შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქანელები (სრულად)


5-03-2016, 05:40
ავტორი annabelle
ნანახია 4 683

თბილი ქურთუკი შემოვიცვი და სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი ცივ, თოვლით დაფარულ ქუჩას.აქეთ¬იქით ვაცეცებდი თვალებს.მომწონდა გამაყრუებელი სიჩუმე,რომელსაც მხოლოდ ჩემი ჩემი ნაბიჯების ხმა არღვევდა. თოვლის ზედაპირი მშვენიერი იყო,როცა მმთვარის შუქი მკრთალად აირეკლებოდა მასზე და ისე ბრწყინავდა თითქოს პატარა კრისტალები ყოფილიყოს. ღრმად ამოვისუნთქე იმ ადგილამდე,რომ მივაღწიე სადაც მოსვლას ამდენი ხანია ვგეგმავ და პირიდან გამოსულმა თბილმა ჰაერმა თითქმის მთლიანად მოყინული ცხვირი სასიამოვნოდ ამიწვა. თვალი შევავლე მაღალ ჭიშკარს. როგორ ყოველთვის საგულდაგულოდ ჩაერაზათ,ისე თითქოს ,როდესმე ვინმეს მისი გაქურდვა სდომებოდეს. თავი უკმაყოფილოდ გავიქნიე და ბრთხილად ავცოცდი რკინის ,,კონსტრუქციაზე'',რომელიც საკმაოდ საშიში იყო მისი წვეტიანი ამოშვერილებითა და სიმაღლის გამო. როგორც კი ისევ მიწას შევეხე დავმშვიდდი. ირგვლივ მიმოვიხედე და ერთად შეჯგუფული უამრავი საფლავის ქვის დანახვაზე გული დამიმძიმდა.მხოლოდ მთვარის შუქზე ძალიან გამიჭირდა მაგრამ მაინც მივაგენი ნაცნობ ადგილს...ადგილს სადაც ბოლო 2 წელია ღამეებს ვათენებ... მარმარილოს ქვა თოვლისგან გავასუფთავე და ჩურჩულით ამოვიკითხე წარწერა:
,, ქლოი მაკენზი (ბაბლზი) 1997¬-2013'' ტუჩზე ვიკბინე ცრემლების შესაჩერებლად. წარწერას მივჩერებოდი და ვხვდებოდი სუნთქვა მიჭირდა. ფეხებში ძალა დავკარგე,მუხლები მომეკეცა და მიწაზე ჩამოვჯექი.თოვლი ცივი და სველი იყო მაგრამ ეს იმ წამს საერთოდ არ მანაღვლებდა. ვერაფერს ვგრძნობდი გულში მწველი ტკივილის გარდა...
-შენ წახვედი და მიმატოვე ბაბლზ!-ხრინწიანი,საწყალობელი ხავილი მოსწყდა ჩემს ბაგეებს.თითები ფრთხილად გადავუსვი მის ფოტოს,რომელიც ჩემი თხოვნით ამოკვეთეს მასავით გაყინულ,უსიცოცხლო ქვაზე და მის პატარა მომრგვალებულ ტუჩებთან შევჩერდი.ნახატიც ისეთივე სილამაზით გამოირჩეოდა,როგორიც სინამდვილეში იყო.
გარშემო ვიყურებოდი.ნაცნობი ადგილის უფრო კარგად შესწავლას ვცდილობდი.უეცრად ქლოის საფლავზე მჯდარი პატარა ბეღურა შევნიშნე.თვი ბუმბულში ჩაერგო და ალბათ ვერც კი ხვდებოდა, თუ რაოდენ ლამაზად კიაფობდა მთვარის შუქი მის მუქ ბუმბულზე.გული ამიჩქარდა,როცა შეირხა,შეშინებული,საწყალი მზერა მომაბყრო და ჩაიღუღუნა.ალბათ მომეჩვენა,ან იმწამს მოზღვავებული განცდების ბრალია მაგრამ მის პატარა,თითქოს არაფრის-თუმცა მაინც ყველაფრისმთქმელ თვალებში ბაბლზის სპეტაკი სული დავლანდე.გამეღიმა. მივხვდი,რომ ჩემს გვერდით იყო... მივხვდი,რომ პატარა,უმწეო ბეღურა ჩემი ქლოი იყო...ჩემი ქლოი...
გული რომ ვიჯერე სახლში დავბრუნდი.არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა.უბრალოდ დაწოლა და სამუდამოდ დაძინება მინდოდა.ქლოისთან მინდოდა! ჩემს ქლოისთან...თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ მის ღიმილს,თვალებს მუდამ სიხარულისაგან მოციმციმეს.ვიხსენებ ჩახუტებას,მის ყოველ შეხებას,ყოველ კოცნას და ვცდილობ გავაცოცხლო,მაგრამ არაფერი გამომდის! ის აღარ არის... ჩვენი პირობის მიუხედავად მაინც წავიდა! მე კი ამ პირქუშ,სასტიკ სამყაროში დამტოვა,ადამიანებთან,რომლებიც მეორეხარისხოვანი,უაზრო მწუხარებით ცდილობენ ჩემს გამხნევებას. მინდა ვიყვირო! მინდა გამოვხატო როგორ მტკივა უმისობა.. როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს ის წავიდა და წაიღო ჩემი გულის ყველაზე დიდი ნაწილი!
ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ გოგონა,რომელსაც ყოველ დილით ჩემს მოპირდაპირე კორპუსში აივნიდან ვხედავდი ასე შეცვლიდა ჩემს უაზრო ცხოვრებას.პირველად ყურადღება არ მიმიქცევია.ნაბახუსევზე ვიყავი და თავი ისე მტკიოდა მეგონა აგური მირტყეს წინა ღამით.აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე.წელ-ზემოთ შიშველს მესიამოვნა დილის ცივი ნიავი,როგორ მომეალერსა კისერზე.მოაჯირს დავეყრდენი და მშვიდად გავაბოლე.მშვენიერი დღე იყო,თავის ტკივილს თუ არ ჩავთვლიდით.ირგვლივ ვიხედებოდი და „ვტკბებოდი“ საზიზღარი ხედით. არაფერი იყო გარშემო ისეთი რაც მოგხიბლავდათ.უშნოდ შეღებილი კორპუსები,დაბალი,უსწორმასწოროდ მდგარი ავტოფარეხები,საბავშვო პარკი და ჭა. ჰო! ქვის ჭა. ზუსტად ისეთი სოფლებში რომ აქვთ. უცნაურია მაგრამ მომწონდა ის.მომწონდა მისი ჯაჭვით ჟანგს რომ თითქმის მთლიანად შეეჭამა, მისი სათლით!ხმაურით რომ უშვებდნენ ბავშვები წყალში.მისი სიძველით!
ვერც შევამჩნიე როგორ ჩაიწვა სიგარეტი.ცერა თითი ფილტრს ამოვკარი და ეზოში მოვისროლე,ვიმედოვნებდი არავის თმებში არ აღმოჩნდებოდა მაგრამ დიდადარ მანაღვლებდა.ხელი კისერზე ჩამოვიცურე.რატომღაც მუცელი უსიამოვნოდ ამეწვა.ოთახში შესვლას ვაპირებდი ვიღაცის თვალებს რომ შევეჩეხე.თუმცა წამიერად განზე გაიხედა,მაინც დავინახე,როგორი ლამაზი და სიცოცხლით სავსე იყო.აქ არასდროს მენახა.კარის უკან მიიმალა და მეც ოახში დავბრუნდი.საათს რომ გავხედე მივხვდი დრო კიდევ მქონდა,მაისური გადავიცვი,გასაღები ავიღე და მარკეტში ჩავედი ლუდის საყიდლად.ეზოს პატარა გოგონების მზერას ყველა მხრიდან ვგრძნობდი მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი.ჩავიცინე და ჩემი „წამალი“ სულმოუთქმელად გამოვცალე.ხელის ზურგით მოვიწმინდე თეთრი ქაფი და თუნუქის წარწერებით აჭრელებული ქილა სანაგვეში მოვისროლე.
ლუდმა შვება მომგვარა.ცივი სითხე ჩახრუკულ ყელს მალამოსავით მოედო.არ მინდოდა კოლეჯში წასვლა.არავის თავი არ მქონდა ისე ვიყავი გაბრუებული.ნოტებით სავსე ქეისი უკანა სავარძელზე მივაგდე,საჭესთან მოვთავსდი და ნელა დავძარი მანქანა.ფრთხილად გავედი გზაზე და სიჩქარეს მოვუმატე.ყველაზე მეტად რაც მინდოდა ისიყოაქსელერატორისთვის ისე მიმეჭირა ფეხი,სპიდომეტრზე ისარი სულ მარჯვნივ,ბოლო ციფრამდე მისულიყო,მაგრამ ჩემი სიამოვნება,სხვის სიცოცხლედ ნამდვილად არ ღირდა. უბრალოდ საშუალო სიჩქარით მივდიოდი.ყველაფერს ვაკვირდებოდი. ღია კაფეებში მჯდომი წყვილებიდან დაწყებული,ყვითელმაისურიანი მოხუცი მეეზოვით დასრულებული ყველას. როცა დანიშნულების ადგილამდე მივაღწიე მანქანა მე-13 სადგომზე დავაყენე,სპეციალურად ლექტორებისთვის რომ გამოეყოთ. ჩანთა ავიღე და დიდ შენობაში თავჩახრილი შევაბიჯე,გზად არავის რომარ გადავყროდი.როგორც კი როიალიან,უზარმაზარ დარბაზში აღმოვჩნდი, თავი დაცულად ვიგრძენი.პირველი ლექცია პირველ კურსელებისთვის უნდქა ჩამეტარებინა.იქამდე კიდევ მქონდა რამდენიმე წუთი,ამიტომ შავ ინსტრუმენტს მივუჯექი (ყოველთვის ჩემს ერთადერთ „მეორე ნახევრად“ რომ მოვიხსენიებდი) და რამდენიმე ნოტი ერთად გავაჟღერე.თვალები დავხუჭე ბოლომდე რომ შემეგრძნო მისი ჰარმონია და დაკვრა დავიწყე.წინ გადაშლილ სანოტო რვეულს არც ვუყურებდი.უბრალოდ იმ წამს გამოგონილი მელოდიით ვცდილობდი რამე ისეთი დამეკრა რაც ჩემს ხასიათს შეეფერებოდა.მართლა გამომივიდა. „ქაოსური“ მუსიკა ნამდვილ ნაბახუსევზე მყოფ საცოდავ კაცს მოგაგონებდათ.ვერც შევამჩნიე ისე ჩქარა გავიდა დრო. სასიამოვნო სიჩუმე მოსწავლეების „ბზუილმა“ გადაფარა.თვალები გადავატრიალე,წამოვდექი და პირველი ლექცია დავიწყე.
-უნდა წავიდე ძმაო! ხვალ ლექცია მაქვს. თავს ვერ ავწევ. საკმარისზე მეტი დავლიე-ვუთხარი მეგობარს და მხარზე დავეყრდენი რომარ წავქცეულიყავი. არც ვიცი რამდენი დღეა რაც გათიშვამდე ვსვამ და სახლში ისე მივდივარ არც კი მახსოვს სად ვიყავი. თვალი მოვავლე გალეშილი ადამიანებით სავსე,ფერადი ნათურებით განათებულ ოთახს.
-კარგი ძმაო! ხვალ ისევ აქ ვიქნებით, იმედია მოხვალ. გართობა არ გაწყენს-ჩაიხითხითა და რომელიღაც სასმელი სულმოუთქმელად დალია.
-კაი! გნახავ-ხელი ზურგზე მსუბუქად დავუტყაპუნე და სახლში წამოვედი. ფეხით ვიყავი.საშინლად მეძინებოდა.კარი გავაგე,ფეხსაცმელები იქვე მივყარე და მაისური გავიხადე.მცხელოდა.სასმელი მეკიდებოდა და თავბრუ მეხვეოდა. აივანზე გავედი,სიგარეტს მოვუკიდე და მოაჯირზე ჩამოვესვენე.ნელა ვეწეოდი და კორპუსებს ვათვალიერებდი. ყველას ეძინა. მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდიოდა მკრთალი შუქი.თვალები დავაწვრილე და ვცადე კარგად დამენახა რახდებოდა მის მიღმა. ადამიანის სილუეტი რომ დავლანდე უფრო დავვინტერესდი.არვიცი მეჩვენებოდა თუ მე მართლა მიყურებდა.ჩამწვარი ღერი გადავაგდე და ახლა მეორეს მოვუკიდე.გამეღიმა როცა უკვე კარგად გავარჩიე ყავისფერი,მშვიდი თვალები.ალბათ მიხვდა რომ შევამჩნიე და გაუჩინარდა. მხოლოდ რამდენიმე წამში გამახსენდა გოგონა რომელიც დილით შევამჩნიე იგივე ფანჯარასთან.გამეცინა.მეჩვენებამეთქი გავიფიქრე და დასაძინებლად წავედი.
ლექციების შემდეგ ერთ-ერთი ლექტორის დაბადებისდღეზე წავედით. საშინლა მეზიზღებოდა ჩემს თანამშრომლებთნ ერთად დროის გატარება. მით უმეტეს ისეთი შეკრებები,როგორიცაა ქორწილი ან დაბადებისდღე. თავს ზედმეტად ვგრძნობდი.ასეც არის. ნამდვილად ზედმეტი ვიყავი 40 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებთან. 1 საათში თავისტკივილი მოვიმიზეზე და ნაცნობ კლუბში წავედი.სემუელი და მაიკი მოვძებნე.
-მოვედი!-ძალით გავუღიმე ტყუპებს და მათ გვერდით ჩამოვჯექი.
-მაგარიხარ ძმაო!-დრედებზე გადაისვა ხელი. შავი კანი წითელ შუქზე უჩვეულოდ უპრიალებდა-ანუ ვსვამთ?
-ვსვამთ მაგის დედაც!-გავიცინე და მის მუშტს ჩემი შევაგებე.
ისევ სიმთვრალე.სასმელის სუნად ვყარდი და ნაბიჯები ერთმანეთში მერეოდა.არ მახსოვსოს სახლამდე როგორ მივაღწიე.დილით საშნელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა.მეგონა გამისკდებიოდა მაგრამ არა! ტკივილი მტანჯავდა. ნელა წამოვდექი და აივანზე გავედი. ქარი ქროდა და გამაჟრჟოლა. მოაჯირს მოვეყრდელი და ღრმად ჩავისუნთქე. ნაცნობი ფანჯრისკენ გამექცა მზერა. ტუჩზე ვიკბინე,როცა გოგონა ისევ შევამჩნიე.არ მომწონდა რომ მიყურებდა.მე მიყვარდა ჩემი აივანი და არ მინდოდა მის გამო შემძულებოდა.წარბშეკრულმა მეც მივასტერდი. ის კი როგორც ყოველთვის გაუჩინარდა...
1 კვირაზე მეტი სრულიად უგონო მივდიოდი შინ. ლექციებზე ნახევრად მეძინა.ვოცნებობდი დირექტორს არ შევემოწმებინე.ნამდვილად უსამსახუროდ დავრჩებოდი.ყველა დღე ერთიდაიგივე კლუბი და ყოველ დილით აივანზე ვიღაცის მზერა.აუტანელი იყო უკვე.
-სულ ეს იყო! ხვალისთვის მოგიწევთ ბეთჰოვენის ბიოგრაფიის შესწავლა.ვინც არ მოემზადება შეუძლია არ მოვიდეს.იმიტომ რომ ლექციაზე არ გავაჩერებ!-უემოციოდ წარმოვთქვი და ფურცლები ჩანთაში ჩავჩურთე. ბოლო ლექცია იყო და გასეირნება გადავწყვიტე. ჩანთა საბარგულში შევაგდე და საბავშვო პარკში წავედი.მომწონდა იქ ყოფნა.ბავშვების მხიარული სახეების ყურება და კარგი ამინდით ტკბობა.
-წამოდი რაა საქანელაზე დავსხდეთ -მომესმა გოგონას ხმა.
-სირცხვილია ქლოი!-პირველისგან განსხვავებით სერიოზული და მკაცრი იყო მეორე.
-ოოო წამოდი!-გაიცინა ქლოიმ (როგორც ქალმა უწოდა), ხელი მოკიდა და საქანელებისკენ წაიყვანა.გამეღიმა მის ბავშვურობაზე. ისეთი ლაღი ჩანდა და თავისუფალი თვალი ვერ მოვაშორე. წითელ საქანელაზე ჩამოჯდა და ოდნავ შეარხია.
-ნახე რა მაგარია-საყვარლად ხითხითებდა-კაი რა დედა! დაჯექი რამოხდება!-მოჩვენებითი წყენით ამოილაპარაკა და ქვედა ტუჩი წინ წამოწია.ისეთი მომხიბვლელი იყო ასეც კი...
-არმინდა!-სცადა გაბრაზებულიყო მაგრამ გოგონას „ზეწოლას“ ვერც მან გაუძლო, გაეღიმა. ბედნიერი გამომეტყველებით აკვირდებოდა იქაურობას და „ქანაობდა“.არაფერი ადარდებდა გარშემო იმ წამს. დავინახე როგორ მიუახლოვდა რამდენიმე ბავშვი. იდგნენ და ქლოის შესცქეროდნენ.ელოდნენ როდის ჩამოვიდოდა.ის კი არ წყვეტდა.ისევ იგივეს აგრძელებდა. თავი ვეღარ შევიკავე და გავიცინე.
-ბავშვებს უნდათ დაჯდომა ქლოი!-დარცხვენილი ეჩურჩულებოდა შვილს ქალი და ირგვლივ იხედებოდა ხომ არავინ უყურებდა.
-მერე მე რა გავაკეთო?-მისმა პასუხმა უფრო გამახალისა.არასდროს მენახა ასეთი მშვენიერი და უცნაური არსება.
-ქლოი არ გადამრიო გეუბნები!
-სულ ცოტახანი! ისინი ისეც სულ აქ არიან-ამოიბუზღუნა.რამდენიმე წუთში,გული რომ იჯერა,სიცილით წამოდგა. დედას ლოყაზე აკოცა და მსოფლიოში ყველაზე ლამაზად გაიღმა.გული უცნაურად სწრაფად ამიძგერდა,უეცრად მის მზერას რომ წავაწყდი.თითქოს მეცნობოდა მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი.
უცნაური დედა-შვილი თვალს რომ მოეფარნენ გადავწყვიტე გამევლო.თანაც რატომღაც მინდოდა ისევ მენახა ისინი. 20 წუთი ტყუილად ვიარე.არსად ჩანდნენ. ბოლოს ვიფიქრე წავიდნენმეთქი და ძიებაც შევწყვიტე. ბამბის ნაყინი და რამდენიმე შოკოლადიანი კანფეტი ვიყიდე და ისევ ძელსკამებისკენ წავედი. ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად,ხისქვეშ სკამზე მჯდომი ქლოის დანახვაზე.მარტო იყო.დედა არსად ჩანდა. არც კი დავფიქრებულვარ გვერდით ისე მივუჯექი.მართალია მხოლოდ წამით შემომხედა მაგრამ უცნაურად ზედმეტად აფორიაქდა.უხერხულად შეიშმუშნა და გვერდით გაიწია.უდარდელად შევექეცი ნაყინს.ბრთხილად ვაპარებდი მისკენ თვალს რომარ შეემჩნია.
-ნაყინი გინდა?-ვკითხე ღიმილით.
-არა მადლობა...
-ა ჰო ბოდიში,კანფეტი უნდა შემომეთავაზებინა-გავუცინე და შეუმჩნევლად ავათვალიერე.დაფიცება შემეძლო:ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგო იყო!
-ჰმ-თვალებ დაწვრილებულმა შემომხედა.
-დედიკო უფრო გიყვარს თუ მამიკო?-ჩავიხითხითე.მომწონდა ეს ყველაფერი. აქ ჯდომა.მის გვერდით.მასზე ხუმრობა.ყველაფერი!
-ჰა ჰა! სასაცილო იყო-უნდოდა უხეშად ეთქვა მაგრამ მაინც გაეცინა-ჩემი ბრალი არ იყო. არსად წერია საქანელები მხოლოდ ბავშვებისთვისააო-მისმა „მეამიტურობამ და ნამდვილობამ“ სული ამომიტრიალა.
-მართალი ხარ-ხუმრობით დავეთანხმე
-ნუ დამცინი-მუშტი მსუბუქად გამკრა მხარზე.ტუჩი მოვიკვნიტე დასამშვიდებლად.არასდროს არცერთ გოგოზე მქონია ასეთი შეგრძნება.
-არც მიფიქრია-გავიცინე-ქლოი გქვია ხომ?
-კი! ქლოი მაკენზი... შენ რა გქვია?
-ბენი მქვია.ბენ სპენსერი-უემოციოდ წარმოვთქვი და მხრები ავიჩეჩე.
-ქლოი! წავედით საყვარელო!-ორივემ დედამისისკენ გავიხედეთ.გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა,როცა გავაცნობიერე რომ მიდიოდა.
-ნახვამდის ბენჟამინ!-ჩემი სახელი სრულად წარმოთქვა და გამიღიმა.ლოყაზე ფოსოები გამოუჩნდა, მე კი მეგონა თავს ვეღარ შევიკავებდი და იქვე,იმწამსვე დავუკოცნიდი სახის ყოველ ნაკვთს.მისი სხეულის თითოეულ წერტილს.მაგრამ როცა აზრზე მოვედი უკვე წასულიყო.
დრო გადიოდა... ჰო! მართლა დიდი დრო გავიდა! და მე არაფერი გამიგია ქლოი მაკენზზე. ვეღარც მოპირდაპირე ფანჯარაში ვხედავდი გოგონას,გამუდმებით რომ „მაკვირდებოდა“. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. მასთან შეხვედრის შემდეგ აღარ დამილევია. ლექციების დამთავრებისთანავე იგივე პარკში მივდიოდი იმ იმედით,რომ ერთხელ მაინც შევხვდებოდი,მაგრამ ყოველთვის იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი შინ.ბოლოს დავიღალე.უაზრობა იყო! უამრავი გოგო არსებობდა! ის არიყო ერთადერთი!!
-ორმაგი ვისკი!-შევუკვეთე და ბართან მაღალ სკამზე ჩამოვჯექი.იმაზე მეტის დალევას ვაპირებდი ვიდრე მჩვეოდა.მინდოდა ისე გავთიშულიყავი ჩემი სახელიც კი დამვიწყებოდა. მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა გარშემო.დამპალი ცხოვრება,დამპალი სამყარო მისი დამპალი ადამიანებით!
-მეც ორმაგი დამისხით თუ შეიძლება!-ქალის ხმა იყო. მისკენ მივტრიალდი და მოურიდებლად ავათვალიერე.სექსუალური იყო. არა!ეს არ აღწერს მის გარეგნობას. მის დანახვაზე დაუკმაყოფილებელი კაცი ალბათ იქვე გაათ@ვებდა. ტუჩი მოვისველე და ალმაცერად გავუღიმე.ვფიქრობდი კარგად გავერთობოდი იმ ღამით.
-პრობლემები შეყვარებულთან?-ვკითხე და ჩემს ჭიქას ჩავაჩერდი.
-პრობლემები შენ შეგექმნება თავს თუ არ დამანებებ!-შემომიბღვირა რამაც უფრო მიმზიდველი გახადა.
-ოუ, ოუ დამშვიდდი-ხელები ზემოთ ავწიე-უბრალოდ ვიკითხე-წარბები ზემოთ ავზიდე და გავუღიმე.
-ჯანდაბა მაპატიე. უბრალოდ ნერვებმა მიმტყუნეს-ამჯერად მშვიდად წარმოთქვა და გამომხედა.
-არაფერია მესმის...-თავი დავუქნიე- თითო კიდევ დაგვისხი.მე ვიხდი-გავუღიმე ისევ.
-მადლობა...
-არგინდა ვიცეკვოთ?-შევთავაზე როცა ჭიქა მთლიანად გამოცალა.ხელი გამომიწოდა თანხმობისნიშნად და მთელი ტანით მომეკრო....
რომ გამომეღვიძა უკვე კარგად გათენებულიყო.მზე პირდაპირ სახეზე მანათებდა.თავი ოდნავ წამოვწიე როცა მივხვდი,რაღაც ისე არ იყო! თვალები მოვიფშვნიტე და უცხო ოთახი შევათვალიერე.მზერა ჩემს გვერდით მძინარე სხეულზე შევაჩერე.
-ღმერთო! რა დებილი ხარ ბენ!-თვალები გადავატრიალე და თავი გავიქნიე.უნდა წავსულიყავი.იქამდე უნდა გავმქრალიყავი სანამ გაიგვიძებდა.სწრაფად ჩავიცვი და ისე ჩუმად გავიპარე ნებისმიერ ქურდს შეშურდებოდა. იმედი მქონდა არაფერი ემახსოვრებოდა. ჩემდა გასაკვირად არ მინდოდა გული ტკენოდა ჩემი წამოსვლით.განზრახ არ გამიკეთებია.(ისე როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი).უბრალოდ არ ვიცოდი რაუნდა გამეკეთებინა... დავმშვიდდი,როცა გასაღები ქურთუკის ჯიბეში ვიპოვე.მანქანაც იქვე იდგას.სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. როცა მივხვდი კარგა მანძილიდ დავშორდი იმ ადგილს სვლა შევანელე. 50 კმ/სთ-ით მივდიოდი და როგორც ყოველთვის ყველაფერს ვაკვირდებოდი.თითქმის კორპუსებთან ვიყავი, როცა შუა ქუჩაში რამდენიმე ადამიანის სილუეტი შევამჩნიე.წარბები შევკარი.
- უნდათ?
ვუახლოვდებოდი,ისინი კი ისევ უძრავად იდგნენ.
ვუხლოვდებოდი...
რას აკეთებენ?
ვუახლოვდებოდი... ჯანდაბა!..
ორმა თავს უშველა.ტრასიდან გადავიდნენ. ახლა იქ მხოლოდ ერთი იდგა სრულიად მარტო,შუა ქუჩაში.ვხდავდი მეგობრები როგორ ეძახდნენ. მე კი ვუახლოვდებოდი...
არ გამიჩერებია, სიჩქარეს მოვუმატე.ადრენალინი მომაწვა.მინდოდა შემეშინებინა და მომეშორებინა მისთვის უაზრო სიჯიუტე.
1...2...3... ძალიან ახლოს,თითქმის ტერფებთან „დავატორმუზე“.
-მოვიგეეე!-მხიარული,ნაცნობი ხმის გაგებამ შოკში ჩამაგდო.თმა ყალყზე დამიდგა.მეგონა ძარღვებში სისხლის ნაცვლად ელექტრო დენმა გაიარა-მაინც მოვიგე!ხომ გეუბნებოდით!-შევხედე.ქლოი იყო! გადარეული ქლოი მაკენზი. რომელიც ისევ ვიპოვე!
მანქანიდან გადავედი და კარი ხმაურით,უხეშად მივხურე მისი ყურადღება რომ მიმებყრო.
-გიჟი და არანორმალური ხარ! რომ ვერ გამეჩერებინა ხვდები რა შეიძლებოდა მომხდარიყო?-შევუბღვირე.მართალია ,ვთამაშობდი’ მაგრამ ბოლოს მართლა გავბრაზდი.
-დამშვიდდით მისტერ ბენჟამინ!-სულის შემძვრელად გამიღიმა და მომიახლოვდა-ეს უბრალოდ თამაშია!
-უაზრო თამაში და სახიფათო-მისი სიახლოვე უცნაურ გრძნობებს აღძრავდა ჩემში.რაღაც ისეთს რაც არასდროს განმეცადა.
-რომ ცდი ნახავ, მოგეწონება-თავი დამიქნია და ისევ გაიღიმა.ლოყებზე წარმოქმნილი ფოსოების დანახვაზე ისევ ლამის გული გამიჩერდა.სურვილმა იმისა,რომ მისი სხეულის თითოეული ადგილი თუ წერტილი ნაზი კოცნებით დამეფარა იმატა.მინდოდა მთლიანად ჩემი ყოფილიყო.პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.
-წამოდი ჩემთან ერთად-მივახალე უეცრად.დავინახე ,როგორ შეეცვალა გამომეტყველება მშვენიერ სახეზე. პასუხის მოლოდინში სუნთქვა შევწყვიტე.თვალებში ჩავაჩერდი... და მაშინ,როცა მზერა ამარიდა გამახსენდა რატომ მეცნობოდა ისინი... მე მათ ყოველ დილით ვხედავდი... ყოველ დილით ჩვენ ერთმანეთს ვაკვირდებოდით.
-სად უნდა წავიდეთ?-თქვა მოულოდნელად და ისევ გამისწორა თვალი.გული ისე მიცემდა მეგონა ვკვდებოდი.ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად.
-საქანელებთან...-ყურში ჩავჩურჩულე და ნაზი კოცნა დავუტოვე იქვე.ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა.კიდევ ერთხელ გავიმეორე.ის კი მაისურზე ჩამეჭიდა.სულ არ მადარდებდა მისი მეგობრებიც იქ რომ იყვნენ. ერთადერთი ვისზე ფიქრიც შემეძლო ეს ქლოი იყო...ჩემი ქლოი...
უკვე ძალიან გვიან იყო ექიმს რომ გაესინჯა და მეოთხე სტადიის სიმსივნე,დაუდგინეს.რამდენიმე თვე ძვლების მსუბუქი ტკივილი აწუხებდა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდით.ყოველთვის მალე გადაუვლიდახოლმე.ამიტომ მეც მშვიდად ვიყავი.ექიმმა,რომ შეგვატყობინა რაც სჭირდა მეგონა ყველაფერი დაინგრა ჩემს გაშემო.ყველაფერი უნდა მომხდარიყო! ყველაფერი, მაგრამ არა ეს. მე არ შემეძლო დამეცვა! ვერ შევძელი გადამერჩინა! ვერშევძელი დამპალი კიბო ამომეგლიჯა მისი მშვენიერი სხეულიდან.მისი პატარა,ჩემი საყვარელი სხეულიდან...
-ყველაფერი კარგად იქნება მისტერ ბენჟამინ-ყურში მიჩურჩულა.პალატაში ვიწექით.ხელებს წელზე ვუჭერდი,თითქოს ვცდილობდი არ დამეჭირა.არსად გამეშვა.სიკვდილს მოვრეოდი და დამეხსნა მისი კლანჭებიდან.
-მიყვარხარ... ხომ იცი... ეს?-ძვლივს ლაპარაკობდა.მე კი ისედაც დასისხლიანებულ ტუჩებს კიდევ უფრო გამეტებით ვიკვნეტდი ცრემლების შესაკავებლად.
-ვიცი...-ამოვილუღლუღე-მეც მიყვარხარ.
-ვიცი! სწორედ მაგიტომ... მიყ...ვარხარ-სცადა ძველებურად გაეხუმრა.ძვლივს შესამჩნევად გაეღიმა მაგრამ, მალევე მშვენიერი სახე ტკივილისგან მოეღრიცა. გული ამიჩქარდა,როცა ხველება დაიწყო. დავიფლითე.იმ წამს მილიონ,მილიარდ ნაწილად დავიშალე.და მე ზუსტად მაშინ,იმ დროს გარდავიცვალე... ახლა კი უბრალოდ ვარსებობ.ვსუნთქავ, და ველოდები,როდის მოვა მასთან წასვლის დრო. ჩემს ქლოისთან.! საქანელებთან...



№1 სტუმარი ..............

yvelaferi advilad ar xdeba ._.

 


№2  offline წევრი შამხათი

მძიმე იყო... მაგრამ კარგი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent