შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობის მოთხოვნა (10 თავი)


5-03-2016, 16:15
ავტორი I.am.dreamer
ნანახია 1 780

-სად იყავით ამდენ ხანს?- გაბრაზებულმა დავიკივლე როცა მომავალი გაბრიელი და მოხოხიალე სესი დავინახე.
-ნუ ყვირი თავი მისკდება.
-არ დაგელია და არ გაგისკდებოდა- ნიშნიამოგებით გადავხედე და ჩემი თავით აღბრთოვანებულმა ჩავიცინე.
-რომელ სართულზე ხართ?- გაბრიელი მომიბრუნდა კითხვით თან სესილი უფრო ახლოს მიიკრა.
-მე-10- ამოვიკნავლე და თვალებით შევეხვეწე შენც წამოდითქო.
ტაქსი გავაჩერე და წინ ჩავჯექი ის ორი კიდე უკან.
მთელი გზა სესილი გაბრიელს იყო ჩაბღუჯული და რაღაცეებს ბურტყუნებდა.
-აი ეს კორპუსია.
-ბავშვებო მგონი ცუდად ვარ-ენისბორძიკით თქვა სესიმ და პირზე ხელი აიფარა.
-ჩქარა გაბრიელ ამაყვანიე მარტო ვერ ვზიდავ.
თითოელული კიბის საფეხური სიმწრით ავიარეთ. ხან ჩემსკენ გადმოქანდებოდა სესი ხან გაბრიელისკენ. ხან მე წავიქცეოდი ხან კიდე ის ორი.
ძლივს ვაი ვაგლახით ავბორძიკდით ბინამდე და აქოშინებულები კარებთან დავეყარეთ.
-ძალიან ძალიან ცუდად ვარ... - გულამოვარდნილმა გასაღებს დავუწყე ძებნა. უცებ გაბრიელმა ხელი მტაცა და პულსი გამისინჯა.
-აჩქარებული გაქვს სახლში რამე გექნება და დალიე ცოდვა ხარ შენც.
მესიამოვნა ყურადღება.
ცოტა ხნით გამოფხიზლებული სესილი ისევ გაითიშა.
-რა ცუდი სიმთვრალე აქვს - დავიწუწუნე და კარები გავაღე.
-ეგ მე მკითხე- მის მხარზე კოალასი ჩაფრენილი გოგონა შემოიყვანა და კარი დახურა.
-მართლა, მადლობა არ გადამიხდია.
-არაფერს.
-მომშორდით ყველააა... მთვრალები თქვენ თვითონ ხართ-ბურტყუნებდა და თან სახეზე უსვამდა ხელს გაბრიელს.
-გეხვეწები აბაზანაში შეიყვანე დროა გამოფხიზლდეს.
აბაზანაში ჩასვა და მეც საკმაოდ ცივი წყალი დავასხი. დიახ მთელ ტანზე. ასე გავიმეორე რამდენჯერმე და როცა საბოლოოდ გაახილა თვალი მივხვდით რომ ამ სამყაროში დაბრუნდა. ნუ იმაზე მეტად მაინც გამოფხიზლდა ვიდრე იყო.
-სწრაფად უნდა გამოვუცვალო თორე გაცივდება მე შემშრალებას დავიწყე შენ მის ჩანთაში რამე მონახე და მომიტანე მიდი მიდი გთხოვ და წადი მერე.
-საცვალი და ბიუსჰალტერიც?- გაიკრიჭა და პირსახოცი მომაწოდა.
-თუ მაგენსაც მომიტან ურიგო არ იქნება.
გაბრიელმა ნახევარ წუთში მოირბინა და კარებზე დააკაკუნა.
-შემოდი.
-მიხდება? - ცალყბად გაიღიმა და ბოისჰალტერი მიიზომა.
ამაზე სიცილი ამიტყდა ხოლო სესილის შერცხვა.
-მომე ეხლა-ხელიდან გამოვგლიჯე ტანსაცმელი და კარები დავკეტე.
გამოცვლაში დავეხმარე სესის და თან ვსაყვედურობდი.
-ნუ კარგად მოგიფიქრებია ეგ რომ გამოუშვი ჩემთან. - თმა შეიმშრალა და ოდნავ ბარბაცით კარი გააღო.
-ეთო მშია ვითა მგელსა მაჭამე რამე ქალოო.
ორივეს გაბრიელი წასული გვეგონა ის კი ჩემს ლოგინზე მოკალათებულიყო და ტელევიზორს უყურებდა.
-მოვიტან რამეს და წავალ მერე.
-არა იყოს ნუ შეწუხდებით - დაიმორცხვა სესიმ.
-თქვენობით როდის მერე ვლაპარაკობთ?
სესის აღარაფერი უპასუხია და სამზარეულოდან ორი ბოთლი

წვენით დაბრუნდა. ერთი მე მომცა მეორე კი...
-გაბრიელ დაიჭირეეეე- ფანჯარასთან მდგომ გაბრიელს ინერციით გაუქანა წვენის ქილა. მოულოდნელობისგან გაბრიელმა დაჭერა ვეღარ შეძლო და მუცელზე მოხვდა. ქილა გასკდა. მთელი მაისური და შარვალი დაუსველდა წინა მხრიდან.
-უფს- ჩაილაპარაკა სესიმ და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა.

-კაი უცებ მოიფიქრეთ რა გინდათ და მოვიტან. - სიტყვა არ ქონდა დამთავრებული რომ მობილურზე ზარის ხმა გაისმა. - ხო ანა. ნელა ცოტა ვერაფერი გავიგე. ეხლა მეგობართან ვარ მთვრალია და ვეხმარები. -ფანჯრისკენ შებრუნდა და ტელეფონი ყურთან აათამაშა. ამ დროს შემთხვევით ხელი სპიკერზე დაეჭირა.
-აუ გოგოებს სანაძლეო დავუდე ჩემი ბიჭი ყოველთვის ამომიტანს შოკოლადსთქო. მიდი რა მომიტანე ეგ მთვრალი არსად წა... - ანერვიულებულმა სპიკერი გამორთო.
-ანუ მთხოვ მეგობარი მივატოვო და შენთან გამოვიქცე ლეკვივით და შოკოლადი მოგიტანო რომ შენ დაქალებს გული გაუსკდეთ? ცოტა ჭკუა დაატანე რას ამბობ. უნდა წავიდე მერე გნახავ და დაგელაპარაკები.
ყურმილი გაუთიშა და ჩვენსკენ შემობრუნდა.
სანამ რამეს იტყოდა მე დავასწარი.
-გაბრიელ სველი ხარ მე წავალ რამეს მოვიტან მანამდე გაშრი გარეთ ცოტა ცივა და...
ბოლოდე არც კი მოუსმენია ჩემთვის ისე ჩაესვენა სავარძელში. ჩემი ჩანთა და საფულე ავიღე გამობჟუალებულმა სესიმ გასაღები მომცა და მომაძახა.
-გარედან ჩაკეტე. შიგნიდან უცნაური საკეტი აქვს და არ ჩავიკეტოთ.
მაღაზიიდან მალე ამოვედი უკვე ღამის ორი საათი იყო.
-ბავშვებო გარეთ სინათლე ამინთეთ გასაღებს ვერ ვპოულობ- მობილურზე დავურეკე გაბრიელს.
მთელი ჩანთა ამოვჩხრიკე სურსათით სავსე პარკებიც მაგრამ გასაღები არსად იყო.
-ორი ცუდი ამბავი მაქვს რომლით დავიწყო.
ვინაიდან სალაპარაკო აღარ მქონდა ბოლო ხმაზე ვიყვირე ჩაკეტილი კარის წინ.
-ესეიგი - ვუპასხე გაბრიელის ზარს.- უი შემეშალა ოთხი ცუდი ამბავი მაქ - ჩავახველე და დავიწყე.
1)ამაღამ სადარბაზოში ვიძინებ.
2)სამწუხაროდ მშივრები დაიხოცებით.
3)მანდ ჩაიკეტეთ
და მე-4
არ მაცალეს დამთავრება ორივემ ერთდროულად ჩაყვირეს
მობილურში.
-გასაღები დაკარგე?
-ჰო...- დარცხვენილმა მეტი ვერაფერი ვთქვი.
-კარგი ჩვენ სახლში ვართ მაიმც და შენ რა გეშველება?-გაბრიელმა მითანაგრძნო და რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მითხრა- მამაჩემს დავურეკავ და მოგაკითხავს.
ის ღამე გაბრიელის სახლში გავატარე. თავს იმდენად უხერხულად ვგრძნობდი იატაკზე დამჯდარს მეძინა.
-მმშია-ამოილუღლუღა გაბრიელმა და ფანჯარასთან მდგომ სესილის გახედა.
-დავძებნი იქნებ რამე იყოს სახლში.-დაიმორცხვა და ნახევარ საათიანი გაუჩინარების შემდეგ ტაფამწვარით და ორი ბუტერბროდით დაბრუნდა.
-ერთი კვერცხი და მხოლოდ ეს მქონდა.
-ორივე მადიანად ჭამდა და თან ერთმანეთისკენ აპარებდნენ თვალს.
სესიმ სამზარეულოში დააბრუნა ტაფა და ბუტერბროდის თეფში. ოდნავ თავბრუ დაესხა და უკანვე გამობრუნდა. სახტად დარჩა როცა მიხვდა რომ გაბრიელმა დივანი ფანქარასთან ახლოს დადგა და ზედ მოკალათდა.
-რას აკეთებ? -თავის ზელვით მიუახლოვდა სესილი.
-ვარსკვლავების ყურება მიყვარს. მოდის დაჯექი ლამაზია.
ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებით ისხდნენ და ორივე მოჭედილ ცას უყურებდა. გოგონას გული იწვოდა მიჭის მიმართ სიყვარულით რაც გააოთხმაგა კონცერტის მემთხვევამ, რომელიც მას დეტალებში ახსოვდა.
ბიჭი გაურკვევლობამ მოიცვა. თავგზა აერია... ვერ გაიაზრა რა სჭირდა და რატომ ეუფლებოდა უცნაური გრძნობა გოგონას დანახვისას.
"შენ შეყვარებული გყავს გაბრიელ" თავის თავს უმეორებდა და ცდილობდა გულის უაზროს ბაგა-ბუგი ჩაეხშო.
სესილიმ ფეხები დივანზე აკეცა და მუხლებში თავი ჩარგო. ცრემლების ნაკადი ვეღარ შეიკავა თვალებმა და ნიაღვარივით ჩამოგორდა ჯერ ერთი შემდეგ კი უამრავი გამჭირვალე , მარილიანი პატარა ბურთულა. პირზე ხელი აიფარა

რათა გაბრიელს მისი ტირილი არ გაეგო მაგრამ შენიღბვა ცუდად გამოუვიდა.
გაბრიელი უთქმელად მიჩოჩდა სესილისკენ თავზე ხელი გადაუსვა და სახე მაღლა ააწევინა. ცრემლით დანამული სახე ნაზად მოუწმინდა.
სესიმ ფეხები ძირს დაუშვა და თვალი გაუსწორა ბიჭს.
გაბრიელმა კიდევ უფრო მიიწია მისკენ და ხელები შემოხვია ასლუკუნებულს. გოგონა გაუძალინდა მაგრამ ბოლოს ისიც ჩაეხუტა გაბრიელს და მთელი ძალით აეკრო გულზე.
ისევ მოიკუნტა დივანზე ოღონდ ახლა გაბრიელის მკლავებში და ცრემლის შეკავებას შეეცადა.
უდიდესი სითბო იგრძნო ორივემ. სესილი სიყვარულის მორევში გადავარდა გაბრიელი კი გაურკვევლობის.
დაახლოებით ორი საათის მერე სესის ჩაეძინა ისე რომ გაბრიელს არ მოშორებია.
ჩაძინებული, მან ხელში ბრთხილად აიყვანა და საწოლისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა.
გაბრიელის მცდელობის მიუხედავად არ გაეღვიძებინა მძინარე, სესიმ მაინც შეიფხიზლა მაგრამ არაფერი უთქვამს.
გაბრიელმა ლოგინზე დააწვინა, საბანი გადააფარა, თავზე ხელი გადაუსვა და ისევ დივანზე დაბრუნდა და დაძინებას შეეცადა.
იმ წუთებში სესილი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მსოფლიოში. მადლიერების გრძნობამ შეიპყრო ჩემ მიმართ და უსაზღვრო აღტაცებამ გაბრიელის მისამართით.
"ეს ყველაზე კარგი ღამეა..." თქვა სესიმ და ბალიშს ჩაეხუტა.
გაბრიელის მშობლებმა უკან კორპუსში დამაბრუნეს. მოვატყუე რომ გაბრიელი ძმაკაცთან დარჩა და მალე დაბრუნდებოდა.
ანერვიულებულმა გადავუხადე მათ მადლობა და პირველ სართულზე ავედი.
-რა სუსელი ხარ... გასაღები როგორ დაკარგე.- გაბრაზებულმა უკანა კედელს ვგლიჯე მუშტი. თვალში რაღაც ბრჭვიალა ნივთი მომხვდა.
-არარსებობს დასაღებიიი -იმდენად გამიხარდა ბოლო ხმაზე ვიყვირე და ცეკვა დავიწყე. გასაღები პატარა ლუსმნით იყო მიჭედებული.
აღბრთოვანებულმა დიდი სიხარულით ავირბინე ათი სართული და ფაცხა-ფუცხით გავაღე კარები.
სახლში შევარდი და კინაღამ სააბაზანოდან გამოსულ გაბრიელს მივეჯახე.
-ეთო? - ისეთი ტონით მკითხა თავი მოჩვემება მეგონა.
-გასაღებიი... ეტყობა ვიღაცამ იპოვა და პირველი სართულის კედელზე მიამაგრა. - სახე მიბრწყინავდა.
-ეს ხომ შესანიშმავია- მანაც გაიღიმა ლოყები გამიწელა და სწრაფი მოძრაობით დამაბზრიალა.
-აქ რა ხდება? - განაწყენებული ტონით იკითხა სესიმ.
-გასაღები ვიპოვე. რა უნდა ხდებოდეს? - კითხვითვე ვუპასუხე რადგან არ მომეწინა მისი უაზრო ეჭვიანობა.
მალევე მოვწესრიგდით ჩავალაგეთ ნივთები და წასასვლელად მოვემზადეთ. ბარგის ჩატანაში გაბრიელი დაგვეხმარა.
-კარგად ეთო - პირველი ჩემთან მოვიდა გადამეხვია და თმა ამიბურძგნა.
-კარგად გაბრიელ და მადლობა.
-დროებით სესილი
-დროებით... შენთან ვალში ვარ.
-რას ამბობ- ეს უთხრა და გულში ორჯერ უფრო ძლიერად ჩაიკრა ვიდრე მე შემდეგ ლოყაზე აკოცა და წავიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent