შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატი კვოტირებით 2


2-03-2016, 00:02
ავტორი mikussa
ნანახია 1 846

გაოგნებისგან ყბა ჩამომივარდა, თვალები ამემღვრა, პირი ღია დამრჩა, კედელზე ხელი რომ არ მიმედო უკან გადავყირავდებოდი, პასუხის გაუცემლად ჩავიკეცე ფეხებში, მეგონა ქვეყანა თავზე დამემხო, იმ წამს ვერცერთის რეაქციას ვერ ვხედავდი, გაანალიზებაც კი გამიჭირდა, უცბათ შემომიტია ეგოისტობამ, ეჭვიანობამ, ტყუილით გამოწვეული ტკივილის შეგრძნებამ.
- გივი, ყველაფერი კარგად იქნება! შენი ცხოვრებაც გაგრძელდება. დამამშვიდა დედამ
- თქვენ ის იკმარეთ ტყუილში რომ მაცხოვრეთ ბოლო ორი წელი, ვერასდროს გავიგებდი თუ ფიქრობდით ციხეში ვაპირებდი სიკვდილს?
- ღმერთმა დაგიფაროს შვილო, ჭირიც წაუღია შენი, არაფერი დაგემართოს.
ოთახის კუთხეში მაგდა შევნიშნე მხოლოდ, თვალები ცრემლებისგან დახეთქვას ჰქონდა, თვალი ამარიდა.
- გივი დაწყნარდი, სტუმრებს ველოდებით, ასეთ დღეში არ დახვდე, რას იტყვიან..
- თინა რას მეუბნები, ჩემი რეაქცია შეაშფოთებთ და იმაზე არ ალაპარაკდებიან ცოლი ჰყავდა და გაექცაო? ან ვისი უნდა მომერიდოს ახლა, იმის არ მრცხვენია რის გამოც ციხეში ვიჯექი და ახლა როგორ ვიგრძნობ თავს უხერხულად.
- გივი გეყოფა! დედამ ხმას აუწია და ატირდა. ხმა ვეღარ ამოვიღე.
- აღარ შემიძლია! დავიღალე, შევეწირე თქვენს ცუდ ქმედებებს, გონს დღემდე ვერცერთი მოეგეთ, მაგდა იყო და დაუკითხავად გაჰყვა ლოთს, ნარკომანს, ცხოვრებით გაუბედურებულს, შენ იყავი და მისი ქმარი ლამის შეიწირე, მერე ლანამ დატოვა სახლი, ნერვები აღარ მყოფნის, მეც გული მტკიოდა ტყუილების გამო მაგრამ ისევ შენს გამო, შენ რომ არ გენერვიულა, სამაგიეროს ასე მიხდი?
- თინა! ცოლი გამექცა, ძაღლი კიარ აშვებულა ბაღიდან. ლანა ჯანდაბასაც წაუღია თან, მაია ჰყავს გვერდით, რომელსაც ვიღაც ზრდის ჩემს მაგივრად. ამის დამალვა როგორ შეიძლებოდა? ამ საქციელის გამართლებას როგორ მთხოვთ?
ოთახსი არსებულ სიჩუმეს მხოლოდ დედის სლუკუნი არღვევდა, გააფთრებული ვიყავი, აღარ ვიცოდი ვისზე მეყარა ჯავრი, ქალი რომელთანაც წელიწად ნახევარი ვიცხოვრე, ორ წელში სხვისი ცოლი გახდა, ვერ ვხვდებოდი რას მიმეწერა მისი საქციელი, ვერც იმას ჩემთან ერთხელ მაინც რატომ არ ისურვა საუბარი. ოთახისკენ წავედი, შესასვლელში მოვტრიალდი.
- მაგდა სად ცხოვრობს ლანა იცი?
თქმა დააპირა თინა რომ აყვირდა.
- შეეშვი!
- დედა გაჩუმდი! არაფერი აღარ თქვა. მაგდა, მიპასუხე.
ისევ დუმდა.
- მამა შენ მაინც არ მეტყვი სიმართლეს?
- ასათიანის 47-ში ცხოვრობენ, მესამე სადარბაზოა მათი, პირველ სართულზე.
ადგილზე გავშრი, თითქოს მე თვითონ არ დამესვას ეს კითხვა მისთვის, თუმცა პასუხის მოსმენა განსაკუთრებით გამიჭირდა.
- ტაქსის ფული მომეცი, სანამ ბარათიდან მოვხსნი, მემგონი აქ არც ჭრის იქაური პლასტიკური.
საფულედან სამი ოცლარიანი ამოიღო და მომაწოდა.
- გოგა გაგიჟდი?! რას აკეთებ, ისევ ციხეში გინდა დაბრუნდეს?
- გაუშვი წავიდეს.
დედა სავარძელში მოწყვეტილი ჩაეშვა.
- დაწყნარდი, არაფერს დავაშავებ, მხოლოდ დალაპარაკება და ბავშვის ნახვა მინდა.
- გივი, ჩემი ხათრით არ წახვიდე.
აღარ მომისმენია მისთვის, გასასვლელში დამიყვირა:
- გივი შენს საქციელს დაუფიქრდი, ლანა ორსულადაა.
მისმა ცრემლებმა პირველ სართულამდე მდია.
ბოლო სიტყვების მოსმენას სჯობდა არაფერი გამეგო..
დაგუბებული ყურებით გავედი გარეთ, ვერც სიცივეს ვგრძნობდი, ვერც სითბოს, ჯერ კიდევ გაუცხოვების მომენტი მქონდა სივრცესთან, იქაურობა მეტისმეტად ვრცელი მეჩვენებოდა, კაცი იფიქრებდა დაბადებიდან ციხეში იჯდა და იქ დაბერდაო.
ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი, დაბნეულმა ძლივს გავიხსენე მისამართი, მაგრამ სადარბაზო დამავიწყდა.
ქალაქში ხალხი ბუზებივით ირეოდნენ, იმ წამს ყველა ქალი ლანა მეგონა, ყველა ბავშვი მაია, ემოციისგან ტანი მიცახცახებდა, თითქოს მციოდა. მომენტალურად ვითიშებოდი, სიგნალის ხმაზე ვფხიზლდებოდი ისევ. ეს ყველაზე ცუდი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში.
ტაქსიდან გამოვედი, ისიც მძღოლმა რომ შემაფხიზლა, მთლიანი ოცლარიანი ხურდის დაბრუნების გარეშე გავუწოდე, ქვეყანა ისე შეშლილა დაქოქა და წავიდა, არც კი შემოუთავაზებია ხურდის დაბრუნება.
ასათიანის 47-ის სადარბაზო ვერაფრით გავიხსენე, იმხელა შენობა იყო კრუგის დასარტყამად რომ წავედი ძლივს დავუბრუნდი საწყის ადგილს. სადარბაზოს საშუალებით შენობის მეორე მხარეს გადავედი, სადაც დიდი სათამაშო პარკი გადამეშალა თვალწინ.
ტერორისტივით დავდიოდი, ყველა მიხვდებოდა რომ ვეძებდი ვიღაცას, თვალებს გაფაციცებით ვატრიალებდი აქეთ-იქით. ის ის იყო პარკში უნდა ავსულიყავი ინსტიქტურად უკან შემოვბრუნდი.
სადარბაზოსთან ლანას ინიციალებით თეთრი მერსედესი დავინახე. თვალი პირველ სართულს ავაყოლე, ფარდები ოთახს ეფარებოდა.
ტანში შემაცახცახა, ფულმა ჯოჯოხეთი გაანათა, გავიფიქრე ჩემთვის. (თუმცა სანამ ციხეში ჩამსვამდნენ არც მე ვუჩივოდი უფულობას)
სადარბაზოში შევედი და მეორე შართულზე ჩამოვჯექი, თამბაქოს მოვუკიდე და მომენტალურად გავითიშე, თითქოს აქამდე არ მივკარებოდი მასე. მოსაღამოვდა. ფიქრებიდან მამაკაცის ხმამ გამომიყვანა.
- მაია შემოდი, გოგი ბავშვს ხელი მოკიდე.
- გოგი! როდემდე უნდა იყო მასე ცხვირჩამოშვებული.
მამაკაცი კარის ჩამკეტს აწვალებდა.
- გივი აღარ მიხსენო, გამოვიდა? გამოვიდეს, შენ ახლა სხვა ცხოვრება გაქვს, აქ ნუ მალაპარაკებ შემოდი სახლში.
ფეხზე წამოვხტი ჩემი სახელის გაგონებაზე, სახლიდან გამოსული შუქის ფონზე მხოლოდ ლანას თმებს მოვკარი თვალი, მაია უკვე სახლში ჰყავდათ შეყვანილი.
მერე კარიც დაიკეტა.
15 წუთი ფეხზე ვიდექი, ერთი სული მქონდა დამეკაკუნებინა და სახლში შევსულიყავი, მაიასთვის ხელი მომეკიდა და სახლში დამებრუნებინა. ეს ისე იოლად მეჩვენებოდა საკუთარი ფიქრების მე თვითონაც მიკვირდა.
ისეთი უკუნითი სიბნელე იყო მოაჯირის გარეშე კიბეებზე ვერ ჩავედი, არც მობილური მქონდა გასანათებლად და არც სხვა საშუალება. მთლიანად გამოვიფიტე, აღარაფრის თავი აღარ მქონდა, მხოლოდ თვალები მემღვრეოდა და სიმწრით საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი.
სადარბაზოდან გასვლას ვაპირებდი, როდესაც კარი გაიღო და დაიკეტა, უკან მოხედვა ვერ მოვასწარი ზურგით მდგომს კიბეებზე ჩასვლის ხმა რომ გავიგე, მერე ლანამაც გვერდზე გამიარა.
ავფორიაქდი, ისე გავყევი თითქოს ქურდი ვყოფილიყავი და რამეს ვერჩოდი. ფიქრში იმაზე გართულს, რომ მე უფლება არ მქონდა მენახა საკუთარი ცოლი, ჩემი შვილის დედა, შევხებოდი მას, როგორც მონატრებულს, როგორც ერთ-ერთი მიზეზს ციხიდან თავის დასაღწევად, უცბათ ლანა ჩემკენ შემოტრიალდა, ალბათ საკმაოდ ხმამაღალი ფეხის ნაბიჯებით მივყვებოდი უკან.
ამდენი ხნის უნახავი ქალი, უცბათ წინ ამესვეტა.



№1  offline წევრი difference

მომწონს..ყველასგან განსხვავებულია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent