შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (2)


29-02-2016, 00:42
ავტორი natia_888
ნანახია 2 354

***
ნიკას ოჯახი პომპეზური წვეულებებით სახელგანთქმულია მთელს თბილისში. მათ სახლში გამართულ წვეულებებს მთელი ელიტა ესწრება. საღამოს არჩვეულებრივი კაბები და მათგან არცერთი ასლი, თითოეული კონკრეტული სოლიდური ბრენდის ორიგინალს წარმოადგენს, სპეციალურად მფლობელის ტანზეა შექმნილი. საქართველოში ძნელი წარმოსადგენია შამპანიურის ჭიქით ხელში მოსიარულე წყვილები, თავს ბრილიანტებით მორთული ყელითა და აბრეშუმის კაბებით რომ იწონებენ, ნიკას ოჯახისთვის კი ეს ყოველდღიურობაა. თუმცა ნიკას შემხედვარე ამ აზრს ვერც კი გაივლებდი გონებაში.
დღევანდელი დღე დარწმუნებული ვარ განსაკუთრებულად გლამურული იქნება. ყველა გაბადრული სახით ივლის და ტრაფარეტული ღიმილით ააყოლებენ თვალს ერთმანეთის სამოსს, შურიანი მზერით დამუსრავენ ერთმანეთს. ამ სცენის ყურება ერთდროულად აუტანელი და სახალისოა.
მე და სალო არასდროს ვცდილობთ ამ კუდაბზიკა ქალების წრეში გარევას. არც საღამოს კაბების შეკერვით და არც ბრილიანტის ყელსაბამების გაპრიალებით ვიწუხებთ თავს... არხეინად მოვივლით თბილისის მაღაზიებს, პირველივე ლამაზ, მომხიბვლელ და რაც მათავარია კომფორტულ კაბას ვიყიდით, სადა მაკიაჟსა და ვარცხნილობას გავიკეთებთ, ქუსლებზე დავდგებით და ხელში პატარა კლაჩეს დავიჭერთ. ქუსლებზე სიარულის გამოცდილებისა და სათანადო ტალანტის სიმცირის გამო ნიკას სახლში კომფორტულ ადგილს შევარჩევთ, იქ საიდანაც ყველას და ყველაფერს დავინახავთ, შამპანიურის ნახევრად სავსე ჭიქას ფორმალურად დავიჭერთ ხელში და ვტკბებით ჩვენს წინ გამართული შოუთი.
ამ აღწერილობის წყალობით ალბათ გარკვეული შთბეჭდილება შეგექმნათ ნიკას მშობლებზე, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ, ცდებით. ნანი და რეზო ამ ქვეყნად საუკეთესო „მდიდრები არიან“... ნანი მთელი საღამოს განმავლობაში ათჯერ მაინც მოვა და ჩვენთან ერთად შეაფასებს ელიტარული ქალბატონების სახეებს ერთმანეთის დანახვისას არარსებული ემოციებით რომ ივსებიან. რეზო კი ძვირფას შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი გამუდმებით დასცქერის საათს და ნატრობს მალე დამთავრდეს ეს განებივრებული კაცუნების ბაქიაობა თუ როგორი მანქანა იყიდეს და როგორი აგარაკის შეძენას გეგმავენ, სახლში მოწყობილ სპორტდარბაზში როგორ ვარჯიშობენ და რამდენი ბილიარდის მაგიდა უდგათ „თავშესაქცევ“ ოთახში. როცა ზედმეტად ყელში ამოუვა კაცუნების ლაქლაქი თავაზიანად დაემშვიდობება და ისიც ჩვენთან პოულობს თავშესაფარს. ასეთ დროს ნათელი ხდება რატომ ვერ იფიქრებ ნიკაზე მილიარდელების ვაჟიშვილი რომაა.


***
- მოხვედით? - ნიკა მომღიმარი სახით შემოგვეგება მე და სალოს. სმოკინგში ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა თავი ძლივს შევიკავეთ, რომ არ გაგვცინებოდა.
- არა ნიკუშ, გზაში ვართ. - სალომ თვალი ჩაუკრა და ბაბთა გაუსწორა.
- კაი მაშინ რომ მოხვალთ გამაგებინეთ. - ამ ორის იუმორი ცოდა არ იყოს გაუგბარი იყო ჩემთვის.
- კაი მორჩით ახლა. - ჩავერიე და ორივეს ხელკავი გავუკეთე. - წამოდით, ელიტას შევუერთდეთ.
- ჯერ მოიცათ, ერთი ვინმე უნდა გაგაცნოთ. - ნიკამ ხელი გაითავისუფლა და უკან შებრუნდა. თვალი მოავლო მდიდრულად მორთულ დარბაზს და მზერა ახლაგაზრდა კაცზე შეაჩერა. - სანდრო აქ მოდი. - ეს სახელი მეცო, მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან. საახლობლოში სანდრო არავის ქვია, მაგრამ მის გაგონებაზე გაუგებარი, თუმცა სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. სანდრო ჩვენსკენ წამოვიდა.
- გამარჯობა. - უცნობი ჩვენ წინ აისვეტა და შეუმჩნეველი ღიმილით აგვათვალ-ჩაგვათვალიერა. პირველი რაც თვალში მომხვდა უძიროდ ცისფერი თვალები იყო, რომელებიც მის შავგვრემან სახეზე კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთებოდა.
- გაგიმარჯოს. - სალამი დავუბრუნე და მეც შეუმჩნევლად გავიღიმე.
- ერთ გოგონას გავხარ ძალიან. - აშკარად მე მესაუბრებოდა. - მაგრამ ის არ იქნები... შენ ნაზი, დახვეწილი, ლამაზი და თავაზიანი ხარ, ის კი ვიღაც არანორმალურია.
- ცოტა არ იყოს დავიბენი.
- რატომ? - სანდრომ გაკვირვებული მზერით აღსავსე ცისფერი თვალები შემომანათა.
- მარტო ის რომ გეთქვა, ლამაზი, ნაზი და თავაზიანი ხარო, ჩავთვლიდი კომპლიმენტიათქო და მადლობას გეტყოდი... მაგრამ ვიღაც არანორმალურს რომ მადარებ, ეგ კომპლიმენტს არ გავს. - გაეცინა. ისეთი მომხიბლავი სიცილი ქონდა, მთელს სხეულში ვიგრძენი.
- კარგი დაგეხმარები რომ გაერკვე. შენ ძალიან ლამაზი და მომხიბლავი ხარ. რაც შეეხება იმ გოგოს, ნამდვილი არანორმალური და უზრდელია. მაღაზიის კიბეებზე დაგორებას აპირებდა, სხვათაშორის ჩემი გავლით, მე კი გადავარჩინე. მადლობის მაგივრად, ქალბატონმა გვარიანად გამომლანძღა და უკანმოუხედავად წავიდა. ისე გაჰკიოდა შუა მაგაზიაში, გეგონება მოზარდი ვიყავი, რომელსაც ხელების ფათურის გამო ტუქსავდა. - აი რატომ მეცნო ასე ძალიან ამ ბიჭის სახელი და მისი უძირო თვალები. ეს ის თავხედი იყო. ჩავახველე, რომ სიცილი დამემალა, რომელიც მისმა მონოლოგმა მომგვარა და დავიწყე.
- გამარჯობა. მე კატო ხიდაშელი ვარ. გოგონა, რომელმაც კიბეზე კინაღამ დაგაგორა. სასიამოვნოა. -ირონიული მზერა რომლითაც ვსაუბრობდი კიდევ უფრო გამჭოლი გავხადე და ხელი გავუწოდე.
- ჩემთვისაც. - ხელი უხერხულად ჩამომართვა. მე კი თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა. მანაც მომბაძა.
- უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ იქნებ მეც გამაგებინოთ აქ რა ხდება? - ნიკა და სალო ამ ხნის განმავლობაში გაკვირვებულები გვიგდებდნენ ყურს. ნიკამ როგორც კი შესაბამისი მომენტი შეარჩია ინტერესის დაკმაყოფილება სცადა. - როგორც მივხვდი აქამდეც შეხვედრილხართ ერთმანეთს.
- კი ნიკუშ, - პასუხი მე დავუბრუნე. - თუმცა არცისე სახარბიელო სიტუაციაში.
- ეს ახალგაზრდა ქალბატონი ტანსაცმლის მაღაზიაში თავს იკლავდა და ჩემს თან წაყვანას აპირებდა. - ღიმილით განუმარტა სანდრომ.
- ამ ახალგაზრდა მამაკაცმა კი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამაღიზიანებლად და თავხედურად გადამარჩინა. - დავასრულე მე.
- რაღაც ძალიან საინტერესოზე საუბრობთ. მაგ ისტორიის მოსასმენად ბევრად მყუდრო გარემო იქნება უკეთესი, ამიტომ ცოტახნით გადავდოთ. - ჩევნც თავის დაკვრით ვანიშნეთ ნიკას, რომ მართალი იყო. - გოგონებო გაიცანით, ეს სანდროა. ჩემი უახლოესი ძმაკაცი. სანდრო გაიცანი ესენი კატო და სალო არიან. - ნიკამ ჩემზე და სალოზე სათითაოდ მიუთითა. - ჩემი საუკეთესო მეგობრები.
- სანდრო აქამდე რატომ არასდროს გიხსენებია? - სალოსაც ის კითხვა დაებადა რაც მე.
- საქმე ისაა სალ, რომ დიდი ხანი არაა რაც მას ვიცნობ.
- საქართველოში უკვე სამი წელია არ ვყოფილვარ. - სანდრო ჩაერია. - თვრამეტის ვიყავი აქედან ოჯახთან ერთად რომ წავედი. ამერიკაში ვიცხოვრე ოც წლამდე. შემდეგ დედა, მამა და ჩემი ძმა დაიღუპნენ, მე კი გუდა-ნაბადი ავიკარი და მოგზაურობა დავიწყე. დილით ვიღვიძებდი და იქ მივდიოდა, რაც პირველი მომივიდოდა თავში. სამი თვის წინ ნიკას შევხვდი დუბაიში, მშობლებთან ერთად ერთი კვირით იყო ჩამოსული და იმ ოფიცილური შეხვედრებიდან თავის დახსნაზე ოცნობობდა წინ რომ ელოდა. მეც ოცნება ავუსრულე. მას შემდეგ დავმეგობრდით. შევპირდი სამ თვეში დავბრუნდები საქართველოშითქო და პირობა შევასრულე. - სული მოითქვა სანდრომ.
- როგორც ჩანს, არც თქვენ გქონიათ ცოტა რამ მოსაყოლი. - ღიმილით შევათვალიერე ორი ახალგაზრდა და ერთმანეთზე სიმპატიური ყმაწვილი.
- კატო მართალია, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიკრიბოთ ჩვენი ისტორიების მოსაყოლად. - შეაჯამა სალომ.
- გეთანხმები სალ. - ხელი მოხვია სალოს ნიკამ. - ახლა კი გავერთოთ.

***
საღამომ ჩვეულებრივად ჩაიარა, თუმცა დღეს ნიკამ მთელი ყურადღება სანდროსკენ მიმართა. სიმართლე რომ ვთქვა, მარტო ნიკას ყურადღება არ მიუბყრია სანდროს, გამონაკლისი არც მე ვიყავი.
როცა ეს ახალგაზრდა პირვლად დავინახე, ყველა არსებული გრძნობა ერთიანად დამეუფლა... სიბრაზე, შიში, გაღიზიანება... მისი უძირო თვალების და მომნუსხველი ღიმილის გამო კი იდუმალი სიმპატია, მაგრამ დღეს, როცა საშუალება მომეცა მისი სილუეტი ქურდული მზერით დეტალურად შემესწავლა, მივხვდი - მასში არც საშიში, არც გამღიზიანებელი და არც გასაბრაზებელი იყო რამე. პირიქით, ყველაფერ დადებითს იწვევდა...
- ნიკო ჩვენ მივდივართ. - სალომ შორიდან უხმო ნიკას.
- მომიტევეთ ქალბატონებო, დღეს ნიკას თავი რომ მოგპარეთ - ნიკა და სანდრო ერთად მოგვიახლოვდნენ.
- გვიპატიებია. - სალომ მორცხვად გაიცინა. როგორ მიყვარდა მისი ეს სიცილი.
- კატ სალოსთან რჩები? გაგიყვანთ. - ნიკა მე მომიბრუნდა.
- არა ნიკუშ, დღეს სახლისკენ მაქვს გეზი. შენ სალო გაიყვანე, მე ტაქსით გავალ.
- მანქანა არ გყავს? - სანდრომ გაკვირვებული თვალები მომანათა.
- არა - მის აღშფოთებულ მზერაზე გამეცინა. - ასე რატომ შეიცხადე?
- კი მაგრამ რატომ? დარწმუნებული ვარ იმ კატეგორიას არ მიეკუთვნები პატრიარქატს რომ განადიდებენ.
- არა, რასამბობ... უბრალოდ უფლება არ მაქვს საჭესთან დავჯდე.
- რატომ? - მის თვალებში გულწრფელი გაურკევლობა იკითხებოდა. ახლაღა მივხვდი რაში იყო საქმე.
- შენი აზრით რამდენი წლის ვარ? - ღიმილით ვკითხე
- ცხრამეტის ან ოცის - სრული სერიოზულობით მიპასუხა.
- ოოო, ახლა გასაგებია შენი აღშფოთება. იმედი უნდა გაგიცრუო, თექვსმეტი წლის ვარ.
- ღმერთო რას ამბობ, ასე პატარა? - ისე საყვარლად თქვა თავი ბავშვად ვიგრძენი.
- ხო, ასე პატარა. - მეც შევეცადე საყვარელი ინტონაციით გამემეორებინა. - შენ რამდენის ხარ?
- ოცდაერთის - გამიღიმა.
- ღმერთო რას ამბობ, ასე დიდი? - მხიარულად გამოვაჯავრე.
- აბა, დავბერდი. თუ ასეა - სანდრო ნიკას მიუბრუნდა. - შენ სალო წაიყვანე, მე კი კატოს წავიყვან. - ამ იდეის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა.
- მშვენიერი აზრია. - დაეთანხმა ნიკა. - წავედით გოგონებო.


***
- მაშ თექვსმეტის ხარ. - დაიწყო საუბარი სანდრომ, მას შემდეგ რაც მანქანაში დაძრა. შავი ჰამერი ყავდა, იმდენად მომხიბლავი, წამით დავუში პატრონზე სიმპატიურიათქო. - მაშინ ახლა გარეთ, თანაც უცნობი ბიჭის მანქანაში ყოფნის უფლება არ გაქვს. - თვალი ჩამიკრა.
- ჯერ მხოლოდ თერთმეტი საათია, თანაც ერთი დღის წინ სიკვდილს გადამარჩინე, ასე რომ უცნობი არ ხარ. - მეც ეშმაკურად გავუღიმე.
- ხოოო, ერთი დღის წინ ჩვენ შორის ბევრი რამ მოხდა. - სერიოზული სახით თქვა. – ისეთი რამ, რისი ჩემი მხრიდან უპასუხოდ დატოვებაც მართებული არ იქნება. - სანდრო საჭეს მჭიდროდ ჩააფრინდა და მკვეთრად გადაუხვია გზიდან. შემეშინდა.
- რას აკეთებ? - ვეცადე ხმა არ გამბზარვოდა.
- ვერ ვიტან როცა ვიღაც ისე მელაპარაკება, როგორც შენ მესაუბრე ერთი დღის წინ. - მანქანიდან მალულად მოვავლე თვალი გარემოს. ჩემთვის უცნობ უბანში ვიყავით. აქაურობა ჩიხს უფრო გავდა. საშინლად ბნელოდა. შიშმა სერიოზულად იჩინა თავი ჩემში. გონებაში ათასი აზრი მიტრიალებდა. პირვლად სანდროს სავაჭრო ცენტრში რომ შევხვდი, მისმა გამოხედვამ და საუბარმა შემაშინა, ფსიქოპატი მეგონა.... იქნებ მაშინ არც შევმცდარვარ. არ მინდოდა შიში მეჩვენებინა, მაგრამ სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე.
- მაშინებ.
- ვიცი.
- მერე?
- მეც ეგ მინდა?
- რა, რომ მეშნოდეს?
- კი, უნდა გეშინოდეს.
მთელი სხეული დამეძაბა. ხელები ამიკანკალდა... უცნაური იცით რა იყო? ყველაფრის მიუხედავად, სადღაც გულის სიღრმეში მაინც უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს, მაგრამ ეს განცდა ვუგუნებელვყავი და მანქანის კარს ხელის ფათური დავუწყე რათა გაქცევა მეცადა. სანდრო თვალს არ მაცილებდა. კარის ურდული ვიპოვე. უსაფრთხოების ღვედი შიუმჩნევლად შევიხსენი, კარი ფრთხილად გავაღე და მოუხედავად გადავედი მანქანიდან, რომელიც წყვდიადში იყო გაჩერებული. კარის ხმა მომესმა. როგორც მივხვდი სანდროც უკან გამომყვა. დაბნეულობისგან გზისკენ კი არა წყვდიადისკენ გავიქეცი თავქუდმოგლეჯილი, თუმცა ჩემ ქუსლიან ფეხსაცმელს თუ გავითვალისწინებთ, თავქუდმოგლეჯილი ხმამაღალი ნათქვამია. ცოტაოდენი მანძილი გავირბინე და მართალიც აღმოვჩნდი, ჩიხში ვიყავი. კედელს ათრთოლებული ავეკარი. სანდრო ჩემსკენ მოდიოდა. ვერ გადამეწყვიტა რა მექნა, მეყვირა? ხმაც კი ჩაწყვეტილი მქონდა. მისი სილუეტი გამოჩნდა. მომიახლოვდა, იმდენად რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი. ხელები კედელს მიაყრდნო და ისედაც კუთხეში მიმწყვდეული, კიდევ უფრო შემავიწროვა. თვალები მომანათა და სერიოზული სახით მითხრა:
- პატარა, ლამაზი და ძალიან სულელი გოგო ხარ. - სახეზე ღიმილი გადაეფინა, მაშინ მივხვდი, რომ ეს ღიმილი მიყვარდა.
- რას ამბობ?
- ვგავარ ბიჭს, რომელმაც შეძლებს შენისთანა ანგელოზს რამე ავნოს?
- შემაშნე.
- ვიცი. - კიდევ გაიღიმა. კიდევ უფრო მომიახლოვდა. - იცი რომ შენც მაშინებ?
- რატომ? - ისე ჩუმად ვსაუბრობდი საკუთარ ხმას თავად ძლივს ვარჩევდი.
- მგონი მიყვარდები. - სხეულს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მაღალი ძაბვის ელექტორენერგიამ გაიარა მასშიო.
- ეგ საშიშია?
- კი... საშიშია. - რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ არ მაცადა. ნაზად დაეწაფა ჩემს ტუჩებს

(გაგრძელება იქნება)


..............



თითოეული თქვენი კომენტარი ძალიან მახარებს, ველი შეფასებებს



№1  offline წევრი мариамо

momwons sandro ^^

 


№2  offline წევრი natia_888

мариамо
momwons sandro ^^

smile

 


№3  offline წევრი natia-natia

კარგია ძაან

 


№4  offline წევრი natia_888

natia-natia
კარგია ძაან

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent