შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ ჩემი! ! ! (თავი 1)


2-03-2016, 20:24
ავტორი CRAZY DREAM
ნანახია 1 992

-ელენა, სწრაფად ვაგვიანებთ
-სულ ორი წუთი-ხმამაღლა დავიყვირე, რომ მეორე სართულიდან პირველზე ჩამეწვდინა ხმა.
ტუჩებზე „ბლესკი“ გადავისვი და მზად ვარ. ოთახის კარი გამოვიხურე და დაბლა ჩავედი, სადაც უკვე მთელი საათია ანი მელოდება.
-გოგო სად ხარ ამდენ ხანს, ვაგვიანებთ-დაიწყო წუწუნი
-ო, რა იყო, რა ჩემი ბრალია მაღვიძარამ თუ არ დარეკა-ვუთხარი, თან უკვე გაციებული ყავის სმა დავიწყე.
10წუთში უკვე სახლის კარები დავკეტე და გასაღები ჯიბეში ჩავიდე. ეზოს თვალი მოვავლე, როგორ მიყვარს ეს ადგილი.
-ელენა-ფიქრებიდან ანის ხმამ გამომიყვანა.უხმოდ წავედი მისი მანქანისკენ. მეც ძალიან მინდა მანქანა, მაგრამ არ მყიდულობენ, პატარა ხარო. არა, რატომ ვარ 17 წლის გოგო, პატარა?
ანის მუდარით გავხედე. თქმა არ დამჭირვებია, თავად მიხვდა რაც მინდოდა.
-ელენა, რამდენჯერ გითხარი არათქო. არ შეიძლება-მკაცრად მითხრა, თან თითი ამიფრიალა თვალწინ.
-აუ, გთხოვ რა, მარტო ერთხელ, რამოხდება სულ არ გიყვარს შენი და?
-კარგი ჯანდაბას-მანქანა გააჩერა და გადავიდა
სიხარულით „გადავბობღდი“ მძღოლის მხარეს და საჭეს ორივე ხელი დავადე.
-ნელა ატარე-მითხრა ანიმ, რომელსაც უკვე დაეკავებინა ადგილი ჩემს გვერდით.
რამდენი ხანია ანის „ვეხვეწები“ რომ მანქანის მართვის ნება მომცეს, მაგრამ უარზეა.
-მართვის მოწმობა არ გაქვს, ჯერ აიღე და მერე შენც გიყიდის მამა-ჩვენს ოჯახს მართლაც არ უჭირს და შეუძლია იმდენი მანქანა მიყიდოს რამდენსაც მოვისურვებ. უბრალოდ დრო, დრო და დრო....
სკოლამდე 5წუთის გზა იყო დარჩენილი. თვალი გავაყოლე მანქანას, რომელმაც გვერდით საოცრად სწრაფად ჩაგვიქროლა და ტალახიანი წყალი პირდაპირ ჩვენს მანქანას შეასხა.
-იდიოტი, კრეტინი, ხედავ რა გააკეთა, ხომ შეეძლო ნელა ევლო, ხისთავიანი-დავიწყე მძღოლის ლანძღვა. რასაც ანის სიცილი მოყვა.
გაბრაზებულმა გავაჩერე სკოლის ეზოში მანქანა და შენობისკენ წავედი.
-ჯერ კლასში ახვალ?-შემეკითხა ანი და კლასელი გადაკოცნა.
-არა, იქ მაინც არავის ვიცნობ და..
სამასწავლებლოს კარი შევაღეთ სადაც ოციოდე ბავშვს მოეყარა თავი. ყველა ერთად საუბრობდა და საშინელი ხმაური იყო. ზოგს ხელში ფურცელი ეკავა და გაურკვეველი მიმართულებით აქნევდა ხელებს, ზოგი კი მდივანზე ჩამომჯდარიყო და ცდილობდა ჩუმად ესაუბრა. ანის გვერდით, სკამზე ჩამოვჯექი და ზარის დარეკვას დაველოდე.
სანამ აქ გაკვეთილები დაიწყება თავს გაგაცნობთ. მე ელენა კალანდაძე ვარ, მეთერთმეტე კლასელი.ქერა, მოკლე თმით და ცისფერი თვალებით. 13 წლის ვიყავი საქართველოდან ინგლისში რომ წავედი საცხოვრებლად. ჩემი და ანი, რომელიც ჩემზე ერთი წლით დიდია, მისივე გადაწყვეტილებით საქართველოში დარჩა. უკან ერთი თვის წინ დავბრუნდი. ერთი კვირაა ამ სკოლაში დავდივარ, მაგრამ ჯერ ვერ შევეჩვიე. დღეს თვითმმართველობაა და მეც ვმონაწილეობ. მათემატიკა ავირჩიე, რადგან ჩემთვის ყველაზე საყვარელი საგანია. ზარიც დაირეკა და ოთახში დირექტორი შემოვიდა. ირგვლივ ყველა გაჩუმდა. დირექტორმა რაღაც რჩევები მოგვცა და წარმატებებიც გვისურვა.
ორი ფურცლისგან შემდგარ ჟურნალს ხელი მოვკიდე და კლასისკენ წავედი. მთელი დღე აქეთ-იქით დავდიოდი. გაკვეთილები უმეტესად დაწყებით კლასებთან მქონდა და ასე თუ ისე ვახერხებდ წესრიგის დამყარებას.
ბავშვებს დავემშვიდობე და სამასწავლებლოსკენ წავედი.
-მორჩი გაკვეთილებს?-ვკითხე ანის და დაღლილი მის გვერით ჩამოვჯექი.
-კი, უფროსწორად არა. მოკლედ რაღაც მინდა გთხოვო, შემისრულებ?-უხმოდ დავუქნიე თავი, ისეთი რაუნდა ეთხოვა-ნიკამ დამირეკა და სასწრაფოდ უნდა შევხვდე და... ჩემს მაგივრად გაკვეთილს არ ჩაატარებ?
-რა? არა გამორიცხულია.
-გთხოვ, და მანქანა შენი იყოს მთელი დღე
-ორი კვირა
-ელენა, კარგი, კარგი აიღე-ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოიღო და გამომიწოდა-წავედი მე, მეჩქარება.
ხო მარლა, ნიკა ანის შეყვარებულია უკვე ორი წელია. ძვირად დამიჯდა ეს მანქანა. ანის ნაცვლად მომიწევს მეთორმეტე კლასში ჩავატარო გაკვეთილი, თან ფიზიკა. ბავშვობიდან ვერ ვიტან ამ საგანს და დიდიც არაფერი გამეგება. ეჰჰ, რას არ გააკეთებს ადამიანი დის და მანქანის გამო.
ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე და მეოთხე სართულისკენ წავედი. კლასში რომ ავედი ზარი ჯერ დარეკილი არ იყო. ჟურნალი მაგიდაზე დავდე და ოთახს თვალი მოავავლე. ირგვლივ საშინელი არეულობა და ხმაური იყო. ჩემი შესვლა არც გაუგიათ, სამაგიეროდ ზარის ხმა გაიგეს და მოწყებილი სახეებით დასხდნენ მერხებთან.
-გამარჯობა ბავშვებო, მე ელენა ვარ, როგორც იცით თქვენთვის გაკვეთილი ჩემს დას უნდა ჩაეტარებინა, თუმცა-საუბარი დავიწყე, მაგრამ ვინ გაცდის. კარებზე დააკაკუნეს, უფროსწორად კინაღამ კარი „ჩამოიღეს“. ბუზღუნით გავაღე კარები. ოთახში მაღალი, გამხდარი ბიჭი შემოვიდა. შავი, მოკლე თმით და მუქი ლურჯი თვალებით. თეთრი „საროჩკა“ იდაყვებამდე ჰქონდა აწეული, რაც მის მუქ ჯინსებს ძალიან უხდებოდა. არც შევუმჩნევივარ ისე ჩამიარა გვერდი და ბოლოში დაჯდა.
-შეგეძლო ბოდიში მოგეხადა დაგვიანებისთვის და დროის გაცდენისთვის.
-ბოდიში რომ 2წუთი და 10წამი დავიგვიანე-საათს დახედა და ირონიულად ჩაილაპარაკა. მის გამოსვლას კლასის სიცილი მოყვა.
გავბრაზდდი თუმცა არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა. გაკვეთილის ჩატარების თავი არ მქონდა, არც კლასის უმეტესობას ჰქონდა ამის სურვილი.
-რაო მასწავლებელო, მთელი დღე ესე უნდა ვიყოთ-ჩაილაპარაკა ერთმა გოგომ, სახეზე კილონახევარი შპაკლი რომ ედო.
-დავიჯერო ისე იცი გაკვეთილი, რომ ერთი დღის გაცდენაც არ გინდა?-არც მე დამიკლია ირონია.
-შენისთანებზე ბევრად მეტი ვიცი-ფეხზე წამოდგა და წინ ამესვეტა.
-კარგი ვნახოთ, დრო ნახევარი საათი გვაქვს, ვინც უფრო მეტ ამოცანას ამოხსნის სწორას იმას ეცოდინება უფრო მეტი-მეც არ ვიცი ეს რატომ ვთქვი. ჩემი გამოსვლა მართლა ბავშვის საუბარს გავდა, მითუმეტეს რომ ფიზიკის არაფერი გამეგება.
-კარგი-მისმა პასუხმა კლასში კიდევ უფრო მეტი ხმაური გამოიწვია.
ერთმანეთის გვერდით დავსხედით და ფურცლები ავიღეთ. ღმერთო, რა სულელი ვარ. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერც კი მივხვდი. რატომღაც იმ ბიჭს გავხედე, რომელიც დაგვიანებით შემოვიდა კლასში. მანაც შემომხედა, შემდეგ კი რაღაცის წერა დაიწყო.
დრო ისე გავიდა ვერ მივხვდი. ზარამდე ხუთი წუთი რჩებოდა. ჩემს ფურცელს დავხედე. გაურკვევლად მეწერა რაღაცეები. დრო ამოიწურა. ბავშვები ჩვენი მერხის გარშემო იდგნენ და საუბრობდნენ. ფურცელი იმ გოგონას გავუწოდე, ვისაც ჩვენი ნაწერები უნდა შეემოწმებინა. უიმედოდ დავდექი ფანჯარასთან. ვიცოდი ყველაფერი არასწორად მეწერა.
-ყოჩაღ ელენა, ყველაფერი სწორია-მითხრა ღიმილით გოგონამ, რომელსაც ჩემი ფურცელი ეკავა ხელში.
მოიცა რაო? ეს როგორ? გაკვირვებული ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით, კითხვის დასმას ვაპირებდი როცა ზარი დაირეკა და ორ წუთში კლასიც დაცარიელდა. მხოლოდ მე ვიდექი ოთახში. ჩემს ნაწერს დავხედე. ჩემს? ძალიან გავს ჩემს კალიგრაფიას თუმცა ჩემი არ არის. მეორე მხარეს გადავატრიალე და კუთხეში პატარა ასოებით დაწერილი წინადადება დავინახე.

******************
ველოდები თქვენს შეფასებებს, იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. ვიცი რომ პატარა თავია მაგრამ ასე ვთქვათ „საცდელად“ დავწერე. შემდეგი უფრო დიდი და საინტერესო იქნება.



№1  offline მოდერი bibo

მომეწონა საყვარლობა იყო მურაბა ტკბილოო თავები გაზარდე ბისკვიწ

 


№2  offline წევრი natia-natia

მომეწონა გააგრძელე

 


№3  offline წევრი Light

მომწონს თან ძალიან

 


№4  offline წევრი CRAZY DREAM

bibo
მომეწონა საყვარლობა იყო მურაბა ტკბილოო თავები გაზარდე ბისკვიწ


მადლობა საყვარელო

 


№5  offline მოდერი tsn

კარგია ძალიან ♥♥

 


№6  offline წევრი anuka1994

Ver gavige chvudmetiwlis maswavlebelia?

 


№7  offline წევრი CRAZY DREAM

anuka1994
Ver gavige chvudmetiwlis maswavlebelia?


არა, მასწავლებელი არ არის, უბრალოდ თვითმმართველობა არის დღე, როდესაც სკოლის მოსწავლეები ერთი დღით ხდებიან მასწავლებლები

tsn
კარგია ძალიან ♥♥


მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent