შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი სახელად 66-33-XX


28-02-2016, 21:34
ავტორი ირინა
ნანახია 4 755

თავი 1
23 წლის ისე გავხდი, შეყვარებული არ მყოლია. არა , განა იმიტომ, რომ არავინ არ მომწონებია, ან არავის არ მოვწონებივარ. პირველ რიგში დამნაშავე ჩემი ჯუჯღუნა დედიკოა, რომელიც სულ ჩამჩიჩინებდა : „დედიკო, სიყვარულის დრო არ არის, ჯერ სწავლას მიხედეო“, ამიტომ თუ ვინმე მეტყოდა მიყვარხარო გველნაკბენივით ვშორდებოდი ხოლმე და თუ შემთხვევით სადმე დავინახავდი, ქუჩის მეორე მხარეს გადავდიოდი და ისინიც ასეთი სიცივით შეწუხებულები, თავს მარიდებდნენ...
გამოიღო თუ არა დედაჩემის შეგონებებმა შედეგი? გამოიღო რომელია, სკოლის პირველი მოსწავლე გავხდი და მედალიც გადმომცეს, როგორც წარმატებულ სტუდენტს. დედა უკვე აღარ მეუბნებოდა, ბიჭებისკენ არ გაიხედოვო, ამჯერად უკვე მე გამიქრა ყველანაირი სურვილი „სიყვარულობანას თამაშისა“ და მომდევნო 4 წელი წარმატებულ სტუდენტურ თავდადებას მივუძღვენი. იყო პატარ-პატარა გატაცებები, მოწონებები, მაგრამ 1 თვეზე, ნუ მაქსიმუმ ორ თვეზე მეტ ხანს არც ერთი არ გაგრძელებულა.
რა იყო სტუდენტობის ბოლოს? კიდევ ერთი წარმატება. ჩემი ღამეების თენებას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩემი ლექტორების და თავად რექტორის რეკომენდაციით დავსაქმდი ჩემივე პროფესიით. ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებ ხოლმე რამდენად ბედნიერი ვარ. მშობლებს თავი მოაქვთ ჩემით. ჩემი ძმაც ტრაბახობს. ნათესავები და ახლობლები უფრო მეტ წარმეტებას მისურვებენ... ჩემი მეორე მე-ჩემი საუკეთესო დაქალი, უფრო სწორად კი ძმაკაცი ელა, ჩემით უბრალოდ ამაყობს. ამ დროს კი რას ვგრძობ მე? სიცარიელეს... სამსახურში ჩემზე პოზიტიური ადამიანი არ არის, მუდამ ვიცინი, სხვებსაც ვახალისებ. თანამშრობლებისგან კი არ წყდება ჩემთვის ახალ-ახალი ზედმეტსახელების მონიჭების ინიციატიავა. ზოგისთვის ყალთაბანდი ვარ, ზოგი ბაჭიას მეძახის, ბიჭები ხულიგანით უფრო შემოიფარგლებიან, მათ ვინც რუსული კარგად იცის „კუზნეჩიკს „ მეძახის, საბოლოოდ კი ყველა ერთხმად თანხმდება, რომ მე ვარ ყველაზე საყვარელი დიდი ბავშვი.
მაგრამ ღამდება და დამღლელი დღის შემდეგ, სახლში მისული, ფეხსაცმელების გახდის შემდეგ, ნიღაბს ვიძრობ სახიდან და იქვე, ფეხსაცმელების გვერდით ვაწყობ, რომ დილით არ დამრჩეს.
აი ასე , თავიდან დედაჩემის, შემდგომ კი უკვე ჩემი დაუღალავი შრომით 23 წლის ასაკში ჩამოვყალიბდი საკმაოდ წარმატებულ ადამიანად, რომელიც სხვების თვალში არის ძლიერი, ვირივით ჯიუტი, მიზანდასახული, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად საყვარელი, რომელსაც ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, ყველასი გადასარევად ესმის და ყველა ცდილობს მასთან დამეგობრებას, მაგრამ როგორც კი ახლოს მოდიან , ჩემი რთული ხასიათსაც ეცნობიან და ისევ გველნაკბენებივით გამირბიან. დიახ, დიახ, ჩემი პირით ვაღიარებ რომ ყველაზე რთული ხასიათი მაქვს, იმ ადამიანებს შორის ვისაც კი ვიცნობ.
ჩემი საყვარელი ხასიათი ყველას აიძულებს, ზუსტად აიძულებს, რომ უფრო დამიახლოვდნენ, მაგრამ რაც უფრო უახლოვდები ადამიანს , მით უფრო კარგად იცნობ მის ხასიათსაც და აცნობიერებენ რომ ჩემი საყვარელი ქცევები ვერ გადაფარავს ჩემს რთულ ხასიათს და ისევ იმ დისტანციით განაგრძობენ ჩემთან ურთიერთობას , როგორც თავიდან.. მაგრამ ვერც ვამტყუნებ ვერავის, არავის უნდა ზედმეტი თავის ატკიება... მაგრამ ის არ იციან რომ ეგ რთული ხასიათი ჩემი კიდევ ერთი ნიღაბია, როგორ გითხრათ. როგორც თამაშებშია ხოლმე, სანამ ერთ “level“-ს არ დახურავ ახალ ეტაპზე ვერ გადადიხარ, თუ ჩემს რთულ ხასიათსაც გადალახავენ მომხსნიან ნიღაბს და ხელში შერჩებათ, პატარა, ემოციური, მტირალა, ბუზღუნა, ნაზი და ემოციური გოგო... ანუ იმის საპირისპირო ვარიანტი , რის გამოც ჩემთან ურთიერთობაზე თავს იკავებენ ხოლმე... მე ამაზე სულ ვწუხდი, მაგრამ ჩემდაუნებურად ვიქცეოდი ასე, სანამ ჩემმა მეორე მემ-ელამ არ მითხრა , რომ ეს უბრალო თავდაცვის ინსტიქტია და მეტი არაფერი, ასე რომ თუ ვინმე ძლიერე გადალახავს შენთვის ამ რამდენიმე “level”-ს სამუდამოდ დაიდებს ბინას შენს გულში, ისე , როგორც მე მოვახერხეო...
დიახ, ასეც არის... მყავს უამრავი მეგობარი, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ -„დისტანციაზე“ არიან. და მყავს ჩემი მეორე მე-ჩემი ელა, რომლის სიყვარულზეც არასდროს არ ვლაპარაკობ, ან რა უნდა ვილაპარაკო, ჩემ მეორე მე-ს ვეძახი.
აი ასე, ზოგისთვის საყვარელი, ზოგისთვის რთული, ზოგისთვის ძლიერი, ზოგისთვის კი სუსტი... თქვენს წინაშე ვარ მე, 23 წლის ლილე ახვლედიანი.

-სად ჯანდაბაში ხარ აქამდე, გამეყინა ბავშვი. ჩამძახა ტელეფონში ელამ და სანამ კიდევ რამის თქმას დააპირებდა , მე დავასწარი.
-მარშუტკაში ვარ გოგო, რა გაჯაჯღანებს, საცობი იყო პლეხანოვზე და მაგიტომ შევყოვნდი აქამდე.
-კაი სააცობი იქნება, შენი ნათლული რომ გაცივდება და ვეღარ გამოვიყვან მერე გარეთ. აგრძელებდა ჯუჯღუნს ელა.
-აუუუ.... როგორ დამღალე, ათ წუთში მანდ ვარ არსად არ წახვიდე.-ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. სულელივით გამეღიმა, გარდა იმისა, რომ ელა ჩემი ყველაფერი იყო, დამინათესავა კიდეც და პატარა ანგელოზი მომანათლინა, რომელიც ეხლა საკუთარ თავსაც კი მირჩევნია. ჩემი ნათლული გოგოა - ნინა, 5 თვისაა ჯერ მხოლოდ, მაგრამ ძალიან დიდი და სასაცოლოდ გაბერილი ლოყები ქონდა დაბადებიდანვე, ამიტომ მეც სპონტანურად დავუძახე, -ლუი (louie Anderson-ი გახსოვთ ალბათ) და მას შემდეგ შემორჩა ეს საყვარელი ზედმეტსახელი. ელას ქმარი საზღვარგარეთაა სამუშაოდ წასული და მარტო ცხოვრობს. მიუხედავად მისი ძლიერი და გამგები ხასიათისა, ხანდახან იმდენად არაადამიანურად ენატრება ხოლმე, რომ თავს ვერ იკავებს და ესეთი მომენტებია ის იშვიათი, როცა ჩვენ ურთიერთობაში კაცი მე ვარ და ელა ქალი, მინდა რომ მოვუფრთხიკლდე და დავიცვა ის და ჩემი ლუიკო. ალბათ, გაგეცინებათ, მაგრამ მართლა ასეა, დანარჩენ დროს, ელაა ხოლმე კაცი და ის მიცავს და მამშვიდებს. ახლაც მათთან მივდიოდი დასარჩენად, პარასკევი იყო და მეორე დღეს სამსახური არ მელოდა და ამიტომ ომახიანად ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და წითელი ღვინის მომარაგება ვთხოვე. მიყვარდა მასთან სახლში. ძველი სახლი იყო, ძველი ავეჯით და უფრო ძველი როიალით, რომელზე დაკვრაზეც ვოცნობობდი, მაგრამ იმდენი ხნის განმავლობაში არ მიკარებია არავინ, რომ ასაწყობი გახდა და მისი ჟღერადობაც დაირღვა. მივდიოდი კი არა მივფრინავდი ჩემს ლუიკოებთად და მოსალოდნელი ღამის გაფიქრებაზე ადგილზე ვცქმუტავდი, ვიცოდი , რომ ლაპარაკით დაღლილს ელა დაძინების საშუალებას არ მომცემდა და მეც სულელივით მივიჩქაროდი მისი ძველი სახლისკენ , რომელსაც ბავშვის და ძველი წიგნების სუნი ასდის. სახლისკენ სადაც ყველაზე მყუდროდ ვგრძნობ თავს და სახლისკენ სადაც ყოველთვის მელოდებიან...
-მობრძანდა ნათლიაშენიც. ჩემკენ შემობრუნდა ელა და კენგურუში ჩასმული ლუიკო დამანახა. სწრაფად მივუახლოვდი, გადავკოცნე და ისე თითქოს აქ არაფერიო, ლუიკოს მივეფერე.
-ნათლიას გაბერილი. ნათლიას ლუიკო.. როგორ მომენატრე ნათლი რომ იცოდე. მივაყარე სწრაფად და ვცადე ბავშვი გამომერთმია ელასთვის.
-სად ხარ გოგო აქამდე , იცი რამდენი ხანია გელოდებით? რომ გაციებულიყო? -ელა და ლუი პარკში მელოდებოდნენ, კარგი ამინდი იყო , გაზაფხულის პირველი დღეები სითბოთი დაიწყო და ლუიკოს გასეირნება განვიზრახეთ.
-ნუ გაატრ...ე რაა და ბავშვი ამოსვი მაგ რაღაციდან და მომიყვანე. -შევუბღვირე მე და თან ლუიკოსთან თამაში გავაგრძელე. დიდი ჯუჯღუნის და ბურდღუნის შემდეგ მაინც ამოვასმევინე ბავშვი ე.წ. „კენგურუდან“ და ხელში ავიყვანე. ამჯერად უკვე სრულად შევიგრძენი მათთან ყოფნის სიამოვნება და ელას ჯუჯღუნი იავნანასავით ჩამესმა ყურში.
-არა, მაინც სად ხარ აქამდე ჰა?? -ქოთქოთს არ წყვეტდა ის...
-გოგო, ვიღაც ბიჭი ავიკიდე გაჩერებასთან და მისი მოშორების მიზნით, რამდენიმე მარშუტკის გაშვება მომიწია, რომ არ ამომყოლოდა. ვუთხარი , თითქოს არაფერი მომხდარიყო და გულში კი ჩავიცინე, ახლა მაინც ხომ შეწყვეტ ჯუჯღუნსთქო.
-რაა? ვინ ბიჭი?? რა უნდოდა?? რამე ხომ არ დაგიშავა? კაი ბიჭი იყო? მიაყარა მან და როცა ჩემი სახე დაინახა მაშინვე გაეცინა.-კაი ხო, მართლა რა უნდოდა?
-გაჩერებასთან ვიდექი, ველოდი როდის მოჩანჩალდებოდა მარშუტკა და ვიგრძენი , როგორ დაჟინებით მიყურებდა ვიღაც ბიჭი , დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით იდგა, მზერა ავარიდე და ისევ მარშუტკის მიმართულებით გავაგრძელე ყურება, მაგრამ ამჯერად ჩემს გვერდზე დადგა, იმდენად ახლოს იყო, რომ მხრითაც კი ვეხებოდით ერთმანეთს და ნაგლად მიყურებდა...
-ფუ ახ...ი. -სიტყვა შემაწყვეტინა ელამ.
-დამაცდი?
-ჰო, ჰოო... მერე?
-მერე რა და გაოცებულმა რომ შევხედე , მითხრა -არ გინდა ჟაკეტი მათხოვოვო? მე უფრო გაოცებულმა შევხედე და ჟაკეტზედავიხედე , მერეღა გამახსენდა , რომ ჩემი ძმის ჟაკეტი მეცვა, რომელიც ჩემზე 4 ზომით დიდი მაინც იქნებოდა, მაგრამ დიდი ტანსაცმელი მიყვარს და უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. -ვიფიქრე, ალბათ, ბიჭის ჟაკეტი რომაა მაგიტომ მოეწონათქო და ხმისამოუღებლად კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. -ჰოო, გაიხადე ჟაკეტი, მათხოვე, ვნახოთ თუ მომიხდება წავიღებ დღეს და შენი ნომერი ჩამაწერინე და ხვალ შეგხვდები , რომ დაგიბრუნოვო. -და რომ არ მოგიხდესთქო?-მაშინ უბრალოდ მითხარი შენი ნომერიო მითხრა და ისევ ისე თავხედურად შემომხედა.. მაგრამ ჩემი და გარშომყოფების გაოცებული მზერა რომ დაინახა, მალევე მომშორდა... -დავასრულე თხრობა და იმის მოლოდინით, რომ ელა ერთს გემრიეალად შეიკურთხებდა, გავისუსე , მაგრამ ჩემი გაჩუმება წყალმა წაიღო, როცა მისი არანორმალური სიცილი გავიგე...
-აააა......... ყველა კრეტინი შენ როგორ უნდა აიკიდო . აი არ მესმის... ვაიმე.ეეე.... ვაიი... ლუი. დედიკო, მარტო შენ გყავს ესეთი საოცარი ნათლიააა...აააა....... სიცილს ვერ წყვეტდა ელა.
-ძაან სასაცილოა.. ვთქვიი მე და გაბუსხულმა ტუჩები ბავშვივით დავბრიცე.]
-კაი ხოო.. ნუ უბუტები. მითხრა, დაიხარა და თავზე მაკოცა. ჩემზე გაცილებით მაღალია და მჩაგრავს ხოლმე...ამ საუბარ-საუბარში სახლშიც მივედი... როგორც ვიფიქრე საოცარი მყურდოება ვიგრძენი სახლში შესვლისთანავე. გული სხვანაირად ამიძგერდა და სიმშვიდე ვიგრძენი. ზოგადად მორიდებული ვარ და ნათესავებთანაც კი ვერ ვგრძნობ ხოლმე თავს კომფორტულად, მაგრამ ამ სახლში ყველაზე მყუდროდ ვგრძნობდი თავს... საანამ ელა დავაძინეთ.. დაგვაღამდა კიდეც.. ელამ ძველისძველი მაგიდის სანათი გამოიღო კარადიდან , რომელიც 30-40 წლის მაინც იქნებოდა და მაგიდაზე დადგა, სანათი წითელ შუქს ასხივებდა და რომანტიულ ,სევდიან და მყუდრო გარემოს ქმნიდა. სანათის გარდა მაგიდაზე მზესუმზირის მოზრდილი შეკვრა, ხილი და წითელი ღვინო გვედგა თავისი ბოკლებითურთ...
-ეხლა რა ვქნათ ძეტკა?! შევხედე ელას და ეშმაკურად გავუღიმე...
-ოხ... ფისოო.... რავი აბაა... ლუიკომ უკვე დაიძინა და შეგვიძლია რამე მოვიფიქროთ.-- მითხრა და წარბები აათამაშა.. ამის დანახვაზე სერიოზული სახე ვეღარ შევინარჩუნე და სიცილისგან ჩავიკეცე. ელაც ამყვა.. იქამდე ვიცინეთ, სანამ ცრემლები არ წამოგვივიდა და ძალა საბოლოოდ არ გამოგვეცალა..
-გოგო კარტი გაქვს?? მომაფიქრდა უცებ და ხელები მოვიფშვნიტე...
-უიი... კიი მაქვს და რა ვითამაშოთ?? მითხრა ხასიათზე მოსულმა ელამ და კარადაში ქექვა დაიწყო.
-დურაკა ვითამაშოთ, ოღონდ რაზე??
-მმმ.... რაზეე დააა.... რაზეე დაა... წაგებული რეკავს შემთხვევით აკრეფილ ნომერზე და ეჭვიანოობის სეცენებს უწყობს ბიჭს... ჩაიქირქილა ელამ და გამომცდელად შემომხედა..
-კარგი და ბიჭი რომ არ აღმოჩნდეს და ქალმა გვიპასუხოს?? დაეჭვებით შევხედე მე.
-ხოდა, მაშინ იქამდე არ შევწყვეტთ ნომრების აკრეფას, სანამ სასიამოვნო ბარიტონს არ გავიგებთ ტელეფონში მოსულა???
-ეეე... კაააიიი ბაზარი არაა . გამეცინა მეც და თამაში დავიწყეთ.-ისე სადამდე ვთამაშობთ?
-ხუთამდე ვითამაშოთ.
-და ტელეფონის ნომრები საიდან უნდა მოვიტანოთ ელა??
-ვაიმეე ლილე.... საერთოდ არ გაქვს წარმოსახვის უნარი... რამე ნომრებს ავკრეფთ და დაველოდებით, თუ ქალი იქნება ვთიშავთ , თუ დიდი კაცი იქნება ვთიშავთ, თუ გოიმი იქნებბა ვთიშავთ და ვლაპარაკობთ მხოლოდ მაშინ, თუ კარგი ბიჭის ხმა გვესმის ტელეფონში.. მოდი ესე მოვიქცეთ, მოგებული, მოიფიქრებს ნომერს და ამ ნომერზე რეკავს წაგებული...
-მოსულა.. და ისე შენმა ქმარმა იცის რაზეც ვთამაშობთ?? ჩამეცინა მე /
-არა და მოდი ნურც ვეტყვით... ორივეს ხარხარი აგვიტყდა... საბოლოოდ თამაში 5-4 დასრულდა ელას სასარგებლოდ. -მოვიგეეე... მითხრა ნიშნისმოგებით და ტელეფონი გამომგლიჯა ხელიდან და დაუფიქრებლად აკრიფა რაღაც ნომერი. მაშინვე გავიდა, მაგრამ ტელეფონში მოხუცი კაცის ხმა გავიგეთ და უკაცრავად შემეშალათქო მივაძახე და გავუთიშე. მომდევნო 5 ნომერი გათიშული იყო , ან არ არსებბოდა. შემდეგ ნომერზე დარეკვისას ვიღაც ბიჭმა გვიპასუხა, ორივე გავხალისდით, მაგრამ როცა ბიჭის კილო გავიგეთ, სიცილი ვეღარ შევიკავეთ ისე გავთიშეთ ტელეფონი.... ასე გაგრძელდა , დაახოებით 2 საათი... ჩვენი სიცილის ხმა და აზარტი მატულობდა, რადგან დაახლოებით 50-60 უადრესატო ნომრიდან , არც ერთის პატრონის ხმა არ აღმოჩნდა ჩვენთვის მოსაწონი, ტელეფონზე სასაუბრო ლიმიტი კი მეწურებოდა. საათს დავხედეთ და ღამის პირველი საათი იყო უკვე,ა მიტომ გარეთ გასვლა და ჩარიცხვა გამოვრიცხეთ. ანგარიში შევამოწმეთ და 50 თეთრიღა მქონდა სასაუბრო.
-ეს ბოლოა... ვთქვი მე და ელას შევხედე , რომელიც გულმოდგინედ განაგრძობდა ჩემს ტელეფონზე ნომრის ჩაწერას.
-ხოდა თუ ბოლოა, მაშინ აუცილებლად იქნება ის, ვისაც ამდენი ხანი ეძებდი... ელამ ეს ხუმრობით თქვა, მაგრამ მე რაღაცნაირად ამიჩქარდა გული როცა დავინახე ნომერი XXX-66-33-XX და ჩემი გულისცემის სიხშირემ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ტელეფონზე ზარი გავიდა... ერთი ზარი გავიდა და გულის 100 დარტყმა წამში. . ორი ზარის შემდეგ-დაახლოებით 150. სამი წამი შემდეგ ალბათ 200. 4 ზარის შემდეგ, არ ვიცი რამდენი და ხელების გაოფლიანება... ხუთი ზარის შემდეგ კი... ნამძინარევი, ხმაჩახლეჩილი, ბოხი.......
-ალოოო......
-აა..ალლ.ოოო.... ენა დამება მე...
-ალოო.. ამჯერად უფრო გამოფხიზლებული და უფრო სასიამოვნო ხმა მესმოდა ტელეფონში, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, სანამ ელას ჩქმეტამ დედამიწაზე არ დამაბრუნა.
-სად ხაარ?? ნაზად ჩავილაპარაკე მე და შედარებით დამშვიდებულ გულზე ხელი დავიდე...
-რომელი ხარ? გაოცებული მაგრამ მაინც არააადამიანურად სასიამოვნო ბუბუნა ხმა მესმოდა..
-კაი რა, არ იცი რომელი ვარ ხო??? ამოვიკნავლე საცოდავად და როცა ელას გამწვანებული სახე დავინახე სიცილი ძლივს შევიკავე.
-მართლა რომელი ხარ? ხმა გაუმკაცრდა უცნობს.
-აუუუ... ეხლა ვერ მცნობ ხო?? კარგი რა , როდემდე უნდა მებუტებოდე.. შემირიგდი გთხოვ... ვეღარ ვიკავებდი უკვე სიცილს და ცრემლები მომდიოდა. ელა კი მეორე ოთახში შევარდა.
-ჰმმმ...... არ მეტყვი რომელი ხარ??? გაკვირვება , გაღიზიანება, დაღლილობა ერთნაირად ჟღერდა მის ხმაში.
-აუუუ.... ანუ არ მირიგდები ხო?? იდიოტოოო.... დეგენერატოოო.... ვერ გიტანნნ... ასე უნდა მიგეგდე ???
-......... -და უცებ ჩემი სპექტაკლი დამთავრდა როცა მისი წამიერი სიცილი , უფრო ჩაცინება გავიგე ტელეფონში და ჩემმა გულმა წამში 1 000 000 000 000 000 000 000 დარტყმა განახორციელა...- კარგი არ მითხრა ვინ ხარ... მითხრა ღიმილმორეული , თუმცა მაინც ინტერესიანი ხმით... თითქოს ვხედავდი როგორ ეღიმებოდა ტუჩის კუთხეში და მორჩა, ჩემი წარუმატებელი სპექტაკლის ფარდები მანდ დაეშვა...
-კარგი... ვუთხარი ხმადაბლა, აკანკალებული ხმით და ტელეფონი გავთიშე... გული ისევ გამალებით მიცემდა, მაგრამ არაფერს არ ვამბობდი. არც ელა მეკითხებოდა რამეს.. ტყუილად კი არ ვეძახი ჩემს მეორე მეს, უსიტყვოდ მიხვდა ჩემს ფიქრებს...
-არა, ისე როგორი მიმზიდველი ხმა ქონდა ჰა?? მითხრა დაახლოებით ათწუთიანი დუმილის შემდეგ...
-მე ის ჩაღიმება უფრო მომეწონა .. ვთქვი და დაწყნარებული გული ისევ ახლიდან აჩქარდა... -მგონი დღეისთვის თამაშები გვეყოფა, ვთქვი მე და ჩემს ბოკალში ცოტა ღვინო ჩამოვასხი...
-ხოო ... შენი ფსიქიკისთვის ნამდვილად ასე ჯობს... გამიცინა ელამაც და თვითონაც მოსვა სისხლისფერი სითხე. დაახლოებით ორი საათი გავიდა იმ ზარის შემდეგ, მაგრამ მოსვენება დავკარგე და აშკარად კარგი ხასიათიც სადღაც უკვალოდ გაქრა, მაგრამ ელასთანაც კი არ მინდოდა ამის აღიარება და ჯიუტად არ ვიმჩნევდი...
-არა, აი ღამის 1 საათზე რომ დაერეკა ჩემთვის გოგოს, საყვარელი, ბავშვური და ტიიტინა ხმით, რა ძალა გამაჩერებდა, რომ ისევ არ გადამერეკა მისთვის და არ გამერკვია რა უნდოდა... თქვა ელამ ის, რასაც მე ვფიქრობდი იმ წამს..
-ეეჰ... კაი რაა... ამოვიოხრე და . მძინარე ლუიკოს დავხედე, როცა მეორე ოთახიდან ტელეფონის ხმა მომესმა და მეც და ელაც თავპირისმტვრევით გავცვივდით გარეთ და მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონის ეკრანს დავხედეთ...
XXX-66-33-XX……





