ბედისწერა (თავი 3)
ფიქრობდა მომავალზე, იმ ამოუხსნელ ფენომენზეც, რასაც ბედისწერა ერქვა და ყოველთვის ეფიქრებოდა საკუთარ თავში ჩამალულ პოტენციალზე, რომელიც სიტყვებით უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ვინმეს გადმოეცა. თოვლი ათეთრებდა ქალაქს, იმ ქუჩის გასწვრივ კი ყველა ხელიხელ ჩაკიდებულები მისეირნობდნენ, მოხუცებიც, ახალგაზრდა წყვილიც და პატარა ბავშვებიც, რომლებთაც ახლა გაუგეს გემო სიყვარულს, ან ბავშვურ გატაცებას, მაგრამ სიყვარული რომ ჰგონიათ და მასაც მოუნდა, ესმერალდას გვერდით ევლო და მთელი ნიუ იორკი ფეხით ეთვალიერებინა. დაღლასაც ვერ იგრძნობდა, რადგან მისთვის ყველაზე ბედნიერი წუთები დედოფლის გვერდით ყოფნა იქნებოდა, რაც უსაზღვრო ძალასა და სიყვარულს უნთებდა გულში. ფიქრობდა სიტყვებზე, რომელიც მისთვის უცხო იყო, რომელიც მისთვის საოცარ ენთუზიაზმს აფრქვევდა და ფიქრობდა გოგონაზე, რომელიც მისთვის იმაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავად წარმოედგინა. „გრძნობა გონებას ედება, ტკბილია, შენი შეხება, მიყვარს, რომ სიტყვებს ედება გული გულს შეეგებება.“ -პოეტიც ვყოფილვარ... - სიამაყით განაცხადა და საწოლიდან წამოიმართა. ნიუ იორკი სიზმრად ნახა, მაგრამ მასში ესმერალდა არ იყო. იყო მხოლოდ მასზე ფიქრები და ლექსი, რომლის მოფიქრებისთვის დიდი დროც კი არ დასჭირვებია. წამოფრინდა, მაშინივე დასწვდა ფურცელს, კალამიც შარვლის ჯიბიდან ამოაძვრინა და ჩაწერა. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, მაგიდას მიუჯდა, წინ ახლა უკვე რვეული დაიდო და მონახაზის წერას შეუდგა, რომელიც ნიუ იორკმა შთააგონა შემდეგი რომანისთვის. იყო თეთრი ფიფქები, გრანდიოზული მუსიკა ქუჩებში, რაც სიყვარულის ხასიათზე აყენებდა ადამიანს და უღვიძებდა მასში ჩამალულ გრძნობას, რომც არ ჰქონოდა. *** რატიანმა ქუჩა გადაკვეთა და ერთ-ერთ ხმაურიან დაწესებულებას შეუერთდა. ჰაერი ჩახუთული, სიტყვები ხმამაღალი, მაგრამ ბუნდოვანი და აქეთ-იქით გაფანტული კვამლი. კიბეებს ჩაუყვა და ჰოლში შევიდა, სადაც ნელი მუსიკა უფრო მეტად ხმამაღალზე იყო ჩართული. შენიშნა კარებთან ორი შავსამოსიანი და მოტვლეპილი კაცი, ხელები უკან წაეღოთ, მაგრამ მის დანახვაზე მაშინვე მოვიდნენ აზრზე და გზა გადაუკეტეს. რატიმ ხელები ასწია, დატრიალდა, რის შედეგადაც კარგად შეამოწმეს და მერეღა შეუშვეს. კარები ზურგს უკან ხმაურით დაიკეტა. ძლივს გაიკვლია ერთად შეჯგუფებულ მამაკაცებში სცენისკენ გზა. ჯერ ბარმენს სასმელი დაასხმევინა და შემდეგ კი გოგონებს დაუწყო ყურება, რომლებიც ძელზე შემოხვეულები ცეკვავდნენ და კაცების ყველა ბინძურ ფიქრს უყოყმანოდ ასრულებდნენ. რატიმ ერთ-ერთს ხელით უხმო, რომელიც მაშინვე მასთან გაჩნდა და კისერზე შემოეხვია. -აქედან წავიდეთ, პატარავ. - მამაკაცური ხმით უთხრა და კარისკენ ანიშნა. ლამაზმა ქერა გოგონამ ხელი მოჰკიდა და ბიჭი გასახდელისკენ წაიყვანა. აქ ყველაფერი მიწყნარებულიყო, კარები გადაკეტა და ხმაური წარსულს ჩაბარდა, თითქოს არც კი არსებობდა. წამიერად შეიგრძნო როგორ დაატყვევა გოგონას მზერამ და მაგრად მიიკრა მკერდზე. მთელი ძალით უჭერდა ხელებს, აგიჟებდა მისი სურნელი, რომელიც შეიძლება კიდეც ბევრ მამაკაცს შეუგრძვნია, მაგრამ იმ წამს, თავი დაირწმუნა, რომ მხოლოდ მისი იყო, მხოლოდ მას შეეძლო მისი შეხება და კოცნა. რატიმ ჯერ შავი ბიუსტჰალტერი გააძრო, რაც მკერდზე მაგრად ჰქონდა მოჭერილი და მის დიდ და მკვრივ ძუძუებს ბოლომდე ვერ ფარავდა. თავი ჩარგო და სასიამოვნო სურნელი შეიგრძნო, თუმცა გოგონაც ამასობაში დროს არ კარგავდა და მამაკაცს ჯერ მაისური, შემდეგ კი შარვლის შეხსნა დაუწყო და მოფერება. გრძნობა ახევებდათ ერთმანეთს, ეს ერთჯერადი სიტყვები, რომელიც მიზიდულობის კანონს უფრო მეტად ამძაფრებდა, ადგილს მათ სხეულებზე ჰპოვებდა. გოგონამ, რომელსაც ანასტასია ერქვა, ენა შეუცურა რატის პირში და შემდეგ ენითვე დაუყვა მის სხეულს ქვემოთ, საითაც დიდი მზვერავი ეგულებოდა, ფანტომის ზონიდან გამოქცეული. ოცი წუთის შემდეგ ერთმანეთის გვერდით მწოლიარე წყვილი ჭერს უყურებდა. სრულიად შიშვლები იხსენებდნენ სიამოვნების წუთებს, ანასტასიას კი სიგარეტი დაეჭირა თითებს შორის და მთელ კვამლს უშვებდა ფილტვებიდან. გახურდა ბიჭი, ასეთი გოგო ჯერ არ ეგულებოდა არსად, ასეთი მიმზიდველი, პროფესიონალი, საუცხოო და ძალიან ცხელი, რამაც მთლად დააცხუნა და ოფლი დაადინა სხეულიდან. სწრაფად დასრულდა, მაგრამ შედეგიანად, რატი კი კმაყოფილი იღიმოდა და იმაზე ფიქრობდა, რომ ამერიკელი გოგონები უფრო მეტად გაწვრთნილი და გამოცდილები არიან ყველაფერში, ამასთან კი ძალიან სექსუალურებიც. სისხლი აუდუღდა მასთან სექსის დროს, რაც აქამდე არ განეცადა, ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი განეცადა, რაც ცხოვრებისგან შეეძლო მიეღო, მაგრამ ასეთი ახურებული და საოცარი სექსი ჯერ არც ერთ გოგოსთან არ ჰქონია. -შესანიშნავი ხარ, პატარავ. - თვალი ჩაუკრა რატიმ ანასტასიას. -შენც ფუნთუშავ. - ერთხელ კიდევ დაეძგერა ტუჩებზე გოგო და ზემოდან მოექცა ბიჭს. -ასეთი არანორმალური სექსი ჯერ არ მქონია. -პირველი ვარ? - თქვა ანასტასიამ და კარისკენ გააპარა თვალი, საიდანაც ჯერ არავინ აპირებდა მოსვლას. -კი... -სასიამოვნოა. გინდა გავიაროთ სადმე? -სხვა დროს იყოს ანასტასია. -რა ლამაზად ამბობ ჩემ სახელს, კიდევ მინდა შენთან. შემდეგი უფასო იყოს. - გაეღიმა გოგონას და ფული კბილებით დაიჭირა. -ვოუ, სერიოზულად? - აინთო რატიც მის ნათქვამზე. -კი, სერიოზულად გოჭო. ძალიან მომეწონა, შენც მომეწონე და იმედი მაქვს კიდევ გნახავ. -რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. - თქვა და ჩაცმა დაიწყო. სწრაფად დატოვა იქაურობა, თუმცა ისე რომ ანასტასიაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. ეს იყო, რაც სჭირდებოდა, ეს იყო ის საოცარი მომენტი, რაც აქამდე მხოლოდ ფიქრებით თუ შეეძლო მიეღწია. ახლა კი ამერიკელ გოგონასთან, ასე გამომწვევ და ყველაზე თავქარიან გოგოსთან სექსი პირველად ჰქონდა, არც უკანასკნელად, თუმცა რადგანაც გემო გაუსინჯა ამერიკულს, დარწმუნდა რომ ნაღდი იყო. ნაღდი და არა ნაღდს მიმსგავსებული. ამ ფიქრებში დატოვა კლუბი და ღამის ნიუ იორკს შეუერთდა. ისეთი ფაფუკი და არომატული იყო ქუჩები, თითქოს ტორტივით ღუმელში აცხობდნენ და მისი სურნელი ცამდე აღწევდა. ლავანდის და სანდალოზის სურნელით ივსებოდა ქალაქი და სიყვარულს პირდაპირ ასხამდა, როგორც სინათლის დიადი სხივი. რატი პატარ-პატარა მაღაზიებს და ბუტკებს ჩაუყვა, სადაც სიხარულით უღიმოდნენ და ხელს უქნევდნენ ფანჯრებიდან. მაღაზიებიდან გამომავალი სინათლე კი გზას უნათებდა და ახსენებდა თუ სად იყო, რადგანაც ასეთ მანათობელ სხივებს ღამით, ვერსად შეხვდებოდა, ვერც საკუთარ სამშობლოში. ღამე ჯერ არ იყო დასრულებული, ისე გადაკვეთა მწვანეზე გზა და ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში შევიდა, სადაც ყველაფერი ქათქათა ფიფქებით იყო მოფენილი და სანდომიანი მუსიკის ფონზე ქერა ლამაზმანი გოგონები კლიენტებს ემსახურებოდნენ. აქ რატის ძალიან მოუნდა მათი ნაწილი გამხდარიყო და დაუვიწყარ ღამეს ესეც შემატებოდა, მაგრამ საკმარისად მამაცი არ აღმოჩნდა ამისთვის, პირდაპირ მისულიყო ყველაზე ლამაზ გოგონასთან, რომელიც ბავშვს ტანსაცმელს აზომებდა და ეთქვა თუ როგორ მოხიბლა მისმა მშვენებამ. ისევ მერიკოზე ფიქრი და კვლავ ტკივილი გულში, რომელიც მწარე დროს ახსენებდა. სინამდვილეში ტკბილი არც არაფერი ჰქონდა, რადგან სიმწარემ შთანთქა ისიც და სიტყვებიც, რომლებიც აქამდე ლამაზი ჰქონდა ნათქვამი. ყველაფერი წარსულში იფუფქებოდა, წარსულ ცეცხლში, ჯოჯოხეთის ცეცხლი კი მასთან შედარებით მონაგონი იქნებოდა. იმის ნაცვლად, რომ გოგონასთან მისულიყო, ესკალატორს აუყვა და სავაჭრო ცენტრის თვალიერება დაიწყო, სადაც ყველაფერი იყო, რაც გინდოდა გენატრა, სათამაშოები, კომპიუტერები, ტელევიზორები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პატარა სანადირო მაღაზიაც კი, სადაც უამრავი იარაღი ეწყო, ნამდვილი. რაც უფრო ღრმად მიიწევდა და უფრო მაღლა სართულებზე ადიოდა, ხვდებოდა სხვადასხვა გასართობებს და ილუზორულ ეფექტებს, მფრინავი ბურთულების სახით, რაც მხოლოდ წვეულებების მორიგი ნატურაა. მუსიკის ხმა კი გულში ლამაზად ეღვენთებოდა და სიყვარულის ბურთულები იქმნებოდა მასში. ბოლოსდაბოლოს ერთ განყოფილებასთან შეჩერდა, სადაც საახალწლო და საზამთრო ნივთები იყიდებოდა, ახალი წლის სიმღერებთან ერთად მათი თვალიერება არ ბეზრდებოდა. მაგრამ მალევე გადაწყვიტა, რომ სწორედ ის იპოვნა, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდა... შავი ხელთათმანები უყურებდნენ დახლს იქიდან, სადაც გასაყიდად გამზადებული რკინის საკიდზე ეკიდა. მაშინვე ფული მოიჩხრიკა ჯიბეში, რადგან იმდენად მოეწონა, ჩათვალა უნდა ეყიდა. დასწვდა ხელთათმანებს და ის იყო უნდა ჩამოეხსნა, რომ რაღაცას გამოედო და არაფრით არ მოდიოდა მისკენ. შეწუხდა და გაბრაზებით შეტრიალდა მისკენ, ზუსტად ასე მოიქცა გოგონაც, რომელსაც მეორე ბოლო ეჭირა ხელთათმანის და უეცრად ერთმანეთს შეეჯახნენ. -ოი, ბოდიში... - დანაშაულის გრძნობისგან თავი ჩაღუნა რატიმ და დაბნეულობისგან ქართულად წამოისროლა სიტყვები. გოგონას გაეღიმა, მაგრამ როგორც კი მიხვდა რაშიც იყო საქმე, მაშინვე ინგლისურად უთხრა იგივე ბიჭმა. - მაგრამ ეს ჩემია... -თქვენი? უკაცრავად? პირველმა მე დავინახე. -არა, მე დავინახე და ჩემია! - გაიმეორა მტკიცედ რატიმ და დათმობას არც კი ფიქრობდა. -ჰეი! გამყიდველო! - ორივემ წითელ ფორმაში გამოწყობილ მამაკაცს შესძახეს. - კიდევ არის ასეთი? -არა, ქალბატონო... მხოლოდ ეს ერთია. დაღონდა გოგონა, რატიმ კი თავი ააწევინა, რომ თვალებში ჩაეხედა მისთვის. მისი ღრმა და უძირო თვალები, იმდენად მომხიბლავი იყო, რატის ანასტასიასთან გატარებული დროც კი გადაავიწყდა, მეორედ შევლაც კი აღარ უფიქრია. ერთი ფიქრი ამოძრავებდა მხოლოდ, ახლოს უნდა გაეცნო გოგონა და სადმე დაეპატიჟებინა. თუნდაც ხელთათმანის დათმობის ფასად. -ერთი ყოფილა. - თქვა რატიმ. -ჰო. უხერხული დუმილი ჩამოწვა და დროც კი გაჩერდა მათთვის. გრძნობდა, რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. იდგა მის წინ, თვალებში უყურებდა გოგონას და ხვდებოდა, როგორ იხიბლებოდა ნელ-ნელა. როგორ გადადიოდა საზღვრებს მისი გადაულახავი გრძნობები და როგორ ეპარებოდა ნისლი მზის ქვეშ შემინულ ფარდებს. „ნუთუ ის ის არის, ვინც მჭირდებოდა აქამდე, რათა მემოგზაურა სხვადასხვა პლანეტაზე, მეფრინა ღრუბლებზე და მიმესაკუთრებინა ყველაფერი, რაც ჩემ სამყაროში მოიპოვებოდა და რასაც კი ხელს შევახებდი? ზღაპარს ჰგავს, ან იმ ჩამინული შუშის მიღმა არსებულ სამყაროს, სადაც უცხო თვალი ვერ შეაღწევს, მხოლოდ სიშავე გამოჩნდება და სიბნელედ გეჩვენება. მართალი იყო მერი, მის ტკივილს, მის არსებას ვერ ვგრძნობდი, რადგან არც კი ვიცოდი რა იყო ეს გრძნობა, რომ აღმოცენებულიყო და მეც პირდაპირ დამენახა მასში ვარდი სიყვარულისა. ახლა კი რაღაც მჭირს, თითქოს ფილტვები სიყვარულის ჰაერით მევსება და არ მინდა რომ ამ ჰაერს, ჩვეულებრივი, ჩვენი პლანეტის ჰაერი ჩაენაცვლოს, როგორც ეს მოხდებოდა ჩემ წინ მდგომი ულამაზესი მშვენების თვალის მოცილებისთანავე.“ -არადა, ჩემი საცოლისთვის საჩუქარი მინდოდა გამეკეთებინა. - იცრუა რატიმ და სახეზე ოდნავი ღიმილიც კი არ შესტყობია. ის ამას სერიოზულად ამბობდა და გოგონას თვალებში აკვირდებოდა. -თავს დამნაშავედ ვგრძნობ. - თავი ჩაღუნა და ქვევიდან ახედა, ვნებიანად ააწკლაპუნა ტუჩები და ენა ნაკლებშესამჩნევად მოისვა, მაგრამ მამაკაცს ეს არ გამორჩენია, მისთვის ხომ დრო ისე შენელდა, ირგვლივ ვერაფერს აღიქვამდა. „ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა მასში. ძალიან მინდა მის ტუჩებს შევეხო და თბილი და საოცარი არომატი შევიგრძნო. ყველაფერს მივცემ დავტკბე ამ სურნელებით მთელი ცხოვრება და ახალ საუცხოო ცხოვრებას შევეგებო მასთან ერთად.“ -არა, დამნაშავე მე ვარ და ვიმედოვნებ დანაშაულის გამოსყიდვის შესაძლებლობას მომცემთ და ყავაზე დამეწვევით. - კარგი ინგლისური აქცენტით წარმოთქვა სიტყვები და თავი დაუხარა, როგორც ეს შუასაუკუნოვან ინგლისის წარმომადგენლებს სჩვეოდათ. ქალმა გაიღიმა. მხოლოდ ღიმილიც კი ისეთი საოცარი ჰქონდა, რატი ადგილზე წაბარბაცდა და წონასწორობა ძლივს შეიკავა. ისიც კი უძლური იყო ნამდვილ მშვენიერებასთან. ფიქრებში ახლა მხოლოდ გვერდით მყოფი გოგონას ღიმილი უტრიალებდა და სხვა არავინ ახსოვდა, არც ესმერალდა, რომელსაც მთელ სამეგობროში და სანაცნობოში ყველაზე ლამაზ გოგოდ თვლიდა. მის წუწუნს მიეჩვია ლომია, რადგან ყოველთვის იმეორებდა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გამო, რომ ესმერალდაზე ლამაზ გოგოს ვერ ნახავდა, ვერც ისეთს ვინც მის სილამაზეს უბრალოდ დაჩრდილავდა. ლომია ამაზე სიცილს ვერ იკავებდა, გვერდით მოიჯენდა ესმერალდას და თავისი ძმაკაცის საცოდაობით განადგურებულ სიფათს აყურებინებდა. -სიამოვნებით. - ხელი ჩასჭიდა და გაჰყვა. თან თავიანთი იღბლიანი ხელთათმანები წამოიღეს, რაც მათი გაცნობის მიზეზად იქცა. ეს იყო პირველი საოცრება მის ცხოვრებაში, რომელსაც დააფასებდა მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში. „ასეთი რამ არარეალური და შეუძლებელია. ასეთი დამთხვევა? წარმოუდგენელია... არასდროს მიმართლებდა, არასდროს შემხვედრია საჩემო ქალი, ახლა კი ის წინ მიდგას... არა, რატი! წინასწარ არაფრის თქმა არ არის საჭირო. ფუი... რამ მათქმევინა საერთოდ არ არსებულ საცოლეზე? ახლა ხომ იფიქრებს ჩემზე, საცოლე ჰყავს და სხვა ქალებს დასდევსო? ნეტავ ვიცოდე რას ფიქრობ და თუ ხარ რეალური. როგორ მინდა გაგსინჯო.“ - ფიქრებში ყველაფერი ამოუტივტივდა რატიანს, მთელი თავისი უიღბლო ცხოვრება და მის წინ გადაიშალა უზარმაზარი შესაძლებლობები, რომლის ზღვარიც არ არსებობდა. წარმოიდგინა როგორ აიტაცებდა ხელში თეთრ კაბაში გამოწყობილს და სახლში თავისი ხელით შეიყვანდა, ფრთხილად და მოწიწებით, ფაქიზად, ისე რომ გოგონას, თავისი ცხოვრების აზრს სახიდან ღიმილი არ მოშორებოდა. -აი, ინებეთ სერ. - ისინი უკვე ერთ პატარა კაფეში ისხდნენ, სადაც ნაკლებად იგრძნობოდა ახალი წლის მოსვლა, მაგრამ სიმყუდროვე კი სუფევდა. მხოლოდ თოვლი მიანიშნებდა ზამთარს, რომელიც გარეთ თეთრად იყრებოდა ციდან, შენობაში კი ისე თბილოდა, ან რატი გრძნობდა სიცხეს მის სიახლოვეს, თუმცა ახლა ის ყველაზე მეტად იღბლიანად გამოიყურებოდა და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ სურდა. უყურებდა თვალებში და ვერც თვითონ იკავებდა ღიმილს, რომელიც დროდადრო მის გამომეტყველებას აათამაშებდა. -ბედისწერის გჯერა? - ახლა ქალმა იკითხა და სიმორცხვის ფარდა ჩამოშალა, რომელიც აქამდე ბუნდოვნად მაინც ეკრა და ყავა მოსვა. -იმის, რომ ყველაფერი რაც უნდა მოხდეს ან უკვე მოხდა, სადღაც ზევით არის გადაწყვეტილი და შეუცვლელად ხდება? რასაკვირველია არა! - ჩაიცინა და ფანჯარაში გაიხედა. -ცდები, მომისმინე... - თავის თავზე აიღო ინიციატივა უცნობმა გოგონამ და თვალებგაბრწყინებული ლაპარაკს მოჰყვა. - ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ერთი დანიშნულება აქვს, რომ ის აუცილებლად გადაკვეთს სხვის სამოქმედო სივრცეს, აუცილებლად შეაჯახებს ერთმანეთთან ორის ბედს და ეს დამთხვევა კი არა ბედია, რომელსაც ჩვენ ადამიანები ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას. ცხოვრება დამთხვევების ერთობლიობა როდია, ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და ისიც, რომ ჩვენ ახლა ერთი და იმავე სავაჭრო მაღაზიაში შევედით, ერთი და იმავე სართულზე აღმოვჩნდით და ერთ ხელთათმანს დავადგით თვალი ეს რაღაცას ნიშნავს. - ტუჩის კუთხით გაეღიმა გოგონას და მათ შუაში სიმბოლოდ დაწყობილ შავ, ყვავილებით მოქარგულ ხელთათმანს შეხედა. -მე იმას არ ვამბობ, რომ დამთხვევების მჯერა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ ბედს თვითონ ვქმნით და არა ვიღაც გვიწერს, ბედის დამწერლები, ან თუნდაც ღმერთი. მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, მაგალითად ხელი ასე გავწიო, ან იმ გოგონას შევხედო, თუნდაც შენ შემოგხედო და თვალები არ მოგაცილო მანამ სანამ არ დავიღლები ამისგან. არჩევანი უამრავია, აი ასე იქმნება ჩვენი მომავალიც, იმის საფუძველზე შენდება, თუ რას მოვიმოქმედებთ ჩვენ, ერთობლივად თუ ცალ-ცალკე. - ხელი გაასრიალა მაგიდაზე რატიმ და გოგონას ფაქიზ ხელს შეეხო თუ არა გააჟრიალა. მაგრად ჩასჭიდა და მზერა ჯერ მის თვალებზე გადაიტანა, შემდეგ კი მათი ხელების შეერთების წერტილში. -ინის და იანის მსგავსად? -თუნდაც. მოდი შენზე მომიყევი, რა გქვია? გათხოვილი თუ ხარ? -არა, გათხოვილი არა.. - დამარცვლით თქვა გოგონამ და მეორე კითხვას თავი განგებ აარიდა. - შენ კი ცოლის მოყვანას აპირებ. - ჩაახველა, ხელი უკან გასწია და მაგიდის ქვეშ წაიღო. რატიმ იგრძნო, როგორ შერცხვა გოგონას და მის სახეზე სიწითლეც კი შენიშნა, მაგრამ ეს არაფრად ჩააგდო და ისევ ვეფხვივით შეტევაზე გადასვლას გეგმავდა. -სულ მინდოდა ნიუ იორკის ასეთ მშვენიერ ღამეს, რაიმე სიგიჟე ჩამედინა უცნობ გოგონასთან ერთად, რომელსაც ჯერ კარგად არ ვიცნობ. - გაუღიმა. - წამოდი! - მკაცრი იყო მისი ტონი, მაგრამ ალერსიანიც. გოგონა მის ნებას დაჰყვა, ანგარიში გაასწორეს და მაშინვე დანიშნულების ადგილას გაქანდნენ, სადაც ყველა და ყველაფერი ბრწყინავდა. ისინი საციგურაო მოედანზე მივიდნენ, ქალმა თმა ყურთან გადაიწია და ქუდი კარგად დაიფარა, მოსალოდნელ ქარბუქისგან დასაცავად. წამით შეყოვნდა, ეჭვებმა სძლია, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ემოქმედა, მამაკაცის გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა და ყინულზე ციგურებით შეჰყვა. -სიგიჟე? ეს არის სიგიჟე? -საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყინულზე სრიალი საერთოდ არ ვიცი. - გადაიხარხარა რატიმ და იგრძნო, როგორ გათბა როცა მშვენიერ არსებას ხმამაღალი სიცილის მომსწრე გახდა. „მისი სიცილი, ეს სამოთხიდან მოწყვეტილი ნაყოფის ტოლფასია, რომელიც მე დიდი ძალისხმევის მიუხედავად მაინც მოვიპოვე.