შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მენდე! “4“


27-02-2016, 23:21
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 811

***
ნიამ იმდენად შეგვაშინა რომ გადავწყვიტეთ საავადმყოფოში წაგვეყვანა,მძღოლობა იმ ბიჭმა ითავა,თან არ გამოგვპარვია,როგორ უყურებდა ნიას.აშკარად მასაც მოეწონა.
-კარგად ვარ,-შუა გზაში გამოფხილზდა ნია,-სად მივდივართ?-წამოწია გაოცებული
-საავადმყოფოში,-გავეცი პასუხი,-რისი გეშინია?
-არაფრის არ მეშინია,კარგად ვარ,რატომ მიგყავართ არ მინდა,-გაბრაზებული ხმით მითხრა მან
-რაიყო გოგო?-ჰკკითხა ნათიამ,-სასიკვდილო განაჩენი კიარ გამოგვაქვს,ექიმთან მიგვყავხარ რომ გავიგოთ რა გეტაკა,-მკაცრი გამომეტყველებით შეხედა ნიას
-ნათია მართალია,რატომ გვიწყრები,გაგსინჯავენ და წამოვალთ,-ჩაერთო თათაც,ნია კი გაბუსხული იჯდა და არცერთს არ გვიყურებდა,რაღაცას მიშტერებოდა გარეთ
-მე ექიმი ვარ და გადავწყვიტე შენი გამოკვლევა,-მოგვიბრუნდა საჭესთან მჯდომი ბიჭი,-ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნით,ვერ გაგეცანით,-დააყოლა შემდეგ და მე რატომღაც გამეცინა,-ილუ,-გვითხრა და ნიას დააკვირდა
-რაში მაინტერესებს,-უხეშად მიუგო ნიამ და თავი გააქნია,ილუ აშკარად უკმაყოფილო დარჩა,მთელი სახე გაუწითლდა.
-რა უხეში ხარ,-გადავუჩურჩულე ნიას
-რა უნდა ჩემგან,-ბუტბუტით მომიგო
-რა უნდა უნდოდეს,-გამეცინა მის გულუბრყვილო ნათქვამზე
-შენს ბაიკერზე იფიქრე ჯობია,-სიცილი შევწყვიტე და მკლავში ვუჩმიტე,მისმა ნათქვამმა ფიქრები გამიფანტა და თვალწინ დამიდგა ბაიკერი პიცის დამტარებელი.
-ენა გაქვს გრძელი,-მივუგე გაბრაზებულმა,-როდის დაგიმოკლო?-მხარი მხარზე მივაბჯინე და წარბები ავათამაშე
-კარგი რა მარიამ,სულ მასზე ფიქრობ და ახლა შეისხი ფრთები?
-გაჩუმდი,გოგო,რებს ამბობ,-მთელი სახე ამეწვა და გული ამიჩქარდა,-რა გინდა?
-მე არაფერი,დამატოვებინეთ ეს მანქანა და გავჩუმდები,-თქვა და სახელურს მოკიდა ხელი
-რა მოლაპარაკე ყოფილა,-წინიდან გვერთვოდა ილუ,-ჯობდა გონზე არ მოსულიყო,-ამაზე მთლა გადაირია ნია
-რა?-წამოიყვირა და ძლივს დავამშვიდე,ილუს თმებისკენ იწევდა
-საჭესთან ზის გოგო,რას აკეთებ,-დავუყვირე მე
-გადაირიე?-ამყვა ნათია
-ნია,მე ხომ მიჯერებ,-მიუგო თათამ,-დამშვიდდი და დაჯექი წყნარად,-ნიაც დაშოშმინდა და გაჩუმდა.თათას სიტყვებმა გაჭრა.
-აქამდე სად იყავი,-შევუბღვირე თათას
-მესიჯი მომწერა ვიღაცამ და გადავერთე,-მხრები აიწურა მან
-რა მესიჯი?-ერთ ხმაში ვკითხეთ და ტელეფონი გამოვსტაცე
-არ ვიცი,შეეშალა ვიღაცას
-და რა იცი რომ შეეშალა?-ჰკითხა ნათიამ და თავისებურად შეხედა,წარბების თამაშით და ეშმაკური მზერით
-სალომე მქვია?-გაოცებული გვეკითხება თათა და ხელს მიფარებს ეკრანზე
-მოიცა,-ხელს ვუჭერ,-გავარკვიოთ რა უნდა,-გადავრეკე უცხო ნომერზე.თათა მოიკუნტა და საწყალის სახე მიიღო
-მე მიკეთებ ამას?-მკითხა და სახე ხელებში ჩარგო
-დაგაჯდა გათხოვების ბუზი,-სიცილით თქვა ნათიამ
-ვის დააჯდა მაგასაც ნახავ,-უთხრა თათამ და ტელეფონი გამომსტაცა,გათიშა და ჯიბეში ჩაიდო,-აი ასე,-ენა გამოგვიყო და ფანჯარაში გაიხედა
-დაბერდი შენ ჩემო ნიკორა,-წავიმღერე და ყურები ცქვიტეს
-მიგორავს ბორანი,-წამოყო თავი ნიამ,-მიგორავს ნელ-ნელა მიდის,-ამყვა სიმღერაში და ილუმ გაოცებული სახით შემოგვხედა.
-ჩუმად იყავით,-ტუჩებზე მიიდო საჩვენებელი თითი ნათიამ
-რატომ?-გაიკვირვა ნიამ
-მძღოლი წუხდება,-თქვა და გადაიხარხარა,-დაბერდი,დაბერდი,-თათას შეხედა და ისე წაიღიღინა მანაც.
-მძღოლი წუხდება ნათია,-შეახსენა ნიამ და სარკეში დააკვირდა ილუს,რომელის მას უყურებდა და მათი მზერა ერთმანეთში შეერია.მათ რომ ვაკვრდები თავი აგენტი მგონია.ნიამ შეწუხებულმა დახარა თავი და გაჩუმდა.
***
-ჩიტივითაა გოგო,რატომ მოგყავდათ?-გაოცებული იყო ექიმი,ვინც ნია გასინჯა
-მე რა ვიცი ექიმო,გამომაქანეს დიდის ამბით
-რა უმადური ხარ,-დავუბღვირე,-იქნებ რა გჭირდა
-არაფერი,-შემიბღვირა მანაც
-როგორაა ექიმო?-ჰკითხა ახლახან შემოსულმა ილუმ
-ყველაფერი ნორმაში აქვს,-მიუგო ექიმმა,-თქვენი ვინაა ილუ ექიმო?
-არავინ,კაფეში ვიყავი და შევესწარი ცუდად რომ გახდა
-გასაგებია,მეგონა შენი ახლობელი იყო
-არა,ღმერთმა მაშოროს ასეთი ახლობელი
-რატომ?
-ნუ მკითხავ,-ხელი დაუტყაპუნა მხარზე.
-თავისუფალი ვარ?-ჰკითხა ნიამ ექიმს და საწოლიდან წამოდგა
-კი,შეგიძლიათ წახვიდეთ,-ექიმს ნათქვამი არ ჰქონდა,ნია უკვე კართან იდგა და აღებდა.
-რამდენი მოგართვათ?-ვკითხე ილუს და ექიმს
-არაფერი,გადახდილია,-მიპასუხა ილუმ
-რატომ შეწუხდით?
-არ შევწუხებულვარ,-გამიღიმა,-წადით,-დაგვემშვიდობა და ჩვენც გამოვედით.
-რა კარგი ადამიანია,-თქვა თათამ
-ხო,საყვარელი,-დავემოწმე მეც
-გულუხვი,-არ ჩამორჩა ნათია
-უჟმური,-დააგვირგვინა ნიამ. რას ნიშნავს,როცა ადამიანი მოგწონს და აღიარება არ გინდა.
-შენ ხომ მყავხარ სიცილის დედოფალი,-უთხრა ნათიამ სიცილით
-მასზე მეტი იუმორი მესმის
-შენ რა იცი რომ არ ესმის?-ჰკითხა თათამ
-რომ ესმოდეს სხვანაირად მოიქცეოდა
-მე წავალ,მინერალურს ვიყიდი და დაგეწევით,-ვუთხარი და მაღაზიისკენ წავედი.იმხელა რიგი იყო გული შემიწუხდა და უკან გამოვბრუნდი.გოგოები ჰორიზონტზე აღარ ჩანდნენ და მარტომ გავაგრძელე სიარული,როცა ვიღაც დამიდგა წინ და გზის გაგრძელების საშუალება არ მომცა
-მარიამ,-ჩემი სახელი რომ წარმოთქვა თვალები გამიფაროვდა,-შემომხედე,-თავს მაღლა არ ვწევდი.რა მეტაკა არ ვიცი,-ვიტო ვარ,-ვიტო ვინღაა?
-არ გიცნობ გამეცალე,-ხელით გავწიე ისე რომ ზედ არ შემიხედავს,მან კი დამიკავა და სადღაც სიბნელეში შემიყვანა.შიშისგან ხელ-ფეხი ამიკანკალდა და რაღაცას მივეყრდენი,სიცივემ მთელ ტანში დაიარა.
-ბაიკერი ვარ,-წამიერად გავშრი,გულმა თითქოს ფეთქვა შეწყვიტა,-მინდა პატიება გთხოვო,უხეშად გამომივიდა,-ვერ ვხედავდი მას,მაგრამ მესმოდა მისი ხმა და უფრო მაკანკალებდა,-იმ წუთას ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი,სიბრაზემ მთელი ჩემი არსება გადაფარა,-რა საჭიროა ამდენი საუბარი,მე მასზე არც კი ვბრაზობ,რაში სჭირდება ამ ბნელ კედლებში ჩემთვის პატიების თხოვნა,საერთოდ რას წარმოვადგენ მისთვის?
-მე არაფერი მწყენია,-მივუგე ჩუმი ხმით და საკუთარმა ხმამ მეც გამაკვირვა,მიკანკალებდა.
-ნუ გეშინია,მე უბრალოდ დასალაპარაკებლად შეგხვდი,ცუდი განზრახვა არ მამოძრავებს,გთხოვ მითხარი ჩემი დანაშაული რით გამოვისყიდო,-მისი ლაპარაკი ძლივს მესმოდა,რადგან გაბრუებული ვიყავი და ცივი კედელიც კი არ მშველოდა
-არაფერი არ მინდა,-ვუთხარი და ხელის გულებით კედელს შევეხე,ისეთი გრძნობა დამეუფლა,თითქოს იცრიცებოდა,კედელი საცაა დაიფშვნებოდა,ისე როგორც მთელი ჩემი სხეული ვიტოს წინ მდგომი.
-ბაიკით გაგასეირნებ,-მითხრა და ვიგრძენი,როგორ მომკიიდა მკლავში ხელი და ისევ ქუჩაში გამიყვანა,მისი სახე რომ დავინახე გავშეშდი,თითქოს პირვლად ვხედავდი.
-რატომ არ მეშვები?
-არ ვიცი,მოდი,-ბაიკზე დაჯდა და მანიშნა მე უკან დავმჯდარიყავი,მაგრამ ფეხები მეკვეთებოდა,-თუ დაჯდები,ჩვენ შორის დავა აღარ იქნება,-მითხრა და ერთ-ერთი ჩაფხუტი დაიხურა,მეორე კი მე გამომიწოდა.ძლივს დავჯექი მის უკან და დავიხურე,-ხელები შემომხვიე,-ისევ მიტითება მომცა,მაგრამ მასზე შეხების არანაირი სურვილი არ მქონდა და ხელები უკან ჩავჭიდე,-არ გეშინია?-სიცილით მკითხა
-რისი უნდა მეშინოდეს?
-ბაიკს კიარა,მე ჩამეჭიდე,ცუდი მძღოლი ვარ და შეიძლება გადავარდე
-არ მინდა,არ მეშინია,პირველად კიარ ვზივარ
-ხო,კარგი,-ძრავი ჩართო და ნელა გაუყვა გზას,-გამაგრდი,-მალევე უმატა გაზს და მე უკვე გული მეკუმშებოდა,ვერც ხელებს ვხვევდი რომ ცოტა დავმშვიდებულიყავი.შიშით ლამის გული გამხეთქვოდა,-უბალოდ მენდე,-მომიგო მან და ამან დამათმობინა ჩემი პრინციპები,ხელები კანკალით შემოვხვიე და ზურგზე მივეყრდენი,როგორც კი მივეხუტე დავმშვიდდი და შიშმაც გადამიარა,უკვე ვგრძნობდი ადრენალინს და ღიმილიც კი მეპარებოდა.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიჟი გადარეული გოგო ხარ <3 მიყვარხარ

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ლორელაი
გიჟი გადარეული გოგო ხარ <3 მიყვარხარ

მეც მიყვარხარრ <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი ტომა

ასე აღარ დააგვიანო რა
ველოდები დიდ და გემრიელ თავსს

 


№4  offline მოდერი bibo

Exa wavikitxe muraba otxive tavi ise momewona ravi.ai is mkitxavi iyo piki yvela txovdeba :D moto rato daqoqes ar mesmis :D :D ra undodat:D ai gulis wasvlaze cudad viyavi gadavbjirdiii imdeni vicine kuchi mtkiva :D karaqiano puro dachrilo jariskacebad saswauli xar tbkbili muraba baunti tortis didi nacherii

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დადე რა recourse ძალიან კარგია <3 გაგრძელებას აღარ აპირებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent