არასდროს უშენოდ!
*** ეპიგრაფი: თუ ოდესმე იკითხავთ - რა არის სიყვარული?- გირჩევთ, პასუხს არ დაელოდოთ. თუნდაც ვინმემ შეძლოს და სიტყვებით გადმოგცეთ ამ გრძნობის მნიშვლელობა, ძალიან მალე თავად აღმოაჩენთ რომ მოგატყუეს... განა განზრახ, განა შეგნებულად, არა, ყოვლად უნებლიედ და გაუაზრებლად. სინამდვილეში არც კი მოუტყუებიხართ. უბრალოდ საქმე ისაა, რომ სიყვარული არსებობს ჩემი, შენი ან მისი, მაგრამ არასდროს ჩვენი. შეიძლება მე ჩემი სიყვარულის ორი ან სამი ისტორია მოვყვე, მაგრამ არცერთი მათგანი დაემთხვევა თქვენსას, არც თქვენსას და არც ვინმე სხვისას... არ არსებობს ერთი კონკრეტული პასუხი კითხვაზე- რა არის სიყვარული?- თითოეული ადამიანი თავად პოულობს საკუთარ პასუხს... მხოლოდ ის შეგიძლიათ დანამდვილებით იცოდეთ, რომ სიყვარული ეს უბრალოდ აბსტრაქციაა, არ არსებობის ყველაზე მკაფიო გამოვლინება. რაც უფრო მეტად ცდილობ იგრძნო, მით უფრო იბნევი.... ფიქრმა ცხოვრებაზე, არსებობასა და არარსებობაზე შეიძლება ჭკუიდან შეგშალოთ... ცხოვრება, ერთი დიდი წიგნია, ჩვენ კი ამ წიგნის მწერლები, მკითხველნი და ამავდროულად პერსონაჟები ვართ... მეც მინდა ჩემი წილი გვერდი შევავსო ამ დაუსრულებელი წიგნისა... *** ყველაფერი ერთბაშად დაიწყო, ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი.... ვერ მივხვდი, ვერ შევიგრძენი. დასაწყისმა მოულოდნელად იჩინა თავი და მოკლედ რომ ვთქვა ჩემდა უნებლიედ ერთ დიდ ლაბირინთში აღმოვჩნდი. ყოვლად უმწეომ, გამოუცდელმა, დაუცველმა გაუგებრობაში ამოვყე თავი... ჩემი პიროვნება ხილულად მუდამ ერთი მახასიათებლით გამოირჩეოდა სხვებისგან. გადაჭარბებულად მგრძნობიარე ვიყავი. ამას ჩემს ირგვლივ მყოფნი განუწყვეტლივ უსვამდნენ ხაზს. ყველა ემოცია, გრძნობა და მომენტალური შეგრძნება გამძაფრებულად მესხმოდა თავს და მთლიანად მიბყრობდა... თუ ვტიროდი- მთელი სხეული მითრთოდა, ხმა მებზარებოდა, ცრემლი დაუშრობელ წყაროდ ეშვებოდა ღაწვებზე, თვალები კი სხვებსაც აატირებდა... თუ ვიცინოდი- სახე უსასრულობამდე მებადრებოდა, თვალები მზესავით მიბრწყინავდა და სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის, რომ შემევლო თვალი ხელახლა უნებლიედ გამეცინებოდა.... ჩემი ატირება და გაცინება ერთნაირად ადვილი იყო... დრამატულ ფილმებსა თუ წიგნებზე, სევდიან ლექსებსა თუ მელოდიებზე, ყველაფერზე მეტირებოდა... უმარტივესი ხუმრობები კი გულიანად მაცინებდა... საკმარისი იყო სულ მცირე უხეში სიტყვა და გული ტკივილისგან მეჭმუჭნებოდა, ან უბრალო კომპლიმენტი და მთელი დღე ხალისით მევსებოდა.... მოკლედ, მარტივ საგნებთან მიმართებაში ჩემი გრძნობების შეცვალა და გამოხატვა უაღრესად მარტივი იყო, მაგრამ როცა საქმე რაიმე სერიოზულზე მიდგებოდა, მაგალითად ნდობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე... შეუვალი ვხდებოდი, იმდენად რამდენადაც ბრონის ჟილეტი ტყვიისთვის. ეს ჩემი პატარა საიდუმლო გახლდათ. ყველა ისე მიცნობდა, როგორც პატარა, მგრძნობიარე გოგონას და არავინ იცოდა რომ გაცილებით ადვილი იყო ფილმის პერსონაჟს ავეტირებინე, ვიდრე ჭეშმარიტ ადამიანურ ტკივილს.... მაგრამ ამ ფაქტის შესახებ ჩემი მოსაზრებაც მხოლოდ თეორიული იყო, ამას უბრალოდ ვგრძნობდი და ვიცოდი რომ შინაგანად ძალიან ძლიერი ვიყავი. ამ პატარა, ემოციურ გოგოს, უამრავი მეგობარი ყავდა. ნებისმიერ ადამიანთან ვახერხებდი საუბარს, ნებისმიერთან ერთად შემეძლო მეცინა, განმეხილა საყოველთაო პრობლემები ან მესაუბრა ლიტერატურაზე, მაგრამ მხოლოდ ერთეულების საუბარი მიმქონდა გულამდე, უფრო სწორად რომ ვთქვა, მხოლოდ ერთეულები აღწევდნენ ჩემს გულამდე. მეგობარი ბევრი მყავდა, ახლო მეგობარი კი ორი. ნიკა და სალო. ყოველთვის დიდი გატაცებით, ინტერესით და გულშემატკივრობით ვუსმენდი მათ პირად თავგადასავლებს. გატაცებით ვიძლეოდი რჩევებსა და შეფასებებს, მაგრამ თითქმის არასდროს ვსაუბრობდი ჩემს პირად გრძნობებზე, და თუ მაინც რამეს ვიტყოდი, ძალიან ზედაპირულად.... ეს იმიტომ არა, რომ მათი ნდობა არ მქონდა, ან მათთან საუბრის სურვილი. არა, უბრალოდ ძირითადად სასაუბრო არც არაფეერი იყო. თუ რჩევა მჭირდებოდა თვისუფლად ვსვამდი კითხვას. ნიკასა და სალოსთან ერთად ვარჩევდი ტანსაცმელს, სამკაულებს, საკითხავ წიგნებს და სხვა ნებისმიერ რამეს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მიკავშირდებოდა, მაგრამ გრძნობებზე ლაპარაკი საჭიროდ არ მომაჩნდა... თუ ყოვლად უმიზეზოდ მოვიწყენდი, თუნდაც იმიტომ რომ ეს შეგრძნება არ დამვიწყებოდა, მათთან წუწუნსა და დრამატიზებას არ ვიწყებდი. სალოს ჩემგან განსხვავებით გამოდმებით უყვარდა დრამების შექმმნა. სულ მცირე ჩხუბი ჩემთან ან ნიკასთნ სამყაროს აღსასრულად მიაჩნდა. ნიკა, როგორც ბიჭს შეშვენის ამ საკითხში სერიოზული იყო, ჩემზე მეტადაც კი, მაგრამ არა ჩემსავით დახურული... საუბრობდა იმაზე, თუ როგორ მოიწყინა, მაგრამ არასროს იყებენდა სიტყვებს „აუ“ და „ვაიმე“. მათ ფონზე კი რატომღაც მაინც მე მქონდა მგრძნობიარე გოგონას სახელი. ერთი რამ, რასაც ჩემზე ამბობდნენ ნამდვილად ჭეშმარიტებას შეესაბამებოდა. ის, რომ ურთიერთობების ჩემეული აღქმით გამოვირჩეოდი. მეგობრობა, სიყვარული, ნდობა, თანაგრძნობა, სიხარული... ყველაფერი ჩემებური ვიცოდი. სიყვარულისგან თავი დიდი ხნის მანძილზე შორს მეჭირა... ეს გრძნობა ძალიან განსაკუთრებულ რელიქვიად მიმაჩნდა. მინდოდა ერთხელ მოსულიყო და სულ ჩემთნ დარჩენილიყო. თანაც, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემი ფანტაზია ამ გრძნობის ხსენებისას მუდამ სერენადებსა და ვარდების უზარმაზარ თიგულებთან მიდიოდა. მოკლედ მინდოდა ჩემი სიყვარული, ლამაზი ზღაპარი ყოფილიყო. პირვლად თექვსმეტი წლის ასაკში შემიყვარდა და ეს იყო ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ჩემს პიროვნებასთან. სტაბილურობა და წინასწარ მომავლის დაგეგვმა ჩემი სტილი იყო. თუნდაც სიყვარულის ლამაზი ზღაპრის ამბავი. მაგრამ ეს გრძნობა ყოვლად მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და თანაც ჩემი ოცნების პრინცს არაფერი ჰქონდა საერთო არც ვარდებთან და კიდევ უფრო მეტად სერენადებთან. ** - კატო ხვალ ნიკასთან ხო მოდიხარ? - მე და სალომე სავაჭრო ცენტრში დავბოდიალობდით და ტანსაცმლის არჩევას ვცდილობდით. - სალ შენი აზროთ ხვალინდელ საღმოზე წამოსვლას რომ არ ვგეგმავდე ახლა აქ ვიქნებოდი? - ხვალ ნიკას მშობლები ამერიკაში მიფრინავენ ერთი წლით, სამსახურის საქმეების გამო. ნიკას დედ-მამა ბიზნესმენები არიან, თან საკმაოდ წარმატებული კომპანიის მფლობელნი. - უი, სულ დამავიწყდა კაბის ყიდვა რომ გინდა. - ზოგჯერ ძალიან მიკვირდა ამ გოგოში რა ვნახე ასეთი. - რატომ ხარ ასეთი უნიკალური? - რას იზამ, იშიათების ხვედრია.- სალომ თვალი ჩამიკრა და მის წინ ასვეტილი მანეკენი შეათვარიელა. - მაგ იშვიათთა რიგებში მოხვედრა ნამდვილად არ მსურს. - მეც ენა გამოვუყე, ლოყაზე ვაკოცე და ჩემს გარშემო გამოფენილ საშემოდგომო კლოექციას მოვავლე თვალი. - სალ აარჩიე რამე, მე ცოტა იქით გავივლი, აქ არაფერი მომწონს. შოპინგი ჩემი სისუსტეა. შოპოჰოლიკი არ ვარ, მაგრამ არც არაფერი მაკლეა მაგამდე. ახლაც, როგორც ყოველთვის უაზროდ დავაბოტებდი ვრცელ დარბაზში და ყველაფერს ვუყურებდი იატაკის გარდა. აი შედეგიც... - წინ რომ იყურო არავინ დაგსჯის. - ხმის გაგონებამ და თან დაჯახების შეგრძნებამ ეიფორიიდან გამომიყვანა. ჩემს წინ ახალგაზრდა, შავგვრემანი ბიჭი იდგა, ერთადერთი რაც მოგხიბლავდა უძიროდ ცისფერი თვალები იყო. ისეთი გაკერპებული სახით მიყურებდა მომინდა რამე მჭეროდა ხელში და მთელი ძალით შემომელაწუნებინა. - ყველაზე უაზრო გზაა იმის სათქმელად რომ დაგეჯახე. „წინ რომ იყურო არავინ დაგსჯის“ - მისმა სახემ ისე გამაბრაზა, გადამავიწყდა, რომ უცნობს ველაპარაკებოდი და დამცინავად გამოვაჯავრე. მისი სიტყვების ციტირების შემდეგ მივხვდი რასაც ჩავდიოდი, მაგრამ ახლა უკან დახევა უარესი იქნებოდა. - თვალები მარტო მე არა, როგორც ვხედავ შენც გაქვს, ხოდა რომ გაგეხილა არ დამეჯახებოდი. - უცნობის გაკერპებულ სახეს, აღშფოთება და გაკვირვება ერთდროულად შეეტყო. - პირველ რიგში, მე კი არა შენ დამეჯახე და მეორე - მე რომ არ დამჯახებოდი ღმერთმა იცის ახლა ცოცხალი იქნებოდი თუ მკვდარი. - ისეთი სერიოზული ხმითა და სახით მელაპარაკებოდა წამით შემეშინდა კიდეც. როცა საუბარი დაასრულდა მკვეთრად შებრუნდა, მე კი ნაბიჯი ჩემდა უნებლიედ უკან გადავდგი... თურმე მის უკან დაშვებული ციცაბო კიბის ჩვენება უნდოდა, რომლისკენაც ისე მივემართებოდი კაცს ეგონებოდა აქ დაგორება ცხოვრების მიზნად აქვს ქცეულიო. - თუ თვითმკვლელობას გეგმავდი ცუდი ადგილი შეგირჩევია. – „უპს!“ ახლა სწორედ ეს უნდა მეთქვა და ვიტყოდი კიდეც რომ არა ამ ახალგაზრდა ბიჭის გამომეტყველება. რამე სერიოზულის თქმა დავაპირე, მაგალითად ბოდიშის მოხდა, მაგრამ ეს ვიღაც ისე მაღიზიანებდა, ბოდიშს ცოცხალი თავით არ მოვიხდიდი. - გამოდის ახლა გადარჩენისთვის მადლობაც უნდა გითხრა? ნურას უკაცრავად. შენ ვინ გეკითხება კიბეზე დავგირდები თუ მანეკენს დავეჯახები? მოვკვდები თუ რამეს მოვიტეხავ ჩემი პრობლემაა და არა შენი. - ჭირვეული ბავშვის ხმით ვლაპარაკობდი. ბიჭი ერთხანს გაშტერებული მიყურებდა, მერე კი ჩემდა გასაოცრად გაეცინა, მე კი სირცხვილისგან გადავწითლდი. - ისე მელაპარაკები, თითქოს ამ კიბეზე დაგორება ცხოვრების მიზნად გქონდა ქცეული, მე კი ხელი შეგიშალე. - ასეც ვიცოდი. უკიდურესად სულელურ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ღმერთო მას კი ისეთი საყვარელი ღიმილი ჰქონდა. - შენ კი ისე მიყურებდი, თითქოს სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე. - თავი რომ არ შემემაგრებინა ჩაიდენდი. - ახლაღა დავაკვირდი რომ კიბის ნაპირთან იდგა და თან ისე, გეგონება სადაცაა დაგორდებაო. - ახლა მადლობა იმისთვისაც უნდა გადაგიხადო რომ ძლიერი ხარ?! - რატომ ვროშავდი ამდენ სისულელეს. - რამე დაგიშავე? ვინ გითხრა მადლობა გადამიხადეო? ან ჭირვეული ბავშვივით რატომ წიკვინებ? სიცოცხლე შეგინარჩუნე და ვინ გეკითხებოდაო, ციხეს გადაგარჩინე და მადლობა გითხრა რომ ძლიერი ხარო. მარცხენა ფეხზე ადექი? - ვწიკვინებ??? - ღმერთო რა უტაქტოა - მე ვწიკვინებ??? - კი. - შენ კი უტაქტო ხარ! - შენ კი ლამაზი. - თავხედი! - მას ვუთხარი. - არა, თავხედიც ხარ, მაგრამ ლამაზი უფრო. - არ ვიცოდი ეს ბიჭი მეტად მაღიზიანებდა თუ მხიბლავდა. მაგრამ მის მსმენელს აღშფოთებისა და დაბნეულობისგან ენა ჩამივარდა. - კატო სად დაიკარგე? - ამ სულელური სიტუაციიდან სალოს გამოჩენამ მიხსნა. - გამარჯობა. - უცნობს მიმართა, შემდეგ კი ჩემსკენ მობრუნდა. -ეს ვინაა? - გამარჯობა. - უცნობი თავაზიანად მიესალმა და როგორც ჩანს ჩემთვის დასმული კითხვაც მშვენივრად გაიგონა. - მე სანდრო ვარ. სანდრო ასათიანი. - სალო წავიდეთ. - სალოს ხელი მოვკიდე და უხმოდ გამოვეცალე სანდროს, სალომეს კი თვალები უკან რჩებოდა. - გოგო სად მიგყავარ, ვერ ხედავ რა ლამაზი თვალები და ღიმილი აქვს. - ჩურჩულით მიყვიროდა. ზურგს უკან კი ვიღაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. - სამაგიეროდ ამ ქვეყნად ყველაზე თავხედი და უტაქტო, სულელი ვინმეა. წავიდეთ აქედან და სხვაგან შევარჩიოთ ტანსაცმელი, აქ მაინც არაფერი მომეწონა. (გაგრძელება იქნება) .............. ესეც ახალი ისტორია დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ იმედი მაქვს თქვენს შეხედულებებს გამიზიარებთ თითოეული თქვენი კომენტარი ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.