“ - რატიმაც გაიღიმა და ამ ფიქრებით თავის თავში თითქოს პოეტი აღმოაჩინა, ახლაღა მიხვდა რას გრძნობდა ლომია, როცა ესმერალდას უყურებდა და ახლა მიხვდა, რომ ამ გრძნობას უბრალო სიტყვებით ვერ აღწერ. ის კი რას აკეთებდა, როგორ დასცინოდა ლომიას გრძნობებს და ფეხქვეშ თელავდა ერთ დროს, როცა მას სჭირდებოდა მეგობრის გვერდით დგომა. – „იდიოტი ვარ! ყველაზე საშინელი იდიოტი დედამიწის ზურგზე, რაც კი არსებულა. იმაზე მეტად, ვინც თქვა სიყვარული არ არსებობსო, ჩემთან უარესად არის საქმე, მაგრამ ახლა ვეღარ ვხვდები რა არის ნამდვილი და რა ილუზია. ილუზიასა და სინამდვილეს შორის ზღვარს ვერ ვპოულობ, თითქოს გაწყდა მათ შორის გადებული ხიდი და მეც დავიკარგე ხაფანგში მომწყვდეული თაგვივით. აქედან გასვლა კი შეუძლებელია, ორიენტირებაც კი მიჭირს. საუცხოოა.“ -ფრთხილად... მოიცა, ასე დავარდები. - ჩაიხითხითა მანდილოსანმა და თითით აჩვენა გაჩერდიო. რატიც ბრძანებას დაემორჩილა და შედგა. გოგონა წინ მიიწევდა, ნელა სრიალებდა, მამაკაცი კი მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ცდილობდა აეთვისებინა ყოველი მოძრაობა, დაემახსოვრებინა მისი ყველა წერტილი, ყოველი დეტალი ამ დღესთან დაკავშირებით, რადგან ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მას მეტად ვეღარ ნახავდა. ღიმილში ჩაატიეს მთელი დღის ემოციები, ამ გრძნობებს გაქცევა არ ეწერათ და მზის სხივების ქვეშაც კი არ იქნებოდა ისეთი მიმზიდველი ამ ყველაფრის გამეორება, როგორც ღამით, ნაპერწკალაალებული, სიყვარულის ღელვით განგრძობილი და სიცივით გაჟღენთილი ცხელი სხივები. ვერ იტყოდი, რომ ისინი ბედნიერები არ იყვნენ, ნამდვილად იყვნენ და სხვა არც არაფერი ახსოვდათ, არც ერთს არ სურდა ამ ღამის დასრულება და მზად იყვნენ მუდამ ესრიალათ ასე, მთელი უსასრულობა, ოღონდაც ყოფილიყვნენ ერთმანეთთან ახლოს. ბოლოს, კარგად ათვისების მიუხედავად რატიმ მაინც მარცხი განიცადა და პირდაპირ ყინულზე წაიქცა ზურგით, თან მეგობარიც გაიყოლა, თუმცა გოგონა რბილად დაეცა, მასზე და მათ შორის მცირე მანძილი, უფრო მცირდებოდა, თვალები კი დაჰიპნოზებულებივით ერთმანეთს ეპყრათ. „მომაჯადოვებლად ლამაზი ხარ..“ - ხმამაღლა არ უთქვამს რატის, ვერ გაბედა, ამასობაში კი გონს მოეგო გოგონაც და წამოდგომა დაიწყო. -შესანიშნავი იყო ყველაფერი. არ მსურდა დასრულებულიყო. - ფეხებს დახედა რატიმ და თქმა ძლივს გაბედა. ისინი ახლა ბულვარში სეირნობდნენ, სადაც მათ მახლობლად, ერთი წყვილი განმარტოებით, ერთმანეთისთვის ხელიხელჩაკიდებულები ესიყვარულებოდნენ და ტკბებოდნენ იმით, რაც გააჩნდათ. - ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მალე დასრულდა. იქნებ კიდევ შევძლოთ გამეორება... -ვინ იცის... - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა გოგომ და პალტო უფრო მეტად მოიკეცა, ჩასათბობად. -ეს რას ნიშნავს? იქნებ... ნომრები გაგვეცვალა, რომ ერთმანეთს ისევ შევეხმიანოთ? - არ იყო დარწმუნებული რომ მიზანს მიაღწევდა, მაგრამ სცადა. „რა გაეწყობა, თუ არ სურს ისევ შევხვდეთ და გავაგრძელოთ ურთიერთობა, რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, მომიწევს მასთან განშორება, რაც საერთოდ არ მხიბლავს.“ -კარგი. - დაუქნია თავი და ჯიბიდან კალამი ამოიღო. ფურცელზე წააწერა ნომერი და რატის გაუწოდა. უკვე ხელი უნდა ჩაეჭიდა მაგრად და არ უნდა გაეშვა, როცა ქარმა საშინლად დაუბერა და ხელიდან გამოსტაცა ფურცელი, რომელიც ჰაერში აფრიალდა, ცათამბრჯენის წინ. -ერთი წუთით... - ამოილუღლუღა რატიმ და გოგონას იმედგაცრუებულ მზერას შეავლო თვალი. - ეს არ ითვლება. ახლიდან დაწერე... -ვერ ხვდები? ვერაფერს ხვდები? ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, - შეშინებული სახით თქვა მან და თვალი აარიდა. - ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ თუ ისევ შეხვედრა არ გვიწერია. -არა, შეჩერდი. რაღაც შეცდომაა, ბედს შეეშალა, შემთხვევით გაფრინდა, მე ვერ დავიჭ... -შენ არ თქვი, რომ შემთხვევითობები არ არსებობს? - გააქნია თავი და ის იყო გზა უნდა გადაეჭრა, რომ რატიმ ხელით შეაჩერა და თვალებით სთხოვა დარჩენილიყო, ეს ნაბიჯი არ გადაედგა, რომელიც სამუდამოდ დააცილებდა მათ ერთმანეთს. -ერთი შანსი მომეცი, უფრო სწორედ, ბედს მიეცი შანსი. - გაიღიმა, მაგრამ თვალები აუცრემლიანდა და ეს ქალმაც შენიშნა. - გთხოვ. - შეევედრა. -ხუთ დოლარიანი გაქვს? - უფრო მეტად მოტივირებული ჩანდა ამჯერად და რატიმაც მაშინვე ჯიბეები მოიჩხრიკა. ერთ-ერთი კუპიურა ამოაძვრინა და გაუწოდა. -შენი ნომერი დააწერე. - ვერ მიმხვდარიყო რის გაკეთებას ცდილობდა ქალი, მაგრამ უნდა მოეთმინა, ეს ყველაფერი ხომ დასაწყისი იყო ყოველი აბსურდული ქმედებისა და ამ საოცარი ურთიერთობის, რომელიც ახლახანს გაჩნდა, მის გულში. წერას რომ მორჩა გოგონას ჩაუცურა ხელში და კმაყოფილი ღიმილით, რომ მას ისევ ნახავდა, ხელები გაშალა და თავი ზევით ასწია, მაგრამ მისმა შემდეგმა საქციელმა მთლიანად განაცვიფრა. იმის ნაცვლად, რომ ხუთ დოლარიანი უცნობის, მაგრამ ყველაზე ნაცნობი გოგონას ჯიბეში აღმოჩენილიყო, გააზრებაც კი ვერ მოასწრო, ისე მოხვდა მახლობლად მდგარი ჯიხურის მეპატრონის ხელებში. -რა გააკეთე? - გაოცდა რატი. თავის შეკავებას ცდილობდა განრისხებისგან. -თუ ისევ გვიწერია ერთმანეთის ნახვა, მაშინ ის ჩემთან მოხვდება და მე დაგირეკავ. -გიჟი ხარ! - თავი გააქნია და სიცივისგან გააკანკალა. -ეს უკვე უთქვამთ. -გადარეული. კი, მაგრამ მე? მე რით დაგიკავშირდე? -ახლავე მოვიფიქრებ. - ფიქრს მიეცა მშვენიერი, თაფლისფერ თვალება და გრძელი, სწორთმიანი გოგონა, რომლის ოდნავ წაგრძელებული სახის მოყვანილობაც უკიდურესად ლამაზს ხდიდა. მოხიბლული და მოჯადოებული რატი, იმდენად იყო გაშტერებული, მისთვის რომ გეკითხათ, ის ყველაფრისთვის მზად იყო ოღონდ გოგონა მასთან დარჩენილიყო, მოტაცებისთვისაც კი. - ეს, ჩემი საყვარელი წიგნია, რომელიც უკვე მეორმოცეჯერ მაქვს წაკითხული და ყოველთვის ვკითხულობ, როცა თავისუფალი დრო მაქვს. - ამოაძვრინა ჩანთიდან სქელყდიანი დიდი წიგნი და მის შიგნით ცარიელ ადგილას, კუთხეში თავისი სახელისა და ტელეფონის ნომრის წერას მოჰყვა. - ამას ხვალვე, ჩავაბარებ მაღაზიას, ნამდვილად არ გეტყვი სად, რომელ ქალაქში, ან რომელი ბუკინისტური მაღაზია მიიღებს მას, რადგან მთელი ხიბლიც ამაშია. -ვინმემ რომ დამასწროს და მე ვეღარ ვნახო ეს წიგნი? - ხელი უნდოდა შეეხო მისთვის, რომ გამოერთმია და არ მიეცა ამის გაკეთების უფლება, მაგრამ რაღაცამ უკარნახა, რომ ეს ცუდი საქციელი იქნებოდა მისი მხრიდან. ინსტიქტებმა უმტყუნეს და საფრთხეები დაანახეს, რაც მის ქცევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ამიტომ გაჩერდა და გოგონას რეაქციას დაელოდა. -როცა რაიმესი გწამს ან რაღაც ყველაზე მაგრად გინდა მიიღო, ეჭვების გარეშე უნდა იმოქმედო, უბრალოდ გააკეთო და არც კი დაფიქრდე ამაზე. მართალია, შეიძლება შეშლილი ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია გადავდგა ნაბიჯი და გადაწყვეტილება მივიღო ფიქრისა და ყოყმანის გარეშე! - ჩუმად ჩაიცინა და ნაზად, ალერსიანად გაიღიმა, თითქოს თავმდაბლობის ნიშნად, მაგრამ ღიმილით, რომელიც იმას ამბობდა, რომ მხოლოდ ნდობოდა მას. - სწორედ ეს არის რისკზე წასვლა, თუკი ერთმანეთს ისევ უნდა შევხვდეთ, ეს წიგნი შენამდე მოვა, მიუხედავად ყველა სირთულისა... -მართლა სიგიჟეა ეს ყველაფერი. -წამოდი. - ხელით ანიშნა შენობისკენ, რომლის წინაც ისინი იმყოფებოდნენ და კარებში შეაბიჯეს. მაშინვე თვალი მოსჭრა საოცარმა ბრწყინვალებამ, რომელიც მთელ უზარმაზარ ჰოლში იყო განაწილებული და უზარმაზარ სინათლეს გამოჰყოფდა. ხალხი მხოლოდ მიმღებთან იყო, ისიც რამდენიმე ადამიანი. ცათამბრჯენი, სასტუმრო აღმოჩნდა, რომლის პირველ სართულზეც, მარცხენა მხარეს უზარმაზარი რესტორანი იყო, ხოლო მარჯვნივ რამდენიმე ლიფტი, ერთმანეთის მოპირდაპირედ. - კიდევ ერთი ექსპერიმენტი. - ხალისიანად წამოიძახა გოგონამ და თავი დაუქნია. თმების სურნელება მისწვდა რატის, როცა მისმა საზღვრებმა კიდევ უფრო გადმოიწიეს მამაკაცისკენ და თმებმა ტალღისებურად დაიწყეს თამაში გოგონას თავზე. ტკბილი და საუცხოო არომატი, თითქოს მთელი ბოთლი სუნამო დაეცალა ვინმეს მისთვის, მაგრამ დარწმუნებული იყო ეს ყველაფერი ნატურალური, ბუნებრივად მისი სურნელი იყო, ამ სურნელთან ერთად დაბადებული. -აქ დადექი.. - ერთ მხარეს დააყენა, თვითონ კი მოპირდაპირე ლიფტისკენ გაქანდა, რომელიც რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იყო რატისგან. რატი მის წესებს და კანონებს წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილა, რადგანაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ შესწევდა მის წინ მდგარი ქალღმერთისთვის, რომელიც ატყვევებდა და მისი მზერა იტაცებდა მამაკაცის ყურადღებასა და სხეულს. ლაპარაკის უნარიც კი წაერთვა, დადუმებული იდგა და ცქერით იყო დაკავებული, მაშინ როცა გოგონა სულ უფრო შორდებოდა მას. ორივე კარი ერთდროულად გაიღო. ერთში ერთი შევიდა, მეორეში კი მეორე და როცა ადგილებზე მოეწყვნენ სიჩუმე ისევ გოგონამ დაარღვია, რომელიც ბიჭს გამომწვევად უყურებდა. -ერთდროულად დავაწვებით ღილაკს და თუ ერთ სართულზე გაჩერდა მაშინ ამ ყველაფრის გარეშე გეტყვი როგორც დამიკავშირდე. - და წიგნზე ანიშნა. - მაგრამ თუკი ვერა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეხვედრა აღარ გვიწერია. მოემზადე.. ერთი.... ორი... -მოიცა, შენი სახელი მაინც მითხარი. გთხოვ... - შეევედრა რატი, იქნებ ახლა მაინც დავიმსახუროო. -თეა... - უთხრა გოგონამ და გაოცებულმა რატიმ პირი დააღო მოულოდნელობისგან. თეამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. და სანამ მისი ლიფტის კარი დაიკეტებოდა ცალი ხელთათმანიც, როგორც მათი გაყრის სიმბოლოდ, მას ესროლა. - ზევით შევხვდებით. კარებები დაიხურა, თუმცა ისინი ერთ სართულზე ვერ მოხვდნენ. დაღონებულმა თეამ, ცოტა ხანს დაცდა ამჯობინა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ მან შენობა დატოვა, საიდანაც მისი კვალიც კი გაქრა. ****************** ყველას გილოცავთ სამ მარტს, მათ ვინც დედა გახდა, ან არის და მათაც, ვინც ჯერ არ არის, მაგრამ გახდება! იმედია გახსოვთ ყველას ეს ისტორია და ახლა უკვე გაგრძელდება. ამდენ ხანს აღარ გალოდინებთ, თან ვმუშაობ და თან ვწერ, ასე რომ ცოტა მაპატიეთ... მაგრამ იმდენ ხანს დაგვიანება, რაც მეორე თავიდან გამიწყდა, ასე აღარ მოხდება! ერკე მიდასის სიტყვას ვდებ... მომენატრეეეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.