ფარულავას მარიამი 5
- ეს როგორ გააკეთე სანდრო ?- მასზე მიხუტებულმა ნამტირავლევი ხმით ამოიჩურჩულა და თვალები დახუჭა. - მარიამ ქეთიმ გადამთელა, ყველანაირად გამაადგურა, კაცურად, ადამიანურად, ყველანაირად გესმის? არ ვნანობ რაც გავაკეთე, პირიქით მეტსაც იმსახურებდა, მაგრამ მისგამო ცხოვრებას აღარ ავირევდი.. - შენ მასზე ძალა იხმარე სანდრო- შეშფოთებულმა წამოწია თავი და თვალებში ჩააშტერდა. - სიტყვა ძალა იხმარე ნიშნავს წინააღმდეგობის მიუხედავად შენი სურვილის ასრულებას, მე კი დავიფიცებ მისგან წინააღმდეგობა არ მიგვრძნია.. - მთელი სხეული ჩალურჯებული ჰქონდა- უკვე იყვირა მარიამმა და ფეხზე ადგა. - ხო ჰქონდა, მართალია ხელი გავარტყი- ადგა სანდროც- იმსახურებდა და იმიტომ, დამიჯერე ეგ ყველაზე ცოტაა იმასთან შედარებით რასაც იმსახურებდა, იმასთან შედარებით რა ტკივილიც მომაყენა.. - ავადმყოფი ხარ სანდრო, ქეთი ქალია, ყველაფრის მიუხედავად ქალი, იმაზე კი არ ვლაპარაკობ ის რას იმსახურებდა მე იმაზე ვდარდობ შენ სადამდე დაეცი მისგამო.. მითხარი რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული რომ მეც იგივეს არ გამიკეთებ.. - მე მიყვარხარ მარიამ... - ქეთიც გიყვარდა, წების მანძილზე და ჩემზე მეტადაც დარწმუნებული ვარ.. - ქეთი დამპალი სულის ადამიანია, არ ვაპირებ იმის მტკიცება დაგიწყო რომ შენ ამავ ვერ გაგიკეთებ, ხო გაგიკეთებ ამასაც და ამაზე უარესსაც თუ ისე მოიქცევი როგორც ქეთი მოიქცა, მისგამო არა მაგრამ შენსგამო დაუფიქრებლად წავალ ციხეში დამიჯერე მარიამ, არ გაპატიებ, მას შევარჩინე მაგრამ შენ არ შეგარჩენ, იმიტომ ის ათას კაცთან იყო ჩემამდე და ჩემს მერეც, შენ კი მარიამ, შენ პირველად ჩემი გახდი, პირველი და უკანასკნელი ვარ ვინც შეგეხო, მე მეკუთვნი, მე ჩამმბარდი, შენი სხეული ჩემთვის სუფთაა და არ გაპატიებ მის დაბინძურებას, დაუფიქრებლად გაგანადგურებ და გავნადგურდები მაგრამ არ გაპატიებ სხვასთან ყოფნას, მაგრამ მე არასდროს გატკენ თუ ჩემთან ინქნები, თუ სულ ისეთი იქენბი როგორიც ხარ, სულ ასე გეყვარები, თუ სულ ასე წმინდა იქნები მარიამ.. ახლა თავად განსაჯე უნდა გეშინოდეს ჩემი თუ არა.. - სანდრო ხვდები რომ სერიოზული პრობლემა გაქვს ფსიქიკასთან ?- შეშინებულმა გახედა და უკან დაიხია. - არანაირი პრობლემა არ მაქვს, ეს სიყვარულის ჩემეული აღქმაა და თუ ამას არ ეთანხმები მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე ორივეს.. - წადი აქედან სანდრო.. - არა მარიამ- ხელები მკლავებზეჩაავლო და მისკენ მოქაცა- არ გინდა რომ წავიდე.. ხო ასეა? - სანდრო გეხვეწები- უვე ტირილს იწყებდა.. - შენ მე გიყვარვარ მარიამ, ამიტომაც გეუბნევი რომ ჩემი არ უნდა გეშინოდეს, შენ ვერ აიტან სხვის შეხებას, ვერ შეძლებ სხვასთან ყოფნას.. - სანრო რაც შენ გააკეთე ეს სველურეა, ღმერთო არ მჯერა რომ ასეთი ხარ, წადი გეხვეწები წადი და შემეშვი გთხოვ სანდრო, უარესად ნუ მტკენ.. -ჩშშ..- ტუჩზე მიადო ხელი და მისკენ დაიხარა, ნელა შეეხო ტუჩებზე და ნაზად დაუკოცნა ზედა ტუჩი, ცრემლები წამოუვიდა მარიამს, ზოამზე მეტად უყვადა, მეტისმეტად უყვარდა რომ გაეშვა მაგრამვერ დაუშვებდა ასეთი სანდროს მასთან არსებობას, არ შეწიინაღმდეგებია, ეს გამომშვიდობებას გავდა, უნდოდა რომ დამახსოვრენოდა, სანდრო დამახსოვრებოდა და ის გრძნობა რაც მის შეხებას მოყვებოდა.. დილის ექვს საათზე გაეღვიძა, სანდროზე აკრულს ეძინა, ფრთხილად მოეფერა თითებით სახეზე, ოდნავ წამოიწია და თითებით განვლილი გზა ახლა ტუჩებით გაიარა, მიხვდა ღრმად ეძინა, სწრაფად წამოდგა, ტანსაცმელი ჩაიცვა, სიგარეტი, საფულე და გასაღები აიღო და საკუტარი სახლიდან გაიპარა, ვის გაექცა საინტერესოა, სანდროს თუ საკუტარ თავს / იქნებ ორივეს ერთად, გონება გათიშა აღარაფერზე უნდოდა ფიქრი, მთაწმინდაზე ავიდა, მანქანა გააჩერა და გადმოვიდა, ასფალტზე დაჯდა მანქანას მიეყრდნო და სიგარეტს გაუკიდა, სამყარო გააჩეერა, მისთვის გააჩერა, ფიქებისგან თავისდასაღწებვად,რაც სანდრომ უთხრა რომ არ უხდებოდა აღარ მოუწევია, ალბათ გაუბრაზდებოდა მაგრამ მას ყველაზე ნაკლები უფლება ჰქონდა ვინმეზე გაბრაზების, მითუმეტეს მარიამზე.. 12 საათზე გამვლელების მზერამ, ტელეფონმა და სიცხემ შეაწუხა და წამოდგა, ბარში რომ არ მივიდოდა იცოდა, არც სახლი უნდოდა, ცოტახნით უნდა წასულიყო, ყველაფერი იყიდა რაც რამდენიმე დღე დაჭირდებოდა და ქალაქი დატოვა მთელი დღე ურეკავდა ნია, სანდრომ მხოლოდ ერთხელ დაურეკა, იგნორის მერე კი აღარც უცდია , ნიაკოს საღამოს დაურეკა, კეტეგორიულად მოსთხოვა დღესვე გაეწყვიტა კონტრაქტი და პირასამტეხლოს ფული გადაერიცხა თუნდაც ყვეალ ფილიალის გაყიდვა დაჭირვებოდა, მეორე დღეს დაურეკა ნიამ და უთხრა რომ ბედნი უარს ამბობდა ფულზე, რომ უბრალოდ გაწყვიტეს კონტრაქტი და წავიდნენ,სანდრომ კი მისი სახლის გასაღები დაუტოვა, რამდენიმე დღე არ ეყო ვერაფრით გადახარშა მისი მდგომარეობა და რამდენიმე დღეს რამდენიმე კვირა დაამტა, საბოლოდ კი თბილისსში ერთ თვეში დაბრუნდა. ............................................................ არყის ბოთლით და სიაგრეტით იჯდა მარიამის ქუჩის ბორდიულზე, ზოამზე მეტად ჰქონდა გამჯდარი ალოკოჰოლი, იცპდა მარიამი ჯერ არ დაბრუნდებოდა და ამიტომ აზრი არ ჰქონდა მასთან მისვლას, თუმცა არც მისი დაბრუნების მერე ექნებოდა აზრი, მერამდენედ გაანადგურა ამ ქალმს, მერამდენედ დაუნგრია ყველაფერი, მარიამი.. სიგიჟემდე მოუნდა მისი სურნელის შეგრძნება, მისი კანის .. მარიამის შეგრძნება მოუნდა სიგიჟემდე, ბოლომდე ჩაცალა არყის ბოთლი და სიაგრეტის ღრმა ნაფაზიც დაამატა, კუჭი აეწვა, მუცელიც, ეს ერთი კვირა მართლა მეტისმეტი მოუვიდა ამას გრძნობდა მაგრამ ფეხებზე ეკიდა, ისედაც ყვეალფერი ცუდად იყო, დიდი ამბავი ჯანმრთელობაც თუ ცუდად ექნებოდა.. სწრაფად ჩამოხტა ბორდიულიდან და ქუჩას დაუყვა, პირველივე კლუბში შევიდა და ბარმენს ორმაგი ვისკი მოსთხოვა, ისედაც მთვრალი ეჭვით აათვალიერა ბარმენმა და სასმელი დაუდო, უცერემონიოდ გამოცალა და მეორე მოითხოვა,სიაგრეტი ეძება ცოტახანს მაგრამ ვერ იპოვა, ალბათ ტაქსში დარჩა.. რა აზრი აქვს.. - სიგარეტი გააქვს ?- კითხა ბარმენს. - აიღე- თავისი სიგარეტი დაუდო და ისევ აათვალიერა- ასე რა გაგიჭირდა ? - შენ ვერ გაიგებ.. - ქალის ამბავია? - ერთიც დამისხი- დაცლილი ჭიქა წინ დაუდო და ბარს დაეყრდნო. თავ ხელებში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა. ნაცნობი ხელები იგრძნო როგორ ჩასრიალდნენ კისრიდან მუცამდე, სიბრაზე, გულისრევა, ჟინი ყველაფერი ერთად მოაწვა თავი აწია და საშუალო სიგრძის შავ, გამოყვანილ კაბაში გამოწყობილ ქეთის მოავლო თვალი, ტრადიციულად ზომიერი მაკიაჟით და მთალი მისი სარმით იღიმოდა, პირველად რომ ხედავდეს ისევ საოცრად დახვეწილ და ღირსეულ ქალს დაინახავდა მასში მაგრამ ახლა... მთვრალი მზერა შეავლო მის სხეულს და გავსებული ჭიქა გამოცალა.. - სან ძალიან მთვრალი ხარ, სუფთა ჰაერზე გავიდეთ- ტუჩები ოდნავ შეახო ყურზე და მტელი ტანით აეკრო. - გავიდეთ- ხელი მოხვია და გარეთ გავსლის მაგივრად ქალებსი ტვალეტისკენ წაიყვანა. - აქ რა გვინდა სანდრო- კარების გადაკეტვის მერე იკითხა ქეთიმ... - როგორც ყოველთვის- გაუღიმა და მიუახლოვდა..სწრაფდ შემოსვა სარკეს წინ და მარჯვენა ხელი ყელიდან მკერდამდე დაუსვა მარცხენა კი კაბის ქვეშ შეუცურა და ოდნავ მოუჭირა, ქეთის უკვე სახე აერია , ნელა გადაუწია კაბის სახელო და მისკენ დაიხარა, უკევ ტუჩებთან მისულმა კი ყელზე ნაზად აასრიალა ხელი და მთელი ძალით წაუჭირა, გონზე მოსვლა ვერ მოაერხა ქეთიმ სანდროს უკვე დაბლა ჩამოესვა და კედელზე ყავდა აკრული; - მე გაგაფრთხილე აღარ გამოჩენილიყავი, ჩვეულებრივი ქუჩის ბო## ხარ ქეთევან, თუ გგონია რომ როდესმე კიდევ შესძლებ ჩემს აყოლიებას ძალიან ცდები, იმდენად მეზიზღება შენი სხეული რომ ერთი კვირის მთვრალსაც შემიძლია მისი მოცილება, გაიგე და დაიმახსოვრე რომ ერთადერთი გრძნობა რასაც ჩემში იწვევ გულისრევაა გასაგებია?- უფრო მაგრად მოუჭირა ხელი სანდრომ და კედელზე მსუბუქად მიახეთქა- თქვი გავიგე.. - სანდრო..-ძლივს ამოიხრიალა და მის ხელს ჩაეჭიდა. - თქვი გავიგე- კიდევ მოუჭირა ხელი უფრო მაგრად მიახეთქა კედელზე. -გამიშვი.. -თქვი- იყვირა და ამჯერად მთელი ძალით მიახეთქა . - გავიგე, გასაგებია გამიშვ- ძლივს ამოილაპარაკა და ხელზე დაეჯაჯგურა.. - მშვენიერია- ხელი შეუშვა სანდრომ და გაუღიმა, ქეთიმ ცონასწორობა ვერ შეინარჩუნა და კედელთან ჩაიკეცა- კარგი დროის გატარებას გისურვებ..- ისევ გაუღიმა და იქაურობა დატოვა.. ................................................ კიდევ კარგ წინა დღეს დამლაგებელთან დარეკა და სახლი დაახვედრა სუფთად, ყველაზე მეტად მტვერი ეზიზღებოდა, სახლში სწრაფად მიირბინა, გამოიცვალა და ბარში მივიდა, სანდროს ადგილზე სხვა მომღერალის დანახვამ გული შეუტოკა მაგრამ რას იზავდა, თვალი სწრაფად აარიდა და ია მოძებნა, გოგონა კოტესგვერდით იდგა და რაღაცაზე ისე ტკბილად ელაპარაკებოდა მარიამს გეღიმა, მშვენიერი წყვილია,იაკო კარგი გოგოა, კოტეც საყვარელი ბიჭია.. - გამარჯობა ქალბატონო მარიამ- სწრაფდ დასერიოზულდა იაკო. - გამარჯობა, როგორ ხართ ?- ორივე მოიკითხა ღიმილით მარიამმა. - კარგად მარიამ შენ?-კოტემ გასცა პასუხი . - მადლობა კარგად, იაკო ამ თვის ხარჯაღრიცხვა შემომიტანე და ყავა გთხოვ, მერე კი შეგიძლია წახვიდე და გაისეირნო შენს კავალერთან ერთად,დარწმუნებული ვარ ეს ერთი თვე არ გეცალა.. - არა ქალბატონო მარიამ რას ბრძანებთ.. - მადლობა მარიამ- გააწყვეტინა კოტემ- რა აარ, დღეში ნახევარი საათიც ვერ მნახულობდი- კოპებშეკრული გაუბრაზდა და მარიამს თვალი ჩაუკრა. - უფრო ცუდად ყოფილა საქმე მაშინ რამდენიმე დღე გათავისფლებული ხარ იაკო, ოღონდ ორსაბათს სამსახურში უნდა იყო.. - რას ბრძანებთ- სწრაფად დაიწყო და ამჯერადაც კოტემ შეაწყვეტინა. - კიდევ მადლობა მარიამ.. - არაფერს- გავუღიმე და კაბინეტში შებედი.. იაკომ საბუტები და ყავა მომიტანა, ვიცოდი მძიმე სამუსაო მელოდა მაგრამ სახლში ყოფნას ეს მერჩივნა.. თერთმეტი იყო ბარი რომ დავტოვე, სახლში არ მინდოდა ამიტომ მაღაზიაში შევიარე, ლუდი და სიაგრეტი ვიყიდე და ისევ მთაწმინდაზე ავედი.. ენატრებოდა, ყველაზე მეტად ენატრებოდა და სჭირდებოდა ახლა სანდრო, ლუდის კიდევ ერთი ქილა და მიხვდა რომ არ ღირდა მეტის დალევა, სიგარეტიც მოისროლა და იგივე პოზაში მჯდარმა როგრც ერთი თვის წინ იჯდა თვალები დახუჭა, ახლა მოკვდებოდა? ალბათ მოკვდებოდა რომ შეეძლოს, ამდენი იწვალა ცხოვრებაში, ამდენი გადაიტანა რომ ამ ყველაფრისთვის მიეღწია და რა, ახლა ყველაზე მეტად გრძნობს რომ მარტოა, უყველაფროდ,რომ არაფერი გააჩნია, დედა რომ ყავდეს, ისევ რომ შეეძოს მასთან ჩახუტება მოუყვებოდა, სანდროზეც მოუყვებოდა, მის ტკიილზეც, ახლა ალბათ მაგრად მოსცხებდა ამ მდგომარეობის გამო, რა სიგარეტი და რა სასმელი, გაეღიმა იმის წარმოდგენაზე როგორ დაუქაცავდა თვალებს დედა, მარტო იყო, ღმერთო როგრი მარტო .. არავინ გააჩნდა ვინც მასზე, იზრუნებდა, ცუდისკეთებას დაუშლიდა და კარგს ასწავლიდა, ახლა, ამწამს რომ მომკვდარიყო არავინ მოიკითხავდა ალბათ დღეების მანძილზე, არავის დააკლდებოდა, ნელნელა იწყო სვალ მარჯვენა თვალიდან ცრემლმა და ლოყაზე ჩამოუგორდა, იგრძნო როგორ დაიკავა მის გვერდით ადგილი ნაცნობი და საყვარელი სურნელის პატრონმა, თვალები უფრო მეტად დააჭირა ერთმანეთს და ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა... -გაცივდები- დაიჩურჩულა მონტრებულმა ხმამ. - არაუშავს.. - მარიამ დალიე? - ხო სანდრო.. არაფერი უპასუხია, ფრთხილად გადაიხარა და სასმელი და სიარეტი ააცალა, ერთი ღერი თვითონ ჩაიდო პირში, დანარჩენი კი დაჭმუჭნა და პარკში ცაყარა ლუდდთან ერთად. - წავედით მარიამ- ფეხზე წამოდგა და მარიამიც ააყენა. - თვითონ წავალ- ხელი გააშვებინა და მანქანისკენ დაიძრა.. - სად წახვალ- გაუღიმა სანდრომ და კარებზე ხელი დაუდო რომ არ გაეღო. - სადმე...- დაიჩურჩულა კოებშეკულმა. - მე არ წამიყვან მარიამ ? - არა.. - რატომ? დიდი ვარ ?- ნაყინის არ მიცემის მიზეზი გაახსენა ღიმილით სანდრომ.. - ხო- მარიამსა გაეღიმა და თვაებით ნაყინს დაუწყო ძებნა. - უკვე ყველა წასულია- მიუხვდა სანდრო. - ალბათ გვიანია.. - ძალიან გვიანია... - აქ რატომ მოხვედი ? - გეძებდი.. - როგორ მიპოვე? - საიდუმლოა.. - სანდრო.. - ხო.. - არ გამიშვებ ? - ვერ გაგიშვებ.. - რატომ? - მიყვარხარ .. - ასე ძალიან ? - საკამოზე მეტად.. - მეც მიყვარხარ, საკაოზე მეტად..-ამოიჩურჩულა და ახედა. - მოდი ჩემთან- სწრაფად მიიხუტა და აკოცა.. ელოდა, იცოდა, ზუსტად იცოდა მარიამი დაბრუნდებოდა, არ შეიძლენოდა არ დაბრუნებულიყო, სიყვარული ხომ ყოველთვის პოულობს გამოსავალს, ვისთვის როგორ და ვის როგორ მაგრამ სიყვარული პოულობს გამოსავალს, მაგრამ ჯერ არჩევანს აკეთებს მოკვდეს თუ გადარჩენს, თუ გადარჩენას ამჯობინებს იბრძვის, ზოგჯერ მთელი ცხოვრება ჭირდებო ამ ბრძოლას, 20, 30ან უფრო მეტი წელიც მაგრამ იმარჯვებს, ადამიანებს უბრალოდ ამ წლების და ბრძოლის გადატანა გვევალება მაგრამ ყველა ვერ უძლებს, ტკივილსაც გააჩნია საზღვრები, ყველაფერს ვერ ავიტანთ ამიტომ სიკვდილი გვიღჩევნია, სიყვარულის სიკვდილი გვირჩევნია ბრძოლას, რა სილაჩრეა არა ? მე! მე ყველაზე ლაჩარი ავტორი გამოვდივარ მაგრამ არაფერს ვნანობ, კიდევ ვიმეორებ საზღვრები აქვს ყველაფერს, ყველაფერს სიყვარულსაც კი, სიცრუა თუ გიმტკიცებენ რომ სიყვარული უსაზღვროა, არა ასე არაა დამიჯერეთ მასაც აქვს საზღვრები ფართო მაგრამ მაინც საზღვრები, მე ყველაზე უკანსაკნელი ვარ ვინც რჩევას მოგცემთ მაგრამ მაინც... ნუ გადასცდებით საზღვრებს, ნურც სიყვარულში, ნურც ტკივილში და ნურც სიძულვილში.. არაფერი ზედმეტი! დასასრული.. ვიცი არ ელოდით ამ ისტორიის დასრულებას მაგრამ არ მინდა ზედმეტი თავებით მისი გაფუჭება, უაზრო ინტიგებუ და ათასი სისულელე მოდი აქ მაინც ვიყოთ მშვიდად და ბედნიერად, ინტრგები რეალობაშიც გვეყოფა... ახალი ისტორია მზად მაქვს, ნუ მონახაზი მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები თორმეტის მერე დავდო უკვე.. მადლობა რომ კითხულობდით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.