შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა მაღალ ქუსლებზე –7– (დასასრული)


1-03-2016, 20:41
ავტორი sopiko
ნანახია 3 443

[თავი 7]
–მაღალი ქუსლები ამიფრიალე...–ხმა უკრთება მას...
როცა ტრუსების ამარა ქალბატონი, ყორნისფერი თმით, მთრთოლვარე სხეულით გვერდით გიწევს და რაც შეიძლება გეხვევა და გეტმასნება, საოცარი ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ არ დაიხარო და მის ტუჩები არ დააგემოვნო...
ამდენადაც ვერ იყო ''ნავარჯიშები'' გავაშელი... ამდენადაც არ შეეძლო თავის შეკავება... ახლა ვეღარ გავიდოდა საკუთარი ოთახიდან და აქ ვერ მიმატოვებდა...
მაშინ, როცა ასე მეშინოდა... მაშინ, როცა ასე მინდოდა მასთან...
მაშინ, როცა მისი ტუჩების შეხებას ველოდი...
მეხება კიდეც! კარგი პროფესიონალივით, თუმცა შეიძლება არის კიდეც, მიკოცნის ჯერ ზედა, შემდეგ ქვედა ბაგეს და ჩემს ბეჭებზე ხელებს დააცურებს...
ნატიფი თითები თოითოეულ ნაკვთს იმახსოვრებენ...
მოდუნებული, მისუსტებული ქალი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პატარა ფისოსავით კნავის, მე ვარ, მაგრამ სრულიად შეცვლილი. ჩემს სულში ყველაფერია ახუვლებული... გრძნობები, ლტოლვა, წნევა... გული პატარა, უმწეო ბეღურასავით მიფეთქავს.
ჩემს ტუჩებს წყურვილის მოკვლის შემდეგ სწყდება, გვერდიდან მხვევს ხელებს და თვალებს ხუჭავს. მეც მას ვბაძავ და კომფორტულად ვთავსდები დამიანეს გვერდით.
მართლაც! ასე მშვიდად და თავისუფლად არასდროს ვყოფილვარ!
–დაიძინე, წრუწუნა!–თავზე მკოცნის მამაკაცი და უფრო ძლიერ მიკრავს გულზე.
...შუაღამისას ზეწრის შრიალი მაღვიძებს. დამიანეს ჩურჩული იავნანასავით ჩამესმის.
–და მაინც რა ტკბილი ხარ...

მეორე დღეს ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა. ოდნავი სიწითლეც კი არ მირბენს ლოყებზე მის დანახვისას. არც ის არ გამოხატავს დიდად ემოციებს, თუმცა წინანდელივით აღარ მკბენს და თუ რაღაც არ დასჭირდა, არ მელაპარაკება.
–რამე მოხდა თქვენ შორის?–დაეჭვებული მეკითხება თათია.
ისე, ყველაფერი ხომ არ მესიზმრა?! იქნებ სულაც არ გააჩნია ის ''რაღაც'' ჩემს მიმართ, რაც გუშინ დავინახე?!
საღამოს ექვს საათზე იმ კომპანიაში გვიბარებენ, სადაც ჩვენი კულინარიული ცოდნა–განათლება კოქტეილის და ტორტის გაკეთებაში უნდა გამოვიყენოთ. რეცეპტები ზეპირად ვიცით და კომპანიაში მივდივართ.
ყველა ინგრედიენტი სამზარეულოშია. ცალ–ცალკე კუთხეს გვიყოფენ და მარტო გვტოვებენ.
ვტრიალებთ... ვტრიალებთ... ვტრიალებთ... შუბლზე თავსაფარი გვიკეთია, წელზე წინსაფარი. ხან ერთ კარადას ვაღებთ, ხან მეორეს. გაზს ხან ვრთავთ, ხან გამოსართავად ვატრიალებთ ღილაკს. როგორც იქნა ტორტის გაკეთებას ვამთავრებ და კოქტეილის მზადებას ვიწყებ.
დაქანცულს ინგრედიენტები ერთმანეთში მერევა და გაკეთებულ საქმეს გონებაში ვერ ვაანალიზებ. დაღლილობა დამიანეს სულაც არ ეტყობა. შესაშური აუღელვებლობით ურევს კოვზს ნარინჯისფერ ნარევში და ცალი ხელით საყინულეს აღებს.
არა, ნამდვილად ის მომიგებს! გამარჯვებისთვის უსამართლობას უნდა მივმართო...
შოკოლადის მომზადებაში გართული ჩემს მოქმედებას ვერ ამჩნევს. ცხელ ბისკვიტში ცერა თითს ვარჭობ და ზედაპირი მაშინვე იფუშება.
სამაგიეროს გიხდი, დამიანე!
არადა წუხელ რა თბილი და მოსიყვარულე იყო...
აი, კოქტეილის გაკეთებასაც ვასრულებ და დროც იწურება! სამზარეულოში აქციის წარმომადგენლები შემოდიან თათიასა და გუგას თანმხლებით.
–რა ქენით, აბა?–ქართულად გვეკითხება თათია.
ორივეს ღიმილი გვაკერია პირზე.
შარვალ–კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი უკვე გამორთული გაზქურის კარს აღებს და განადგურებულ ტორტს აწყდება.
–ეს...–დამიანე წინადადებას ვეღარ აბოლოვებს, ვითარებას რომ წვდება.
თავისი მზერით მიწასთან მასწორებს და ჩემს მოკვლას, მოხრჩობას გეგმავს... ალერსით,
ნუ, მე ასე ვფიქრობ!
–აი, გასინჯეთ!–ვამბობ ქართულად, თათია კი მამაკაცს უთარგმნის.
ეს უკანასკნელი კოქტეილს იღებს და რამდენიმე ყლუპს სვამს. სახე წამში ეღრიჯება და კოქტეილს წყლის ნიჟარაში ასხამს. მერე რაღაცას თუ ვიღაცას ბუტბუტით კიცხავს.
–რაო?–დამფრთხალი ვეკითხები გუგას.
–ლიქიორი ტორტს უნდოდა, ამას კი არა! თან რამდენი გიქნია...–მტუქსავს თათია.
ო, ღმერთო, ცუდი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო, ხომ არის ნათქვამი?! ამიხდა თუ არა?!
***
შემდეგი რამდენიმე წუთი საკუთარი თავის წყევლას ვუნდები. კომპანიის უფროსს ჩემი ტორტი მოსწონს და დამიანეს კოქტეილი. ჩვენ ერთმანეთის წინ ვდგავართ და თვალებით ბურღვაში გამარჯვებულის გამოვლენას ვცდილობთ. მის გამოა, რომ მე ლიქიორი და კაკაოშერეული წყალი ერთმანეთში ამერია. ორივეს თანაბარი ქულები რომ დაგვეწერა?! თანაც ეს ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა იყო. წინა დღეებში პატარ–პატარა თეორიული ლექციები და პრაქტიკები გვიტარდებოდა. არა, კოქტეილი და ტორტი ერთია?! მე ხომ უფრო მეტი წვალება დამჭირდა... მაგრამ დამიანესაც! უბრალოდ მე მისი შრომა არ დავაფასე და ორივეს საქმე წავახდინე.
აქციის ''დამბადებელი'' ღიმილით აკეთებს განცხადებას. დაახლოებით ვხვდები, რომ კონკურსი დასრულდა და ახლა გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ.
ან მე, ან დამიანე!
წარმომიდგენია, რა რთულია არჩევანის გაკეთება მზესავით გოგოსა და მთვარესავით ბიჭს შორის!
მამაკაცი სიტყვას ასრულებს და თათიაც გაბადრული გვითარგმნის მის ნათქვამს.
–ბატონ ხერხეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირდა, თუმცა ახლა თავისი არჩევანით სრულიად კმაყოფილია. მას არ აურჩევია ბელა, არ აურჩევია დამიანე... მან ორივე აირჩია, რადგან ისინი ერთმანეთის გარეშე დიდ ვერაფრად მიაჩნია. თქვენ თანამშრიომლობა მოგიწევთ, ერთად გახსნით ესპანეთში კაფეს და მას ერთად უხელმძღვანელებთ! გილოცავთ!
ამ სიტყვებს გაფუჭებული რადიოსავით იმეორებს ალტერეგო.
ჩემი კივილის ხმა მესმის! აღფთოვანებული შეძახილი! ერთი ნახტომით დამიანესთან ვრჩები და გიჟივით ვეხუტები. რას ვაკეთებ და რატომ, აღარ ვიცი...
–რომც მოინდომო, ვეღარ დამეხსნები...–ვჩურჩულებ მხოლოდ მის გასაგონად და ფეხებს ჰაერში ვაქნევ.
–მონდომება რომ მნდომებოდა, დღეს აქ არ ვიქნებოდი!–ჯიქურ მეპასუხება მამაკაცი და... სტოპ! ეს გამოწვევაა ხომ? წინაამღდეგი არც მე ვარ!

ალბათ უკვე ხვდებით თუ როგორ იმართება ჩვენი ცხოვრება...
მე და დამიანე კომპანიონები ვხდებით, ეს კი უამრავ ფაქტორს განსაზღვრავს!
სანამ კაფეს ჩვენს ჭკუაზე არ ვარემონტებთ, ისე საქართველოში არ ვბრუნდებით... არაფერი არ გვემთხვევა... არც გემოვნება, არც საყვარელი ფერები, არც მომავლის სახვა...
ის თავისთვის უბერავს! მე ჩემთვის! ქარი კი სათვალავში ჩასაგდები აღარაა...
ყოველი დღე ჩვენი ''შეცდომებით'' მთავრდება, რადგან ის, რაც თავიდანვე არსებობდა, მტკიცდება და მტკიცდება... ის სამზარეულოშია? მეც სამზარეულოში ვარ. მე ბართან ვზივარ და ვსვამ? ისიც ბართან ზის და სვამს. ხო, არც ისაა ფსიქოპატი და არც მე_თაია, მაგრამ ჩვენ რომ ერთმანეთს ვერ ვშორდებით, ეს ხომ ფაქტია! მთლად შეხმატკბილებულები ვერ ვართ, მაგრამ ყველა ერთნაირად ხომ არ იქნება?!
ეს ისეთი გრძნობაა, რომ მომავალზე არ ვფიქრობთ... არც მე და არც დამიანე! ჩემი ერთი ღიმილი მას აბედნიერებს, მისი მე... და საერთოდ! ჩვენი ერთიმეორეზე ფიქრები ისეა გადაგრეხილი, რომ ჯაჭვურ სისტემას ქმნის. ამ სისტემის მეორე და უმთავრეს სახელს არ ვუღრმავდები... ყველაფერს წოდება ხომ არ უნდა მივანიჭოთ?! არსებობენ ისეთებიც და ასეთებიც! ჩვენ ''ასეთებს'' მივეკუთვნებით.
ბრძოლა ბრძოლაა! გინდ მაღალ ქუსლებზე იდგე, გინდ ვერ იტანდე შენს მოწინაამღდეგეს და გინდ გიყვარდეს!
ეს დამიანესაც ვუთხარი!
პირველად მივიღე მისგან მისაღები პასუხი, პირველად გამახარა მისმა წამოსროლილმა სიტყვებმა...
მისი აზრით ჩვენ მესამე კატეგორიას ვაკმაყოფილებთ!
სიყვარული არ გვაძლევს ხანჯლის დადების და ბრძოლის შეწყვეტის უფლებას! ეს სასიამოვნო ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მაკედონელი არ მოგვცემს უკან დახევის ნებას!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, ტკბილებო და უტკბილესებო!
არ ვიცი... მართლა უსინდისობა იქნებოდა, კიდევ რომ დამეგვიანა და აი, დასასრული თქვენს წინაშეა...
თქვენს შეფასებას ელოდებიან ჩემი ისტორია, პერსონაჟები, თვით ის პრანჭიკელა ქალიც და რაც მთავარია მ ე!
თქვენი მხარდამჭერა რამხელა ღერძია და ბოძია, არ იცით... პირადად ჩემთვის უდიდეს სტიმულს წარმოადგენს თითოეული კომენტარი და თუნდაც კრიტიკა...
ყველანი განურჩევლად მიყვარხართ! ყველას, როგორც მკითხველს ერთი, განუყოფელი ადგილი გიკავიათ ჩემს გულში... ჩემს უძვირფასეს თედ'უნიას, რაფაელო გოგოს_ბიბოს, ბიჭს, რომელიც მემუქრებოდა_ბლექს, უერთგულეს ხატიას, ჩემს ახალ სტუმრებს_მიმიმოს და გვანცუნიას, მუდმივ მკითხველს_ლანაჩკას და სულ რომ აღფრთოვანებულია და სიტყვებს ვეღარ ალაგებს, იმ ეპიქლოვეს... ხო, აქ და არ უნდა ჩამესვა, რადგან კიდევ ძალიან ბევრი ხართ და ყველას დიდი, დიდი მადლობა!
დროებით გემშვიდობებით! თქვენი სოფო!



კარგაი მომეწონა სხვანაირი დასასრული არც იქნებოდა კარგი უბრალოდ თაიაზე რომ გაგემახვილებინა ყურადღება ცოტა კარგი იქნებოდა მომეწონა
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ისტორია ხო კანფეტი იყო. ჩვენი დამი და ბელა კი შოკოლადი.
მთლიანობაში მაგარი გამოვიდა თბილი და ღუნღულა :დ
და შენ რავი უსაყვარლესი და ნიჭიერი ხარ❤

 


№3  offline წევრი mimimimo

არაფერი არ გვემთხვევა - არასწორია, როდესაც უარყოფაა, იქ უარყოფითი ნაწილაკი აღარ სჭირდება.. belay
დასასრული მომეწონა..
მე'ც ძალიან მაინტერესებ(ს)და ვინ იყო ეს თაია..
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით!
გელი გელი მოგელი..
სიყვარულით მიმიმიმო feel

 


№4  offline წევრი შამხათი

გავერთე ძალიან, კარგი იყო, უბრალოდ მომეჩვენა, რომ მალე დაამთავრე.

 


№5  offline წევრი teddy))

Dzalian, dzalian momewonaa! Damtavrebac dzalian kargi iyo da kargi iqneba amati meoree nawili :* miyvars sheni istoriebi da da ratqmaunda shenc :* :D <3

 


№6 სტუმარი Black

Chemi tbili da tkbili sopiko..miyvarxar dzalian<3..sheni istoriebis ertguli var..erti mwerali am saitze ase shensavit ar amomichemebia imitom rom misi 1 istoria tu momwonda me2 agar momwonda shen ki ubralod sheudarebeli xar;) velodebi shens axal da sasiamovno istorias

 


№7  offline ადმინი ano23

zogadad sheni istoriebi rom momwons bevrjer mitqvams ^_^ es istoriac dzalian momewona, upro da upro ixvecebi werashi. warmatebebi :-* male velodebi axal gemriel da shenebur saxaliso istorias^_^

 


№8  offline მოდერი sopiko

lann❤
კარგაი მომეწონა სხვანაირი დასასრული არც იქნებოდა კარგი უბრალოდ თაიაზე რომ გაგემახვილებინა ყურადღება ცოტა კარგი იქნებოდა მომეწონა

გმადლობ, ლანა! მეორე ნაწილის დაწერას ვგეგმავ და ყველაფერი იქნება... თაიაც, პავლეც და ივანეც lol
gvanciko_gvancunia
ისტორია ხო კანფეტი იყო. ჩვენი დამი და ბელა კი შოკოლადი.
მთლიანობაში მაგარი გამოვიდა თბილი და ღუნღულა :დ
და შენ რავი უსაყვარლესი და ნიჭიერი ხარ❤

გვანცუნია, დიდი მადლობა love
mimimimo
არაფერი არ გვემთხვევა - არასწორია, როდესაც უარყოფაა, იქ უარყოფითი ნაწილაკი აღარ სჭირდება.. belay
დასასრული მომეწონა..
მე'ც ძალიან მაინტერესებ(ს)და ვინ იყო ეს თაია..
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით!
გელი გელი მოგელი..
სიყვარულით მიმიმიმო feel

ხო, ეგ გამომრჩა ალბათ... დიდი მადლობა, მიმიმო love თაიაზე აუცილებლად დაგიკმაყოფილებ ცნობისმოყვარეობას მეორე ნაწილში.
შამხათი
გავერთე ძალიან, კარგი იყო, უბრალოდ მომეჩვენა, რომ მალე დაამთავრე.

გმადლობ! request მეორე ნაწილი აუცილებლად იქნება!
teddy))
Dzalian, dzalian momewonaa! Damtavrebac dzalian kargi iyo da kargi iqneba amati meoree nawili :* miyvars sheni istoriebi da da ratqmaunda shenc :* :D <3

მეც მიყვარხაარ love ხო, მეორე ნაწილის წერას მალე დავიწყებ...
Black
Chemi tbili da tkbili sopiko..miyvarxar dzalian<3..sheni istoriebis ertguli var..erti mwerali am saitze ase shensavit ar amomichemebia imitom rom misi 1 istoria tu momwonda me2 agar momwonda shen ki ubralod sheudarebeli xar;) velodebi shens axal da sasiamovno istorias

დიდი მადლობა, ჩემო მუდმივო მკითხველო! request
ano23
zogadad sheni istoriebi rom momwons bevrjer mitqvams ^_^ es istoriac dzalian momewona, upro da upro ixvecebi werashi. warmatebebi :-* male velodebi axal gemriel da shenebur saxaliso istorias^_^

ანო, ანუკი, ანანო love დიდი მადლობა! შემდეგი არამგონია ისევ და ისევ სახალისო იყოს... გადახვევის მოხდენას ვაპირებ.

 


№9  offline მოდერი Eleniko13

ჰიჰ, ეს ახლა წავიკითხე უკვე.
კარგია, უბრალოდ არ მომწონს ეს ფეხსაცმელი :3
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent