შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (37 თავი)


1-03-2016, 22:38
ავტორი murachashvili
ნანახია 2 997

ოცდამეჩვიდმეტე თავი

რაოდენ ჭკუა მხიარულებიც იყვნენ ჩვენი მეგობრები, ისე მხიარულად და თბილად მიჰყავდათ ქორწილი. იყო ლექსებად ნათქვამი სადღეგრძელოები, დედოფლისთვის ბიჭებისგან ანთებული ფიალებით მიძღვნილი „მუხამბაზი“. მეფე-დედოფლის ულამაზესი დაისი... არ იფიქროთ თითქოს მხოლოდ ქართული, ტრადიციული ელემენტებით იყო გაჯერებული საღამო. როგორ გეკადრებათ.
ყველაზე დიდი აჟიოტაჟით დარბაზი გოგონებისგან მოწყობილ კარაოკე - ტურს შეხვდა. მთელი მონდომებით მღეროდნენ ქალბატონები და ცდილობდნენ მამაკაცები დაეჯაბნათ ცეკვითა და სიმღერით. უზომოდ ბედნიერი და შეყვარებული წყვილის განწყობა გადამდები გახლდათ. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდნენ, სტუმრებს ეფერებოდნენ, მადლობას უხდიდნენ დაფასებისა და მათი სიხარულის გაზიარების გამო. ცეკვავდნენ, მღეროდნენ და საკუთარ ქორწილში ყველაზე მეტად თვითონვე ხალისობდნენ.
ნიკას მალევე მოწყინდა დაბღვერილი, ყველაფერზე იაზვა რეპლიკების მქონე ვიკას გართობა, რადგან მეფე-პატარძალი დიდად საკუთარ მაგიდასთან ჯდომით არ იწუხებდა თავს, მანაც მეგობრებთან ერთად გართობა ამჯობინა და მათ შეუერთდა. ალბათ არ ელოდა ვაჟისგან ასეთ საქციელს, ცოტა არ იყოს იხტიბარ გატეხილი, ნირ წამხდარი იყურებოდა ვიკა.
- გოგა, ყურადღება მიაქციეთ ვიკას, უხერხულია... - ჩუმად გადაულაპარაკა თეკლემ ძმას.
- თოთო ბავშვი ხომ არაა? ქორწილია, რა ყურადღების მიქცევა უნდა? ცოტას თუ გაიღიმება, იქნებ ვინმე მოატყუოს კიდეც... - ირონიულად გაიცინა ვაჟმა.
- საძაგელი ბიჭი ხარ... არაა, ლამაზი, თქვენ ერთობით, ის კი...
- ნეტა შენ, მეტი სადარდებელი რომ არ გაქვს, თათია არ ღელავს ასე!... - სიცილს არ წყვეტდა გოგა.
თუმცა, ალბათ მაინც შეაწუხა ნამუსმა, დის რჩევა გაითვალისწინა და ნიკას სთხოვა: - მოდი მეფე-დედოფალმა და მეჯვარეებმა ვიცეკვოთ!...
გოგას წინადადება აშკარად არ მოეწონა ნიკას: - თუ ძმა ხარ, მაგისი ნერვები არ მაქვს, ყოველი მეორე სიტყვა შხამი ამოსდის, მე თათიასთან ვიცეკვებ, მეჯვარე კი შენ გაართე... - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ნიკამ.
- კარგი, იყო შენებურად. ოღონდ მე და თათია დავიწყებთ, შემდეგ კი გავცვალოთ მეწყვილეები...
- კარგი, რადგან სხვა გზას არ მიტოვებ, ორი წუთით ავიტან უჟმურ ნათლიას... - ისევ ღლაბუცობდა ნიკა.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შეუკვეთეს ვალსი და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდნენ გოგონებს, თათია ბედნირი სახით, ცქრიალ - ცქრიალით გაჰყვა მეუღლეს, პეპელასავით ნაზა დაფარფატებდა ქალი. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდით ვიკაზე, ისეთი სახე ჰქონდა, იფიქრებდით, ცოტაც და ატირდებაო.
- ვიკა, რამე გაწუხებთ? - ინტერესით, ალბათ უფრო თავაზიანობის გამო შეეკითხა ნიკა.
- არა, უბრალოდ არ მიყვარს ქორწილები...
- მართლა? უცნაურია, არა და თქვენს მეგობრებზე იგივეს ვერ იტყვი!... - უცნობ გოგონებთან მხიარულად მოსაუბრე დათუნას და ალეკოს გახედა ნიკამ.
- ისინი ცხოვრებას ბევრად მარტივად აღიქვამენ...
- თქვენ რატომღა ამძიმებთ?! - ვაჟის ხმაში ფარული ირონია მაინც იგრძნო ვიკამ.
ვიდრე გოგონა პახუხს გასცემდა, გოგა და თათიაც მიუახლოვდნენ:
- თუ უფლებას მომცემთ, ჩვემს ულამაზეს მეჯვარესთან მე გავაგრძელებ ცეკვას... - თვალი ჩაუკრა გოგამ ნიკას.
- აბა, ჩემო რძალო, როგორი კმაყოფილი ხარ? ხომ არ დაგვეღალე? - ღიმილით დააბზრიალა ნიკამ თათია.
- არა გრცხვენია, ასე მიცნობთ? - კისკისებდა თეკლე - ვერ ხედავ, ჩემი მეუღლე უკვე გაქცევაზეა... - ეშმაკურად გახედა გოგას.
ნელ-ნელა დანარჩეებიც შეუერთდნენ მოცეკვავე წყვილებს. ვერ-იქნა და საერთო სასაუბრო თემა ვიკასთან გომამ ვერ გამონახა, ალბათ ამიტომაც სწრაფად მობეზრდა. თვალებით მოცეკვავე აკა და თეკლე მოძებნა, და ნელ-ნელა მათი მიმართულებით გადაინაცვლა:
- მეგობარო... კი ვიცი, რომ ჩემი დაიკო ძალიან გიყვარს, მაგრამ იქნებ სულ ცოტა ხნით ერთად ცეკვის უფლება მოგვცე?! - ისეთი ვედრებით სავსე მზერა ჰქონდა, რომ უარს როგორ აკადრებდნენ სიძეს, სიცილით გაცვალეს მეწყვილეები ბიჭებმა.
უცებ გახსნა შუბლი ვიკამ. როგორც იქნა ღიმილი გაკრთა მის სახეზე. რაღაცაზე ეჩურჩულებოდა ვაჟს, ტუჩებით ოდნავ ეხებოდა ყვრიმალზე. ქალის განწყობის უცაბედი ცვლილება არ გამოპარვიათ ბიჭებს:
- შეხედე ჩვენს ვიკაჩკას, ასე თუ ესიამოვნებოდა აკასთან ცეკვა, აქამდე გაგვეხერხებინა ეგ ამბავი, შენც დაისვენებდი და მეც!... - ირონიული რეპლიკა მაშინვე გადაულაპარაკა გოგას ნიკამ. თეკლესგან განსხვავებით, ბიჭების სიტყვები თათიამ გაიგონა და მაშინვე დაიცვა მეგობარი:
- ცუდად მაიმუნობთ... უბრალოდ თქვენთან ერიდება და ამიტომაც იქცევა ასე...
- კარგი, ოღონდაც შენ არ გეწყინოს და მეუღლესთან დაგაბრუნებ საცეკვაოდ.. - დანაშაულის გამოსყიდვა სცადა ნიკამ. - რა ვქნა ძმაო, ასეთი უჟმური რძალი არ მყოლია, პრინციპში მეტი საერთოდ არც მყავს, ერთი ცეკვა ვთხოვე და ეხლაც ლამის ფეხები დამამტვრია... - საპასუხოდ მაშინვე თათიას მუშტი მოხვდა მხარში, სიცილით გადაულოცა გოგას მეუღლე და თვითონ თეკლე ჩაიხუტა გულში.
- აბა, ჩემი პატარა გოგო რას მომიყვება ახალს? - ეშმაკურად ჩამოხედა ზემოდან თეკლეს.
- ხედავ რა დრო დაგვიდგა? თბილისის ამბებს მე გიყვები... - თვალები ცრემლებით აევსო გოგონას, თუმცა სწრაფადვე შეიკავა, თითის წვერებზე აიწია და ყურში ჩუმად რაღაც უჩურჩულა. ასეთი რა უთხრა ზუსტად ვერც გაიგეს, მაგრამ ვაჟის გაოცებული და გაფართოებული თვალები ნამდვილად არავის გამოჰპარვიათ.
- კაი, ტო.... არ მატყუებ?! - აშკარად ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი. - ძალიან მაგარი ხარ... - ხელში აიტაცა და დააბზრიალა გოგონა.
აქეთ-იქიდან ცნობისმოყვარეობით გამოხედეს, თუმცა მობზრიალე წყვილს.


- როგორი ცუდი ბიჭი ხარ, ემოციებს საერთოდ ვერ მართავ. მე საიდუმლოდ გითხარი, შენ კი ლამისაა ქვეყანას მოსდო. დამაცადე, სიურპრიზის მოწყობა... - მსუბუქად უსაყვედურა მეგობარმა.
- კარგი, კარგი... გპირდები, ჩემგან ვერაფერს გაიგებს... - მაშინვე დაშოშმინდა ნიკა. - ოღონდაც დამპირდი, რომ მეც იქ ვიქნები, როცა ეტყვი, მისი გაოგნებული სახის დანახვის სიამოვნებას ვერ დავაკლდები... - მუდარით უმზერდა თეკლეს.
- ლამისაა ვინანო, რომ გაგიმხილე. პატარა, ჭირიკანა ქალივით ხარ.. - კისკისებდა გოგონა.
- არ გეჩვენება, რომ შენი თეკლე და ბატონი მეჯვარე ზედმეტად რომანტიულად ჟღურტულებენ?! - წყვილის ჩურჩული უკომენტაროდ ვერ დატოვა ვიკამაც და ინტერესით შეხედა აკას.
- შენ მაგათ არ იცნობ.... - მხიარულად ახარხარდა აკა - სალაპარაკოს რა გამოულევთ!...
- შორიდან შეყვარებული წყვილიც კი ეგონება ვინმეს... - არ ჩუმდებოდა ვიკა.
- არ ხარ მართალი, მაგ პრინციპით იქნებ ჩვენზეც იგივე ეფიქრათ?! - აშკარად არ ესიამოვნა ქალის მწარე რეპლიკა.
- ეფიქრათ?! განა შეცდებოდნენ?! - გამომწვევად ახედა ვაჟს.
- ვერ გავიგე, რის თქმას ცდილობ?! - გაოცებულმა ჰკითხა აკამ.
- იმას, რომ სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ ჩემზე გიჟდებოდი, ჩემთვის თვალის გასწორებასაც კი ვერ ბედავდი, ნატრობდი ჩემს მოფერებას, ჩახუტებას... - ირონიულად გამოუცხადა ქალმა.
- აშკარად არ დაგილევია იმდენი, რომ ასე ემოქმედა!... - მისი სიტყვების ხუმრობაში გატარებას ცდილობდა აკა.
- თუ შვებას მოგცემს, იყოს შენებურად, ჩემი სიტყვები დააბრალე სიმთვრალეს, თუმცა მე ნამდვილად მჯეროდა, რომ გიყვარდი... არა და თურმე სიყვარული არც შეგრძლებია, რამოდენიმე თვეც კი საკმარისი ყოფილა ჩემს დასავიწყებლად... - ისეთი ღვარძლით ამბობდა ამ სიტყვებს, რომ ვაჟმა დაეჭვებულმა დახედა. იქნებ რაღაც გამოეპარა? იქნებ ვიკას ჰქონდა რამე გრძნობა? თუმცა საკუთარი ეჭვები, სწრაფადვე უკუაგდო.
- მე მგონი ჩვენს მეგობრობას არასწორ მიმართულებას აძლევ. იქნებ გამორჩეულად გექცეოდი, შეიძლება მართლაც ვფიქრობდი რომ მიყვარდი, მაგრამ თეკლეს გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ მეგობრობა და სიყვარული ერთმანეთში ამერია...
- აგერია?! - გაღიზიანება და სიბრაზე გაკრთა ვიკას ხმაში - ხვდები მაინც შეურაწყოფას, რომ მაყენებ?
- შეურაწყოფა ის უფრო არ იქნებოდა, თუ ბავშვობის მეგობარი, რომელსაც ძმასავით უყურებდი სიყვარულს აგიხსნიდა და შემდეგ მიხვდებოდა, რომ თურმე არ ჰყვარებიხარ?!
- უსინდისო ხარ, თურმე საერთოდ არ გიცნობდი, ამ თითის ტოლა გოგომ სულ გადაგაგვარა, საბოლოოდ გადაგრია.... - ქალის სიტყვებზე საბოლოოდ გაღიზიანებულმა აკამ შუა ცეკვის დროს მიატოვა ვიკა და გაცოფებული აივანზე გავარდა.
ალბათ აკასგან ასეთ საქციელს არ ელოდა ქალი, უხერხულად შეიშმუშნა და ისიც გაჰყვა გარეთ გასულ ვაჟს.
- მე მგონი მისმა ძვირფასმა დაქალმა გაგიბრაზა შენი ბიჭი!... - ჩუმად უჩურჩულა თეკლეს ნიკამ.
- ცოტა რთული შემთხვევაა, ალბათ ჩემი ჩარევა არც ივარგებს, იმედი მაქვს თვითონ მორიგდებიან.... - მართალია ნიკას ასე უთხრა, მაგრამ მაინც ცნობის მოყვარეობა აწუხებდა, რა ვერ გაიყვეს ეკამ და ვიკამ.
- არა მგონია, მოახერხონ გამშველებლის გარეშე... - ხელზე აკოცა ნიკამ. - წადი, მიხედე, უყურადღებობოს გამო არ გაგინაწყენდეს ყმაწვილი!... - თვალი ჩაუკრა ვაჟმა.
არ უნდოდა კამათში ჩარევა, მაგრამ ნიკას ნებას მაინც დაუჯერა. ნელი ნაბიჯით, დაძაბული, ჩაფიქრებული უახლოვდებოდა თეკლე აივანზე გამსვლელ ყრუ კარებს.
- საით გაუწევია ჩემს გოგონას? - უკვე საკმაოდ ნასვამმა, მეუღლესთან მოცეკვავე მირიანმა შეაყოვნა ქალიშვილი. რამოდენიმე წამით იტრიალეს სამეულმა წრეზე. ისევ პატარა გოგოსავით დაუკოცნა ლოყები: - მე მგონი შენი მომავალი დედამთილ-მამათილი რიგდებიან, რაღაც საეჭვოდ კურკურებენ მთელი საღამო... - სიცილით აღნიშნა მირიანმა - მალე შენს ქორწილშიც ვიქეიფებ, მამიკო.... შემდეგ შვილიშვილებში, შვილთაშვილებში, როგორ ფიქრობ მე უფრო ვეყვარები შვილიშვილებს თუ ჯემალი?
- რა თქმა უნდა შენ... - სიცილით დაამშვიდა ქალიშვილმა.
- აბა, რა... - ოცნებობდა მამაკაცი, როგორც იქნა სიცილით დაუსხლტა თეკლე მამას ხელებიდან და უკვე საეჭვოდ გამქრალი აკასა და ვიკასკენ გაემართა.

გქონიათ მომენტი როცა სულ ერთ წამში თავზე გექცევა ყველაფერი? შენი წლობით ნაშენები სასახლე ნაწი-ნაწილ იმსხვრევა და აღარაფერი გრჩება? თეკლე აივანზე გავიდა, მიიხედ - მოიხედა, აშკარად ვერ დაინახეს მოკამათე წყვილმა, მისი აივანზე გასვლა არც კი შეუნიშნავთ, თვითონაც ეუხერხულა ახლოს მისვლა, ალბათ ქალურმა ცნობისმოყვარეობამაც სძლია, მის და უნებურად მიაყურადა:
- მიყვარხარ, იმ თავქარიანი გოგოს დანახვისთანავე მივხვდი, რომ ვერ დაგთმობ, არ შემიძლია... - ვნება მორეული ეუბნებოდა ვიკა.
- გაგიჟდი?! რას ბოდავ, შენ სიყვარულის რა იცი?! ერთი ახირებული გოგო ხარ... მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობა გაღელვებს, მეტი არაფერი...
- მაგრამ სწორედ ეს ახირებული გოგო გიყვარდი, და გიყვარვარ დღემდე...
- მორჩი სისულელეს, მე თეკლე... - თუმცა წინადადება აღარ დაასრულებინა. მოულოდნელად შეაწყვეტინა ვიკამ სიტყვა, ხელები შემოჰხვია კისერზე და ვნებიანად დაეწაფა ვაჟის ტუჩებს. აშკარა იყო, რომ მის კოცნას არ ელოდა ბიჭი, ამას ბრმაც კი დაინახავდა, მაგრამ თეკლესგან მოულოდნელად აკა რატომღაც სულაც არ ცდილობდა ქალის შეჩერებას. თითქოს ესიამოვნა კიდეც, ხელები წელზე მოხვია, მთელი სხეულით ჩაიხუტა, მისკენ უფრო ძლიერად მიიზიდა და თეკლესთვის რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო, აშკარად აჰყვა კოცნაში...

იგრძნო როგორ შებარბაცდა, თითქოს თვალთ დაუბნელდა, ხელით აივნის კარებს მოეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო, გულიდან წამოსული კვნესა, რომ შეეკავებინა კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა. იმდენი კი მოახერხა, რომ სიტყვაც არ დასცდენია, როგორ ჩუმადაც გავიდა აივანზე, ისევე შებრუნდა დარბაზში.
გაფითრებული მივიდა ნიკასთან.
- რა ფერი გადევს? რა მოხდა? - გაოცება ვერ დამალა ვაჟმა.
- არაფერი, ნიკუშ, მშვიდობაა... - ხმა ჩამწყდარმა, ნახევრად ტირილით უპასუხა ქალმა. - აკა როცა შემობრუნდება, უთხარი რომ წავედი...
- კარგი ვეტყვი... - თითქოს არც კი გაიაზრა მისი სიტყვები მყისვე დაეთანხმა ვაჟი, თუმცა თითქოს მოგვიანებით გაიაზრაო მისი ნათქვამი, უკვე კარებში გასვლისას მიაძახა თეკლეს: - როგორ თუ წახვედი? მარტო? ერთი წამით დამელოდე, მოიცადე თეკლე!... - დარბაზიდან გასვლისას ეძახდა, თუმცა ნიკა ვეღარ წამოეწია. დაინახა რესტორნიდან გასულმა ტაქსს როგორ დაუქნია ხელი ქალმა და თვალსაც მიეფარა.

- მიხვდი რა სხვაობაა ჩემსა და თეკლეს შორის?! - როგორც კი კოცნა დაასრულეს, აშკარად კმაყოფილმა ჰკითხა ვიკამ აკას.
- რა თქმა უნდა, ის ქალია შენ კი კახპა. თუმცა უნდა ვაღიარო კოცნა ნამდვილად შეგიძლია... - ირონია არ დაიშურა ვაჟმაც.
ეს სიტყვები სამწუხაროდ აღარ გაუგია თეკლეს და უკვე ვეღარც გაიგებდა. აივანზევე მიატოვა მისი სიტყვებით შეურაწყოფილი ვიკა და სწრაფი ნაბიჯით შებრუნდა დარბაზში ვაჟი. თვალებით თეკლეს ეძებდა, თუმცა გოგონა აღარსად ჩანდა.



№1 სტუმარი ემი

ეს რა ქენი.... ამ ტუტუცი გოგოს გამო უნდა აირიოს სიტუაციაა... მართალია კი დალაგდება, მაგრმ მაინც არ ღირდა ეს ქალი თუნდაც წუთით ნერვიულობა...

ისე, თეკლა უფრო ძლიერი მეგონა... სხვანაირ ემოცას ველოდი მისგან...

 


№2 სტუმარი mtvaro svani

ox aka megona shen mainc ar iyavi aseti.ra gchirt am kacebs rato ar shegizliat ertguleba?martalia yvela kaci ertnairia mere bodishs ixdian da morcha.vika ise unda gcemos kacma mere vegaravis miekaro

 


№3  offline წევრი aneta

ეეეე აკაა, არ ღირდა ერთი კოცნა თეკლეს გულის ტკენად, მითუმეტეს კახპის. ღირსია ახლა თეკლემ კარგად აწრუწუნოს. რაღაც ამათთანაც უნდა მომხდარიყო wink

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aneta
ეეეე აკაა, არ ღირდა ერთი კოცნა თეკლეს გულის ტკენად, მითუმეტეს კახპის. ღირსია ახლა თეკლემ კარგად აწრუწუნოს. რაღაც ამათთანაც უნდა მომხდარიყო wink

aneta

ox aka megona shen mainc ar iyavi aseti.ra gchirt am kacebs rato ar shegizliat ertguleba?martalia yvela kaci ertnairia mere bodishs ixdian da morcha.vika ise unda gcemos kacma mere vegaravis miekaro

ემი
ეს რა ქენი.... ამ ტუტუცი გოგოს გამო უნდა აირიოს სიტუაციაა... მართალია კი დალაგდება, მაგრმ მაინც არ ღირდა ეს ქალი თუნდაც წუთით ნერვიულობა...

ისე, თეკლა უფრო ძლიერი მეგონა... სხვანაირ ემოცას ველოდი მისგან...

სულ ცოტა, პატარა ინტრიგამ მემგონი გამოაფხიზლა ჩენი გმირი, რაც შეეხება მამაკაცების ერთნაირობას, ალბათ არავინაა უშეცდომო, ვერც ჩვენი გმირი იქნებოდა იდეალური... fellow თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია... პატარა სისუსტის უფლება ალბათ ყველას აქვს. ნაადრევ დასკვნებს, კი ზოგჯერ იმაზე მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე ვისურვებდით. ალბათ თეკლესაც ეს დაემართა...
ცოტა მეტი, ნდობა არ აწყენდათ ურთოერთობაში... ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ ისტორია ერთი პატარა და ლამაზი დასარული სჭირდება, და იმედია გამომოვა. ისევ და ისევ დიდი მადლობა, იმისთვის რომ მითმობთ თქვენს ძვირფას დროს და ველოდები კრიტიკასა და შეფასებებს....

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

მოკლედ ყველა კაცი ერთნაირია რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent