პირადი ცხოვრება თუ კარიერა? (თავი 5)
როცა გრძნობა გულწრფელია,ციფრები ქრება...მანძილი კარგავს სიგრძეს..ყველაფერი იცვლება,ცხოვრებას უბრალოდ სხვა ფერებით იხედება ცხოვრება..უბრალოდ ყველაფერი მოძრაობას წყვეტს..მხოლოდ მას ვხედავთ და მხოლოდ მისი გვესმის... ასეთი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის,ცხოვრებაში ერთხელ...მგონი,ამის უნდა გვწამდეს... წუხელ სიზმარი ვნახე და ბედნიერს გამეღვიძა..იცით,მთელი დღე ამაზე ვფიქორბდი..და თავი ძალიან სუსტი მეგონა...ეს საოცარი სიზმარი იყო...ამდენი ხნის მერე სასიამოვნო სიზამრი...უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ ზოგჯერ ადამაინები ტოვებენ ჩვენს ცხოვრებას ისე,რომ არც კი შემოდიან მასში,მაგრამ ქვეცნობიერი მაინც იტოვებს მას... -სიყვარულის გჯერა?-გკითხა სოსომ. -სიყვარული კი არა..ბიჭო,არ ჩავვარდეთ და არ ჩავიჩეხოთ. -ნუ დარდობ! მენდე..გჯერა? -ჰო...აბა რა.შენ?-ცნობისმოყვარედ ჰკითხა. -როვა ჩავალთ,გეტყვი.. -ოოო..იდუმალი გახდა ბიჭი. -ჩუ..თორემ ჩაგაგდებ. -ვერ გაბადავ.. -ჰო,მართალი ხარ..არ შემიძლია-ღიმილით თქვა და დაბლა ჩავიდა. -მალე ჩავალთ? -ნახევარი გზა...მოყევი რამე და დროც მალე გავა.. -აუ...ერთხელ ჩავუვარდი დედაჩემს ძირს და ტვინის შერყევა დამემართა...აი,რა მაგარი იყო,იცი? მთელი ოჯახი ხელში მყავდა. -აუ,რას იცინი,გოგო..საწყალი ეკუნა...გადარჩი? -შენი აზრით? -პატარა იყავი? -სამის,ალბათ. -ჩავედით...იესსს..-შემოსძახა სოსომ და გოგონა ძირს დასვა. -უკვე...სიუპრიზებიც გყვარებია..ნახე რომელი საათია. -ათია. -დედას დავურეკავ-ტელეფონი ამოიღო და ორი ნაბიჯით წინ წავიდა..მალე მოვალო,უთხრა და შემდეგ ნონას შეტყობინებებსაც უპასუხა.. -აუ,შენმა დაქალმა წაიღო ტვინი-გაეცინა სოსოს. -შენც გწერს? -ჰო..წამო,არ გაცივდე..-მანქანაში შესვლა ეკა და კარები მიუხურა,არ გაცივდეო. -წავედით... -სოსო,მითხარი ის ორი რამ.. -მჯერა,მჯერა...და ჩვენ ეს შევძელით,ახლა სახლში მივდივართ...და ეს ჩვენს შორის არსებული უსახელო მიზიდულობის დამსახურებაა... გაკვირვებულ ეკას ბიჭისთვის აღარაფერი უპასუხია,მხოლოდ ჩაფიქრდა,აინტერესებდა,რას ნიშნავდა ეს უსახელო მიზიდულობა...და იქნებ უსახელო გრძნობებით? მთელი გზა ფიქორბდა და თვალს ვერ აშორებდა ჰორიზონტს...ბოლოს სოსოს ხმამ გამოაფხიზლა -მოვედით. -სად? -სახლში..ალბათ ნონა გელოდება. -კარგი,წავედი.. -ხვალამდე...საღამოს მოგწერ. -საღამოაა... -მომენატრები,ეკუნ.. -კარგი რა..სად მივდივარ.. -უსახელო გრზნობები მომყვება,ეკუნ... ისევ უპასუხოდ დატოვა ეკამ,სადარბაზოს კარებში შევარდა და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა..ზემოთ ავიდა თუ არა,კარი გააღო და თავისი ოთახისკენ წავიდა... -ნონაჩკი აქაა!-მოესმა ქეთის ხმა. -სალომ დაგირეკა და ვუთხარი,რომ.. -ჩუ..დედაჩემი.. -კარგი,ჰო..შემოვალ და...რა მოხდა..მოყევი რა. -არაფერი,დავისვენე ცოტა-ბალიში გულში ჩაიკრა და თვალები მილულა. -კარგი,მაინც გავიგე ჰო იცი... ტკბილი სიზმარი და უეცარი გამოღვიძება..გაიღვიძა და ისევ გაახსენდამოვალეობები,ცხოვრება ისევ გაახსენდა,ისევ დაბრუნდა რეალობაში...სოსო მოწერილმა გააღიმა.ნუთუ სულ ასე უნდა მოქცეულიყო? ესიამოვნა მისთვის უცნაური გრძნობის შეგრძნება,ფეხზე წამოდგა და საშხაპეში შევიდა..მერე ისევ გამოვიდა,გაახსენდა,არ მიპასუხია სოსოსთვისო. უნივერსიტეტში განსაკუთრებულ ხასიათზე მივიდა,ადრე იყო,გარეთ ჩამოჯდა და ლოდინს მიეცა..ალბათ სოსოს ელოდა გული,მაგრამ თვითონ ეკა ამაზე არ ფიქრობდა... -ამშვენებ აქაურობას!-უკნიდან მოესმა ხმა და შეხტა. -შემაშინე! -როგორ ხარ? -დასვენება მომიხდა-მოკლედ უპასუხა. -მეც,რამე არ დავლიოთ? -ვერა,უნდა შევიდე.. -მერე გნახავ,იმედია..შესვენებაზე. -სოსო,დამოკიდებულება არაა კარგი. -გააჩნია-თვალი ჩაუკრა და მისკენ წაიწია..უნდოა,რომ გულში ჩაეკრა,მაგრამ ამდენი ვეღარ გაბედა,მხოლოდ ხელი მოუჭირა ხელზე და მიაშტერდა..ასე იდგნენ,სანამ ბედმა არ გაუღიმათ და ნონაარ დაადგათ თავზე. -შენ რა ჩვენი ბედი ხარ!-უკმაყოფილოდ თქვა სოსომ. -უბრალოდ მოვედი..ეს თქვენ ვერმალავთ ყვარობას... -რაო? მაგ უცნაურ გრძნობას ჰქვია...-სიტყვა გაუწყდა,რადგან ის მამაკაცი დაინახა,რომელიც იმ დღეს,წვეულებაზე. -რა იყო?-ეკამ შენიშნა,რომ ნონა ვიღაცას მიაშტერდა. -ის ბიჭი ექიმი..შენ გასწავლის,ჰო? -ჰო..ის...ექიმი ვახტანგ,მოვედი...-გასძახა თამამად. -მიხარია..შევხვდებით..-შორიდან გამოსძახა,თუმცა მაინც დაინახა ყურებამდე დაკრიჭული ნონა და გაეღიმა. -კერავ?-ნონას ხელზე უჩქმიტა ეკამ. -წვეულებაზე ვნეხე და..რას ვკერავ?! წავედი,გვრიტებო! -იმ გოგოს იცნობ?-ვახტანგის კითხვაზე გაეცინა ეკას. -ჩემი დაქალია. -იმ დღეს ვნახე... -ვიცი და თუ რამეა...-ნამიოკი ჩაურტყა ექიმს და საქმე განაგრძო. -რაღაც პროგრამაზე მინდა გაგაგზავნო..ორი კვირით მივდივართ,ცოტა პრაქტიკა და დასვენებაც...ოქსფორდის უნივერსიტეტში,რას იტყვი? -ძალიან მაგარია!-სახე გაუბრწყინდა აღფრთოვანებისგან. -ზეგაა..დღეს გავიგე და. -არაა პრობლემაა.რომელზე გავდივართ? -ბილეთი აჰა..-გაუწოდა. -დიდი მადლობა-სიხარულისგან კინაღამ გადაეხვია ექიმს,თუმცა თავი შეიკავა,მაინც მასწავლებელი იყო. მანქანას გახარებული მართავდა...სარკეებს ა რუყურებდა და უბრალოდ მღეროდა,ხმამაღლა მღეროდა,ეს საოცარი გრძნობა იყო..ისე უხაროდა..ის ხომ პირველად სცდებოდა საქართელოს საზღვრებს....უბედნიერესი იყო ეკა.. -ჩქარა ატარებთ-გააჩერა პოლიციელმა. -აუ,რა ჩქარა-დაიღრიჯა. -გოგო,ჩქარააა..აბა რაა? მართვის მოწმობა გაქვს? -ვნახავ-ჩანთაში ვერაფერი იპოვა და გაცეცხლდა. -ვერ წახვალთ,სანამ ... -მაგვიანდება-ხმას აუწია ეკამ. -გადმოდით...-ნოემბრის ცივ ამინდში საშინლად დაეზარა მანქანიდან გადმოსვლა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. -მშობლებს უნდა დავურეკოთ. -არაა..მე სრულწლოვანი ვარ. -პირადობა? -აჰა. -ჯერ არ ხართ.. -31დეკემბერს ვიქნები..ასე რომ...-წელში გაიმართა და პირადობა უკან დაიბრუნა. -არაა,უნდა დავურეკოთ და იქნებ მოწმობა მოგიტანონ მართვის. -სახლში არ არიან..ვერ დავურეკავ. -მაშინ ვინმეს. -კარგით,დრო მომეცით-ნონას ვერ დაუკავშირდა,ხაზზე არააო,ლამის იყო შეშლილიყო ,ბოლოს სოსოს დაურეკა. -სოსო-ანერვიულებულად წარმოთქვა ბიჭის სახელი. -რა ხდება,ეკუნ? -სად ხარ? უნდა დამეხმარო... -მითხარი აბა. -მართვის მოწმობაუნდა მოძებნო ჩემს სახლში..მისამართს მოგწერს,მოდი აქ და გასაღებს მოგცემ.. -რა ხდება? -სწრაფად დადიხარო,წათხარეს ტვინი.. -კარგი,არაა პრობლემა...არ ინერვიულო,კარგი? -გელი...-ტელეფონი გათიშა და მანქანას მიეყრდნო..კანკალებდა და ციოდა,თუმცა ვის ადარდებდა ეკა...ტელეფონის ეკრანს უყურედა და ცქმუტავდა..ერთი სული ჰქონდა,როდის მოვიდოდა სოსო... მისი მანქანაც გამოჩნდა,დაინახა თუ არა სოსოს ნომერი,გაეღიმა.. -აქ ხარ..-გადაეხვია ბიჭი..-ყინულივით ხარ. -ჰო,მცივა.. -მოდი,ეს ჩაიცვი..-თავისი ტყავის ქურთუკი მოახვია. -გმადლობ..იქნებ მიშველო. -სანამ წავალ და მოვალ,აქ გაიყინები...დაველაპარაკები..ჰო იცი ქრთამით ჯოჯოხეთსაც იყინი. -კარგი,მაგრამ არაა საჭირო. -საჭიროა,ეკუნ... ხუთი წუთიც არ იყო გასული,როცა სოსო მორჩა საქმის მოგვარებას და ეკა მანქანაში ჩასვა.... -წავედით...შენსას წამოგიყვანენ. -მართალი ყოფილხარ...გმადლობ. -არ მიყვარს,როცა მადლობას მეუბნებია-გაუღიმა და მანქანა დაძრა. -კარგი ამბავი მაქვს...მაგარი ამბავი! -მითხარი,როცა მივალთ. -აუცილებლად...საოცარი ამბავია,სოსო... -საოცარი ხარ შენ! მეზობლებმა თავი გამოჰყვეს ეკას დანახვაზე,ბიჭმა მოიყვანაო..ხალხს ხომ ძალიან უყვარს ჭორაობა... -ეს ხალხი..-ბუზღუნით თქვა და ჩანთაში ჩაიხედა. -რამე მოხდა? -ხუთთეთრიანი არ მაქვს და ვაფშე არაფერი..არ მითხრა,რომ ახლა ხელით უნდა ამიყვანო. -მე მაქვს,მაგრამ არც ეგ იქნებოდა პრობლემა. -ოჰ...-გაუღიმა და ლიფტის ღილაკს თითი დააჭირა. -მოვედით..-კარი გააღო და დივანზე დახტა. -მითხარი აბა. -შემოდი და დაჯექი...ემოციებში ვარ...მაგარია ვახტანგი.. -რა მოხდა? -ოქსფორდში მივდივართ ორი კვირით,ძალიან მაგარი იქნება....მივყვაარ....უნივერსიტეტიდანაა და თან იქ ვნახავთ რამეს,სწავლა ..გართობა... -გილოცავ...ნიჭიერი ხარ.. -გმადლობ...აი,ამიტომ მოვდიოდი ჩქარა ალბათ. -მიხარი ძალიან..-გარეგნულად ბედნიერი იყო სოსო,მაგრამ არ იცოდა,როგორ გასძლებდა ორ კვირას ეკას გარეშე..არ უნდოდა ამის აღიარებ,მაგრამ ასე იყო..ის აღარ იყო ძლიერი ბიჭი,ასე მხოლოდ გარეგნულად ჩანდა. -რა იყო?-ეს არ გამოჰპარვია ეკას. -როდის მიდიხარ,ეკუნ? -ზეგ,საღამოს.. -მომენატრები..ხომ დამირეკავ ხოლმე? -ორი კვირაა. -გრძელი ორი კვირა იქნება...-ხელი მოკიდა ეკას ხელს და ლოყაზე მიიდო... -სოსო,დრო მალე გადის... -ზოგჯერ არა!-დარწმუნებით თქვა ბიჭმა. -გაიღიმე რა!-ფეხზე წამოდგა. მთელი ღამე ვერ დაიძინა..სოსოს სიტყვები აფიქრებდა და გრძნობდა,რომ ისიც იმავეს გრძნობდა...საოცრად უხაროდა,ეღიმებოდა,მაგრამ ამავე დროს გყლი სწყდებოდა კიდეც.... დილას ნონას ახარა ახალი ამბავი და სთხოვა,როცა ეცლებოდა საყიდლებზე წამოსულიყო...საღამოს დაქალმა სოსოსთან წაიყვანა,ცოდოა ბიჭიო..ბიჭს მართლაც უცნაურობა ემჩნეოდა... -რა გჭირს? სახე ჩამოგტირის...-ნონა გავიდა თუ არა,მაშინვე უთხრა. -არ ვიცი,შენს გარეშე როგორ გავსძლებ. -სოსო...ანუ? კარგი რა. -რაღაც მინდა განახო..ეს პერანგი ნახე..მოგიხდება,მინდა,ჩაიცვა ხოლმე... -ლამაზია..პერანგი ჩვენი პირველი საერთო საჩუქარი..-ვერც კი მიხვდა ეკა,რამ ათქმევინა ეს სიტყვები. -ნადმვილად! -გვრიტებო....-სახეგანათებული შემოხტა ნონა. -ნონაჩკი,მე იქ ახალ დარბაზებს დავიპყრობ..შენ კი არ მოდუნდე...გააკონტროლე ხოლმე რა,სოსო...-ახედა ბიჭს და შემდეგ დაქალისკენ წავიდა -აუ,ვახტანგი რა ბიჭია..მეც სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა..-დაიწუწუნა ნონამ. -ანუ მოგწონს? -არ იდარდო ჩემზე...თქვენ რას შვრებით? დარდობს.. -არაფერს,გოგო!-დაეჯღანა და ამ დროს სოსოც შემოვიდა..პერანგი დაუდევრად ჰქონდა შეკრული და სახე ალეწვოდა.. -რა გჭირს რა..შენც გაყევი მაშინ.. -ეკა,ამას არმოუსმინო...დღეს სადმე გავიდეთ ამის გარეშე..-ხელი მოკიდა და წამოსწია.. -ნონა,ბოდიში...-ლოყაზე აკოცა დაქალს და სოსოს გაჰყვა. -სახლს არ გადაგიწვავ,არ იდარდო!-მიაძახა ბიძაშვილს. -მართლა მომენატრები.. -გავიგე...და რა? რა გინდა,რომ გავაკეთო? დაგირეკავ ხოლმე. -მოვედით-კარები გაუღო და შემდეგ მიხურა. -ეს ის ადგილია,ძლივს რომ დაგიყოლიე -ღმერთო! ჰო..-პირზე ხელი აიფარა ეკამ,ძირს ჩამოჯდა..გრძნობდა,რომ გული გამალებით უცემდა... -მომენატრები,ეკუნ..-გვერდით მიუჯდა სოსო. -მეც ..მეც მომენარტები..-ბოლოს მაინც უთხრა ეკამ-მაგრამ დრო მალე გადის.ტელეფონი და მისი ჯანი-იუმორიც ჩართო. -ვიცი...ჩემო..-სიტყვა გაუწყდა,გოგონას მხარზე მოხვია ხელი და დენდარტყმულმა მისკენ მისწია...ეკა არ ინძრეოდა..ისიც გრძნობდა იმ უსახელოსა და შეუცნობელ მიზიდულობას. გაცილება ორმხრივად ემოციური გამოდგა..ერთ მხარეს სოსო და ეკას იდგნენ,მეორე მხარეს კი ვახტანგი ესაუბრებოდა ნონას. -რა დამთხვევაა-გაეცინა მამაკაცს. -ნამდვილად.. -ჩვენი რეისი გადის მალე...-აღნიშნა ეკამ და დაქალს თვალი ჩაუკრა..უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა ნონას,ვახტანგით მართლაც მოხიბლულიყო. -კარგი ვინმე ჩანს ნონა-როგორც ჩანდა,არც ექიმი ჩანდა გულგრილი. -კარგი გოგოა ნამდვილად...-ავიდა თუ არა თვითმფრინავში,სოსოს მოწერილი ნახა,უკვე მენატრებიო.. -იქ ყველაფერი სხვანაირადაა..ღირშესანიშნაობებსაც ვნახავთ.მიხარია,რომ ასეთი კარგი სტუდენტი მყავს. -მეც მიხარია,რომ ასეთი კარგი მასწავლებელი...-ჩაი მოსვა და ტელეფონი ჩანთაში ჩადო...თბილისში ჩასული სიმაღლის საოცრებებზე მოუყვებოდა სოსოს ალბათ.ეს მისი პირველი ფრენა იყო და საოცრად ეჩვენებოდა..პირველად რაც ხდება,ხომ სულ სხვანაირად ხდება..თითქოს სამყარო ბრუნავს,მერე ჩერდება და მერე..მერე რა ხდება,ეკამაც არარ იცის... და თვითმფრინავიც დაეშვა...მასწავლებელი და მოსწავლე ჩამოვიდნენ ერთად და დააკვირდნენ ლამაზ გარემოს..ვახტანგისთვის ეს არ იყო უცხო,თუმცა ეკას ეს ყველაფერი ძლიერ მშვენივრად ეჩვენებოდა.. „ლუქსებში“დაბინავდნენ და კარგად გამოიძინეს..ეკას სახე რომ გენახათ,შეგშურდებოდათ..ძალიან ბედნიერი ჩანდა,გამგზავრებამ ჩემს ბიოლოგიურ საათზე შესანიშნავად იმოქმდაო. იცოდა,რომ თბილისში გვიანი იყო,იცოდა,რომ სოსოს ეძინებოდა,მაგრამმაინც დაურეკა.უნდოდა,რომ პირველი ლექციის შესახებ მოეყოლამისთვის.საკუთარი თავის თვითონაც უკვირდა ეკას,ადრე ასე არასდროს მოიქცეოდა..ახლა კი უცნაური რწმენა ჰქონდა იმისა,რომ სოსო უპასუხებდა...განა ისარ აყალიბებმა თეორიებს ამ უცნაური გრძნობის შესახებ? -ეკა..-ბიჭის ხმამ დამუხტა და დამუხტა,დამუხტა საოცრად. -ჰო არ გაგაღვიძე? -კი,პირდაპირო. -ბოდიში. -არა,ძალიან გამახარე..მაინც შენ გხედავდი სიზმარში და მახსენდებოდა,რომ შორს ხარ.. -დღეს შესანიშნავი დღეა..და საერთოდ მაგარია! -მთელი საათი უყვებოდა ახალ ამბებს,მერე დაემშვიდობა და ვახტანგთან გავიდა.გაახსენდა მისი ნათქვამი,კინოში წავიდეთო..მასწავლბელთან მათლაც შესანიშნავ ურთიერთობას ამყარებდა. „თბილი სხეულები“ ნახეს.რამე ენახათ და არ ადარდებდათ,თუმცა ფილმის ნამდვილად მოეწონათ..ახლა ახალ ემოციებს გაუზიარებდა ეკა სოსოს.მეორე დღეს ნონასაც ელაპარაკა..მისი დაქალი აღელევბული ჩანდა.მგონი,მართლაც მოსწონდა ვახტანგი.სულ მასზე ეკითხებოდა ხოლმე ეკას. „შენს გარეშე სან დიეგო დაცარიელდა თითქოს“ „პოეტური ხარ“ „მენატრები,ეკუნ...“ -აუ,გენატრებ,ჰო?-ნონა გვერდით მიუჯდა სოსოს. -ჰო,ძალიან... -გიყვარს,ჰო? -ძალიან...-სუნთქვა გაუხშირდა ბიჭს. -უთხარი! -ვაპირებ. -აეროპორტში მოუწყვე რამე მაგარი-ურჩია ნონამ. -ფანტაზიაც ჰქონია-შუბლზე აკოცა ბიძაშვილს და გახარებული გავიდა გვერდით ოთახში.კედელზე გაკრულ კალენდარში კიდევ ერთი დღე უნდა გადაეხაზა...მხოლოდ სამი დღე რჩებოდა ეკას ჩამოსვლამდე...ეს სამი დღეც გრძლად ეჩვენებოდა,მაგრამ ითმენდა ან სხვა გზა ჰქონდა რო? -ჩამოდიან! ჩამოდიან! -მრავლობითში?-თვალი ჩაუკრა სოსომ და სააათს დახედა... -შენ იცი... ყვავილებით მორთულიყო ყველაფერი,მუსიკა და ბანალური რაღაცები ამშვენებდა აეროპორტს..ხალხის დიდი რაოდენობა იყო..ყველა ეკას ელოდებოდა...ეკასა და სოსოს შეხვედრის ადგილების სურათები ეჭირათ ხელში და ტექსტიც მომზადებული ჰქონდათ... ეკაც ნერვიულობდა..რამდენიმე ნაბიჯიც და სოსოს ნახავდა..ამგანშორებამდაარწმუნა იმაში,რომ ის მისი ცხოვრების განუყოფელი და წარუშლელი ნაწილი იყო...გოგონას რეალობაშიც ერწმუნა იმ უცნაურიგრძნობების..ადრეც კი სწამდა,მაგრამ ახლა უფრო ღრმად ერწმუნა... ისიც გამოჩნდა...სოსოც გამოჩნდა...ჰო,გამოჩნდა...გულის ცემა გახშირად,ეკამ უცნობ ემოციათა შემოტევა იგრძო,ამ ყველაფერს კი თავბრუს ხვევა მოჰყვა... უცნაურობები შენიშნა აეროპორტში და შემდეგ მუსიკაც გაისმა...სოსო უღიმოდა და...ბოლოს მისი სიტყვებიც გაიგო და კინაღამ ჩაიკეცა.. -მიდი!-ანიშნა ვახტანგმა სოსოკენ და მხოლოდ იმ წამს მიხვდა,რა უნდა გაეკეთებინა..მთელი აეროპორტი ტაშს უკრავდა,ყველა ერთ რამეს ელოდა და ეს ეკას რეაქცია იყო..გოგონა მივიდა,გაუღიმა,თვალებს ვერ აშორებდა,მაგრამ ვერც მოძრაობდა.. სოსომ ევას სახე ხელებშიმოიქცია..უყურებდა თვალებში და თითქოს,პასუხს ელოდა..შემდეგ ტაში გაისმა,მხოლოდ მას შემდეგ,რაც სოსოს ტუჩები ეკას ბაგეებს შეეხო.. ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი იგრძნო..შეუცნობელი გრნობები გამოუშვა... მეორე მხარეს ლამის იყო ნონას ამოვარდნოდა გული,როცა ვახტანგი მისკენ წავიდა. -გამარჯობა კიდევ-გაუღიმა მამაკაცმა. -გამარჯობა... -სადმე ხომ არ წავსულიყავით? ხვალ საღამოს..კვირაა და. -სიამოვნებით-თავის ფასების გარეშე დასთანხმდა ან რა საჭირო იყო? -აუ,მაგარი იყო....წიგნები ჩამოგიტათ „ბლექველიდან“-ღიმილით ეუბნებოდა ნონასა და სოსოს,რომელიც თვალებით ჭამდა. -ოო...ეგ ყველაზე დიდი მაღაზიაა ჰო ინგლისში? -ჰო,წიგნების...მოგეწონებათ.. -ჰო,ვთქვი გყვარობსო..-თვალი ჩაუკრა ნონამ და წყვილი მარტო დატოვა. -სად მიდიხარ? -პაემანი მაქვს ვახტანგთან.. -ოოოო...-თვალი ჩაუკრა სოსომ. -კარგი,წარმატებები....კარგი ბიჭია-გაუღიმა ეკამ. -ეკუნ...ძალიან სულელურად ხომ არ მოვიქეცი,იქ,აეოპორტში?-მიაშტერდა გოგონას და ჩაფიქრდა. _____ მოკლედ,ესეც ახალი თავი.წინა თავის ნახვებმა ძალიან გამადებილა.ალბათ,ბევრი იფიქრებდა,რომ წინა თავებზე მე "ვჩალჩობდი" ნახვებს,რადგან მეოთხე თავსა და წინა სამ თავს შორის დიდი სხვაობა იყო.ნუ,ასეთ რამე არასდროს მიკადრია და არც ვიკადრებ.ან რაში მარგია? წინაზეც ავღნიშნე,რომ,ალბათ,სურათისა და სათაურის გამო შემოდიოდით. მოკლედ,ამ ბოლო დროს ნაკლებად ვხედავ,რომ აქტიურობთ კომენტარებში.ან გეზარებათ და კითხულობთ და ან არ კითხულობთ.არ ვიცი.მეც არ ვდებ ხოლმე მალ-მალე თავებს,რადგან ვხედავ,რომ არ გაინტერესებთ. თუ გაინტერესებთ,დააკომენტარეთ,ეს ისტორია საუკუნეა,რაც დასრულებული მაქვს და,თუ სურვილი გექნებათ,ყოველ დღე დავდებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.