ერთად (5)
დილით საშინელ.ხასიათზე გავიღვიძე, არც გამკვირვებია, თიკოს საშინელმა "ჭყივილმა" ძილი. ნუთუ ეს გოგო ყოველდღე აქ უნდა იყოს? მერე არ მეყოფა ნიკა რო მოიყვანს? უცებ გამახსენდა ჩემი და მათეს გუშინდელი ლაპარაკი, მე მას ვუთხარი რომ ცოლად გავყვები, საერთოდ არ ვნანობდი თუმცა იყო რაღაც პრინციპები, ხვალიდან გამოცდებს ვიწყებ და მერე მათეს გავყვები. დღეს ნიკას უნდა დავლაპარაკებოდი, მისთვის ყველაფერი უნდა მეთქვა, ისე ვერ გავჩერდებოდი. ავდექი, ჩავიცვი და პირდაპირ სამზარეულოში გავიდი. თიკო და დედა ისხდნენ და "ჭორაობდნენ". -ლიზი, დღესაც მივდივართ კაბაზ... -დედა ძალიან გთხოვ რა, მე მეზარება, ხვალიდან გამოცდები მეწყება და უნდა მოვემზადო, თქვენ წადით -ხო ელენე ჩვენ წავიდეთ, ლიზის მაინც არ აქვს გემოვნება. უთხრა თიკომ დედას და ირონიულად გამიღიმა -შენ გაქ? რატო გგონია რო ეგ ლურჯი კამა მაგ მწვანე ზედას და ყვითელ კეტებს უხდება? არ მითხრა რო ვარდისფერი ქოლგით მოხვედი. ვუთხარი "სარძლოს" და გავიგონე მისაღებიდან ჩემი ძმის სიცილი. -ლიზი, დედა წესიერად ილაპარაკე. დამარიგა დედამ თუმცა მასაც უჭირდა სიცილის შეკავება. -პრადას კაბა მაცვია, უვიცო -რა მნიშვლებო აქვს? ცისარტყელას ფერებში რო ხარ, პრადას ბრალია? -შენ ვერ გაიგებ -ხო ხო რათქმაუნდა მარტო შენ გესმის აბა რა. ვუთხარი თიკოს და მისაღებისკენ წავედი. ჩემს ძმას ფეხები მაგიდაზე ქონდა შემოლაგებული და კინოს უყურებდა. -ნიკუშ საქმე მაქ და გცალია? -რა ხდება? -რაღაც მინდა გითხრა -კარგი მითხარი -არა აქ არა ჩემს ოთახ... -ნიკა ადექი წავედით. გამოვარდა სამზარეულოდან თიკო -თიკო, ლიზის საქმე აქ და წავიდეთ კარგი? -საქმე არა ის, ვიცი მე მაგის საქმე, ფული ენდომება, მალე ადექი წავიდეთ გვეჩქარება. -ლიზი არ გრწყინოს რა, საღამოს ვილაპარაკოთ კარგი? უხმოდ დავუქნიე თავი და გავუღიმე. დედა ნიკა და თიკო ერთად წავიდნენ, დავრჩი მარტო სახლში. მათეს მივწერე დღეს ვერ გნახავ გამოცდებისთვის უნდა მოვემზადო თქო და მაგიდაზე იმდენი წიგნები დავილაგე კინაღამ გული გამისკდა. საღამომდე თავი არ ამიწევია, არც კი მიჭამია. ისე ვიყავი წიგნებში ჩაფლული ვერაფერზე ვფიქრობდი. დედას და ნიკუშას მოსვლამ მომიყვანა გონს. ნიკა მომიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა, ელოდებოდა როდის მოვრჩებოდი კითხვას -რაიყო ნიკუშ? -გელოდები, საქმე ხო გქონდა? -თიკა სად არის? -სახლში მივიყვანეთ პირდაპირ -ხოო... -ჰეე მიდი დაიწყე რა საქმე გქონდა? -ისაა.. -ლიზი ფული გჭირდება? -ხო... ისე ხმამაღლა წამოვიძახე ჩემი ძმა ადგილზე შეხტა, გადავიფიქრე მოყოლა, არ მინდოდა ნიკას მათეზე გაეგო, მერე მის ნახვას მოინდომებდა და ყველაფრის გარკვევას, მათემ კი გამაფრთხილა.ნიკას არაფერი არ უთხრაო. -ლიზიიი, გამოფხიზლდიი, რა გჭირს? -ხო... ისაა... რა...? -რამდენი გინდა თქო? -რა რამდენი მინდა? -ვაიმეე, ფული ლიზიი ფული -რათ მინდა ფული? -ვაიმე გოგო რა გჭირს? ხო მითხარი ფული მჭირდებაო? -უი.ხო, არა აღარ მჭირდება -რატო? -აღარ მინდა, რაღაც უნდა მეყიდა და, აღარ მინდა ეხლა -დარწმუნებული ხარ? -კი კი, -კარგი წავედი მე ბიჭებთან, შენ კიდე წადი დაიდძინე, დაღლილი ჩამხარ -ხო წავალ. ნიკა გავაცილე და ჩემს ოთახს მივაშურე, დადძინების მაგივრად ლეპტოპი მოვიმარჯვე და მათეს დავურეკე სკაიპში. -რაშვები? დამასწრო მათემ -აუ რავი დავიღალე, შენ? -არაფერს, იმეცადინე? -კი და მეძინება -ცოტახანი ვილაპარაკოთ და დაიძინე, ლიზუ ხო არ გადაგიფიქრებია? -არა მათე,ბოლო გამოცდას ჩავაბარებ თუ არა, ეგრევე გამოგყვები. -მიყვარხარ -მეც მიყვარხარ, შენებმა იციან? -კი ვუთხარი -მერე რაო? -რავი არაფერი რა უნდა ეთქვათ, გაუხარდათ, ვის არ უხარია შვილის ბედნიერება -ხო მართალი ხარ. -ნიკა რაშვება? -რავი, დაატარებს თიკოს და არი რა -ხო იმედია ბედნიერები იქნებიან -ხო რავიცი, მე კი მიშლის ნერვებს და -ცოტახანიც მოითმინე ცხოვრება, 5დღეც და ჩემი ხარ -ხო მათე, როგორ მიხარია შენ არც კი იცი -კაი წადი დაიდძინე, თორე ჩამოგეძინა კლავიატურაზე. -კარგი წავედი, ხვალ დიდი დღე მაქ -მიდი მიდი წარმატებები -კარგი. მათეს გავუთიშე და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად, შუქი არ ენთო თუმცა რაღაც ფაჩი-ფუჩი მესმოდა. კარი.შევაღე და თიკო შემრჩა ხელში ჩემი ძმის მაიკით, რომელიც ბაყვებსაც არ უფარავდა -თიკო, გული გამიხეთქე, მოიცა შენ აქ რა გინდა? -რა უნდა მინდოდეს? შენს ძმასთან ვარ -კაიი გაჩე, მე მეგონა ჩემთან იყავი, მაგას მივხვდი მაგრამ ასე ჩაცმული რატომ ხარ? -ლიზი რა პატარა ბავშვივით იქცევი? მართლა ვერ ხვდები შენს ძმასთან ესე ჩაცმული რას ვაკეთებ? -მოიცა... თქვენ... ისა... რა? -რაიყო რატომ გაგიკვირდა? შენ ქორწილამდე წინააღმდეგი ხარ? -გაგიკვირდება და კი -უვიცთან ერთად, გოიმიც ყოფილხარ -თიკო წყობილებიდან ნუ გამომიყვან ძალიან გთხოვ -ნუ მეტლიკინები ღლაპო. მითხრა და თმა ოდნავ დამწიწკნა. ეს უკვე ჩემთვის პიკი იყო, არ მიყვარს გოგოების ჩხუბი თუმცა ასეც ვერ დავისვავდი თავზე ვერავის, თიკოს ისე ძლიერად ვკარი ხელი რომ, დედაჩემის საძინებლის კარს მიეჯახა. დედას ალბათ არ ეძინა და უცებ გამოვიდა გარეთ. თუმცა მანამდე მე და თიკომ ერთმანეთის გალანძღვა მოვასწარით. დედაჩემი გაგიჟებული გვიყურებდა ვერ გაეგო რატო ვჩხუბობ დით, ყველაფერი ვუთხარი რასაც მასზე ვფიქრობდი, მათეს ნალაპარაკებიც ვუთხარი, გაოგნებული მიყურებდა და არ იცოდა რა გაეკეთებიდა მე კი ვერ ვწყნარდებოდი. მერე შევამჩნიე ჩემი ძმა რომელიც გაშტერებული უყურებდა თიკოს და ვერ გაეგო ვერაფერი. -ლიზი დედა რა გჭირს? რა გაჩხუბებთ? ამოიღო ხმა დედამ როცა გავჩუმდი -დედა მეტი აღარ შემიძლია, ყოველდღე მამცირებს ყელში ამომივიდა, ეგ არი შენი შვილი თუ მე -ლიზი რანაირად ლაპარაკობ? მკითხა ნიკამ -შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ, აღარ გაინტერებს, ყურადღებას საერთოდ აღარ მაქცევ, ადრე რო გაგეგო შეყვარებული მყავდა ალბათ მომკლავდი მაგრამ საერთოდ აღარ ინტერესდები. -ლიზი დაწყნარდი -კარგი რა დედა მეტს ვეღარ მოვითმენ. თიკო ტიროდა თუმცა მისი ცრემლები ნაკლებად მაინტერესებდა, ისე ვიყავი გამწარებული, რომ მივეშვი ალბათ მოვკლავდი. დედამ ნიკას უსაყვედურა, მეტჯერ ღამე თიკო აქ აღარ მოიყვანოვო, სანამ არ დაქორწინდებით ესეთი რაღაცეები აქ არ ვნახივო, სადაც გინდა იქ წადითო. თიკო იმღამესვე წაიყვანა ნიკამ სახლში. მე დავწექი თუმცა მთელი ღამე არ მძინებია. არც დედას დაუძინია, მესმოდა სამზარეულოში როგორ ტიროდა, ნიკა იმ ღამეს სახლში არ მოსულა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.