13 თვე (2)
*** რაო?! პატარავ-ო?! რას ბოდავს ეს ბიჭი! გააპატარავებს ახლა ამას! თან როგორ უთხრა ვითომ თავისი პატარა იყოს! თავისი? რა თავისი საიდან მოიტანა ეს სიტყვა ვაფშე და რატომ მიასაკუთრა ვიღაც უცხო ბიჭს თავი. არადა, რა ლამაზად გაიჟღერებდა დათასგან წამოსული სიტყვა „ჩემო პატარავ“. არა, რა ჩემო?! ძალიან წახვედი სესილია ფიქრებში.! ვერც ერთმა თაყვანისმცემელმა ვერ მოგტეხა და ამ უცხო „ბიძამ“ რამდენიმე საათში დაგადგნო და დაგამუნჯა- უწყრებოდა თავს სესილი, რომელი გაშტერებული უყურებდა კარს, რომელშიც დათა გაუჩინარდა,-„არა, ეს არის ახლა ჯელტმენი? როგორ დამტოვა მარტო! სესილია ნუ შტერდები და ნუ ბავშვობ! ბოლოს და ბოლოს მალე დიდი გოგო იქნები. ჯერ რომ არასრულწლოვანი ვარ იმას ხომ არ ნიშნავს მომექცეს, როგორც ბაღის ბავშვს რომელსაც პირზე რძე არ შეშრობია.არადა, რა მაბრაზებს ისეთი არაფერი უთქვამს. პატარას მასე კოტოშაც მეძახის..“-აგრძელებდა სესილია ფიქრებს და წინ და უკან დადიოდა. -ვაიმე, გოგო ამ ყინვაში რა ჯანდაბა გინდა გარეთ?-შეჰკივლა ანკამ, რომელსაც ფანჯრიდან გამოეყო თავი. -არ ცივა საერთოდ!-მტკიცედ უპასუხა სესილიამ.“არა, შენ რატო შეგცივდება დათამ გაგახურა ერთი სიტყვით“-მეორე მემ უპასუხა სესილიას. -შემოდი დროზე! ფილტვების ანთება რომ დაგემართოს? რა პასუხი გავცე დედაშენს! მერე ვეღარ ჩააბარებ უნივერსიტეტში და იქნები უსწავლელი! მარტო წიგნების კითხვა კი არ გიშველის!-ჩამოურაკრაკა ანკამ. -აუ, ანკა რა სისულელეებს ბოდავ რა..!-მობეზრებულად გააქნია თავი სესილიამ. -გაცივდი ჰო, გაცივდი!-მიაძახა ანკამ და ფანჯარა დაკეტა. კარგად იცოდა სესილიას ხასიათი. თუ უნდოდა ესეიგი უნდოდა და ეგრე იქნებოდა, სულ რომ გაყინულიყო უნდოდა სიცივეში გარეთ ყოფნა. გულს ვერ ამშვიდებდა, აზრებს ვერ უყრიდა თავს და თვალწინ მარტო შავი თვალები ედგა და ცოტა ხომ უნდა გაგრილებულიყო?! წინ და უკან სიარულს რომ აღარ დასჯერდა ეზოში დაიწყო ბოდიალი. მალე ეზოც მობეზრდა და გადაწყვიტა გარეთ ქუჩაში გასულიყო. „ქუჩის ბოლომდე მივისეირნებ და მერე უკან გამოვისეირნებ“-გაიფიქრა გულში და ჭიშკარი გააღო. მიუხედავად იმისა, რომ ლამპიონები ანათებდა მაინც ძალიან ბნელოდა ქუჩაში. ადგილობრივი მაცხოვებლებით არ იყო ქუჩა დასახლებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელ ქუჩაზე მხოლოდ მათი სახლი იყო განათებული და ახმაურებული. მიუყვებოდა გზას და გრძნობდა, რომ გულიც დამშვიდებული ჰქონდა და აღარც შავი თვალები ელანდებოდა. გახარებულმა ამოისუნთქა და შემოტრიალდა და შეხტა ერთ ადგილას. მის წინ ორი მთვრალი ბიჭი იდგა. მიუხედავად სიბნელისა კარგად გაარჩია ვნებისგან ანთებული თვალები. სასწრაფოდ გაიწია მარჯვნივ და აესვეტა ერთ-ერთ ბიჭს. -სად მიიპარები ლამაზო?- საზიზღარი ხმით უთხრა ბიჭმა. -თუ შეიძლება გამატარეთ,-ზრდილობიანად უთხრა სესილიამ და ახლა მარცხნივ გაიწია. ამ ბიჭმაც იგივე გააკეთა და ხელები გაშალა. -აბა, აბა! ეგეთები არ გვინდა. ცოტა დავილაპარაკოთ, გავიცნოთ ერთმანეთი. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგები. არა ნიკუშ?-მიმართა მეორე ბიჭს პირველმა. -იცით, თქვენ ძალიან ნასვამები ხართ და იქნებ გამიშვათ,-მოჩვენებითი სიმშიდით უპასუხა სესილიამ, რომელსაც გული ამოვარდნაზე ჰქონდა. -შენთვის ვინმეს უთქვამს, რომ საოცრად ლამაზი ხარ?-დაიწყო მეორემ „ნიკუშამ“. -და საოცრად ლამაზი ტანი გაქვს!-დააყოლა პირველმა. -კი, გაქვს პატარა ტუჩები, მაგრამ ძალიან გამომწვევი და ვნებიანი,-გააგრძელა ნიკუშამ და სესილიასკენ გაიწია. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა შეშინებულმა გოგომ. -რატომ გაგვირბიხარ? ცუდს კი არაფერს გთავაზობთ. პირიქით, დამიჯერე მადლობელიც კი იქნები..-უთხრა პირველმა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა სესილიას. -გამიშვით.. გთხოვთ..-ამოილუღლუღა გოგომ. -არა, შენთან სხვა გეგმები გვაქვს!-სწრაფად თქვა პირველმა და ხელი დასტაცა სესილიას,-თან არავინ არ არის ქუჩაზე და არამგონია ხელი ვინმემ შეგვიშალოს, ზრდილობიანო გოგო! მოდი, ნიკუშ რაღას ელოდები!-უთხრა ხმამაღლა პირველმა ძმაკაცს და სესილია დაიჭირა. ღაპა-ღუპით მოსდიოდა ცრემლები გოგოს,კიოდა ბოლო ხმაზე ბიჭები კი არ ჩერდებოდნენ. ერთს ეჭირა, მეორე კი- მისი ყელის შესწავლით იყო დაკავებული. ამ დროს იარაღის გასროლის ხმა გაიგონეს და ადგილზე შედგნენ. -რას აკეთებთ თქვე ნაბ..ებო!- და ისევ მეორე გასროლა და შავი, წყვდიადზე შავი თვალები. ბიჭები სწრაფად მოშორდნენ სესილიას და გვერდზე გახტნენ. ამის მერე სესილიას არაფერი ახსოვს. თვალები რომ გაახილა ანკას შეშინებულ სახეს წააწყდა, რომელიც თავთან ეჯდა. -სესო, ჩემო გოგო! როგორ შემაშინე..! როგორ ხარ? -კკკარგად ანკა.. -ისე ვინერვიულე დათამ რომ შემოგიყვანა უგონოდ, მეგონა დაგგლიჯეს იმ საზიზღრებმა!- ანერვიულებულმა უთხრა ანკამ. -დათა.. დათა.. სად არის?-ამოილუღლუღა სესილიამ. -მოიცა, დავუძახებ! პროსტა რა! იმენა, ბეწვზე ხარ გადარჩენილი.. რომ დაეგლიჯე იმ ძაღლებს სად მიდიოდი? რა ღამის ვოიაჟები მომინდომე რა..! სანამ თვალი გაახილე მოვკვდი ნერვიულობით,-სწრაფად უთხრა ანკამ და წამოხტა კარისკენ,-ბიჭებო! გაიღვიძა..!- სათითაოდ შემოლაგდნენ. ირაკლი და კოტოშა მაშინვე მიუწვნენ გვერდზე სესილიას და მაგრა ჩაეხუტნენ. დათა კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ოთახის კუთხეში იდგა და უყურებდა სესილიას. -როგორ შემაშინე, ტო! იმენა ბავშვიკო ხარ რა..! ამ სიბნელეში შუაღამისას რა სეირნობა მოინდომე. გეთქვა რომელიმესთვის გგონია უარს გეტყოდით?-უთხრა ირაკლიმ. -კაი სესო რა.. ხო, იცი იმენა ჩემი სესტრიონკა რო ხარ! თუ გესეირნებოდა მეც მესეირნებოდა მასე..! პროსტა დათა რომ არ ყოფილიყო ალბათ ეხლა სადმე დაგლეჯილს გიპოვიდით.. რა პონტია, ტო.. ჩვენზე ვაფშე არ იფიქრე, ხო?- ამოიჯუჯღუნდა კოტოშამ. -დაანებეთ ბავშვს თავი,-მკაცრად თქვა დათამ. -აუ, გმირის ხმა მესმის,-სიცილით თქვა ირაკლიმ და წამოხტა,-ადე გოგო ადე! ოჯახები ამოდიან და ცოტა მოვიხოდოთ რა..! -ადე, გოგო ძილი თუ გინდოდა რას მოდიოდი ვაფშე?-უთხრა კოტოშამ და წამოხტა. ყველა გავიდა ოთახიდან დათას გარდა. გრძნობდა სესილი დაჟინებულ მზერას, მაგრამ ვერ ბედავდა შეეხედა შავი თვალებისთვის. -მადლობა,-ჩუმად თქვა სესილიმ. ნაბიჯების ხმა გაიგო და იგრძნო, როგორ ჩაიწია ლოგინი და დამძიმდა. -არ შემომხედავ?-იკითხა მშვიდად დათამ. ძალიან ძნელი კი იყო, მაგრამ როდემდე აერიდებინა თავი? ადრე თუ გვიან ხომ მოუწევდა შეხედვა. შავი თვალები.. ისევ ის შავი თვალები, რომლებმაც გადაარჩინა. -ისინი.. ისინი სად არიან?-იკითხა ნაწყვეტ-ნაწყვეტ სესილიმ. -ალბათ, ქუჩის კუთხეში ყრიან ისევ,-ცივად უპასუხა დათამ. -შენ როგორ მოხვდი იქ? -ჭრელად. -მართლა? მოულოდნელად გამოჩნდი და არვიცი.. შენ რომ არა არ ვიცი..-აუცრემლიანდა თვალები. -იცი მაინც რა შორს იყავი წასული? სულ არ გიფიქრია შენს მეგობრებზე?-ცივად უთხრა დათამ ისე, რომ არ მოუშორებია თვალი აცრემლებული გოგოსთვის. -არვიცი.. -ხოდა, შემდეგში გაითვალისწინე რომ სხვებზეც იფიქრო..-მკაცრად უთხრა ბიჭმა და წამოდგა. -დათა,-დაუძახა სესილიმ. ბიჭი კართან გაჩერდა და შემოტრიალდა,-მადლობა, რომ გადამარჩინე და იმისთვისაც მადლობა, რომ არ უთხარი სიმართლე.. -არაფერს პატარავ,-უპასუხა დათამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა. დათას დახახილი „პატარა“ ისე ლამაზად ჩაესმა ყურში, რომ გულმა ავტომატურად დაიწყო გაორმაგებულად ფეთქვა. დიდხანს იჯდა სესილია ლოგინზე და უყურებდა ერთ წერტილს, სანამ მანქანების ხმა არ გაიგო და ხმაური. მიხვდა, რომ პატარა ნუციკო მოვიდოდა ოჯახთან ერთად და სასწრაფოდ წამოხტა და ისე ჩავიდა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს. *** ქეიფი და დროის ტარება დილამდე გაგრძელდა. კიდევ კარგი ქართული ნამეცადინები ჰქონდა, ცოტა გამოიძინა და პირდაპირ გაკვეთილზე წავიდა. მასწავლებელი ახალ მასალას ხსნიდა, მაგრამ სესილიას ფიქრები შავი თვალებისკენ იყო.თითქოს ეშინოდა, მაგრამ ამავდროულად ეიმედებოდა. საშინლად არ მოსწონდა ერთ დღეში ამდენი ემოციური დატვირთვა, თან ამას ისიც ემატებოდა რომ რაღაცნაირად, უცნაურად გრძნობდა თავს რასაც ახსნას ვერ უძებნიდა. ანკას და ირაკლის დაოჯახების ამბავი რამდენიმე დღე გაგრძელდა, თუმცა სესილია გაკვეთილების გამო ვერ ესწრებოდა ამ დღეებს. საათი არ გავიდოდა რომელიმეს არ დაერეკა და არ ეთქვა, როგორ უნდოდათ მისი იქ ყოფნა. უზგავნიდნენ სუფრაზე გადაღებულ სურათებს, მაგრამ დათა არსად ჩანდა. არც ანკა ახსენებდა, რომ ეკითხებოდა სესილი ვინ და ვინ ხართო. ერთ საღამოს, როცა უნარებს მეცადინეობდა სესილია ანკა მოადგა აცრემლებული. -აუ, მაგრა მომენატრე რა! იცი, როგორ მაკლდი ეს დღეები? ხოდა, დღეს შენთან ვრჩები. ოღონდ იცოდე, მარჯვნივ მე ვწვები..!-გამოუცხადა მეგობარმა. გაიხსენეს ძველი დღეები, როცა ერთად იწვნენ და ბევრს ლაპარაკობდნენ. -აუ სესოოო... რა მაგარი ბიჭია არა დათა?-უცებ ჰკითხა ანკამ. -ჰო, რავი..კი, კარგი ბიჭია..-დაბნეულმა უპასუხა. -აუ, იცი როგორი დასტოინია? და როგორ უყვარს ირაკლი? აი, მაგათზეა ნათქვამი საუკეთესო ძმობა აქვთო. ვგიჟდები, ისეთ რაღაცებს აკეთებენ ერთმანეთისთვის. ისე ენატრებოდა ირაკლის, რომ ცოტა ვეჭვიანობდი და ნერვები მეშლებოდა ადრეც ხომ გითხარი, მაგრამ აი რომ გავიცანიიიი...! სასწაულია პროსტა რა.. და როგორ გადაგარჩინა პროსტა? ეგ რომ არ ყოფილიყო არ მინდა წარმოდგენა დღეს სად ვიქნებოდით,-თქვა ანკამ და დაქალს ჩაეხუტა. -ხო, არც მე მინდა წარმოვიდგინო,-გააჟრჟლოლა იმ ღამის გახსენებაზე სესილიას,-ანკ, მომიყევი დათაზე რამე რა.. -ვაუ, სესო! ნუთუ?-წარბებ ათამაშებულმა შეხედა დაქალს. -კაი ანკა რა! არ ვიცნობ ადამიანს და ბოლოს და ბოლოს ხო უნდა ვიცოდე რამე?- არ შეიმჩნია ინტერესი სესილიმ. -ესეიგი, დათა ჯანხოთელი არის საუკეთესო მაზლი და საუკეთესო ბიჭი ჩემი იკას მერე,-გაიცინა ანკამ და განაგრძნო,- ესპანეთში ცხოვრობს რა და ძაან დიდიხანია არ ყოფილა საქართველოში. იქ ჩააბარა უნივერსიტეტში წავიდა და წავიდა. ირაკლი მიდიოდა ხოლმე და მთელი ოჯახი ჩადიოდა. მერე ისე კარგად იყო იქ პატარა ბიზნესები დაიწყო. არა კი ამომბობენ სამართლიანად არ იშოვა ეგ ფული რაც აქვსო, მაგრამ მე არ მჯერა მაგისი. ნუ ბევრი რამე არც ვიცი რომ არ მოგატყუო. პროსტა, ის ვიცი რომ ძალიან მაგარი ადამიანია და ძმაც სასწაულია, მაგრამ სულ ისეთია რა ეს ჩემი ბიჭი რო მატრაკვეცობს ხოლმე რაღაცებს ეს სულ სერიოზულია,-უსმენდა სესილია მეგობარს და ძალიან ესიამოვნა ყველაფერი, რაც დათაზე მოისმინა. გაუხარდა მის „გადამრჩენელზე“ ასე რომ საუბრობდა ანკა. რა უხაროდა თვითონ ვერ ხვდებოდა, მაგრამ ამურმა კარგად იცოდა რომ მიზანში გაარტყა. *** თებერვლის ბოლო დღე იყო. სესილია გაბრუებული იჯდა გაკვეთილზე და გული ეწურებოდა იმაზე ფიქრით, რომ მალე მთავრდებოდა გაკვეთილი და წვიმიან-ქარიან-ბნელ ამინდში უნდა გასულიყო გარეთ. არა, იმ ამბის მერე ერთი წამითაც კი არ ეშინოდა და ერიდებოდა ღამე სიარულს, მაგრამ ზამთარში ხომ არის „უშნო“ დღეები და ზუსტად ეგეთი დღე იყო დღეს. „seso, jujguni ar daiwyo chemtan gelodebi!”-მისწერა ანკამ. “ank, xo ici dzalian minda, magram samecadino maqvs ra!” “ar mikitxavs ra gaqvs da ra ara.! Amodi ra. Mokled, vici rodis amtavreb da ar amoxval da agikleb rekvebit!” “autaneli gogo xar!”- უპასუხა სესილიამ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. მალე მორჩა გაკვეთილი და მიუხედავად ამინდისა სიმღერ-სიმღერით ჩავიდა კიბეებზე მეგობრებთან ერთად. სადარბაზოდან გასულმა გადაკოცნა მეგობრები და უცებ გაშეშდა ერთ ადგილას, გული აუჩქარდა და ფეხები კინაღამ მოეკვეთა ნაცნობი მანქანის დანახვისას, საიდანაც შავი თვალები უყურებდა და თავისებურად უღიმოდა დათა. *** დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! ველოდები თქვენს შეფასებებს:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.