გამარჯობა მეგობრებო, მე ახალი ვარ თქვენ რომანტიულ წრეში. იმდენად ჩამითრიეთ თქვენი ისტორიებით. რომ მეც მომინდა დაწერა და თქვენთვის ჩემი ისტორიის გაზიარება იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი ჩუმა

Shokshivar ^^ ragac dzalian ganscvacebuli da sayvareli istoria iyo da velodebi aucileblad gagrdzelebas <3

 


№2  offline წევრი Nini123456

ვაუ ძალიან მაგარია მალე დადე შემდეგი❤❤❤❤

 


№3  offline წევრი BvBArMy

კარგია მალე გააგრძელე
--------------------
I Hate Everything About You

 


№4  offline წევრი გვირილა ♡

განსხვავებულია, თან ძალიან.. ნუ ასეთი მე აქ არაფერი წამიკითხავს..
დამაინტრიგა და დამაინტერესა ძალიან :დ ♡
ველი გაგრძელებას..
წარმატებები ♡

 


№5  offline წევრი ირინა

ძალიან დიდი მადლობა თქვენ თბილი სიტყვებისთვის <3 მეორე თავიც გავაგზავნე და დაიდება ალბათ მალე <3

 


№6  offline წევრი ელლ

magaria, magaria, magaria, male dadeee. kargad wer dzalian

 


№7 სტუმარი Ella

Vaime chveni gameee ai au vai xo chems tvalwin ganvitarda mteli es istoria magram wakitxva sul sxvaa ukve gadaxdenili ambis

 


№8  offline წევრი ირინა

იიიი <3 <3 <3 ვიღაც მეცნო <3 სურათი ხომ მოგეწონა??? ისტორიას დარჩება ეგ სანათი <3

 


№9 სტუმარი Ella

Hoo me kidev vtqvi istirias darcheba es agweratqo rac iq chamovweret da aha veli shemdeg tavshi

 


№10 სტუმარი vera™

საინტერესო, სასიამოვნო და პოზიტიურია...
კარგად წერ ძალიან, განაგრძე და კარგი იქნება თუ მალე დადებ❤

 


№11  offline წევრი სალი-სალი

ძალიან საინნტერესო და სასაცილო იყო. მომეწონა ყოჩაღ გააგრძელე ძალიან გთხოვ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent