დაფარული გრძნობები #1-2
სარკის წინ ვიდექი,სრულიად შიშველი.წაბლისფერი თმები მხრებზე სუდარასავით მეფინა,ნაცრისფერ თვალებზე თითებს ვიტარებდი... მსიამოვნებდა სახეზე გრილი შეხება, მსიამოვნებდა და დახუჭული თვალებით ვცდილობდი ცრემლები არ წამომსვლოდა. ეს რაღაც გაურკვეველი გრძნობა იყო! სხეული,ზამთრის პირველი თოვლივით ქათქათა და ვენერასავით მოქნილი მქონდა,თანაც გაყინული... თითქოს ცრემლებიც ლოლოებად ქცეულიყო ჩემს ღაწვებზე... ხალიჩაზე ჩემი საღამოს კაბა ეფინა,ვარდისფერი,ბანტის ნაჭრის... ვარდისფერი და ბავშვური,ჩემი ღიმილიც ბავშვური იყო, სანამ ყველაფერი ჩამომეშლებოდა თავზე. გაყინულმა გადავხსენი საწოლს საბანი და თბილად გავეხვიე. დავიწყებას ვეცადე,"სხვა თუ არაფერი ნაშა იყო,უბრალო."-ჩავილაპარაკე მტკივნეულად და გვერდი ვიცვალე. *** მზის პირველივე სხივმა მომიღუტუნა თვალებში,ზანტად გავახილე თვალები.ჯერ რიგიანად არც კი გათენებულიყო.შიშველი ფეხები, ხალიჩაზე გადმოვაწყვე და სააბაზანოსკენ დავიძარი. ისევ,მტკივნეულად შევჩერდი სარკესთან,ვარდისფერი კაბა პარკში დაუდევრად ჩავჩურთე და კარადის, ბნელ კუთხეში ვუპოვე ბინა. სააბაზანოდან გამოსული,თავს ახალშობილივით ვგრძნობდი,კარადიდან ერთიანი,მოკლე სარაფანი გამოვიღე,ზურგზაკში საჭირო ატრიბუტები ჩავალაგე და ოთახი დავტოვე. -სად მიიპარები ლიდა?-წარბაწეულმა შემომხედა დედამ.-ახლავე სამზარეულოში,ყველამ ერთად ვისაუზმოთ!-გასცა ბრძანება და სამზარეულოში შებრუნდა. უძლური,ყურებ ჩამოყრილი უკან გავყევი. -მშვიდობიანი დილა მოგცეთ უფალმა!-ვამბობ ღიმილით და ძმასა და მამას შორის ვიკავებ ადგილს. -გაიხარე შვილო.-თავზე ხელს მისვამს მამა და ლოცვის კითხვას იწყებს. სახლიდან გამოსული ყურსასმენებს ვირგებ,მუსიკას ვრთავ და ღირინით მივყვები ფილაქანს. - It's been seven hours and fifteen days Since u took your love away I go out every night and sleep all day Since u took your love away -ვმღერი დაუსრულებლად და საჩოგბურთო მოედანსაც ვუახლოვდები.ყურსასმენებს ზურგზაკში ვინახავ და შენობაში ენერგიულად შევდივარ. გსახდელში არავინაა ამიტომ სწრაფად ვიცვამ,ყვითელ მოკლე შორტებსა და ტოპს.ჩოგანს ვიღებ და კორტზე გავდივარ. -ლიდა, სოფიას გაუწიე მეტოქეობა-ამბობს მწრთვნელი და მოშორებით დგება.მთელი თამაში მობილიზებულად ვთამაშობ,თავდაცვის რეჟიმი,ბურთის ტრაექრორია და ბადე! ყველაფერი ამის გათვალისწინებით სოფიას 40:25-ვუგებ და მწრთვნელს ტურნირების ცხრილს ვართმევ.უახლესი შეჯიბრი ერთ კვირაში მაქვს,რუს, ნატაშა ზაიაკინასთან... ოთხსაათიანი ვარჯიში მიწასთან მასწორებს,ლასლასით ვიცვლი ტანსაცმელს და ქუჩაში გავდივარ.მზე ზენიტშია და მთელი ქალაქი დუღს,ახლო მდებარე კაფეში შევდივარ და ცარიელ მაგიდას ვუჯდები,ჩოგანსა და ზურგზაკს სკამზე ვდებ და შეკვეთას ვაძლევ.შეკვეთის მოლოდინში სკამის საზურგეს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ; "რატომ არის სიცოცხლე ასეთი სასტიკი?"-ვეკითხები ჩემს თავს,პასუხის გაცემამდე ტელეფონი მირეკავს და ფიქრებს თავიდან ვიშორებ. -ჰო... -სად ხარ ლი?-მეკითხება ანჟელიკა. -კაფეში ვარ...შენ? -მისამართი მომწერე და მოვალთ მე და ბელა.-ამბობს და ტელეფონს თიშავს. ჩემი პუნქტუალური,არაბიოლოგიური დები თხუთმეტ წუთში ჩნდებიან ჩემს გვერდით და მადიანად ექცევიან პიცასა და კოკა-კოლას. -გუშინ სად გაიპარე?-მეკითხება პირგამოტენილი ბელა და მონდომებით კბეჩს პიცის ნაჭერს. გუშინდელი საღამოს გხსენება გულს მიწურავს,ლამისაა ავბღავლდე და ფეხებზე დავიკიდო ათობით დაჟინებული მზერა. -თავი ამტკივდა...-ვცრუობ მე და ბოსტნეულის სალათს ვაქუცმაცებ. -ყველა ბიჭი ერთნარია!აბობს ანჟელიკა და ტირილი უვარდება.გაკვირვებული ვაჩერდები ბელას რომელიც ჩემსავით გაკვირვებული შეჰყურებს ატირებულ დაქალს. -ლიკა,რატომ ტირი?-ვეკითხები თვალებ გაფართოვებული და მისკენ ვიწევი. -გიგი და ვატო, გუშინ ვიღაც ქალებთან დარჩნენ...-უარესად ატირდა ლიკა და გული უარესად ჩამწყვიტა მისმა სიტყვებმა,მე ხომ არ შევმცდარვარ... -ლიკა ვიცი რომ გიგი მოგწონს მაგრამ შენს ძმას რას უშლი?ქალებში წავლენ 'გაიგულავებენ' მერე რამოხდა?-იკრიჭება ბელა და ჭამას განაგრძობს. -შენ რა გესმის?რაიცი როგორი მტკივნეულია როცა შენთვის ძვირფასი ადამიანი სხვას ეხება,სხვას კოცნის!-ტირიდლს განაგრძობს ლიკა. -ანჟელა!ახლავე მორჩი გოდებას!-ვამბობ მე, ფეხზე ვაყენებ და საპირფარეშოსკენ მიმყავს. -ლიკა მესმის შენი მაგრამ ეცადე გამხნევდე...ისინი კაცები არიან და ვერც გიგის და ვერც ვატოს ვერ დაუშლი რამეს...შენ საეჭვიანო არაფერი გაქვს!ჩაიხედე სარკეში და ნახე რამდენი განსხვავებაა, შენსა და იმ კახპებს შორის!-ვამბობ გაბრაზებული და თვალებს ძლიერად ვხუჭავ რომ არ ავტირდე...როგორ გამოვუტყდე ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომ მეც მასავით მტკივა?როოგრ გავუმხილო რომ მისი ძმა მიყვარს?გამოუსწორებელი მექალთანე და ბუნებით იდიოტი ვატო ამაშუკელი! ეს ხომ სამყაროს დასასრულია ჩემთვის! მთელი ორი წელი ყველაფერის და მიუხედავად მიყვარდა,ის კი სულ მტკენდა,ნებით თუ უნებლიეთ, მაგრამ ხომ მტკენდა? *** უკვე,მოწესრიგებულებმა დავტოვეთ საპირფარეშო და კისკისით დავბრუნდით მაგიდასთან.სტუმრებიც დაგვხვდნენ! ვატო და გიგი ტკბილად საუბრობდნენ ბელასთან ერთად.ღიმილით მივესალმე ორივეს და ჩემი ადგილი დავიკავე.უხმოდ ვისხედით მე და ლიკა,ერთი სული მქონდა როდის გამოვიდოდი კაფიდან და სუბთა ჰაერს ჩავყლაპავდი. -თქვენ რა გჭირთ?-გვკითხა გიგამ. -არაფერი...-უაზროდ ვიკრიჭები მე და ლიკას თვალებს ვუბრიალებ ის კი უბრალოდ ხვნეშის და თვალს მარიდებს. -ლიკა,რა გჭირს?-ახლა ვატო ეკითხება დას და მომლოდინე მზერით აჩერდება. -არაფერი-მკვახედ პასუხობს და უსიამოვბოდ იშმუშნება. -უკაცრავად მე უნდა დაგტოვოთ.-ვამბობ მე,ფეხზე ვდგები და ჩემს ნივთებს ვიღებ. -მეც მოვდივარ შენთან-ამბობს ლიკა და ფეხდაფეხ მომყვება.ჩქარი ნაბიჯებით ვტოვებთ კაფეს და დუმილით მივყვებით ფილაქანს. -და მე მაინც მგონია,რომ ზედმეტი მოიგივიდა...-ვამბობ და ანჟელას ხელზე ვეჭიდები. -ჰო,ალბათ...თუმცა არც სხვანაირად შემეძლო!-ხვნეშის ლიკა და მზერას მისწორებს. #2 დილით, მძინარე ლიკას საწოლში ვტოვებ და ფაცხა-ფუცხით ვტოვებ სახლს.კიბეზე თავპირის მტვრევით ვეშვები,ბოლო საფეხურზე ფეხი მიცდება და ცხვირით ვეშვები ფილაქანზე...თუმცა, დაცემა იმაზე რბილია, ვიდრე წარმომედგინა. სწრაფად ვახელ თვალებს, რადგან ვგრძნობ საგანი რომელზეც დავეშვი,სუნთქავს. ვხედავ,იმას ვისაც ნამდვიალდ არ ველოდი და იდიოტის მზერით ვაკვირდები, ნამდვილად ისაა, თუ მძიმედ დავარტყი თავი და ჰალუცინაციები დამეწყო?ხითხითებს ალეტ ეგო. -აქ რას აკეთებ?-ვეკითხბი გაკვირვებული, ჩამოშლილ თმებს ვიწევ და წამოდგოამას ვცდილობ. -შენთან მოვდი-იღიმის და თმას ისევ მიშლის. -სხვათა შორის, არც ისე კომფორტულად ვარ,იქნებ ჩემს წელს მოაშორო ხელები...-წარბებს ვჭუხნი მე და მზერას ვარიდებ."თვალებში არ უყურო ლიდა,არც ღიმილმა დაგაბნიოს" მკარნახობს ალტერ ეგო. ვატო,ხელებს უფრო მჭიდროდ მხვევს და ჩემთან ერთად დგება ფეხზე. საოცარ სიმხურვალეს ვგრძნობ,თითქოს ჩემ კაპელარებში, სისხლის ნაცვლად ლავა მიედინება...ახურებულ ლოყებზე ცივ,ხელის გულებს ვისვამ და მახსენდება რომ ვაგვიანებ! -ვაიმე! რა სულელი ვარ!-ვჩურჩულებ და ძირს დაგორებულ ზურგზაკს ვიღებ. -ლიკას სძინავს,კარები ღიაა.სახლში სხვა არავინაა-ვამბობ სწრაფად და სადარბაზოდან გავრბივარ. -დამელოდე გაგიყვან,თანაც საქმე მაქვს შენთან-ამბობს ვატო და ვგრძნობ როგორ მომყვება უკან. -კარგი,ჰო...ოღონდ სწრაფად-ვლუღლუღებ მე და მანქანში ვჯდები. -ანჟელიკაზე უნდა გკითხო....-ყოყმანით იწყებს ის. -რა გაინტერესბს?-წარბს მაღლა ვწევ. -რა სჭირს? -ზოგადად თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში?-ვეკითხები და მანქანის კარებს ვაღებ. -ამ კონკრეტულ სიტუაციაში!-იღრინება ვატო. -თვითონ გეტყვის,ეს ჩემი სათქმელი არ არის,დაა შენი და მოგიყვება როცა საჭიროდ ჩათვლის-ვამბობ მშვიდად და მანქანიდან გადავდივარ. ^ეს რა ჯანდაბა იყო!დილაც ასეთი უნდა!-სისინებს ალეტერ ეგო.ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და შენობაში შევდივარ. ენერგიას არ ვზოგავ,მთელი შემართებით ვებრძვი სოფიას თავდასხმებს და ქულებსაც ვიღებ. მწრთვნელი აღფრთოვანებული მიყურებს და მსუბუქი ტაშით მაჯილდოვებს... "ესეც ტრიუმფისკენ სწრაფვის,პირველი,მყარი ნაბიჯი" *** სახლში საღამოს ექვს საათზე ვბრუნდები,ერთიანდ მოთენთილი და ძალა გამოცლილი.სახლის კარებს მომღიმარი დედა მიღებს, ლოყაზე მკოცნის და ჩანთას მართმევს. -როგორი დღე გქონდა,ძვირფასო?-მეკითხება დედა თან მისაღებში გავყავარ სადაც მამაჩემი და ჩემი ძმა ფეხბურთის მატჩს,გაცხარებით ადევნებენ თვალს. -მოდი მა...-ხელს დივანზე ატყაპუნებს მამა და მიღიმის.ლასლასით ვჯდები და მამას კალთაში ვუდებ თავს.-დაიღალე მამას სიხარულო? -ძალიან,სამ დღეში ბოლო შეჯიბრი მაქვს და არდადეგები მეწყება-ვლუღლუღებ და თვალებს ვხუჭავ. კორტზე ვვარჯიშობდი,ბოლო დღე მქონდა მოსამზადებლად, ხვალიდან კი თამაშბი მეწყებოდა. სოფიამ, სერიოზული ტრამვა მიიღო მუხლზე და ტურნირს გამოეთიშა. ეს რათქმაუნდა უარყოფითად აისახებოდა ჩვენს ჯგუფზე...ჩვენი გუნდიდან, ახლა მე ვიყავი ერთადერთი გოგო მონაწილე, დანარჩენი კი ბიჭები იყვნენ. სამი საათი ვივარჯიშე და შინ დაბრუნდი,სახლში ისევ არავინ დამხდა.ტელეფონი გავთიშე,შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი.მთელი დაღლილობა მომაწვა და ბალიშზე თავის დადებისთანავე, დამეძინა. *'*'* საოცარი შეგრძნებაა,კორტზე დგომა და ჩოგნის დაჭრა ჩემთვის... კომენტარორი ჩემს სახლესა და გვარს აცხადებს,პირველ ნაბიჯს ვდგამ წინ,ხალხის შეძახილების ფონზე ვიკავებ ჩემს ადგილს და გულში ლოცვას ვიწყებ. როგორც იცით,ჩემი მეწყვილე,რუსი,ნატაშა ზაიაკინაა...უძლიერესი ჩოგბურთელი,მაგრამ მისი მედლები/სიგელები ამ კონკრეტულ მომენტში,სულ არ მანაღვლებდა! მე უნდა გამარჯვა! უბრალოდ ეს მე მჭირებოდა რომ ჩემზე ხალხს ელაპარაკა,რომ ჩემი ამდენ წლიანი შრომა წყალს არ წაეღო...და მთავარი ჩემს ოჯახს ეამაყა ჩემით. პირველი სეტი,უმნიშვნელო განსხვავებით დასრულდა. ნატაშა 10 ქულით დაწინაურდა.მთელი პირველი სეტის გაავლობაში,ზეპირად შეცისწავლე მისი მოძრაობა ე.გ მანერები. ხალხის აჟიოტაჟს არ ჰქონდა ზღვარი,როცა ანგარიში გავათანაბრე და გეიმიც დაინიშნა.ორჯერ ჩავაწოდე ბურთი და 30 ქულაც მოვიპოვე. ნატაშას პირველი სეტის შემდეგ 10 ქულის მეტი არ აუღია. 30:55-თ დავასრულეთ თამაში! "გამარჯვება ყველაზე მაგარი გრძნობაა სამყაროში!" დამარცხებულ,ნატაშას ხელს მეგობრულად ვართმევ და ყურებამდეგაღიმებული ვტოვებ კორტს. გასახდელში "ფრენა-ფრენით" შევდივარ და მეგობრების დანახვისას მათკენ მივრბივარ. -ჩემპიონოოო!-დაიკივლა ლიკამ და გულში ჩამიკრა. -ჩემი კერპი!-სიცილით შემოგვიერთდა ბელა და ორივეს გაჭყ,ლეყვამდე გადაგვეხვია. -ვგგუნებთ ბოლომდე!-წარბების ფახულით გამოაცხადა ლიკამ და ჩანთიდან მოკლე,ლამაზად დაკეცილი ყვითელი კაბა ამოიტანა.-წყალი გადაივლე! -ახლა არ მეჯიჯღინოთ რა,ძილის მეტი არ მინდა არაფერი...-ვთქვი აღშფოთებულმა და კაბა ისევ ჩანთაში ჩავაბრუნე. -კარგი რა ლიდა!-გაიბრძოლა ლიკამ. -ნუ აძალებ ანჟელიკა!ხომ ხედავ როგორი დაღლილია?წინ გვაქვს მთელი ზაფხული,თან ზეგ ანაკლიაში მივდივართ და იქ ვიგუგუნოთ!-ჩამოარაკრაკა ბელამ და თვალი ჩამიკრა. ახალი მოთხრობით შემოგიერთდით ჩემო კარგებო,ველოდები თქვენს მოსაზრებას/კრიტიკას... სიყვარულით ''მარიამი'' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.