შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების ჩარჩოები 3


29-02-2016, 15:30
ავტორი შარლატან
ნანახია 1 902

მეირე დღეს შუადღისას გამეღვიძა, ტელეფონს დავხედე და გიჟივით წამოვხტი: რამ დამაძინა ამდენ ხანს, დღეს ხომ ბანკეტი მაქვს. სალონიდან სახლში 5-ზე დავბრუნდი 7-ის კი რესტორანში უნდა ვყოფილიყავი, დრო თავზე საყრელად მქონდა ყავა დავლიე და მზადებას შევუდექი.

გიოს ვახლავართ -როგორ ხართ ბატონო მინისტრო? მხიარული სახით შევიდა ჩოხელის კაბინეტში ბავშვობის მეგობარი ირაკლი.
-ისე და შენ დაკაკუნება არ გასწავლეს?
-არა დაავიწყდათ!? ბიჭო დღეს ანდრიას დაბადების დღეა ხომ არ დაგავიწყდა?
-ბავშვობის მეგობრის დაბადების დღეს რა დამავიწყებს.
-რესტორანი 6-ის აქვს შეკვეთილი მარტო ჩვენი სამეგობრო ვიქნებით.ახლა დაგტოვებთ არ მინდა მოგაცდინოთ.(სიცილით დატოვა კაბინეტი)
-მასხარა ხარ მასხარა....

უკვე ტაქსში ვარ და რესტორნისკენ მივდივარ.არ მიყვარს ასეთი ხმაურიანი შეკრებები, დაუსრულებელი სადღეგრძელოები და ნასვამი კაცების გაუთავებელი ლაპარაკი. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავათ დღეს ძალინ კარგი განწყობაზე ვარ , მიხარია ის ხმაურიც და საღეგრძელოებიც,რამდენი ხანია არ მიცეკვია დღეს კი თამამად გავშლი ხელს. მანქანიდან როგორცკი გადმოვედი ეგრევე ტატო შევნიშნე რესტორნის კართან რომელიც ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა, ნაზად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. - ლამაზად გამოიყურები ანუკი!-მადლობა .... ძალინ სასიამოვნო საღამოა (ძალინ თბილი და შეკრული ჯგუფი გვქონდა, და ამიტომაც მიხაროდა აქ ყოფნა.) შუა ქეიფში ვიყავით დარბაზში ჩემი საყვარელი მუსიკა აჭარული რომ გაისმა, ჩემში ყველა ემოციამ ერთად იფეთქა და საცეკვაო ადგილისკენ აჭარულის ცეკვით წავედი რასაც მალევე მოყვა ხალხის ოვაცია და ტაში. მუსიკა რომ დამთავრდა მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რომ ჩემს ირგვლივ ხალხს წრე ჰქონდათ შეკრული ეს ძალინ მესიამოვნა და შევნიშნე ჩემსკენ როგორ წამოვიდა სახე გაბადრული ტატო და ჩამეხუტა.
შუა ქეიფში იყვნენ ბიჭები მე რომ რესტორანში მივედი ანდრიას მივულოცე და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე.ირაკლიმ წესიერად დაჯდომა არ მაცალა ისე მომაწოდა განსხვავებული დაგვიანებულ სტუმარს ჯარიმაო რასაც მოყვა ბიჭების ხმაც.სხვა რა გზა მქონდა გამოწვდილი სასმელი დავლიე და დარბაზში აჭარულიც გაისმა.მალევე მას ხალხის ოვაცია მოჰყვა და დავინახე წითელ კაბაში გამოწყობილი გოგონა რომელიც მთელი გულით ცეკვავდა, არ კი არ ცეკვავდა თითქოსდა ამ ცეკვისთვის დაიბადაო, ყოველ მოძრაობას ისე სრულყოფილად აკეთებდა შეუძლებელი იყო თვალი მოგეწყვიტა და ემოცია დაგემალა. მისი შემყურე ბიჭები ფეხზე წამოდგნენ და ტაშს უკრავდნენ,.ცეკვა დამთავრდა და მხოლოდ მაშინ შევძელი მისი დანახვა. ადგილზე გავიყინე ამდენი ხნის ძებინის შემდეგ დარბაზის შუაგულში ცისფერთვალება კაფანდარა გოგო ამოვიცანი.ინსტიქტურად ფეხზე წამოვდექი და მისკენ გავემართე.სად არ ვეძებე და ისევ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent