მინდა იცოდე არასდროს დაგთმობ (მეოთხე თავი)
მისაღებში ისხდნენ და ლევანის ალაპარაკებას ელოდებოდნენ. ალექსანდრა ფეხს ნერვიულობისგან აკანკალებდა იცოდა რაღაც სერიოზული იყო მომხვდარი მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა მისი ძმის პატიოსნების.როგორც იქნა ბოლომდე მოწია ლევანმა სიგარეტი და ბიჩოკი მეშვიდე სართულიდან უმისამართოდ მოისროლა. -ლეო მოყვები?.საწყლად ამოიკრუსუნა ალექსანდრამ და ანერვიულებულ ძმას ახედა რომელიც გამუდმებით ბოლთას ცემდა. -კაროჩე ვიღაც სანზონელი ჯუბო აეკიდა ანდრიკოს დას ხოდა მერე დავიბარეთ რა რაზბორკის პონტში ხოდა მაინც წავიღეთ ეხლა რაღაცეები დანა იარაღი კასტეტი და ისე დავხვდით ისინიც იასნად ეხლა წამოსულები იყვნენ იარაღით, თავიდან მეთქი დავებაზრებით ხელს ჩამოვართმევთ და გაიასნებულიათქო მარა ერთი გამო**რებული იყო გურწას გაარტყა მერე წავიდა რა იქ ჩხუბი და შემთხვევით ეგ ჯუბო დავჭერი, არა ძალით არ მინდოდა მარა ასე გამოვიდა.ხელებს ნერვიულად ისვავდა ლევანი თავზე და თვალებამღვრეულ ალეექსანდრასკენ დროდადრო აპარებდა თვალებს სალისაც გადახედავდა ხოლმე აინტერესებდა მისი რეაქცია. -საბას გაუქანა ჯუბომ დანა და ლევანი რომ არა მკვდარი იქნებოდა ამიტო მოუწია ჯუბოს დაჭრა.საუბარში ჩაერთო არაფრისმთქმელი მზერით მჯდარი დემური. -მერე როგორ გადარჩი? წესით უნდა დაეჭირეთ.პირზეხელაფარებული საუბრობდა უმცროსი ხურციძე და გონებაში ნათლად ხატავდა ლევანის მიერ აღწერილ მომენტს. -ფული ჩავყარეთ რა ერთი დღე ვიჯექი მერე მისყიდვები მოსყიდვები და ეგაა რა გამოვედი.მხრები აიჩეჩა და ისევ სალის გადახედა თუმცა მის მზერაში ვერაფერი ამოიცნო. -მერე იმ ჯუბომ როგორ შეგარჩინა.ახლა უკვე სალი ჩაერთო მათ საუბარში. -არც შეურჩენია, იმის მერე კიდე მოხვდა რაზბორკები მარა ადვილად ვძვრებოდით გურწას დასაც გადაეკიდა და ვისაც კი ახლობელი ახალგაზრდა გოგოები ყავდათ ყველასთან კავშირის დამყარება ცადა იმუქრებოდა ნუ ქალები სუსტები რო ხართ მაგ პონტში ჩვენც რო გაგვეგო ვინმეს დაიკოს რამე ჭირდა აზრზე ხო ხართ რასაც ვიზავდით ამიტომ გვაშანტაჟებდენსავით, შენ მაგ პონტში არ გეკონტაქტებოდი ხოლმე რა, არ მინდოდა რამე დაგმართნოდა.დამნაშავესავით იდგა კუთხეში და დროდადრო კისერზე შემოდგებულ ცხვირსახოცს იხსნიდა და მერე ისევ თავის ადგილას უბრუნებდა. -მერე რა გაეგოთ ჩემზეც თავის დაცვა მეხერხება. -რა თავის დაცვა გეხერხება გოგო ნუ ამჭერი ჭკუიდან.ახლოს მივიდა უფროსი ძმა ალექსანდრასთან და საფეთქელზე თითი დაადო.-იცი ვაფშე ვინები არიან? ერთი ეგენი არიან და მეორე ჩვენ, ისეთ რამეს ჩაგიტარებენ აზრზეც ვერ მოხვალ, რა თავის დაცვაზეა ლაპარაკი.გაბრაზებული ყვიროდა და თავის დას უფრო აშინებდა. -და ეხლა რა იქნება.ცრემლების შეკავებას ცდილობდა უმცროსი ხურციძე. -ახლა ყველგან ჩემი ხალხი გამოგყვება უნდა შეამცირო შენი სატასაო დრო და სახლში უნდა დაეტიო. -რა? და ეს რამდენხანს გაგრძელდება? მითხარი რამდენიხანი უნდა ვიყო ასეთ სივიწროვეში? შენი დაუდევრობის გამო მე რატომ უნდა შევიზღუდო ყველაფერი.ყვირილზე გადავიდა გამწარებული ქალბატონი. -ტლიკინი, მე შენი უფროსი ძმა ვარ და უნდა დამიჯერო.მკლავში ხელი ძლიერად მოუჭირა და კბილებში უეცრად გამოსცრა. -ხო კრიმინალი ძმა, მე კრიმინალი ძმა მყავს.ცრემლები ერთიხელისმოსმით მოიწმინდა და თავის ოთახში შევარდა.კარი ძლიერად მიაჯახუნა და ორჯერ გადაკეტა საწოლზე გადაწვა და ხელების ბალიშზე რტყმევა დაიწყო.საძინელებში არავინ შეჰყოლია იცოდნენ რომ ახლა განმარტოება და ყველაფერზე დაფიქრება ყველაზე კარგი ხერხი იქნებოდა რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო. -ყურადღება არ მიაქციო ასე იცის ხოლმე.გაფითრებულმა სალიმ თავისთვის ჩაილაპარაკა და გაცეცხლებულ ლევანის ახედა. -არ მინდოდა მისი დაჭრა უბრალოდ ასე მოხვდა და რა გავაკეთო აბა უნდა დავლოდებოდი ის დედამო**ნული როდის დაბრიდავდა საბას?.ისევ ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა და უშვერი სიტყვების იქით-აქეთ სროლა. -დაწყნარდი შენი ბრალი ნამდვილად არ არის მართალი ხარ.ფეხზე წამოხტა სალიც და ლევანს მიუახლოვდა.დემურის ტელეფონზე დაურეკეს ამიტომ გვერდითა ოთახში გავიდა.-ნუ ტკეპნი ერთიდაიგივე ადგილს ადამიანო გაჩერდი რაა.მხარზე ხელი დაადო უფროს ხურციძეს და მისკენ შეატრიალა. -ხო მაგრამ ვერ ხედავ ის რა ისტერიჩკაა?.ხელი გასასვლელისკენ გაიშვირა და ისევ თავზე აიკრა. -დაწყნარდება და მიხვდება რომ კრიმინალი არ უნდა დაეძახა შენთვის.ასეთი წყნარი და დამშვიდებული სალი ჯერ ისტორიას არ ახსოვს.ლევანის მისი სიტყვების მოსმენა ძალიან გაუხარდა მიხვდა რომ სალი მის მიმართ ცუდადგანწყობილი არ იყო. გულში პატარა ნაპერწკალმა გაუელვა და უეცრად ამ პატარა და კაპასი გოგოს გულში ჩაკვრა მოუნდა.სურვილმა ძლია რათქმაუნდა ვინ შეიკავებდა თავს მის წინ ხომ ასეთი მშვენიერი გოგონა იდგა.ხელები უცებ მოხვია წელზე და სხეულზე აკრა.რომ გითხრათ რომ სალი მიჩვეულია ამგვარ სიტოაციებსთქო მოგატყუებთ, მეტიც, ასე ახლოს ბიჭთან არასოდეს ყოფილა.მუცელში პეპლები კი არა ფუტკრები, ბუზები და ათასნაირიი მფრინავი არსება დაცოცავდა, გულმა კი თქვენთვითონაც მიხვდებოდით საშინლად სწრაფად დაიწყო ფეთქვა.ცოტაც და ამოუვარდებოდა, ასეთ სიტოაციაში როგორც ალექსანდრა ისიც პირველად იყო უკვირდა კიდეც ეს რა მემართებაო ხომ არ ვკვდებიო მაგრამ ეს მისი გულის ფრიალი მეორე ოთახში მოტირალ დაქალს დაუკავშირა ალბათ მასზე რომ ვნერვიულობ ამის ბრალიაო.საოცარი სითბო იგრძნო ლევანისგან ასე ცენტრალური გათბობასაც კი არ გაუთბია მისი გაყინული სხეული.დაბნეული იდგა მის წინ და არც კი იცოდა რა გაეკეთებინა უბრალოდ მოეშვა და მთლიანად მას დაეყრდნო კინაღამ დადნა საწყალი გოგო ლევანის მკლავებში. უეცრად მოფხიზლდა როცა დემურიმ ჩაახველა ხელები მოაცილებინა და უკან გახტა თითქოს დენმა დაარტყაო ისეთი რეაქცია ქონდა. -ის კიდე ტირის.თავი ალექსანდრას ოთახის კარისკენ გადაწია და აღელვებულ ლევანს გადახედა. -მერე მე რავუყო ეხლა რო კიდე დავენახო მომკლავს.ხელების შლა დაიწყო როგორც წეღან და ალექსანდრა მასთან ახლოს რომ ყოფილიყო ერტყოდა „ჰაერი არ გყოფნის თუ ბუზებმა იმრავლა შენს ტერიტორიაზეო“ მაგრამ ახლა ხომ მეორე ოთახში არის საწოლზე დამხობილი და მთელი ძალით განიცდის მისი და თავისი ძმის ბედს. -მე რო შევიდე?.ცალყბად გაიღიმა და ხელები უკანა ჯიბეში ჩაიწყო. -კი კი შედი კაცო მიდი მიდი.სალიმ აქტიურობა განაგრძო დემური ძალიან მოწონდა სასიძოდ ამიტომ სულ ფრენაფრენით შეუშვა ალექსანდრას საძინებელში. -ალექსანდრა კარგად ხარ?.ვარსკვლავივით გაწოლილი ქერათმიანი ლამაზმანი რომ დაინახა შეეცადა ცოტა თბილი და სერიოზული სახე მიეღო თუუმცა ისე სასაცილოდ იყო გოგონა „გაშხლართული“ სიცილი ძლივს შეიკავა. -რაგინდა?!.მისი კითხვა დააიგნოდა და უხეშად გასძახა. -კაი რა გაჩხუბებს.გვერდით მიუჯდა და გულაღმა დააწვინა, თმა სახეზე ჰქონდა მოფენილი ამიტომ სათითაოდ მოაშორა და ცხვირზე ხელი ნაზად დაჰკრა.მერე ლოყებზე მოუჭირა თითები და გამობურცულ ტუჩებს დააკვირდა,ზოგჯერ ცხვირზეც წაავლებდა ხელს და ასე ერთობოდა ალექსანდრა კი აცრემლიანებული მის თითოეულ ქცევას აკვირდებოდა და ვერც კი გაეგო ამ ყველაფერს რატო აკეთებდა, მეტიც შეწინააღმდეგებაც კი ძლივს გაბედა. -სათამაშოს ვგავარ?.გაბრაზებული ფეხზე წამოფრინდა და დოინჯი შემოირტყა. -ქერათმიანი ბარბი ხარ მეტი რა სათამაშო უნდა იყო.ეს თქვა და აფხუკუნდა, ამაზე უფრო გაბრაზდა უმცროსი ხურციძე და თავში ხელი წამოარტყა.იმწამსვე გაუფართოვდა თვალები როცა ამხელა ბიჭი წინ აღემართა ოღონდ ახლა წელში გასწორდა ამის გამო კი ისეთი დაბალი ააღმოჩნდა ალექსანდრა რომ უფრო შეშინდა.დემური ოდნავ დაიხარა სახე ცხვირთან მიუტანა და გააფთრებული თვალებით დააჩერდა ჩაწითლებულ ცისფერ თვალებს.-როგორ გაბედე შე სულელო გოგო!.კბილებში გამოსცრა და წარბები მოჭმუხნა. -შემეშვი რა, აბა შენ რომ ქერათმიანი სათამაშო მიწოდე კარგი იყო?.ძლივს ლუღლუღებდა სიტყვას სიტყვაზე ძლივს აბავდა თუმცა მაინც გამოუვიდა წინადადება. -მერე ამის გამო თავში უნდა წამოგერტყა? ჰა? მითხარი! ახლა კი ბედავ და მეპასუხები? შენ მე ვინ გგონივარ!.შეეცადა ხმადაბლა ეთქვა მაგრამ ეს ძლივს გამოუვიდა სიტყვებს დიდი რაოდენობით სიბრააზე ჩაატანა რამაც უფრო შეაშინა ალექსანდრა. -ნერვებს მიშლი!.გამბედდაობა მაინც მოიკრიბა და თითის წვერებზე აიწია მასზე მაღალი რომ გამოჩენილიყო.თვალები შეძლებისდაგვარად დაუბრიალა თუმცა ერთმა კინკილა ცრემლმა მაინ გაიკვალა გზა მის ღაწვებზე.ვერც კი გაიგო როგორ მიკარო დემურიმ ალექსანდრა კედელზე და როგორ შეუცურა მას წელზე ხელი.ტანზე ეკლებმა დააყარა ეს კი უკვე მეორედ მოხვდა ეგონა იქვე დაკარგავდა გონს თუმცა მაინც მყარად იდგა მიწაზე.შეშინებული აცეცებდა თვალებს ხან ტუჩებზე დახედავდა ხან ცხვირზე ხანაც კი აბრიალებულ თვალებზე.მთელი ძალით კანკალებდაე იფიქრა სიხე მაქვსო რადგან ძალიან ცხელოდა კანკალებდა და საშინელ თავბუსხვევას გრძნობდა მაგრამ იყო ეს სიცხე? არა რათქმაუნდა, გოგონა ამ სიტოაციაში მხოლოდ ერთხელ ჩავარდა ისიც რამოდენიმე საათის წინ და ჯერ გამოცდილება არ ქონდა თუმცა რა გამოცდილებაზეა ლაპარაკი თუ რამე ხდება რასაც მომავალი აუცილებლად ექნება იმ მომენტში გამოცდილება ნამდვილად ვერ გიშველის.-ისადა ხელი.ენის ბორძიკით ჩაიდუდუნა დამდნარმა გოგონამ და ისევ მის ღვინისფერ ტუჩებზე გადაიტანა ყურადღება. -ხელი?რა ხელზე მესაუბრები?.წელზე თითები უფრო ძლიერად მოუჭირა, ამის გამო ერთი ამოიკრუსუნა, ვერც კი მიხვდა ეს განწირული ხმა რატომ აღმოხვრა მაგრამ ის კი იცოდა რომ თუ დემურის თავს ვერ დააღწევდა შეიძლებოდა იქვე განეტევებინა სული ამჯერად კი სამუდამოდ. -ძალიან კარგადაც ხვდები თუ შეიძლება ხელი გაწიე.თავი ძირს დახარა და შუბლი მის ნიკაპს უნებურად მიადო. სახეზე ალმური მოედო როცა მეორე ხელის შემოხვევა იგრძნო წელზე.უფრო ძლიერად აიკრა მამაკაცმა ეს უსუსური გოგონა მკერდზე და კინაღამ გაჭყლიტა.-აუ დემური კარგი რაა.ხმამაღლა ამოიოხრა და ხელიდან მოხერხებულად დაუსხლტა.-შემეშვი ადამიანო შემეშვი.ბუზღუნით დაჰქროდა ოთახში და გასასვლელს რომ მიაგნო პირდაპირ მისაღებში შევიდა.-სალისთან გადავალ ცოტახნით თან მარტოა ეს დამთხვეულიც.ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა თუმცა ძალიან უჭირდა უკან ხომ დემური ედგა რომელიც თვალებით აშიშვლებდა. -თავი რამეს ხო არ მიარტყი გოგო რა გგონია ახლა მარტო გაგიშვებ სადმე?.ფეხზე წამოფრინდა ლევანი. -აბა აქ გაჩერებას აზრი არ აქვს.ხელები თავისი ძმასავით გაშალა.საცხოვრებელი სდგილის შეცვლამ ნამდვილად იმოქმედა. -არ გაგიშვებ გესმის? თუ საჭირო გახდება სახლშიც გამოგკეტავ! მერე რამე რომ დაგემართოს იმ ახვრებმა რამე რომ დაგიშავონ შენთავსფიცავარ ყველას დავბრიდავ გესმის? და რა გინდა მერე შენი ძმა ციხეში აღმოჩნდეს?.აქეთ ააგდო ნამუსზე ისედაც გაცეცხლებული და გაურკვევლობაში მყოფი ალექსანდრა. -აუ მეშინიაა.მდივანზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. -კაი რა ტო რისი გეშინია მე აქ არ ვარ?.უცებ მოლბა ლევანი გვერდით მიუჯდა და თავზე ხელი გადაუსვა.კარზე ბრახუნის ხმამ გააყრუა ოთახი, დემური უცებ გავადა და გააღო სახლში კი გაცხარებული ჭოტი და ანდრიკო შემოვარდა. -ბიჭო გურწა დაჭრეს!.სახეზე ფერი არ ედოთ ბიჭებს.იმწუთასვე გადაავიწყდა ალექსანდარს მისი პრობლემები და საქმის ვითარების განხილვა დაიწყო მის გონებაში. -ვინ ბიჭო?.ახლე დემურიც და ლევანის ფერწასულები დააბიჯებდნენ და საწყალი ქვედა მეზობელი ამდენი აყლაყი გამწარებული ტკეპნიდა ერთ ადგილს რემონტის საფასური ნამდვილად არ აცდებოდათ. -ჯუბო და ჭუტალა იყვენ ეგ ნაბ**ვრები.დროდადრო გვარიანად იკურთხებიდნენ ეს გამწარებული ბიჭები. -მაგათ დედებს მოვუ**ნავ გამზრდელ **აკს.გინების მთელი არსენალი დაეყარა იმ დროს ოთახში, ამდენი ბბილწი სიტყვა ფილმშიც კი არ ქონდა მოსმენილი ალექსანდრას ამიტომ თან ბრაზობდა ბიჭები მათ წინაშე თავს რომ არ იკავებდნენ თანაც კი ნერვიულობდა ახალგაცნობილ გურწაზე. -შენს დაზე გაიგეს.სერიოზული სახით გადახედა ჭოტიმ ალექსანდრას. -ფუ მე მაგათი.ერთი გვარიანად შეიკურთხა ლევანი. -მაგარ შარში ვართ ბო**შვილივიყო.თავზე ხელის გადასმა და ბენდენის ხელში თამაში დაიწყო.ყველას ჩვევად ქონდა გადაქცეული ნერვიულობის დროს. -სალისთან გადასვლა მომიწევს ხო?.ისევ თავისი იდეამ გაუელვა თავში ალექსანდრას. -არა ახლა ჩემთან მოგიწევს ცხოვრება.ძარღვებდაჭიმულმა დემურიმ ჩაილაპარაკა და ალექსანდრას მზერა ალმაცერად შეავლო. -ეს მეღადავება ხო?.თითი დემურისკენ გაიშვირა და ძალაუნებურად გაიკრიჭა. -არა ალრქსანდრა შენზე უკვე ყველაფერი იციან და სალო შენზეც კი.ანდრიკო მეტად სერიოზული ჩანდა წეღანდელთან შედარებით. -ამიტომ აქაურობას უნდა გავეცალო. -არა მაინც გიპოვიან ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება დემურისთან ცხოვრება ახლოში მეყოლები.ხმააკანკალებული საუბრობდა ლევანი. -ჯუბომ იცის რომ რაც არ უნდა იყოს ლევანი არავისთან არ დაგტოვებს მითუმეტეს ბიჭთან მარტო სახლში.დაიწყო ჭოტიმ. -ხოდა ახლა სწორად ამას აკეთებს.ცდილობდა თავი დაეღწია იმ მამაკაცისგან რომელიც ასე ძლიერად აბნევდა. -დემურის ვედნობი და ამიტომ გტოვებ ის *ირები კი ვერ მოტვინავენ რასაც ვიჩალიჩებ.განაგრძო ლევანმა. -სალი წამიყვანე ცოტახნით აქედან.სუნთქვა გაუხშირდა და გული აუჩქარდა. ასე ემართება ხოლმე როცა რამეს ძალიან განიცდის.ხელები აუკანკალდა და მის დაქალს დაეყრდნო. -რამოუვიდა კარგად ხარ?.ფერი რომ ეცვალა ალექსანდრას იმწამსვე მივარდა მასთან დემური და ხელი შეაშველა. -კარგად იქნება.ხელი გააშვებინდა და ოთახისკენ წაიყვანა. -მე წავიყვან.ხელში ბრთხილად აიტაცა ლევანიმ და ოთახში შეიყვანა საწოლზე დააწვინა თავზე აკოცა და სანათი გამოურთო.ხელზე ხელი შეახო სალის და მისაღებში ისე გაიყვანა.-ეს უაზრობა უნდა დავასრულოთ.მშვიდად თქვა და სერიოზული სახით შეავლო ბიჭებს თვალი.-ჩვენ ახლა საავადმყოფოში წავალთ და სალი დღეს დარჩი ალექსთან კართან ბიჭებს დაგიყენებთ არ შეგეშინდეს. -წადით მივხედავ ალექსანდრას.თავი მორცხვად დაუქნია და ნაღვლიან ბიჭს სახეზე დააკვირდა.ყველანი გასასვლელისკენ წავიდნენ კარი უნდა მიეხურა უკვე გაყურსულ სალის როცა ლევანიმ გააჩერა. -მადლობა.შუბლზე ნაზად აკოცა და ისე მიიხურა რკინის კარი. სალიმ კარი ორჯერ გადაკეტა ცივ კედელს მიეყრდნო და ძირს ჩაჯდა. -აი სად დამერხა.თავისთვის ჩაილაპარაკა და გაბადრულმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. ესეც ახალი თავი ჩემო კარგებოო.. აი თქვენ ხართ ყველაზე საყვარლები ისე მახარებს და მაბედნიერებს თქვენი თითოეული კომენტარი მეტი რომ არ შიძლება.. ყველანი ძალიან მიყვარხართ ბოდიშით რომ მეტი ვერ დავდე შეცდომები კი მომიტევეთ აბა ველოდები თქვენგან შეფასებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.