ღალატი კვოტირებით 4
ელდა მეცა, ქერა თმიანი გოგონას შემდეგ თვალებში ნაცნობი სილუეტი რომ მომხვდა, ისეთი ნერწყვი გადავყლაპე ლამის ხორხიც კი მიმყვა, მთელ ტანში მთრთოლვარე ჟრუანტელმა დამიარა, გავხურდი, ხელები ამიკანკალდა. კახა ჩემკენ გადმოიხარა. - გივი, მე შემომხედე. სიმწრით ყველა კაპილარი შუბლზე გადამასკდა. ისიც მიყურებდა, მენიუ ქვემოთ ჩამოუვარდა, პირი ნახევრად ღია დარჩა, მერე თავი დახარა და წაბორძიკდა, ბოლოს უკვე ამომხედა, თვალები აქეთ-იქით გაექცა და გონება დაკარგა. მთელი სხეულით ჩემს მკლავებში აღმოჩნდა, გრძელი თმები მტევნებში ამეხლართა. - კახა წყალი მოიტანე. შეშფოთების გარეშე მივუგე, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა უნდა მეგრძნო იმ დროს, ყველაფერი ერთმანეთში ამერია, თავი ხან აქეთ-უვარდებოდა ხან იქით. შეშინებული ვიჯექი და ველოდებოდი მის გონზე მოსვლას. კახა რომ არ მოსულიყო და წყალი სახეზე არ შეესხა, ალბათ კიდევ დიდი ხანი ვიქნებოდი უმოქმედოდ, განზრახ არა, გაბრუებული. - გივი, აქეთ წამოიყვანე. ხელში ავიყვანე და კახას უკან გავყევი, თვალებს ახამხამებდა უკვე, თუმცა მეტჯერ აღარ შემიხედავს. ოთახში სადაც შევედით, სასმლის გარდა არაფერი იდო, ერთი სკამი ძლივს ვნახეთ და ჩამოვჯექი, კახა რატომღაც გარეთ დარჩა. ცოტახანში მორიგე პერსონალი შემოვიდა. - აქ შემოსვლა არ შეიძლება. - გონს მომაყვანინე და გავალთ აგდებულად ვუპასუხე მე, შემეტყო მრისხანებაც. - გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. - ჭკუით მჯობნი? აღარაფერი უთქვამს, იქაურობა დატოვა და გავიდა. მაშინ ლანა ისე ახლოს იყო ჩემთან, მონდომება უნდოდა და წამში გავიტაცებდი იქიდან, მაგრამ მერე მივხვდი რომ წარსულში აღარ ვიმყოფებოდი და იმ გაქცევასაც აზრი აღარ ჰქონდა. იმდენად ბრიყბული გამომეტყველება მქონდა მე თვითონ ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე, მაგრამ არ შემეძლო, ძალას ვერ ვიკრეფდი რომ დავხმარებოდი, ეს კახაც აღარსად ჩანდა, ისე უცბათ აღმოვჩნდი ლანას გვერდით გააზრებაც ვერ მოვასწარი. როდესაც დავიწყებულს, მის მუცელზე ხელი მომიხვდა, უცბათ გონება გამინათდა, მასზე თუარა მის ბავშვზე მაინც უნდა მეფიქრა, ფეხზე წამოვდექი, ხელში ავიყვანე. გასვლისას კლუბის დირექტორი შემომეფეთა. - სად მიგყავს? - ვიტაცებ ბატონო ჩემო, სად წავიყვან, მომეხმარეთ! - გაჩერდი, მეუღლეს დავურეკავ. - იცნობთ? პასუხი აღარ გამცა. - დაკავებაა, მოვალ ახლავე. კარები ცხვირწინ მომიხურა და გავიდა. ის ის იყო ისევ ფიქრებს უნდა მივცემოდი, კახამ რომ კარი შემოაღო და ლანას გონს მოვიდა. მაშინ ყველას უნდა ენახა მისი შემაძრწუნებელი, გაოგნებული სახე, უფლება რომ მიმეცა კიდევ ერთხელ ჩაეშვებოდა ჩემს მკლავებში უგონოდ. - ხელი გამიშვი. ისეთი ხმით მითხრა, იმ წამს მართლაც რომ ხელი გამეშვა ძირს წაბორძიკდებოდა. - არც მე ვხალისობ ამით. ნელ-ნელა ქვემოთ დავიხარე და დავსვი, მერე კედელს მიეყრდნო და გაჩუმდა. ცოტა ხანი ვუცქერდით ასე ერთმანეთს, ბოლოს ყელში ამოუვიდა. - რატომ დამდევ? კახამ პასუხის გაცემა არ მაცადა. - გივი აქ მე მოვიყვანე, არც კი მიფიქრია რომ აქ მუშაობდი. სიმწრით ჩამეცინა, ნერვები ყელში მომებჯინა. - კახა შენ ეს რომც გეთქვა არ დავიჯერებდი, რას ვიფიქრებდი ორსული ქალი აქ მიმტანად თუ იმუშავებდა. ქალს თავი დაანებე, ჩემი შვილის დედა. გასვლა დავაპირე მკლავში რომ ხელი დამავლო ლანამ. - სასირცხვილოა? წყობილებიდან გამოსულმა მკითხა. - საცოდაობაა. ხელი გავაშვებინე და იმ იმედით რომ პატრონი რამდენიმე წუთში გამოუჩნდებოდა დარბაზში დავბრუნდი კახასთან ერთად. - გივი წავიდეთ, აქ ყოფნას აზრი აღარ აქვს. - დავრჩეთ. - დავლიოთ? უკეთესი მომაფიქრდა. ხელი გადამხვია და საცეკვაო ადგილის შუა ცენტრში დამაყენა. ცოტაც და ვიფიქრებდი რომ გავიგუდებოდი. მაშინ კახა უნდა გენახათ, როგორ მედიდურად იქნევდა ხელებს, მაღლა და მაღლა, შეუძლებელი იყო მის მიმიკაზე არ გაგეცინა, რომელიც მხოლოდ ჩემი ხასიათის გაუმჯობესებისთვის იცვლებოდა. პირს უცნაურად ამოძრავებდა, თვალები ხან ეჭმუხნებოდა, ხანაც უბრიალებდა, თავი სულ სხვა პლანეტაზე ეგონა იმ დროს. - გივი, ხელები მაღლა ასწიე, ქანდაკებას აქ არავინ აკვირდება. - ხომ იცი... წინადადება არ დამასრულებინა ხელებში რომ ხელი მტაცა და მეც ამიყოლია. ეს იმ მომენტისთვის ისეთი შესაფერისი სიტუაცია იყო სხვა გზაც არ მქონდა, მე და ლანას ერთ ჭერქვეშ ყოფნის მიუხედავად მასზე ფიქრის დრო არ დამრჩენია, რადგან ზუსტად ვიცოდი, სახლში დაბრუნებისთანავე მივეცემოდი ნოსტალგიას. 5-10 წუთში სასმელი ჩემს ხელთ აღმოჩნდა, ისე მოვიყუდე თითქოს მანამდეც გათიშული მთვრალი ვყოფილიყავი, ახლა მე ვთხოვდი კახას ცოტა მოქნილად და მიმზიდველად ეცეკვა. იმ დროს რაღაც არაადამიან, უცხო პიროვნებას დავემსგავსე. გრადუსში გემრიელად შესულმა ორ გოგოს გადავხვიე ხელი და კახაც მოვიპატიჟე იქვე. ერთ-ერთს ქერა თმები ჰქონდა, მოცეკვავე არ იყო მაგრამ მასაც არ ჩამოუვარდებოდა. იმ დღეს როგორც ჩანს განსაკუთრებით იმოქმედა იმ ლამაზმანის დანახვამ, რომელიც გისოსებს მიღმა მიმზიდველად ცეკვავდა. ბოლოს უკვე, რაც შევამჩნიე ზემოთ მოაჯირზე გადმოყუდებული ლანას მზერა და პირისპირ კახას თვალის ჩაკვრა იყო. ლანას მზერა მალევე მიეცა დავიწყებას, მას შემდეგ რაც გასასვლელში მოვხვდით მე კახა და ორი ლამაზმანი. - გივი ახლავე დავბრუნდები. თავი დავუქნიე და უცბათ ასკილს დავემსგავსე. ვერ ვიტყვი, რომ გოგონები მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყვნენ, რადგან ვაღიარებ კისერზე არცერთი ჩამომკიდებია, ხელი არცერთს მოუხვევია წელზე და ტუჩებზე არცერთი დამცხრომია. - საქმე როგორ მიდის? ჩემზე ბევრად მთვრალი კახა დამეკონწიალა ყელზე. - არადა ვიფიქრე, ვინმე ლამაზი ქალბატონი შემომეხვია და ახლა მეც ხელებს მოვხვევ თქო. ორივემ გადავიხარხარეთ. გოგონებმაც რამდენიმე წუთით დაგვტოვეს. - გივი მე აფთიაქში შევივლი და შენ არ მოიწყინო მათთან ერთად, სახლი როგორ მდგომარეობაში იყო? ძალიან ხომარ შევრცხვებით? ძლივს მოაბა წინადადების თქმას თავი, მეც ხელი ჩავუქნიე და თავი გავაქნიე. ცოტახანში ორის ნაცვლად სამი დაბრუნდა უკან. ჩვენს მიერ გაცნობილი ორი ლამაზმანი და ლანა, რომელიც ერთ-ერთ მათგანს აცილებდა ხელებში კი მე შემოვრჩი. ვერ აღვწერ იმ დროს რა ვიგრძენი, მაგრამ გრადუსში მაინც ვერ გავთვალე მოქმედებები. გოგონები მოგვიახლოვნენ, მაგრამ მე მაინც მზერა ლანაზე დამრჩა. რომ ვერაფერი მოვიფიქრე ერთ-ერთ მათგანს ვკითხე: - თქვენი მეგობარი არ წამოვა? ისე იუცხოვა .. - არა, არა. ის დაოჯახებულია. - ანუ გართობის დრო ამოწურული აქვს? - ასე გამოდის. ჩამიცინა. გასვლისას უკან მოტრიალდა, ლანა ისევ იდგა გაშეშებული, მერე კარისკენ წამოვიდა და მიაჯახუნა.ცოტა ახლოს რომ ვყოფილიყავი ცხვირი მომყვებოდა შიგნით. კახას გვერდით დავდექი. - ამას რას ვაკეთებ? არა, განა ვნერვიულობ მაგრამ, ვაღიაროთ ცუდად ვიქცევი, თურმე ლანას იცნობს და მისი მეგობარია, ალბათ ახლა გაიცნო თორემ მე ხო მეცოდინებოდა, მას ხომ ვეცოდინებოდი. იმდენი ხანი ვლაპარაკობდი ბოლოს კახამ პირზე ხელი ამაფარა და ცოტა გაბრაზებულმა მითხრა. - ჩათვალე რომ ღალატია კვოტირებით. - ჩავთვალოთ, რომელი საათია? საათს ძლივს დახედა. - 4-ის ნახევარი. გადავიხარხარე და ამაზრზენი თვალებით შევხედე ორივეს, ლანას დანახვის შემდეგ არც კი მიფიქრია მათთან სექსუალური კავშირის დამყარება, მსგავსად მაინც არ ამერეოდა გონება, მაგრამ გულის გადასაყოლებლად მაინც გავრისკე და თუნდაც სასაუბროდ გავყევი მათ. ცოტა ეჭვიც მეპარებოდა. გზაზე ვიდექით, ტაქსის გასაჩერებლად, ერთ-ერთი მათგანი მე ამომიდგა გვერდით, მეორე კი კახას, უცბათ უკნიდან ლანას ყვირილის ხმა მოგვესმა, რომელიც ჩვენი მიმართულებით იძახდა აშკარად. ხმაზე მე ვიცანი, მათ მხოლოდ შემობრუნებისას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.