ღალატი კვოტირებით 1
-ლანა, ბავშვს შია, აჭამე მოდი, ან საწოვარა სად არის, ყველაფერი არეული გაქვს, დავიღალე.. ლანა! მოდი. - არ შეგიძლია ერთხელ მაინც თავად მიხედო ბავშვსაც და საკუთარ თავსაც? დივანზე წამოვწექი, სახლში ელექტროენერგია გაითიშა. - გივი გვიშველე, შეეშინდება ბავშვს მოიფიქრე რამე. *** ბადრაგმა იმხელა ხმაზე დაიყვირა, სიზმრიდან გამოსული შეშინებული წამოვხტი ფეხზე, თვალები მოვიფშვნიტე, წამოზრდილ წვერს ხელი გადავუსვი და მისალაგებელ საკანს შევხედე. - გამოდით სუყველა, ჭამის დროა.. დროულად. ეს ხმა განსაკუთრებით მიშლიდა ნერვებს, მბრძანებლური ტონი, საკნის კარებზე რკინის რახა-რუხი მჭექარე ზარივით რომ ჩაგესმოდა ყურში. - დავიღალე, ეკლებზე ვზივარ, იმ ერთ კვირას ვეღარ ვითმენ, ლანა უნდა ვნახო, წელიწადზე მეტია აქ არ მოსულა, ჩვენი შვილიც მოზრდილი იქნება უკვე. - გივია შენ კი გეშველება, მაგრამ ჩვენ? დანარჩენებს? - გახვალ მეგობარო გახვალ! ნუკრიმ უიმედოდ გააქნია თავი, მხარში ისეთი მუშტი მითავაზა ძილის ყველა რეცეფტორი გამომიფხიზლა. - ფული გაქვს? რამე ნორმალური ავიღოთ. - მაქვს, დღეს მე გეპატიჟები, გასვლისასაც დაგიტოვებ ცოტას. - შეინახე მეგობარო, შენთვის გქონდეს, აქ ხომ იცი მსგავსი ძმობა არ მოსულა. აღარაფერი მითქვამს, გავუღინე და საჭმელად შევედით, სასადილოში კარებშივე გეცემოდა 1 კვირის ნადები სუპის სუნი, საშინელება იყო, საჭმლის უნახავებს გაგხდიდნენ ისე არაადამიანურად გვეპყრობოდნენ. საჰაეროდ არცერთი ფანჯარა არ იყო, ან ვის გაუგია ციხეში სინათლის შუქი. ჭერში აიხედავდი და მაშინვე იგრძნობდი უქალობას, წამში აღმოჩნდებოდი ობობების აბლაბუდაში. იქ შესვლა ერთი სიკვდილი იყო, ლუკმა არ გადაგივიდოდა ყელში, სასუნთქი მილები რომ ჩაგეკეტა, გემოვნების რეცეფტორები რჩებოდა აღქმის მდგომარეობაში, ეს კიდევ ცუდი შეგრძნება იყო. 4 წელში 19 კილო დავიკელი, 20 წლის ბიჭს დავემსგავსე, ერთ დროს სავსე ლოყები სულ ჩამივარდა, ნერვიულობისგან ჭაღარებიც შემეპარა, ტანზე თითოეული ძვალი დამეტყო, ისე გავხდი. *** - უკაცრავად, ადგილს ვერ დამითმობთ 50 ლარის სანაცვლოდ? სასწრაფოდ უნდა დავრეკო. - გივი! ტელეფონთან მდგომმა ერთ-ერთმა თანასაკნელმა გამომხედა. - მოდი დარეკე. - ამაზე კარგ საქმეს ვერ იზამდი ზურაბ, გამომართვი ფული. - რასამბობ, გელოდები, შენს ადგილს დავიკავებ. მეორედ ფული აღარ შევთავაზე, მუჭში ჩავიკუჭე. სანამ ჩემმა მშობლებმა სახლში ზარს უპასუხეს, უკნიდან რიგი ისე მომაწვა ლამის ტელეფონს მივეჭყლიტე, იმ დროს არც ჩხუბის თავი მქონდა და არც საყვედურის, ჩემს სტიქიაში ვიყავი. უფრო მეტიც, ჩემმა დამ რომ მიპასუხა ხმა ვერ ამოვიღე, თითქოს გავიგე, მაგრამ გონს ვერ მოვედი. - მაგდა ძლივს, დიდი ხანი ვერ დაგელაპარაკები, როგორ ხართ? - კარგად ვართ გივი, გელოდებით, მამა ვეღარ ისვენებს. - ლანა? ლანა თუ მელოდება, ხვალ მაინც მოვა რომ დამხვდეს? - მოვა. ეს ისეთი მოვა იყო, თავადაც რომ არ სჯეროდა თავისი სიტყვების. - თქვენ გამოგყვებათ? - ალბათ გივი, შენ ხომ ხარ კარგად? ვერც შენ ისვენებ ხმაზე გეტყობა. - ერთი სული მაქვს მაიას ჩავეხუტო, მისი ფოტოების ნახვა არ კმარა. - ხვალ 3 საათზე გარეთ დაგელოდებით, ყველა. ამოვისუნთქე, ამასობაში ანგარიშიც გამითავდა და ტელეფონის გვერდზე კედელს მივეყუდე. იმ დროს აღარც ჭერი მეჩვენებოდა აბლაბუდებით სავსე, ყოველ კუთხეში ფანჯარას მეგონა ვხედავდი, უკვე ყველანაირი კერძის სუნი მცემდა. ღამე როგორ დავიძინე თავადაც არ მახსოვს, ბოლოს მაინც მაიაზე ფიქრში ჩამეძინა. ყოველშემთხვევაში მე ასე მახსოვს. ლანა დიდი ხანია არ მინახავს, წინასწარმა შიშმა პიკს მიაღწია. ორ საათზე მზად ვიყავი უკვე, ისევ წინა ღამესავით ყველაფერი განათდა, თავს საკუთარ სახლში ვგრძნობდი, შეგრძნება მქონდა ისეთი, თითქოს ერთი წებოვანი სამყაროდან მეორეს ვეწებებოდი. - ბადრაგო, ცოტა ადრე გავიდეთ არ შეიძლება? - თავი სახლში ხომ არ გგონია, როცა გინდა შეხვიდე, მოგინდება გახვიდე. - ცოლი, დედა, მამა და მელოდება გარეთ, საქმე ხომ არ გიფუჭდება? - მიფუჭდება. გაიარა, გამწარებულმა გისოსებს ხელი დავარტყი. საწოლზე ჩამოვჯექი, იმ დროს ნუკრიც არ იყო საკანში რომ გვესაუბრა, სავარაუდოდ ვერც მოვუსწრებდი მის ნახვას. ფიქრში წასულს ბადრაგმა გისოსებს დუბინკა დაარტყა. - წასვლის დროა. ფეხზე წამოვდექი, სარკეში ჩავიხედე, საკუთარი თავით კმაყოფილი ვერ დავრჩი, ბოლოს უკვე მე თვითონ მეშინობა ჩემი თავის. საკნიდან ისე გავედი თითქოს იქ მრჩებოდა ავლადიდება, ნუკრი გასვლისთანავე შემხვდა გზაში. - ღმერთმა გამძლეობა მოგცეს, როგორც კი გამოხვალ მომძებნე, მისამართი შენს რვეულში ჩაგიწერე წუხელ, არ დაკარგო. დასტურის ნიშნად თავი დამიქნია. გასვლის პროცეში ეზოდან გასასვლელ კარამდე ძალიან გაიწელა, თითქოს მივდიოდით, თან ვრჩებოდით უკან, კაცი იფიქრებდა რომ ბადრაგი ჩემს ნერვებზე თამაშობდა. კარი გაიღო. თვალში მხოლოდ სამი ადამიანი მომხვდა, რამდენიმე მეტრში დავინახე დედის ცრემლიანი თვალები, ბედნიერებით აღსავსე ჩემსკენ გამოიქცა და მომეხვია, მაშინ პირველად ვიგრძენი უჩვეულო სითბო მისი მხრიდან. არაფერი მიკითხავს ლანაზე, ის აშკარად არ დამხვდა იქ, თუმცა იმის იმედით რომ სახლში მაინც რაღაც სიურპრიზი დამხვდებოდა მისი სახელით მისვლამდე არ კვდებოდა. კარის გაღებისთანავე სამარისებული სიჩუმე შეინიშნებოდა, სწრაფად მომხვდა ცხვირში ნაცნობი სახლის სუნი, მონატრებული. - დედა სად არის ლანა? პასუხი არცერთმა არ გამცა, სამივე კაშნეს იხსნიდა 1 წუთის განმავლობაში დროის გასაწელად. მე და ლანას საძინებლისკენ წავედი, ოთახში არც ბავშვის საწოლი და არც ლანას ნივთები არ დამხვდა, მხოლოდ საწოლის გვერდზე, ფანჯრის მხარეს იდო მაიას 2 ფოტოსურათი, ისიც ალბათ 1 წლის ასაკში გადაღებული. - დედა. ხმამაღლა დავიყვირე. - დედა! ლანა სად არის? მხოლოდ მაიას ფოტოები რატომ არის ოთახში? მე და ლანას გაპარვის დღის სურათები სად წაიღეთ, ეს არის ბავშვს უვლის ვერ დაგელაპარაკება, ვერ მოვა ვერ გნახავსო. ხან რაიონში იყო, ხან საავადმყოფოში იწვა, ვითომ შერყეული ჯანმრთელობის გამო. ან იმ წერილებს ვინ მწერდა, არა, მიკვირდა, მართლა მიკვირდა რა ხდებოდა მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი, აქ რომ აღარ დამხვდებოდა. -შემომხედეთ, დედა! მისაღებისკენ მიმავალ დედას დავეწიე და შემოვაბრუნე. - ლანა მეშვიდე თვეა რაც გათხოვდა, მაიაც თან ჰყავს, როგორც ვიცით ახლა ბიჭს ელოდება, ბოლოს წერილი მისი სახელით მე მოგწერე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.