იქ სადაც ოცნებები ხდება 2
დაახლოვებით ნახევარ საათში სახლში ვიყავი ანასტასიასთან ერთად და მის ცხოვრებაში მომხდარ ამბებს განვიხილავდით. - სტას ყავას ხო დალევ? - გაგახარებს ღმერთი.- აღტაცებულმა წამოიძახა, ორი თითით ყელი გამოიწელა და სახე სასაცილოთ დამანჭა. - ქეთუს მხოლოდ შენ რომ იცი ისეთი ცივი ყავა გამიკეთე რა, ნაყინით! ხო, ხო ნაყინით. - თავისი იდეით კმაყოფილმა ტაში შემოკრა და სამზარეულოს სკამზე უფრო კომფორტულად მოკალათდა. - კარგი, კარგი, ხო იცი შენთვის უარის თქმა არ შემიძლია. - სიცილით ვუთხარი და ყავის მზადებას შევუდექი. - ისედა შენი უჟმური ქმარი მალე მოვა? - შოკოლადებით პირგამოტენილმა მკითხა. - რამდენჯერ გითხრა, ასე ნუ ეძახი-მეთქი. - მეც მოჩვენებით გავუბრაზდი. - კი მალე მოვა და ბექაც მოყვება. - ბექას ხსენებაზე ანასტასიას შოკოლად გადასცდა. - გოგო მაგ ჰიპოპოტამს ჭამის დროს მაინც ნუ მიხსენებ. - მოჩვენებით გაბრაზდა. - და რაც შეეხება უჟმურს, მიეჩვია უკვე მაგ სახელს. - თქვა და ჩაიფხუკუნა. - ნეტავ ოდესმე თუ შეგცვლის რაიმე, ჯერ ისიც არ მესმის ბექას რა დაუწუნე, სულ კინკლაობთ. ასე არ შეიძლება სტას, დამრჩები გაუთხოვარი. - შენ რო გათხოვდი რა ხეირი რო? მე ჩემი სამსახურიც მაკმაყოფილებს და მაბედნიერებს. განა არის გადარჩენილ სიცოცხლეზე უფრო მაგარი რამ? - კი არის! - განვაცხადე მტკიცედ. - მაგაზე მაგარი ის არის როცა შენში ახალი სიცოცხლე იწყებს არსებობას. - არ არსებობს! - წამოიყვირა ანასტასიამ. - ადექი ადექი მალე ! არა აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ეს როგორ გამომეპარა! - არსებობს არსებობს სტას, შენი ნათლული აი აქ არის.- ხელი მუცელზე მოვისვი და გაღიმებულ ანასტასიას შევხედე. ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ მე და ანასტასიამ. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. კარზე ზარის ხმა გავიგე, ის ის იყო უნდა ავმდგარიყავი და კარები გამეღო, ანასტასია წამოფრინდა ყვირილით "ქეთუს შენ იჯექი მე გავაღებ-ო". - ვა სიძე როგორ ხარ? - ვახ ანუკი გვსტუმრებია, კარგად შენ როგორ ხარ? - შე უჟმურო რამდენჯერ გითხრა მე ანასტასია მქვია, ნახე რა იოლია ა ნა სტა სი ა. - დაუმარცვლა ჩემმა მეგობარმა. სულ ასე იციან. - შენ კიდე რამდენჯერ გითხრა შოთა მქვია, ნახე რა იოლია შო თა - არც ჩემი ქმარი ჩამორჩა. - კარგით გეყოთ, -ბუზღუნით ჩავილაპარაკე- შოთი როგორ ხარ? - მოვეხვიე მონატრებულ ქმარს. - ჩემო ლამაზო გოგო, შენ როგორ ხარ? - მოვიდა და შუბლზე მაკოცა. - ოხ ეს რომანტიკოსები. - ჩაილაპარაკა ანასტასიამ და მისაღებში გავარდა. მე ჩემს ქმარს საჭმელი გავუწყვე. ვისადილეთ ცოტაც ვილაპარაკეთ. - უჟმურო - მიმართა ანასტასიამ ჩემს ქმარს, რომელიც ჩემი მუცლის ფერებით იყო გართული. - ხო ანუკი.- თავაუწევლად უპასუხა. - ისე ეგ საქმე როგორ მოგივიდა?- სიცილით კითხა. - ექიმი შენ ხარ და მე გასწავლო საიდან და როგორ ისახებიან ბავშვები? - ვითომც არაფერიო ისე უთხრა შოთამ. დავინახე როგორ წამოწითლდა ანასტასია, უკვე პირი ქონდა გაღებული რაღაცის სათქმელად, როცა კარზე ზარი დაირეკა. - სტას ხოგააღებ? - მუდარით შევხედე მეგობარს. - ბედი შენი რომ ორსულად ხარ. - უფრო თავისთვის ჩაიბურტყუნა.- ოჰ, ჰიპოპოტამს გაუმარჯოს! - უთხრა და მხარზე ხელი დაჰკრა ბექას. - აუ შოთა შენც ამის მერე ძმა გქვია რა, ეს ალქაჯი აქ თუ გყავდა მე რაღას მეპატიჟებოდი?! - ვითომ ნაწყენმა ჩაილაპარაკა. ბევრი იკინკლავეს ანამ და ბექამ. ჩვენც მათ საქციელზე გვეცინებოდა. მე შოთას ვიყავი მიხუტებული და როგორც ჩანს ჩამეძინა. დილით ჩემს საწოლში გამეღვიძა. გვერდით ქმარი არ მეწვა,საათს დავხედე რომელიც ცხრის ნახევარს უჩვენებდა. სასწრაფოდ ავდექი საწოლიდან, ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. სამზარეულოში შესულს საუზმე უკვე გაწყობილი დამხვდა, მხოლოდ კვერცხს წვავდა შოთა. მეც მივედი და ხელები წელზე მაგრად შემოვხვიე. ისიც გაღიმებული შემომიტრიალდა,შუბლზე მაკოცა და სკამისკენ მიმითითა. მეც დავემორჩილე. ცოტა ხანში ჩემი მეუღლე სამსახურში გავაცილე, სახლი მივალაგე და ექიმისკენ გავემართე.. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. მალევე მიმიღო ექიმმა. კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე. ოდნავ შევაღე და ვიკითხე. - შეიძლება? -შემოდი, ქეთი, გელოდებოდი. - თავი ახლაღა ასწია ქაღალდებიდან. - იცი ქეთი, რაღაც ანალიზები კიდევ დამჭირდება, აქ მხოლოდ სისხლის ანალიზებია, რაღაც მაჩვენებლები დაბალია და შესაბამის კლინიკაში მოგიწევს ანალიზების ჩაბარება.- სათვალე შეისწორა და კიდევ ერთხელ ჩააშტერდა ანალიზების პასუხს. - რათქმაუნდა, თქვენ უბრალოდ მითხარით ვის უნდა მივმართო.- ანერვიულება შემეტყო ხმაში. - იცი შეიძლება არც არაფერია საგანგაშო, მაგრამ ყველაფერი უნდა გამოვრიცხოთ. მთავარია არ ინერვიულო. - მითხრა და ფურცელზე რაღაცის წერა დაიწყო. რომელიც შემდეგ მე მომაწოდა. სავიზიტო ბარათს დავხედე და წავიკითხე ანდრეა ყიფიანი. დავიფიცები ეს სახელი და გვარი აქამდეც მსმენია. ფურცელი ჩანთაში ჩავაცურე, ექიმს დავემშვიდობე და სასწრაფოდ დავტოვე საავადმყოფო. გადავწყვიტე მშობლებთან გამევლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.