შენ ჩემი გახდები?!....(თავი 19)
ალექსი უეცრად მოეგო გონს და გადმომსვა მისი კალთიდან,მაგიდასთან მივიდა და მუშტი მაგრად დაჰკრა. -ამ ყველაფერს,რატომ აკეთებ და რაც მთავარია მე რატომ მიკეთებ,გინდა დამტანჯო ამით,გინდა სულ დამნაშავედ ვიგრძნო თავი,ეს ხომ დიიდი შეცდომაა?! მე ხომ შენი პირველი მამაკაცი ვიქნებოდი რომ გონს არ მოვგებულიყავი? გინდა რომ მთელი ცხოვრება სინდისმა შემაწუხოს? მისი სიტყვები გულშ ისრებივით მხვდებოდა,მაგრამ მისთვის რამის თმას და ახსნას აზრი არ ჰქონდა,რა პრინციპებითაც ბავშვობაში თამშბდა ისევ იგივეს აგრძელებდა დღესაც,რა მოკლე ჭკუაც მაშინ ჰქონდა იგივე ჰქონდა დღესაც. იხტიბარი არ გავიტეხე და მის ნათქვამს დავეთანხმე. -ხო,ეს მინდოდა,ეს! მეც მინდა გატკინო ისე,როგორც შენ მე მტკენ! შენი ტვინი ვერც ადრე ჭრიდა ბევრს და ვერც დღეს, გაეთრიე ამ ოთახიდან და ფეხი არ ვნახო შენი ამ ოთახში ამიერიდან. დაიხარა შიშელ მკერდზე პალტო მომაფარა და გავიდა უხმოდ. ************ ****************8 ********************* **************** მთელი ღამე ტირილში გავატარე,არავინ იცოდა როგორ მტკიოდა გული და სული...ჯერ ხომ ამ უტვინო უხეშმა ვირმა რა დსკვნები გამიკეთა,მერე უკანასკნელი ქალი ვიყავი,ოჯახი დავკარგე...დედა რომელიც საუკეთესო იყო,სამყაროს მერჩია,მისი სიტყვები გამხსენდა;“ნაკაშიძე შენი შესაფერისი არ არის,შენ გაცილებით უკეთეს იმსახურებ,ისინი რძლად არასდროს მიგიღებენ შენ,მე კი მას სიძედ,დაიმახსოვრე ნინია! იცოდე სული გეტკინება ნაკაშიძე თუ შენსს გვერდით იქნება და მერე არ მითხრა არ გაგიფრთხილებივარო!“...გამახსენდა ეს ყოველივე და აბაზანას მიავაშურე,ნეტავ რატომ ვერ იტანადა ალექს დედა ბავშვობიდან?ადრე როდესაც არაფერს ვგრძნობდი მისდამი,მაშინაც მეწინააღმდეგებოდა,რომ ჩვენ შესაძლოა ოდესმე ვყოფილიყავით „ჩვენ“ და არა ნინუცა და ალექსი. წყალი მოვუშვი და უფრო ვუმატე ტირილს,მეტიც ბღავილს მოვყევი,როგორ ამიხდა დედაჩემის სიტყვები,როგორ?!....როგორ მტკიოდა ღმერთო ჩემო... ნეტავვ რისთვის მომიყვანა ცოლად?!...ერთ კითხვას ვუსვამდი ჩემს თავს და ამასთანავე წყლის ხმაში ვფარავდი ჩემს ხავილს.. არ ვიცი რამდენ ხანს დავყავი აბაზანაში კარი,რომ გავაღე ახალგაზრდა გოგო მიცინოდა... -გამარჯობა,ალბათ თქვენ ხართ ხომ ქალბატონი ნინუცა? -კი მე ვარ... -მე ნუკა,ვარ...ბატონ ალექსს დალაგებაში ვეხმარები და.... -აჰა,გასაგებია...დამტოვე ნუკა. -ბატონმა ალექსმა მითხრა... -სულ ფეხებზე რა გითხრა ბატონმა ალექსმა,მთავარია რას ვიტყვი მე! გაიგე ნუკა?!... -დიახ ქალბატონო ნინ... -ნუკამ კი გაიგო მაგრამ მე ვერა და ხომ ვერ ამიხსნი?მისმა ხმამ შემაკრთო,მაგრამ ჩემი თავისთის მიცემული პირობა გამახსენდა უცებ და ურცხვად გავუყარე თვალი-თვალში. -რა ვერ გაგიგე ნაკაშიძევ? ის თუ როგორ მძულხარ?! და გადავიკისკისე. -ნუკა დაგვტოვე...ნუკა გავიდა თუ არა ალექსანდრე მკლავში მეცა და ნჯღრევა დამიწყო... -მე შენ რამდენჯერ გაგაფრთხილე,ენე დაიმოკლეთქო,რამდენჯერ?!.... -რასაც მინდა იმას გგეტყვი,ნაგავი ხარ,ნაგავი! შენი ფასი კაპიკია! მთელი მისი სახე გაბრაზებამ მოიცვა. -ნინო გაჩუმდი და წყობიდან ნუ გამომიყვან! თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. -არ გავჩუმდები! ჯერ გუშინდელიც გეყოფა სირცხვილად შენ,საერთოდ ხმას როგორ იღებ?!... -რაზე ლაპარაკობ გოგო? -რაზე?!... ღადაობ?შენ კაცისგარდა ყველაფერი ხარ,ყველაფერი! -რა გინდა გამაგებიე..მშვიდი ხმით მკითხა...მაგრამ ეს მშვიდად ნათქვამ რად დაუჯდა ნაკაშიძეს ვინ იცოდა. -არც არაფერი,ეგ ყველაფერი გუშინ მინდოდა,მაგრამ როგორც მივხვდი შენგან ამ ყოველივეს ვერ მივიღებ,იმიტომ რომ ჩემნაირი ძლიერი ქალის ...და შევწყვიტე სთქმელის თქმა და თვალებში დაჟინებით ჩავაშტერდი. -რა ძლიერი ქალის....განაგრძე,სახეზე აშკარად ინტერესი აღებეჭდა. -.არ ღირს ახსნა,შენნაირები ამას ვერ მიხვდებიან,ჩემნაირები კი თავს ამდენად არ დაიმცირებენ! -რა გინდა ნინო?! თქვი და გაათავე ამით!ტონს უმატა. -არაფერი, გამიშვი,მეცინება შენნაირს,რომ ქვია ჩემი ქმარი და არა ისეთ მამაკაცს როგიც აი,მაგალითად აკოა.... -მოკეტე!...და მეორედ არა გაბედო ჩემს სახლში მაგ არაკაცის ხსენება,მაგ ნა****ს თორემ გეფიცები შემომაკვდები!...მთელი ხმით მიღრიალა....შევკრთი და ხმა ვერ გავიღე..უეცრად ხელი გამიშა და კარისკენ გაემართა,მე კიდევ ჩემი მწარე ენა ვერ გავაჩერე მაინც მდუმარედ და სიტყვა გზაში დავაწიე. -დარწმუნებული ხარ რომ ძლიერ ქალებთან შეგიძლია ურთიერთობა და მათი დამორჩილება? ცოტა ხანს დაყოვნდა დააახლოებით 2-3 წუთი დუმული იყო ჩვენს ოთხში,შემდეგ ნელ-ნელა შემოტრიალდა და თვალი-თვალში გამიყარა ახლა მან. -მაგაში 100%-ით იყავი დარწმუნებული შენ გედენიძის ქალო?...და ჩაიცინა. -მე რაღაც მაგის მეეჭვება...ვითომ აქ არაფერიო ხელი ავიქნიე და ფანჯრისკენ გავწიე. -წეღან არ გამოგყევი და ვითომ ვერ მიგიხვდი ნააზრევს ახლა კი პირდაპირ გეტყვი მოსულა?! ძაალით შემომატრიალა და მკლავზე ხელი მომიჭირა. -რა უნდა მითხრა ის რომ ძლიერ ქალებთან ურთიერთობა არ შეგიძლია და მათი დამორჩილება?! -მე ყველა ქალს ვიმორჩილებ,ყველაგან და ყოველთვის ნინუცა! საწოლშიც და მაგიდაზეც... და შენ თუ წუხანდელს უმიზნებ მაგაზეც მოგახსენებ ორიოდე სიტყვით და ცრემლები და არ დამანხო კაი?! ჩემი ცოლი მინდა იყოს,იმპერატრიცა და არა კახპა,შენ კი გუშინ კახპასავით იქცეოდი თანაც იაფფასიანივით!... სახეზე ყველა გრძნობა წამეშალა,ამ სიტყვებს მისგან არ მოველოდი. -ამის მერე გაფრთხილებ მოიქეცი ისე როგორც ნამდვილ ნაკაშიძეების რძალს შეფერის და გედენიძეების ქალს! -ხელი მოვუქნიე მაგრამ ჰაერშივე დამიჭირა... -გარტყმა არასდროს გაბედო,არასდროს ერთჯერ უკვე გითხარი ეს,მეორედ გიმეორებ და მესამედ აღარ გაგიმეორებ და რაც მოგივა შენს თავს დააბრალე მერე ! და კიდევ ერთი ერთადერთი ქალი,რომელიც ძლიერად და დაუმორჩილებლად მიმაჩნდა შენი იყავი და დღეს შენ ჩემი ხარ! შენც გიმორჩილებ,ერთერთი მიზეზი იმის რომ ცოლად მოგიყვანე ეს იყო! და თუ ჩემს კაცობაში ეჭვი გეპარება,მაშინ მაგ ყოველივესაც დაგიმტკიცებ,მაგრამ იმაზე მალე არ მინდა დაგცე ვიდრე გათვლილი მაქვს,იცოდე როცა შენთან დავწვები და შენ ჩემი გახდები და არა მე,შენი, ეს ბოლო წვეთი იქნება შენი განადგურების რადგან ......ამას შენ თვითონაც მიხვები.... ახლა დაფიქრდი ყველაფერზე და ჩემი კაცობაც განსაჯე.და ხო კიდევ, ხვალ საღამოს დედა,მამა,ჩემი და და კიდევ სხვა ნათესავები მოვლენ და წესიერად მოიქეცი მე შენ გაფრთხილებ,ენას კბილი დააჭირე და ტვინიი გაანძრიე! კართან მისული შემოტრიალდა და არტისტულად გამომხედა და მომიახლოვდა. -ტელევიზორის ჩართვა არ დაგავიწყდეს,აჰა პრესაც და კიდევ პოკ-კორნიც კარგი გადაცემები და ინტერვიუები გელის წინ. თვალი ჩამიკრა,შუბლზე მაკოცა და წავიდა.... მან მისი სიტყვებით გადამიარა,ასე როგორ დამამცირა,გუშინდელის მერე ამას თუ იზამდა კიდევ არ მეგონა?! მაგრამ აბა რა მეგონა მე რომ ეს ვუთხარი,ხომ მითხრა ვალში არ დაგრჩებიო,ხო და...აი,შედეგიც... ასე რატომ მატკინა,ასე რატომ ვძულვარ? რა დავუშავე?! ნეტავ რისთის მომიყვანა ცოლად,რისთვის? როგორ მეგონა რომ ვუყვარდი,ღმერთო ჩემო,რა დებილი ვარ,რა სულელი!უმარავი სალანძღავი სიტყვით შევამკე შემი თავი და ავსლუკუნდი. უკვე კარგად დაბნელდა ის კი არსად არ ჩანდა...სულ არ მაინტერესებდა ის მოვიდოდა თუ არა,მაგრამ ამ ვებერთელა სახლში ცოტა არ იყოს და მეშინდა,თან გარეთ ჭექდა და ქუხდა... ბავშვობიდან მეშინოდა ჭექა-ქუხილის,სული მეხუთებოდა,ყოველთვის მამა ან გიო მეხუტებოდა,მათ რომ დამტოვეს კი დედა....ცრემლები მომადგა თვალებზე და თავი გადავაქნიე,ახლა ამ ფიქრებს რომ ავყოლოდი შესაძლოა გამეფრინა...მერე უეცრად ალექსის მოტანილ ჟურნალ-გაზეთებს და პოკ-კორნს გავხედე... ერთერთი ჟურნალი ხელში ავიღე და დავხედე,პირველივე გვერდზე ჩემი და ალექსის ფოტო იყო წარწერით.... „თოვლში გორავის შემდეგ,ახლა საწოლში განაგრძობენ გორავს! მეორე ავიღე და აქ უკვე სხვა სათაური ქონდა „რით აიძულა ცნობილ მშენებელ-ბიზნესმენს ალექსანდრე ნაკაშიძეს თავის ცოლად მოყვანა ცნობილმა დამწყებმა არქიტექტორმა ნინუცა გედენიძემ?!“ „გუშინ თოვლში იგორავა დღეს კი საწოლში გორაობს მასთან,აი ქართველო ქალებო აიღეთ მაგალითი და მასტერ კლასი ნინუცა გედენიძისგან.ის არა მარტო კარგი არქიტექტორი არამედ კარგი.... კითხვა ვეღარ განვაგრძე,ცრემლები გადმომცვივდა,მათ მთელი ჩემი მეობა შეურაწყვეს,ჩემი ოჯახი...ყველაფერი გათელეს,ღმერთო რა დღეში იქნება ახლა დედა,როგორ ეტკივება ეს ყოველივე... იატაკზე უღონოდ დავეცი,რა დაგიშავე ღმერთო რაა? ამისთვის გევედრებოდი ალექსი დამიბრუნეთქო? ან ჩემს გვერდით ამყოფეთქოოო? ამისთვის?!!!....მთელი ცხოვრება ხომ მტანჯავ,რა დაგიშავე? ამ ვიგინდარას შეყვარებისთვის მეტის ღირსი ვარ,უკანასკნელ ქუჩის ქალად დღეს არა მარტო ჩემს თავთან არამედ მთელი ქვეყნის წინაშე შემრაცხა... ცოტახნის შემდეგ აღარ ვტიროდი მხოლოდ ალექსანდრეს მოსვლას ველოდი,ის კი არ ჩანდა... სათის ისრებმა 3:35 რომ უჩვენეს ტელეფონი ავიღე და დავრეკე... კარგახნის შემდეგ აიღო... -ალოოო... -სად ხარ? -2 წუთი დამელოდე,მივხვდი რომ დაწოლილი ან დამჯდარი იყო და ფეხზე წამოდგა,მერე კარის გაღების ხმაც გავიგე ყურმილში და კრუტუნით ნათქვამის „სად მიდიხარ ალექს?!“ ეხლა გისმენ...მშვიდობა გაქვს?რა გინდა? -სახლში მოდი... -რატომ? აზრს მოეგე თუ ისევ ეჭვიანობის სცენების გამართვა მოგინდაა? -არც ერთი და არც მეორე,მოდი....ან თუ გინდა ორივე,ოღონდ მოდი! -რატომთქოოო? გაღიზიანება დაეტყო ხმაში. -მაშინ მე მითხარი სად ხარ და მე მოვალ....გაწყობს?! -შენ სახლში ხარ და დარჩები მანდ,მე კიდევ ხვალ შუადღით მოვალ,აბა კარგად... -არ დაკიდო გთხოვ! გთხოვ მოდი რა...აქ მთელი ღამით მარტო ვერ გავჩერდები.. -რააა?! მე შენს ძიძას ვგევარ?მე მგონი ხვდები რომ დაკავებული ვარ ასე რომ შუადღემდე მოიცდი შენ... ვეღარ მოვითმინე და მაინც ვუთხარი... -რითი ხარ დაკავებული? გართობით? როცა მე აქ ვკვდები? დიდი სიამაყით მიწოდებ შენს ცოლს და ასე მამცირებ ვიღაც ქუჩის ქალთან? ასე მიმეტებ მთელი ღამე ამ ჭექა-ქუხილში მარტო ყოფნისთვის? მერე უეცრად თითქოს გონება გამინათდა და მის გასამწარებლად გეგმა დავისახე. არ გეშინია რომ გალიიდან გაგექცე? -რა მეამატი და სულელი ხარ.... ვერსად ვერ წახვალ,მანდ იმაზე მეტი ადამიანია ვიდრე შენ გგონია... -და ასეთ ამინდში რომ შენი კარიბჭე ღიაა და თავისუფალი ის თუ იცი ნაკაშიძევ?! ასე რომ... და გავუთიშე... -რეკავდა,მაგრამ არცერთ მის ზარს არ ვუპასუხე,ქურთუკი ჩავიცვი და ფეხსაცმელ ვიცვამდი უკვე,სმს-ი რომ მომწერა. „ფეხი არსად გაადგა, 30 წუთში სახლში ვიქნები,თორემ კაცობას გეფიცები ფეხებს დაგამტვრევ სადაც გიპოვი და ხომ იცი რომ გიპოვი?!...“ -ვერ მიპოვი! მივწერე და ტელეფონი გამოვრთე... ვიცოდი მიპოვიდა,ამ ყველაფერს მხოლოდ მის გასამწარებლად ვაკეთებდი,ვიცოდი იმაზე მეტად გამამწარებდა ვიდრე დღეს,მაგრამ არ მაინტერესებდა,მხოლოდ ის ჟურნალ-გაზეთები მედგა თვალ წინ და იმ ქალის ხმა ჩამესმოდა ყურში ვისთანაც იყო.. მართალი აღმოვჩდი დაცვა სახლის ქვედა სართულში იყო,უკანა კიბებზე დავეშვი და სისუსტე ვიგრძენი,ამასთანავე გულისრევაც და თავბრუსხვევაც,მაგრამ მაინც არ გავჩერდი...თვალის დახამხამებაში გავედი ეზოში და გავაღე ჭიშკარი.... მივდიოდი,მაგრამ სად არ ვიცი...წვიმა ჩემს სხეულზე ცეკვავდა,ვხვდებოდი რომ უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი, საშინლად მეხვეოდა თავბრუ,თვალებში ყველაფერი მიორდებოდა,გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი,მაგრამ უკვე სიარული ძაალიან მიჭირდა,პირში უეცრად სისხლის გემო ვიგრძენი,ხელი მოვისვი და სიხლის უწყვეტი ნაკადი მდიოდა ცხვირიდან... ალექსანდრე ნაკაშიძე გიჟივით გამოვარდა ნიას სახლიდან,ისე რომ გოოგოსთვის არაფერი უთქვამს...ასევე გიჟივით მიაქროლებდა მანქანას... -ჯანდაბა,ჯანდაბაა...წავიდოდა უეჭველი წავიდოდა! ჯერ ერთ ფეხს მოვამტვრევ,მერე მეორეს და მერე ენას ამოვაძრობ! სულელი გოგო,თანაც ამ ბ***ის ხმაც გაიგო და........ოხ,ჯანდაბა,ჯანდაბაა!....სახლში გიჟივით შევარდა,დაცვის ბიჭები დაფეთებულები უყურებდნენ... -ბატონო ალექსანდრე... -ბატონო ალექსანდრე,კი არა ჩემი ცოლი სადაა? -მაღლაა...დღეს მთელი დღეა არ ჩამოსულა ქვევით... -მაღლა სართულში,ელვის სისწრაფით ავარდა ნაკაშიძე,საძინებლის კარი შეგლიჯა,მაგრამ ნინუცა არსად ჩანდა,სააბაზანოშიც შეიხედა,არც იქ იყოო... -ოხ,ნინო.ნინოოოო! შორს ვერსად წახვიდოდი,მაგრამ ჩემი წყობიდან გამოყვანა კი მოახერხე! ამ ჭექა-ქუხილში ფეხით....ოხ ნინოო,რომ გიპოვი მართლა გცემ! ბუზღუნებდა ნაკაშიძე,მერე ტელეფონი აიღო დაა... -დადა გავდივართ... -სად?გაგიჟდი?! -ნინო წავიდა, ვითომ გამექცა.....ეს თქვა და ისევ ღრმად შეისუნთქა,ნინუცას სურნელი,რომელიც ოთახს შემოენახა. ესეც მეცხრამეტე თავი,მალე გელით უთბილესი თავი, უნდა დაგადნოთ შოკოლადებოოო <3 :)) ველი თქვენს კომენტარებს და იმ გაუგებრობისთვის მე გიხდით ბოდიშს სხვის მაგივრად,მეტჯერ ამ თემასთან დაკავშრებულ არცერთ პროვოკაციას არ ავყვები,ალბად ესეც მისი ნაწერიაა,სასაცილოა ეს სიტვაციაა უკვე,თანაც ძაალიან. და ყელში ამოვიდა ეს ყოველივე,მე ჩემი მკითხველი მყავს მას მისი. კიდევ ერთჯერ მე გიხდით ბოდიშს ასეთი უხამსობისთვის. პ.ს. მიყვარხართ ჩემო ტკბილო შოკოლადებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.