შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი სახელად 66-33-XX (4)


2-03-2016, 00:28
ავტორი ირინა
ნანახია 4 262

4
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე... ცხოვრება უამრავ სიურპრიზს გვპირდება... არავინ იცის ცხოვრება ვის რას უმზადებს.... კიდევ რამდენი მსგავსი გამონათქვამია ცხოვრებაზე არავინ იცის. და ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა რა უნდა ვიღონოთ ამ მოულოდნელობების წინააღმდეგ, ჩვენ ხომ ერთი უბრალო მომენტისთვისაც კი მთელი წელი, (ან მეტით, ან ნაკლებით) ვემზადებით. ვგეგმავთ, ვითვალისწინებთ სავარაუდო შედეგებს, მაგრამ ბრააახ.... ღადაობის ხასიათზე მოდის ე.წ. ცხოვრება და მწარედაც გამოსდის, აი ისე, სიმწრის ცრემლებს რომ ვერ შეიკავებ. რა უნდა ვქნათ?? რა და უბრალოდ უნდა გავუძლოთ, როგორც ცუნამს ვერ შევაჩერებთ და უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ არ შეგვიწიროს, შემდგომ კი სახლის ნანგრევებიდან თავი გამოვყოთ, ტრ...ი ავწიოთ და ახლიდან დავიწყოთ ყველაფერი. ასევეა ცხოვრება, როგორი მწარე სიურპრიზიც არ უნდა მოგვიწყოს და როგორც არ უნდა დაგვაკარგინოს სიცოცხლის ხალისი, მაინც არ უნდა დავნებდეთ. რაც არ უნდა იყოს, ცხოვრებახომ გრძელდება... ყოველთვის შავი იუმორით ხომ არაა შეპყრობილი, ხანდახან სასიამოვნო კი არა, სასიხარულო მოულოდნელობებსაც გვიწყობს.. როცა რაღაც ძალიან მსტრესავს და ხელის ჩაქნევა მინდა ყველაფერზე, დედა მამშვიდებს და მეუბნება : - შეიძლება ბედნიერება სამუდამო არაა, მაგრამ არც უბედურებაა უსასრულოდ ხანგრძლივი, ყველა დაღმართს თავისი აღმართი მოყვებაო... ჰოდა მეც მიბრუნდება ცხოვრების ხალისი და ვაგრძელებ სიცოცხლეს, დედის მიერ გაჩენილი პატარა იმედის სხივი , მალე დიდ ვარსკვლავად იქცევა ხოლმე და მაშინ ვაცნობიერებ, რას ნიშნავს -ცხოვრება მშვენიერია.... (ნეტავ ახლა რას მიმზადებს??? რითი უნდა გამაოცოს ??... არ ვიცი... არ ვიცი...._).


-აი რა უნდა გელაპარაკოთ საერთოდ.. სად ჯანდაბაში გაქრით ტოო.. გრგვინავდა გამწარებული ვაჩე და საწოლზე გვერდიგვერდ მჯდომ ძმაკაცებს ისე მისჩერებოდა, როგორც მასწავლებელი, „შატალოზე“ წასასვლელად გამოჭერილ ბავშვებს.
-რა გაღრიალებს შე ჩე...სა , შენ არ თქვი , ბავშვებს ვეთამაშები ცოტას და მეც წამოვალო? თავი იმართლა ლექსომ და საწოლზე გადაწვა.
-ფუ შე გამოქლ..ო, მე რომ გითხრა კლდიდან ვხტებითქო, წარმატებებს მისურვებ??
-არა ღადაობ? იქამდე ანდერძს დაგაწერინებ, რომ მანქანას და სახლს მე მიტოვებ. თითქმის დაიჩურჩულა იქამდე ჩუმად მყოფმა ოთომ, გარშემომყოფებs გადახედა და მათ თავშეკავებულ ღიმილს წააწყდა, ვაჩესაც ახედა , თითქოს ნებართვას იღებსო. მაგრამ დიდხანს მოცდა არ დასჭირდა. მუჯირმა იმხელა ხმაზე გადაიხარხარა, თითქმის მიძინებული ანდრია შეშინებული ფეხზე წამოვარდა და ოთახში წინდაუკან სირბილი დაიწყო... მისი შემხედვარე ბიჭები უარესად გახალისდნენ და იქამდე იცინეს სანამ ლექსო მთლიანად არ გალურჯდა...
-აუ ... კარგით, გვეყოფა.. მუცელზე ხელს ისვამდა ოთო და ჯერ ისევ გაურკვევლობაში მყოფ, მაგრამ მაინც მოცინარ ანდრიას უყურებდა.
-ბიჭო, ისე იმათ როგორ გამოუძვერი ჰა?? ბაზარი არაა ძლიერი ხხარ, არაფერს ვამბობ, მარა ღადაობ ტო, ნიკას სასტავს ხო არ ეხუმრები, ეგრევე უნდა წამოსულიყავი, არ იცი რა საქონლები არიან?? იმათ სულ ფეხებზე ეკ...თ შენ მარტო იყავი , თუ 80 კაცთან ერთად. თქვა ლექსომ და ჯერ ისევ აცრემლიანებული თვალებით ვაჩეს ახედა.
-იმ არანორმალურმა გადამარჩინა. ჩაილაპარაკა ძალიან ხმადაბლა და სავარძელში გადაწვა.
-ვინ არანორმალურმა კაცო?? კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ანდრიამ ძმაკაცს.
-იმან რაა, თამაშამდე რომ შეგვხვდა ფეხ და ტვინნაღრძობმა.. ჩაიბურტყუნა ისევ მუჯირმა
-მოიცა, იმ ბავშვიანმა?? გაუფართოვდა თვალები ოთოსაც.
-ჰოო... მაგან ..
-დაიცა და შენ არ ამბობდი, ვერ ვიტან ეგეთ გოგოებსო?? ჩაეკითხა ლექსო ღიმილით.
-მერე ვინ თქვა შე ჩ--ა რომ ახლა მომწონს?? მოვარდა არანორმალურივით და ცირკი მოაწყო იქ, მაგრამ ვაღიარებ, ის რომ არა ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი იმ დედა მ....ს.
-და რა ცირკი დადგა ესეთი?? დაკითხვას განაგრძობდა ლექსო და ბიჭებიც სმენად იყვნენ ქცეულები. მუჯირმა დაწვრილებით უამბო ძმაკაცებს მომხდარი, თუმცა ოთოს არანორმალური ხარხარი ხელს უშლიდა თხრობის გაგრძელებაში.
-აუუ, ეგ რა კარგი ვინმე ყოფილა რაა... შენ სულ გამოშტერდი ხო იცი! რას ქვია ბიჭო ვერ იტან ეგეთ გოგოებს. ნეტა მე დამხმარებოდა ეგრე, აღარც გავუშვებდი არსად, დავავლებდი ხელს და ტყუილს სიმართლედ ვუქცევდი. სიცილს არ წყვეტდა ოთო.
-არა, ისე მაგარი უმადური კი ხარ. ხეზე როგორ შემოსვი ტო, მადლობას თუ არ უხდიდი, იქ მაინც როგორ დატოვე მარტო. დაუნდობელი ხარ შენ ვაჩე მუჯირო. უსაყვედურა ანდრიამ და ფანჯრის რაფაზე შემოჯდა სიგარეტმომარჯვებული.
-ხეზე რატომ შემოვსვი?? მადლობა თქვას, რომ შემოვსვი და არ ჩამოვკიდე ზედ. იმისი გაფართოებული თვალები რომ გენახა, შენც იგივეს გააკეთებდი, რა საყვარელი იყო იცი?!
-რა იყოო??? სამივემ ერთხმად იყვირა და ვაჩეს მიაშტერდნენ, რომელიც დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლებულიყო .
-ანუ ისაა... ის ვიგულისხმე რომ,.... ისაა...
-ნუ ბლუყუნებ ერთი, რა იგგულისხმე რა?? დასერიოზულდა ლექსო.
-არაფერი, არანორმალურია და ეგონა ვერავინ ვერ მოსვამდა თავის ადგილზე , მაგრამ მოვსვი და ისეთი გაგიჟეებული თვალებით მიყურებდა , ისეთი მწვანე , კი არადა ჭაობისფერი თვალებით მიყურებდა, მინდოდა უარესი დამემართა რამე და ამიტომ წამოვედი მალევე.
-აუ.. სადისტია ეს ტო.. რა გინდა იმ ბავშვისგან , სულ გამოშტერდი??
-რა რა მინდოდა, მეღადავები?? ისე დავეცი ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. აბურდღუნდა მუჯირი.
-ვააახ... როგორ მევასება ეგ ბავშვი რომ იცოდეთ რაა.. თავად ვაჩე მუჯირიც კი დასცა ძირს. საკითხავია, ვინ ვინ მოსვა თავის ადგილზე ვაჩე , საკითხავი... ირონიულად ჩაილაპარაკა ოთომ და მუჯირს გადახედა.
-ხოო... მართლა ბავშვია.. ბავშვი... ჩაილაპარა თავისთვის ვაჩემ , ხმამაღლა კი სხვა რამე თქვა. -ბიჭო, რა ნაცნობი ხმა ქონდა იცი??? თითქოს, თითქოს ის იყო.. ხმა ხომ ქონდა მაშინ ბავშვური და გარეგნობითაც გავდა, პატარა და მოცუცქნულია, კაპიუშონი ქონდა თვალებზე ჩამოფხატული და სასაცილოდ აცეცებდა იქიდან თავის ჭაობისფერ თვალებს. ის ყავარჯენი კი ... არა სად იღრძო ნეტა ფეხი ჰაა?? მაგრამ მარტო ფეხი რომ ეღრძო და ტვინი არა, კარგი იქნებოდა.. ისე ნეტა რამდენი წლისაა?? ვითომ 20-ის იქნება.. აი სულ ვფიქრობდი, როგორი შეიძლებოდა „ის“ ყოფილიყო და ეს არანორმალური რომ ვნახე დღეს ........ ნეტა ის ხომ არ იყო საერთოდ??? -რა არანორმალურიააა......... რას მეძახის იცით??? დარტყმულს. აბა ვგავარ მე დარტყმულს?? თვითონაა დარტყმული თუ კაია... ხმამაღლა ფიქრს განაგრძობდა ვაჩე, ძმაკაცები კი თვალებდაფართოებულები მიშტერებოდნენ.
-ეეე... ვერაა შენი საქმე კარგად ვაჩე.. რაღაც მაშინებ.. თქვა ანდრიამ და თავი დანანებით გადააქნია. და „ვაფშე“ ვისზე ბაზრობ ეე.. ვინ „ის“? იკითხა დაეჭვებით.
-ოო .. დიდი ამბავია ანდრი, დიდი. ასე ერთ საათში ვერ მოგიყვები, წამო , შენ რომ იცი ისეთი პელმენი მომიხარშე, მანამდე მუცლის კუნთებიც დაისვენებს და მოგიყვები, თორემ აქაც დიდი ენერგია დაგვჭირდება სიცილისთვის და... გადახვია ლექსომ ხელი ანდრიას და სამზარეულოსკენ წაათრია.
-ვაჩე, რა ხდება? თავზე დაადგა ოთო სავარძელში გადაწოლილ მუჯირს.
-რა უნდა ხდებოდეს?! მხრები აიჩეჩა ვაჩემ.
-რავიცი... რავიცი... შენგან მინდოდა მაგის მოსმენა, მაგრამ კარგი. წამო , არ გშია??
-ჰოო... გადი და გამოვალ.. ოთო, ისე ბედის გჯერა?? შეაჩერა კარისკენ წასული ოთო მეგობაარმა.
-რაა?? რაზე ამბობ? ან საიდან მოიტანე საერთოდ?? გაოგნდა ოთო.
-რავი ისე..
- არ ვიცი, არ დავფიქრებულვარ. შენ გჯერა?
-მგონი, რომ მჯერა. ჩაილაპარაკა თავისთვის მუჯირმა. მიდი, მიდი გადი შენ და მოვდივარ მეც. ოთომ კიდევ ერთხელ გახედა გაკვირვებულმა მეგობარს, შემდეგ კი სამზარეულოსკენ აიღო გეზი. ვაჩე კიდევ რამდენიმე წუთი იჯდა სავარძელში, მერე უცებ ჩაეღიმა, თავი გადააქნია და ძმაკაცებისკენ გაეშურა.


არასდროს არ უფიქრია გოგოზე -საყვარელიაო. ის რამდენიმე კატეგორიად ყოფდა ქალებს. -საზიზღრები, უფრო საზიზღრები , აუტალად საზიზღრები, დედა და და. ზოგის ხასიათი არ მოსწონდა, ზოგის ქცევა, ზოგის ის ყალბი ღიმილი აღიზიანებდა, მისი დანახვისას რომ იკრავდნენ ხოლმე. საკმაოდ წარმატებული და შემდგარი პიროვნება იყო, ოღონდ არა მამის ფულით, არა. თავისი შრომით. წარსულში წარმატებული მოცურავე და ახლა უკვე წარმატებული პრ მენეჯერი ხშირად აწყდებოდა ხოლმე ქალების სახეზე ყალბ, გამომწვევ ღიმილს. ალბათ ეს იყო მიზეზი , რომ 28 წლამდე სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია არავისთან. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, როცა სამსახურიდან ახალ მოსული და ჩაძინებული გააღვიძა ვიღაც გოგოს ტიტინა ხმამ, თავიდან აფორიაქდა, აღარ აპირებდა დარეკვას... მაგრამ ვერ მოითმინა და პირველადაც დაუთბა ხმა -ღმერთო რა საყვარელია... გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ მალევე უკუაგდო თავისი ფიქრები და ტელეფონიც გათიშა. ახლა კიდევ დღევანდელი ამბები, როცა ის არანორმალური დაინახა ხეზე შემომჯდარი, მოტეხილი ფეხით, თავზე ჩამოფხატული კაპიუშონით და გამწარებული მწვანე, უფროსწორად ჭაობისფერი თვალებით, მეორედ მაშინ გაიფიქრა- ღმერთო , რა საყვარელიაო... თუმცა ამჯერადაც უკუაგდო თავისი ფიქრი და სწრაფად დატოვა პარკი.



ორი კვირა სწრაფად გავიდა. საბოლოოდ აღარც ჩემს „66-33-XX”-ზე ვფიქრობდი და აღარც იმ დარტყმულზე, რომლის მოსაკლავადაც, როგორც მინიმუმ 10 გემგა მქონდა შემუშავებული. ორი კვირის შემდეგ თაბაშირი მართლა მომხსნეს, თავიდან გამიჭირდა ფეხის თავისუფლად ხმარება, სულ ისეთი განცდა მქონდა, რომ თუ ნაბიჯს მყარად დავადგამდი, ისევ რამეს ვიტკენდი, მაგრამ მალევე შევეჩვიე. მიდიოდა ცხოვრება ჩვეულებრივ რუტინულად... მოსაწყენად და მომაბეზრებლად ერთნაირადაც კი...
-აუუ ადექი დროზე რა დავგვიანდით... შემომივარდა ოთახში დუდა.
-დუდააა... გაქრი ახლავე ჩემი ოთახიდან, თორე სიცოცხლის ხალისს გაგიქრობ იცოდე. დავიღრინე ჯერ ისევ ნამძინარევი ხმით.
-გოგო შენ ხო კარგად ხარ?! ჩემი პირველი თამაშია გუნდში და არ უნდა მნახო?? დუდღუნს აგრძელებდა ჩემი ძმა.
-ოოოო.. დავაი რა.. ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა უკვე და ბალიში დავიდე თავზეე. ნერვები მეშლებოდა რომ არ ჩუმდებოდა.
-კაი რა.. ხო იცი რომ გული არ მოგითმენს და მაინც წამოხვალ. ჩაიცინა დუდამ კმაყოფილმა.
-ხოდა თუ იცი რაღას მეტლიკინები , აცხა აქედან.
-მიაუუ.... დღეს შენთვის ფისოც ვიქნები თუ გინდა... წაიკრუტუნა ჩემმა ძმამ და სახეზე მომეფერა.
-დედააააააააააა.................. დეეეეეეეეეეე............. ვიკივლე ბოლო ხმაზე.
-რა დაგემართა ლილეე?? რა მოხდა?? დაფეთებული შემოვარდა დედა ოთახში.
-დეე.. დუდა გაგიჟდაა..... ვთქვი შეშინებული და ტირილნარევი ხმით.
-ფუ რა არანორმალური ხარ.... ქაჯო. ბალიში დამაფარა დუდამ თავზე და იდაყვით ზედ დამაწვა , როცა ჩემი ფხუკუნი გაიგო.
-ლილე, დედი, ცოტა როდის უნდა დასერიოზულდე დე ჰაა?? პატარა გოგო ხომ აღარ ხარ? მამაშენიც ნერვიულობს უკვე შვილო, ან როგორ გავამტყუნო კაცი. მთელი შვებულება იჯექი და “ჰარი პოტერს“ და „ბეჭდების მბრძანებელს“ უყურებდი. ერთ დღეს მოვიდა, იფიქრა ერთობაო, მეორე დღეს ცოტა კი შეშფოთდა, მაგრამ ალბათ ჩაითრია ფილმის ყურებამო... მესამე დღეს, ხმა აღარ ამოიღო.. მეოთხე დღეს, მე მითხრა რა სჭირსო..-მეხუთე დღეს შენი ასაკი გადაამოწმა.. -მეექვსე დღეს შეეცოდე.. მეშვიდე დღეს გაიცინა და მერვე დღეს რომ გაიგო ბოლო ნაწილი იყო , სიხარულით დათვრა... არ შეიძლება დედი ეგრე.. არ ჩერდებოდა დედაჩემი და საცოდავი სახით აგრძელებდა საუბარს. ან შეყვარებული გაიჩინე დედა შემოგევლოს, ან ... ან........... ან შეყვარებული გაიჩინე... მე და ჩემი ძმა გაოგნებულები ვუყურებდით სრულიად სერიოზულ დედას, რომელმაც ის ის იყო დაასრულა თავის გულისტკივილზე საუბარი. მეც მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და ისეთივე დასევდიანებული სახით მივუახლოვდი, როგორიც თვითონ ჰქონდა .
-ეს რა გადაგიტანიათ თქვე საწ....ბოოოოო..... როგორ გაგაწამათ თქვენმა უტვინო შვილმააა.... მოგიკვდეს დედა უბედური შვილიი..მაპატიე დედიიიიი..... ვჩხაოდი ჭირისუფალივით და დედას მარჯვენა ხელს ვარტყამდი ზურგზე, მაგრამ როგორც კი დუდას გალურჯებულ და აცრემლიანებულ თვალებს წავაწყდი, მეც იქვე ჩავიკეცე.
-საძაგლებო, იდიოტებო.. თქვენ ხო ადამიანები არ ხართ. აბუზღუნდა ქალბატონი ნინო და ოთახიდან გავარდა. მე და დადუ კი 10 წუთი მაინც ვიჭაჭებოდით სიცილით.
-მიდი მიდი დროზე ჩაიცვი რა. მომაძახა დუდამ და ოთახიდან გავარდა.



ორ საათში უკვე „სპორტის სასახლეში“ ვიყავი და თვალებს ვაცეცებდი, რომ რამდენიმე კალათბურთელს შორის , რომლიც სტადიონზე მოთელვებს აკეთებდა, ჩემი ძმა ამომეცნო, მაგრამ ვერსად მივაგენი. -გასახდელშია ალბათ ისევ. გავიფიქრე მე, მყუდროდ მოვთავსდი სკამზე და კეპი უკან შევატრიალე. დუდას ყველაზე მეტად ასეთი სტილი უყვარდა და მთხოვა, რომ დღესაც თავისუფლ სტილზე შემეჩერებინა არჩევანი, ნუ 90 პროცენტი მაინც კეტებით დავდივარ, მარამ იცის ჩემი არაორდინალური ხასიათი და წინასწარ გამაფრხილა , მაინც, თავი დაიზღვია. მეც ხათრი არ გავუტეხე, მისი დებიუტი იყო ბოლოს და ბოლოს დიდ სპორტში და არჩევაანი მუქიფერის ჯინსზე, თეთრ “all star”-ზე თავისუფალ მაისურზე და ჩემი ძმის ჟაკეტზე შევაჩერე, რომელიც საბოლოოდ წელზე შემოვიკარი. მთავარი ატრიბუტი კი კეპი იყო, რომელიც რატომღაც ძირითადად უკუღმა მეფარა. საათს დავხედე . 30 წუთი კიდევ იყო თამაშის დაწყებამდე დარჩენილი და მეც კოკა-კოლის საყიდლად გავედი. უკან რომ დავბრუნდი, დარბაზი თითქმის შევსებული დამხვდა, რამდენიმე სკამიღა იქნებოდა თავისუფალი. მე სწრაფად გავეშურე ჩემი რიგისკენ, მაგრამ ჩემი სკამის გვერდით ახლად მოკალათებულ ბიჭს საკმაოდ გრძელი ფეხები ქონდა და ვერაფრით ვერ მოვახერხებდი გადასვლას.
-უკაცრავად, იქნებ გადამატაროთ. ვუთხარი ხმამაღლა , რომ დარბაზის ხმაურში როგორმე გაეგონა. ჩემდაგასაკვირად, უცნობი მალე წამოდგა.-ალბათ გაიგო რაც ვუთხარი. გავიფიქრე მე და კოლის საკმაოდ დიდი ყლუპი გადავუშვი პირში. ის იყო უნდა გადამეყლაპა, რომ უცნობს შევხედე და დარტყმული შემრჩა ხელთ. გაოცებისგან ჰაერი აღარ მეყო და ჩემი ძვირფასი კოკა-კოლა, კუჭში გადაშვების ნაცვლად, გარეთ გადმოვუშვი მთელი ენერგიით და დარტყმულს გადავასხი თავზე. -შენ?? შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ვკითხე დაბნეულმა. დარტყმული კი იდგა ისევ თვალებდახუჭული და თმებიდან კოლის მოყავისფრო წვეთები სდიოდა. -ვაიმე, ბოდიში. ვუთხარი ოდნავ შეცბუნებულმა და ერთჯერადი ხელსახოცის მთელი შეკვრა გავუწოდე. მან ცალი თვალი ოდნავ გაახილა, მერე მეორეც მიაყოლა და წარბები შეჭმუხნა. ახლა კი სრულად აღვიქვი ის, რაც ჩემ წინ ხდებოდა, უფროსწორად ჩემ გამო ხდებოდა, ბოლოსდაბოლოს ყველა გოგო ხომ არ აფურთხებს საძულველ ბიჭს კოკაკოლის საკმაოდ დიდ ჭავლს. მივხვდი, რომ სიცილს ვერ შევიკავებდი, როგორც არ უნდა მდომოდა და რაც უფრო მეტად ვფიქრობდი, რომ არ გამეცინა, მით უფრო ვერ ვიკავებდი თავს და საბოლოოდ ჩემი სიცილის დაუოკებელმა წყურვილმა მაინც გადმოლახა ჯებირები და შიგ ჩამძირა... არ ვიცი რამდენი ხანი ვხარხარებდი, ვერც თვალებს ვახელდი, ვეღარც სხეულს ვგრძნობდი, გარშემომყოფებიც კი დამავიწყდნენ, რომლებიც გაოცებულები შემოგვყურებდნენ ორივეს. სულს ვეღარ ვითქვამდი... როცა მის გაქვავებულ და გაწუწულ სახეს ახლიდან მოვკრავდი თვალს, სიცილის ახალი ტალღაც შემითრევდა ხოლმე...
-დიდხანს უნდა გელოდო, სანამ დაწყნარდები?? მკითხა ბოლოს საკმაოდ წყნარად, მაგრამ აშკარად გაღიზიანებული ხმით.
-მართლაა... ბოდიში რა, არ მინდოდა. უბრალოდ, არ მოველოდი და... სიტყვის დამთავრება ვერ მოვახერხე, ისევ ახლიდან წამსკდა სიცილი.
-მართლა არანორმალური ხარ. კიდევ კარგი ყავას და ჩაის არ სვამდი და იმით არ დამთუთქე. ამის წარმოდგენაზე, სულ მთლად გადავირიე. მართლა ვეღარ ვსუნთქავდი. თვითონაც ჩაეღიმა, ოდნავ... სულ ოდნავ.. ტუჩის კუთხე ჩატეხა და სახის გამშრალება დაიწყო. -ვინმე კონკრეტულს გულშემატკივრობ? მკითხა ოდანავ ღიმილიანი და ძალიან თბილი , ბუბუნა ხმით...ერთი წამით გავიფიქრე , რომ , ის.... ისსს........... და კიდევ ერთი ყლუპი კოლა ამჯერად სასულეში გადამცდა და ისეთი ხველა ამიტყდა, მთელი დარბაზი დააყრუა, რომ არა უცნობის ძლიერი დარტყმა, ალბათ დავიხრჩობოდი კიდეც.
-ჩამემტვრა ნეკნები ცხოველოო... ამოვიხავლე საცოდავად და გამწარებული თვალებით შევხედე დარტყმულს.
-მოდი და ეცი ამისთანას პატივი. არანორმალურო, ქაჯო... გადმომხედა მანაც არანაკლებ გაბრაზებულმა.
-შენ რაღაც ძაან შემაჩვიე ენა და ცოტა დაუფიქრდი რა შენს სიტყვებს.. ვთქვი უკვე მოთმინებიდან გამოსულმა.
-გოგო შენ მე ვინმეში ხო არ გეშლები?? შე ლაწირაკო, ჯერ ზრდილობა იქონიე , ოჯახში არგასწავლეს როგორ უნდა ილაპარაკო?? თუ გინდა მაინცდამაინც მე დავურეკო დედაშენს, რომ ზრდილობის ელემეტარული წესები აგიხს..... სიტყვა არ ქონდა დამთავრებული, მარჯვენა მთელი ძალით მოვიქნიე და სახეში გავარტყი.
-კიდევ ერთხელ გაბედავ და ჩემს ოჯახზე სიტყვას დაძრავ და ყველაფერ წმინდას გეფიცები, თუ ჩემი ხელით არ გცემო. გამოვცარი კბილებში და სკამზე დავეხეთქე მოწყვეტით. კიდევ კარგა ხანს იდგა ფეხზე, მაგრამ სასტვენის ხმამ, რომელიც თამაშის დაწყებას იუწყებოდა გონზე მოიყვანა და ჩემ გვერდით დაჯდა. მე თამაშის ყურების ყველაანაირი ხალისი გამიქრა, ის კი მთელი პირველი მეოთხედის განმვლობაში თავჩაქინდრული იჯდა. ერთ წამს მზერა მისკენ გავაპარე და დავინახე, როგორ ქონდა ხელები დაჭიმული. სპორტული შავი მაისური, იდაყვებამდე ქონდა აკეცილი , იქიდან კი ურცხვად იწონებდნენ თავს მისი ხორბლისფერი, ნავარჯიშები მკლავები, რომლებზეც ძარღვები ამოყროდა. პირველი მეოთხედი ისე დამთავრდა, სიტყვა არ დაგვიძრავს არც ერთს. ამასობაში კი გავაცნობიერე, რომ ზედმეტი მომივიდა და ბოდიშის მოხდა დავაპირე.
-მისმინე. შევბრუნდი მისკენ, მაგრამ როცა ისიც ჩემკენ მობრუნებული დავინახე, წამით გავჩუმდი და თვალებში ჩავაშტერდი.
-ეე.. არანორმალურო, ზედმეტი მომივიდა, არასწორად მოვიქეცი, რომ შენს ოჯახზე ვთქვი რაღაც სისულელე. ბოდიში. ჩაიბურდღუნა ისე სწრაფად, რომ მხოლოდ წინადადების შინაარსი მივხვდი.
-მეც მაპატიე. არ ჩამოვრჩი სისწრაფეში. -აღარ გვინდა რა მაგაზე ლაპარაკი.
-ჰო, მართალი ხარ. ვინმე კონკრეტილის საგულშემატკივროდ ხარ მოსული, თუ ისე, უბრალოდ? თემა შეცვალა დარტყმულმა.
-ჩემი ძმა თამაშობს. დღეს დებიუტი აქვს, ჩავილაპარაკე ამაყად და ჩემი ძმისკენ მივუთითე. -აი ისაა, 21 ნომრით.
-აა.. გასაგებია.. მე ვიფიქრე... ჩაიბურდღუნა მან..
-რა იფიქრე? ვკითხე ისე, რომ დუდასთვის თვალი არ მომიშორებია.
-არაა არაფერი.
-შენც ვიმმე კონკრეტულს გულშემატკივრობ? ვკითხე მცირე დუმილის შემდეგ.
-არაა.. ზოგადად სპორტი ძალიან მიყვარს და ახალ სახეებზე დაკვირვებაც სიამოვნებას მანიჭებს, თან დღეს ჩემპიონატი დაიწყო და ასეთ რამეს არასდროს ვაკლდები ხოლმე..
-გასაგებია. ჩავილაპარაკე მე და სკამის საზურგეს მივეყრდენი. -იწყება.. იწყებაა.
-ჰოო, წინა მეოთხედს არ დავკვირვებივარ და მოდი აბა ეხლა ვნახოთ, რას იზამს შენი ძმა.
-პირი ღია არ დაგრჩეს ოღონდ. ჩავილაპარაკე ისევ ამაყად და თვალი ჩავუკარი ნიშნისმოგებით. მეორე მეოთხედიც დაიწყო, თამაში საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად მიდიოდა, როგორც მოველოდი, ჩემმა ძმამ თავი გამოიჩინა, მალევე მოიპოვა 8 ქულა (სამქულიანებს თითქმის ყოველთვის აგდებს) და 2 მოხსნაც გააკეთა. დარტყმულის სახეს გავხედე წამით, დაძაბული უყურებდა თამაშს და შიგადაშიგ ეღიმებოდა კიდეც. ამასობაში მესამე მეოთხედიც დაიწყო, ჩემი ძმის გუნდი კი აშკარა უპირატესობით უგებდა მოწინააღმდეგეს. როგორც მოყვარულმა , მეც კი შევამჩნიე, რომ დუდა მოწინააღდეგეთა გუნდისთვის საკმაოდ საშიში და არასასურველი მოთამაშე იყო. არც შევმცდარვარ. მესამე მეოთხედის ბოლოს, მეტოქე გუნდის გამთამაშებელმა, რომელიც დუდაზე 1 თავით მაღალი მაინც იყო, „შემთხვევით“ იდაყვი ჩაარტყა მუცელში და ჩემი ძმაც მოწყვეტით დაეცა ძირს. მსაჯმა თამაში გააჩერა, მაგრამ დუდამ მალევე წამოხტა ფეხზე და მსაჯიც ორი საჯარიმო ბურთით და გამთამაშებლის „FALL“-ით შემოიფარგლა.
-კრეტინიიი... რა „fall” გააგდეთ სტადიონიდან,.... იდიოტი, ნადირი... ვყვიროდი ბოლო ხმაზე.
-ეე ,.. არანორმალურო, დაჯექი, არ მგონია, შენს ძმას მოეწონოს შენი ქცევა. ხდება ხოლმე თამაშებზე მსგავსი შემთხვევები. ნუ ჩაპანიკდი. ჩემი დამშვიდება სცადა დარტყმულმა და მკლავზე დამქაჩა, რომ დავმჯდარიყავი. რამაც უფრო გამახელა.
-გამიშვი!!! მოვკლავ გეუბნები! თავ-ყბას გავუერთიანებ. არ ვწყნარდებოდი მე.
-გოგო , შენ სულ მუშტებზე როგორ იყურები. ბრუსლი ხარ?!
-არა, ჩაკ ნორისი. ჩავილაპარაკე მე და ჩემს სიტყვებზე თვითონვე გამეღიმა.
-ოჰ.. მე მაპატიე.. ჩაილაპარაკა მან ირონიულად.
-თუ გაპატიო!!!! ორივეს გაგვეცინა.
-არანორმალურო!
-დარტყმულო! არ ჩამოვრჩი არც მე.
-ქაჯო!
-ნადირო!
-ხულიგანო!
-ვირო!
-ყალთაბანდო!
-დაფშტვენილო!
-საყვარელო!
-მმმ.... ისაა........ისს.... დარტყმულო!!! დამანებე რა თავი რა საერთოდ. მივაყარე და სკამზე დავენარცხე, თუმცა დარტყმულის კმაყოფილი მზერა არ გამოპარვია. საბოლოოდ ანგარიში მაინც ჩემი ძმის გუნდის გამარჯვებით დასრულდა და ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ თამაშის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ დუდა დასახელდა. ოო .. როგორი ამაყი და ბედნიერი ვიყავი იმ წამს. მეგონა გული გამისკდებოდა სიხარულით.
-მართლა რა მაგარი ძმა გყოლია ეე... ჩაილაპარაკა დარტყმულმა ისე, რომ დუდასთვის თვალი არ მოუშორებია.
-ხომ გეუბნებოდი. ჩავილაპარაკე კმაყოფილმა.
-ფუ შენი.....
-რა იყო. რა მოხდა?? ვკითხე უცნობს, რომელიც ჯიბეებში იქექებოდა.
-აუუ.. ტელეფონი დამეკარგა. მაპოვნინე რაა..
-მე რა გაპოვნინო, ჭიამაია ვარ ჩემიდედასვფიცავარ?? წამოვიძახე „ძველბიჭური“ კილოთი მე და წარბები სასაცილოდ ავათამაშე.
-ღმერთო რა შევცოდე რა?!! ხელები მაღლა ასწია და ისე იკითხა, თითქოს, პასუხს გასცემდა ვინმე.
-კარგი ხოო, ნუ მაიმუნობ. მითხარი შენი ნომერი , გადმოგირეკავ და გავიგებთ ხმას.
-გოგო შენ სულ ნომერს როგორ მეჩალიჩები ჰა?? ჩაიცინა დარტყმულმა და თვალი ჩამიკრა.
-ეე დარტყმულო! თუ არ გინდა არავინ გაძალებს. გავიბუტე მე და უცნობს შევუბღვირე.
-კარგი ხოო ნუ იბუტები. ვიპოვნე უკვე. მითხრა და ტელეფონი ხელში შეათამაშა.
-სად იყო?? გაკვირვებულმა ვიკითხე მე.
-ძირს დამვარდნია. ისე ეს უკვე მეორე მცდელობაა, რომ ჩემი ნომერი გაიგო, მესამედაც თუ მკითხავ გიპასუხებ. მითხრა და გამომცდელად შემომხედა.
-კი... როგორ არა , იოცნებე.. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა , მაგრამ დუდას ხმამ გამაწყვეტინა.
-ლილეე... ჩამო ქვემოთ რაა და აქედან ერთად წავიდეთ ყველა.
-კაიი მოვდივარ.. ჩავძახე მე და ისევ უცნობისკენ მივბრუნდი.
-ესეიგი ლილე გქვია ხო??
-ხო, რა იყო?
-არა, არაფერი,
-კაი წავედი მე დარტყმულო.
-კარგად ლილე... პირველად მომმართა ასე და რატომღაც მთელ ტანზე ბუსუსებმა დამაყარა.
-აბა კარგად. იმედია, მეტჯერ აღარ შევხვდებით ერთმანეთს. გავიკრიჭე მე.
-ჰო, არც მე ვიწვი შენთან შეხვედრის სურვილით. მაგრამ არავინ იცის ცხოვრება რას გვიმზადებს. მიდი ეხლა გაიქეცი, წავიდა შენი ძმა უკვე.
-უიი უიი... კარგად დარტყმულო... მივაძახე და თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბეები..
-კარგად ლილე. კარგად.... ხმა დამაწია მან, მაგრამ უკან აღარ შევბრუნებულვარ...



თითქმის ერთი თვე თვე გავიდა ამ დღის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩემი ძმის თამაშებზე ვეღარ ვახერხებდი წასვლას, ჩემი კონფერენციის დღე ახლოვდებოდა და ძილისთვისაც კი აღარ მრჩებოდა დრო. ამას კონფერენციის შემდგომი წვეულებაც ემატებოდა, რომელიც მთლიანად დასაგეგმი იყო და ჯერ არაფერი არ მქონდა გაკეთებული.
-როდის რა უნდა მოვასწრო? ამოვიხვნეშე და თავი საბუთებით გადატელილ მაგიდაზე დავდე.
-ლილეე.. შემოვარდა ჩვენი მენეჯერი თამთა.
-ჰოო თამთ, რა მოხდა, ხომ მშვიდობაა?
-გოგო, კარგი ამბავი მაქვს. საქმე შეგიმსუბუქდება ახლა ცოტა. გამიღიმა მან.
-რატო? რა მოხდა?
-წვეულების მოსაწყობად დირექტორმა ერთ-ერთი წარმატებული ფირმის პრ მენეჯერი მოიწვია. არ უნდა, რომ წვეულება,მხოლოდ ახლობლების წრეში ჩატარდეს. „მინდა უფრო ფართოდ გავშალოთ ფრთები, რომ საზოგადოებამ გაგვიცნოსო“, ამიტომ დაიქირავა პრ მენეჯერი, რომ წვეულების მოწყობაში დაგეხმაროს და უფრო ფართოდ გაგაშლევინოს ფრთები. ბოლო წინადდადებაზე ორივეს ხარხარი აგვიტყდა.
-ხოდა , ძალიან კარგი. მაინც ვნერვიულობდი,პირველი წვეულებაა ჩემთვის და არ ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა ორგანიზება.
-მიდი მოემზადე შენ და 10 წუთში გავდივართ, გველოდება ის ბიჭი უკვე დარბაზში.
-კარგი ახლავე. ვთქვი მე და საპირფარეშოში გავედი. დაახლოებით ნახევარ საათში „რედისონის“ დიდ დარბაზში ვიდექი და ველოდებოდი თამთას, რომელიც ჩვენი ახალი თანამშრომლის მოსაძებნად წავიდა.
-ეეე... არანორმალურო.. მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა და ნელა შევტრიალდი. არ შევმცდარვარ, ისევ დარტყმული იდგა ჩემ წინ და ოდნავ მიღიმოდა.
-აქაც შენ რატომ ხარ, რატოოომმ??? ჩავიბურდღუნე ნირწამხდარმა და ტუჩემი გავბუსხე.
-მზე ვარ!
-რა ხარ?
-მზე!
-ვერ ხარ?
-არაა!!! მზე ვარ , მზეე!!! „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ, რომ მზე ვარ, მზეე ვაარ“!!! წაიმღერა დარტყმულმა და გაიკრიჭა.
-შენ მზის დაბნელება უფრო ხარ, მე თუ მკითხავ. ვუთხარი შეცბუნებული სახით და ამასობაში თამთაც მოვიდა.
-ბატონო ვაჩე, თქვენ გეძებდით. -ვაჩე?? ხომ არ მომესმა. ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა ეს სახელი, იმდენად მომწონდა რომ მისი გაგონებაც კი ტანში ჟრუანტელს მგვრიდა. გადაწყვეტილი მქონდა, თუ ოდესმე ბიჭი მეყოლებოდა, ვაჩე დამერქმია მისთვის. როცა გავიგებდი, რომ ბიჭს ვაჩე ერქვა, უკვე სიმპატიით ვეწყობოდი მის მიართ და შეიძლება ითქვას, იმდენად დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რომ საბოლოოდ სიმპატია, მოწონებაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე... ოხ... ცხოვრებაავ!!! შენ რა ხარრ!!! მეღადავები ისევ ხო?? ვფიქრობდი ჩემთვის... მაგრამ ისევ თამთას ხმამ გამომაფხიზლა.
-ლილე, გაიცანი ვაჩე მუჯირი! ჩვენი პრ მენეჯერი. ბატონო ვაჩე, ეს ლილე ახვლედიანია, ბავშვთა ფსიქოლოგი. სწორედ ის მართავს კონფერენციას მომდევნო კვირაში.
-გასაგებია.. ჩაიღიმა ვაჩემ, ისევ ისე, უცნაურად, ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე და მე კიდევ ერთხელ გავიფიქრე რომ......... -სასიამოვნოა ლილე.. ამჯერად ფიქრი ვაჩეს ხმამ გამაწყვეტინა და ჩემი ხელი თავის დიდ, ლამაზ და დაძარღვულ ხელში მოიქცია.
რამდენიმე წუთში სულ გადამავიწყდა , რომ ვაჩე ის დარტყმული იყო, თითქოს სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა კონტაქტი. ძალიან სერიოზული, დაკვირვებული და რაც მთავარია , თავისი საქმის პროფესიონალი გამოდგა, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა... ისე დაგვათენდა მუშაობაში და გეგმების დაწყობაში ვერც გავიგთეთ.
-კარგი ლილე, დღეისთვის საკმარისია, ხვალ შევხვდეთ ისევ აქ, დაახლოებით 4 საათზე და ხვალ განვაგრძოთ. მითხრა ჩემთვის ისევ ისეთი უცხო ტონით ვაჩემ.
-კარგი, ასე ვქნათ. ვუპასუხე მისავათებულმა და ორივე კარისკენ გავეშურეთ. კარის ზღურბლს გადაბიჯება და ვაჩეს -დარტყმულად ქცევა ერთი იყო.
-აბა კარგად არანორმალურო.. მომაძახა და მანქანისკენ წავიდა.
-მოიცა, შენ რა , სახლამდე მიყვანასაც არ შემომთავაზებ? დილის ხუთი საათია სხვა თუ არაფერი! გავღიზიანდი მე.
-ზოგადად, ეგეთ რამეებს გოგოები ფიქრობენ, მაგრამ არ ამბობენ და მერე იბუტებიან. შემომხედა გაკვირვებულმა ვაჩემ.
-ხო,შეიძლება მართალიც ხარ.პირველ რიგში, გოგოები შეიძლება ასეც იქცევიან. მაგრამ მე არა! და მერე მეორე, გოგოები ეგრე მხოლოდ იმ ბიჭებთან იქცევიან, რომელსაც ეპრანჭებიან და მოსწონთ, მე კიდევ არც გეპრანჭები და არც მომწონხარ, იმ მარტივი მიზეზით, რომ უბრალოდ კაცად არ აღგიქვამ!!! მივაყარე და გამარჯვებული სახით გავხედე. მაგრამ გამარჯვება სახეზე მიმეყინა.
-ხოდა, მეც რომ არ აღგიქვამ გოგოდ, იმიტომ არ შემოგთავაზებ სახლში გაყვანას. ბიჭები იმ შემთხვევაში სთავაზობენ გოგონებს, სახლში გაგიყვანთო , როცა გოგოს უფრთხილდებიაან, სუსტები არიანო და უნდათ საფრთხისგან დაიცვან. მე კი დარწმუნებული ვარ, შენ ისეთი მაგარი ხარ, შენითაც მიაგნებ სახლის გზას... ასე , რომ მე ჩემს გზაზე წავალ, შენ შენი გზით იარე... დაამთავრა სიტყვით გამოსვლა და მანქანის კარიც მიხურა.
-დარტყმულო, ნადირო..თუ შეგარჩენ მაგ სიტყვებს მაგასაც ნახავ.. ბოლო სიტყვაზე ხმა ამიკანკალდა და შემობრუნება მოვასწარი, რომ ცრემლებიც წამომივიდა... ფეხით გავუყევი გზას, იმ იმედით, რომ ტაქსი გამოივლიდა, მაგრამ რატომღაც არსსად არ ჩანდა.. მანქანები ჩემს დანახვაზე სიგნალებს ტეხდნენ.. მე კი ცრემლებს ვერ ვიჩერებდი.. -მართლა არ გაპატიებ ამას შე დარტყმულო, მართლლაა.. მოვთქვამდი უკვე ხმამაღლა და ცრემლებს მუშტებით ვიწმენდდი... ალბათ 20 წუთი ვიარე ფეხით, მაგრამ ტაქსი არა და არ გამოჩნდა. სამაგიეროდ იყო ბევრი მანქანა, ბევრი სიგნალი, სანამ საბოლოოდ ერთმა მანქანამ არ გააჩერა ჩემს ფეხებთან.
-გოგონა, რატომ ტირი? პრობლემები ხომ არ გაქვს? მკითხა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც აშკარად ნასვამი იყო.
-არა .. არაა.. ვუთხარი მე და გვერდის ავლა დავაპირე , მაგარამ მკლავში წამწვდა..
-მოიცა, სად მიდიხარ, წამო ცოტა გავისეირნოთ არ გინდა?? მკითხა და მკავზე ხელი უფრო მეტად მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა. ის იყო უნდა მეყვირა, რომ უცნობი ჩემს ფეხებთან გაიშხლართა. მე გაკვირვებულმა შევხედე ჯერ ძირს გართხმულ ბიჭს, რომელიც წამოდგომას ვეღარ ახერხებდა და მერე ვაჩეს.. რომელსაც სიმწრისგან სახე მობრეცოდა.. უცნობი წამოდგა ფეხზე და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მუჯირმა მეორეჯერ ისეთი ძალით მოუქნია მარჯვენა მუშტი ყბაში, რომ უცნობი უსულოდ დაეხეთქა ძირს. ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. ადგილზე ვიყავი მიყინული, არ ვიცოდი რა მექნა, ცრემლები კი გაუჩერებლად აგრძელებდნენ გზას ჩემს სახეზე. მოულოდნელად ვაჩემ მკლავში წამავლო ხელი და მანქანისკენ წამიყვანა. მეც პატარა ბავშვივით მივდევდი მის დიდ ნაბიჯებს. კარი გამოაღო და მანქანაში ჩამსვა. ისევ ვერ ვიღებდი ხმას. წამებში მოუარა მანქანას და საჭესთან დაჯდა, მერე ჩემსკენ გადმოიხარა და ღვედი შემიკრა. მანქანა კი დიდი სისწრაფით მოწყვიტა ადგილს... ცრემლებს მაინც ვერ ვიჩერებდი. საქარე მინაზე მქონდა თავი მიდებული და ხმას არ ვიღებდი, უცებ მომხდარი გამახსენდა და გამაჟრჟოლა რაც ვაჩეს არ გამოპარვია.
-ამის დედა შევ---ი... გამოსცრა კბილებში და საჭეს ისეთი ძალით მოუჭირა ხელი, რომ თითები სულ გაულურჯდა. უცებ მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა, უკანა სკამიდან თავისი ქურთუკი გადმოიღო და მომაფარა. ჩემი სახე კი თავის დიდ და თბილ ხელებში მოიქცია .- ლილეე... ლილე, მაპატიე გეხვეწები... არც კი ვიცი როგორ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული. მაპატიე გთხოვ.. ხმა აუკანკალდა მუჯირს და ცერა თითით ცრემლი მომწმინდა. - ხომ მაპატიებ?? უარესად აუკანკალდა ხმა მას. მე საერთოდ არ ვთვლიდი მას დამნაშავედ, ვიცოდი, რომ მეთვითონ გამოვიწვიე და იმასაც ვგრძნობდი, როგორ ცუდად იყო ახლა ის.. ჩემზე ცუდადაც კი...
-საბოდიშო არაფერი გაქვს ვაჩე.. ვუთხარი წყნარად და ოდნავ გავუღიმე..
-როგორ არა, მაქვს ლილე.. მაქვს... ჩაიჩურჩულა ჩახრინწული ხმით და ნერწყვი გადაყლაპა.
-მე მართლა არ მწყინს, დედას გეფიცები. გინდა მივბრუნდეთ და იმ ბიჭს მეც ვცემ?? მუშტი მოვიღერე უცებ და ჩემი ცუდი ხასიათი გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში მივმალე, რომ ცოტა ვაჩე გამემხნევებინა. არც შევმცდარვარ.. გაეღიმა... ისეც ისე უცნაურად... ისევ ტუჩის კუთხე ჩაეკეცა მხოლოდ..
-ოოხხ ... შე არანორმალურო შენ.... რამის თავი მაინც გქონდეს. მითხრა ღიმილით და ჯერ ისევ მოღერებულ მუშტზე მაკოცა..
-რაა?? მართლა ძლიერი ვარ. მაართლაა!!!! ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი..
-კი კიი ხაარ... მითხრა ღიმილით დარტყმულმა და მანქანა დაძრა, მაგრამ ვერ გავიგე სახლში როდის მივედით. გზაში ჩამძინებია..............


დილის 06:45 საათზე . ვაჩე მესიჯის ხმამ გააღვიძა.
-სასწრაფოდ გაიღვიძე!!!
იჯდა ელა და უდარდელი სახით გაჰყურებდა ტელეფონს, რომელიც უდარდელად მიაგდო მაგიდაზე და ლუიკოს მიეფერა....



№1  offline წევრი kiko

აი აი ძალიან მაგარია ❤ მაგრად ვხალისობ ამ ისტორიაზე და ძალიან მომწომს

 


№2 სტუმარი darina

Me es wyvili imxela pozitivit mavsebs guli da suli mitbeba, ra kargi tavi iyo, rogorc yoveltvis tuchebi tavisit garboden gverdze, magari gogo xar aaet poziyiur ganwyobaze rom.gvayeneb.

 


№3  offline წევრი natia-natia

ჰაჰ კარგია ძაან

 


№4  offline წევრი ირინა

<3 <3 <3 მადლობა თქვენ

 


№5  offline წევრი Pepper

ოთხივე თავი ერთად წავიკითხე და ძალიან ბევრი ვიცინე :დ ძალიან მაგარი წყვილია ორივე მართლა არანორმალურია <3
განსხვავებული ისტორიააა და ძალიან მომწონს <3
ისე ვაჩე თუ იქნება ის უცნობი ვისაც დაურეკა ლილემ მაგარი იქნება <3
სახალისო და საყვარელი ისტორიაა <3 მალე დადე ახალი თავი <3

 


№6  offline წევრი ირინა

kiii kii dges gamit tormetis mere davdeb❤️❤️

 


№7 სტუმარი Lile

Mexute nacili rodis daidebaa?

 


№8  offline წევრი ირინა

mexute daideba dges cxrisken me meeqvse miyveba daaxloebit sam saatshi totmetis mete❤️

 


№9 სტუმარი Lile

Kai momcons dzaaaan ♥♥♥♥

 


№10  offline წევრი BvBArMy

მალე გააგრძელე რააა ^_^ ძალიან კარგია. <3
--------------------
I Hate Everything About You

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent