შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი სახელად 66-33-XX (5)


3-03-2016, 20:59
ავტორი ირინა
ნანახია 4 219

-ბიჭო სად ხარ ეე?? ჩასძახა ვაჩემ ლექსოს ტელეფონში და საჭეს უფრო მაგრად მოუჭირა ხელი.
-ნატასთან ვარ, რა იყო, ხომ მშვიდობა გაქვს??
-არა ტოო.. რა მშვიდობა. დაურეკე ბიჭებს და სადმე დავსხდეთ რა , დავლიოთ... ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა მუჯირმა.
-კაი, ნახევარ საათში ჩვენს ბარში იყავი. არ მეტყვი რა მოხდა? დასერიოზულდა ლექსოც.
-რომ გნახავთ მერე. პასუხის გაცემა აღარ აცადა , ისე გაუთიშა ტელეფონი. ნახევარ საათში მართლაც ბიჭებთან ერთად იჯდა პატარა მაგიდასთან და მესამე ჭიქა ვისკის სვამდა.
-ეეე.. დიდხანს გელოდოთ??? დაფქვი დროზეე.. რა მოხდა? ვეღარ მოითმინა ანდრიამ და ყველას ნაცვლად მან წამოიწყო საუბარი.
-არაკაცი ვარ ანდრი... კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა ვაჩემ. -იმდენად გავერთე ლილესთან თამაშით, რომ დღეს ფეხით გავუშვი სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ბნელოდა. არ შემეცოდა, მარტო გავუშვი. უბრალოდ ვხალისობდით, ჩუმად კი გავყევი უკან, მაგრამ რამდენიმე წამში ვიღაც ტიპი გაიჩითა, მანქანა გაუჩერა და ხელზე ექაჩებოდა. წარმოიდგინე რა საზიზღრობებს ელაპარაკებოდა, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა, რომ დავინახე , როგორ ეხებოდა ლილეს.. ფუ... ვაჩემ მთელი ძალით დაახეთქა ხელგაუშვებლად ვისკის ჭიქა და მწვავე ტკივილმა თითქოს გონზე მოიყვანა. ხელზე დაიხედა.. სისხლის წვეთები შეუჩერებლად ეცემოდნენ მაგიდას და ჭიქის ნამსხვრევებთან იყრიდნენ თავს.
-მოიცა კაცო, ლილესთან რა გინდოდა „ვაფშე“? ბოლოს კალათბურთზე არ შეხვდით ერთმანეთს? დაიბნა ოთო..
-არა, დღესაც შევხვდით... ვაჩემ დეტალურად უამბო ძმაკაცებს მომხდარის შესახებ და მიმტანს დაუძახა ჭიქის გამოსაცვლელად.
-ღადაობ ტო.. მერე ამხელა კაცი რას აცანცარდი , სუ გამოშტერდი? რა მარტო გაშვება აგიტყდა! მაგარი საცემი ხარ!! არ წყნარდებოდა ანდრია.
-ვიცი, ანდრი, ვიცი რომ საცემი ვარ! მაგრამ მეც არ ვიცი ეგრე რატომ ვიქცევი მაგ გოგოსთან. ყველა უჟმურს მეძახის , ან გაუცინარ ხელმწიფეს და რაღა მაგასთან გადავდივარ ჭკუიდან და ვცანცარებ ამხელა კაცი.
-ახლა როგორაა ლილე.? საუბარში ჩაერთო ლექსო.
- არ ვიცი, რა ტიპია იცი?? აქეთ ჩემ დამშვიდებას ცდილობდა და ცანცარებდა, მაგრამ ეგ მე რას მომაპარებს, მთელი ტანი უთრთოდა, რამე რომ დამართნოდა....... კაცობას ვფიცავარ თავს არ ვიცოცხლებდი. ამოიხავლა ვაჩემ ბოლო რამდენიმე სიტყვა და ყელში გაჩხერილი ბურთის გადასაყლაპად , კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გამოცალა.
-კაი, ატრ...ებ უკვე. რა უნდა დამართნოდა, მართლა მარტო ხომ არ გაუშვი, უკან მისდევდი. არაუშავს. ნუ ჩამოუშვი ცხვირი, გამოასწორებ, თან თანამშრომლები აღმოჩნდით, სულ ერთად მოგიწევთ ყოფნა და გამოისყიდი დანაშაულს. მხარზე ხელი დაკრა ოთომ და გულიანად გაუღიმა. -თან ეგაც რომ არა, ლილე სხვა ტიპია, იცის როგორ ნერვიულობ და გაბუტტვებს და ეგეთ ქალურ სცენებს არ გაჩითავს.
-ხოდა ეგ მაგიჯებს ზუსტად, მერჩივნა ეყვირა, ველანძღე და მაგან აქეთ დამშავიდება დამიწყო.. ქაჯი, არანორმალური..
-ხოო... შენ არანორმალური ეძახე დაა........ სახლში მიიყვანე?? ჰკითხა ლექსომ გაფართოებული თვალებით.
-არა ლექსო! ისევ ძირს ჩამოვსვი და ფეხით გავუშვი. აბა რა ვქენი, მისამართი მითხრა და მალევე ჩაეძინა. აღმოჩნდა, რომ კერძო სახლში ცხოვრობს და ადვილად მივაგენი. კარი დედამისმა გამიღო. გული გაუსკდა ჩემს ხელებში გადასვენებული , რომ დაინახა, ძლივს დავაწყნარე. ჩაილაპარაკა მუჯირმა.. --ბიჭოო.. ხო გეუბნები არანორმალურიათქო, ოთახში
„სპაიდერმენის“ , „ჰარი პოტერის“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ პლაკატები აქვს გაკრული. წამოიძახა და წამის წინ მოღრუბლული სახე გაუნათდა.
-არა რაა... ხომ ვამბობ რო ყველაზე მაგარი გოგოათქო.. გაიცინა ოთომ და ვაჩეს თვალი ჩაუკრა, მაგრამ ამ უკანასკნელს არ დაუნახავს. ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა და იმას ჩაყურებდა სერიოზული სახით.
-ვინაა ეე??? ჩაეძია ლექსო.
-არ ვიცი, უცხო ნომერია.
-და რას გწერს? დაკითხვას განაგრძობლდა ლექსო.
-ორი სიტყვა წერია მხოლოდ. „სასწრაფოდ გაიღვიძე“. ვაჩე დაიძაბა და ტელეფონი ხელში შეათამაშა.
-ნეტა ვინ უნდა იყოს ეე?? კითხვითსავსე მზერა მიაპყრო ანდრიამ მეგობრებს.
-იქნებ ლილეა??? წამოაყენა ვარაუდი ოთომ. ამის გაგონებაზე ვაჩემ ტელეფონი მოიმარჯვა და მაშინვე იმ ნომერზე გადარეკა...
-ალოო... მოესმა გოგოს ხმა ტელეფონში.
-რომელი ხარ?? შენი მესიჯი მივიღე ახლა.. ვაჩემ მაშინვე იცნო, რომ ლილე არ იყო ყურმილს მიღმა.
-მე ელა ვარ... ზედმეტი ახსნის გარეშე წარუდგინა თავი ელამ...
-კარგი ელა, და რა გინდა ჩემგან??
-მმმ... რა მინდა?? მგონი შენ თვითონ მოგინდება ჩემთან ლაპარაკი , როცა გაიგებ ვინც ვარ..
-კარგი, გისმენ???დაინტრიგდა ვაჩეც...
-რამდენიმე კვირის წინ. ჩემი დაქალი ჩემთან დარჩა, ჩვენ კარტი ვითამაშეთ და დავნაძლევდით, რომ უცნობ ნომერზე დავრეკავდით და ბიჭს ისტერიკის სცენას მოვუწყობდით... მე მაშინ შემთხვევით შენი ნომერი ავკრიფე და ჩემი დაქალი გელაპარაკა. ჩემგან განსხვავებით, ის ძალიან მორცხვია, ამიტომ ეხლაც რცხვენია , რაც მაშინ გააკეთა, მე კი უბრალოდ მინდოდა ამეხსნა, რომ მისი ბრალი არ იყო და შეგეძლო უბრალოდ, გეთქვა რომ არ ხარ გაბრაზებული, შენ კი უბრალოდ ტელეფონი გაუთიშე...
-იცი რას გეტყვი ელა?? შენს დაქალს თუ ჩემთან რამე სათქმელი აქვს, თვითონ დამირეკოს, თუ არა და შენ მეორეჯერ ნუღარ შეწუხდები ჩვენი საქმეების მოგვარებით..
-კარგი, კარგი უკაცრავად თუ შეგაწუხეთ. ჩაილაპარაკა ელამ და ის იყო, ტელეფონი უნდა გაეთიშა. რომ ვაჩეს უნებურად წამოსცდა..
-ისე რა ქვია შენს დაქალს??
-ლილე.. ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა ელამ...
-რაა??? მეღადავები??
-არა, რატომ უნდა გეღადავებოდე? დაიბნა ელა.
-მისმინე, რა გვარია ლილე??
-ახვლედიანი, რა იყოო??? რატომ მისვამ ასეთ კითხვებს? დაიბნა ელა.
-15 წუთში, რომ შენთან მოვიდე, შეძლებ, რომ მელაპარაკო?? კითხა უკვე გაოგნებულმა ვაჩემ და ფეხზე წამოდგა.
-კიი... მაგრამ აღარ მეტყვი ბოლოსდაბოლოს რა მოხდა??
-რომ მოვალ მერე გეტყვი. შენ მისამართი მომწერე მესიჯად. ვაჩე პასუხს აღარ დალოდებია. ისე გათიშა ტელეფონი.-წავედით.... ერთი ეს მიაძახა ბიჭებს და თავპირის მტვრევით გავარდა გარეთ. ბიჭებმა გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს, მაგრამ უცებ ისინიც წამოცვივდნენ და ძმაკაცს გაყვნენ...
15 წუთში ვაჩე მართლაც ელას სახლის წინ იდგა ბიჭებთან ერთად და ღიმილშეპარული სახით უსმენდა გოგონას..........
დრო უცებ გადიოდა, მე და ვაჩე დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით. თითქოს დავახლოვდით კიდეც, მაგრამ არა.... უფრო მეტად მიშლიდა ნერვებს და უფრო მეტად დამცინოდა. ამით კი ისეთ სიამოვნებას იღებდა, როგორც პატარა ბავშვი ნაყინის ჭამის დროს... მომხდარი ამბავი საერთოდ გადამავიწყდა.. ისე ვიყავი საქმეზე გადართული , რომ ერთადერთი რაზეც იმ დღეებში ვფიქრობდი, ის იყო, სახლამდე მივაღწიო როგორმე, რომ დავიძინოთქო... ვაჩემ ლექსო და მისი შეყვარებული ნატაც გამაცნო... ლექსო მაშინვე გამახსენდა , პარკშივე დატოვა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება... თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო,თან მხიარული. სულ მიკვირდა, ვაჩესნაირი ძმაკაცი რატომ ჰყავდა და ამას რომ ვეკითხებოდი, სიცილით მპასუხობდა :-უკვე 25 წელია , ჩემს თავს მაგ კითხვას ვუსვამ და პასუხი არ მაქვსო... ნატაც შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა.. პირდაპირი და უშუალო. ისე კომფორტულად ვგრძნობდი მათთან თავს, რომ ხანდახან ვფიქრობდი, ასეთი მეგობრები თუ ჰყავს , თვითონაც არ იქნება ცუდითქო... ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე დამღლელი დღის შემდეგ კაფეში და რამდენიმე საათი ვსაუბრობდით. ვაჩე რა თქმა უნდა ამ დროს ჩემი ნერვების მოშლით იყო დაკავებული, მაგრამ ამასაც შევეჩვიე... ვერ წარმომედგინა, რომელიმე დღე მისი დაცინვის გარეშე.
ერთ-ერთ ასეთ დღეს, როცა ჩვენი ოთხეული ისევ კაფეში იჯდა, ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა და გამომწვევი ხმით მიმართა ვაჩეს...
-გამარჯობა, ვაჩე, არ მოგენატრე?? ყველამ გოგონას შევხედეთ. მე ფეხებიდან დავიწყე დათვალიერება, რომელიც ზომაზე გრძელი და ლამაზი იყო, ძალიან, ძალიან მოკლე კაბიდან კი უფრო სექსუალურად გამოიყურებოდა... ასეთი ფეხები მხოლოდ მოდელს თუ ექნება.. გავიფიქრე ჩემთვის. შემდგომ კი ზევით ავყევი... -არაა... აშკარად მოდელია.. როცა მის მკერდს და სახეს მოვკარი თვალი. ნამდვილი თოჯინა იყო.. ქერა , ჰაეროვანი, დატალღული თმით, დიდი წითელი გაბუშტული ტუჩებით, ცისფერი თვალებით და პაჭუა ცხვირით... ფერიაა... არა ფაიფურის თოჯინაა.. არა ფიფქია...ფიქრები ცვლიდნენ ჩემს გონებაში ერთმანეთს.. ისეთი თეთრი კანი ჰქონდა, წამით ისიც ვიფიქრე , გამჭვირვალე, ხომ არ არისთქო.
-აქ რა გინდა?? ფიქრებიდან გამომარკვია ვაჩეს მკაცრმა ხმამ...
-რას ქვია რა მინდა, მომენატრე და ჩამოვედი.... აი ხმა კი ზედმეტად გადაპრანჭული ჰქონდა. -ლექსოო .. ნატაა... თქვენ როგორ ხართ?? როგორც ვატყობ, ჯერ ისევ ვერ შეელიეთ ერთმანეთს. თქვა და თავისი სიტყვებით კმაყოფილმა გადაიკისკისა...-ეს მგონი ვერაა ცოტა.. გავიფიქრე ჩემთვის და ალმაცარად შევხედე, ნამდილ „ბარბს“. -შენ რა დაბღვერილი მიყურებ კუდრაჭა, რა იყო, არ მოგეწონე?? დამელაპარაკა ამჯერად მე...
-კკკ....კუდ..კუდრაჭა...??????? სახე მომებრიცა სიმწრისგან და გაოცებისგან...
-ლილე, გაიცანი ეს ანაა... თქვა ლექსომ და სანამ კიდე რამეს იტყოდა, ვაჩემ მკავში ხელი ჩაავლო და გარეთ გაათრია..
-ისევ ისეთი საძაგელია... ამოიძახა ნატამ და ზიზღით სავსე მზერა გააყოლა „ბარბის“.
-ვინაა?? ვიკითხე მე , ისე რომ მზერა არ მომიშორებია მათთვის.
-ვაჩეს ყოფილი შეყვარებულია. ჩაიდუდღუნა ლექსომ.. როგორც ჩანს ისევ შერიგება უნდა და მოაკითხა... თითქოს ცივი წყალი გადამასხეს თავზე.. უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა...ვერ წამომედგინა ვაჩესნაირი ბიჭი, ასეთ ტვინგამორეცხილთან... არ ვიცი...უამრავმა უსიამოვნო ფიქრმა და განცდამ გამირბინა წამის მეასედში... საბოლოოდ კი სევდა დარჩა ჩემთან... ცხვირი ამეწვა და თვალები ცრემლით ამევსო, ოღონდ რომ გეკითხა რატომო, ვერ გიპასუხებდით. წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოვცალე და ოდნავ დამშვიდებულმა ჩავილაპარაკე.
-გასაგებია...
-დაახლოებით 1 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.. ისეთი საყვარელი და ბავშვური იყო ანა, რომ გავიცანით, ძალიან შეუყვარდა ვაჩეს და გვერდიდან არ შორდებოდა, მალე ანა სამოდელო სფეროში შევიდა, ალბათ, შეამჩნევდი, რომ ულამაზესია, ჰოდა ბევრმა თაყვანისმცემელმა ჭკუიდან გადაიყვანა... ვაჩეს უკვე კარგად იცნობ და იცი, ის კაცი არაა, ვინმე ეცილებოდეს სიყვარულს და ჩუმად იჯდეს და უყუროს.. არა, ცუდად არ გამიგო, განა მოდელობას უშლიდა. არა! უბრალოდ სთხოვდა , სხვა კაცებს ნუ ეკეკულუცებიო... მაგრამ ამან, რა არის იმაში ცუდი, თუ სხვა კაცებს ძვირფას საჩუქრებს ვართმევ, და ცოტას ვუღიმი, სიყვარულით მარტო შენ მიყვარხარო.. ამის გაგონებაზე, ვაჩე შემობრუნდა და ხმისამოუღებლად წამოვიდა მისგან. დაახლოებით წელიწადნახევარი გავიდა მაგ ამბების მერე, ანა ისეთი წარმატებული მოდელი აღარაა და როგორც ჩანს მოენატრა ისევ, ვაჩე... ფუ მაგისი ბ..ი დედაც მ.....ნ... კბილებში გამოსცრა ლექსომ , მას შემდეგ რაც , მონოლოგი ჩაამთავრა.. ხმა აღარც ერთს ამოგვიღია. ვაჩე აღარ დაბრუნებულა კაფეში. სახლში ნატამ და ლექსომ გამიყვანეს.
იმ დღიდან მოყოლებული, ვაჩეს მხოლოდ სამსახურში ვხედავდი, ისიც ანას თანხლებით. გვერდიდან არ შორდებოდა.. სულ კისერზე ყავდა ჩამოკიდებული. ჩემთან კი საერთოდ აღარ შეიცვალა. ან სამსახურზე მესაუბრებოდა, ან ხმას არ მცემდა. გამარჯობასაც კი აღარ მეუბნებოდა.. მეც რა თქმა უნდა შორს ვიჭერდი მისგან თავს... საბოლოოდ კი ისე მომემატა საქმე, გულითაც რომ მდომოდა, ვაჩეზე და ანაზე საფიქრელად დრო უბრალოდ აღარ მქონდა...

-ლილე დღეს მე გაგიყვან სახლში.. მომიახლოვდა ჩემი თანამშრომელი რეზი, რომელიც ზომაზე მეტ ინტერეს და ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ. -არ მომწონს , როცა ღამით მარტო ბრუნდები შინ.
-არაა, გმადლობ რეზი, მაგრამ არ მინდა შეგაწუხო. მორიდებულად გავუღიმე და გვერდის ავლა ვცადე , მაგრამ მკავში წამავლო ხელი.
-არ მაწუხებ. რომ ვწუხდებოდე, არც გეტყოდი. მითხრა და გამიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი რაღაცნაირი ყალბი მეჩვენა და დავიძაბე.
-ლილეე... საჭორაო დრო არ გვაქვს მგონი. დროზე მიხედე საბუთებს, არ მგონია , რომ დღეს სახლში წასვლა მოვახერხოთ რომელიმემ. დაიღრიალა ვაჩემ და გვერდი აგვიარა ისე, რომ პასუხის დაბრუნებაც ვერ მოვასწარი... გასასვლელთან კი ანა მიეგება და ყელში კოცნით დააჯილდოვა... ისევ უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, მაგრამ თვალი მოვაცილე და ისევ რეზის მივუბრუნდი.
-რეზი, როგორც ჩანს დღეს სახლში მაინც ვერ დავბრუნდებით, ასე რომ შენ წადი, მე საქმეები მაქვს კიდევ და მადლობა შემოთავაზებისთვის.
-კარგი ლილე, სხვა დროს იყოს.. გამიღიმა მან და ლოყაზე მაგრად მაკოცა.. მე კი ამასობაში ვაჩეს სახე არ გამომპარვია, რომელიც ზიზღით და ირონიით სავსე მზერით მომჩერებოდა და კისერზე ჩამოკიდებული ანას მოშორებას ცდილობდა...

წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრე, მამას ნათესავმა სვანეთში ცოლო მოიყვანა და მთელი ოჯახით დაგვპატიჟა, მაგრამ მე ვერაფრით ვახერხებდი წასვლას. გული საშინლად მწყდებოდა, ყველაზე მეტად მიყვარდა სვანეთი.. მაგრამ ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად ვახერხებდი ჩასვლას. ამიტომ მომდევნო დღეს თვალცრემლიანმა და მოწყენილმა გავაცილე ჩემი ოჯახი მესტიაში. მე კი მოწყენილი შევბრუნდი . იმის გაცნობიერებაც კი ვერ მოვასწარი, რომ მომდევნო ერთი კვირა მარტო მომიწევდა სახლში ყოფნა, რომ კარზე ზარის ხმა გავიგე. სულმოუთქმენლად მივვარდი ჭიშკარს და კართან მომღიმარი ლია რომ დავინახე, სიხარულით ცას ვეწიე. ლია დედაჩემის და იყო, რომელიც რამდენიმე კვირით იყო საქართველოში დასაასვენებლად ჩამოსული. ლია დეიდა საკმაოდ წარმატებული ფიგურაა, მოდის სფეროში და როგორც მოდის ღირსეულ წარმომადგენელს შეეფერაბა, ძირითადად პარიზსა და მილანში მოღვაწეობდა. ოჯახი არ ჰყავდა და ამიტომ, ჩემზე და დუდაზე გადმოჰქონდა მთელი თავისი სიყვარული. ყველაფერს მერჩივნა მასთან ერთად ყოფნა და საუბარი, მან კი ასეთი სიურპრიზი გამიკეთა.
-Bonjour mon cher.. მითხრა ფრანგულად და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი გადამეხვია. -რა გაონებული მიყურებ, ნინომ მითხრა, რომ სვანეთში მივდივართ ერთი კვირით და იმ ქაჯს მარტო ვტოვებთ სახლშიო. ჰოდა მეც ვისარგებლე და გამოგიარე, სულ ხომ არ მოგვეცემა შანსი, რომ ერთად მარტოებმა გავატაროთ რამდენიმე დღე.
-ლიაკოო.. როგორ მიყვარხარ.. რომ იცოდე... ვიკივლე და კისერზე ჩამოვეკიდე დეიდაჩემს.
-გიო, შეგიძლია დღეს წახვიდე და დაისვენო, თუ დამჭირდი დაგირეკავ, უთხრა ლიამ თავის მძღოლს და სახლში შემოვიდა. -მოდი აბა მომიყევი დეტალურად, რას შვები, სიყვარულობებში რა ხდება?? მკითხა და გამომცდელად ჩამიკრა თვალი.
-ოო .. ლია დეიდა, კარგი რაა.. საჩემო მკითხე რამე. მაგალითად სამსახურში რა ხდება, ან მსგავსი... ამოვიდუდღუნე წარბებშეკრულმა.
-ჰოო..ჰოო... უყურე შვილო შენც ჩემსავით მარტო სამსახურს და მოგვიწევს მერე შინაბერათა კლუბი გავხსნათ. მალე გაიჩინე შეყვარებული, თორემ დედაშენი მე მაბრალებს, შენი გადარეულია ეგ ბავშვიო.. ორივეს სიცილი აგვიტყდა.. მთელი დღე სახლიდან არ გავსულვართ, ხან ფილმებს ვუყურებდით, ხან ვსაუბრობდით. ლაპარაკში დამგვათენდებოდა, მაგრამ გამახსენდა, რომ მეორე დღეს წვეულება გვქონდა. მე და ვაჩემ გადავწყვიტეთ, რომ წვეულების და კონფერენციის ერთ დღეს ჩატარება, საკმაოდ დამღლელი იქნებოდა, ამიტომ ჯერ წვეულება დავგეგმეთ და ორი დღის შემდეგ, კონფერენცია. მე ძირითადად წვეულების ორგანიზებაზე ვიყავი გადართული, ამიტომ, არც კი გამიფიქრებია, , თავად მე რა უნდა ჩამეცვა. მთელი ჩემი საქმე რომ მოვითავე, ვაჩემ მითხრა, რომ შემეძლო წვეულების წინა დღეს დამესვენა და თვითონ მიხედავდა ყვლაფერს. მეც თავის აღარ გამოვიდე, სიხარულით მივიღე შემოთავაზება და დასვენება განვიზრახე. მაგრამ ლიასთან ჭორაობით მგონი უარესად დავიქანცე... მალევე დავემშვიდობე და დასაძინებლად წავედი, რომ მეორე დღეს შეშუპებული თვალები აღარ მქონოდა.
დილით მთელი კარადა გადმოვაქოთე, მაგრამ მოსაწონს ვერაფერს მივაკვლიე. სულ რამდენიმე კაბა მქონდა და არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა ამ საღმოს. ჩემი ტანსაცმლის მარაგი რამდენიმე წამში იატაკზე იყო მიმოფანტული, მე კი ჩასაცმელი მაინც ვერ ვიპოვნე. კარზე კაკუნის ხმამ მომიყვანა გონზე და სანამ ხმის გაცემას მოვაასწრებდი, ლიამ შემოიხედა.
 შვილო შეიძლება?
 შემოდი ლია დეიდა.ამოვიდუდღუნე და ისევ ტანსაცმელს მივაშტერდი.
 რა ხდება, ძირს რატომ ყრია ყველაფერი?
 დუდა ტყუილს კი არ ამბობს, იმიტომ ვერ აღმიქვამს გოგოდ, რომ მართლა სულ კეტებით და ჯინსებით დავდივარ. მთელი კარადა გადავატრიალე და ვერაფერი ვიპოვნე დღეს საღამოს ჩასაცმელად, არადა რამდენიმე საათი დარჩა. როგორ მოვიქცე არ ვიცი.
 სულ ვოცნებობდი ქალიშვილზე და ღმერთმა ეს ნატვრაც ამისრულა . ჩაიცვი ფეხსაცმელი და ქვევით ჩამოდი. დღეს მე დაგეხმარები, რომ საღამოს ყველაზე ლამაზი იყო.
 მართლაა?დიდი მადლობა.
 მადლობა მერე მითხარი, ახლა კი ჩაიცვი წავიდეთ, ბევრი საქმე გვაქვს.
ნახევარ საათში ლიას მძღოლმა მიგვიყვანა ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის ატელიეში, დიდი ხნის ძიების შემდეგი კი სამივეს არჩევანი შეჩერდა ულამაზეს თეთრ საღამოს კაბაზე. ეს იყო ტანზე მაქსიმალურად მომდგარი, გრძელ მკლავიანი კაბა, რომელიც ფეხსაცლმელსაც ფარავდა და ბოლოში შლეიფი ოდნავ უგრძელდებოდა, მკლავებიც გრძელი ჰქონდა, რაც როგორც ამიხსნეს იმ სეზონისთვის იყო მიღებული. გულისპირი და მხრები მთლიანად დაფარული ჰქონდა, რაც ერთი შეხედვით ძალიან აუბრალოვებდა, რადგან სამკაულის გაკეთებაც არ მოუხდებოდა, მაგრამ მისი ხიბლი იყო ის, რომ ზურგი ჰქონდა ბოლომდე ამოღებული. კაბის დაბოლოვება ზურგის მხარეს კი სვაროვსკის ფარატინა თვლებით იყო გაფორმებული. კაბით აღფრთოვანებული დავრჩი. დიზაინერმა და ლიამ გადაწყვიტეს, რომ ჯობდა კლასიკური ფერებით შემოვფარგლულიყავი და ღია შავი ფეხსაცმელი შემირჩიეს , შავ პატარა ჩანთასთან და ამავე ფერის მოსაცმელთან ერთად.
როგორც კი კაბის შერჩევას მოვრჩით, სალონში წავედით. სადაც საკმაოდ დიდი დრო დავყავით, მილიარდი პროცედურის ჩასატარებლად. გადაწყვიტეს, რომ მჭირდებოდა სოლარიუმი, რადგან ჩემს ქათქათა კაბას მოუხდებოდა ცოტა რუჯი. შემდგომ ფჩხილებზე, წარბებზე გადავიდნენ. სულ არ ვიცოდი, იმდენი რამე თუ სჭირდებოდა გოგოს. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ვიყავი სალონში, მაკიაჟის და ვარცხნილობის გაკეთება კი ჯერაც არ დაეწყოთ.
 ლია დეიდა, დამაგვიანდება. 9 საათზე იწყება მიღება და რვა ხდება უკვე.
 არაუშავს , რაც უფრო გვიან მიხვალ, მით მეტ ეფექტს მოახდენ, დამიჯერე რასაც გეუბნები. ლიამ გამიღიმა და ამჯერად გადამსვა სკამზე , სადაც უკვე მაკიაჟის და ვარცხნიილობის გაკეთებას იწყებდნენ. თმა ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე რომ მომიხდა კიდეც. შუაზე გადამიწიეს და ძალიან სადად შემიკრეს დაბლა „კოსა“ , არასდროს მომწონდა და არც მიხდებოდა გადაჭიმული თმა, ამიტომ მაქსიმალურად მოუშვეს და ისე დამიმაგრეს. ალაგ-ალაგ კი კულულები მქონდა ჩამოყრილი, რაც უფრო მეტად მომწონდა. რაც შეეხება მაკიჟს , გადაწყვიტეს, რომ მკვეთრი ფერები გამოეყენებინათ, თვალებზე შავი ჩრდილები გამიკეთეს და მწვანე თვალები უფრო გამომეკვეთა, ტუჩებზე კი ხასხასა წითელი ტუჩის საცხი წამისვეს. ლიამ გასახდელში შემიყვანა და ტანსაცმლის მორგებაში დამეხმარა. სანამ მე ფეხსაცმელს ვიცვამდი, მან ჩანთიდან სვაროვსკის თვლებით გაწყობილი საყურე ამოიღო და თვითონვე მომარგო.
 ეს საბოლოო შტრიხია, რომ დღევანდელი საღამოს დედოფალი გახდე. მითხრა ლიამ და აღფრთოვანებულმა შემათვალიერა. -ესეთი შეუდარებელი ხარ. ვაღიარებ, რომ ვერ წამოვიდგენდი, ასეთი ლამაზი თუ იყავი. ლიას ნაჩუქარმა საყურემ არფრთოფანებაში მომიყვანა .
 დიდი მადლობა ლია დეიდა ყველაფრისთვის. ვუთხარი მე და მთელი ძალით გადავეხვიე.
 მადლობა მე უნდა გითხრა შვილო, სულ ვეოცნებოდი ჩემს ქალიშვილს დავხმარებოდი ასეთ რამეებში, მასთან ერთად მევლო მაღაზიებში და სალონებში და შენ დამეხმარე ამაში. ახლა კი გასწორდი, მაკიაჟი არ გაიფუჭო. მე წელში გავიმართე და გასახადელიდან გავედი. ვიზაჟისტმა კმაყოფილებისგან წაუსტვინა, დამხმარეებმა კი ტაში შემოკრეს.
20 წუთში უკვე სასტუმროსთან იდგა ლიას მანქანა და ველოდებოდი, როდის გამიღებდა კარის კაცი კარს, ლიამ ბოლოჯერ მისურვა წარმატებები და მანქანიდან გადასვლაში დამეხმარა, რომ კაბა არ დამკუჭვოდა. მე შესასვლელთან გავჩერდი, გული ამოვარდნას მქონდა.
 ძალიან ლამაზად გამოიყურებით. მითხრა კარის კაცმა და შიგნით შემიძღვა. რამდენიმე წამით შევჩერდით. მოსასხამი გამომართვეს და ისევ განვაგრძეთ გზა, დარბაზსაც მივადექით... უზარმაზარი დარბაზი სავსე იყო ლამაზად მორთულ-მოკაზმული ხალხით. იქამდე ვიყურებოდი შიგნით, სანამ ვაჩეს და მის გვერდზე მდგარ ანას არ მოვკარი თვალი. მას ჩვეულებისამებრ ძალიან მოკლე კრემისფერი კაბა ეცვა და კიდეევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის უზადო აღნაგობას და არაჩვეულებრივად გრძელ და ლამაზ ფეხებს. -ღმერთო რა ლამაზია. აღმომხდა ხმამაღლა და ახლა მის კავალერრზე გადავიტანე ყურადღება. ვაჩეს შამპანიურის ჭიქა ეჭირა ხელში და ანას უღიმოდა. შავებში იყო გამოწყობილი. გული დამწყდა, რომ იმ საღამოს ჩემ გვერდით არ იქნებოდა.
 არ შედიხართ? ფიქრებიდან გამომარკვია კარისკაცმა.
 კი , კი, ახლავე. გამბედაობა მოვიკრიბე. ცალ ხელში ჩანთა მეჭირა, , მეორეთი ოდნავ კაბა ავიწიე და კუს ნაბიჯებით დავიძარი დარბაზის ცენტრისკენ. რაც უფრო შიგნით შევდიოდი , მით უფრო მეტად ვნერვიულობდი. რამდენიმე წამში უკვე დარბაზში ვიყავი, იქაურობა მოვათვალიერე და სახტად დავრჩი, როცა აბსოლუტურად ყველა სტუმარი მე მომშტერებოდა, ხმას კი არავინ იღებდა. მღელვარებამ პიკს მიაღწია. -ხომ ვამბობდი, არაა საჭირო ასეთი გამოპრანჭვათქო, სასაცილოდ გამოვიყურები. იქნებ მაკიაჟი გამიფუჭდა? ხალხი თვალს არ მაშორებდა, მეც გადავწყვიტე, საპირფარეშოში შევსულიყავი და ჩემი თვალით მენახა, რატომ გავხდი ასეთი ყურადღბის ობიექტი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. ხალხი ორად გაიყო და შუაში გზა გამითავისუფლეს, მაგრამ მზერას მაინც არ მარიდეებდნენ. შეშინებული ვაცეცებდი თვალებს და წინ მივიწევდი, სანამ ჩემ გრძელ კაბას არ წამოვდე ფეხი და ის იყო, უნდა წავქცეულიყავი, მაგრამ ვიღაცის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი. სწრაფად ავიხედე ზემოთ და ლექსო შემრჩა.
 ლექსო, ლამის წავიქეცი, შენ რომ არა..
 ლილე, მთელი დარბაზი შოკში ჩააგდე.
 ასე სასაცილოდ გამოვიყურები?
 სასაცილოდ? გადაირიე მგონი. ულამაზესი ხარ, ნამდვილი დედოფალი, ყველა დაჩრდილე დღეს.. სიტყვები არ მყოფნის. ხალხს შეხედე , როგორი აღტაცებით გიყურებენ.
 აღტაცებით? მე კი ვიფიქრე, რომ...
 რომ რაღაც რიგზე ვერ იყო ხომ? საუბარში ჩაერთო ნატაც. მართლა უმშვენიერესი ხარ ლილე, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბე.
 ოო.. ნუღარ მეუბნებით მაგას რა, მრცხვენია მერე.
 და რა გაქვს სასირცხვილო. ნამდვილად დაჩრდილე დღეს ყველა, მათ შორის ჩვენი ანაც, რომელსაც აქამდე თვალს ვერ აშორებდნენ, ახლა კი აღარავინ უყურებს. ამჯერად ნატამ ანასკენ და ვაჩესკენ გამახედა. ანა ჩვენკენ წამოვიდა, ვაჩე კი ადგილზე გაშეშდა, თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა და თვალებს არ მაშორებდა, ვერც ამჯერად მივხვდი, რაზე ფიქრობდა.
 ლილე, რა ლამაზი ხარ, ჩემგან შენ 100 ქულა, ყველას გვაჯობე დღეს. გადამეხვია ანა და მოურიდებლად დამიწყო თვალიერება. ღმერთო, მართლა რა ლამაზი ხარ. სიტყვები არ მყოფნის, მე რომ ასეთ დღეში ჩამაგდე, წარმოიდგინე, ბიჭები როგორ იქნებიან.
 აჰაა.. მოდის კიდეც ერთ-ერთი. ჩაიცინა ნატამ და რეზის მიესალმა.
 შეიძლება ამ საღამოს მშვენება საცეკვაოდ მივიწვიო? მომიახლოვდა რეზი და მომაჯადოვებელი ღიმილი მომანათა. მე დავიბენი და პასუხად მხოლოდ გავუღიმე.
 როგორ არ შეიძლება. ხელი მკრა ნატამ და პირდაპირ რეზის მკლავებში აღმოვჩნდი.
 შეუდარებელი ხარ. ჩამჩურჩულა და მუსიკის სასიამოვნო ჰანგებს ააყოლა ნაბიჯი.
 დიდი მადლობა. არ ვარ მიჩვეული ამდენ კომპლიმენტს და ჩვეულებრივ მოიქეცი , ისევ ის ლილე ვარ და უხერხულად ვგრძნობ თავს.
 ეგ დღეს შეუძლებელია, გულითაც რომ მინდოდეს, ჩვეულებრივ ვერ მოვიქცევი, იმდენად მომაჯადოვე . რეზიმ უფრო მეტად მიმიკრა გულზე და მარცხენა ხელი ჩემს მოშიშვლებულ ზურგზე ჩაასრიალა. თითქოს დენმა დამარტყა ისე შევხტი. - რა მოხდა?
 არაფერი, მგონი დღეს საკმარისია, აღარ მინდა ცეკვა. გავუღიმე და მისი მკლავებისგან გათავისუფლება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, ზედმეტად მაგრად ვყავდი ჩაბღუჯული.
 არა, ჯერ მუსიკა არ დამთავრებულა და არ ვაპირებ შენ გაშვებას. ისევ ვცადე მისგან თავის დახსნა, მაგრამ არც ამჯერად გამომივიდა.
 რეზი, თუ შეიძლება ჩემს პარტნიორთან ცეკვის საშუალება მეც მომეცი, ბოლოს და ბოლოს ერთად გავაკეთეთ ამ საღამოს ორგანიზება. მოგვიახლოვდა ვაჩე, მაგრამ ჩემთვის ზედ არ შემოუხედავს.
 კი მაგრამ, ვერ ხედავ რომ უკვე დაკავებულია? თან დღეს საღამოს საქმეზე საუბარი არ ღირს.
 შენ მგონი ვერ მიმიხვდი.მე ლილეთან მინდა ცეკვა და იმედია, სანამ ესე გთხოვ, იქამდე მომცემ ამის საშუალებას, თუ არადა დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი იცი. რეზიმ მოულოდნელად ორივე ხელი გამიშვა. ვაჩეს წამიერად ავისმომასწავებლად შეხედა, შემდგომ ძალით გაიღიმა და ხმისამოუღებლად წავიდა.
 რას გავხარ. მითხრა ვაჩემ , როცა უკვე ცეკვა დავიწყეთ.
 ნეანდერტალელო. ყველა კომპლიმენტს მეუბნება და შენ რომ შენებურად არ ჩაგეშხამებინა არ იქნებოდა ხო?
 და შენი აზრით, ცეკვის დროს, ამ მოშიშვლებულ ზურგზე , რომ მოუხვდებათ „შემთხვევით „ ხელი, ადვილად გაგიშვებენ?
 რას გულისხმობ, ვერ მივხვდი.
 რას და ამას. ვაჩემ რეზის ქმედება გაიმეორა, მოშიშვლებულ ზურგზე ხელი ჩააცურა და მე ლამის ჩავიკეცე. ხომ ხედავ? ესეთი გულიბრყვილო რომ ხარ, მაგის ბ რალია.
 და რა გინდა ვახ? მომწონს ეს კაბა მე, ყველა მეუბნება გიხდებაო.
 ჰოდა რომ მოგწონს და მართლა ძალიან ლამაზი რომ ხარ, მაგიტომ უნდა მქონდეს დღეს ასი თვალი და ასი ყური გამობმული , რომ რამე არ მოხდეს.
 ოოო მართლა ვერ ვხვდები რას ბოდიალობ რა. შიშით ვეღარც ვიცეკვო, რომ ჩემს ზურგზე ხელები არ აფათურონ?
 კი, უნდა იცეკვო, ოღონდ მარტო ჩემთან. მითხრა და ისეთი ძალით მიმიკრა , რომ სუნთქვა შემეკრა.
 და შენი არ უნდა მეშინოდეს?
 არ ვიცი, შეიძლება, ჩემი ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეს.
 ჰოდა მაშინ გამიშვი ხელი.
 არ შემიძლია.
 აბა რა გავაკეთო გამაგებინე, ჭკუიდან შეიშალე?
 უბრალოდ არავის აღარ მიეკარო ჩემ გარდა, თორემ მართლა არ ვიცი, ტვინში რა გადამიბრუნდება, ვინმე რომ დავინახო შენ გვერდზე.
 მართლა შეიშალე. შენ ჯობს შენს ანას მიხედო, მე როგორმე ჩემ თავს მოვუვლი. ვაჩეს ჩემი სიტყვები არ მოუსმენია , ისევ თავისას განაგრძობდა.
 ლილე ხომ არავის გაიკარებ? მითხარი,რა. თორემ მართლა არ ვიცი რას ვიზამ.
 რა გინდა რა, გამაგებინე.
 უბრალოდ მართლა ვერ ხვდები, რამდენად ლამაზი და გამომწვევი ხარ ეხლა, გემუდარები, დამეხმარე , რომ ხალხს საღამო არ ჩავაშხამო , თორემ ზუსტად ვიცი, ვინმე , კიდევ რომ დავინახო შენ გვერდით... არ ვიცი რაა.. უბრალოდ გთხოვ.
 საძაგელი ხარ, ეგოისტი, სიტყვები არ მყოფნის იმ ბრაზის გადმოსაცემად, რასაც ეხლა ვგრძნობ. მოულოდნელად ხელები გავაშვებინე და ლექსოს და ნატასკენ გავქანდი. მთლი საღამო ჩამშხამდა, ვერ ვხვდეოდი , რა უნდოდა ჩემგან, რატომ არ მაძლევდა მოსვენებას. ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, არავინ გაიკაროვო, მაგრამ ვიცოდი, რომ ასეც მოვიქცეოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, მართლა რამეს ატეხდა , რომ შევწინააღმდეგებოდი. მაგიდას მივუჯექი, მაგრამ ანა და ვაჩეც მალე შემოგვიერთდნენ, როგორც ჩანს ერთ მაგიდასთან მოვხვდით... საერთოდ არ გამკვირვებია. -არ უნდა დამეტოვებინა ეს დარტყმული გუშინ მარტო. ჩავუდუდღუნე მე. ვაჩემ ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი, მაგრამ ხმას არ იღებდა, სახე გაქვავებოდა, კისერზე ძარღვი ამობერვოდა და ტუჩებზე ფერი დაჰკარგვოდა, ვიცოდი , რომ მისი ასეთი თმდგომარეობა ავისმომასწავებელი იყო და ერთი არასწორი ნაბიჯიც კი წყობიდან გამოიყვანდა და ააფეთქებდა. სანამ მე ვაჩეს ყურებით ვიყავი დაკავებული, ჩემმა დირექტორმა სცენაზე გადაინაცვლა და სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა. შემდეგ კი მე მიმიხმო, როგორც მომავალი კონფერენციის მთავარ ფიგურას და დღევანდელი საღამოს ორგანიზატორს.
 პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ქალბატონ თინათინს, რომ ასეთი პატივი დამდო და ამხელა კონფერენციის ჩატარება მომანდო. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ვაჩეს, რომელმაც მართლაც მშვენიერი საღამო მოაწყო. ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ არ მსურდა მასთან მუშაობის დაწყება, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ვერც მე ვიტანდი მის ხასიათს და საკმაოდ ხშირად მოგვდიოდა კონფლიქტი. მაგრამ, ქალბატონი თინათინის დაჟინებული თხოვნით, მე გავხდი მისი პარტნიორი და ერთად გმასპინძლობთ დღევანდელ საღამოზე. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, რადგან რაც უფრო კარგად ვიცნობდი, უფრო ბევრ დადებით თვისებას ვპოულობდი მასში, მოგეხსენებათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიკეთეს მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ სხვას დაანახონ, მაგრამ ვაჩე იმდენად თავმდაბალია, რომ ამას მალავს. თვლის, რომ არაა საჭირო ხალხმა შეაქოს კეთილი საქმისთვის. არც ორპირია, პირდაპირ ამბობს ხოლმე იმას რასაც ფიქრობს და მოგეხსენებათ, არავის უყვარს ესეთი პირდაპირი ადამიანები, ურჩევნიათ ტკბილი ტყუილი, მწარე სიმართლეს. ვაჩე კი სხვანაირია, განსხვავებულია. არასდროს ამბობს, რომ ვიღაც უყვარს, არც სიყვარულის გამოხატვა შეუძლია და ამის გამო თვლიან, რომ ქვის გული აქვს და ემოციები არ გააჩნია, არადა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ შემხვედრია ასეთი ადამიანი. ის განსაკუთრებულია, წარბშეუხრელად დათმობს სიცოცხლეს იმისთვის, ვინც მისთვის ძვირფასია. ყოველთვის სიმართლის მხარეს დგას, აუცილებლად აღწევს დასახულ მიზანს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს.. ვაჩე უბრალოდ საოცარია და იმ ადამიანების საყურედღებოდ, ვისაც მის მისი ხასიათი არ მოსწონს, მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ , მასთან გატარებული ყოველი წამით, ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ახლოს გამეცნო, ბედნიერი ვარ, მასთან კამათის დროს და ბედნიერი ვარ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი გავხდი. ვგრძნობდი , რომ ხმა მიკანკალებდა უკვე, დარბაზს გადავხედე, ამჯერად უკვე ჩემმა სიტყვებმა დაამუნჯა დამსწრე საზოგადოება, ვაჩეს თავი დაბლა დაეხარა, მაგრამ შევატყვე, როგორ ეჩვრიტებოდა მარცხენა ლოყა. იღიმოდა........


სიტყვა დავამთავრე თუ არა ღრმად ამოვისუნთქე და სცენიდან ჩამოვედი. მაგიდასთან ხმისამოუღებლად მივედი, ჩემი ჩანთა ავიღე და საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი. -ღმორთო., რაები ვიბოდიალე... სულ გადავედი ჭკუიდან. არ ხარ ნორმალური ლილე ონიანო.. ვბუტბუტებდი ხმადაბლა და საპირფარეშოსკენ განვაგრძობდი გზას. ფიქრიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა და კინაღამ იქვე ჩავიკეცე, როცა ჩემი ბიჭის ნომერი დავინახე. ბიჭის სახელად „66-33-XX”… კარგა ხანს ვერ მოვახერხე პასუხის გაცემა... მაგრამ როგორც იქნა მოვიკრიბე გამბედაობა და ვუპასუხე.
-ალო... გული ისე გამალებით მიცემდა, მეგონა საგულედან ამომივარდებოდა.
-გამარჯობა, ლილე.. როგორ ხარ?! გავიგე უცნობის , რატომღაც ძალიან ნაცნობი ხმა და მთელ ტანზე ბუსუსებმა დამაყარა...
-ვაჩე შენ ხარ??? აღმომხდა გაოგნებულს და პასუხის მოლოდინში გავისუსე..
-ფხხ.... ჩაიფხუკუნა უცნობმა , შემდეგ კი უცებ დასერიოზულდა. - საღსტუმროს შესასვლელთან გელოდები, დროზე გამოდი. სანამ რამეს ვუპასუხებდი. ტელეფონი გამითიშა.
-ვინ იყო?? ვაჩეს ხმა ქონდა, უფროსწორად დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხმა იყო... მაგრამ ფიქრისთვის დრო აღარ მქოდა, სწრაფი ნაბიჯით წავედი სასტუმროს შესასვლელთან და გარეთ გავვარდი, გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ არავინ იყო.
-ვინმეს ელოდები?? მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა. მაგრამ ვეღარ გავარჩიე, ვაჩეს ეკუთვნოდა ის ხმა , თუ ბიჭს, სახელად „66-33-XX”. სწრაფად შევბრუნდი უკან და ვაჩე შემრჩა ხელთ.
-ვაჩე, აქ არავინ შეგინიშნავს?? ვკითხე ისე, რომ თვალების ცეცება არ შემიწყვეტავს.
-არა, ჩემ გარდა აქ არავინ ყოფილა . მითხრა და ოდნავ ჩაეღიმა, აი ისე... სხვანაირად... ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-კარგი ხო, არ მინდა, მე თვითონ გავარკვევ. ჩავიბურდღუნე. ტელეფონი მოვიმარჯვე და მეორეჯერ დავრეკე ნომერზე „66-33-XX”... ორი წამი დაველოდე სანამ ზარი გავიდოდა და ისევ ვაჩესკენ შევბრუნდი. ჩემი შებრუნება და მისი ტელეფონის აწკრიალება ერთი იყო... დამბურძგლა... ტელეფონი მაშინვე გავთიშე და მუჯირის მობილურმაც შეწვიტა რეკვა... ვაჩეს ღიმილი კი უფრო შესამჩნევი გახდა. კიდევ ერთხელ გადავრეკე და კიდევ ერთხელ ამღერდა ჩემ წინ მდგარი „უცნობი ნაცნობის“ ტელეფონი... ---ვაიმე...... აღმომხდა გაოგნებულს... და ტელეფონი ხელიდან გამივარდა... ვაჩეს კი უკვე გულიანად იცინოდა.. მერე უცებ დასერიოზულდა და ჩემთან ახლოს მოვიდა, იმდენად ახლოს, რომ მისმა სუნთქვამ მთელი სახე დამწვა და ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში...
-არ მინდოდა, ჯერ მეთქვა, რომ მე ვიყავი ის, ვისაც დაახლოებით ორი თვის წინ ძილი არ აცადე და ღამის პირველ საათზე ცირკი მოუწყვე ტელეფონით. მინდოდა ცოტა კიდევ მეთამაშა, მაგრამ ისეთი სიტყვები თქვი წეღან, რომ ვეღარ მოვითმინე მეტი... მის გახშირებულ სუნთქვას უკვე ტუჩებზე ვგრძნობდი, რამდენი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ერთადერთი რაც მოვახერხე ის იყო რომ, თვალები მიმენაბა და უკანასკნელი ძალით, ჩურჩულით ვთქვი: -„ვიცოდი, რომ შენ იყავი“... დავამთავრე თუ არა წინადადება, ვაჩე ტუჩებზე დამწვდა და ისე გამალებით მაკოცა, თითქოს წლების განმავლობაში გეგმავდა ამას და როგორ იქნა აასრულა ჩანაფიქრი... ციებ-ცხელება დამემართა... შიგნიდან მცხელოდა... გარედან კი ვცახცახებდი. ვაჩე გრძნობდა ჩემ დაძაბულობას და ბუსუსებს კანზე და უფრო გამალებით მკოცნიდა... არა ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს წამები... მაგრამ როგორც იქნა მოსწყდა ჩემს ტუჩებს და ხმააკანკალებულმა ყურში ჩამჩუჩულა...
-მაინც გიპოვნე..................................................



№1  offline წევრი Pepper

ჰეჰე საყვარლები <3
კარგი თავი იყო <3

 


№2  offline წევრი ირინა

მომდევნო უკეთესი იქნება პირობას ვდებ <3 თორმეტის მერე დავდებ <3

 


№3  offline წევრი Pepper

ირინა
მომდევნო უკეთესი იქნება პირობას ვდებ <3 თორმეტის მერე დავდებ <3

ძალიაჯ სახალისო ისტორიააა
თავისევური პერსონაჟებით <3
მაგარი გოგო ხარრრ <3

 


№4  offline წევრი ირინა

<3 <3 მადლობაა <3

 


№5  offline წევრი ტომა

შესანიშნავი, თბილი, ტკბილი, გემრიელი თავი იყო:3 ველოდები შემდეგს

 


№6  offline წევრი ირინა

<3 <3 შემდეგიც იქნება 2-3 საათში <3

 


№7  offline წევრი gvanciii kereselidze

Vaimeee ra.magarii iyooo <3
--------------------
G.ke

 


№8 სტუმარი Black

Ai uumagresia sagol shen ra<3

 


№9  offline წევრი KGB

Koveldge shemovdiodi rom menaxa axali tavi dade tuara
Exlac dziliscin gadavamocme da tom davinaxe sixarulit xtunva davicke
Madloba shen rom ase kargad cer
Madloba shen rom tkbilad damedzineba da madloba shen rom arsebob!!

 


№10 სტუმარი Lile

აბა მეექვსე სამ საათში დაიდებაო?

 


№11  offline წევრი ირინა

უღრმესი მადლობა ყველას ამ სიტყვებისთვის <3 <3 რაც შეეხება მეექვსე თავს, გაგზავნილი მაქვს და მეც ველი როდის დაიდება :))

 


№12  offline წევრი ელლ

ღმერთო ჩემო, რა იყო ეს. პირდაღებული ვკითხულობდი, ყბაც კი მეტკინაა, საღოოლლლლ :))))))))))

 


№13  offline წევრი ირინა

.... ...
ღმერთო ჩემო, რა იყო ეს. პირდაღებული ვკითხულობდი, ყბაც კი მეტკინაა, საღოოლლლლ :))))))))))

მადლობა შენ <3 <3 მართლა მიხარია, თუ მოგეწონა <3

KGB
Koveldge shemovdiodi rom menaxa axali tavi dade tuara
Exlac dziliscin gadavamocme da tom davinaxe sixarulit xtunva davicke
Madloba shen rom ase kargad cer
Madloba shen rom tkbilad damedzineba da madloba shen rom arsebob!!

ვაიმეე <3 <3 მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent