სასურველი ხიზანი (23-24)
საუბარი დასრულებული არ ჰქონდა, რომ თორნიკეს მდივანი შეცუნცულდა მასთან _თამთა მართლა ირაკლიმ გამოგიგზავნა? _მოაღწია ხმამ უკვე – გაეცინა თამთას _ხმაამ? მთელი სამსახური ამაზე ლაპარაკობს! _უტიფარი კაცი! როგორ მიშლის ნერვებს.. ეს მაკლდა ზუსტად.. _კაი რაა ხომ იცი ენის ტარტარი ამათი მოვალეობაა.. გინდა ლარნაკი შემოგიტანო? _რა ლარნაკი.. ლარნაკი კი არა კურიერი უნდა გამოვიძახო ფოსტიდან, რომ ეს “ფლორა” სასწრაფოდ წაიღოს უკან.. _ეს ნამდვილად არ მოეწონება.. _არაუშავს! არც მე მომეწონა დაუკითხავი სიურპრიზი, თან საკმაოდ თავხედურიც! _კაი ერთი ბუკეტი ასე გიშლის ნერვებს? თუ ასეა ჩემთან დავდგამ.. _საქმე ბუკეტში კი არ არის.. დღეს ამას გამოგზავნის, ხვალ სხვა რამეს და თუ უკან არ მივუბრუნებ ჩათვლის, რომ მისი ყურადღება მისაღები და სასიამოვნოა ჩემთვის.. _არ მგონია ასე ჩათვალოს.. _ასე მითხრა! _კარგი, როგორც ჩანს გაღიზიანებული ხარ.. გინდა დავურეკო კურიერს? _არა ნათია, არ შეწუხდე, თვითონ დავურეკავ.. – ღიმილით გაისტუმრა მდივანი და ნომერი აკრიფა.. ნახევარ საათში კურიერს ბუკეტი უკან მიჰქონდა. საათს დახედა, ოთხი ხდებოდა.. ჭამაც დაავიწყდა, ბუფეტში შესვლა არ უნდოდა, იცოდა ათასი ცნობისმოყვარე თვალი მიაჩერდებოდა გენერალური დირექტორის ნაცოლარს, რომელსაც ერთ-ერთი თანამდებობის პირი ასე უტიფრად უგზავნიდა საჩუქრებს. გოგოებს დაურეკა და სამსახურის ახლოს მდებარე კაფეში დასხდნენ. გოგოებმა დაწვრილებით მოაყოლეს თამთას ბოლოს დროს განვითარებული ამბები.. მანამდე აქა-იქ რომ უყვებოდა ინტერნეტის და ტელეფონის საშუალებით _აუ კინოში მგონია თავი.. ქორწილში არაფერი გეტყობოდათ.. _რა შეეტყობოდათ გოგო, ამათ მგონი მართლა უყვართ ერთმანეთი.. ნახე ხმასაც რომ არ იღებს? ესე იგი გვეთანხმება.. _ახლა რომ დაფიცება და თავის გაგიჟება დავიწყო ზუსტად ეგ იქნება საეჭვო, ვარაუდში თავისუფლები ხართ, ნერვიც აღარ შემრჩა.. _და შენ ამბობ, რომ ნერვი აღარ შეგრჩა? მე აქამდე ბღავილით მოვკვდებოდიი.. _მეც მოვკვდი, ახლა აღარ ვტირი.. _აქამდე როგორ მოითმინე, რომ არ გეთქვა? _იძულებული ვიყავი.. სახუმაროდ და საჭორაოდ არ მქონდა საქმე..ახლა ყველაფერი დამთავრდა და შემიძლია გული გადაგიშალოთ.. _როგორ შეეძლო ასე მოგქცეოდა.. ესეთი იდიოტია? _გოგო რა იმის ბრალია მომენტ.. რას იფიქრებდა სხვას? _აუ კაი რააა..კაცი ყოველთვის უნდა მიხვდეს _ მე ამაში არ ვადანაშაულებ, გარკვევით მითხრა რაც სჭირდებოდა ჩემგან თავიდანვე და რა შემთხვევაში დამანებებდა თავს! რა იცოდა.. ეგეც იმიტომ არ იცოდა და ეჭვიც ვერ აიღო, რომ ჩემი ქცევა არ იძლეოდა ამაში ეჭვის შეტანის საბაბს.. _მარტალია.. მთავარი ისაა, მერე რა რეაქცია ჰქონდა.. _საშინელი.. _რა საშინელი გოგო, ტიპი დარჩენას გთხოვდა და პატიებას.. _საქმეც მაგაშია! დანაშაულის გრძნობა სიყვარულად მოეჩვენა და ლამის მეც დამაკარგინა თავი _აი როგორ უნდა დაგიმტკიცოს სხვანაირად? _არაფრის დამტკიცება მჭირდება სოფო.. ამას ვერ დავივიწყებ, ამიტომ უნდა გადავიტანო და ცხოვრება გავაგრძელო.. _არ გეჩვენება, რომ მეტისმეტად ართულებ თამთა? _კაი რას ართულებს, ადვილია ამისთვის? შენ რომ გადაგხდენოდა რას იზამდი? _მე რომ გადამხდენოდა დავფიქრდებოდი ღირს თუ არა თბილისის ყველაზე სასურველი კაცის ცოლობა, სხვათა შორის ფუფუნებაში, მითუმეტეს გრძნობების გარემოცვაში.. _შენ ყველაფერი ადვილად გეჩვენება ქეთი, დამიჯერე გაცილებით რთულადაა ყველაფერი.. _თუ გაართულებ ასეც იქნება.. _რას მთავაზობ? _შანსი მიეცი! _სანამ ეს მოხდებოდა მანამდე მითხრა დროზე დაწექი ჩემტან, რომ განქორწინებაზე ხელი მოგიწერო, მერე კიევში ვაპირებ წასვლას და ცოლიანი კაცის სტატუსი არაფერში მჭირდებაო.. _მერე წავიდა? _წავიდა.. _დამპალი! _სოფო რა უტვინო ხარ! იქნებ იმიტომ წავიოდა, რომ თამთას ამის დაკარგვის შეეშინდეს? სამსახურიდან გამოუშვებდა მაშინ და არ დააკავებდა ეგეთი დამპალი რომ იყოს.. _ზუსტადაც დამპალია! რაც გადაატანინა იმის მერე კიდევ უნდა, რომ აეჭვიანოს? იმის მაგივრად, რომ მოეფეროს, პატიება სთხოვოს.. _თორნიკე ასეთი არ არის.. _ასეთი როგორი? პატიება ხომ გთხოვა? _კი.. _აბა რას მოელი მისგან? _არ ვიცი ქეთი.. მგონი ზუსტადაც იმიტომ მიჭირს ამის გადატანა, რომ არაფერს მოველი და არც მინდა მოველოდე.. ამ ყველაფრის უკვალოდ დავიწყება მინდა და მორჩა!!! _თუ უკვალოდ დავიწყება გინდა მაშინ იმ ირაკლის რატომ აახვევინე? _იმიტომ, რომ არ მომწონს! ეგ საერთოდ ცალკე თემაა.. გულს მირევს! – ქეთიმ ეშმაკური ღიმილით გადახედა სოფოს – კარგი გოგოებო, წავედი, ქვეყანა საქმე და უამრავი ჭორი მელოდება – გაიცინა თამთამ _აბა შენ იცი, მთავარია არ ინერვიულო და ყველაფერი კარგად იქნება, საღამოს თუ გინდა ახალ ლაუნჯში წავიდეთ _მოვიფიქრებ, კაი იქნებოდა ისე.. – დაემშვიდობა თამთა დაქალებს და სამსახურში მიბრუნდა.. გზაში ირაკლიმ დაურეკა _როგორ ხარ თამთა? _გმადლობთ კარგად, თავად როგორ ხართ ბატონო ირაკლი? _მართალი გითხრა გამანაწყენა შენმა უკან მობრუნებულმა საჩუქარმა.. იქნებ ყვავილები არ მოგეწონათ? _ყვავილები არაჩვეულებრივი იყო, მხოლოდ არასწორ მისამართზე გაგზავნილი! _თქვენი ასეთი მიუკარებლობა მაფიქრებინებს, რომ მეტ ძალისხმევას მოითხოვთ ჩემგან, მერწმუნეთ არ დაგაკლებთ.. _ძალისხმევას? რისთვის? _დაპირებული რამდენიმე საათისთვის.. _რას ემსახურება თქვენი ასეთი თავდადება ბატონო ირაკლი? _საკუთარ გულს, რომელშიც ასე უცებ გაიდგით ფესვები.. _ნუთუ საბედისწერო ქალის შთაბეჭდილებას ვტოვებ? საბაბი მოგეცით, რომ ეს ქმედებები წამოგეწყოთ? _ნამდვილად! თქვენი უზადო სილამაზე და დაუმორჩილებელი სულია საბაბიც და მეტიც! _..და ეს ყველაფერი რამდენიმე საათში ააწყვეთ? _ამას გამოცდილი მამაკაცისთვის დიდი დრო არ სჭირდება ქალღმერთო.. _ ბატონო ირაკლი.. ჩვენი ურთიერთობა რაასოდეს გასცდება იმ საქმიან ჩარჩოებს, რომელიც უკვე დასრულდა! ეს თავდასხმაა უკვე!.. გულწრფელ პირობას გაძლევთ თქვენი მცდელობა უიმედოა და უარეს კრახს ნუ დაელოდებით.. ჯობია თქვენი მამაკაცური მომხიბვლელობა სხვაგან მიმართოთ.. არც ამ ჰაერში გასროლილ კომპლიმენტებს მინდა ვისმენდე და არც თქვენს დაყენებულ, იდუმალ და სექსუალურ ხმას! თქვენთვის თუ კიდევ არ არის გასაგები უფრო უხეშადაც შემიძლია!!!! _ ..დასკვნებს ნაადრევად ნუ გამოიტანთ თამთა.. ვიცი ეს თქვენი სიანჩხლე ვისი ბრალიცაა.. გაუმართლებელი ქორწინება ქვეყნის დასასრული არ არის, არც იმის საფუძველი, რომ ყველა დარჩენილი მამაკაციც იგივე ქვაბში მოხარშოთ.. – თამთას ალმური წაეკიდა.. _ ფსიქოლოგი თუ დამჭირდება თვითონ გადავწყვეთ ვის მივმართო! ..ეს თქვენ ნამდვილად არ იქნებით ბატონო ირაკლი.. კიდევ ერთხელ გთხოვთ ისეთ ფარგლებში დააბრუნოთ თქვენი მონოლოგები და მომართვები, რომ საქმიანი ურთიერთობა შევძლოთ.. თუ არადა იძულებული გავხდები ბატონი თორნიკეს ჩამოსვლას დაველოდო და მას გადავაბარო მთელი ეს მოლაპარაკებები! — გათიშა და მიმავალმა უნებურად შეანელა სვლა.. ნუთუ თორნიკეთი დაემუქრა? მართალია ეს პირდაპირი მუქარა არ იყო, მაგრამ მართლა გაფრთხილებას ჰგავდა! რას ნიშნავს ეს.. მისი იმედი აქვს? როგორც ყოფილ ცოლს? ამით აგრძნობინა, რომ მათ შორის ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დასრულებული? თუ უბრალოდ შეაშინა? რატომ არ უთხრა მოადგილეს გადავაბარებო? თამთას უფრო და უფრო ეშლებოდა ნერვები საკუთარ ნათქვამზე.. მართლაც, რომ არ სჭირდებოდა ეს საიდანღაც გამოვარდნილი აბეზარი სრულყოფილება! “იმედია მინიშნებს სწორად ჩაწვდება და აღარ მომიწევს სხვა ხერხებს მივმართო.. ამხელა კაცია, ამხელა თანამდებობა აქვს.. თავს ხომ არ გაიმასხარავებს ბოლო-ბოლო? თავმოყვარეობა ნამდვილად აღარ მისცემს ამის საშუალებას!!” მისი პროგნოზი მეორე დღეს კაბინეტთან დახვედრილმა უფრო დიდმა, წითელი ვარდების თაიგულმა, მასში მოთავსებულმა დალუქულმა კონვერტმა და სამეფო ლაქიის უნიფორმაში გამოწყობილმა მომლოდინე ბიჭმა გააცამტვერა.. _ ეს თქვენ ქალბატონო.. – გაუწოდა ხავერდის მომცრო კოლოფი, ხელი მოაწერინა და წავიდა. გაოგნებული იდგა კართან, ვერაფერი მოეხერხებინა.. ბოლოს მოიფიქრა შიგნით შესვლა, კოლოფი გახსნა და უძვირფასესი კოლიე დაინახა. ყუთი დახურა და მაგიდაზე მიაგდო.. დარეკვას აზრი არ ჰქონდა, ისევ ჯობდა უკან გაეგზავნა კურიერის ხელით, მაგრამ სადამდე წავიდოდა ამ კაცის ფანტაზია? ფიქრიდან კაკუნმა გამოარკვია.. თორნიკეს მოადგილე უკაკუნებდა ღია კარზე ღიმილით.. _შეიძლება? _მოდი კობა.. _ვიღაცა თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ განიცდის _უკვე აღარ ვიცი რა ვქნა – ხელები გაშალა თამთამ.. – საჩუქრების გამო ვუჩივლო? _შენც ნუ უჩივლებ, დაიტოვე _ხუმრობ? _მაშინ თუ არ გსიამოვნებს უთხარი და შეწყვეტს ან დაუბრუნე უკან.. _შენი აზრით აქამდე არ ვიზამდი მაგას? უარესებს აკეთებს! _თუ გინდა მე დაველაპარაკები.. _..და რას ეტყვი, ჩემს თანამშრომელს ნუ უგზავნი საჩუქრებსო? _მართალია, ესე სათქმელად უხერხულია, მაგრამ მოვიფიქრებ რამეს.. _..ახლა ძველბიჭური გარჩევები უნდა დაიწყო? _თამთა, რაღაცას გირჩევ.. თუ მართლა გაწუხებს ეს ყველაფერი მისგან, მაშინ მენდე, პაცანა კი არ ვარ დავუპადიეზდო.. _მაშინ ერთად მოვიფიქროთ როგორ მოვიშორო დიპლომატიურად! ჩხუბების გარეშე.. ვიცი კაცები როგორც იქცევით ასეთ დროს.. _როგორ ვიქცევით? – ღიმილით შეეკითხა კობა _მამაკაცური ძალების დემონსტრირებას ახდენთ და გაცვლა-გამოცვლას.. _კარგი, მაშინ რას აპირებ? _ იქნებ საერთოდ აგვეკრძალა მისგან გამოგზავნილი საჩუქრების შემოშვება ოფისში? ტელეფონის ნომერს დავუბლოკავ ან შენთან გადმოვამისამართებ და შენ იქონიე მასთან საქმე.. მე აღარ დაველაპარაკები არც საქმეზე.. _..დაა სახლში როცა წახვალ მერე? _სახლში სახლის დაცვა არ შემოუშვებს! _გზაში? _მართალი ხარ.. სადაც ამდენად გადააბიჯა თავმოყვარეობას ყველაფერს შეიძლება ველოდო.. რა ვქნა? _მე დაველაპარაკები, როგორც კაცი-კაცს, ოღონდ როგორ თქვი? ძალის დემონსტრირების და გაცვლა-გამოცვლის გარეშე – ახარხარდა კობა _ხო, ახლა შენ დამცინე! _შეიძლება ვნახო რა მოგიძღვნა? – თამთამ ცერა თითით ზურგს უკან კოლოფზე მიანიშნა.. – ოჰოოო.. უყურე შენ რა შედრია.. მაცდური რამეა! _კობა.. _რა იყო.. სამკაულები ყველა ქალს გიყვართ! _სამკაულები და არა მოსაწვევები ბუდუარებისკენ.. _შენ არ გეწყინოს, მაგრამ არც უმაგისობაა.. _ხოდა სადაც გაჭრის ეგ “ქსივა” იქ აგზავნოს! — ტელეფონი აიღო და კურიერს დაურეკა.. _ოც წუთში მოვა.. მანამდე ეს ცოცხი და მაცდური რამე შემაკოწიწებინე თუ შეგიძლია – კობა ისევ იცინოდა, მხიარულება თამთასაც გადაედო _მთელი ოფისი ლაქიაზე ლაპარაკობს.. _სად იპოვა.. _აი ფანტაზია! შენ კიდევ ესაო და ისაო.. _როგორ მრცხვენია.. ალბათ ყველა ჭორაობს.. _შენ მაგაზე არ ინერვიულო.. მანამდეც ჭორაობდნენ, კომპანიის პირველი ლედი ხარ დაგავიწყდა? _ექს ლედი ჩემო კარგო.. _ექსი და ვიცე არ იციან ამათ.. ასე, რომ მანამდეც ყურადღების ცენტრში იყავი თუ ეს დაგამშვიდებს.. ისე კარგი იქნებოდა უკან მფრინავი ხალიჩით გაგეგზავნა! თხა-თხაზე ნაკლებიო.. _კობა მორჩი, მართლა ნერვები მეშლება ამ სიტუაციაზე.. _ გაგეხედა გარეთაც, იქნებ ეტლი იდგა – თავს ვერ იკავებდა კობა, მისი ხალისი საბოლოოდ გადაედო თამთას და ორივე გემრიელად ახარხარდა.. საჩუქრები გამომგზავნს დაუბრუნეს, გოგონამ ტელეფონი გამორთო და საქმეში ჩაეფლო. გართულმა ძლივს შენიშნა ანთებული სკაიპი.. თორნიკეს მდივანი წერდა ბატონი თორნიკე გირეკავს და გამორთული გაქვს, ტელეფონი ჩართეო.. ჩართო და ზარს დაელოდა.. _რატომ გაქვს გამორთული, ნახევარი საათია დაკავშირებას ვცდილობ.. _დამიჯდა, ვერც კი შევამჩნიე.. – იცრუა და იგრძნო როგორ აუჩქარდა გული _რა ხდება მანდ, მოგვარდა ტენდერის ამბები? _კი, ყველაფერი გაფორმებულია, დამოწმებული და ბეჭედდასმული, მარიკოს უდევს მაგიდაზე.. _ძალიან კარგი.. რაიმე გართულება ხომ არ მოყოლია? – თამთას დასცხა..” რას გულისხმობს ნეტა” გაიფიქრა.. _რას გულისხმობთ? _იმას, რაც ვიკითხე.. _დოკუმენტაცია სრულ წესრიგშია, ვადები ბონუსის სახით დაგვიმატეს და ვეტევით დროში.. ქვეკონტრაქტორებსაც აწყობთ.. წესით აღარაფერი უნდა გართულდეს.. _კარგი, გასაგებია.. – უპასუხა პაუზის შემდეგ თორნიკემ და გათიშა. ************************ “ეს რა დღეა..” გაიფიქრა და შეეცადა მუშაობა გაეგრძელებინა, მაგრამ ამაოდ.. მუსიკა ჩართო, ფანჯარას მიუახლოვდა.. ნოემბერი საკმაოდ ისუსხებოდა.. _თამთა შეიძლება? – გამოარკვია მარიკოს ხმამ _კი, შემოდი.. _კობამ ამოვიდეს თუ სცალიაო.. _კარგი.. – საქმე არაფერი ჰქონდა, ტელეფონი აიღო და მარიკოს გაყვა _ ჰოლდინგი ღია კარის დღეს აწყობს, რაღაც პატარა პროექტები გვაქვს დასამთავრებელი და მერე.. ხომ იცი, ახალი კომპლექსი რომ შენდება.. ერთი დებულება გვინდა შევიტანოთ.. ყველას არ უნდა გარემონტებულის ჩაბარება, ხოდა ეს რაღაცნაირად დავაბალანსოთ ხელშეკრულებებში და პლიუს კიდევ დაზღვევების თემა.. სახელმწიფოს მხარდაჭერა.. ზოგი ენდობა, ზოგი არა და მოკლედ!.. ღია კარის დღეზე მომავალი მყიდველები იქნებიან, ჩვენდა გასაკვირად ბინების ოთხმოცდაათი პროცენტი დაკავებულია უკვე, მშენებლობის დაწყებისთანავე დაიწყება თანხების შემოდინება. გუშინ ველაპარაკე თორნიკეს, ისიც ვიფიქრეთ ბანკიდან კრედიტის აღებაზე თავი ხომ არ შეგვეკავებინაო.. მოკლედ, კარგადაა საქმე! _ძალიან კარგი! პრობლემაა, ორნაირ ხელშეკრულებას გავამზადებ, ერთში იქნება მზად ჩაბარების პუნქტი, მეორეში არა.. _ არა ეგ თავისთავად, მაგრამ ხომ იცი დღეს ყველას ეშინია ყველა უმნიშვნელო ცვლილებისაც კი, როცა საქმე ბინას ეხება, მითუმეტეს მშენებარე ბინას.. ამიტომ ჯობია შენც იყო და პატარა ბრიფინგივით გავაკეთოთ.. ვისაც კითხვა ექნება პირდაპირ მოგმართავს შენ და ხელშეკრულებაშიც გაარკვევ თუ რამე.. ვიცი ტვინის ჭმაა, მაგრამ საჭიროა რა ამ შემთხვევაში.. _კარგი, გასაგებია. როდისთვის ვგეგმავთ? _ბოლო პროექტი დღეს მთავრდება! დეპარტამენტი მოგვაწვდის თუ არა გარაჟების და ეზოს ახალ, დასრულებულ დიზაინს მაშინვე.. სამ-ოთხ დღეში შეგვპირდნენ. _ჩემგან არის კიდევ რაიმე საჭირო? _ვიცი ისედაც ბევრი საქმე გაქვს, მაგრამ თორნიკეს წასვლამ ძალიან ბევრი დამიგროვა.. შეიძლება დახმარება დამჭირდეს.. _რაშიც დაგჭირდები მოგეხმარები, არ მოგერიდოს _გაიხარე!!! ..და ბოლოს წავიბანკეტოთ – თვალი ჩაუკრა კობამ – რომეო აღარ შეგხმიანებია? _ვინ რომეო? აა.. არა! _ ეწყინა ეტყობა – გაიცინა კობამ. თამთამ ღიმილით დატოვა მისი კაბინეტი და კობას დავალებულ საქმეში გადაეშვა. “რომეოდ” შერაცხული ირაკლი მომდევნო დღეებში მართლა აღარ გამოჩენილა, ერთი-ორი მესიჯით შემოიფარგლა, რომელიც თამთამ გოგოებთან ერთად სადილობისას მიიღო.. _ირაკლია? _ჰო.. _რაო რას გწერს? _რას მიწერს ახლა!.. იმის მერე რაც უთხარი კიდევ რომ გწერს რა ნაგლია.. _მოიცა ისე შენ რატომ იშალე ნერვები? გეთქვა ვინმესთვის.. _კაი რა, არ იცი ამის ამბავი? _რა ამბავი? ჩემი საქმის მოგვარება თვითონვე რომ მჩვევია ეგ? _ეგ არც არის შენი საქმე.. კაცის საქმეა, მაგრამ თორნიკე აქ არ არის და.. რა გინდა კი დაემუქრა ისე.. _არაფერსაც არ დავმუქრებივარ.. სერიოზული კაცია! ვიღაცას ხომ არ დავარეკინებდი მართლა.. სირცხვილია! _რატომ არის სირცხვილი? სერიოზული კაცი თუა ერთი თქმით უნდა შეეგნო, რომ არა და მორჩა.. _სოფო ეგრეა.. კაცი გამოგრჩა! არ გახსოვს რა უთხრა? ეტყობა საჩუქარი არ მოგეწონაო.. _ მართალია.. ასე მითხრა! ამ დროს მისნაირი კაცები იმას კი არ უშვებენ, რომ ვიღაცამ უბრალოდ უარი უთხრათ.. აუცილებლად რაღაცაში ჰგონიათ საქმე, თორემ მის ღმერთივით მომხიბვლელობას წინ როგორ აღვუდგებოდი – ირონიულად დაასრულა თამთამ. – ისიც მითხრა ყველა თორნიკესნაირი ნუ გგონიაო.. _..და მაგან რა იცის თორნიკე როგორია? _ჰო, ზუსტადაც, რომ არ იცის! თორნიკეს მისნაირი სისულელეები არ უკეთებია.. _იუჰუუუ.. ვიღაცას რაღაც წამოსცდა.. _რა წამომცდა? – გამოერკვა თამთა და გააცნობიერა, რომ ირაკლის მართლა ადარებდა თორნიკეს და იმიტომაც იყო უფასური მის თვალში.. _ შენი არ მესმის.. როცა მასზე ლაპარაკობ შთაბეჭდილება რჩება, რომ განვითარებულმა მოვლენებმა საშუალება არ მოგცეს მისი სახე დაგენახა, რომ გეშინოდა უბრალოდ მისი ან რაღაც.. მერე ისეთ ადამიანად შერაცხე გრძნობები რომ არ გააჩნია.. ახლა ვიღაც დასტოინნი ტიპი გამოჩნდა შენ ცხოვრებაში და თორნიკეს ადარებ.. _მე არ მითქვამს, რომ თორნიკე მონსტრია და რომც იყოს მასაც კი არ გაუკეთებია ასეთი სისულელეები მეთქი ეს ვიგულისხმე _თამთა.. თუ ადამიანს ძირითადი არ ეშლება და დანარჩენიც შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში ეშლებოდეს იქნებ ღირს, რომ შანსი მისცე? _ქეთი.. დაგავიწყდა თორნიკე სად არის? _არა, მაგრამ მერე რა? რის თქმა გინდა ამით? _რის თამთა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იქ საგულაოდ და ორგიების მოსაწყობად არის წასული.. _ოო გეყოფა რაა.. ამაში ვერ ვამართლებ! არც ეხმიანება, არც კითხულობს თუ არ დასჭირდა და მაინცდამაიმც მაშინ წავიდა, როცა თამთას შეეძლო ეფიქრა გასართობად არის წასულიო.. _თქვენ თორნიკეს არ იცნობთ.. ესეთი სისულელის გამო ვიზიტს არ გადადებდა.. _ ახლა რაღაცას გეტყვი და არ აფეთქდე.. როგორც არ უნდ აყვებოდე მასზე, ცუდს ამბობდე თუ კარგს, ყველა სიტყვაში გეტყობა, რომ თორნიკე დოლიძე შენთვის ავტორიტეტია.. რამდენიც გინდა მეწინააღმდეგე, მაგრამ ვერ გადამარწმუნებ.. _სანამ შენ გადაგარწმუნებ ჯერ მე უნდა შევძლო ეს.. _მაინც ვერ ვიგებ რატომ იბრძვი – თამთა გაჩუმდა.. პასუხი იმ წუთას ვერ მოძებნა.. “რატომ ვიბრძვი? იქნებ მართლა მივყვე დინებას? რაზე ვფიქრობ.. “ _ ისევ შენი ლაპარაკიდან გამოგვაქვს დასკვნა, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხარ.. რა მოხდება, რომ დაუშვა? ნამდვილი თანაცხოვრება დაიწყეთ, თუ ერთმანეთი გიზიდავთ და სიმპათია არსებობს აუცილებლად გაღვივდება.. შეხედეთ რა გამოვა _ ის, რომ ერთმანეთი გვიზიდავს არაფერს ცვლის, ის მამაკაცია, მე ქალი. რაღაც ეტაპზე ეს ბუნებრივია, მაგრამ ეს რომ გაივლის? ისიც არ ვიცი ეს სიმპათიაა მისი მხრიდან, თუ სხვა რამ.. ასე ვერ გადავწყვეტ, ვერც ვიფიქრებ! რომ არ გაამართლოს? რომ არ აღმოცენდეს თუ გაღვივდეს ის, რასაც ესე გულმოდგინედ მიწინასწარმეტყველებთ? აქამდე ის მაინც ვიცოდი, რომ ჩემი ნებით არ მომხდარა ეს ყველაფერი და ასე თუ ისე აზრზე მოსვლა შევძელი.. ახლა ჩემი ნებით თუ გავიუბედურებ თავს ძალა აღარ მეყოფა.. _თამთა! მან სითხრა, რომ უყვარხარ, სითბო გაგრძნობინა, გულწრფელად გითხრა! _ ..და მითხრა როდის? იმ ღამის თუ საღამოს მერე! შთაბეჭდილებების ქვეშ, ეიფორიაში მყოფმა.. ემოციებით დახუნძლულმა, ცხელ გულზე! მერე შეიძლება რაღაც მომენტში მამაკაცურმა სინდისმა ან ღირსებამ ან თავმოყვარეობამ შეაწუხა.. სად არის გრძნობა? რომელი ერთია სიყვარულის პროპორციული? _ყველა! _არა, არც ერთი! რამდენიმე თვის მერე ეს ვნება და აღტაცება რომ ჩაუქრება? _ეგრე ყველას შეიძლება გრძნობაც გაუცივდეს, ოჯახებიც ინგრევა.. მგლის შიშით.. _სოფო მე არ მაქვს ამის თავი და ნერვები! ძველებურად მირჩევნია ცხოვრება, მშვიდად.. _ხომ მოგწონს.. – თამთას ნიკაპი აუკანკალდა _ კარგი, დაწყნარდი, მარტო ერთ რაღაცას გეტყვი და დასკვნა შენ გამოიტანე კარგი? ესე თუ გააგრძელებ მთელი ცხოვრება მშვიდად იცხოვრებ, სწორად! არასოდეს არაფერი შეგეშლება თუ ყველაფერზე ასე გეცოდინება პასუხი, თუ ყველაფერს ასე ლოგიკურად, გაურისკავად მიყვები, მაგრამ დაიმახსოვრე! ეგ არ იქნება ნამდვილი ცხოვრება! თუ გემოს გაგება გინდა უნდა გეტკინოს, იტირო.. შეიძლება არც მოხდეს ესე და ყველაფერი ამ დრამის და ემოციების გარეშე დასრულდეს ბედნიერად, მაგრამ უნდა გარისკო! ეს ყველაზე მთავარია.. ყველა რისკავს, ყოველდღე.. შენ გამონაკლისი არ ხარ, შენც მოკვდავი ხარ და თუ შეცდომას დაუშვებ ქვეყნის დასასრულად არ უნდა ჩათვალო.. ახლა რაც შენ თავს ხდება ნამდვილად ღირს ნაბიჯის გადასადგმელად, არც უნდა დაფიქრდე!.. გოგოებთან ლაპარაკმა თითქოს სწორი გზა უჩვენა.. დაელოდება მის ჩამოსვლას და აღარ კრავს ხელს, შეხედავს მის დამოკიდებულებას და ამის მერე გადაწყვეტს რა როგორ ჯობია.. ღია კარის დღემდე ერთი დღე იყო დარჩენილი, ოფისში გაცხარებული მუშაობა მიდიოდა, თამთას ხელშეკრულებებისთვის აღარ ეცალა, კობას ეხმარებოდა.. _შეიძლება ერთი ბინა ობოლ ბავშვებს გადავცეთ.. _კარგი აზრია! ხვალ უნდა გადავცეთ? _ჰო, ვნახოთ.. იავნანას დავუკავშირდით ორი დღის წინ და გადმოგვიგზავნა სია, ერთი ყველაზე გაჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახი ავარჩიეთ, ხვალ მოვლენ, შევატყობინეთ რაღაც დახმარება იქნებაო.. _და თუ მოვლენ გადავცეთ ბარემ.. _ თორნიკეს არ უნდა გამოჩენა, სხვა ყველა უარობს, თუ დავარწმუნეთ ჩამოვა ხვალამდე.. – თამთას უცნაურად დაუარა მუცელში – წესია ასეთი.. შოუ ხომ არ არის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა დააჯილდოვოს? _თვითონ რას ამბობს? _ერთი საათის წინ ისევ ბუზღუნებდა და მიზეზებს ეძებდა, მარიკო ეჩალიჩება, ისე მგონი შენ უფრო დაგიჯერებს.. _ტყუილად გგონია.. ხვალინდელი დღე რაღაც საზეიმო ელფერსაც გულისხმობს? _დრეს კოდს გულისხმობ? _არა.. ფურშეტი, მუსიკა.. _ ნუ იქიდან გამომდინარე, რომ საქველმოქმედოა რაღაც პროგრამა იქნება, მითუმეტეს მომავალი მოსახლეობის გარდა ბევრი ორგანო ესწრება კიდევ.. ფურშეტიც იქნება, სასმელიც, კონსულტაციებიც და ოფიციალური მხარეც.. მთლად ღია კარის დღე აღარ გამოდის, მაგრამ რაც არის ეგ არის.. დრეს კოდიც დაწესებულია უკვე, მოსაწვევებში შავ-თეთრი მივუთითეთ.. _მედია? _ მაგათ რა გააჩერებთ.. ისედაც გვაწყობს, იავნანამაც გვირჩია მიიწვიეთო და გავაგებინეთ, ვნახოთ რას იზამენ. ეს რამდენიმე პუნქტი დამრჩა, შეგიძლია დამასრულებინო? მარტო დარეკვებია საჭირო და ორგანიზება, მერე წადი ტუ გინდა. მე ქვემოთ ჩავალ დავხედავ იმათ.. – კობა წავიდა, გოგონამ დავალებული რამდენიმე ზარი შეასრულა, მეილები გაგზავნა და წავიდა. მეორე დღისთვის სოლიდური შავი, შიფონით გაწყობილი ზედა და შავი, შესაფერისი შარვალი ჩაიცვა, თმა ბუნებრივად გაისწორა და დათქულ დროს სამსახურში მივიდა. უზარმაზარ საკონფერენციო დარბაზში საზეიმო განწყობა სიფევდა.. ჟურნალისტებისთვის ცალკე ადგილი გამოეყოთ, მაგიდა მთელ სიგრძეზე გაეშალათ, სადაც სხვადასხვა ბრენდები თავს იწონებდნენ საკუთარი პროდუქციით. მოეწყოთ პატარა სცენა და რამდენიმე მაგიდა კონსულტაციებისთვის. ერთ-ერთზე ტამტამ საკუთარი სახელი და გვარი ამოიკითხა და მოკალათდა. ხალხი თითქმის უკვე სრულად შეკრებილიყო. გოგონამ თვალი მოავლო დარბაზს, მაგრამ თორნიკე ვერსად დაინახა, სამაგიეროდ ვაკოს გაღიმებულ სახეს გადაეყარა _ვაკო? შენ აქ.. _მომავალი მოსახლე ვარ.. – ხელები გაშალა ბიჭმა – იმედია არ დაგვაღალატებს თქვენი ჰოლდინგი _მე აქ მაგისთვის ვარ.. თუ რაიმეში ეჭვი გეპარება, იურიდიულ მხარეს ვგულისხმობ, შეგიძლია კონსულტაციითვის მომმართო – თამთამ მაგიდისკენ გაიწვდინა ხელი.. _მოსახლე არ ვარ, მაგრამ თუ მეც მერგება ეგ პატივი გავხდები! – მოესმა ხმა, შებრუნდა და ირაკლის დაჭერილ მზერას წააწყდა.. _ არა არ არის აუცილებელი.. თქვენ კონსულტაცია არ გჭირდებათ, თქვენთან უკვე ყველაფერი გარკვეულია – უთხრა მრავალმნიშვნელოვნად და მოჩვენებითი ღიმილით დაიხარა ჩანთისკენ. დაკვეთილი მხიარულება გაურკვეველ ემოციაში გადაეზარდა, როცა დარბაზის სიღრმეში მათკენ მიმავალი თორნიკე დოლიძე შეამჩნია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.