შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემა (მეორე თავი)


1-03-2016, 21:11
ავტორი Callie
ნანახია 1 858

-სად მივდივართ?-იკითხა პატარა წითურმა და უფროს დას შეხედა.
-და შენ სად გინდა რომ წავიდეთ?-კითხა ემამ და დას ნაყინით დასვრილი ტუჩები გაუწმინდა.
-სახში-თქვა გოგონამ და ამას ხელი ჩაკიდა
-რატო?-იკითხა ნინიმ და ანასტასიას შეხედა. გოგონას უყვარდა გარეთ სიარული, მითუმეტეს თუ მასთან ერთად ნინი და ემა იქნებოდა. რადგან ყოველთვის მამასთან ერთად დადიოდა, ბაღიდან სახლში.
-მამასთან მინდა
-მაამ სახში არარის საღამომდე არც იქნება. რასფიქრობ, გინდა მოვაწყოთ გოგონების წვეულება? -იკითხა ემამ და მის დას ღიმილით შეხედა
-კი -ხტუნვა დაიწყო ანასტასია
-კარგი მაშინ წავიდეთ.-გოგონები სახლისკენ წავიდნენ ფეხით გრძელი გზა ელოდათ წინ ამიტომ ტაქსში ჩაჯდნენ, სანამ სახლამდე მივიდოდნენ ანასტასიას ჩაეძინა ამიტომ ემას მისი ატატებული ტარება მოუხდა. მაგრამ როგორც კი სახლში შევიდნენ ანასტასიამ მაშინვე გაახილა თვალები.
-მოვედით?-იკითხა გოგონამ და ემას მკლავებიდან გათავისუფლება სცადა.
-კი შე პატარა მაიმუნო მოვედით- უთხრა ნინიმ. გოგონებმა ცანთები იატაკზე დააწყვეს და დივანზე დაჯდნენ.
-აბა გოგონების წვეულებაო?-გაბუსხულმა იკითხა ანასტასიამ და თვალები აუწყლიანდა.
-იქნება გოგონების წვეულება-სწრაფად წამოდგა ემა.არ უყვარდა მისი დის ცრემლიანი თვალები, ყველაფერს გააკეთებდა ოღონს ანასტასიას ცრემლი არ დაენახა. პირველად ანასტასიამ 3 წლის ასაკში იტირა მაშინ როდესაც დედა ბოლოჯერ ნახა. ქალმა ოჯახი მიატოვა და ახალგაზრდა მასზე 5 წლით უნცროს ფეხბურთელს გაჰყვა ცოლად. მაშინემამ პირველად აიმაღლა დედის წინაშე ხმა და უთხრა რომ უკან აღარასოდეს დაბრუნებულიყო. ქალიც სწორედ ასე მოიქცა. 3 წელი გავიდა და ერთხელაც არ უნახავს არცერთი შვილი. მაგრამ ემამ მასზე ყველაფერი იცის. იცის სად ცხოვრობს რას საქმიანობს და ისიც იცის რომ ერთი შვილი ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობს. ემას არასდროს ნდომებია დედამისის შვილის გაცნობა.
ემა სამი წლის განმავლობაში ანასტასიას შვილივით უვლიდა. არაფერს აკლებდა. 16 წლის იყო მუშაობა რომ დაიწყო. ამ საკითხს ბატონი თეიმურაზი ემას მამა უარყოფითად შეხვდა, რადგან მათ არ უჭირდათ და ფულიც საკმარისად ჰქონდათ. მაგრამ ემა მუდამ მამის ხარჯზე ვერ იცხოვრებდა ადრე თუ გვიან მოუწევდა მუშაობის დაწყება. ამჯერად ის მაღაზიაში მუშაობს. დღის მეორე ნახევარში, როცა სკოლიდან ბრუნდება. გაკვეთილებსაც მაღაზიასი ამზადებს. ზამთარში სახლში ადრე მიდის. თუმცა ზაფხულში 12 საათამდე უწევს მუშაობა. ხელფასის ნახევარს ანასტასიას ახარჯავს. ნახევარს კი თავისთვის ინახავს.
-გაინძერი ნინი და მომეხმარე
-რაში?-თქვა ნინიმ გაოცებით
-რამე გამოვაცხოთ რომ ანასტასიასთვის გოგონების წვეულება გავმართოთ- ტქვა ემამ და ანასტასიას ლოყაზე აკოცა.
-კაი ერთი. მე რა უნდა გამოვაცხო?
-მოიფიქრე რამე და გამოაცხვე
-კაი ხო-წუწუნით შევიდა ნინი სამზარეულოში.
-აქ იყავი ტელევიზორი ჩართე და რამეს უყურე ახლავე დავბრუნდები-ემამ დას კიდევ ერთხელ აკოცა მეორე სართულზე აირბინა ტელეფონზე ნომერი აკრიბა და დაელოდა როდის უპასუხებდნენ
-გამარჯობათ ბატონო ნუგზარ.-თქვა ემამ და კარების სახელურს მაგრად ჩაეჭიდა
-გამარჯობა-მკვახედ უპასუხა კაცმა
-შეგიძლიათ დღეს რომ გამათავისუფლოთ?
-რატომ?
-ჩემი და.... ჩემ დას...-ემას მიზეზის მოფიქრება არც დფასცალდა. ბატონი ნუგზარისთვის რომ ეთქვა გოგონების წვეულებას ვაწყობტ და ამიტომ ვერ მოვალო აუცილებლად გამოაგდებდა.
-კარი. ხელფასზე აიისახება-ტქვა კაცმა და ყურმილი დაკიდა
-ხელფასზე აისახება-გაიმეორა ემამ და სახე დამანჭა.-დამპალი.-ტქვა და ქვემოთ მის დასთან დაბრუნდა
-აბა რასუყურებ?-ღიმილით უთხრა გოგონამ დას
-ტომი და ჯერის.
-აჰამ, მოდი მეც შენთან ერთად ვუყურბ-თქვა ემამ და დივანზე დის გვერდით დაჯდა
-ჰეი ქალბატონო ემა, თქვენ აპირებთ რომ მთელი დღე უქმად იჯდეთ ტომი და ჯერი უყუროთ და თქვენი ქვეშევრდომი სამზარეულოში გაამწესოთ?-გაბრაზებულად წარმოთქვა ნინიმ
-ასეც ვაპირებდი, თუმცა ვხედავ რომ ჩემს ქვეშევრდომს დიდი სიტყვა დაუზეპირებია, შრომას ვერ დავუკარგავ ამიტომ ვფიქრობ რამდენიმე წუთით მოგეხმარებით-ღიმილით წამოდგა ემა. ანასტასიას ცეცხლისფერ თმაზე ხელი ნაზად გადაუსვა და ნინისკენ წავიდა.
გოგონები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, მალე მათ ანასტასიაც შეუერთდა გოგონა წინ და უკან დადიოდა და ხან რას შეჭამდა ხან რას.
-პატარა გოჭო, ასე თუ გააგრძეელე ყველაფერს შეჭამ-დოინჯი დადგა ემა ანასტასიას წინ და გოგონას თვალებში შეხედა.ანასტასია ცოტახანს გაკვირვებული უყურებდა მერე რამდენიმე ორცხობილა აიღო და ღიმილით გაიქცა მისაღებ ოთახში.
-ნუგზარს ელაპარაკე?-იკიტხა მოულოდნელად ნინიმ
-ხო
-მერე?
-ვუთხარი რომ დღეს ვერ მივიდოდი, მანკიდე ხელფასიდან დამიქვითა.-კბილებში გამოცრა ემამ და ცომის მომზადება დაიწყო.
-ხომ შეგიძლია რომ სხვასთან იმუშავო?
-არა
-კარგი რა. არაფერი გაქვს მაგ კაცთან საერთო.
-ნინი სამსახურის შოვნა ადვილი არ არის. მითუმეტეს როცა 17 წლის არასრულწლოვანი ხარ.
-მამაშენი რას ამბობს?
-რაუნა თქვას?-გაიკვირვა ემამ.
-ასეთ ადამიანტან რომ გიწევს მუშაობა.
-კარგი რა შენც კარგად ციცი რომ მაამჩემი ტავიდანვე წინააღმდეგი იყო. ერთი წელია ამ კაცთან ვმუშაობ. სხვა რაგზა მაქ?
-ისრო მამაშენის სამსახურში დაიწყო მუშაობა.
-გაგიჟდი? მამაჩემი ისედაც სხვისთვის მუშაობს.
-კარგი რა. მამაშენი თბილისის რამდენიმე სასტუმროს მართავს.
-არა ნინი არ მართავს. სასტუმროებს ის მართავს ვისთვისაც ამმაჩემი მუშაობს. ტანაც რამდენიმეს კიარა მხოლოდ ერთს.
-რამნიშვნელობააქ.
-რამეს მოვიფიქრებ.
-რას?
-მაგალითად იმას რომ არაუშავს თუ რამდენიმე ლარით ნაკლებს ავიღებ
-ეგ კაცი შენზე ზეწოლას ახდენს.
-მაპატიეთ მომავალო უფლებათა დამცველო.
-კარგი მიპატიებია მომავალო იდიოტო.-გოგონებმა სიცილით გააგრძელეს სამზარეულოში ფუსფუსი მაგრამ რამდენიმე წუთში კარზე კაკუნიგაისმა.
-ელოდები ვინმეს?-იკითხა ნინიმ და სველი ხელები გაიმშრალა
-არა. არავიც.-ემამ კარი გააღო
-მამა-თქვა გოგონამ და გვერძე გაიწია რომ თქიმურაზი სახში შემოეშვა.-აბა გვიან მოვალო?
-დღეს ჩვენი უფროსის ქორწილია და მხოლოდ ისინი მუშაობენ ვინც უშუალოდ სასტუმროშია.
-ვა რამაგარია. შენი უფროსი ხო კაცია?
-ხო, ცოლი მოიყვანა- თქვა თეიმურაზმა და მისაღებში გავიდა-მამას სიხარული-ხელები პატარა ანასტასიასკენ გაიწვდინა. გოგონაცმისკენ გაექანა და მაგრად ჩაეხუტა.
-ჩემი ორი პრინცესა დღეს ისვენებს?-კაცმა ანასტასია ხელში აიყვანა და დივანზე დაჯდა.ამდროს ნინი სამზარეულოდან გამოვიდა.
-გამარჯობა თემო ძია.-თქვა ნინიმ და თეიმურაზისკენ წავიდა და კაცის გვერდით დაჯდა. თეიმურაზს ასე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიმართავდა. ემა ანასტასია ნინი და თეიმურაზის ცოლი ელენა. ნინი და ემა ბავშვობიდან ერთად იყვნენ. ამიტომ ტეიმურაზს ნინიც ისევე უყვარდა როგორც მისი ორი პრინცესა.
-მესამე პრინცესაც აქ ყოფილა.-თქვა თეიმურაზმა და ნინის შუბლზე აკოცა.-რატომ არის სამი პრინცესა მარტო სახში?
-ჩვენ ბიოლოგიის მასწს გათხოვება ეღირსა და გამოგვიშვეს სკოლიდან- სიცილით ტქვა ემამ და მამას გვერდით მიუჯდა.-რაო შენ რას ამბობდი უფროსმა ცოლი მოიყვანაო?
-ხო სხვათაშორის ისიც ბიოლოგიის მასწავლებელია.
-კაი არ გადამრიო-შეიცხადა ნინიმ და სიცილით მიეყრდნო დივანს.-მერე ტემოძია. თქვენ არ დაგპატიჟეს?
-აბა მე რა მინდა უფროსის ქორწილში? თანაც ბათუმში- ამის გაგონებაზე გოგონები გაოცდნენ.
-ბათუმში? გემზე?-იკითხა ნინიმ და ემას გახედა
-თქვენ საიდან იცით რომ ქორწილი გემზეა
-შემთხვევით თქვენს უფროსს ჩვენი უფროსი ხომ არ მოყავს ცოლად?-იკითხა ემამ და წამოდგა რათა მამისთვის საჭმელი გაეკეთებინა.
-და თქვენს უფროსს სერგო ხომ არ ქვია?-დაამატა ნინიმ და ემას დასახმარებლად წამოდგა
-როგორცჩანს დავნათესავდით-სიცილით თქვა კაცმა და პატარას შუბლზე აკოცა რომელიც გაოცებული უსმენდა დიალოგს.
-მაგარია.-თქვა ემამ და ნინიმ ერთდროულად და სამზარეულოსკენ წავიდნენ.
-მა ხო გშია?-კითხა ემამ მამას თუმცა მის პასუხსარ დალოდებია და სამზარეულოში საჭმლის გაკეთებას შეუდგა.
-თემო ძია გოგონების საღამოს შემოუერთდებით?- კითხა ნინიმ თეიმურაზს.
-არა- განაცხადა ანასტასიამ მკაცრად-ეს მხოლოდ გოგონების წვეულებაა-თქვა და ხელები ერთმანეთ გადააჭდო.
-ანასტასია-მკაცრად უყვირა ემამ- თუ მამას სურს რომ გოგონების წვეულებას შემოუერთდეს ასეც მოხდება.
-მაგრამ რათქმაუნდა ისევ გვექნება მუსიკა პოპკორნი ბევრი ნამცხვრები და კოლა-დაამატა ნინიმ
-კარგი- განაცხადა ანასტასიამ და მამას პასუხის მოლოდინში გახედა.
-დიდი ამდლობა პრინცესებო მაგრამ თქვენს ქვეშევრდომს ბევრი საქმე აქვს მირჩევნია სასტუმროში დავბრუნდე და ვნახო ყველაფერი რიგზეა თუ არა. მანამდე თუ შეიძლება პრინცესა ემას მომზადებულ საჭმელს შევჭამ.- კაცმა ანასტასიას შუბლზე აკოცა დივანზე დასვა თვითონ კი სამზარეულოსკენ წავიდა.
-უგემრიელესია- თქვა კაცმა როდესაც ემას გაკეთებული სალათის ჭამა დაასრულა.
-ცოტახანს თუ მოიცდი მალე ნამცხვარიც იქნება-თქვა ემამ
-არა წავალ-კაცი წამოდგა წყალი დაისხა დალია და ჭიქა მაგიდაზე დაგდა. მისაღებში გავიდა რამდნეიმე საჭირო ნივთი და ფული აიღო და კარებტან მივიდა
-ემა-დაუძახა ქალიშვილს სანამ სახლიდან გავიდოდა.
-გისმენ-სწრაფად მივიდა ემა მამასთან
-ბიძაშენთან უნდა წავიდე. ეკამ დამირეკა ცუდად არისო.
-რამოუვიდა?
-ხომიცი დათოს ამბავი. სულ სვამს.
-კარგი კარგი, მომიკითხე ბიძია. და ფრთხილად იყავი- გოგონამ მამას ლოყაზე აკოცა.
-ალბათ იქ დავრჩები ცოტახანი რასფიქრობ?
-კარგი როგორც შენთვის უკეთესი იქნება ისემოიქეცი მა.
-კარგი ანგელოზო. ფული მაგიდაზე დავტოვე, შეიძლება ორი დღით დავრჩე თუ დაგჭირდები აუცილებლად დამირეკე.
-კარგი მა-გოგონამ მამა გააცილა და კარები საიმედოდ ცაკეტა მერე მისაღებში გავიდა ფული საკმარისზე მეტი დაეტოვებინა ამამს. ჯიბეში ცაიდო და სამზარეულოში ნინისთან წავიდა.
-ორი დღით უნდა დარჩე მამაჩემი არ იქნება და.
-არჩევანის უფლება მაქვს?-კითხა ნინიმ მეგობარს.
-არა-ღიმილით უთხრა ემამ და წვეულებისთვის მზადება განაგრძეს.
გოგონების სარამოზე მუსიკა ენერგეტიკული იყო. სამივე ცეკვავდა, ემა და ნინი სიამოვნებით მიირთმევდნენ თავიანთ გამომცხვარ ორცხობილებს თუ ნამცხვრებს. ანასტასია კი კიდევ უფრო სიამოვნებით მიირთმევდა ამ უგემრიელეს სასუსნავს. 12 საათზე ანასტასიას ჩაეძინა და გოგონებმა ოთახში აიყვანეს. თვითონ კი რამდნეიმე ფილმს უყურეს და გამტენიისას ორივეს დივანზე დაეძინა.


---------------
დიდი მადლობა ვინც კითხულობთ,და მიხარია თუ მოგწონთ.
თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ მითხარით და აუცილებლად გავითვალისწინებ .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent