შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის... ნაწილი 4


6-03-2016, 00:06
ავტორი amordzali
ნანახია 2 362

ასე ჯერ არასოდეს შემშინებია, სახეზე ხელები ავიფარე და საწოლის თავს ავეკარი, მეშნია თვალების გახელის ნელა გავახილე და ისევ იგივე კადრი სიბნელიდან მომჩერებია... ალბად იმედი მქონდა მომეჩვენა და გაქრებოდა და რადგან სიევ იგივე კადრი შემრჩა კიდევ ერთხელ შევკივლე და საწოლიდან სწრაფად წამოვხტი, ფანჯარას ავეკარი , სიტუაცია არ იცვლება, ხმას ვეღარ ვიღებ ის ისევ ისე მიყურებს მეც თვალს არ ვაშორებ მხოლოდ მის თვალებს ვხედავ, ერთიანად ვკანკალებ და ცივი ოფლი მასხავს, ხმასაც ვეღარ ვიღებ....ის ის კი ისე მომჩერებია ჯიუტად და წამები საუკუნედ მეჩვენება მგონია კადრი გაიყინა არ ვიცი როგორ მოვახერხე ხმის ამოღება
-ვინ ხარ? მივმართე და დიდი იმედი მქონდა პასუხ მივიღებდი. ის , ის კი ისევ ისე მიყურებს , უფრო მეტად შემეშინდა და კიდევ ერთხელ ვიკითხე ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან? პასუხი ისევ არ იყო, თვალი ჩამრთველის კენ გავაპარე და მის ჩასართავად სწრაფი მოძრაობით შევბრუნდი,სიბნელეში ტუმბოს დავეჯახე და ლარნაკი ჩამოვაგდე შევხტი და სწრაფად მივაჩირე ხელი სინათლის ჩამრთველს ,აკანკალებული შემოვბრუდი და ოთახში სრული სიცარიელე დამხვდა...
ვიდექი და აქეთ-იქით ვიყურებოდი, ეს რა ხდება ჩემს თავს? ღმერთო რა ხდება , ოთახები შეშინებულმა დავათვალიერე ყველაფერი გადავამოწმე და უშედეგოდ,ყველაფერი რიგზეა, მობილურს დავხედე და დარეკვა დავაპირე მაგრამ გადავიფიქრე, არა არა აზრი არ აქვს არავინ დამიჯერებს , კოკასაც კი ჩემი გადაღლის ბრალი გონია და...რა ხდება ჩემს თავს,ნუთუ მეჩვენება, ? იქნებ მართლა მეჩვენება და იქნებ ვინმეს უნდა ჩემი გაგიჟება არა რა სისულელეა ვის ნ რისთვის ამისი არანაირი მიზეზი არ არსებობს, რას აღარ ვფიქრობდი, ისე ამოყო მზემ სხივები მაშინ გამოვერკვიე ფიქრებიდან, ორი კოლოფი დაცლილი სიგარეტიდან ერთი ღერი მიყურებდა დავწვდი და გავუკიდე, 7 არა ჯერ სიმშვიდეა ფანჯარა გამოვხსენი და სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,სიო მესიამოვნა თმა ოდნავ ამიწეწა და შიშველ სხეულზე ურცხვად მომეალერსა.
სარკეში შევათვალიერე საკუთარი გამოსახულება, თვალები დამსიებოდა, მეტყობა უძილო ღამის შედეგი,გაფითრებული ვარ, აშკარად არ ვგავარ ძველ ემილის
-დილამშვიდობის მომესმა კოკას ხალისიანი ხმა მობილურში, როგორაა ჩემი გოგო ?
-კარგად კოკა ვუპასუხე და ყავა დავისხი
-გამოგივლი და დღეს ჩემი ხარ, კომფორტულად ჩაიცვი და გაითვალისწინე დღეს სახლში არ იქნები
-სად მივდივართ კოკა, ჩავეკითხე.
-სურპრიზია საყვარელო, ასე რომ გამოგივლი მალე
-კოკა არსად წასვლის ხასიათზე არ ვარ ვცადე შეწინააღმდეგება, მაგრამ სიტყვა არ დამასურლებინა და მომზადება მთხოვა

ჩაცმა დასრულებული მქონდა, რომ კოკაც მოვიდა. არაფერი მითქვამს ღამით მომხდარზე უკვე თავადაც მეპარება ეჭვი საკუთარ თავში...
-ფერმკრთალი ხარ ემილი, მითხრა და ნიკაპზე მომეფერა
-არაფერი ცუდად მეძინა კოკა
-კარგი , მოეშვი და გამხიარულდი დღეს კარგად ვერთობით მითრა და ხელში ამიტაცა უნდა მოგიტაცო მეუბნებოდა და მაბზღრიალებდა
-კოკააა დამსვიი ავწუწუნდი, ჩემო უჟმურო,მიყვარხარ მითხრა და დამსვა.
მე კოკა და ჩვენი მეგობრები ქალაქგარეთ წავედით , შესანიშნავი ბუნება, ფანტასტიური გარემო ბევრი სიცილი გართობა,ასე კარგად საუკუნეა არ დაგვისვენია ერთად მეგობრებს, აგრილდა კოცონი დავანთეთ და კიდევ ერთხელ დავლიეთ ალკოჰოლით სავსე ჭიქები ჩვენი ერთად შეკრების აღსანიშნავად, სერგიმ გიტარაზე ბევრი გვიმღერა და გვაცინა ამ ღამეს კოტეჯებში ვათენებთ ასე რომ ხვალ მინერალური წ....ბი დაილაგეთ საწოლთან ნაბახუსევზე გამოგადგებათ აწუწუნდა თამარი და სერგის დაეჭყანა, სერგი და თაკო ყველაზე გადარეული ცოლ-ქმარი იყო ვინც კი მენახა ძალიან საყვარლები არიან არა მითხრა კოკამ როცა ჩემთან ცეკვა მოინდომა და ჩამეხუტა
-ხო თან ისე უხდებიან , ხასიათი ორივე ძაან კარგია, აუ კოკა რა კარგი დღეა არა ძაან განვიმუხტე დადებითად ვარ და დავისვენე,მიხარია ჩემტან რომ ხარ ვუთხარი ყურთან და მაგრა შემოვხვიე ხელები
-ემილიი ,ჩვენც კარგი წყვილი ვიქნებით მიყვარხარ მითრა და მიმიკრა

გვრიტებო , გამოგვძახა სერგიმ მე სიმღერას მოვრჩი და კიდევ ცეკვავთ გაიცინა და ჭიქები შეავსო.სასმელი ყველას მოგვეკიდა რამდნეიმე სათი კიდევ ვიყავით და საძილედ გავემზადეთ, ბარბაცით აიყვანა თაკომ სერგი, ნინი და კახა უკვე დიდი ხანია დასაძინებლად წავიდნენ, მე და კოკა შემოვრჩით,ცეცხლი ოდნავღა ანათებდა,მგონი აგრილდა კოკა ვუთხარი და ჟაკეტი შევიკარი..
-წავიდეთ არ გაცივდე მითხრა და კოცონი ჩააქრო ხელი მომკიდა და ოთახში შევედით.
წყალს გადავივლებ ვუთხარი და მობილური გავუწოდე შეაერთე რა ვუთხარი და აბზანაში შევედი.
გამოსვლისას კოკას ღვინო დაესხა ჭიქებში და გამომიწოდა, ემილი ჩვენი სადღეგრძელო დავლიოთ მითხრა და ჭიქა მომირტყა,გამეღიმა და მოვსვი,კოკა ჩავიცვავ და მოვალ ვუთხარი და ჭიქა მაგიდაზე დავდგი,
-მოიცადე, მითრა და მომიახლოვდა. არ გინდა მოდი ჩემთან მითხრა და წელზე ხელი მომხვია და მაკოცა
-კოკა არ გინდა ჩავიცვავ და მოვალ, გავუღიმე და პირსახოცი შევისწორე
-ემილიი, რატო მერიდები? არ გინდა ჩემთან? მეუბნებოდა და კისერში მკოცნიდა,
რაღაცნაირად სევდიანი გავხდი, თავი გავინტავისუფლე სიგარეტს გავუკიდე და აივანზე გავედი,კოკა გამომყვა, ემილი მაპატიე რამე არასწორად გაავკეთე? ან არასწორად გითხარი?
-არა კოკა არა ყველაფერი რიგზეა ვუთხარი და სახეზე მოვეფერე, როგორ ცივა შევიდეთ დავარღვიე სიჩუმე და შევბრუნდი
კოკამ ჩაცმა არ მაცალა კისერი გადამიცია და მაკოცა,მიმიკრა სხეულზე და ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული, გაუჩერებლად მკოცნიდა სახეზე და ყელში,წინააღმდეგობა ოდნავ გავუწიე და მერე მოვეშვი,როცა ჩემი სხეულიდან ნახევრად ნესტიანი პირსახოცი მომაშორა და სხეულზე მიმიკრა ჟრუანტელმა დამიარა,მისი ხელების ყოველ მოძრაობაზე ჩემს სხეულზე ჟრუანტელი მივლიდა , ხელებით ჩემს მკერდს შეეხო და ტუჩებით დაეწაფა..
-კოკაა , კოკამ სიტვა არ მათქმევინა ისე მიმიყვანა საწოლამდე და მის მკლავებში მოქცეული, ალერსში გაბრუებული ღიმილი დამთამაშებდა, ვნებაში ჩაძირული აჩქარებული სუნთქვა უფრო ამძაფრებდა კოკას ემოციას და ცხელი ტუჩებით ხარბად ეძალებოდა ჩემს სხეულს.ოთახში სრული სიჩუმე იდგა მხოლოდ სიამოვნება ნარევი კვნესა ახშობდა სიჩუმეს...
ბავშვივით ჩასძინებოდა კოკას და მშვიდად სუნთქავდა, თმაზე მოვეფერე და შუბლზე ვაკოცე, გამეღიმა , შევიშმუშნე და ღიმილმა გადამიარა სახეზე.
ოდნავ შემოღებულ კარს მისწვდა ჩემი მზერა და ჩემი კოშმარი განახლდა,ამჯერად სილუეტი მოჩანდა და ეს მზერა ეს თვალები მკლავდა,დაჟინებული ჯიუტი მზერა ჩემს თვალებს თითქოს ხვრეტსო.არაამქვეყნიურად შევკივლე და კოკაა ჩავძახე ყურში ხმამაღლა თან ხელით ვცდილობ შევანჯღრიო და გამოვაფხიზლო,კოკააა კიდევ ერთხელ დავიყვირე როცა ისევ დაჟინებით მიყურებდნენ ოთახის შუა გულიდან მისი თვალები....



№1  offline წევრი amordzali

ძალიან მაინტერესებს მკითხველის აზრი კარგი იქნება თუ მეტყვით :)

 


№2  offline წევრი evangelista

დედააა.. შემეშინდა სასწაულად. :( ძალიან დავიზაფრე.:(:D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent