შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (13-14)


29-02-2016, 00:50
ავტორი lipsspil
ნანახია 8 523

არც მეორე დღეს გამოსულა ოთახიდან, ლიამ ააკითხა, წასვლის წინ დაემშვიდობა და ეგ იყო. დახვავებული წიგნები თავიდან გადაარჩია და ჩაეფლო. არც მოშიებია, დამხმარე ქალსაც უარი უთხრა სადილზე. ორი-სამი დღე ისე გავიდა, თორნიკე საერთოდ არ გამოჩენილა, არც დაურეკავს, არც მიუწერია.. თამთას უხაროდა კიდეც ასე რომ ხდებოდა.. იმდენად ნაწყენი და განადგურებული იყო დანახვაც არ უნდოდა მისი. “მობრძანდება როცა იქნება და აუცილებლად ბოდიშს მომიხდის შეურაცხყოფისთვის! საყვარლების არმია რომ მომაკერა!” ამაში დარწმუნებული იყო, სანამ ერთ დღესაც თორნიკეს არყოფნის დროს ვერანდაზე წიგნის კითხვით რომ ირთობდა თავს უცხო მანქანა არ შენიშნა. კიდევ უფრო გაოცდა, როცა მანქანიდან ოლია გადმოვიდა. დამხმარე ქალი ძველი ნაცნობივით მიეგება და ჩანთა გამოართვა
_ კიკეტში სოტა სივა – მოესმა დამტვრეული ქართული, ქალი სახლისკენ დაიძრა. რა უნდა ქნას თამთამ? გავიდეს? თუ არ გავიდეს? იქნებ ოლიამ არაფერი იცის? იქნებ გავიდეს და დაელაპარაკოს? კიდევ რაიმე რომ გააფუჭოს ამით? დოლიძე სუნთქვასაც კი აუკრძალავს მერე.. ჯობია თვითონ მოვიდეს და გაარკვიოს ყველაფერი. არ ჩავა დაბლა! წიგნები აქ აქვს, ლეპტოპიც.. ჰოდა აივანზეც აღარ გამოვა, შევა და დაიძინებს.. შემოდგომის მზის სხივებისგან მოთენთილი ოთახში შევიდა, საწოლზე მიწვა და საათის ისრების ხმაურში ნელ-ნელა ტკბილად ჩაეძინა.
_ თამთა.. გაიღვიძე, გესმის? თამთა.. – ჩაესმა ძილში და თავი მიაბრუნა – თამთა.. – არ ანებებდა აბეზარი ხმა თავს. ცალი თვალი გაახილა, კარგად შეღამებულიყო, სიბნელეში ძლივს გაარჩია თორნიკეს სახე და მაშინვე წამოჯდა
_ გაიღვიძე, სტუმარი გვყავს.. – თამთამ თვალები მოისრისა და სანათი აანთო – ჩაიცვი და ჩამოდი.. – უთხრა და წავიდა. ნეტავ ვინ სტუმარია? იმედია ოლიას არ დაახვედრებს და მისი ცრემლნარევი მზერების მსხვერპლად არ აქცევს.. ჩასულს უცნაური სურთი დახვდა.. ოლია თორნიკეს გვერდზე ბედნიერი სახით მისკუპებულიყო, მაგიდას მისი რამდენიმე მეგობარი ამშვენებდა ასევე მეგობარ გოგონებთან ერთად და სულაც არ ქმნიდა უხერხულობას თამთას გამოჩენა ამ საზოგადოებაში. გოგონამ ფეხი ვერ გადაადგა.. გაშეშებული იდგა, სანამ დოლიძემ გაღიმებული სახით არ მიიწვია მაგიდასთან
_ შემოგვიერთდი, ეს თამთაა.. თემურ ჩხეიძის ქალიშვილი, ჩემი ახლო, ძალიან ძალიან ახლო მეგობარი.. – ალმური წაეკიდა სახეზე.. სიბრაზისგან საფეთქლები დაუბუჟდა, მაგრამ შეძლო მალევე მოეფიქრებინა “ახლა რომ გავიქცე არაფერს იფიქრებენ იმის გარდა, რომ მე ოლიაზე საშინლად ვიეჭვიანე.. ნაშას სახელი ისედაც მომაკერა.. კაპასი ნაშა საჭირო აღარ არის..” უხმოდ დაჯდა სუფრასთან და თავი ჩაღუნა. მხიარულება გაგრძელდა, არავინ, არავინ გრძნობდა უხერხულად თავს მის გარდა, არც ოლია “ნუთუ არაფერი იცის? ან ყველაფერი იცის და მაინც ასე მშვიდადაა?იქნებ დაველაპარაკო..” ყველა მხრიდან ხსნას მოელოდა და თანმდათან ხვდებოდა როგორი უმწეო იყო ყველა სიტუაციაში. ცოტა რომ შეზარხოშდნენ თავაზიანად მიმართა სტუმრებს
_​უჩემოდ გააგრძელეთ, უკაცრავად..
_​მოიცა, სად მიდიხარ? – დააწია თორნიკემ
_​გარეთ გავალ, ჰაერზე..
_​მგონი ულამაზეს ქალბატონს ჩვენი კომპანია მაინცდამაინც არ მოეწონა..
_ შევაწუხეთ ალბათ.. – მშიერი თვალებით მიაჩერდა ერთი-ორი მათგანი. თამთამ თორნიკესკენ გააპარა თვალი, იმედი ჰქონდა ეს არ გამოეპარებოდა, მაგრამ ელდა ეცა, როცა დაინახა, რომ მამაკაცი არათუ უსმენდა მათ, ოლიას თვალიერებით იყო გართული და მეტისმეტად ინტიმურადაც ებაასებოდა. მარტინის ბოთლს ხელი დაავლო, ზეთისხილის ქილაც არ დავიწყებია და გარეთ გავიდა. სიბრაზისგან ისე იყო გახურებული სულაც არ აწუხებდა უკვე საკმაო სიგრილე. მოქანავე დივანზე ფეხებგადაჯვარედინებული დაჯდა და თვალები დახუჭა.. საშინლად შეურაცხყოფილი იყო! მეტისმეტად უძლური.. სიმშვიდის გარდა არაფერი დარჩენოდა, მაგრამ ფორიაქს ვერაფერს უხერხებდა. ბოთლი ნახევრამდე დაიყვანა.. უცებ შენიშნა როგორ გამოვიდა თორნიკე ოლიასთან ერთად სახლიდან, საკმაოდ ნასვამი და მანქანისკენ გაემართა. სანამ ჩასხდებოდნენ მხურვალე კოცნაც არ დავიწყებია ქალს. თამთა მიხვდა რაც მოხდებოდა და უფრო და უფრო ახრჩობდა ცრემლები.. არც შეუშლია ხელი, სასმელმაც თავისი ქნა და ატირდა, თავისთვის, ჩუმად.. თავი მუხლებში ჩარგო და ის მშვიდი სოფელი ინატრა ერთ დროს რომ მოწყენილობის სავანედ ეჩვენებოდა.. ყველაფერს მისცემდა, რომ ფროსა ჯდომოდა ახლა გვერდით და ახალგაზრდობის დროინდელი ბალადებით გამოეჭედა ყურები.. “კუხნაშიც” სიამოვნებით მოძებნიდა ბოტებს, ატამსაც გათლიდა, საველე აბანოსაც შეეგუებოდა ოღონდ ეს არა! ..ინანა, საშინლად ინანა, რომ მამას არ დაუჯერა და აქ ამოყო თავი.. ყველა ბრალი და წყენა წაიშალა მის თვალში.. “ახლავე წავალ სახლში, თუ მეტყვის რატომ არ მკითხეო ვუპასუხებ არ გეცალა სექსით იყავი დაკავებული მეთქი!” მტკიცედ გადაწყვიტა და წამოდგა, მაგრამ მიღებულმა გრადუსმა ცოტა ფეხი აურია. აივანზე მოსაწევად გადმომდგარმა თორნიკეს ერთ-ერთმა მეგობარმა ეს შენიშნა, ორი თითით მოისროლა ნამწვი და მისკენ დაიძრა
_​ცუდად ხარ?
_​არა, კარგად ვარ, მადლობა
_​თუ სმას მიჩვეული არ იყავი ამდენი არ უნდა დაგელია
_​ჭკვიანურია, გავითვალისწინებ..
_​გინდა ოთახამდე მიგიყვანო?
_​არა, თვითონ მივალ, აქ ჩემი ოთახი არ არის
_​ვიცი, რომ აქ ცხოვრობ..
_​მე აქ არაფერი მესაქმება!
_​ტრაგედია არ არის.. – თვალით მანქანისკენ ანიშნა უხეში გარეგნობის ბიჭმა..
_​თუ გგონიათ, რომ ერთად ვართ და მე ეს მომენტი მაღელვებს ძალიან ცდებით!@
_​მაშინ იქნებ ჩემთან ერთადაც დაგელია რამე?
_ უკვე გითხარით, რომ წასვლა მინდა, ჩანთა უნდა ავიღო და სახლში დავბრუნდე – არაფრით არ ეშვებოდა თორნიკეს უხეში გარეგნობის “მეგობარი”, ბოლოს როგორც იქნა ოთახამდე მივიდა, ჩანთა და საფულე აიღო, ტაქსი გამოიძახა და გასასვლელისკენ დაიძრა..
_​ტაქსი უკვე მოვიდა? – ისევ კარებთან დახვდა ბიჭი
_​გარეთ დაველოდები, ნახვამდის!
_​მარტო? ამ სიცივეში? არავითარ შემთხვევაში.. – ფეხდაფეხ მიყვა თამთას. ძალიან ბნელოდა ქუჩაში.. განათება არ ენთო.. თამთა ტროტუარზე ჩამოჯდა და ტაქსის დაუწყო ლოდინი.
_​მარტოს ვერ დაგტოვებ.. – მოესმა არასასურველი ხმა – მეც აქ დაველოდები ტაქსის — გოგონას არაფერი უპასუხია, ბიჭი საკმაოდ ახლოს მიუჯდა.
_​იცი შეიძლება უხეშად გამომდის, მაგრამ არ მსიამოვნებს შენთან ერთად აქ დგომა! იქნებ შეხვიდე?
_​უხეშად გამოგდის, მართალი ხარ.. და რა მოხდა ისეთი?
_​ამას მიჩვეული არ ვარ! სახლში მინდა წასვლა და დალოდებაც მარტოს მირჩევნია – თამთა წამოდგა
_ თუ ასე გინდა კი ბატონო – წამოიმართა ბიჭიც – მაგრამ გულს ნუ დამწყვეტ დამშვიდობების წინ – მოულოდნელად მოხვია ხელი და დააპირა ეკოცნა. გოგონამ გაიბრძოლა და მთელი ძალით მოუქნია მუშტი.. ღრიალზე მიხვდა, რომ მოარტყა, ჩანთას ხელი დაავლო და შიგნით შევარდა.. შეეშინდა სიბნელეში გაქცევის, იცოდა გაცოფებული და სავარაუდოდ ცხვირგატეხილი ბიჭი აუცილებლად დაედევნებოდა უკან. კართან თორნიკეს შეეჯახა, რომელიც ხმაზე ასევე სირბილით მოიწევდა ეზოს გარეთ
_​რა მოხდა?
_ ხელი გამიშვი.. ნაგავო!!!! – უყვირა ბოლო ხმაზე და ოთახისკენ გაიქცა. მძიმედ სუნთქავდა.. აბაზანაში წყალი მოუშვა გასავსებად “ღმერთო როგორ მეზიზღება თავი!რა მინდა ამ ბუნაგში.. როდის გავიღვიძებ?როდის დამთავრდება?? მას უნდა გავყვე ცოლად.. ეს უნდა ავიტანო ყოველდღე.. არ შემიძლია! მოვკვდები! არც კი ვიცი რა ჯობია, სიღატაკეში ამომხდეს სული მეც და ჩემს ოჯახსაც თუ..” ბოლო ფრაზამ ცივი წყალი გადაასხა.. ქრონოლოგიურად დაალაგა მოვლენები და თორნიკეს მონოლოგებიც.. “მამას დაიჭერენ, კოკა ვერასოდეს მიიღებს კარგ განათლებას, დედას საჭმლის ფულიც აღარ ექნება და უკაცო ოჯახსაც ბევრი მტერი ჰყავს” სულ ერთი გახდა ყველაფერი.. საშინელებას და კატასტროფას შორის იძულებული იყო საშინელება აერჩია, ის საშინელება, რაც ახლა ხდებოდა მის თავს. ემოციების გარეშე ააქაფა აბაზანა, თმა აიკეცა და მშვიდი მუსიკა ჩართო. ცხელმა წყალმა მოთენთა, იმდენად, რომ ნერვიულობის ძალა აღარ დარჩა. უბრალოდ იწვა გარინდული და სულ არ აინტერესებდა ის ალიაქოთი, რომლის ხმებიც ასე დაუკითხავად აღწევდა მის ოთახში.. ვერც ის შენიშნა როდის მიწყნარდა.. არც კაკუნი გაუგია კარზე, მაშინღა მოეგო გონს აბაზანის კართან სახეშეშლილი თორნიკე რომ დალანდა
_​რას აკეთებ აქ – ჰკითხა შეშინებულმა და ქაფში უფრო ჩაძვრა
_​კარს რომ არ აღებდი შემოვედი
_​ახლა ხომ ნახე, რომ აქ ვარ, გადი!
_​თამთა..
_​თორნიკე ძალიან გთხოვ.. არაფრის თავი არ მაქვს.. მარტო ყოფნის გარდა არაფერი მინდა..
_​მითხარი, რომ არაფერი დაგიშავა..
_​არაფერი დამიშავა – დოლიძე უნიტაზზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. თამთამ სასწრაფოდ მოიწმინდა წამოსული ცრემლი.
_​მინდა იცოდე, რომ უპასუხოდ არ დარჩენილა..
_​არაფერში მჭირდება ამის ცოდნა, ყველაფერი გასაგებია.. – ძალა მოიკრიბა და გაუღიმა
_​ვერ დაგიცავი! მაგ ღიმილს მირჩევნია პირდაპირი იყო..
_​აზრი არ აქვს
_​აქვს!
_​თორნიკე.. შევეჩვიე იმ აზრს, რომ ამ ყველაფრის ნაწილი უნდა გავხდე..
_​ამ ყველაფრის არა! – თამთა გაჩუმდა – დამიჯერე შენი სახელი არ შელახულა! საკმარისად გაიგო ყველამ..
_ კარგი, რაკი არ მეშვები რამდენიმე წინადადებას მოვაბამ თავს! რა სტატუსით წარუდგინე ჩემი თავი შენს “მეგობრებს”, როცა შენი ნამდვილი საცოლე გეჯდა გვერდით და ბოლოს დაგვირგვინებაც არ დაგვიწყებიათ.. ან მას როგორ აუხსენი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი?!..
_​კითხვები არავის გასჩენია და არც ოლიას მათ შორის.. ის ჩემი საცოლე არ არის..
_​კითხვები ჩემთან გაუჩნდათ! ..და დიდი იმედებიც, რაც რომ დაფიქრდე შენც კი მიხვდები, რომ შენმა უთქმელობამ გამოიწვია! თორნიკე აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი..
_ მე მინდა! როგორც არ უნდა გითხრა მაინც ჩემი ბრალია ის, რაც შენ დაგემართა, მაგრამ მინდა იცოდე, ეს მარტო იმიტომ მოხდა, რომ ბრაზი ვერ მოვიშორე, იმ ს.ირ ვაკოსთან რაც დაგინახე იმის მერე! — თამთა უცებ ყველაფერს მიხვდა.. “სამაგიერო გადამიხადა!.. მაგრამ არც ამდენი უნდოდა, მისმა გამოთაყვანებულმა მეგობარმა მოახერხა თავი დამნაშავედ ეგრძნო.. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ამას.. რატომ ვუდგები ყველაფერს იურიდიული წონასწორობით? ახლა ხომ მაინც მაქვს უფლება მივახალო რისი ღირსიცაა.. რატომ არ ვაკეთებ ამას? მას სჯერა, რომ ვაკო ჩემი საყვარელია.. ჯობია სიმართლე იცოდეს, რომ მერე უფრო დატანჯოს სინდისის ქენჯნამ”
_ მითხარი სანამ მოგაბრძანებდი შენი წარსული გავარკვიეო.. მხედველობიდან გამოგრჩა, რომ ვაკო ერთი რიგითი თაყვანისმცემელი იყო ყოველთვის და იმის მეტი და იმის მეტად! არასოდეს არაფერი მომხდარა ჩვენს შორის რაც შენ ან შენმა “ნიჭიერმა” დამქაშმა დაინახეთ!
_ მე შენი წარსული კი არა აწმყო გავარკვიე.. მაგრამ მახარებს ამის გაგება და უფრო მეტად ვგრძნობ თავს დამნაშავედ! – “ესეც ასე” გაიფიქრა გოგონამ და გამარჯვებულის იერი სასწრაფოდ მოიშორა სახიდან, რომ თორნიკეს არ შეემჩნია
_​ამოსვლა მინდა..
_​გაგიკვირდება და მეც მინდა..
_​მაშინ დავრჩები აქ სანამ არ დაიღლები და არ წახვალ!
_​საცოლე არასოდეს მყოლია, უკვე მიხვდი ოლიაც ვინ არის.. ეს ჟურნალისტების მორიგი ახირება იყო..
_​მე არაფერი მიკითხავს.. ეს შენი პირადი ცხოვრებაა და რაც გინდა უქენი..
_​დაუნანებლად მოვისვრი სანაგვეში.. ერთ კვირაში მოწვევა ჩამოვა, იმედი მაქვს თვითმფინავში უკვე ბედნიერი იქნები..შედარებით მაინც..
_​გამოდის..გამოდის მალევე უნდა მოვაწეროთ ხელი?
_​გამოდის.. იქნებ ვცადოთ და ის დიდი სისულელე დავივიწყოთ რაც ამ დღეებში მოხდა? – თამთამ მამაკაცის თვალებში უზომო სინანული და გულწრფელობა დაინახა
_​აუცილებლად ვცდი..მაგრამ დარწმუნებული ვარ კეთილგონიერებას გამოიჩენ და დრამატიზების და სიყვარულის იმედი არ გექნება.. – უთხრა საკმაოდ მტკიცედ და საბოლოოდ ჩათვალა თავი გამარჯვებულად
**************
მეორე დღეს სახლში წავიდა, კოკა ყიჟინით შეეგება, ძმასთან თამაშით რომ გული იჯერა დედა და მამა შეკრიბა.
_​ხელის მოწერა მალე მომიწევს.. როგორც მივხვდი მის მშობლებთანაც უნდა გავფრინდეთ.. მამა.. საბჭოსთან გამოსვლა მოგიწევს ალბათ.. მე თორნიკე აღარ მახედებს აღარაფერში, ყველაფერს თვითონ უნდა მიხედო.
_ რაკი ესეა შვილო იქნებ უკეთესიც იყოს.. რაკი დედ-მამას გაცნობს იქნებ ტრაგედია სულაც არ არის შენი იქ ყოფნა.. ხომ იცი ყველაფერი ხდება, სიყვარულით შექმნილი ოჯახები პანტა-პუნტით ინგრევა, იქნებ გაამართლოს.. – იმედს ეჭიდებოდა დედა
_​ყველაფერი ხდება დე, შეიძლება – დაამშვიდა თამთამ და გული კიდევ უფრო დაუმძიმდა
_​ნინო, ლუბას გასძახე რა და ჩემი ქაღალდები მომიტანეთ, შენ მოძებნე იმას არ აფოთიალებინო ხელები – თემურმა ნინო გაისტუმრა და ფანჯარასთან მივიდა..
_ მინდა იცოდე, რომ მე დედაშენივით ლამაზ ფერებში არ მესახება ეს ყველაფერი.. რაც არ უნდა მოხდეს მაინც დარწმუნებული ვარ მის არასუფთა ზრახვებში! იცოდე ხელი რომ დაგაკაროს! ერთხელაც რომ დაგარტყას!!!
_ ნუ ნერვიულობ..დედასავით ლამაზ ფერებში არც მე მესახება ყველაფერი, მაგრამ არც იმის შიში მაქვს, რომ მისი ძალადობის მსხვერპლი გავხდები.. მინდა, რომ აღარ ინერვიულო, შევეგუე უკვე იქ ყოფნას.. მამა, მინდა იცოდე, რომ თორნიკე ძალიან კარგად მექცევა.. ცალკე ოთახში ვარ, როგორც ცალკე ბინაში. არაფერში მეშლება ხელი და არაფერში ვიზღუდები, პატივს მცემს და ეს მშვიდად ყოფნის საშუალებას მაძლევს. მინდა ამან შენც დაგამშვიდოს და დაგიჩოქებ თუ გინდა, ოღონდ კიდევ რაიმე სისულელე არ გააკეთო.. – თემურმა მხრები ჩამოყარა..
_ დავმარცხდი შვილო.. უგონოდ დავმარცხდი.. შენ გაგწირე და მაინც ვერ ამოვედი წუმპიდან. შვილისხელა ლაწირაკმა მომიღო ბოლო, საკუთარი ქალიშვილი წამართვა და ცხოვრება გაუფუჭა.. ამის მერე მაინც ვალდებული ვარ პატივი ვცე და ბოდიში მოვუხადო.. უკან დავიხიო და შენი თავი საკუთარი ხელით მივუყვანო..არაფრით განვსხვავდები იმ ახ.ვარი ბოლეინისგან..
_ მამა გეყოფა თვითგვემა! მსგავსი არაფერი მოხდება დამიჯერე, თუ საბჭოზე გამოხვალ და შენივე გაფუჭებულ საქმეს გამოასწორებ ზედმეტი ხმაურის და ამბების გარეშე რა თქმა უნდა. – საუბარი დიდხანს გაგრძელდა, თამთა გვიან აბრუნდა სახლში. თორნიკე მისაღებში დახვდა ყავით ხელში
_​სახლში ვიყავი, ჩემები ვნახე.. – მიახალა მაშინვე
_ ნუ გეშინია, შენი თვალთვალი აღარ მიფიქრია – მიუხვდა ჩანაფიქრს მამაკაცი. “იმიტომ, რომ დამნაშავედ გრძნობ თავს!!” გაიფიქრა გოგონამ – ქორწილამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.. აი ეს გქონდეს, ნებისმიერი რამისთვის გამოიყენე, ორგანიზებას სპეციალური ჯგუფი გააკეთებს, შენ თუ გინდა შენები დაიხმარე, დედა, გოგოები, რა ვიცი..თუ გინდა ლიას ვეტყვი და ჩამოვა..
_​დავიხმარო? რაში?
_​ყველაფერს შენით მოასწრებ ალბათ..ათასი რამეა, კაბა, ფეხსაცმელი, ყვავილები..
_​თორნიკე.. მაპატიე, მაგრამ ეს ყველაფერი ზედმეტად პომპეზურად მეჩვენება.. უბრალოდ ბიუროში მისვლა და ხელმოწერების დაფიქსირებაა საჭირო, ამხელა აჟიოტაჟი..
_​ქორწინებები ონლაინ რეჟიმშიც ფორმდება ახლა!
_​რაკი აქ ვარ და არა საზღვარგარეთ არაფერი უდგას წინ ჩემს წამოსვლას..
_​შენ რა მართლა ასე აპირებ? კაბასაც არ ჩაიცვამ?
_​კაბას ჩავიცვამ, ლამაზ კაბას, მაგრამ არა დიდად გამორჩეულს.. რა საჭიროა..
_​მინდა თეთრი, ლამაზი საქორწინო კაბა გეცვას! ეს აუცილებელია!
_​მე და შენ ვიქნებით და ვინმე, ნებისმიერი ორი ადამიანი.. რა საჭიროა?
_ თამთა..მისმინე.. მე და შენ ვიქნებით.. ორი ადამიანიც და მეტიც! შენი ოჯახი..ჩემი ოჯახი, მთელი სამეთვალყურეო საბჭო! კომპანიის წამყვან თანამდებობებზე მომუშავე პერსონალი და სამეგობრო წრე! რამდენიმე ჟურნალისტიც.. ჩემამდე მამაშენი მოგიყვანს!! ეს თამაში არ არის.. არც თექვსმეტი წლის თინეიჯერების ქორწინება, ამიტომ დამდე პატივი და ამაზე არ შემეკამათო, დამიჯერე აზრი არ ექნება!არც მე მეხალისება სტუმრების წინ პოზირება, მაგრამ ასეა საჭირო! დასამშვიდებლად ის შემიძლია გითხრა, რომ სახლში გავაკეთებთ ღონისძიებას, ბაქანზე ჯდომის და შალახოს გარეშე..
_​ძილი ნებისა..
_​არაფერს მკითხავ?
_ არა.. პასუხები მაშინებს.. – უპასუხა და დაღვრემილი გაემართა ოთახისკენ. მძიმე დღე ელოდა, ახლო მეგობრებისთვის ასე სასწრაფო გათხოვების მიზეზი უნდა მიეკიბ-მოეკიბა და ყველაზე არასასურველი კაბა უნდა ეყიდა ყველაზე არასასურველი დღისთვის.
მეგობრებთან შეხვედრამ ცოტა მძიმედ ჩაიარა, უამრავი ტყუილით პირგამოტენილი ურცხვად აფრქვევდა ყალბ ბედნიერებას. გაარკვია სად შეიძლებოდა კაბების ყიდვა, ათასი ვარიანტი შესთავაზეს, რომელს აქებენო იკითხა და პასუხის მერე დაუფიქრებლად გაემართა მისწავლებული ადგილისკენ. ნახევარ საათში კაბას იყიდის.. ალბათ მთელ თბილისს შემოივლიდა საუკეთესო კაბის ძებნაში ქორწინების დღე მის გონებაში ოდესღაც წარმოდგენილს რომ დამთხვეოდა, მაგრამ ახლა სულ ერთი იყო. უგულოდ შეათვალიერა ფუშფუშა, პომპეზური კაბები და შედარებით სადა ვარიანტებზე შეაჩერა არჩევანი. ერთი ძალიან სადა და უბრალო კაბა მოიზომა, ისიც ზომა რომ მორგებოდა იმის გამო და თორნიკეს დატოვებული პლასტიკური გაუწოდა.
_​იცით სიმართლე გითხრათ სხვა არჩევანს ველოდი თქვენგან.. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაბა ცუდია, პირიქით, მართლა საოცრად გიხდებათ შემიძლია დავიფიცო, მაგრამ..
_​რაკი ესეა პრობლემას ვერ ვხედავ..
_​არა პრობლემა არ მიგულისხმია – უხერხულად შეიშმუშნა კონსულტანტი – იცით ეს ახალი ჩამოსულია, არავის სცმია ჯერ..
_​აუცილებელია ყიდვა? თუ სხვა პირობაც არსებობს?
_ რა თქმა უნდა ქირაობაც შეგიძლიათ.. – “ქირაობა შემიძლია.. ჰოდა არ ვიყიდი! არაფერში მჭირდება.. არ მინდა წარა-მარა თვალში მეჩხირებოდეს!” გადაწყვიტა და ფეხსაცმელზე გადავიდა. ერთ დღეში ყველაფერი მოასწრო, სალონშიც ჩაეწერა და სახლში ნაშუადღევს დაბრუნდა. კიბეზე ამავალს მამაკაცის ხმა შემოესმა
_​თუ გინდა გაგიყვან.. მე მცალია, ორი-​სამი დღე არ გავალ სამსახურში..
_​მადლობა, უკვე ყველაფერი მოვაგვარე
_​მოაგვარე? – ეჭვნარევად იკითხა დოლიძემ – სამი საათიც არ არის რაც წახვედი..
_​დიდი დრო არ დამჭირვებია, პირდაპირ მიმიყვანეს გოგოებმა, კაბა და ფეხსაცმელი ავარჩიე, სალონში ჩავეწერე და დავბრუნდი
_​იმედია უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე ჩაივლის მომავალი შაბათი
_ თუ თვითონ ქორწილს არ ჩავთვლით უსიამოვნო სიურპრიზად რა თქმა უნდა.. – შებრუნდა და კიბეზე ასვლა განაგრძო. ყოველი შემდეგი დღე საშინელ ტკივილს აყენებდა.. ინტერნეტში შესვლა ეზიზღებოდა.. ყალბი დღის ყალბი მილოცვებით გადატენილი კედლები ნერვებს უშლიდა. როგორც იქნა დადგა “ნანატრი” დღე.. სახლი დილიდან აფუსფუსდა, ახმაურდა, ატყდა ჭურჭლის წკარუნი.. მმაჩის თანამშრომელი სამ საათზე იყო დაბარებული. ათზე სახლში ვეღარ გაძლო.. შეძლებისდაგვარად ჩუმად ჩავიდა და გამოძახებულ ტაქსის სალონის მისამართი უკარნახა. მალევე მივიდა. მისვლისთანავე ახმაურდა ტელეფონიც..
_​სად ხარ..
_​სალონში მოვედი ახლა
_​ვინ წაგიყვანა?
_​ტაქსით მოვედი..
_​შეგეძლო გეთქვა და გაგიყვანდი
_​მთავარია საქმე არ ფუჭდება..
_ ძალიან კარგი.. მომწერე რომელ სალონში ხარ, მანქანა დაგხვდება.. – მოესმა ხმა და ტელეფონი გათიშა. უბრალოდ აიკეცა თმა, მაკიაჟი გაიკეთა და კაბა მოირგო. საკუთარი თავი ვერ იცნო.. ესე გულით რომ მოენდომებინა მაინც ვერ მოიხდენდა ამ ყველაფერს.. ბრწყინავდა! ერთ საათში მზად იყო.. ანგარიში გაასწორა და მანქანაშო ჩაჯდა, მანქანაში, რომელიც სწრაფად მიაქროლებდა თავისუფალი ცხოვრების და უდარდელობის დასასრულისკენ.. გოგოები ორზე დაიბარა, სახლში უკანა კარიდან შევიდა და ოთახში აიპარა.. ხელმოწერამდე კიდევ ორი საათი იყო დარჩენილი, სკამზე ჩამოჯდა,საზურგე გადაწია და ფეხები მეორე სკამზე შემოაწყო. ყველა ფილმი და მუსიკალური კლიპი ერთდროულად ამოტივტივდა მის თავში, სადაც პატარძალი გარბის.. კანონიც კი უნდა მოატყუოს და არავის დასჯის.. ღმერთო რა მოხდება ახლა დამშვიდება რომ შეძლოს.. უცებ ის სიმღერა გაახსენდა დედა პატარაობაში რომ უმღეროდა თუ წაიქცეოდა ან ვინმე აწყენინებდა.. მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.. ახმაურდა ნაცნობი მელოდია მის გონებაში. თვითონაც აყვა..ვერავის სთხოვდა, ამიტომ თვითომ ცდილობდა ასე დამშვიდებულიყო..
_ ამას ლია მიმღეროდა როცა ცუდად ვიყავი – მოესმა ნაცმობი ხმა და სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე. იგრძნო როგორ შემოაჭდო მამაკაცმა თვალები მთელ სხეულზე.. მოჯადოებულივით უყურებდა თამთას და სულაც არ ეჩქარებოდა რაიმეს თქმა..
_​მალე მოსულხარ..ძალიან ლამაზი ხარ.. – ისროდა ნაწყვეტ-​ნაწყვეტ
_​მადლობა
_​მინდა ეს გაიკეთო.. – მიუახლოვდა თორნიკე და ულამაზესი, უძვირფასესი ბეჭედი დაუკოსა თითზე
_​იცი ეს.. ეს ზედმეტია.. უბრალოც საკმარისი იქნებოდა, ეს ფორმალობაა და მეტი არაფერი, ნუ დავტვირთავთ სიმბოლოებით
_​ამის ასე ხშირად შეხსენება არ არის საჭირო, ეს აუცილებელი ფორმალობაა.. თან ვხედავ სამკაული არ შეგიძენია..
_​მქონდა, ამიტომ აღარ ვიყიდე.. აი ეს ბარათი.. მადლობა
_​შენთან დარჩება, როცა მოგინდება მაშინ გამოიყენებ.. თანხა საკმარისად დევს და ივსება პერიოდულად.
_​თორნიკე.. მე ამას არ ავიღებ და ეს შენც იცი..
_​ვიცი რთულია ეს ყველაფერი შენთვის.. მაგრამ იქნებ ვცადოთ, რომ სხვა კუთხით შევხედოთ.. ბოლოს და ბოლოს ეს ხელის მოწერაა და მეტი არაფერი, სამოქალაქო ქორწინება და არა ჯვრისწერა..
_​ნუ მთხოვ..
_​თამთა დამიჯერე არ მიხარია ასეთს რომ გხედავ..
_ მაშინ გამიშვი – მუდარის თვალები მიაპყრო, დიდრონი, ულამაზესი, ცრემლებით სავსე თვალები.. მამაკაცს სახე შეეცვალა, მხრებში ხელი მოკიდა და თვალებში ღრმად ჩახედა.. ერთხანს ასე თანაგრძნობით უყურებდა, მერე ცივად გაუშვა ხელი და ცივი, მკაცრი და გაქვავებული სახით უთხრა
_ ნახევარ საათში ჩამოდი, არ დააგვიანო! – “ესეც შენი ბოლო იმედი..მორჩა.. დამთავრდა ყველაფერი.. შენ თორნიკე დოლიძის ცოლი ხარ!!!! ცოოოოლიიიიი!!!! უნდა შეეგუო ამას, ზედმეტი ცრემლების და სენტიმენტების გარეშე! შენ ძლიერი გოგო ხარ თამთა, ძალიან ძლიერი და ეს სტატუსი არაფერს ცვლის შენს ცხოვრებაში, ქორწინებას გააუქმებთ და მორჩა! დღეს ყველა ასეა რა მოხდა მერე?!..” გოგონას ისე არაფერი ამშვიდებდა, როგორც საკუთარი თავი, იმ წუთას მადლობა შესწირა უფალს, რომ ასეთი ნიჭი მისცა, თავის დამშვიდების და ცივი გონებით მოქმედების უბადლო ნიჭი. ცრემლები მოიწმინდა, მაკიაჟი შეისწორა და შეეცადა მაქსიმალურად ბუნებრივად მიეღო გოგოები. ბოლოს ხელში უბრალო, მინდვრის ყვავილების პატარა თაიგული დაიჭირა, რომელიც მისივე დაჟინებული თხოვნით მოუტანეს გოგოებმა ვარდების მაგივრად და კიბეზე დაეშვა. ეზოში უკვე მოეწყოთ საცერემონიო მაგიდა, ლია სიხარულის ცრემლებით შეეგება გოგონას.. “დახატული ხარ შვილო.. ზღაპარში აღწერილს გავხარ..” ამკობდა მოხუცი კომპლიმენტებით და გულწრფელად უხაროდა მისი ეს ყალბი “ბედნიერება” ხელისმოწერამდე გოგოების და დედის გარემოცვაში დარჩა..ჩუმად ადევნებდა თვალყურს მოფორიაქე დოლიძეს, ტელეფონს რომ არ აგდებდა ხელიდან და მითითებებს იძლეოდა.. “თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხება..მშურს მისი ცივი გონების” – გაიფიქრა გულში და ორგანიზატორის ხმა მოესმა, რომელიც ყველას ადგილებზე განაწილებისკენ მოუწოდებდა. რამდენიმე ჟურნალისტი მუდმივად უჭრელებდა თვალებს. “სიყალბის გამშუქებლები” არ ეშვებოდა საკუთარ თავთან ლაპარაკს თამთა. საშინლად აუძგერდა გული, როცა თემურმა ხელი ჩაკიდა და დერეფნის თავში მოექცა, ირგვლის სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, ორკესტრის მენდელსონი დაგუბებულ ყურებში არც შესდიოდა გოგონას.. “უნდა, რომ ყველამ დაინახოს მამაჩემს საკუთარი ხელით როგორ მივყავარ მისკენ” გაივლო გულში და იმ გზას დაადგა, რომლის ბოლოშიც გამოწყობილი და ელეგანტური დოლიძე ელოდებოდა, ძალიან მიმზიდველი და მამაკაცური, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს და ავტორიტეტისთვის გამწესებული იმ ადგილზე.. უემოციოდ მივიდა მასთან, თემურს შეხედა, მამა მთლიანად გაფითრებული იყო და საშინლად კანკალებდა “ღმერთო..კეთილგონიერება მიეცი!ოღონდ ახლა არაფერი ჩაიდინოს” ლოცულობდა გოგონა გულში მისი შეშლილი სახის შემხედვარე.
_​შენი იმედი მაქვს შვილო – მოესმა მამის გაბზარული ხმა.. არა თემური მას არ მიმართავდა.. დოლიძეს ემუდარებოდა ასე..
_ ნუ ნერვიულობთ ბატონო თემურ – გაუღიმა თორნიკემ და თამთას ხელი თავისაში მოაქცია.. გოგონას მოეჩვენა, რომ მამაკაცს ხელი უკანკალებდა. თემური არეულად გაემართა ხალხისკენ და ნინოს გვერდით დადგა. მმაჩის თანამშრომელი გაფრთხილებული იყო, რომ ყოველგვარი თბილი სიტყვების გარეშე, მალევე ჩაეტარებინა ცერემონია და ასეც მოხდა..ბეჭდები ჩუმად გაუცვალეს ერთმანეთს.. “ნუ გეშინია..” უჩურჩულა თორნიკემ ბეჭდის გაკეთებისას და ხელზე ხელი მოუჭირა. “საქართველოს კანონმდებლობით ცოლ-ქმრად გაცხადებთ..” საზარლად დაიკივლა ამ ფრაზამ თამთას თავში და სუნთქვა შეწყვიტა.. ფორმალურად გადაკოცნეს ერთმანეთი და მობრუნდნენ.. თითქოს ყველა გრძნობა ერთად მოეხსნა, თავისუფლად გაიღიმა და ყალბი სტუმრების ყალბი მილოცვებიც უმტკივნეულოდ აიტანა.
უზამრაზარ ჰოლში მაგიდის მთელ სიგრძეზე გაეშალათ ა ლა ფურშეტი, ყველანაირი აღჭურვილობით.. დიზაინერებს შამპანურის კოშკები და შოკოლადის შადრევანიც არ დავიწყებოდათ. შესვლისას ვალსი გაისმა..
_​ეს ბოლო სანახაობაა დღეს, დანარჩენი ნაწილი ჩვეულ რეჟიმში ჩაივლის, ცეკვის შემდეგ ჟურნალისტები წავლენ, ამიტომ მაკოცე..
_​რა? – ელდა ეცა თამთას..
_ ურწმუნო თომების უნიჭო გამოძიებანი არ მჭირდება ყვითელ ფურცლებზე! შეეცადე ბუნებრივი იყო! – უთხრა მამაკაცმა და ტუჩებზე დაეწაფა. გოგონას გული აუჩქარა მისმა თბილმა, ფრთხილად მოალერსე ტუჩებმა.. ხელი მოხვია და თვითონაც აკოცა. ირგვლივ აპლოდისმენტები გაისმა..
_​საკმარისად ბუნებრივი იყო? – ვერ შეძლო გესლი რომ არ მოეყოლებინა
_ მეტისმეტადაც.. მომეჩვენა, რომ მართლა გინდოდა ეს – ცალყბად გაიღიმა მამაკაცმა და არეული სახე დარბაზს მოავლო. ცეკვა დასრულდა.. “ესეც ასე” ჩაილაპარაკა თორნიკემ და ორგანიზატორებს ანიშნა ჟურნალისტების წასვლის დროაო.
უამრავი საჩუქარი მიიღეს, დღის ბოლომდე პლასტმასის ღიმილი არ მოუშორებია გოგონას, ბოლოს თქვა დავიღალეო და შამპანურით აივანზე გავიდა, ყველასგან მოშორებით. მარტო ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებია, დათო მიუახლოვდა.
_​როგორ ხარ?
_​შენი აზრით? – ჭიქა დაცალა თამთამ, დათომ თავისი გაუწოდა
_​ჩემი აზრით გმირი ხარ! ამას ბევრი ვერ შეძლებდა..
_​მეც მინდა ბევრი ვიყო.. დათო.. ეს მასკარადი რომ დამთავრდება, დღეს კი არა აი საბოლოოდ.. ხო წამიყვან სოფელში? ფროსასთან..
_​სად? – ღიმილი მოერია ბიჭს
_​არ მოგესმა! ფროსასთან.. წარმოუდგენლად გეჩვენება ალბათ მაგრამ ყველაფერს დავთმობდი ახლა, ოღონდ იქ ვიყოდა არა აქ – გოგონას ბურთი გაეჩხირა ყელში
_​თამთა.. აბა ახლა ეგეთები არ იყოს! წაგიყვან აბა რას ვიზამ, იმდენ ქლიავს დაგაკრეფინებ სანამ ქანცი არ გაგწყდება..
_​ქლიავს არა, ატამს – ტირილი სიცილში გადაიტანა გოგონამ
_​ჰო ატამსაც – გაიცინა დათომაც. – მერე ფროსას კითხვებს როგორ აუხვალ?
_​აუვალ!
_​აუცილებლად წაგიყვან! – დააიმედა ბიჭმა და თვალი ჩაუკრა.
_​თამთა.. სად ხარ? – მოესმა კოკას ხმა – მოდი ჩქარა საჩუქარი უნდა გამოაცხადონ – ყვიროდა ბოლო ხმაზე ბავშვი, თამთას გაეცინა, კოკას ხელი ჩაკიდა და ძმას გაყვა.
_ ყურადღება.. ჩვენ გადავწყვიტეთ ახალდაქორწინებულებისთვის პატარა სიურპრიზი მოგვეწყო, ორივე იმსახურებს კარგ დასვენებას ამ ლამაზი და ემოციური დღის შემდეგ, ამიტომ ვათავისუფლებთ მათ ჩვენი გარემოცვისგან და ერთმანეთის გარემოცვაში ვტოვებთ.. მანქანა უკვე გელოდებათ – ჩასძახა მხიარულად მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, თამთამ გაკვირვებით შეხედა დოლიძეს, როგორც ჩანდა არც მან იცოდა რაიმე.. ორივე ინსტიქტურად დაიძრა გასასვლელისკენ და ყვავილებით და ბუშტებით მორთულ მანქანას მოკრა თვალი, რომელზეც ალუმინის ქილებიც მიებათ. – карета подана.. შეგიძლიათ დაგვტოვოთ – თამთას მართლა ძალიან უნდოდა გაშორებოდა ამ სიტუაციას, უხმოდ დაუქნია თორნიკეს თავი და მანქანისკენ გაემართნენ. გოგოებმა სასწრაფოდ დააწიეს ჩანთა აუცილებელი ნივთებით. უცებ გასასვლელამდე შუშხუნების დერეფანი აინთო..რაც ულამაზესმა ფოიერვერფმა დააგვირგვინა, სტუმრებმა ტაშით გააცილა წყვილი..ეზოს დატოვებისას ისევ შემოესმათ ხმა – ჩვენ არ ვიშლებით, მხიარულება გრძელდება ბატონებო..



№1  offline წევრი natia-natia

ძაან მომწონს

 


№2 სტუმარი Octavia

Metic ar minda tornikes rame seriozuli mizezi ar kondes. Ra nabichvaria gmerto chemo. Gogo nivti ar aris garigebis "varskvlavad" akcio. Mteli es usu gichivleb-gakotrdebit saertod ar amartlebs. Vaime metic ar minda ra :D

 


№3  offline წევრი nineli

love love საოცრად მომწონს ეს ისტორია...

 


№4 სტუმარი nia-nini

როგორ გელოდები შენ ხო არ იციიიიი..... love love

 


№5  offline წევრი Pepper

ძალიან მომწონს ისტორია <3
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

 


№6 სტუმარი ემი

ვაიმეე, ვგიჟდები მე თორნიკეზეეე....

და შენზე, კიდეე უფროოოო love

 


№7 სტუმარი ბუბუკა

ძალიან კარგი და ლამაზი გადმოცემის უნარი გაქვს,ძალიან მომწონს

უბრალოდ ვერ ვხვდები რას უწუნებს ეს გოგო ამ ბიჭს,რაღაც არარეალურუა,რეალურად ბევრი გოგო ოცნებობს ასეთ მამაკაცზე და ეს რაღაც ამაყობა არ მომწონს...

არაფერი აქვს ამ ბიჭს ამ გოგოს დასაწუნი და ცოტა მეზედმეტება მისი საქციელები.ნებისმიერი გოგო მისცემდა შანსს ასეთ მამაკაცს თუ შეყვარებული არ არის ვინმეზე...

 


№8 სტუმარი ემი

როგორ გელოდით.. recourse

 


№9 სტუმარი annastacia

ვაიმე ძალიან გთხოვ მალე დადე და ბევრ-ბევრი რა, თორე ინფარქტის კანდიდატი ვარ ჩვეულებრივი. უძალიანმაგრესი ხარ აშკარად და უკვე ვეღარ ვითვლი რამდენ წამში ერთხელ ვამოწმებ ხომ არ დაგიდია ახალი :) იქნებ 12 საათში ერთხელ დადო ხოლმე, ან მაქსიმუმ 24 ში ერთხელ, თორე მართლა შევიშლები :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent