შენთან მინდა (2)
არასდროს არცერთ ბიჭს ჩემზე ესეთი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია... ლეპტოპი დავხურე და დასაძინებლად წავედი... -სტასი აწი ერთი ადგილი მაღაზიებში უნდა წამყვე... დილით ნინუცას წიკვნმა გამაღვიძა, ბალიში თავზე დავიმხე.. -ნინუცა.. -ხო ტასიკო -ხო იცი რო ერთადერთი სახელია ტასიკო რომელიც შენგანაც არ მსიამოვნებს.. ღრენით ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი... ნახევარ საათში უკვე მაღაზიებში დავბოდიალობდით, დაღლილები იქვე კაფეში შევდით და სკამებზე რასა ქვია დაეხეთქეთ... -რა ქენი სამსახურში? სიჩუმე ნინუცამ დაარღვია და წვენი მოსვა.. -რავი ჯერ საცდელი ვადით აგიყვანეთო და ვიღაც ძალიან სიპატიური ბიჭის ინტერვიუ დამავალეს ორი დღის წინ ჩამოვიდა საქათველოშიო და რაც მალე მით უკეთესიო... -ვინ არის ის ბედნიერი? ირონიით მითხრა და ღიმილით გადმომხედა -ანდრია კალანდაძე -მოცა ვინ? გაფართოებული თვალებით გადმომხედა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა... -ანდრია კალანდაძე რა იყო? -ბიზნესმენი თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და გაოცებულმა გავხედე... -ერთი წუთით.. ბლუყუნით თქვა და ტელეფონი ამოიღო... -როგორ ხარ?.... -.... -მეც კარგად, მოკლედ შენთან მაქ პატარა საქმე სახლში ხარ? -..... -ძალიან კარგი, ოც წუთში შენთან ვარ.... ტელეფნი უცებ გათიშა და ფეხზე წამოხტა... -დროზე ეხლა ანასტასია ინტერვიუც მე ხო არ გამოვართვა? თავზე დამადგა და ცალი წარბი მაღლა აწია... -მეღადავები ხო? თავი უარყოფის ნიშნად გააქნია და ვითომ გაბრაზბულ სახეზე ღიმილი შეეპარა.. - აააა ჩემი გოგოო... ბოლოხმაზე ვიყვირე და რასაც ქვია ზედ შევახტი... -ჩამოდი ქალო დამძიმდი.. ღიმილით მითხრა და გაოცებულ ხალხს გახედა... მათაც უცებ გაიხედეს და თავიანთ საქმეს მიუბრუნდნენ... -მოკლედ მოყევი საიდან იცნობ ანდრიას... როგორც კი მანქანაში ჩავსხედით მაშინვე ვკითხე... -ანდრია კალანდაძე, 25 წლის, ბიზნესმენი.. თხუთმეტი წელია გერმანიაში ცხოვრობს, უძღვება მამის , ბატონი მამუკა კალანდაძის კომპანიას... დედა ნატო მაჭავარიანი... ყავს უფროსი ძმა ცოლ-შვილიანი და ყავს არაჩვეულებრივი დეიდაშვილი კერძოდ ნინუცა გიორგობიანი.. ღიმილით გადმომხედა და ისევ გზას გახედა... -მითხარი რომ ღადაობ... - გაოცებულმა გავხედე და ჯერ კიდე ვიაზრებდი ნინუცას ნათქვამს... - ის მწვანეთვალება, სიმპატიური ყველანაირად რო დამშოკა ის ბიჭი შენი დეიდაშვილია და მე არ ვიცნობ? -ხო არ შეგიყარდა რძალო? დაფეთებულმა გავხედე მოხითხითე ნინუცას.. -კაი რა იყო დეიდაშვილო ვარ ცოლი კი არა რო ვიეჭვიანო სრული სერიოზულობით მითხრა და მანქანა დიდი სამსართულიანი სახლის წინ გააჩერა... ნელა გადმოვედი მანქანიდან და გულმა რაღაცნარადდაიწყი ფეთქვა, ცოტა ავნერვიულდი კიდეც, მივდიოდი პიველ ინტრვიუზე, თბილისის ყველაზე სიმპატიურ ბიჭთან, რომელიც ჩემი ბაშვობის მეგობრის დეიდაშვილი აღმოჩნდა და კითხვები მზადაც არ მქონდა... -დღეს არ ჩაწერ ინტრვიუს ხვალ მოხდბა ეგ დღეს უბრალოდ ერთმანეთს გაგახსენებთ... ყურში მიჩურჩულა ნინუცამ და კარებზე დააკაკუნა... ზღურბლს იქით საშუალო სიმაღლის შავგვრრმანი ქალი გამონდა და ნინუცას სანდო ღიმილით გახედა... -გამარჯობა ნინო შვილო, შემოდი -გამარჯობათ ნანი დეიდა, როგორ ხართ? - თბილად მოიკითხეს ერთმანეთ და გადაეხვივნენ... - სადაა ვაჟბატონი? თვალებით სახლი მოათვალიერა და მზერა კიბეებზე გააჩერა საიდანაც წელს ზემოთ შიშველი ანდრია ჩამოდიოდა... -დეიდაშვილს გაუმარჯოს... - ხელის აწევით მიესალმა ნინუცას და ჩასახუტებლად გამოიწია.. - რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ ნინიკო? სიცილით გადაუსვა თავზე ხელი და მე გადმომხედა.. -ანდრი ეს ჩემი დაქალია ანასტასია ანდრიამ ინტერესიანი თვალებით გადმომხედა და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა.. მეც ნელა გავუწოდე ხელი და მის დიდ ტორებში ჩემი პატარა ხელი სულ დაიკარგა.. -სასიამოვნოა ორივემ ერთდროულად ვთქვით და ერთმანეთს თვალებში შევხედეთ... მისი მწვანე თვალები ახლოდან უფრო მწვანე და ლამაზი იყო... ვერ გავაანალიზე რამდენხანს ვიყავი მის მწვანე თვალებში ჩაკარგული, გონზე მხოლოდ ნინუცას სიცილმა მომიყვანა -კარგით აქვე ნუ გამიბამთ ფლირტს ბოლო ბოლო დეიდაშვილი და ბავშვობის მეგობაი ვარ.. მხრების ჩეჩვით თქვა და იქვე სავარძელში ჩაეშვა... ორივემ ერთდროულად გავუშვით ხელები ერთმანეთს და თავი სირცხვილისგან დავხარე... -კარგი აბა მითხარი ნინიკო რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? ხელები ერთმანეთზე გაუხახუნა და ნინუცას წინ ჩამოჯდა... -ჯერ ერთი ნინიკო არა ნინუცა და მერე დეიდაშვილის მოსაკითხად მოვედი არ შეიძლბა? წარბები გაკვირვების ნიშნად მაღლა აზიდა.. -მოხარშულს გიცნობ ნინუცა.. გამაჯვების ნიშნად ანდრიამ გაიღიმა და ნინუცას გაცედა.. -კარგი ხო, მოკლედ ჩვენი ანასტასია არს ჟურნალისტი, გუშინ ერთ-ერთ ჟურნალში დაიწყო მუშაობა, ოღონდ საცდელი ვადით, იმათმაც პირდაპრ შენი თავი წარუდგინე ამისგან უნდა აიღო ინტევიუო და გზა გავუადვილე დაქალს... იმის იმედით რო ადვილად დამთანხმდებოდა ღიმილ შეპარული სახით გავხედე და უარესად ავნერვიულდი... -კარგი რა ნინუცა ხო იცი რო არ მიყვარს არა ჟუნალისტებთან ურითიერთობა... ამის გაგონებისთანავე ბოლო იმედიც ჩამიწყდა და ნინუცას შეუმჩნევლად ბეჭზე მოვქაჩე... -კარგი რა ანდრეა დეიდაშვილს ამაზე ეუბნები უარს? არ გრცხვენია? მითუმეტეს ანასტასია არ გავს სხვა ჟურნალისტებს მიდი რა.. თუ ამ სტატიას ჩააბარებს გარანტირებულად დაიწყებს მუშაობას და მშობლებს და დას საქართველოშ ჩამოიყვანს და იცხოვრებენ ერთად და ბედნიეად... მსახიობურად მოიწმინდა თვალზე მომდგარი არ არსებული ცრემლი.... ანდრიამაც და მეც რა ეშველებას ნიშნად თავი ერთდროულად გავაქნიეთ დ გაღიმებულ ნინუცას გავხედეთ... -კარგი ჰო თანახმა ვარ, ოღონდ დღეს არა... თითისაწევით გააფრთხილა ორივე და სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო.. გახარებულმა აღარ ვიცოდი რა მექნა და ენაზრ რაც პირველი მომადგა ის წამოვაყრანტალე -ხო დღეს მეც არ შემიძლია კითხვები არ მომიმზადბია.. აღტაცებულმა გავხედე ორივეს და ყურებამე გავიღიმე, რასაც დეიდაშვილების სიცილი მოყვა... -კარგი ანასტასია ნომერი დამიტოვე და რო მეცლება დაგირეკავ და შევხვდეთ სადმე... ფურცელზე უცებ დავწერე ჩემი ნომერი და მაგიდაზე დავუდე... კიდვ ცოტახანი გავჩერდით და ბოლოს ჩემი დაჟიებული თხოვნით ძლივს გამოვაღწიეთ ანდრიას სახლიდან... დიდი ხვეწნის მერე როგორც იქნა დავიტოვე ნინუცა ჩემთან სახლში და როგორც ადრე ორივეს ერთ ლოგინზე გვეძინა... იმედია მოგეწონებათ ..გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.