შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან მინდა (1)


2-03-2016, 20:38
ავტორი mariam-mariam
ნანახია 2 290

-ანასტასია ყიფიანი, 23 წლის, პროფესია ჟურნალისტიკა..
მოკლედ ჩამოვაყალიბე ჩემი ვინაობა და სავარძელში უფრო კომფორტულად მოვთავსდი...
ჩანთა მუხლებზე დავიდე და თითები რიტმულად ავათამაშე.. დიდი ნაცრისფერი თვალებით გადავხედე ჩემწინ მჯდომარე ასაკოვან მამაკაცს და როგორც ნერვიულობისას მჩვევია ტუჩი მოივიკვნიტე...
-ძალიან კარგი ანასტასია, თუ შეიძლება თქვენი სივი დაგვიტოვეთ და შეგეხმიანებით...
სანდო ღიმილით გადახედა მამაკაცმა და ხელით საბუთებისკენ გაიშვირა...
მეც უცებ მივაჩეჩე ხელში თეთრ ფაილში ჩაწყობილი ქაღალდები და ტანის ნელა რხევით დავტოვრ კაბინეტი..
ტაქსი გავაჩეე და მისამართი ვუკარნახე ... პარალელურად ტელეფონი ამოვიღე და სასურველი ნომერი ავკირფე..
-ნუციტო ნახევარ საათში მოხვალ ჩემთან?
-რა თქვეს?
-გამოდი და მოგიყვები...
-ოკი დოკი...
როგორც ჩვევია საფირმო დამშვიდობებით გმითიშა ტელეფონი ნინუცამ....
ათ წუთში უკვე სახლში ვიყაი და კომპიუტერში უაზროდ დავძრომიალობდი, წარა-მარა ვანათებდი ტელეფონის ეკრანს და იმედგაცრუებული ისევ ვთიშავდი..
ყველანაირი იმედი იმისა, რომ დამირეკავდნენ გადამეწურა..
უკვე მერამდენე ტელევიზიაში თუ ჟურნალ-გაზეთში მივედი სამსახურის დასაწყებად, მაგრამ პასუხი ყველასგან ერთნაირი იყო, ახალაზრდა გვჩირდება მაგრამ არა გამოუცდელი...
მეც ფარხმალ დაყრილი უკან გამოვბრუნდებოდი ხოლმე და ვიწყებდი ახალი ადგილების ძებნას...
23 წლის ვარ , მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს ნანახი...
ჩვიდმეტი წლიდან მარტო ვცხოვრობთ მე და ჩემი თექვსმეტი წლის და, მშობლები საზღვარგარეთ არიან, რადგან ჩვენთვის უკთესი მომავალი შეექმნათ..
არც მე არ ვიშურებ ამისთვის ძალებს და ყველანაირად ვცდილობ მშობლებს დავეხარო, სამსახურიც ამიტომ მინდ..
მინდა რომ მშობლების გამოგზავნილი ფული მთლიანად გვანცას სწავლას მოვახმარო...
ოც წუთში კარები ნინუცამ შემოანგრია და გვერდზე მომიჯდა..
-რაო?
-მოვიფიქრებთ და დაგირეკავთო..
ნელ ამოვილაპარაკე და საზურგეს თავი მივადე..
-კაი არაუშავს და ტასიკ დაგირეკავენ აბა სად წავლენ, შენნაირ კარგ ჟურნალისტს ვერა იშოვიან...
გამხნევებს ნიშნად ზურგზე ხელი ჩამომისვა და მისებურად გამეკრიჭა..
მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ვერ იტანს მისი სახელის შემოკლებას ან "დამახინჯებას" , ყოველთვის ყველასგან მოვითხოვდი და მოვითხოვ, რომ დამიძახონ ანასტასია და არა ტასო, ანანო ან სხვა მსგავსი სახელი, მაგრამ ნინუცა ის ერთადერთია რომელსაც აქვს ის პრივილეგია, რომ დამიძახოს ტასიკო, სტასი, ტასი ან მსგავსი მოფერებითი სახელი..
-ყველაფეი კარგად იქნება ხო ნინუც?
მხოლოდ გამიღიმა და შუბლზე მაკოცა...
კიდე დიდხანს ვიქნდბოდით ჩახუტებულები მუდროება ტელეფონის ზარს რომ არ დაერღვია..
მაშინვე ავიღე ტელეფონი და უცხო ნომრის დანახვისთანავე თვალები გამიფართოვდა.. აკანკალებულმა გადავუსვი ხელი ეკრანს და ყურმილის იქით ხმას დაველოდე...
-გამარჯობათ, ანასტასია ყიფიანი ბრძანდებით?
ნაცნობი ხმის გაგონებისას სხეულში რაღაცნაირად გამცრა და თავი ძლივს მოვაბი სათქმელს
-დ..დიახ
-გამარჯობათ ქალბატონო ანასტასია, მე ბატონი გურამი ვარ, დღეს გასაუბრებაზე რომ იყავით მოსული...
-დ...დიახ...დიახ გისმენთ
-იმისთვის გირეკავთ, რომ ხვალ ცხრა საათზე სამსახურში უნდა გამოცხადდეთ...
-დიახ რა თქმა უნდა აუცილებლდ.. ნახვამდის...
უცებ მივაყარე და ტელეფონი გავთიშე..
გაღიმებულმა გადავხედე ანერვიულებულ ნინუცას და ბოლოხმაზე ვიყვირე...
-აააააააა ამიყვანეს... ამიყვანეს.... სამსახური დავიწყე...
ვკიოდა და თან სახლში დავრბოდი...
ნინუცამაც როცა გაიაზრა რა მოხდა ჩემთან ერთად დაიწყო ყვირილი და სახლიც გაყრუვდა...
-რა ხდება რა ამბავია?
ოთახში შეშინებული გვანცა შევიდა და სათითაოდ გადმოგვხედა...
-რა და შენმა დამ მუშაობა დაიწყო..
უცებ ახარა ნინუცამ და ეხლა გვანცას ჩაეხუტა...
-გილოცამ
უახსიათოდ წაილუღლუღა გვანცამ და თავს ოთახში შევიდა...
-რა ჭირს ამას?
გაკვირვბულმა გადმომხედა ნინუცამ და თითით გვანცასკენ ანიშნა..
-სკოლაში დაიღაა და ...
ოხვრით ვთქვი და სავარძელში ჩავესვენე...
-ავღნიშნოთ?
წარბები აათამაშა ნინუცამ და ტელეფონი აიღო..
-აბა საბუნ ეხლავე მოდი ჩვენთან კაფეში ანასტასიამ მუშაობა დაიწყო..
ბოლო სიტყვები რასაც ქვია ჩაყვირა და გაუთიშა....
მე, ნინუცა და საბა...
სამი "ტრუსიკის" მეგობარი..
სამი ადამიანი და ერთი ფიქრები..
ნახევარ საათში სამივე ერთად ვისხედით და ჩემი მუშაობიშ დაწყებას ავღნიშნავდით...
-ხოიკისრებ ხოლმე?
ბოხი ხმით მკითხა საბამ და დარჩენილი ლუდი მოსვა...
-აბა რა... - ღიმილით ვუპასუხე და საათს დავხდე... - თორმეტი საათი ხდება, წავედი მე ხვალ ადრე უნდა ავდგე...
გაცისკროვნებული სახით ვთქვი და შენობიდან გამოვედი...
ნელა მივდიოდი ღამის რუსთაველზე და ვფიქრობდი, ოღონდ რაზე მეთვითონ არ ვიცი.
სახლში მალევე მივედი წყალი გადავივლე და ცივ ლოგინში შევწექი... გვანცა უკვე ღრმა სიზმრებში იყო ..
გაზაფხულის მშვენიერი დღე იდგა..
ცივი ზამთრის მერე მზე სასიამოვონოდ ანათებდა..
უცებ მოვწესრიგდი და გარდერობისკენ წავედი..
მუხლზე შავი ქვედაბოლო და თეთრი პერანგი ჩავიცვი... ფეხზე შავი მაღლები მქრთალი მაკიაჟი და მზადაა...
ტაქსი გამოვიძახე და მისამართი ვუკარნახე.. თხუთმეტ წუთში დანიშნულების ადგილას ვიყავი და მაღალ შენობას ბედნიერი თვალებით ვუყურებდი...
შენობაში შევედგი თუ არა ფეხი ტანში რაღაცნაირად დამიარა და ნერვიულობამ ამიტანა..
თითოეულ ნაბიჯს დიდ ძალას ვატანდი, რომ არ წავქცულიყავი...
ნელა დავაკაკუნე ხის კარებზე და პასუხს დაველოდე..
-მობრძანდით
კარებს იქით ბატონი გურამის ხმა გავიგე თუ არა კარები შევაღე და გავიღიმე..
-გამარჯობათ ბატონო გურამ, მე ანასტასია ყიფიანი ვარ.. დღეს დამიბარეთ...
-დიახ დიახ ანასტასია, მობრძანდით დაბრძანით...
ხელით სკამზე მანიშნა და გამიღიმა...
ნელა წავედი მითიებული ადგილისკენ და ნელა დავჯექი...
-პუნქტუალურიც ყოფილხარ.. გაუღიმა კაცმა და საბუთებშუ ქექვა განაგრძო... - მოკლედ ანასტასია, ჯერ მხოლდ საცდელი ვადთ აგიყვანთ, თუ ყველაფერი ისე გააეთეთ როგოც გთხოვთ სამუშაოდ დარჩებით, თქვენთან ერთად კიდევ ერთი გოგო იმუშავებს, ასე რომ არჩევანის გაკეთება მომიევს თქვენ ორში... ეხლა კი პირველი დავალება.. რაც შეიძლება მალე მჭირდება ინტერვიუ ანდრეა კალანდაძესთან..
ორი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში და ჯერ ვეცერთმა ჟურნალ-გაზთმა თუ ტელევიზიამ ვერ შეძლო, ამიტომ თუ მოახერხებ მის დათანხმებას ექსკლუზივი ჩვენია, წარმატებები..
გაოგნებულმა დავტოვე კაბინეტი და არეული ნაბიჯებით გამოვედი შენობიდან...
ნახევარ საათში სახლში ვიყავი და მშობლებს ველაპარაკებოდი...
-ანუ მოგწონს შენი სამუშაო?
კითხვის ნიშნის თვალებით გადმომხედა მამამ...
-ჯერ პირველი დღე იყო მა, ასე რომ ჯერ არ ვიცი თუ არ მომეწონა წამოვალ.. ყიფიანი ტყუილა კი არ ვარ.
ბოლო სიტყვები ღიმილით ვთქვი და გვანცას გადავხედე..
-ანასტასია, გვანცა თქვენთან აუცილებლი საქმე გვაქ... - ნელა დაიწყო დედამ ლაპარაკი და სათითაოდ გადმოგვხედა - გვანცა ჩვენთან მიგვყავს სასწალებლად..
უცებ მიაყარა ლალიმ ერთმანეთს და ქმარს გახედა..
-ხო მა, ესე ვიფიქრეთ რომ ჯობია საზღვარგარეთ ისწავლოს, თან შენც შენ ხელფასს შენთვის მოიხმარ, ჩვენც დაგეხმარებით, მაგრამ ესე ჯობია...
სიტუაციის ახსნა ცადა ზაზამ და განმუხტვის მიზნით გაიღიმა..
-კარგით და როდის უნდა წამოვიდე?
გაურკვევლობაში მყოფმა გვაცამ ძლივს ამოიღო ხმა და სკამზე გასწორდა..
-თუ ბარგს ეხლავე ჩაალაგებ ამ საღამოს...
-კი მაგრამ ესე მალე?
საუბარში მე ჩავერთე და გაოცებულ დას გავხედე..
-ხო ანასტასია, ყველაფერი მოგვარებულია და დრო რატომ უნდა გაიწელოს ვერ ვხდები..
-კარგი მაშინ წავალთ ჩავალაგებთ..
უცებ დავემშვიდობეთ მშობლებს და გვანცას ჩალაგებაში დავეხმარე...
ღამის ორ საათისთვის ორივე აეროპორტში ვიყვით და რეისის გამოცხადებას ველოდებოდით..
-გვანცი ჩკვიანად და როგირც კი ჩახვალ დამირეკე..
უცებ დავარიგე და და გადავეხვიე...
სახლში დაღლილი მივედი, მაგრამ მაშინვე ლეპტოპი გავხსენი და საძიებო ველში ანდრეა კალანდაძე ჩავწერე...
- ანდრე კალანდაძე, 25 წლის, ბიზნესმენი და საკმაოდ წარმატებულიც..
წაკთხული ბიოგრაფიიდან მოკლე შინაარსი გამოვიტანე და ხმამაღლა ვთქვი...
პატარა ბლოკნოტი ავიღე და შიგ რაღაც ჩავინიშნე .. მერე სოციალური ქსელი გავხსენუ და იქაც მოვძებნე...
ბიჭი იყო საოცრება...
მაღალი, შავგვრემანი, მწვანე თვალებით, ოდნავ წვერი... ნუ შოკი...





გამარჯობათ ბავშვებო <3 დავბრუნდი ახალი ისტორიით, იმდია მოგეწონებათ <3 ღირს გაგრძრლბა?



№1 სტუმარი lile

Auaucileblad gaagrdzele raaa gtxovv kargaiaaaa

 


№2  offline წევრი kaxelii

Gaagrdzele jer andriac ar "gagvicnia" da aba rogor gitxrat kargia tu cudi

 


№3  offline წევრი kiko

ძალიან კარგი და საიბტერესოა მალე დადე რა ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent