ღალატი კვოტირებით 3
მსგავსად შეშინებული, გაოგნებული, შეშფოთებული ქალის სახე არსად მინახავს, მარჯვენა ხელი ნერვიულობის დროს უკანკალებდა ხოლმე, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებოდა, ცოტაც იყო და მობილური გაუვარდებოდა ხელიდან, ერთი ნაბიჯით ხან წინ იყო, ხან უკან, მერე პირზე აიფარა ხელი და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო სვლა. მისთვის არაფერი მითქვამს ნერვებს ძლივს ვთოკავდი, იმ მიზეზით, რომ ჩვენი შეხვედრა სხვანაირი უნდა ყოფილიყო. ბოლოს ტემპს მოუმატა და გაიქცა, თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა, ხან ერთ შესახვევში აბრუნებდა მარჯვენა ფეხს, ხან მეორეში, ბოლოს სადარბაზოს მიადგა და შიგნით შევიდა. სანამ შიგნით შევიდოდი მისი ტირილის ხმა მომესმა, შესვლისას ლანა თვალებხელაფარებული დამხვდა. ისიც გარედან მობჟუტურე შუქის ფონზე შევამჩნიე. ხელებში მეცა, შევშფოთდი. - არ მომკლა, გემუდარები ორსულად ვარ. - მასე მიცნობ? საკმაოდ მშვიდი ხმით მივუგე, არადა იმ დროს სიმშვიდის შენარჩუნება კი არა ყველაფრის დალეწვა მინდოდა, ერთი ღილით შეკრული მოსასხამი, რომელიც მკერსა და მუცელს შორის იყო მოთავსებული, მის გამობორცულ სხეულს ძალიან უხდებოდა, მაიაზე რომ იყო ორსულად ის მომენტი გამახსენდა, სულ ასე დადიოდა ხოლმე, ყველამ დაინახოს რომ ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ვატარებ მუცლითო, მაშინ პატარა ბავშვივით უხაროდა. - ძალიან მეშინია. მთელი სხეულით კრთოდა. - ჩემი გეშინია? - მეშინია, რამე რომ დამიშავო. თავი ქვემოთ დახარა და სულმოუთქმელად ტიროდა. უფლება რომ მიმეცა ალბათ სადარბაზოში ტბას დააყენებდა. - შენთვის არასდროს არაფერი დამიშავებია, კარგის გარდა არაფერი გამიკეთებია, მაგრამ დაუნახავი რომ იქნები ადამიანი, მსგავს შემთხვევასაც შეიძლება გადააწყდე. სიბნელეში მისმა თვალებმა კატასავით გაანათა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩავხედე თვალებში ასე ახლოდან. მერე თვალი ისევ მის მუცელს გავუშტერე და ქუთუთოებით ცრემლები ძლივს შევიკავე. - არ გრცხვენია? გაკვირვებულმა ამომხხედა. - რისი? - შენ მოღალატე ხარ, მე კიდევ ღალატის მსხვერპლი. თამბაქოს მოვუკიდე. - ცხვირში ნუ მაბოლებ, ხომ იცი ვერ ვიტან. - მეც მიჭირს ახლა რეალობის ატანა, მაგრამ ცხოვრებამ შეგუების გარდა სხვა გზა არ დამიტოვა. - გამიშვი. - არ გაკავებ! ხვალ მაია უნდა მანახო. - არავითარ შემთხვევაში. სიმწრის სიცილით ჩამეცინა, ტუჩის კუთხეები სულ ძალით გავწიე აქეთ-იქით. - მაია ხომ მაინც არის ჩემი შვილი? აგდებულად შევუტიე მე. - რა თქმა უნდა. - საკუთარი ცხოვრება დაალაგე, მე კიდევ საშუალება მომეცი მაია ვნახო ხოლმე. - მაიას როგორ ნახავ? მას წარმოდგენაც არ აქვს შენზე, გოგას დასდევს და მასზეა ჩამოკონწიალებული. - ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება ლანა, შენც მსგავსად ხარ ჩამოკიდებული გოგას კისერს, მაგრამ როგორც კი მას, ჩემსავით გაუჭირდება ცხოვრებაში, შენ მაშინვე ჩამოეკიდები ისევ სხვის კისერს, არ მინდა რომ მაიაც ასე კარდაკარ დადიოდეს და სხვის ოჯახში იზრდებოდეს, მიხედე საკუთარ თავს, ბავშვი მეც მეკუთნის და სურვილი არ მაქვს და-ძმად უცხო ადამიანებისგან გაჩენილ შვილებს თვლიდეს. მაშინ მისი სახე რომ დაგენახათ ჩემი სიტყვების მერე, რომელიც ერთი ამოსუნთქვით ვთქვი და თითქოს დავიცალე, იფიქრებდით დღეზე მეტი იმ რეაქციით დარჩებაო. რამდენიმე წუთი ვერაფერი მითხრა, თვალებში იმდენი რაოდენობის ცრემლი ჩაუდგა, ერთი დახამხამება უნდოდა და მთლიანად დასველდებოდა. - გივი ამას როგორ ამბობ? პასუხი აღარ გამიცია, ცრემლები ისევ მომადგა თვალებზე, რომ არ გამოვტრიალებულიყავი უეჭველად მასთან ერთად ავტირდებოდი, ემოციურად დავიტვირთე, ვეღარც სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, ვეღარც წონასწორობას, მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა ქუჩაში, იქნებ ცოტა მომშვებოდა გულზე. აღარ შემიხედავს მისთვის, თვალცრემლაინი გავუდექი გზას და ლანას დავემსგავსე, მეც არ ვიცოდი სად მივდიოდი. ნერვიულობისგან, მთელ ტანში ისე მაკანკალებდა, კაცი იფიქრებდა რომ შუა ზამთარი იყო, რეალურად ყველა ხელს ფერადი ფოთლები ესხა. - გივი, მოიცადე. გავჩერდი, მაგრამ თავი ვერ მოვთოკე და გზა განვაგრძე. ახლა მასსავით სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი მეც. დამეწია. - მომისმინე. ხმის ტონს აუწია, ქუჩაში რამდენიმე კაცი ერთად გაჩერდა. თავის მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა, ცრემლების შემშრალებაც ვერ მოვასწარი ისე გადამეღობა გზაზე. - აღარ გამოჩნდე კარგი? გთხოვ, ცხოვრებას დამინგრევ. - ჯერ სად ხარ. ძლივს ამოვღერღე. - გივი აქ დაგიჩოქებ, გინდა? ოღონდ შენ სისულელე არ ჩაიდინო. - ზუსტად 1 წლის წინ, შენ რომ სიმართლის სათქმელად მოსულიყავი ციხეში, მსგავსად მუხლდაჩოქილი გთხოვდი, რომ ასე არ მოქცეულიყავი. - ყველფერმა ჩაიარა, ახლა ეს დროა. ძალაგამოცლილმა მიპასუხა, აი ისე, ადამიანს რაღაცას რომ ვერ გადაათქმევინებ და ნერვებისგან უკვე აღარაფრის თავი რომ აქვს. - მე იმდენად დიდი სიყვარული დაგიტოვე წასვლამდე, ეს დრო არ უნდა დამდგარიყო. გვერდზე გავუარე და გზა განვაგრძე. - არ მეყო შენი სიყვარული, ეტყობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ხმის ტონს ისევ აუწია და აქვითინდა. - მაია დაგიტოვე! მოვუმატე ხმის ტონს მეც. შენთვის ჩვენი შვილი არაფერს ნიშნავდა? ვნებისგან, სიყვარულისგან არ იყო გაციებული ჩვენი ოთახი, უკვე სხვისგან რომ დარჩი ორსულად. დუმდა, სიჩუმე ისევ მე დავარღვიე. - ნუღარ მომდევ უკან, სახლში წადი, სასირცხვილოა მაიას შენნაირი დედა, მე კი ცოლი რომ მყავდა. ინსტიქტურად ხელი მკლავზე დავადე, წამიერად გავჩერდი და შემდეგ გავუარე. 10 მეტრის მანძილზე ისევ მესმოდა მისი ტირილის ხმა. ორჯერ დამიძახა, მას შემდეგ მისი ხმა აღარ გამიგია. განადგურებულმა დავტოვე იქაურობა, ისეთ აზრზე ვიყავი რომ სჯობდა საერთოდ არ გამოვსულიყავი ციხიდან. გონს ტაქსის სიგნალმა მომიყვანა, გავაჩერე. სახლში მისვლის თავი არ მქონდა. ვინმესთან საუბარი მინდოდა, გვერდზე მოვტრიალდი და მძღოლის დანახვისას თვალები გამიბრწყინდა, ის ის იყო ხმა უნდა ამომეღო, თავად რომ მომმართა. - სად მივდივართ? - არ ვიცი, სადაც გინდათ იქ გამიჩერეთ, თუ გინდათ პირველივე თავშესაფარში. - მშვიდობაა თქვენს თავს? - მეგობარო ცოლი გყავს? ბედნიერებით გაეღიმა, პასუხი რომ არ გაეცა ისედაც მივხვდებოდი. - კი, 1 თვის წინ შემეძინა ტყუპები. - გილოცავ. მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. - თქვენ გყავთ? - ერთი გოგო, ცოლი სამწუხაროდ გარდამეცვალა. - ცუდი ამბავია. სხვა რა უნდა მეთქვა, ფაქტობრივად ის ჩემთვის იყო მკვდარი, მაიასთვის კი მე ვიყავი არარსებული პიროვნება, ის რომ მეთქვა ცოლი გამექცა და სიყვარული სხვასთან პოვა თქო, იმ წამს თუ არა ჩემი გადასვლისთანავე ზურგს უკან ერთი გემრიელად შემიკურთხებდა. - შეგიძლიათ დამარეკინოთ? გამეორების გარეშე მომაწოდა მობილური. მამასთან დავრეკე. - დღეს სახლში ვერ მოვალ. - სად გაათენებ? თინა ვერ ისვენებს. - თინას უთხარი დაწყნარდეს, კარგად ვარ. სადმე ვიპოვნი რამეს. - რომ გაათენო ფული არ გეყოფა. - ვიზამ რამეს, დილას სახლში ვიქნები. პასუხი აღარ მომისმენია, მასთან ლაპარაკის თავიც არ მქონდა. - ორბელიანის 23-ში მიმიყვანეთ. დასტურის ნიშნად თავი დამიქნია, მომენტალურად გამახსენდა კახა და მის გარდა სხვა ვერავისთან მოვიფიქრე ღამის გათენება. ჯერ კიდევ სიმწრით ციებცხელება მქონდა. ვარაუდით გადავედი ტაქსიდან, მაშინ კახა ისევ იქ ან ცხოვრობდა ან არა, შეიძლებოდა ცოლიც კი მოეყვანა ამ პერიოდში. მესამე სართულზე ავედი, საათიც კი ვერ ვკითხე გათიშულმა ვერავის. კარების გაღებისას თვალებში ლურჯი ხალათი, შემდგომ კი ახალგაღვიძებული კახას სახე მეცა. - მიმიღებ? როგორც იქნა იმ დღეს პირველად გამეღიმა. - გივი? გივი შენ ხარ? დატრიალდი. გადაიხარხარა და გადამეხვია. - რომელი საათია რომ გძინავს? ასე გვიან დაგადექი თავზე? - არა, სამსახურიდან შუადღეს დავბრუნდი და ჩამეძინა. გივია, როგორ ხარ? როდის გამოხვედი? ბოდიში ბოლო დროს კონტაქტი აღარ მქონდა შენთან. - კახა იცოდი რომ ლანა სხვას გაჰყვა ცოლად? ვეღარ მოვითმინე. - უკვე გაიგე? შერცხვენილმა კბილები დაკრიჭა. *** - შემოდი, ამდენი ხნის ციხეში მყოფს, მოგენატრებოდა ქალების გარემო. გამიცინა კახამ და ღამის 4 საათზე კლუბში შემიყვანა. - როდის მყვარებია. სიცილით მივუგე მეც. კახას დაჟინებული თხოვნით, რომელიც მხოლოდ ჩემი გულის გადაყოლებაზე იყო ორიენტირებული, გავყევი. თუმცა ვაღიარებ, მომენტებში მავიწყდებოდა ჩემი ამბავი და თავი ისევ მშვენიერ წარსულში მეგონა. მოცეკვავეების მოპირდაპირე მხარეს დავჯექით, ქერა თმიანი განსაკუთრებით კარგად ცეკვავდა. - გივი იცი აქ რამდენი ხანია არ ვყოფილვარ? გაგახარებს ღმერთი. - მემგონი მეც მომენატრა ეს სიტუაცია, გახსოვს ლანას მოყვანამდე რა ხშირად დავდიოდით ხოლმე.. გამეცინა. ქერათმიან მოცეკვავეს ვუყურებდი, გული აღარ ვიცოდი დაუოკებელი ვნებისგან მიცემდა ასეთი გამეტებით, თუ ლანას ამბავის გამო. კახამ ერთ ახალგაზრდას გაუშტერა თვალი, ახლაც არ მავიწყდება რამხელა ნერწყვი გადაყლაპა იმ დროს გაოგნებისგან. ვიგრძენი რომ ჩემს გვერდით ვიღაც იდგა, მეგობრის მზერას თვალი გავაყოლე და გვერდზე მოვიხედე. უცბათ ფეხზე წამოვხტი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.