შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი ასე .. ყველაფერი ხდება (სრულად)


29-02-2016, 16:26
ავტორი daiana
ნანახია 8 342

ცხოვრების სირთულეებზე არასდროს უფიქრია .. მისთვის ყოველთვის ყველაფერი ადვილი იყო .. ნუ უადვილებდნენ მშობლები.არასდროს უყვარდა „ბლატავი“,მაგრამ მაინც ზედმეტად გათავხედებული ბიჭი იყო.ყოველთვის აფუჭებდა,იცოდა იმ გაფუჭებულს მამა მიხედავდა.ნანატრი შვილი იყო და აბა ეხლა ისე როგორ?
...
ბარის კარი გაბრაზებულმა გამოგლიჯა და იქვე მდგარ ნაგვის ურნას ფეხი უმოწყალოდ კრა,ურნაც წაიქცა და ნაგავი ძირს გადაიყარა.დასალეწი რომ რაიმე ყოფილიყო დალეწდა,მაგრამ ხელში არაფერი მოყოლია მსხვრევადი.უაზროდ იქნევდა ხელებს,ამოუცნობ ბგერებს უშვებდა ბაგეებიდან და საშინელი თვალებით იმზირებოდა.როგორ უნდოდა ახლა რაც გაიგო ტყული ყოფილიყო,როგორ უნდოდა.ეს უნდოდა ახლა? ცხოვრებას ახლა იწყებდა ახლა უნდა „ეგულავა“ (ისედაც არ აკლდა) და ეს ამბავი აწყობდა ახლა? არაა,ასე ვერ დატოვებდა.
-დემეტრე - ათრთოლებული ხმა გაისმა უკნიდან,ბიჭს ყელზე ძარღვები დაეჭიმა ლამისდა გაუსკდა,ხელები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს,ნერვებს ვერ იკავებდა.
-რაგინდა? - გაღიზიანებულმა მიაბრუნა თავი უკან და ზიზღით სავსე თვალები მიანათა უხერხულად აწურულს.
-ჩემი ბრალია? - ცრემლმორეულმა ხელებზე დაიხედა,მერე ემოციებმა სძლია და ცრემლებმაც უმოწყალოდ დაიწყეს დენა ფაფუკ ლოყებზე - მე ვარ დამნაშავე? მხოლოდ მე?
-გაჩერდი - დაუყვირა და იქვე დაგდებულ ქვას ფეხი გაკრა - გაჩუმდი,მაცადე ვიფიქრო რა უნდა გავაკეთოთ .. - ათწუთიანი სიჩუმის მერე,გოგონას მაჯას ჩაავლო ხელი და მანქანისკენ „წაათრია“,მანქანაში ჩასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა.ხუთ წუთში ბინის წინ გააჩერა მანქანა,ანიშნა გადადიო გოგოც შეშინებული გადავიდა,მის წინ აყუდებულ დემეტრეს ცრემლიანი მზერა შავლო და გული კიდევ ერთხელ მძიმედ,ძლიერ ეტკინა ..
-წამოდი - ხმასაც ეტყობოდა ახალი ამბავი დიდად რომ არ ხიბლავდა,ახალი ამბის წარმომქნელი ხომ საერთოდ ..
მეოთხე სართულზე ფეხით აპირებდა ასცვლას,უკან მოიხედა შეშინებულ გოგოს რომ გახედა,მერე მისი მდგომარეობა გაახსენდა ლიფტი აირჩია.მეოთხე სართულამდე ძივს ააღწია ლიფთმაც,თითქოს და ძალით იწელებოდა დრო .. შავ რკინის კარზე გაშლილი ხელი ორჯერ მიარტა და საკეტის ხმაც გაისმა.კარის მეორე მხრიდან თმებ არეული,თვალებ შესიებული და გაკვირვებული ბიჭი იდგა,“წყვილის“ დანახვისას არეული თმები ხელით კიდევ უფრო აირია,მერე გვერდით გაიწია და შიგნით შეატარა ორივე.
-ამიხსენი ძმობას გაფიცებ,რახდება? - აშკარად უკმაყოფილო იყო ძილის იდილია რომ დაურღვიეს.
-აუუ კაროჩე,ორსულადა ელენე რაა .. - ვისკის ბოთლზე თვალგაშტერებულმა უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და ვისკიც უკმაყოფილო სახით მიაყოლა.ბიჭმა ჯერ ძმაკაცს გახედა,მის გვერდით მჯდომს ოდნავ მოგვიანებით,გოგონას დაბნეულ თვალებზე გაეღიმა.
-დაუგეგმავი ამბავია ხო? - ჩაფიქრებულ ძმაკაცს გახედა,რა სარ ეუბნებოდნენ ახლა მისი თვალები ..
-დაუგეგმავი? პერსპექტივა რომ არ გააჩნდა და გააჩნია ეგეთი ამბავია ..
-რაა? - აცრემლებულმა ამდენი ხმის მანძილზე პირველად ამოიღო ხმა,ცრემლებმა ისევ დაიწყეს თვალებიდან დენა.არა! რაც არ უნდა იყოს ამ ბავშვს ხელს არ ახლებს!
-რა რა ელენე? შენ რამეს აპირებ?
-რამეს? დემეტრე რას მეუბნები იცი? გინდა რომ აბო .. აბორტი გავიკეთო და ბავშვი მოვიშორო? - გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და კარისკენ წავიდა,ბიჭი სწრაფად წამოდგა და სავარაუდოდ მომავალი ძმიშვილის დედა დააკავა,გულზე აიკრა პატარა გოგონა და ცრემლიან ლოყებზე ფრთხილად მიეფერა.
-დამშვიდდი,ნუ გეშინია .. რაღაცა იქნება
-თარა რა იქნება ვაფშე? - ტკივილიანი თვალებით გამოხედა ძმაკაცს და საშინლად მოუნდა ახლა დედამიწიდან გამქრალიყო - არვიცი,არაფერი არ ვიცი ახლა - გაბეზრებულმა გაშალა ხელები და დივანზე გაწვა.არა! რა შვილი?! 22 წლის არა ჯერ და რა ეშვილება ახლა? ამას ერჩივნა წამალზე აეყვანათ,იქედან გამოძვრებოდა მაგრამ ახლა? ეს ელენეც როგორ გაჯიუტდა ააჰ? არაა დემეტრეს რომ ახლა შვილი არ უნდა ეგ იცის,მაგრამ ამ გოგოს რა უყოს?
...
მოდით ავხსნათ რა როგორ და რანაირად მოხდა ..
ელენე ჩეულებრივი,არაფრით განსხვავებული გოგონაა.
დემეტრე არც ისე ჩვეულებრივი,განსხვავებული ბიჭიაა.
უნივერსიტეტის ეზოდან გამოდიოდა ელენე შემთხვევით რომ დაეტაკა დემეტრეს,ბიჭმა რათქმაუნდა ჩხუბი დაუწყო თვალები სად გაქ,სად იყურები და მოკლედ გააფრინა,არც გოგონამ დააკლო შენ სად იყურებიო .. ასე ჩხუბში დაამთავრეს იმ დღეს შეხვედრა.მერე უნივერსიტეტის აქტივობაში ერთ გუნდში მოხვდნენ,ელენე რათქმაუნდა ზედაც არ უყურებდა,სამაგიეროდ დემეტრე ჭამდა .. ნუ ელენესთან თავისი ჰქონდა გასანაღდებელი,ვერაფრით ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს რომ ამ ერთმა პატარამ ასე გალანძღა.ასე დაუგეგმავი შეხვედრებით ერთ დღეს ბარში მოხვდნენ,იქ გაგიჟდნენ,დათვრნენ,ბევრიც იმხიარულეს,ბევრიც იცანცარეს და ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ ერთად სასტუმროში გაიღვიძეს.ნუ „ნასიამოვნები“ დემეტრე უსიტყოვდ წავიდა იმ დღეს,მაგრამ ელენე? თვე ნახევარი გაქრა ელენე,რამოდენიმეჯერ იკითხა დემეტრემ კიდევ გამეორებაზე უარს არ ვიტყოდიო თარაშთან ამბობდა .. ხო აი თვე ნახევრის მერე რაც მოხდა უკვე იცით ..
...
-თარაშ ვუთხრა ზაზას? - ვისკის ბოთლი გვერდით გაწია - აააააააააუუუუუუუუ - უკმაყოფილოდ ამოიზმუილა - გაგიჟდებიან ..
-ბიჭო,ელენეზე რატო არ ფიქრობ? - სამზარეულოშჳ გასულ გოგონაზე მიანიშნა - იმას არ ყავს მშობლები? ის გოგო ბიჭო,შენ ადვილად გამოძვრები მარა ის? - ეჩურჩულებოდა,არ უნდოდა ელენესაც გაეგონა მათი დიალოგი.
-აუ ბიჭო რატო გაა.რაკე საქმე ამ ელენეთი?
-დემეტრე დავიჯერო საერთოდ არ გიფიქრია შვილზე? არ გინდა? ასე უმოწყალოდ მოაშორებინებ შენს სისხლს და ხორცს? ბიჭოო აზზრზე ხარ რა ბედნიერება სულ პაწაწინა რომ შეგახებს ხელს? პირველად რომ დაგიძახებს? ანდა ვაფშე რას მალაპარაკებ,კაცი არ ხარ და არ გიფიქრია დავიჯერო? - გაოცებულმა გახედა შეშლილი სახით მჯდომ ძმაკაცს,ეტყობოდა დემეტრეს თარაშის სიტყვებმა რომ დააფიქრა ..
-თარა,ვაფშე არ მიყვარს ეგ გოგო - სამზარეულოს კარისკენ გაიშვირა ხელი და ტუჩები უკმაყოფილომ გააწკლაპუნა.
-არც მოგწონს?
-არა
-აბა რა გინდოდა იმ ბავშვთან?
-შენ მაინც ხო იცი როგორ მეტლიკინა არა? - თარაშმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ვიციო - მერე ბიჭო,მაგას შევარჩენდი?
-დემეტრინიო კარგად გიცნობ .. ვიცი გოგო თუ არ დაგევასა ისე არ მიეკარები .. ისიც ვიცი ეგეთი უნამუსოც არ ხარ რომ ახლა ის ბავშვი მოაშორებინო - წუთებით ჩაფიქრდა ბიჭი - ისე გოგო რო იყოს მე მოვნათლავ - არხეინად გადაწვა დივნის სახელურზე და კმაყოფილს ჩაეცინა - ვასეირნებ .. ვასწავლი რაღაცეებს .. - მერე თითქოს რაღაცა გაიწყდა თავშიო ფეხზე წამოფრინდა და სერიოზული სახით დაუდგა დემეტრეს წინ - იცოდე დამკარგავ,თუ ბავშვს მოაშორებინებ!
-მზადა უკვე,მოდით - სამზარეულოდან სუსტი ხმა მოესმათ,დიალოგი დაასრულეს და ელენესთან ერთად ისადილეს.გოგონა დაძაბული უყურებდა დემეტრეს და ცდილობდა მის თვალებში ეპოვა რაიმე ხელჩასაჭიდი.
-ელენე,ხვალ ჩემებთან მიგიყვან .. როგორც მომავალ რძალს - თარაშს გახედა ბიჭმა,მისი კმაყოფილი სახის დანახვისას თვითონაც გაეღიმა .. დიახ!
...
ათთრთოლებული სხეული ძლივს დაიმორჩილა,მანქანიდან ნელა,მშვიდად გადავიდა და მომლოდინე დემეტრესთან მივიდა.ეშინია,თან ძალიან! არ იცის როგორი მშობლები ყავს დემეტრეს,იმედია დემეტრე მათ არ გავს.აკანკალებულ ფეხებს ერთმანეთის მიყოლებით ადგამდა,ცდილობდა დაძაბულობა როგორმე მოეხსნა,მაგრამ სულ ტყუილად.
-ნუ ნერვიულობ .. - ყურში ჩასჩურჩულა და კარზე ზარი დარეკა.
-ოჰ,შენთვის ადვილი სათქმელია .. რომ არ მოვეწონო? - დაძაბულმა ახედა ბიჭს და ორი ნაბიჯით უკან გაიწია - აუ წავალ რაა ..
-ელენე რატო ბავშვობ?
-ბავშვი ვარ და იმიტომ .. მეშინია - აკანკალებული ხელები სახესთან მიიტანა,ტირილს დაიწყებდა კარის ხმა რომ არ გაეგონა,ხელები სწრაფად მოიშორა სახიდან და ორ მაღალ სილუეტს დაბნეულმა გაუღიმა.ქალს ოდნავ ცივი სახე ჰქონდა,მაგრამ მაინც ულამაზესი იყო.კაცი სანდომიანად იღიმოდა.
-მოდით შვილო - ქალმა ელენეს წვრილ ხელს მისი ხელი ჩასჭიდა და სახლში შეიყვანა - რაო იმ ურჯულომ უნდა მოიშორო ბავშვიო? - ყურში ჩასჩურჩულა დაძაბულს და ოდნავ ჩაიცინა - შენ ნუ შეგეშინდება,მე შენს მხარეს ვარ .. - ყველაფერს ელოდა მაგრამ ამას? - ნაღდად არა!
-მამა ვიცი არ ელოდით ასეთ ამბავს .. - დაძაბულობა ეტყობოდა დემეტრეს ხმას,როგორც ჩანს მშობლებს უდიდეს პატივს სცემდა.
-დემეტრე,რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ,რასაც აკეთებ დაუკვირდი .. შენ გაკეთებულს შემდეგ რაც მოყვება უნდა გაითვალისწინო .. სულ ამას არ ვღაღადებ? - მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი დემეტრეს მამამ,ელენე დაიძაბა.როგორც ჩანს მამამისისთვის ყოველივე ეს მიუღებელი იყო.შეეშინდა ძალიან შეეშინდა,არ უნდოდა ამ ბავშვის დაკარგვა დაა .. რაც გაიგო დედა ხდება მას შემდეგ გაითავისა რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება და დედამიწაზე ფეხს არ ადგამს ბედნიერებისგან.მშობლები სოფელში ცხოვრობენ ამ ყველაფერს,არ შეეგუებიან ადვილად მაგრამ მისი შვილისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
-მამა ვიცი მაგ ..
-არავითარი მაგრამ დემეტრე .. ელენე ბავშვს გააჩენს,მიეცემ გვარს,დაეხმარები ყველაფრით,სულ ბოლო კაპიკებსაც მას მისცემ,არ გაბედო და გოგონა არ აიძჲლო რომ ბავშვი მოიშოროს .. - ელენეს გაუღიმა,შვილს მკაცრი მზერა შეავლო და ოთახი დატოვა.
-უჰ - გათავისუფლებულმა ამოისუნთქა - აუ სიკვდილი მირჩევნია ახლა ცხოვრებას რაა .. - უკმაყოფილომ წამოაყრანტალა,ელენეს ამ სიტყვების გაგონების დროს რა დაემართებოდა? ცრემლებმა სწრაფად იწყეს სრიალი ლოყებზე.
-შენთვის არავის დაუძალებია ეს ბავშვი მიიღეო,ყველაფერი შენ თვითონ გაართულე .. და საერთოდ შენ რომ ასეთი ჯიუტი არ ყოფილიყავი ახალ ამ ოთახში არც მე ვიქნებოდი და არც შენ .. - ხელები მუხლებზე დაილაგა,ცრემლები ნაკადულივით ჩქრიალებდნენ აწითლებულ ლოყებზე.
-ელენე ნუ ტირი უაზროდ .. გააჩენ მაგ ბავშ .. - სიტყვის დამთავრება ელენეს კრუსუნმა შეაწყეტინა,გოგონას სახეზე ტკივილი აღბეჭდოდა,მხრებში მოხრილიყო და მუცელზე ხელებს ფრთხილად იჭერდა - რა .. რაა გჭირსს? - სწრაფად მივარდა მის წინ მჯდომთან.
-მტკივა .. ძალიან მტკივა მუცელი დემეტრე - სლუკუნით ძლივს გადააბა ერთმანეთს სიტყვები,ბიჭი არც დაფიქრებულა,ხელში ააფრიალა სუსტი სხეული,სახლიდან გავარდა მანქანაში ჩასვა და სწრაფად დაადგა სავადმყოფოს გზას.
...
-ნუ ნერვიულობთ,დაძაბულობის და სტრესის ბრალია ტკივილი .. უნდა დაისვენოს და მოდუნდეს,ნაკლები საქმე აკეთოს,არ უნდა დაიტვირთოს .. ბავშვის შენარჩუნება გაუჭირდება თუ ასეთი სტრესით იცხოვრა ხუთ თვემდე .. - ექიმი დანიშნულებას აძლევდა დემეტრე,კარში გაცოფებული სახით ქერა გოგონა რომ შემოვარდა,ზღვისფერი თვალებით უყურებდა ელენეს ტკივილიან სახეს ..
-განო ..
-ელე .. ჩემო ელე .. ჩემი სათუთი .. - ხელებს ფრთხილად უსმევდა მხრებზე და აქვითინებულის დაწყნარებას ცდილობდა - ჩემო ფერია .. როდემდე უნდა დაგემალა? მე მაინც რას მიმალავდი .. ჩემო პატარავ ..
-უკაცრავად,უნდა ავიყვანო ელენე - დეიდაშვილებს იდილია დემეტრემ დაურღვია,გოგონამ მტრული მზერა შეავლო დემეტრეს და ელენეს უკმაყოფილოდ გაეცალა.
-როდემდე აპირებდი დამალვას? - უკვე დამშვიდებულ გოგონას მკაცრი მზერა შეავლო.
-განო ხომ გითხარი არა? ეს ჩემთვისაც ..
-ელე რისთვის ვართ დეიდაშვილები და მეგობრები? ეგეთ დროს უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით .. - სანდომიანად გაუღიმა და გაყინულ მკლავზე ხელი ჩამოუსვა - ინებეთ და გამათბობელი ჩართეთ თუ შეიძლება,გაყინულია ელენე - დემეტრეს მიმართულებით ჩაიბურტყუნა და სარკეში მოცინარ თარაშ წარბაწეულმა გახედა - ეს გიჟია ასე რო იცინის? - ელენეს ჩუმად კითხა მაგრამ ბიჭებმა მაინც გაიგონეს,დემეტრეს გაეცინა თარაშსაც ოღონდ არა კმაყოფილს მწარედ ჩაეღიმა ..
-ეს გიჟი გითრევს ახლა მაგ ქერა თმებით ..
-ნელა გზაში ფეხი არ წამოკრას რამეს ..
-შენამდე მაინც მოვა ..
-დაველოდები ..
-დემეტრე გადავალ ახლა და იმ თმებს დავაწიწკნი - ძმაკაცს გადაჩურჩულა.
-ელენე დაგავალ ახლა და იმ წვერებს დავაწიწკნი ჩემი ხელით - დაქალს გადაჩურჩულა.
-უჰ - დემეტრემ და ელენემაც ერთდროულად ამოიხვენეშეს,ორივეს გაეღიმათ.
...
დრო გადიოდა,უკვე ელენე მეოთხე თვეში იყო .. ყველაფერი ძველებურად იყო,ისევ ცივი დემეტრე რომელიც მოვალეობის მოხდის მიზნით ნახულობდა ელენეს და ბავშვის ამბავს იკითხავდა,ისევ მოჩხუბარი გაიანე და თარაში,ისევ ისე ყველაფერი ..
-შენებთან როდის წავიდეთ? - დივანზე გადაწოლილმა დემეტრემ ელენეს გახედა,გოგონა წამებში დაიბნა და თვალებში სევდა ჩაუდგა.
-არ ვიცი ..
-აბა მე ვიცი?
-დემეტრე,მათთვის ადვილი არ იქნება ..
-არც ჩემებისთვის ყოფილა ადვილი მაგრამ გადაიტანეს ..
-შენ უბრალოდ ჩემი არ გესმის .. ისინი სხვანაირს ცხოვრებას არიან მიჩვეულები,სოფელში ასეთს არავინ მიმიღებს .. დავიჯერო არ იცი იქ როგორი წყობა?
-ვიცი ელენე .. მაგრამ ხომ უნდა ვუთხრათ არა?
-აუ ვითამაშოთ რამე რაა - დაძაბულობის გასაქარვებლად გაიანემ წამოიყვირა,თარაშიც აყვა და გადაწყვიტეს „მე არასდროს“ ეთამაშათ.
-მე ვიწყებ
-არა მე ..
-დებილო გოგოს უნდა დაუთმო ..
-შენ გოგო ხარ?
-გცემ ახლა ..
-მე ვიწყებ - ჩხუბის გასაჩერებლად დემეტრემ დაიწყო თამაში - მე არასდროს .. დამილევია მარილიანი წყალი - ყველას სახე უკმაყოფილოდ დაეჭყანა ელენეს გარდა დამორცხვილმა ჩასწია ხუთი გაშლილი თითიდან ერთ-ერთი.
-რაა?
-ხო რამოხდა .. შენი შვილი განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევა - ოდნავ შესამჩნევ მუცელზე გადაისვა ხელი მზრუნველად.
-მე არასდროს .. გამილანძღავს სრულიად უცხო ბიჭი - ეშმაკურად ჩაილაპარაკა თარაშმა და განოც იძულებული გახდა ერთი თითი ჩაეწია.
-მე არასდროს გამილანძღავს უცხო გოგო - როცა თარაშიც იძულებული გახდა თითჳ ჩაეწია განომ კმაყოფილმა გაიღიმა და თვალი ჩაუკრა - ერით ერთი კუკლა ..
ასე დაუსრულებლად თამაშობდნენ სისულელეებს და ვერც კი შეამჩნიეს როგორ ესიამოვნათ ერთატ ყოფნა „წყვილებს“.
...
-იქნებ არ გვინდა იქ წასვლა? - სამზარეულოს მაგიდაზე ჩამომჯდარმა უკმაყოფილოდ მობრიცა სახე,გამოზრდილ მუცელზე ხელი გადაისვა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ელენე როდემდე უნდა მალო? - დახლზე აყუდებლმა ამოიბურტყუნა და ელენეს გამოწვდილი წვენიანი ჭიქა წამებში ჩაცალა - უჰ როგორ ცხელა ..
-ხო და მე საშინლად მაწუხებს - სარაფანი აიფრიალა - შენი შვილი გუშინ ჭირვეულობდა ..
-რატო? - გაიკვირვა ბიჭმა და ელენეს მუცელს დააკვირდა,როგორი ამაღლებული გრძნობა არაა .. შენი შვილი რომ არის დიდ გამობურცულ მუცელში ..
-აუ რავიცი ეტყობა სიცხე აწუხებდა .. - ელენესკენ დემეტრე დაპროგრამებულივით წავიდა,მუხელზე ხელები ფრთხილად შეახო,თითქოსდა სამუზეომო ექსპონატს ეხებოდა.სარაფანზე თითები ჩამოუსვა,ბოლოებისკენ წავიდა ..
-შეიძლება? - კაბაზე ანიშნა შეიძლება ავწიო და მუცელს ისე შევეხო,ელენემ აცრემლებულმა დაუქნია თავი,დემეტრემაც სწრაფად აუწია სარაფანი მკერდამდე,გოგონას ლოყები აუხურდა.შერცხვა,დემეტრეს წინ ასე დგომა,ბიჭმა აკანკალებული ხელები შეახო მოშისვლებულ მუცელს,ნელა დაიხარა და ცივი ტუჩების კვალი დაუტოვა გაბერილს
-არააააააააა - გაოცებულმა დაიხედა მუცელზე ელენემ და დემეტრეს აფორიაქებულმა გახედა.
-რამოხდა ..
-გაინძრა .. შენს შეხებაზე გაინძრა დემეტრე .. როგორ ვემუდარები იცი ღამ-ღამობით გაირხიე დედი და შენი არსებობა კიდევ უფრო მეტად მაგრძნობინე მეთქი? და ახლა შენს შეხებაზე გაირხა .. - აღფრთოვანებული ემოციებს თავს ვერ უყრიდა,დემეტრეს ასეთი ლაღი და ბედნიერი ელენე არ ენახა,წითელ ტუჩებს საყვარლად ამოძრავებდა და ბიჭსაც მისი დაგემოვნების სურვილს უმძაფრებდა.
-ახლა ეს რომ არ გავაკეთო მერე მთელი ცხოვრება ვინანებ - სწრაფად მიაყარა და წამებში დაეწაფა მისთვის სასურველ ბაგეებს.ფრთხილად და ნაზად კოცნიდა,ცდიობდა რაიმე არ ეტკინა,ალბათ კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ რომარა კარზე გაბმული ბრახუნი,სწრაფად ჩამოშორდნენ ერთმანეთს და კარებისკენ წავიდნენ,გაღებულ კარში გულ ამოვარდნილი თარაში რომ დაინახეს გაეღიმათ.
-შემომიშვით ძმობას გაფიცებთ .. ის გიჟი მომსდევს - სწრაფად გადაკვეთა კარი ბიჭმა და სამზარეულოში შევარდა,მალევე კარში იგივე მდგომარეობაში გაიანე გამოჩნდა.
-სად არი? - სახლში გამწარბეული შევარდა,დივანზე არხეინად გაწოლილ ბიჭს თავზე დაადგა - მოგკლავს მ=უნამუსო ვიყო - გამწარებულმა დაუყვირა და ზევიდან დაახტა.ბევრი იჭიდავეს და საბოლოოდ ორივე რთმანეთის გვერდი გვერდ გათხლაშულები მიესვენენ.
-ფუ დავიღალე
-აუ მეც - გაიანაესკენ გადაბრუნა ბიჭი,გოგონას გულ-მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა.ტუჩები სასაცილოდ გამობურცვოდა წინ და აწითლებულ ლოყებზე ღიმილი შეპარვოდა,ბიჭი მის ზემოთ მოოექცა ..
-ახლა ეს რომ არ გავაკეთო მერე მთელი ცხოვრება ვინანებ .. -აქნეული ხელები თავს ზემოთ გაუკავა და ტუჩებზე ეძგერა.
-დღეს ძმაკაცებმა რამე დალიეთ ? - ყურში უჩურჩულა სიცილით ჩაკეცილ დემეტრეს ელენემ.
-არა .. უბრალოდ ერთმაირად ვნანობთ ყველაფერს ..
...
ელენეს მშობლებთან შეხვედრა ერთი დიდი კატასტროფა იყო .. როორც ვარაუდობდა გოგონა მშობლებმა ვერ მიიღეს ის აზრი რომ მათი გოგონა ასეთ მდგომარეობაში იყო,ჩხუბის და დავიდარაბის შემდეგ ატირებული გამოუშვეს გოგონა უკან.მამამ ვერ აპატია საამაყო შვილს რომ მის ღირსებას გადააბიჯა,ვერ აპატია მისი პრინციპეპის დარღვევა.მდგომარეობა დაიძაბა,ბავშვი საკმაოდ ჭირვეული იყო,ტოკსიკოზიც ძიერად აწუხებდა ელენეს,რამოდენიმეჯერ ცუდადაც გახდა,კიდევ კარგი მარტო არ ყოფილა არცერთ შემთხვევაში.დემეტრე ოდნავ შეიცვალა,ახლა უკვე მუცელს ეფერებოდა,უდიდეს სიამოვნებას ღებულობდა გამობურცული მუცლიდან.ელენე ცუდად იყო,ძალიან ცუდად.არც განოს და თარაშის ჩხუბი ამხიარულებდა,ვერც ბავშვის გამოძრავება.დარდობდა მშობლებზე,ტკიოდა ძალიან ტკიოდა ის რომ მშობლებმა ერთი შეცდომის გამო გარიყეს.
...
კარზე უაზროდ დიდი დროის ბრახუნის შემდეგ გამწარებულმა შეგლიჯა კარი .. ყველა ოთახი მოიარა მაგრამ ელენე ვერსად ნახა.თავში ყველაფერმა ბრუნვა დაიწყო როცა სააბაზანოს კარიდან წყლის ხმა გაიგონა.რამოდენიმეჯერ დააკაკუნა მაგრამ უშედეგოდ,იფიქრა არ ესმისო .. ათი წუთის შემდეგაც რომ არ გამოჩნდა ელენე აბაზანის კარი დაუკითხავად შეაღო.ნანახმა ადგილზე გააშეშა.სადღაც,მარცხნივ ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო.ეტკინა,ასეთი ელენეს დანახვა.ასე გაშეშებული უყურებდა ძირს უსულოდ დავარდნილ სხეულს,მერე თითქოს ტვნიში რაღაც გადაუბრუნესო,გოგონას მივარდა ხელში ააფრიალა და სავადმყოფოს გზას დაადგა.იქ გაცოფებული შევარდა,შველას ითხოვდა.მედდებმაც მალევე იმოქმედეს და სრულიად გაყინული სხეული ხელიდან გამოსტაცეს .. ლოდინში დრო კიდევ უფრო ნელა გადის,ყოველი წუთი ტკივილის მომგვრელი იყო მისთვის .. ყველაფერს ფიქრობდა მაგრამ იმ ფაქტს რომ შეიძლება ელენეს პატარა დაეკარგა ვერაფრით ეგუებოდა,არაა.ძლივს გაათავისა რომ მალე მამა ხდებოდა,სულ მალე პატარა ხელები შემოახვედონენ დიდ ტორებზე,სულ მალე პატარა,ციცქნა არსება მამას დაუძახებდა,ყოველივე ამის გააზრება იმდენად სიამოვნების მომგვრელი იყო მისთვის რომ არ შეეძლო ფიქრებში მაინც დაეშვა ყველაზე ცუდი .. არ უნდოდა,ასე გამქრალიყო ის გრძნობები და ემოციები რაც ელენემ და პატარამ გამოიწვია მასში.მადლიერიც კი იყო ელენესი,ეს გაყინული გული რომ გაულღო .. მაგრამ ახლა? ხედავდა როგორ კარგავდა ორივეს ერთად და გულიც თითქოსდა ყინულის ლოდს ემსგავზებოდა ..
ორი საათი გავიდა .. მტანჯველი ორი საათი.ექიმი დაღლილი სახით გამოვიდა საოპერაციოდან და დაუძლურებულ დემეტრეს თანაგრძნობით სავსე მზერა შეავლო.
-ძალიან ბევრი ვეცადეთ .. მაქსიმუმი გავაკეთეთ რომ ორივე გადაგვერჩინა - აქ პაუზა გააკეთა - მაგრამ .. ბავშვი .. ვერ გადავარჩინეთ .. - მთასავით კაცი ორმა სიტყვამ დააპატარავა.იქვე კედელთან ჩაიკეცა,ვერაფერს გრძნობდა,ვერაფერზე ფიქრობდა უბრალო იყო .. იყო ისე თითქოს რაღაც ნაწილი მოგლიჯეს და ცხრა მთას იქით გადაისროლესო .. ეტკინა,ცხოვრებაში ალბათ ასე არაფერი ტკენია.ვერ გადაიტანდა,ასე ადვილად ვერ შეეგუებოდა იმ ფაქტს რომ სიცოცხლის აზრი დაკარგა ..
პალატის კარი უხმაუროდ შეაღო,საწოლზე ფერდაკარგულ ელენეს შეავლო მზერა და გულმა კიდევ ერთხელ აგრძნობინდა რომ იქ მარცხნივ არსებობდა .. საწოლთან მშვიდად მივიდა,იქვე სავარძელში ჩაჯდა და გოგონას დააკვირდა.თვალის პეები ამოშავეოდა,ლოყები სადღაც გამქრალიყო,გრძელ შავ თმას ის ხიბლი დაეკარგა,წითელი მარწყვივით ტუჩები სავადმყოფოს კედლებთან ნამდვილ კონტრას ქმნიდა .. რას არ მისცემდა ოღონდ ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ენახა.სიცოცხლესაც დათმობდა ოღონდ ახლა ის არ ჰქონდეს სათქმელი რაც აქვს .. ნავეარი საათი უაზროდ მიშტერებოდა გოგონას დახუჭულ თვალებს,მერე თითქოსდა გამოფხიზლდა,ქუთუთოებიც შეირხა და წამებში გამოჩნდა შავი დასევდიანებული სფეროები.დემეტრეს დანახვისას ჩაეღიმა მერე მუცელზე დაიდო ხელი,შეშფოთებული წამოწევას აპირებდა მაგრამ ..
-გთხოვ .. გთხოვ მითხარი რომ .. -ცრემლები ხელს უშლიდა საუბარში,ვერ ლაპარაკობდა - გთხოვ დემეტრე .. ყველაზე წმინდას გაფიცებ არ მითხრა რომ ..
-ჰო ელენე უნდა გითხრა - დარდისგან კიდევ უფრო დაბოხებოდა ხმა.თეთრი ლოყები ცრემლებმა დაფარა,თვალები სივრცესთვის გაეშტერებინათ ორივეს და ერთმანეთის ტკივილი უსიტყვოდ ესმოდათ .. უსიტყვოდ უგებდნენ იმ წამს ერთმანეთს.მათთვის დედამიწას ბრუნვა შეეწყვიტა,მზე აღარ ანათებდა მათთვისს,ორივეს სამყაროს შავი მუზარადი გადაკვროდა,ის შავი და ბნელი რომელიც ასე ძნელად მოსაშორებელი იყო.
...
მერე?
მერე არაფერი ... აი ასე.
ელენე მის გზას დააადგა,დემეტრე მისას.
დიახ,გაქრნენ.ერთმანეთის ცხოვრებაში როგორ სპონტანურადაც გამოჩდნენ ისე სპონტანურად გაქრნენ .. დიახ.
აი ასე .. ყველაფერი ხდება!
...
მოგესალმებით ყველას!
თითოეულმა თქვენგანმა დააფიქსირეთ თქვენი აზრი ვინც კი წაიკითხავს .. მინდა დავწერო მეორე ნაწილიც .. მაგრამ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.



№1 სტუმარი mariami

momewona! Kargixarr :)) tuu gaagrdzeleb kargiiqneba :* didisiamovnebit wavikitxavdi gagrdzelebas

 


№2  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან მაინტერესებს მე ამის მეორე ნაწილი და დაველოდები დიდი ინტერესით კარგი იყო ძალიან წარმატებები <3 love

 


№3  offline წევრი milangirl

აუცილებლად უნდა დაწერო მეორე ნაწილი, ეს არ მეყო. არ იყვარს ასეტი დასასრულები და მალე დაწერე რა თორემ მოვკვდები ამაზე ნერიულობით. ისე რეალობასთან მიახლოვებული დასასრული კი ქონდა მაგრამ აქ ისტორიებში მაინც იყოს კარგად ყველაფერი

 


№4 სტუმარი mariammii

gaagrdzele ra tkma unda,dzalian mainteresebs,kargixar ^

 


№5  offline წევრი kaxelii

Meore nawili aucilebelic ki aris. Male dade da imedia kargad damtavrdeba

 


№6 სტუმარი eto

auu rato mokali patarabacshvi... ramdeni vitore shemecoda tan megona axlamainc daudgebian ertmanets gverdshi tqoeseni kide dashorden meore nawils velodebi veli mat isev shexvedras ogond sxvebtan ertad ara dzaan gtxov kargi iyo mtlianobashi magram patara tavia

 


№7  offline წევრი tegi

აucileblad unda dawero shemdegი nawili da rac sheileba male tore interesi mklavs.. Icode moutmenlad velodebi meore nawils, msuyes da tkbils

 


№8 სტუმარი tAssss

ZaaliAn momewoonaa magram pataraze damwyda gulii veeloodebii moutmenladd shemdeg tavss

 


№9  offline წევრი anni123

მაინტერესებს გაგრძელება <3 ელენე და დემეტრე ერთად მინდა მე love

 


№10 სტუმარი A

Dzalian damwyda guli magram isini xom axalgazdebi arian tu isev iqnebian ertad da eyvarebat ertmaneti kvlav gaxdebian mshoblebi. Gtxov male dade ra shemdegi.

 


№11  offline წევრი difference

აუცილრბლად გააგრძელე....

 


№12 სტუმარი nini

aucilebladd gaagrdzeleee sainteresoo iyoo dzaaliann,imedia meore nawils tu dawer amat ertmanettan samudamod daakavshirebb.

 


№13  offline წევრი Ziko

Dzalian magaria. Gaagrdzeleee

 


№14  offline აქტიური მკითხველი lalita

გააგრძელე დასასრული არ მომეწონა

 


№15  offline წევრი stichi-19

Yvelaze moulodneli dasasruliiko rom ggoniaro exla ickeba mashin damtavrda dzan kargi iko ❤❤

 


№16  offline წევრი Hela

ძალიან კარგი იყო ❤️❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი veroo

აუუ ასე რატო დაასრულე შემეცოდა ბავშვი????რა კარგი ისტორია იყო უნდა გაგეგრძელებინა

 


№18  offline წევრი iნათია

dzalian kargi iyo magram cota :) kidev gaagrdzele codoeni arian ase ro daikargon.gelodebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent