- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით? (12)
ემილი ღამით წყლის დასალევად ავდექი.. სამზარეულოსკენ დავიძარი და იქ ორ სილუეტს მოვკარი თვალი.. თიკო და ერი უცნობი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, ტაფას დავწვდი და ის იყო უნდა ჩამერტყა, რომ სადღაციდან მარიამი გამოჩნდა - არ ჩაარტყა, ჩემი ძმაა.. - ლუკა შემობრუნდა და ყურებამდე გაიკრიჭა.. მარიამმა გაგვაცნო ერთმანეთი, მაგრამ თიკო უცებ გავარდა.. არ ვიცი რა მპხდა აქ, მაგრამ რადგანაც თიკო ასე უცებ გავარდა, ე.ი იყო რაღაც.. - აგი რაია ძამა?- ტაფაზე მანიშნა ლუკამ, თანაც გურულ კილოზე.. - აგი ტაფაა და თავში დაგცემ თუ არ მეტყვი რა აწყენინე თიკოს.. - არაფერი.. ცოტათი შევაშინე და - თმა აიჩეჩა სასაცილოდ.- ქურდი ვეგონრ.. აბა გაგონილა? ჩემნაირი სიმპათიური ბიჭი და ქურდი? - გაიღიმა ისევ - ემი, ეს შენი მამრობითი სქესის ვერსიაა -გაიჩინა მარიამმა და ძმას მოშორდა - ამიტომ, მოდი არ აყვეთ ერთმანეთს.. რამდენიმე ღამეა ნორმალურად არც გვიძინებია .. - კი, მაგრამ თიკოს ბოდიში მაინც მოუხადე რა.. - მისგანაც თანხმობა მივიღე და ოთახი ვაჩვენე, სადაც დაიძინებდა.. დილით ადრე გავიღვიძეთ. უფრო სწორად, ლუკამ გაგვაღვიძა... ძალიან ადვილად მოშინაურდა, მართლა ჩემი მამრობითი სქესის ვერსიაა.. - ვარჯიშის დროა გოგოებო - დაგვიყვირა და ბალიშები გვესროლა.. ასე ჩემი ძმა ხშირად მაღვიძრბდა, მაგრამ ისეთ ხმაზე იყვირა, მივხვდი, რატომ მეუბნება ხოლმე მამაჩემი გულის შეტევა მომივაო.. - ან რა გინდა, ან რას მერჩი? ან რა ვარჯიში, დაწექი თუ ძმა ხარ, დაიძინე და ჩვენც დაგვაძინე.. ან რას გამიბლატავდი, წეაიერად არც კი დამინახიხარ - ვუთხარი და ბალიში დავუბრუნე.. - კარგი რა მართლა, რას გადამაყოლე ამ ვარჯიშს? - მერე მე მომიტრიალდა- ცუდად ხდება ვინმეს თუ არ ელაპარაკა - და გაიცინა..- მარტო მაგიტო არ მიდის - სიცილს უმატა.. - გველი გამიზდია უბეში - გაიქნია თავი და ხელიც ჩაიქნია.. მალე ოთახიდან გავიდა და ჩვენც ძილი განვაგრძეთ.. ცხრა საათისკენ კი მათემ გამაღვიძა, უბრალოდ ის ფრთხილად იყო.. - ემი, ემილიი.. ადექი, დღეს ბევრი საქმე გვაქვს.. - კარგი, ათი წუთი მაცალე კარგი?.. - გავუღიმე და მანაც თანხმობის ნიშნად, თავი დამიქნია.. მალე მოვემზადე და სასადილო ოთახში ჩავედი.. უცებ ლუკას მივეჯახე და ძიეს დავვარდი.. ისევ ხელი ვიტკინე.. ხომ.ვთქვი, გული მოგრძნობს, ეს ჭრილობა არ შემიხორცდება-მეთქი.. - აუ, ვწუხვარ.. ბოდიში რა.. - გულწრფელად შეწუხდა ის.. როგორც ჩანს მათე და მთელი ოჯახი უკვე გაეცნო.. ხელი გამომიწოდა და მეც ჩავეჭიდე.. უცებ მხვდა თვალში მათეს გაბრაზებული სახე, არ შევიმჩნიე და წამოვდექი.. მაგიდასთან ვისხედით და ვსაუზმობდით.. - მე და ემილი წავალთ - მშვიდად გამოაცხადა მათემ.. მეც ავდექი და ჩანთა ავიღე.. - ემი, ხელი ისევ გტკივა? - მკითხა, როდესაც მანქანაში ჩავსხედით. - თუ გტკივა დარჩი - არა, ყველაფერი რიგზეა.. სამსახურში წამოვალ - არა და უბრალოდ, მასთან ერთად მინდა დროის გატარება, თინდაც სამსახურში.. სამსახურში ყველაფერი ნორმალურად იყო.. შესვენებაზე მათეს კაბინეტში შევედი და პიცა შევუტანე.. ფიქრებში იყო წასული.. ჩემი.შესვლაც მაშინ გაიგო, პიცა რომ დავდე მაგიდაზე.. - ყველაფერი რიგზეა? - ვკითხე და ჩამოვჯექი - ხო, ყველაფერი რიგზეა.. უნდა ვილაპარაკოთ - ავღელდი, იქნებ იცის, რომ ნინოს ვუთვალთვალებ? არა, არამგონია.. - გისმენ - გავუღიმე - აქ არა.. სამსახურის მერე.. - კარგი - მხრები ავიჩეჩე და პიცას დავწვდი.. მანაც გაიღიმა და პიცის ნაჭერი აიღო.. ცოტა ხანს ასე ვიყავით, მერე ლუკამ დამირეკა - ემილი, ლუკა ვარ.. მალე დაბრუნდებით? - არ ვიცი, რა ხდება? მარიამი კარგადაა? - კი, კარგად ვარ, უბრალოდ ვიფიქრე გავისეირნებდით, ყველანი.. - საღამოს გავისეირნოთ - კარგი.. - ყურმილი გავთიშე.. მთელი ამ დროის მანძილზე მათე გაბრაზებული სახით იყურებოდა.. არა, კი არ ბრაზობდა, ეჭვიანობდა.. მე კი ეს ძალიანაც მსიამოვნებდა.. ცოტა ხანში ანასთან გავედი.. საბას გარეშე იყო, მოქყენილი და არ ვიცოდი რა სჭირდა.. - რა გჭირს? - ვკითხე და გვერდით ჩამოვუჯექი, ხელში კი ყავა მივაწოდე.. - სულელი რომ ვარ, აი ის.. - ჩაილაპარაკა მან.. - კარგი რა, მომიყევი რა მოხდა.. - რა და ჯანდაბა.. საბამ კაფეში დამპატიჟა.. ის ადრე მოვიდა, მე მოგვიანებით, იქ დავინახე, როგორ ეხვეოდა ვიღაც გოგოს.. ვიეჭვიანე, ბოლოს კი მისი დეიდაშვილი აღმოჩნდა ის გოგო.. საბა კი გამიბრაზდა.. ეწყინა, ჰგონია არ ვენდობი.. მაგრამ ემი, შენ ხომ იცი, როგორიც ვარ არა.. - შერიგდებით, აი ნახავ.. უამრავი რამ ხდება ცხოვრებაში.. დამშვიდდი..- ლოყაზე ვაკოცე და ოთახიდან გავედი.. მე თუ ესენი არ შევარიგო, ემილიანა არ მერქვას.. გეგმას ცოტა ხაბში შევიმუშავებ.. მათესთან შევედი, მასთან საბა იყო.. უბრალოდ მივესალმე და საბუთებში ჩავძვერი.. ცოტა ხანში საბა გავიდა.. მათე ჩემკენ წამოვიდა, საბუთები გამომართვა და თმა ყურზე გადამიტანა.. - არ დაიღალე? წავიდეთ უკვე - უცნაურად გამიღიმა.. - ერთ გვერდსაც ჩავასწორებ - არა, ახლავე.. - დოკუმენტები გვერდზე გადადო და ხელი ჩამჭიდა.. მანქანა დაძრა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.. - სად მივდივართ - ვკითხე ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.. - მოგეწონება იქ, ნუ ღელავ - ისევ უცნაურად გამიღიმა.. მეც ხმა აღარ ამომიღია.. გზა ვიცანი, მთაწმინდაზე მივდიოდით და ხმას არცერთი ვიღებდით.. მალე მივედით.. განაპირა სკამზე ჩამოვსხედით, ხმას არ ვიღებდით.. - ემი მე.. მოკლედ, ემი მე და შენ სრულიად განსხვავებული ადამიანები ვართ - საუბარი უჭირდა.. - მაგრამ მე - ჯანდაბა, ტელეფონმა დაურეკა, მხოლოდ ორი სიტყვა თქვა - რაა? მოვდივართ.. - რა მოხდა? - ვკითხე შეშფოთებულმა.. - ლიზას მაღალი სიცხე აქვს და გაუჩერებლად ტირის - ანერვიულებული ჩანდა - ნუ ღელავ, ის ბავშვია.. ხან ავად იქნება, ხან კარგად, მთავარია, რომ მასზე ვიზრუნებთ.. - აღარ მახსოვდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა, ხელი დავავლე და მანქანისკენ წავიყვანე.. საჭესთან მე დავჯექი და ნახევარსაათში შინ ვიყავით.. ლიზა ტიროდა და ვერ ჩერდებოდა.. ექიმთან მივიყვანეთ.. სერიოზული არც არაფერი ყოფილა.. წამლები დაუნიშნეს და წამოვედით.. სახლში მივიყვანეთ, დავაწვინეთ და მალევე დაეძინა.. წამოსვლას ვაპირებდი, მათემ ხელზე მომჭიდა ხელი და მითხრა - მე და შენ საუბარი არ დაგვისრულებია, ათზე ვერანდაზე გელოდები.. - კარგი - ვუთხარი და ოთახიდან გავედი. მარიამთან მივედი და ანაზე მოვუყევი.. გეგმა მოვიფიქრეთ.. ანას და საბას დავურეკე, ორივე პატარა კაფეში დავპატიჟე, რომელიც მარიამმა წუთის წინ დაახურინა.. ლუკამ კი, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე, უბრალოდ იჯდა და გვისმენდა, გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა და ვიღაც დიზაინერს დაურეკა, რომ იქ ყველაფერი ლამაზად გაეფორმებინა.. ყველაფერი მოვაგვარეთ და სამზარეულოში ჩავედით.. უცებ თიკო შემოვიდა და ლუკა სტარტზე დადგა.. ადგა და სკამი გამოუწია, თიკო გაბრაზდა და სხვა სკამზე დაჯდა.. რა საყვარლები არიან.. მარიამს ვანიშნე და გავედით, თან ყავა წავიღეთ.. რამდენიმე წუთში დემემ დარეკა.. დიქტოფონი ჩავრთე და მარიამთან ერყად ველაპარაკე.. ასე ვშვრებით ხოლმე, ხან შკაიპში ვსაუბრობთ სამივე, ხან ასე, მობილურით.. დრო ნელ-ნელა გავიდა.. ათ საათამდე წუთებს ვითვლიდი.. აქეთ-იქით გავდიოდი.. თან ვხვდები რა უნდა მითხრას, თან ვერა.. აი ასე ვარ, გაურკვევლობაში.. ათი საათიც მოვიდა.. მე მოვინდომე და ლამაზად გამოვიყურებოდი.. ისევე მეცვა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მოხდენილად.. მათემ ამომხედა.. ძალიან კარგად გამოიყურებოდა.. მისი მზერა კი, თვალებიდან საოცარი სითბო მოდიოდა.. მისი მზერა, უბრალოდ მომაჯადოვებელია.. მის გვერდზე ჩამოვჯექი, ის კი ადგა და ხელი გამომიქოდა.. მანიდნა მარჯვნივ გამეხედა.. პატარა მაგიდა იდგა, სანთლებით, მთვარეც ლამაზად ანათებდა.. მაგიდაზე კი, ღვინის ბპთლი და ორი ჭიქა.. საოცარია, რა აღარ ვიფიქრე მანამ აქ მოვიდოდი, ახლა კი ვხედავ, რომ ძალიან რომანტიკულ ხასიათზეა, მაგრამ ისევ ეს ოხერი ფრაზა '' ემი მე და შენ განსხვავებული ადამიანები ვართ, მაგრამ მე'' და ისევ ამ დროს გაიმა ნინოს კივილი.. ჩვენც მისკენ გავვარდით.. კიბეზე დავგორდი და ვერ მივდივარო..მათემ ხელში აიყვანა და ოთახამდე მიიყვანა.. ღმერთო რა დამემართა.. ვიეჭვიანე თან საშინლად.. ალბათ თმებს დავაწიწკნიდი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.. მათემ ბოდიში მომიხადა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა და ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებდით.. დასაძინებლად ავედი და ძლივს ჩავთვლიმე.. ათას რამეზე ვფიქრობდი.. მათეზე, ანაზე და საბაზე, ჩემს ძმასა და მარიამზე, ახლა ლუკა და თიკო.. ანასთან დავრეკე, მაგრამ არ მიპასუხა, მერე მომწერა გმადლობ და დაგირეკავ მერეო.. მარიამი და დემე ბოლომდე გათვითცნობიერებულები არიან საკუთარ გრძნობებში, ლუკას და თიკოს კი ხვალ მივხედავ.. რამდენი საქმე დამიგროვდა, ცალკე ლილის და გიოს ქორწილი.. თითქმის ყველაფერი უკვე დავგეგმე და ნელ-ნელა მომყავს წესრიგში.. მთავარი საფიქრალი კი მათეა... მათე დღე უცნაურად დაიწყო.. მარიამის ძმა გავიცანი.. შემდეგ კი, როდესაც დავინახე, როგორ დაუახლოვდა ემის.. ვიეჭვიანე.. სამსახურში წავედით, მაგრამ წესიერად ვერ ვიმუშავე.. გული ვერაფერს დავუდე, ცალკე იმაზე მეფიქრებოდა, რომ სიყვარულში უნდა გამოვტყდომოდი.. მალე ემი გავიდა და საბა შემოვიდა.. - რა გჭირს, რა სახით მოძრაობ? - ვკითხე მას - ანასთან ვიკამათე.. - რატომ? - ეკაზე იეჭვიანა, ეკაზეე.. - კარგი რა, უყვარხარ და იმიტომ, არ უნდა შეურიგდე ახლა? - როგორ არა, მაგრამ ჯერ უნდა ვაწვალო.. აუ ეჭვიანობა არ მევასება რა.. მაგრამ უნდა ვაღიარო, მსიამოვნებს - გამოტყდა ის.. - ვერ ხარ შენ, შეურიგდი ბიჭო, სანამ გაგრბუტა.. - შენ ის მითხარი, გამოუტყდი ემილიანას? - ჯერ არა.. - აბა როდის? - დღეს, მაგრამ არ ვიცი როგორ.. - რა უნდა სამი სიტყვის თქმას.. - მერე ემიც მოვიდა, საბამ დაგვტოვა.. მე კი ემი მთაწმინდაზე წავიყვანე.. ის იყო, უნდა მეთქვა, რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ ლიზას სიცხე ჰქონდა.. ამის მერე კი ემის რომანტიკული გარემო მოვუწყე, მაგრამ თქმა ისევ არ დამცალდა.. ახლა ნინო დაეცა კიბეზე.. ჯანდაბას.. ხვალ მაინც დაველაპარაკები.. ძლივს დამეძინა.. დილით კი ადრიანად გამეღვიძა და ჩემს თავს შევძახე, რომ დღეს მაინც უნდა მეთქვა.. გავედი და ემის შევასკდი, ძირს ეცემოდა და მკლავებში მოვიქციე.. აი ვიგრძენი მისი მათრობელა სურნელი.. ეს ყველა დილაზე სასიამოვნო დასაწყისია.. სამზარეულოში ჩავედით.. მას ყავა გაბუკეთე და გაოცებულმა შემომხედა.. ისევ უნდა დამეწყო, რომ სამზარეულოში ყველა შემოვიდა.. რამდენჯერმე ისევ ვცადე თქმა, მაგრამ ყოველთვის ხელი შემიშალეს.. აი კიდევ ერთხელ მივედი - ემილი - ჯანდაბას მათე, ვიცი, დავიზეპირეე, მართლა დავიზეპირე, რომ განსხვავებული ადამიანები ვართ, მაგრამ ძალიან გთხოვ, მაცალე რა ვიმუშავო.. როცა სათქმელს ჩამოაყალიბებ, მერე ვისაუბროთ.. - მითხრა და საბუთებით ხელში ოთახიდან გავიდა.. ჯანდაბაა, ეა როგორ მემართება.. იქნებ პირდაპირ ვუთხრა.. მორჩა, აუცილებლად ვეტყვი.. ინსტიქტურად გავყევი, საკონფერენციო დარბაზში შევედი, ჩაბნელებული იყო ყველაფერი, მხოლოდ პროექტორი ანათებდა და წმილის ვხედავდი.. -ემილი, აუცილებლად უნდა გითხრა.. - მათე ახლა.. - არ მაინტერესებს - ახლოს მივედი და მხრებზე მოვეჭიდე - ვიცი, რომ მთელი დღეა გეუბნები, რომ განვსხვავდებით.. მართლაც იმდენად განვსხვავდებით, რომ ერთნაირები ვართ.. რამდენი რამ მოხდა ემი.. იმდენი რამ შემემთხვა, რომ ცხოვრება საეროდ გადამავიწყდა.. ღიმილი დამავიწყდა და შენ ყველაფერი დამიბრუნე.. ხელახლა მასწავლე ღიმილი, სიხარულის და სიყვარულის გამოხატვა.. მე, ჯანდაბაშ, რამდენს ვწვალობ, რომ ეს ვთქვა.. მე შენ მიყვარხარ..შენ ფიქრობდი, რომ არეული ვარ, მაგრამ ასე დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ - ვთქვი და ამოვისუნთქე, განაჩენის მოლოდინში.. მის სახეს დავაკვირდი, გაოცება, სიხარული, აღელვება.. ყველაფერი ეხატა სახწზე.. -მეე, მეე.. მეც მიყვარხარ - მითხრა და უხერხულად გამიღიმა - მაგრამ.. - უცებ ტაშის ხმა გაისმა და სინათლეც აინთო.. დარბაზში ბევრნი იყვნენ, მაგრამ უხერხულობას ვერ ვგრძნობდი, პირიქით, ასე დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ, ემისკენ დავიხარე და ვაკოცე, ამას კიდევ მოჰყვა ტაშის ხმა.. ემიმ ხელი ჩამჭიდა, ყველას უთხრა დავბრუნდებითო და გარეთ გამათრია - ვცდილობდი გამეფრთხილებინე.. მაგრაამ.. - ემილი - მარტო ეს ვუთხარი და ისევ ვაკოცე.. ანა.. რა მჭირს? საბაზე ვიეჭვიანე, თანაც სულელურად და გავაბრაზე.. ახლა ფიქრობს, რომ არ ბენდპბი.. ეს საშინელებაა.. მის გარეშე მოვედი სამსახურში, ჩვენი საუბარი კი ორიოდე სიტყვით შემოიფარგლა.. ალბათ ცდილობს ჭკუა მასწავლოს.. ემის ვესაუბრე და დამაშვიდა.. ისევ ისე გავიდა დღე, რომ საბა ისევ არ მესაუბრება, თუ ეს საქმეს არ უკავშირდება.. საღამოს ემიმ დამირეკა - ანა, სასწრაფოდ მოდი - ადგილი დააკონკრეტა და გათიშა.. სასწრაფოდ მოვემზადე და გავვარდი, ადგილზე მივედი და ვიღაცას შევასკდი, ცხვირში კი სასიამოვნო სურნელი მომივიდა.. საბა მაშინვე ვიცანი.. უეცრად სინათლე აინთო - შეენ? მეე? ემიიმ - ორივემ ერთად ვთქვით.. სიმართლე გითხრათ, უკვე გავბრაზდი, აქაურობა ლამაზად იყო მორთული, რომანტიკულად, მან კი ისევ არ მოინდომა საუბარი. გამოვბრუნდი, როცა ხელი ჩამჭიდა და მისკენ მიმიზიდა.. - ანა, ვიცი, რომ სულელურად გამომდის.. უბრალოდ, ხომ ხვდები, რომ მე, მე უბრალოდ.. ჯანდაბაა - ჩამოჯდა.. - ანა, მე მიყვარხარ.. მართლა - ეს პირველად მითხრა, ადგა და ახლოს მოვიდა, მხრებზე ხელები მომჭიდა - არ მინდა, რომ უაზროდ იეჭვიანო.. არ მინდა შენგან უნდობლობა ვიგრძნო - ეს უნშობლობა არაა, მე მიყვარხარ და ვგიჟდები, როდესაც სხვასთან ერთად გხედავ.. - ის მომეხვია, მაგრამ მიმიკრა გულზე.. ერთი წამით ვიფიქრე, რომ სუნთქვას ვეღარ შევძლებდი, მაგრამ ყველაფერი რიგზე იყო.. მან სახეზე ხელი მომკიდა და თვალებში ჩამხედა.. მისთვის მიკოცნია, მაგრამ ეს სხვა კოცნა იყო.. ემოციებით სავსე და თბილი.. ემილი გენიოსია.. ის ყველაზე საყვარელი ადამიანია, ვისაც ვიცნობ.. ყველაფერზე უზრუნია.. დეკორაცია, ვახშამი, მუსიკა.. ყველაფერი გადასარევად იყო.. მე და საბა ნაზ მელოდიაზე ვცეკვავდით.. მის მკლავებში თავს უბედნიერესად ვგრძნობდი.. უეცრად ისევ შემომხედა, თვალებში ჩამხედა და გამიღიმა.. - მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხაარ - მითხრა და ჰაერში დამატრიალა.. - ანა, ცოლად გამომყევი - თბილი ცმით ჩამჩურჩულა და მხართან მაკოცა.. - მე - რამდენიმე წამით გავჩუმდი - თანახმა ვარ - ვუთხარი და გავუღიმე.. მან ისევ ჰაერში დამაბზრიალა.. შემდეგ სავახშმოდ დავსხედით და კიდევ ბევრი ვისაუბრეთ... ლუკა საქართველოში დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა.. ყველაფერი შესაშნიშნავია.. როცა ჩამოვედი და იმ სახლს მივადექი, სადაც მარიამი რჩებოდა.. არავინ იყო, რადგან ღამის ორი საათი იყო, რა გასაკვირია.. სამზარეულოში რომ შევედი და უკნიდან ვიღაცამ მომაძახა ქურდიო, გავბრაზდი, მაგრამ როცა შევბრუნდი ჩემს წინ პატარა ანგელოზი იყო.. მშიშარა პრინცესა.. ცოტა ვემაიმუნე და შევაშინე.. მერე მარიამი გამოჩნდა და ემილი, თავისი ტაფით.. მალე გავშინაურდი, საერთოდ ასეთი ხასიათი მაქვს, ყველასთან ადვილად შევდივარ კონტაქტში.. დილით მარიამს და ემის შევუვარდი, პრინციპულად გავაღვიძე დილის ექვსზე, ემიმ კი კულტულურად გამომაგდო.. ოთახიდან გასვლისას პირდაპირ თიკოს შევასკდი.. - გამარჯობა თიკა - თიკო, თიკო მქვია.. - კარგი რა - შენ ისევ აქ ხარ - მკითხა მან.. - მაპატიე, შეგაშინე გუშინ, მაგრამ.. - შემაშინე? შენ მე დანით დამემუქრე, დანა ყელთან დამისვი.. იცი მაინც რა დამემართა - მითხრა და წავიდა.. - ჯანდაბა, ამდენი ხნის მერე გოგო მომეწონა და მე ის შევაშინე.. უნდა გამოვასწორო.. ცოტა ხანში ისევ გამოვედი ოთახიდან და თიკო შევნიშნე.. - თიკუნა - დავუძახე - თიკო, თიკო მქვია - კარგი რა, ასე რამდენ ხანს აპირებ გაგრძელებას.. ბოდიში ხომ მოგიხადე.. - უბრალოდ შემეშვი რა.. - მომიშორა კულტულურად.. ცოტა ხანში მაგიდის გაწყობას შეუდგა.. მეც უკან მივყევი.. მის დალაგებულ თეფშებს ''ვასწორებდი'' - შეეშვი მაგ თეფშებს ლუკა - მისი წარმოთქმული ლუკა ძალიან მესიამოვნა.. - არ შევეშვები, მანამ, სანამ ჩემს ბოდიშს არ მიიღებ.. - რა აზრი აქვს გაპატიებ, თუ არა.. - აქვს, რონ არ ჰქონდეს, არც გთხოვდი.. - ჯანდაბას, კარგი.. ახლა შეწყვეტ? - არა - გავუღიმე და გავაგრძელე... ასევე მოხდა ალაგებისას.. ჩემი ჭკუით ვეხმარებოდი.. - თუ არ დალეწავ, დამავალებ.. - მითხრა მან - დაუნახავო ხარ, მე როგორ ბცდილობ, შენ კი... - ის კი გავარდა ისევ.. მეც უკან გავყევი - თიკა, მოიცადე - თიკოოო, თიიკოო - დამიმარცვლა მან.. - მოდი, სახელით ნუ მომმართავ.. - კარგი, მშიშარა პრინცესავ - წარბები ავუთამაშე.. ცოტა ხანში სახლიდან გავიდა.. მეც გავყევი.. ჩუმად მივდევდი.. სასეირნო პარკში შევიდა და შევყები.. მარტო იყო, სკამზე ჩამოჯდა და წიგნის კითხვას შეუდგა.. უცებ ერთი იდიოტი დაუდგა წინ.. მას შეეშინდა და უკან დაიხია.. ის იდიოტი კი მისდევდა.. მან ჯოხი მოძებნა და დაემუქრა, მაგრამ მის უკან მე დავდექი და მას ჩემი შეეშინდა.. თიკო კი კმაყოფილი დარჩა, რადგან ეგონა, რომ მან შეაშინა.. მერე შემობრინდა და შემასკდა.. დაცემას გადავარჩინე და მკლავებში მოვიმწყვდიე.. უხერხულად იყო.. მალე გავასწორე და შემომხედა - ე.ი შენი შეეშინდათ - დანანებით გააქნია თავი - კი - მხრები ავიჩეჩე.. - მისმინე თიკო.. - თიკა - უცებ წამოიძახა, მერე მიხვდა, რომ სწორად დავუძახე - კი არა და თიკო.. რა აზრი აქვს.. გმადლობ და ახლა შენი გზით წადი.. - მხოლოდ შენთან ერთად, მშიშარა პრინცესავ.. - თვალი ჩავუკარი და ხელი ჩავჭიდე, რომ წამეყვანა.. - სად მიმათრევ, შემეშვიი - გაჰკიოდა.. მე უბრალოდ მანქანაში ჩავსვი და სახლში წავიყვანე.. ********* ესეც შემდეგი თავი, ვიცი, წინებთან შედარებით, ცოტა პატარაა, მაგრამ გავცივდი და მეტი ვეღარ დავწერე.. ველოდები თქვენს კომენტარებს.. იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ.. გმადლობთ და მიყვარხართ... შეცდომებისთვის ბოდიში, ტელეფონით ვწერ ♥♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.