შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რთულია კიდევ ენდო 7


29-02-2016, 15:14
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 295

დრო სწრაფად გადიოდა.სალის ლონდონელი შეყვარებულ ქორწილში ვერა,მაგრამ მაინც ჩამოვიდა.ინგლისელი იყო.საკმაოდ სიმპატიური და თქვენ წარმოიდგინეთ ქართული ძალიან კარგად იცოდა.ბებია ქართველი ჰყავდა და საქართველო ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე.აეროპორტში მას გოგოები მთელი შემადგენლობით დახვდნენ.გინახავს იცოდა ეს ამბავი და ბექას უთხრა.ბექა ბრაზისგან იხრჩობოდა.სალომეს საერთოდ აღარ ეკარება და მაქსიმალურ ცდილობდა მის სიახლოვეს არ გამოჩენილი.თუმცა სალის რომ ვიღაც კაცის გვერდით წარმოდგენა,უნდოდა ეს კაცი გაეგლიჯა,ნაფლეთებად ექცია.ამიტომ საერთოდ გაქრა ეს დღეები მათი ცხოვრებიდან.
აერიპორტში დიდხანს მოუხდათ ლოდინი,თუმცა ბიჭის დანახვაზე თვალები გადმოუცვივდათ გოგოებს.
-სალი ეს არის ხო?ვაიმე რა სიმპატიურია.იცოდე შეყვარებულს გახევ(ნინი)
-შენ გირჩევნია შენს გიოს მიხედო თორემ იციდე მართლა აგახევს ვინმე.არც ეგ არის ნაკლებად სიმპატიური.ამას კი მე ავახევ სალიკუნას(ლენა)
-ვისაც უნდა იმან წაიყვანოს,მე არაფერში მჭირდება.(ნინი) კარგით ახლა არავინ მეკითხებით მე გითმობთ თუ არა?(სალო)
-მოიცა ერთი შენ ვინ გეკითხება!შენ ეს მაინც არაფერში გჭირდება.თვალი ჩაუკრა ნინიმ. -ეს როგორ გავიგო?
კითხვა დააიგნორა ნინიმ და მზერა მათკენ მომავალ ბიჭზე გადაიტანა.ისიც მალე მოვიდა გოგონებთან.სალი მივიდა,ჩაეხუტა,შემდეგ ვნებიანად აკოცა და გოგონებისკენ მო რუნდა.ამ ყველაფერს კი ბექაც შეესწრო.სულ ცდილობდა სალოსთვის თავის არიდებას მაგრამ ამ დღეს სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ისიც იქ.მეგობარი გააცილა უკრაინაში.რომ დაინახა სალი იმ ტიპს ჩაეხუტა და აკოცა,სისიხლი გაეყინა,ძარღვები დაებერა და გული შეეკუმშა.აპირებდა მისულიყო და ამ ბიჭისთვის ყველა ძვალე დაემტვრია,მაგრამ მზერამ შეაჩერა რომელიც მისკენ იყო მიმართული და საშინელი ცინიზმით უყურებდა.სალომემ დაინახა ბექა და მისი რეაქციაც არ გამორჩენია თვალთახედვიდან,სწორედ ამიტომ იყო მისი კოცნა ასეთი ვნებიანი სა შემდეგ გამოხედვა ცინიკური.ბექა ადგილიდან მოწყვეტილივით აორთქლდა.გიჟივით მივარდა მანქანას,ჩაჯდა და წავიდა,თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა,მერე გზაზე მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.ყელში ბურთი ჰქონდა გავხერილი,რომელსაც ვერა და ვერ იშორებდა.თვალები ჩასისხლიანებული,სახე ალეწილი,გული კი თითქოს აღარც ჰქონდა.ბოლო ხმაზე იღრიალა და იქვე მდგარ ხეს მუშტები დაუშინა.მთელი ძალით ურტყამდა იმდენად რომ თითები დაემტვრა.ფიზიკურ ტკივილსვერ ვერ გრძნობდა,მხოლოდ სული სტკიოდა.სტკიოდა იმიტომ რომ იცოდა ალექსანდრეს ვერ გადააბიჯებდა,სალი მისი ვერასდროს იქნებოდა,არ შეეძლო მისი სხვასთან ყურება,მაგრამ არც არანაირი უფლება არ ჰქონდა მასზე.სრულიად განადგურებული იყო.მანქანას მიეყრდნო,შემდეგ მიწაზე დავარდა და ქალივით აქვითინდა.გრძნობდა რომ ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა.მას ასე არასდროს სტკენია.დიდიხანს იჯდა ასე მიწაზე და ბოლოს სწრაფად წამოხტა,მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან მოწყვიტა მანქანა.
ამ დროს კი სალო თავს მშვენივრად გრძნობდა მეგობრებთან ერთად.ხო დევიდი გოგონებმაც ჰაიცნეს და აღბრთოვანებულები არიან ბიჭით,ყველაზე მეტად კი ის აოცებთ რომ სრულიად უაქცენტოდ საუბრობს ქართულად.აეროპორტში დაწყებული მხიარულება სახლში გაგრძელდა.ნამდვილი საგიჟეთი იყო,მათ გიოც შეუერთდათ აი მაშინ საერთოდ აღარ გავდა სახლი სახლს.გიომ და დევიდმა ერთმანეთს კარგად გაუგეს.ასე რომ არანაირი პრობლემა არ იყო.მხოლოდ ნინიმ იკითხა ბექას არსებობა.
-ხალხნი ბექა სადაა?
-არ ვიცი დღეს საერთოდ არ მინახავს.(გიო)
-დავურეკავ და იქნებ ჩვენთან მოვიდეს.(ნინი) არაა საჭირო,ახლა დედას ველაპარაკე.ბექა ჩემთანაა სახლში.ჩემები სახლიდან გადიან.მოდი ყ ელანი ჩემთან წავიდეთ.(გიო)
-მოიცა ჯერ სალოსაც ვკითხოთ(ლენა)
-სად არის სალო?(ნია)
-აქ ვარ რა ხდება?ოთახში შემოვიდა სალომე.
-ჩემთან წავიდეთ დერია ყველანი რა.არ გამიტეხო და წამოდით.
-კარგი წავიდეთ რა პრობლემაა..(სალო) მალე ყველა გიოს სახლთან იყო.
-ჯანდაბა სახლის გასაღები დავკარგე,ნეტავ სად წავიღე?(გიო)
-მერე მოძებნე ახლა ზარი დარეკე(ნინი) ზარi დარეკეს და კარი ბექამ გააღო.ამდენი ადამიანი რომ დაინახა ერთად გაუკვირდა.გიოს გარდა სხვას არავის ელოდა.თუმც უფრო დიდი გაოცება ბექას მდგომარეობამ გამოიწვია,ასეთი ბეგა არავის უნახავს,სალომ რომ დაინახა გული შეეკუმშა.ყველა რაღაცას ეკითხებოდა,მაგრამ ყველას თავი აარიდა.გიომ დევიდი გააცნო და ბექამ ისეთი მზერა სტყორცნა ბიჭს უცებ შეეშინდა.ნეტავ რა დავუშავე ასე რომ მიყურებსო.ბექა სამზარეულოში გავიდა.სალომ დაინახა,ვეღარ მოითმინა და უკან გაჰყვა.
-ბექა,რა მოგივიდა ეს რა არის?ხელები ასეთ დღეში რატომ გაქვს,ან...
-ან რა სალომე,ან რა?რა შენი საქმეა რა მომივიდა,შენ ხომ არაფერი გაინტერესებს ჩემთან დაკავშირებით და ახლა რა მოხდა?უცებ ანგელოზად იქეცი,რომელსაც სხვისი სულ ცოტა ტკივილიც კი სტკივა?
-ასე რატომ მელაპარაკები?მე უბრალოდ გკითხე.ასეთი არასდროს მინახავხარ.ეს იმის გამო გააკეათე რაც აეროპორტში მოხდა?ეს ჩემზე გაბრაზებულმა გააკეთე?
-რატომ გგონია რომ შენს გამო მოვიქეცი ასე,რატომ გგონია რომ დედამიქა შენს გარშემო ბრუნავს?შენს გამო ეს რატომ უნდა გამეკწთებინა?ვისაც გინდა იმას აკოცე და ჩამოეკიდე ყელზე.ვისთანაც გინდა იმასთან დაწექი ფეხებზე .
-ბექა გაჩუმდი.გეყოფა.
-რატომ?შენ ხომ არასდროს გაინტერესწბდა როგორ ვიქნებოდი და რას ვიგრძნობდი?შენ ხომ ვერ მიტან და დღეს რა მოხდა?
-არ არის ასე გთხოვ გეყოფა.გოგონას ცრემლებით აევსო თვალები.ბექა მე შენ,შენ...ვეღარ დაასრულა სიტყვა გიო შემოვიდა სამზარეულოში.
-აქ რა ხდება ბავშვებო?(გიო)
-არაფერი ძმა,მე უბრალოდ მივდივარ,აქ გამოსამშვიდობებლად მოვედი,არ ველოდი რომ ყველა აქ მოვიდოდა.(ბექა)
-გამოსამშვიდობებლად? კი მაგრამ ეს რას ნიშნავს?(გიო)
-გერმანიაში მივდივარ მამაჩემთან.იქ ვიმუშავებ მასთან ერთად.
-მოიცადე სულ აპირებ წასვლას,სამუდამოდ?(გიო)
-არა,ალბათ რამდენიმე წლით და მერე უკან დავბრუნდები.კარგი წავედი მეჩქარება.ძმაკაცს გადაეხვია.სალომეს კი ისეთი თვალებით შეხედა ეგ ჩახუტებასა და დამშვიდობებაზე მეტს ნიშნავდა.გიო გაყვა ძმაკაცს.სალო კი გულნატკენი და გამწარებული დარჩა.მასთან დევიდი მივიდა.
-სალო,შენ ის გიყვარს ხო?
-არა უბრალოდ..
-არა გიყვარს,პრობლემა თუ მე ვარ მე გვერდზე გავდგები.ცუდად არ გამიგო მაგრამ მივხვდი რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით,არც შენ გიყვარვარ და მეც დიდი ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ ჩემთვის მეგობარი უფრო ხარ ვიდრე შეყვარებული. გოგონა ბიჭს მოეხვია.
-მადლობა,მაგრამ შენი გ ერდზე გადგომა ვერაფერს შეცვლის.ჩვენი ურთიერთობა უბრალოდ შეუძლებელია.ისე ჩვენი მეგობრობა ჩემთვისაც უფრო მისაღებია.ისევ მოეხვია და ამ დროს ბექა შემოვიდა ისევ.მათ დანახვაზე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა,მაგრამ თავი ხელში აიყვანა და ისე შევიდა თითქოს არაფერი.
-მაპატიეთ ხელი შეგიშალეთ,ტელეფონი დამრჩა და..
-არა ხელი სულაც არ შეგიშლია,მე გავალ და თქვენ მემგონი სალაპარაკო გაქვთ.დევიდი ადგა და გავიდა.
-ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს(ბექა)
-ბექა მე წეღან ვერ დავასრულე,მინდოდა მეთქვა რომ მე შენ,შენ ძალიან...დიდხანს იბორძიკა მაგრამ ვერაფერი თქვა და ისევ ისე ცივად გააგრძელა,მართალი ხარ სალაპარაკო არაფერი გ აქვს,ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.შემდეგ კი ადგა და დაყოვა იქაურობა.ბექას კი ისედაც დამძიმებული გული უფრო დაუმძიმდა.ძლივს შეძლო იქიდან წასულიყო.აეროპორტში მარტო წავიდა და მალევე ჩაჯდა ბერლინისკენ მიმავალ რეისში.ბექას წასვლის გამო ყველამ მოიწყინა.სალომე საერთოდ აღარ ჩანდა.დევიდი კი სულ ლენასა და ნიასთან ატარებდა დროს.გიო საქმეებში იყო ჩაფლული,ნინისთვის დროს გამონახავდა ხოლმე და მაშინაც ერთმქნეთს კატა და თაგვივით ექცეოდნენ.მოკლეთ ნი ი საკმაოზე მეტადაც კი აწამებდა ბიჭს.ერთი თვე მალე გავიდა და ახალდაქორწინებულები უკან დაბრუნდნენ.სურპრიზი მოუწყვეს მეგობრებს,მათი ჩამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ.ყველა გახარებული იყო ამ ამბით.ჩვეული ცხოვრება დაიწყო,იმ განსხვავებით რომ თუ ადრე ალექსანდრე სულ პირქუშად დადიოდა ახლა სულ ბედნიერია.ნინი დიდი ხნის განმავლობაში თვალს არ აშორებდა ელენეს,სულ უკან დაჰყვებოდა თუმცა საეჭვო ვერაფერი შეამჩნია და თავი დაანება.ალბათ მართლა შეუყვარდა ალექსანდრეო.უკვე რამდენიმე თვე იყო გასული რაც დაქორწინდნენ და ისევ ახალ დაქორწინებულებივით იქცეოდნენ.
ისე მოხდა რომ სანდროს სამი დღით საქმის გამო გამგზავრება მოუხდა.ელენე მარტო იყო.სალი თავის ბინაში ცხოვრობდა და ხანდახან სტუმრობდა ხოლმე ძმის ოჯახს.თანაც სიმარათლე რომ ვთქვათ ელენეს ბევრი თვისება არ მოსწონდა,მასთან კომფლიქტს ერიდებოდა და იმიტომ დადიოდა იშვიათად მათთან.სღამო იყო როცა სანდრომ დაურეკა საყვარელ მეუღლეს.
-ჩემი დედოფალი როგორ მყავს?
-შენს გარეშე მოვიწყინე სან.მენატრები.
-მეც პატარავ,ძალიან მენატრები.
-იცი ახლა რას ვიზამ,ჩავიცმევ და გარეთ გავალ,ბევრს ვისეირნებ ,შენზე ვიფიქრებ და ჩავთვლი რომ ჩემს გვერდით იქნები.
-ახლა უკვე გვიანი არაა.არ გინდა არ გახვიდე.
-ნუ ნერვიულობ არავინ მოგტაცებს შენ საყვარელ ცოლუკას.გადაიკისკისა ელენემ.
-კარგი ოღონდ ძალიანაც ნუ დაიგვიანებ. -მიყვარხარ ,გკოცნი. ტელწფონი გათიშა .სასწრაფოდ ჩაიცვა და გარეთ გავიდა.უკვე ღამე იყო,ქუჩას ფეხით მიუყვებოდა,წინიდან მომავალი მთვრალი ადამიანი შენიშნა და ლამპიონების შუქზე მასში ზურა აბაშიძე ამოიცნო.არც უცდია გვერდი აეარა.პირიქით თვითონ მივიდა მასთან.კაცმა გაკვირვებულმა შეხედა და შენდეგ მასში თავისი საყვარელი ქალი რომ ამოიცნო გაოცდა.
-რა იყო ზურა ვეღარ მცნობ?
-შენ როგორ შეიძლება დაგივიწყოს კაცმა.რაო შენი ქმარჯ უკვე მოგბეზრდა და ახლა სხვას დაეძებ?
-არა საყვარელო,უბრალოდ ქუჩაში მობარბაცე რომ დაგინახე,ძველი დრო გამახსენდა.შენთან გატარებული დრო,რომელიც დღემდე შესანიშნავად მახსოვს.შენს საძინებელში გატარებული ყოველი ეამი.ელეპარაკებოდა და უფრო და უფრო ახლოს მიდიოდა ბიჭთან.მთვრალი კაცის გამოჭერას კი რა უნდა.იმასაც თავბრუ დაეხვა და აჰყვა ელენეს თამაშში.გოგოსთან უფრო ახლოს მივიდა ისე რომ მისი ბაგეები ელენესას შეეხო.ამ დროს მანქანამ ჩაიარა და კარგად დაინახა ელენემ რომ ეს მანქანა სალომეს ეკუთვნოდა,ისიც შეამჩნია რომ გოგომ სვლა შეანელა.მაშინვე სანდროს მოშორდა,სილა გაარტყა და ჩხუბი დაუწყო.სალომე მანქანიდან გადავიდა და მათთან მივიდა.
-ელენე აქ რა ხდება?ეს რას ნიშნავს,შუაღამისას ქუჩაში უცხო მამაკაცს კოცნი,ეს როგორ გავიგო?
-არა სალო,შენ არასწორად გაიგე,ეს მან გააკეთა ძალით,მას ადრე ვუყვარდი და ვერ შეეგუა რომ ალექსანდრე ვარჩიე,ახლა კი შემთხვევით შევხვდი და შენც დაინახე რაც გააკეთ.მაშინვე ცრემლები გადმოყარა.თავიდან ზურა გაოცებული უყურებდა,მერე კი სიცილი დაიწყო,შენ არასოდეს შეიცვლები,ისევ ის ძუკ...ა ხარ რაც იყავი.
-სიტყვები შეარჩიეთ,თქვენ ჩემს რძალს ელაპარაკებით.
-ვიზიარებ რომ ეს არისთქვენი რძალი.ძალიან სამწუხაროა,ალექსანდრე ასეთს არ იმსახურებს.
-გაჩუმდი და წაეთრიე.ისევ ცდილობ რომ ცზლხოვრება დამინგრიო,ისევ ისეთი არამზადა ხარ როგორც ადრე. ზურამ უბრალოდ გაიცინა,მერე შეტრიალდა და წავიდა.მაღაზიაში შევიდა,ღვინის ბოთლებით ხელში უკან დაბრუნდა,ტაქსი გააჩერა და იქიდან წავიდა.სალომემ ელენე ფეხზე წამოაყენა და სახლში მიიყვანა.სალო არ იყო იმის ჩიტი რომ ელენეს ნათქვამი ასე მარტივად დაეჯერებინა,რადგან დაინახა რომ იმან რომ აქკოცა,ამას არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია,თანაც მთვრალი კაცი სიმთვრალეში ტყულს ფაქტიურად არ იძახის.ამიტომ არ დაიჯერა ელენეს ნათქვამი,თუმცა ელენეს არაფერი აგრძნობინა.ჩათვალოს რომ მისი მჯერა და მე ყველაფერს გავარკვევო გადაწყვიტა.იმ ღამით მარტო დაყოვა ელენე.უკვე შუა ღამე იყო.ელენწმ ვერ მოისვენა,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.მალე ზურას სახლთან მივიდა.კარზე დარეკა თუმცა არ დასჭირდა გაღება ისედაც ღია აღმოჩნდა.შიგნით შევიდა და დაინახა ზურა რომელიც კიდევ უფრო გამომთვრალიყო.
-შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-დაწყებული საქმის დასამთავრბლად მოვედი.მაშინვე მივარდა ბიჭს.მაისური ზედ შემოახია.ბიჭიც აიყოლია და მალე თავისას მიაღწია.ზურა მალევე გაითიშა ისე დაეძინა.ელწნე ადგა და უკან დაბრუნდა სახლში.მორე დღეს ისე მოიქცა თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ გაეკეთებინოს და მეუღლის დასახვედრად მოემზადა.საღამოს რომანტიული ვახშამი მოუწყო ქმარს.ალექსანდრე რომ შემოვიდა სახლში პირი ღია დარჩა.სახლს მხოლოდ სანთლების შუქი ანათებდა.ირგვლივ ვარდისა და შოკოლადის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.მაგიდაზე სანთლები ენთო იქვე სკამზე კი მოკლე ლამაზ,წელში გამოყვანილი კაბით,მკვეთრი მაკიაჟით,თუმცა საოცრად მოციბვლელი ღომილით,ღვინის ჭიქით ხელში ელენე იჯდა.მერე წამოდგასანდროსთან მივიდა,მოეხვია.პიჯაკი გახადა და სავახშმოდ დასხდნენ.
-როგორ შეგიძლია ყოველთვის ასეთი გასოცარი და გამორჩეული იყო?
-ჩემი ქმრისთვის მხოლოდ და მის გამო.
-მაგიჟებ იცი?უთხრა.გოგოსთან მივიდა ზედ მიიკრო და მთელი ვნებით კოცნიდა ტუჩებში.გოგომ ფეხები წელზე შემოალაგა და მალე გადაინაცვლეს საძინებელში.ორივწ ისეთი ვნებიანი და ალერსიანი იყო რომ ნამდვილი ცეცხლი დაანთეს საძინებელში.მალე კი ორივეს ტკბილად ჩაეძინა.მეორე დილაც განსაკუთრებულად კარგი იყო სანდროსთვის,რადგან საყვარელ სხეულთან ერთად გაიღვიძა.შემდეგ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.მთელი თვე გავიდა და ერთ დილით საკმაოდ ადრე ადგა ელენე.აბაზანაში შევიდა და იქიდან აცრემლებული თვალებით გამოვიდა.სანდროს უკვე ეღვიძა.ელენე რომ ცრემლიანი დაინახა.ფეხზე წამოვარდა.
-რა მოგივიდა ელო?ხომ კარგად ხარ?რატომ ტირი?
-ალექსანდრე,რაღაც უნდა გითხრა?
-რა ხდება საყვარელო ნუ მაშინებ.
-სანდრო ორსულად ვარ და ხელი აწია სადაც ორსულობის ტესტი ეჭირა რომელიც დადებით პასუხს აჩვენებდა.



ესეც ახალი თავი.იმედია მოგეწონებათ.მიხარია და თან ძალიან რომ კითხულობთ და ახალი თავის დადებას ელოდებით.იმედი მაქვს ისიამოვნებთ ამ თავითაც.



№1  offline წევრი elo123

აუუუუ ვერ ვიტანნნ ელენესსსსს დროზე გამოაშკარავონ რაააა ისე პირველად ვნახე ჩემი სახელი ტექსტში და ძააან ცუდ როლშია wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent