრება იყოს და თნ პირველადაც და უკანასკნელადაც შენთან იყოს.ჩემთან კი ასე არ გამოვა.მე დიდი ხნის წინ ჩავაბარე ჩემი ქალიშვილობა ერთ უნამუსოს.ხომ იცი მოსკოვში ვცხოვრობდი.პატარა ვიყავი როცა ერთმა არამზადამ მომატყუა და...ისევ ტირილი დაიწყო და ვერაფრის თქმა ვერ შეძლო შემდეგ. -მისმინე პატარავ,დაივიწყე ყველაფერი.მე შენ მიყვარხარ და მთავარი ესაა.რაც წარსულში იყო ის აღარ განმეორდება ამიტომ ამაზე ნუღარ იდარდებ.არ აქვს მნიშვნელობა შენ ქალიშილი ხარ თუ არა,მთავარია მე მიყვარხარ და სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. -შენ ზედმეტად კარგი ხარ სანდრო.შენ ჩემნაირს არ იმსახურებ. -გაჩუმდი ხმა აღარ გავიგო შენი.მოდი ჩემთან და უბრალოდ ჩმეხუტე.გოგონა მკერდზე მიიკრა,მას რომ ასეთს ხედავდა თავს საშინლად გრძნობდა და უნდოდა რომ მის სახეზე მხოლოდ ღიმილი დაენახა.მისი ტანჯვის ყურება არ შეეძლო.რომ წარმოიდგინა რა გამოიარა ელენემ იმ კაცის მოკვლა მოუნდა,თუმცა გოგოსთან მღელვარებას არ იჩენდა.ბოლოს შეძლო დამშვიდდა და თავის საყვარელ სხეულთან ჩხუტებულს ტკბილად ჩაეძინა. ესე ახალი თავი.მიხარია რომ კითხულობთ.შეცდომებისთვის ბოდიში და ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.