შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

6 რამ, რაც ქორწინებამდე უნდა იცოდეთ


18-09-2015, 21:09
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 876

გვინდა, რომ ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე, ასეთია ადამიანის ბუნება. სამსახურში თუ ოჯახურ ურთიერთობაში ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს. ამას მაშინ ვხვდებით, როდესაც უკან მოვიხედებით, მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, რომ შეიძლებოდა სხვაგვარად მოქცევა. სტატიის ავტორი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, თუ რა უნდა იცოდეს წყვილმა, რომელიც ოჯახის შექმნას გეგმავს.

1. პარტნიორის უპირობო და დაუსრულებელი სიყვარული - არ არსებობს
ქმარი თქვენი შვილი არ არის. ის თქვენი პარტნიორია, ადამიანი, რომელთანაც მზად ხართ გაატაროთ დარჩენილი ცხოვრება. არ არსებობს გრანტია იმისა, რომ ეს ადამიანი გეყვარებათ მთელი ცხოვრება, ისევე, როგორც არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ მთელი ცხოვრება იმავეს იგრძნობს ის თქვენს მიმართ. “როდესაც ჩვენს ურთიერთობაში დაიწყო სირთულეები, განვიცდიდი, ვგრძნობდი, რომ ჩვენს ქორწინებას საფრთხე ემუქრებოდა. რა სიყვარულზე უნდა ყოფილიყო საუბარი, როცა საშინლად ვექცეოდით ერთმანეთს. ოჯახის ფსიქოლოგმა ამიხსნა: მუდმივი სიყვარული არ არსებობს, არ შეიძლება, სულ იმყოფებოდე გრძნობებისა და ემოციების ზენიტში. მაშინ თავში თითქოს რაღაც გამინათდა: ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ ბედნიერ ოჯახად მაშინაც, როცა არ ვიწვით სიყვარულისაგან, საჭიროა მუშაობა ურთიერთობებზე შეუღლებიდან 5, 10, 15 წლის შემდგომაც.

2. ბავშვის დაბადებიდან 2 წელი ყველაზე რთული პარიოდია.
ბავშვის დაბადება ოჯახში ყველაზე დიდი ბედნიერი და ამავდროულად რთული პერიოდია. მთელი თქვენი ცხოვრება თავდაყირა დგება: დღის რეჟიმი, მუდმივად ხართ გამოუძინებელი და უხასიათო. შეხედულებებიც კი გეცვლებათ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არ მისცეთ ამ რთულ პერიოდს უფლება, იმოქმედოს მეუღლესთან ურთიერთობაზე. ნუ დაუშვებთ წყენის დაგროვებას, რომელიც აუცილებლად იფეთქებს ოდესღაც, მშვიდად შეაფასეთ არსებული სიტუაცია, მიიღეთ დახმარება ახლობლების მხრიდან, ისწავლეთ მოთმინება. არასდროს არ ააგოთ მომავალი ურთიერთობები წყენასა და სიძულვილზე.

3. შეეგუეთ იმას, რომ ყოველთვის არ გექნებათ აქტიური სექსუალური ცხოვრება
ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც თქვენი წყვილის ლიბიდო ერთმანეთს არ დაემთხვევა. სამწუხაროდ, არ არსებობს დამაიმედებელი რჩევა, რომელსაც ვინმე მოგცემდათ ამ სიტუაციაში, მაგრამ ერთი რამ ნათელია: სექსუალური ურთიერთობების გაციება ეს საერთო პრობლემაა. მიმართეთ ფსიქოთერაპევტს, წაიკითხეთ სასაიყვარულო რომანი, ჩართეთ ფანტაზია, არ დანებდეთ. დღის განმავლობაში ხშირად დაურეკეთ, შეეხეთ - ასეთი მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი მომენტებისგან შედგება ცხოვრება.

4. ნუ დაივიწყებთ თქვენი მეორე ნახევრის გაკვირვებას სხვადასხვა წვრილმანით
საქმე საჩუქრებსა და ყვავილებში არაა. წვრილმანებით გაახარეთ, უყიდოთ მისი საყვარელი ორცხობილა, ხშირად უთხრათ საალერსო სიტყვები.
ბედნიერი ქორწინება შედგება მრავალი პატარ-პატარა ბედნიერი მომენტისგან. ასე რომ, თუ რაიმე რომანტიკული მოგივათ თავში, არ გაერდეთ, აუცილებლად განახორციელეთ და არ ინანებთ.

5. ნუ გახდებით ის ადამიანი, რომელსაც არ უნდა ურთიერთობების გამოსწორება
არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას მოიმოქმედებს ერთ-ერთი პარტნიორი სიტუაციის

6. არ იკამათოთ იმაზე, ვინ აკეთებს უფრო ბევრს - ის, ვინც ზის სახლში და ბავშვს უვლის, თუ ვინც მთელი დღე გარეთაა გასული სამუშაოდ
არც კი დაიწყოთ ეს დისკუსია, ამ სიტუაციაში გამარჯვებულები არ არსებობენ. თქვენ ორივე შრომობთ, ორივე აკეთებთ იმდენ საქმეს, რასაც თქვენი პარტნიორი ვერც დაინახავს. ნუ დააყვედრით, რომ თქვენ მეტ საქმეს აკეთებთ, ვიდრე ის. დააფასეთ მისი შრომა მაშინაც, თუ ის ვერ ხედავს თავისი შრომის შედეგს. უთხარით მას მადლობა ახლავე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent