შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (23-24-25-26)


6-03-2016, 01:01
ავტორი lipsspil
ნანახია 10 346

უცებ ძალიან გაუჭირდა საკუთარი გულისცემის გარდა რაიმე გაეგო, იგრძნო, როგორ მონატრებოდა მისი სიახლოვე და დაუმორჩილებელი, გულწრფელი სიხარული გამოეხატა სახეზე..
_​უკვე აქ ხარ? – მიანათა ღიმილიანი სახე
_ კი, აქ ვარ. – უპასუხა თორნიკემ და მის კომპანიას შეავლო თვალი. – მომენატრე ჩემო ანგელოზო – მოულოდნელად ძალიან ხმამაღლა ჩასჩურჩულა ყურში და მათთან დატოვა. თამთა გაოგნდა, ძლივს მოახერხა შემობრუნება. ვაკოს ფარული ღიმილი აღბეჭდვოდა, რასაც ირაკლიზე ნამდვილად ვერ იტყოდა კაცი.
_​დაჯექი ვაკო, დავიწყოთ — მოკალათდა გოგონა და ხელშეკრულების ნიმუში დაიდო წინ. – ვადები ალბათ უკვე იცი..
_​მეგონა დაშორდით.. როგორც ვხედავ ურთიერთობა ისევ არ გაცივებულა..
_​ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტან, მითუმეტეს არასათანადო დროს
_ რაღაც უცნაურად გიცინის სახე, დასკვნა ადვილი გამოსატანია. ისე მართალი გითხრა ცოტა მწყინს კიდეც, მაგრამ შენი ბედნიერი ღიმილი მართლა ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ხელშეკრულების დამარცვლაზე ნუ შეწუხდები, მაინც ვყიდულობ! – გაიღიმა ვაკომ და ხელზე ხელი მოკიდა – როცა შევატყობ, რომ ესეთი ღიმილი აღარ დაგიმშვენებს სახეს მერე გავიხსენებ ხელშეკრულების ხარვეზებს. – ვაკო წავიდა, თამთა დაფიქრდა “თუ ასე მეტყობა სახეზეც მის დანახვაზე აჩქარებული გული, ესე იგი ეს რაღაცას ნიშნავს.. რატომ მოიქცა ასე? რატომ მითხრა მათ გასაგონად მომენატრეო.. დავიჯერო იეჭვიანა? თუ უბრალოდ სამაგიეროს მიხდის უარყოფისთვის? მგონი მართლა მეტისმეტი მომდის.. ერთხელ მაინც ვიფიქრებ უკეთეს ვარიანტზე!” გადაწყვიტა და წამოდგა, თორნიკეს მოძებნა უნდოდა და დალაპარაკება მასთან. დარბაზში ვერ აღმოაჩინა
_​კობა, თორნიკე არ გინახავს?
_​წეღან აქ იყო, მგონი გარეთ აპირებდა გასვლას, სიგარეტი აიღო.. ბატონი თემური არ მოსულა?
_​არ მოვა, მერე აგიხსნი.
_​იყოს, არ არის საჭირო
_ კარგი, მადლობა – თამთა კარისკენ გაემართა და გასულმა ნაბიჯიც ვეღარ გადაადგა.. თორნიკე ტაქსიში სვამდა კოკისპირულად გამოპრანჭულ ოლიას.. ბურთი მოებჯინა ყელში, უკან დაიხია და დარბაზისკენ დაიძრა. ხმები დახშულად ესმოდა “აი რა ხდება, როცა ცივ გონებას ვკარგავ! როგორ შემეძლო მეფიქრა, რომ იეჭვიანა.. სამაგიეროს მიხდის! ახლა მე მინგრევს რეპუტაციას, სულელი გამოვყავარ!” შესულს კობა შეეფეთა
_ მოდი მოდი, მოსახლეების რიგი დადგა შენს მაგიდასთან, ვატყობ პრემია არ აგცდება.. – თამთამ ორ საათზე მეტი გაატარა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ხელშეკრულებები გააფორმა, პარალელურ რეჟიმში დაგეგმილი პროგრამა მიმდინარეობდა. ბოლო მოსახლე გაისტუმრა და კისერზე მოისვა ხელი.. ფურშეტის მაგიდისკენ მიმავალს კობა წამოეწია
_​მორჩი?
_​კი.
_​დაღლილი იქნები.. ესპრესო არ გაწყენდა.. ახლა რაღა დროსია, მაგრამ რომ გვცოდნოდა ამდენი კითხვა იქნებოდა და უმეტესი ერთი და იგივე, ტრიბუნასთან გამოგიყვანდით, ესე გაცილებით გაგიადვილდებოდა..
_​არაუშავს, მთავარია საქმე გაკეთდა.
_ წავედი, იავნანას დრო დადგა.. – კობამ მოწვეულ ოფიციალურ პირებთან საუბარში გართულ თორნიკეს რაღაც გადაულაპარაკა და სცენისკენ წაიყვანა. ბინის გადაცემის ცერემონიამ ემოციურად ჩაიარა.. მრავალშვილიანი დედა დოლიძეს მკერდზე აქვითინდა, მქუხარე ტაში დიდხანს არ წყდებოდა, დღის ოფიციალური ნაწილი ამით და ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა. მოსახლეების და სტუმრების ნაწილი წავიდა, ახლა უკვე შეიძლებოდა კორპორატიულ ფორმატში გადაეტანათ მხიარულება. თამთა ბარს მიუჯდა, კოქტეილი დალია. ირაკლი მიუახლოვდა, ნასვამი ჩანდა.
_​ყოფილი ქმარი ლამის გმირად შეგირაცხეს წეღან..
_​სიკეთე კარგ რეაქციებს იწვევს..
_​ეჭვი მეპარება.. შენზე არ ჭრის ყოველ შემთხვევაში. იმდენი სიკეთე მომიბრუნდე უკან..
_​ნუ ავურევთ ბატონო ირაკლი, ეს მოსაწვევები უფრო იყო იმ ჟანრის სპექტაკლზე, რომელსაც მე არასოდეს ვესწრები. ვისურვებდი ეს საუბარი ამითვე დაგვესრულებინდა..
_ კარგი, მაგრამ დაიმახსოვრე პატარა ლამაზმანო.. ბოლო საუბარი აუცილებლად ჩემს.. ჩვენს.. სასიკეთოდ დასრულდება – შამპანურის ჭიქა მაღლა აწია და ჟესტით ანიშნა გაგიმარჯოსო, გამოცალა და გასასვლელისკენ დაიძრა. “თავხედი!” გაიფიქრა და მეორე კოქტეილი დაცალა. მოთენთილობა იგრძნო.. წინა დღეების დაღლილობამ იჩინა თავი. მისკენ მიმავალი კობა და თორნიკე შენიშნა
_​არაჩვეულებრივად გაართვი თავი.. ახლა განტვირთვის დროა, ვიცეკვოთ?
_​არა, მადლობა კობა. უნდა წავიდე..
_​რა? არავითარ შემთხვევაში! აქედან პიანო ბარში გადავდივართ ვიწრო კოლექტივი..
_​წამოდი ჩვენთან ერთად.. – გაისმა თორნიკეს ხმაც.. თამთას ისევ აუჩქარდა გული, ოღონდ ამჯერად სიბრაზისგან
_​უჩემოდ წადით, უკაცრავად, მაგრამ დასვენება მინდა, მართლა მირჩევნია წავიდე..
_​გაგიყვან..
_​არა მადლობა, ტაქსით გავალ, შენგან უხერხულია სტუმრების დატოვება..
_​გასასვლელთან დაგელოდები.. – დინჯად უთხრა და წავიდა, თამთამ მერეღა შენიშნა, რომ კობა შეუმჩნევლად წასულიყო. ჩანთა აიღო, პალტო ჩაიცვა და გავიდა. თორნიკეს მანქანა უკვე დაექოქა და ელოდა
_​სახლში მიდიხარ?
_​კი, სახლში..
_​რომელ მისამართზე? – თამთამ თორნიკეს შეხედა.. მამაკაცი სერიოზული იყო
_​ფაქტიურზე – თამთას ტონი საკმაოდ დამაჯერებელი, მაგრამ რბილი და მშვიდი იყო
_​გავიგე სახელმწიფოს ორგანიზებული ტენდერი რაღაც მანქანებით შემოგიბრუნებია..
_​კანონის ენით..
_​კანონის ენით მოხიბლული მშიერი აფთარივით დაძრწის ბოლო პერიოდია შენს გარშემო..
_​ამაზე პასუხი უნდა გაგცე?
_​შეეცადე თუ არ შეწუხდები..
_​დარწმუნებული ვარ საპირისპირო მხრიდან რა ხდება არც ეგ ხმები დარჩებოდა შენამდე მოუღწეველი..
_ ირაკლი სახემწიფო ორგანოს წარმოადგენს, სერიოზული თანამდებობის პირია.. ჩემს კომპანიასთან სერიოზული კონტრაქტი აქვს.. ვალდებული ვარ ყველაფერი ვიცოდე რაც ჩემს საკუთრებასთან აკავშირებს! – ორაზროვანმა ფრაზამ თამთა დააბნია, მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა
_​როგორც უკვე აღნიშნე შენს საკუთრებასთან დამაკავშირებელი დოკუმენტი უკვე შენთან ინახება, იქ დეტალურადაა განხილული ყველა წვრილმანი
_​არაოფიციალურიც?
_​მეგონა საკუთრებაზე ლაპარაკობდი..
_​ასეც არის! – სვლა შეანელა თორნიკემ, გზიდან გადაუხვია და გააჩერა – რა ხდება?
_​კარგი.. შეიძლება რაღაცას მართლა ცდილობდა უღიმღამოდ, მაგრამ ჩემი მხრიდან ეს ყველაფერი თავიდანვე გარკვეული იყო და მან იცის ამის შესახებ.. ძალიან კარგად იცის
_​..და წეღან ბართან გადაიმეორა?
_​თორნიკე უკვე გაგეცი გარკვეულად პასუხი..
_​მაშინ რამ შეცვალა შენი რეაქცია?
_​რას გულისხმობ?
_​მათ გარემოცვაში მყოფს აშკარად გაგიხარდა ჩემი დანახვა, მერე ისევ ხმალამოღებული თამთა გახდი!
_​ქალი ვარ, ვიკეკლუცე და გავბრაზდი, როცა შენი ზეაღმატებული “მომენატრე ჩემო ანგელოზო” – თი უხერხულში ჩამაგდე.. ეს ვერსია მოგწონს? – ბრაზი გაურია ხმაში
_​რა ზუსტად დაგიმახსოვრებია..
_​თორნიკე, ძალიან დავიღალე.. მადლობელი ვიქნები, თუ მანქანას დაძრავ და სახლამდე მიმიყვან როგორც დამპირდი..
_ კარგი! რაკი ასე გინდა ასე იყოს.. ვხედავ აზრი არ აქვს კერკეტი კაკლის ტეხვას, მითუმეტეს თუ ხვდები, რომ შიგთავსი უინტერესო ხდება.. – თამთას ალმური მოედი, საშინლად ეწყინა, თუმცა არაფერი შეუმჩნევია “ოლიას ტეხვა უფრო საინტერესოა და კარგადაც გამოგდის, რაღა კბილს მისინჯავ მაშინ..” – ეჩხუბებოდა ფიქრში.. მანქანა თამთას სახლს მიადგა
_​მალე, უკან უნდა დავბრუნდე, მელოდებიან..
_ საშინელი, ორპირი ადამიანი ხარ! ისე რომც დააგვიანო მაინც ღიმილით დაგხვდება, უკრაინული წარმოების უნივერსალური სამაშველო რგოლია! – თავისდაუნებურად მიახალა და მანქანის კარი მიუჯახუნა. “ღმერთო..როგორ ვიქცევი.. ეს რატომ ვუთხარი, ვინ მეკითხებოდა! ახლავე დავურეკავ და ბოდიშს მოვუხდი!” გადაწყვეტილება მიიღოდ ა მაშინვე აკრიფა მისი ნომერი, თორნიკემ გაუთიშა.. უკანა გზაზე მიმავალს დიდხანს ეჭირა ტელეფონი ხელში, “დამინახა” ფიქრობდა და სასიამოვნო ღიმილი უფრო და უფრო უპობდა ბაგეს.
**************************
თამთა აღელვებული შევიდა სახლში, დაოკება უჭირდა. ისე ფორიაქობდა, ადგილს ვერ პოულობდა! “თავი ვინ ჰგონია? მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ასე აგდებულად მოქცევა! ცოტა დამაცადე.. არასოდე გიპასუხებ ტელეფონზე! არასოდეს ვცემ პატივს შენს აზრებს, აღარასოდეს მომენატრები! ქალს ასე როგორ უნდა მოექცე?!.. თითქოს კიდევ მე ვიყავი დამნაშავე, ერთადერთი მიზანი გაქვს ვიცი! დღეს კიდევ ერთხელ დამიმტკიცე, რომ თუ ლეკვივით არ გაგიგორდები ფეხებში სულ არ გაინტერესებ.. რა სულელი ვარ! მასთან ერთად იყო და აქეთ რა დღეში ჩამაგდო.. კიდევ მე ვნერვიულობ! ნახავ თუ არ ინანებ შენს საქციელს.. საბედისწერო ქალი გჭირდება? კი ბატონო..” აღარც ცივი გონება ახსოვდა და არც საკუთარი თავისთვის მიცემული ჭკვიანური რჩევები. იბანავა და სვლი თმით ჩახტა ლოგინში. თვალები ისე ფართოდ ჰქონდა გახელილი, კიდევ ორი ან სამი საათის უძილობას უქადდა. თვალწინ დაუდგა გოგოებთან ლაპარაკი.. “არასოდეს არაფერი შეგეშლება თუ ყველაფერზე ასე გეცოდინება პასუხი, თუ ყველაფერს ასე ლოგიკურად, გაურისკავად მიყვები, მაგრამ დაიმახსოვრე! ეგ არ იქნება ნამდვილი ცხოვრება! თუ გემოს გაგება გინდა უნდა გეტკინოს, იტირო.. შეიძლება არც მოხდეს ესე და ყველაფერი ამ დრამის და ემოციების გარეშე დასრულდეს ბედნიერად, მაგრამ უნდა გარისკო! ეს ყველაზე მთავარია.. ყველა რისკავს, ყოველდღე.. შენ გამონაკლისი არ ხარ, შენც მოკვდავი ხარ და თუ შეცდომას დაუშვებ ქვეყნის დასასრულად არ უნდა ჩათვალო..” გაიკივლა გონებაში და კიდევ უფრო დაჭყიტა თვალები. ჰოდა სწორედ ასე მოიქცევა! გარისკავს გახდეს ისეთი, როგორიც თორნიკეს ჭკუას ასწავლის.. შეიძლება ამან კარგი არ მოუტანოს, მაგრამ ყველა რისკავს! ყოველდღე! სასწრაფოდ მოხარშა ყველაზე უწყინარი რჩევა სათავისოდ და ისე ტკბილად დაეძინა, როგორც უეცრად გამდიდრებულ ღატაკს ბატის ბუმბულზე.
მეორე დღეს სამსახურში წასვლამდე გამოეწყო, სანამ შესაძლო სრულყოფილებას არ მიაღწია სარკეს არ მოშორებია. მისვლისთანავე საქმეს შეუდგა წინა დღეს რომ ასე დაუღალავად დაეგროვებინა. მარიკომ ირაკლისთან გადასაგზავნი ანგარიში შეუტანა, ის პუნქტი, რაც გაკეთდა ოფიციალურად უნდა აღბეჭდილიყო. “ძალიან კარგი” გაიფიქრა და ღიმილმა შეურხია ტუჩები. დოკუმენტები სასწრაფოდ მოაწესრიგა, მეილი გახსნა და ელექტრონული ვერსია გადაგზავნა, რომ წინასწარ შეემოწმებინათ ბეჭდის დარტყმამდე. იცოდა ირაკლი შანსს არ გაუშვებდა მისთვის რაიმე არ მიეწერა, არც შემცდარა..
_​ყველაფერი სწორია, როდის გადმომცემ ბეჭედდასმულს? – ნახევარ საათში მიიღო პასუხი
_​კურიერი გადმოგცემთ სამუშაო დღის ბოლომდე
_​ოჰ.. როგორ ჯიუტობ..
_ ისე, რომ საბოლოოდ თქვენი სიჯიუტე დავჯაბნო! ნახვამდის – მიწერა და უცებ მიხვდა, რომ ეს იარაღად შეიძლებოდა ქცეულიყო. გუმანით გრძნობდა, რომ ამით ირაკლის მამაკაცურ თავმოყვარეობაზე იმოქმედა, ის ხომ იმ ასაკის და კატეგორიის მამაკაცებს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ქალის უარი ან სიჯიუტე მხოლოდ თამაშის ნაწილი ჰგონიათ და საბოლოოდ მაინც აღწევენ თავისას. არც ამჯერად შემცდარა.. კურიერი უზარმაზარი თაიგულით დაბრუნდა. “ცივ, ყვავილოვან ომს გიცხადებ! შენი სიჯიუტე ჩემსასთან შედარებით ძალიან ნაზია”
_​შემოვიტანო? – გაისმა თაიგულის მიღმა კურიერის ხმა
_ არა, კართან დადეთ.. მადლობა – თამთამ კართან ააყუდებინა ყვავილები როგორც წინა შემთხვევებში და მარიკოს დაურეკა, საბუთები უკვე ირაკლის აქვსო. ამას სრული გულწრფელობით აკეთებდა როგორც წინა მიბრუნების შემთხვევებში, მართლა ისევ ისე უნდოდა მისი მოცილება, მაგრამ გაუხარდა, რომ ეს შემთხვევა თორნიკეს იქ ყოფნის განმავლობაშიც მოხდა.
თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ მარიკო მასთან მიქაქანდა
_​კიდევ გამოგზავნა?
_​ფოსტაში დავრეკე, კურიერი მალე მოვა და წაიღებს..
_​გადასარევი პირდაპირ, როგორ არ ჩერდება
_​გაჩერდება ოდესმე
_​ნუთუ არ იცის, რომ შენ და თორნიკე.. – მარიკო გაჩერდა – რომ ყოფილი..
_​შენ წარმოიდგინე როგორი უტიფარია.. მაგრამ არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ მის დასაოკებლად!
_​დაელაპარაკე თორნიკეს, უთხარი ესე ესეა თქო და თვითონ იქონიოს მასთან ურთიერთობა..
_​მარიკო.. ეს სამსახურის და სხვა დანარჩენის ერთმანეთში არევაა, ამას არასოდეს დავუშვებ! ის არ არის ვალდებული საქმეები მირჩიოს.. იმედია არაფერს ეტყვი ამ შემთხვევაზე..
_​ჰმ.. შენ გგონია მის ყურამდე ამას არავინ მიიტანს?
_ ვიცი, რომ მიიტანენ, ამიტომაც ნუღარ ეტყვი დამატებით, მარაზმია.. – იცოდა, სწორედაც, რომ იცოდა მივიდოდა მის ყურამდე და იმედი ჰქონდა დოლიძე აუცილებლად განრისხდებოდა ასეთ დაუფარავ თავზე გადახტომაზე. რაც არ უნდა ყოფილიყო თორნიკე ქართველი მამაკაცი იყო და არ აიტანდა ასე აშკარა ნადირობას მის ყოფილ ცოლზე.. თუნდაც ფიქტიურზე. არც ამაში შემცდარა.. კურიერმა მოსვლაც ვერ მოასწრო თორნიკე ისე მალე გაჩნდა მის კაბინეტთან. თამთა კურიერს ელოდებოდა და კარი ღიად ჰქონდა დატოვებული.
_​“შენი სიჯიუტე ჩემსასთან შედარებით ძალიან ნაზია..” – მოესმა მისი ხმა და შეკრთა.. – ბარათის ზომა საშუალებას რომ აძლევდეს სონეტებს მოგწერდა.. – თამთა წამოდგა და მაგიდას მიეყრდნო
_​რატომ გადაწყვიტე, რომ სხვისი ბარათების წაკითხვა შეგიძლია?
_​მერე გეტყვი.. ახლა პირდაპირ მიპასუხე რა უნდა ამ სირს შენგან! – მისკენ დაიძრა, ქაღალდი მოჭმუჭნა და მოისროლა
_​რას აკეთებ? ყველა გზავნილს ხელუხლებელს ვუგზავნი უკან, რატომ დაკუჭე?
_​გაგზავნამდე ხომ არ ასკანერებ კიდეც?
_​მეჩვენება, თუ ზედმეტად ხარ დაინტერესებული ამით?
_​არა, არ გეჩვენება! – ამ პასუხს არ ელოდა, მსახიობის ოსტატობა მოიკრიბა და თვალებში შეხედა
_​არ უნდა იყო.. შენ გენერალური დირექტორი ხარ, თანამშრომლის და მითუმეტეს ყოფილი ცოლის “პაკლონიკები” არ უნდა გაინტერესებდეს..
_ კარგი, ჩავთვალოთ, რომ სულელი ხარ და ვერ ხვდები.. მითუმეტეს, რომ შენ ჩემი ყოფილი ცოლი ხარ, სულ ახლახანს გაყრილი ჩემთან და მითუმეტეს, რომ აქ, ჩემს კომპანიაში მუშაობ სერიოზული დაბრკოლება უნდა იყოს კაცისთვის, რომელსაც კაცობაზე აქვს პრეტენზია!
_​აჰა.. და რამდენი ხანი უნდა გავიდეს, რომ ეს დაშვებული გახდეს?
_​ასე მგონია თვითონაც მოგწონს მისი გზავნილები..
_​საიდან მოიტანე?
_​მას კი არა ჩემს თავს ვიცავ! ეს არგუმენტი რამდენ ხანს უნდა მდევდეს თან?!..
_​როგორც კი სამსახურის კედლებიდან გახვალ შეგიძლია მაშინვე მოიხსნა ეგ არგუმენტი თუ ასე გიჭერს! მაგრამ აქ! ასეთი შემთხვევა აღარ მოხდება..
_​თავს არ ვიმართლებ, მაგრამ არ მინდა იფიქრო, რომ მე ვაძლევ ამის უფლებას, რაც უფრო ვუშლი უარესს აკეთებს და..
_​ვიცი არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ეს პიკია! უნდა გეთქვა ჩემთვის.. ვინმესთვის..
_ თორნიკე არ ვაპირებ ირაკლისთან ურთიერთობა მესამე პირების დახმარებით ვაგვარო, მითუმეტეს თანამშრომლების და მითუმეტეს ყოფილი ქმრის! გამაჩნია საკმარისი ძალა საიმისოდ, რომ თვითონ მივუჩინო ადგილი! დიპლომატიურად!
_​სანამ შენ ამას არ აპირებ და ურთიერთობების ხელოვნებას ხვეწავ ჩემი რეპუტაცია ილახება! ამიტომ ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება..
_​რას აპირებ?
_​ძღვენების აღმოფხვრას სამსახურში..
_​კარგი, მაგრამ ეცადე ამან ჩემი პირადი ცხოვრება არ დააზარალოს – კარისკენ მიმავალი თორნიკე შეჩერდა
_​შენ პირადი ცხოვრებაც გაქვს?
_​შენ როგორ ფიქრობ?
_​არ ვფიქრობ, გეკითხები..
_​ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.. უბრალოდ როცა საკუთარ რეპუტაციაზე ასე ზრუნავ ჩემიც დაინდე!
_​არ მომწონს შენი რეჩები..
_​აბა როგორი მოგწონს? შენთვის სასარგებლო? თუ სხვა ენაზე?
_​ჰო, ასეა! – მკაცრად მოუჭრა და ახლოს მივიდა. თამთამ თვალებში ჩახედა, უკან დაიხია მაგიდას მიუჯდა ღიმილით
_​წარმატებები..
_​რატომ იღიმები?
_​ამ წუთას ამ კომპანიიდან წასვლის შესაძლებლობა ვიგრძენი, კარგი დასაწყისია ახალი ცხოვრებისთვის, ვიცი მეთანხმები..
_​ჰოო? – თორნიკე ძალიან მშვიდად მივიდა მასთან, სკამიდან მაგიდაზე ერთი ხელის მოსმით შესვა, მარჯვნა ხელი თმაში შეუცურა და ტუჩები ისევ ისე მიუტანა სუნთქვასთან, როგორც ადრე..
_​ამ წუთას რა იგრძენი? – თამთას ტუჩები დასწვა მისმა საუბარმა, სუნთქვამ.. თვალები დაახამხამა, აზრზე მოვიდა და უპასუხა
_ იმედგაცრუების ფარული სუნი, რომელიც შენგან წამოვა წუთი-წუთზე – გოგონამ სახე მოაშორა მას, ცხვირზე აკოცა და მაგიდიდან ჩამოხტა – ვიცი დიდხანს არ გაგიგრძელდება, სლავური გარეგნობა ძველი, ხალხური რეცეპტივითაა.. უებარია!
****************************
_​გგონია ისე კარგად თამაშობ, რომ არაფერი გემჩნევა? — გაიღიმა თორნიკემ
_​რას გულისხმობ?
_ არ იცი ხო რასაც ვგულისხმობ? კარგი.. მაშინ ბოლო გაუგებარ ფრაზას გეტყვი.. უებრობა ნებისმიერ ვარიანტში უფრო ადვილი მოსაძებნი იქნება ჩემთვის, ასე, რომ დაფიქრდი რას აკეთებ თამთა.. – გოგონას ათასი პასუხი და კითხვა მოაწყდა ბაგეზე, მაგრამ სისულელეების დახვავებას გაჩუმება არჩია..
_​თუ გინდა არ გაჩუმდე.. გულთან ახლოს არ მიმაქვს როცა სისულელეებს როშავ!
_​წადი.. – აღმოხდა ჩამქრალი ხმით, თორნიკე არ იძვროდა
_​წადი გესმის?..
_​ჩემი წასვლა გულში ჩაგროვილ სიბნელეს ვერ გაგიქარწ.…ბს
_ ეს ჩემი საქმეა სად რას გავიქარწ.…ბ! თუ მოვინდომებ აუცილებლად ისეთ ადამიანთან ვიქნები გულწრფელი, რომელსაც შენგან განსხვავებით ქალთან მოპყრობა და ჰუმანურობა არ ესწავლება.. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ ამას რომ გეუბნები, მაგრამ ასეა! შენ ქალთან მოქცევის არაფერი გესმის.. შეიძლება ძალიან კარგადაც გესმის, მაგრამ ჩემთვის არის ეს ყველაფერი ძალიან მიუღებელი.. ორივე შემთხვევაში ერთ დასკვნამდე მივდივართ.. მე და შენ ვერასოდეს შევძლებდით ერთმანეთისთვის გაგვეგო! ამიტომ ლანძღვას არ დაგიწყებ, აზრს ვერ ვხედავ შენგან რაიმე მეწყინოს კიდევ..
_​სულ ერთი ვხდები შენთვის?
_​არა.. შენს პოზიციას ვიკავებ ნელ-​ნელა!
_​და იცი რა პოზიცია მქონდა აქამდე? არაერთხელ მითქვამს და მიმინიშნებია შენი სიახლოვე მჭირდება მეთქი.. ნუთუ იგივეს ფიქრობ? – გაეღიმა თორნიკეს
_​შენთან სერიოზულად საუბარი გამორიცხულია.. მარტო იმაზე ლაპარაკობ, რაც შენ გინდა, მარტო იმას აკეთებ, რაც შენ მოგწონს, რის გამოც შენ გრძნობ თავს კარგად..
_ ჰოო? აბა სხვანაირად შევხედოთ ყველაფერს.. ერთი მდიდარი მამიკოს შვილი, რიგითი პრინცესა ხარ, რომელსაც კარგად გასასაღებლად მამამ საოცარი დადგმები გამოუნახა.. მიხვდა, რომ მომეწონე, მერე სპეციალურად გადაგმალა, რომ ჩემი ინტერესი გაცხოველებულიყო, მერე თითქმის მიუწვდომელადაც გაქცია, რომ სპორტული ინტერესიც გამჩენოდა! ბოლოს თხასავით გაგყიდა ჩემზე, რომ საკუთარი გადაერჩინა და საბოლოოდ ისიც დაუშვა, რომ ლოგინში ჩამეწვინე! არ ფიქრობ, რომ თემურს, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია ამის დაშვება შეეძლო? მეტსაც გეტყვი, იმასაც ვფიქრობ, რომ ეს შენც ძალიან კარგად იცოდი, ქალური მომხიბვლელობით და ეჭვიანობის მოწყობილი სცენებით გამახელე და ახლაც ამას აკეთებ, თან რომ მიდიხარ და თან არ მიდიხარ! ერთხელ მაინც თუ წაგიკითხავს კონტრაქტი? იქ არაფერი წერია შენს უეჭველ თანამშრომლობაზე, პირიქით! გარკვევით ჩავაწერინე, რომ როცა მოისურვებ მაშინ წახვალ.. იმდენად ცდილობ უფრო და უფრო დამაინტერესო, სამსახურშიც აგზავნინებ ვიღაც ოპერის აჩრდილს ბაღნარს! არც ცრემლები გავიწყდება და არც ხელის კვრა იმ მომენტში, როცა იცი, რომ მამაკაცი არ წავა.. – თამთა გაქვავდა.. ისევ იგრძნო როგორ დაუბუჟდა და გაუხურდა საფეთქლები, ყურები, გული.. იგრძნო როგორ მოუნდა ტირილი..
_​არც ერთი სიტყვა არ არის სწორი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხატზე დაგიფიცებ, რომ ცდები.. ასეთი არ ვარ!
_ ველოდი, რომ ამას მეტყოდი და მიხარია! არა მე ეს მანამდეც ვიცოდი, უბრალოდ იმიტომ დაგიხვავე მთელი ეს სიბინძურე, რომ ამით ძალიან კარგი შანსი მოგეცი შენც და ჩემს თავსაც გრძნობები გამოგემჟღავნებინა. ახლა თავისუფლად შეგეძლო გეთქვა მართალი ხარ, ოღონდ გამიშვიო, მაგრამ თავის მართლება დაიწყე.. ეს იცი რას ნიშნავს სულელო? სულ ერთი არ არის შენზე რას ვიფიქრებ, არ გინდა ცუდი წარმოდგენა მქონდეს შენზე, გინდა მჯეროდეს, რომ ძალიან, ძალიან კარგი ხარ.. წასვლა ვისაც მართლა უნდა სხვანაირად იქცევა! მოუქნელი, ხისტი ადამიანი ხარ.. იმდენად ჯიუტი, რომ ფიქრის დაშვებაც არ შეგიძლია..
_​რის.. რის დაშვება?!.. თორნიკე რა გინდა ჩემგან..
_​იგივე კითხვა მაქვს და იმედი მაქვს ამჯერად მაინც მიპასუხებ გულწრფელად..
_​ისევ.. კარგი! შენგან უკვე ერთადერთი რამეღა მინდა.. როგორმე თავი დავაღწიო შენს გარშემო შექმნილ ქაოსს და შენც!! დავიღალე
_​ველოდი როდის დაიღლებოდი..
_​გეხვეწები არ დაიწყო.. აღარაფრის მოსმენა მინდა, შენ არაფერი გესმის.. არც მოველი, რომ გაიგებ, უბრალოდ მომეცი საშუალება წავიდე და დაგივიწყო..
_​რატომ ცდილობ დამივიწყო თამთა..
_​აბა რა გავაკეთო – უმწეობა გაისმა მის ხმაში
_ მომისმინე და თვითონაც გულწრფელი იყავი ჩემთან, მე დავიწყებ! ვიცი, რომ ქალი ხარ და ბევრი რამე მოხდა ისეთი, რაც შენში ეჭვს იწვევს ან გაბრკოლებს, მაგრამ არც იმის საშუალებას მაძლევ რაიმე გავაკეთო შენს მოსაბრუნებლად. სუსტი ხარ და ბავშვური, ჭკვიანური რისკის მაგივრად ყველაფერზე უარის თქმა გადაწყვიტე! ამის ნებას მოგცემდი მართლა რომ არაფერს გრძნობდე, მაგრამ ასე არ არის!.. სანამ გადაწყვეტილებამდე მიხვალ დაფიქრდი ამაზე – თამთა საშინლად გაბრაზდა! არა იმიტომ, რომ თორნიკე ცდებოდა.. იმიტომ, რომ მისი ყოველი სიტყვა სრული სიმართლე იყო და შეწინააღმდეგება აღარაფერს შველოდა
_​შენგან დამაიმედებელი და მფარველი წინადადებების ნაკადი სულ მოდის! მაგრამ რეალურად სხვანაირად იქცევი!
_ ასე რომ არ მოვიქცე იმასაც ვერ მიხვდები, რომ გრძნობაც გაქვს ჩემს მიმართ სექსუალური ლტოლვის გარდა, რომელსაც ასე “ოსტატურად” მალავ მაცდური და დამღუპველი ქალის მიღმა, როგორღაც რომ გარდაისახები ხოლმე – თორნიკეს გაეღიმა
_ აი, ხედავ? ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ცუდად ვგრძნობ თავს! ეს ურთიერთობა დამღუპველია ჩემთვის! მჯერა, რომ ერთად ყოფნა უნდა აკეთილშობილებდეს, უკეთესს უნდა ხდიდეს წყვილს, მე კი შენს გვერდით ერთხელაც არ მიგრძვნია ეს! სულ გამოსავალს ვეძებ, სულ თავს ვიცავ, სულ ვბრაზობ, ვეჭვიანობ, მეშინია, ვიძაბები.. არ მინდა ამ ყველაფერს ვგრძნობდე! ურთიერთობა და სიყვარული ოდესმე სხვანაირად წარმომიდგენია.. ამით გამოწვეული სასიამოვნო, ყველაზე ხანგრძლივი აფექტის და ვარდისფერი სამყაროს გარდა უკეთესი უნდა გავხდე, ამის სტიმული უნდა მქონდეს, დადებითი რაც მაქვს იმდენად უნდა განვითარდეს, რომ უარყოფითი გააკეთილშობილოს.. იგივეს უნდა გრძნობდე შენც, შენ უნდა მომცე ამის სტიმული..
_ შენს მონათხრობში ყველაზე საინტერესო ბოლო ფრაზა იყო.. მე უნდა მოგცე სტიმული, მე.. მე უნდა ვიყო შენს გვერდით და უამისოდ თვითონაც ვერ წარმოგიდგენია.. ქვეცნობიერს ებრძვი! თვითონაც არ მოელოდი ისე შეგიყვარდი ჩემთან ყოფნის მერე.. აი ეს არის მთავარი! ერთმანეთის გაკეთილშობილებაზე კიდევ მაშინ ვიზრუნოთ ურთიერთობას რომ ვისწავლით..
_​ამას ვერ ვისწავლით თორნიკე, ასე ადვილი გგონია? აბა რას ვაკეთებდით ამდენ ხანს?
_ შენ მებრძოდი, მე ნებას გაძლევდი თვითონ მიმხვდარიყავი, რომ სულ უაზროდ მებრძოდი.. – გოგონას ძალიან მოუნდა პირწმინდად ჩამოერაკრაკებინა ყველა ის დეტალი, რამაც ასე გააბრაზა, რის გამოც მასთან ურთიერთობის ეშინოდა, მაგრამ ვერაფერი თქვა.. იმიტომ, რომ ყველაფერს მოუძებნა ახსნა, მისმა საუბარმა ყველა ეჭვიანობას, გაურკვევლობას და შიშს გასცა პასუხი.. დანარჩენს არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.. მნიშვნელობა უფრო დაკარგა ყველაფერმა, როცა მომნუსხველი ღიმილით მიუახლოვდა დოლიძე და წელზე ხელი მოხვია
_ შენ ჩემი ხარ სულელო.. ჩემი! მარტო ჩემი და რამდენიც არ უნდა იფორიაქო მაინც მიხვალ ამ დასკვნამდე – თორნიკემ თამთას აკოცა, ისე, თითქოს მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო, ისე, თითქოს როცა მოისურვებდა სულ ასე მოხდებოდა და არც ცდებოდა, იმ წუთას გოგონა მთელი გულით და გრძნობით პასუხობდა მას! – აი ესეთი მჭირდები, დამყოლი, ქალური, ვნებიანი და არა ხელოვნურად ველურული – გაიცინა მამაკაცმა
_​ასეთი დასაცინი ვარ ხოლმე?
_ მაგას საღამოს გეტყვი.. სახლში რომ წავალთ, ჩვენს სახლში! – ოთახიდან გასვლამდე ცხვირზე აკოცა თორნიკემ, თითქოს წეღანდელი ცხვირზე კოცნისთვის გადაუხადა სამაგიერო, მაგრამ ამას თამთა არ გაუღიზიანებია, ცივი და ცხელი გონებითაც მიხვდა, რომ ეს მისი კოცნისგან ათასი ნაბიჯით მაღლა იდგა.
სასწრაფოდ მოიდუღა ყავა და რამდენიმეჯერ გაიმეორე გონებაში გასული დიალოგის ყველა სიტყვა.. ფიქრი ზარმა შეაწყვეტინა.
****************************
“ისევ.. როგორც ჩანს მიუტანა უკან..” გაიფიქრა და ტელეფონს დასწვდა
_​დღის განმავლობაში როცა გეცლებაჱგამაგებინე, სადაც მოგიხერხდება შევხვდეთ, მძღოლი გამოგივლის..
_​ბატონო ირაკლი..
_​ეს პაემანი არ არის! ზარს ველოდები..
ისე მოულოდნელად გათიშა ვეღარაფრის თქმა მოახერხა.. “ახლა რა ჯანდაბა ვქნა? თორნიკეს ვუთხრა? რა მიზეზით, ეს ხომ პირდაპირი მინიშნება იქნება ცხვირ-პირი დაუმტვრიოს.. ჩვენი ურთიერთობა ჯერ არ აღდგენილა და უკვე სხვაზე მიქსევა დავუწყო? აუცილებლად გაბრაზდება, მაგრამ ეს არასოდეს გამიკეთებია.. მაშინაც კი, როცა საერთოდ არავინ მყავდა და ახლა მითუმეტეს.. თუ თვითონ მოვაგვარებ ამ გალანტურ მაჩოსთან ყველაფერს იქნებ არ გაბრაზდეს, ყველაფერი რომ დამთავრდება მერე გაიგოს, რომ არ მინდა ჩემს გამო ურთიერთობა გაიფუჭოს მასთან და პრობლემები შეიქმნას. აუცილებლად გამიგებს, ხომ იცის, რომ მასთან მინდა, ყველაფერი იცის, უსიტყვოდ ხვდება, ამასაც აუცილებლად გაიგებს..” გადაწყვიტა ირაკლი საბოლოოდ ენახა და ყველაფრისთვის წერტილი დაესვა! შესვენებაზე გავიდა ოფისიდან და მახლობელ, უბრალო კაფეში შეხვდა მას
_​ყველაფერი კარგადაა? საქმე როგორ მიდის თამთა?
_​ამაზე სასაუბროდ არ დამიბარეთ იმედია!
_​ეგრევე შეტევაზე ნუ გადმოდიხარ, შინაგანად მშვიდი ბუნების ქალი ხარ და არ გიხდება..
_​ბატონო ირაკლი.. მზად ვარ თქვენს ყველა კითხვას გავცე პასუხი, თუ დაგარწმუნებთ, რომ შეეშვათ ამ.. ამ..
_​რას?
_ ვერასოდეს წამროვიდგენდი, თუ ამის თქმა ოდესმე მომიწევდა თქვენთვის, მაგრამ იმედია მსხვერპლი ამად ღირს! მე მარტო არ ვარ! არსებობს ჩემს გვერდით მამაკაცი, რომელსაც ვეკუთვნი და ძალიან მალე მეორედ ვაპირებ დაქორწინებას!
_​დოლიძემ ხელმეორედ გადაწყვიტა შენზე იქორწინოს?
_​მე მისი ვინაობა არ დამიკონკრეტებია თქვენთვის, ამიტომ დასკვნებისგან თავი შეიკავეთ!
_​ეს არაფერს ცვლის
_​ჰოო? ნუთუ არც ის ცვლის რაიმეს, რომ მარტო არ მოვსულვარ თქვენთან?
_​გარეთ ლაშქარი გელოდება? პატარა ბიჭი არ ვარ თამთა.. ასეთი არასერიოზული საუბარი..
_ გარეთ არა.. ჩემში! ძალიან არ მინდოდა ერთ-ერთი პირველი ყოფილიყავით, ვინც ამას გაიგებდა, მაგრამ ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევთ! ნუთუ ცვლილებებს ვერ ამჩნევთ? – შეკერილი სათნო ღიმილი შეანათა გოგონამ, ირაკლის სახე შეეცვალა, ყველაფერს მოელოდა ამის გარდა და ინსტიქტურად დახედა მუცელზე.. სახე გაუმკაცრდა
_​გგონია ისევ იმიტომ დაგირეკე, რომ თავბრუ დაგახვიო?
_​მაშინ მომიტევეთ ჩემი უტაქტობა და საქმეზე გადადით..
_ საქმეზე.. ჰო. აღმოჩნდა, რომ თქვენს მშენებლებს სამშენებლო მასალა გააქვთ ობიექტიდან.. ამტკიცებენ ამის უფლებას თორნიკე დოლიძე გვაძლევსო და კიდევ ვიღაც პრარაბი თუ ინჟინერი.. იურისტთან შეხვედრა მინდოდა, ამის გადამოწმება..
_​როდის მოხდა ეს?
_ არაერთხელ, თუმცა თავიდანვე შევამჩნიეთ ამაში.. ეს თუ დადასტურდა ძალიან სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ! ხელშეკრულებას დაკარგავთ, ტენდერი ხელახლა გამოცხადდება და უამრავ საურავს დაგაკისრებთ, ალბათ გესმით რაზეა საუბარი..
_​კი მაგრამ თავიდანვე რატომ არ გაგვაფრთხილეთ?
_ როგორ გითხრათ.. გვეგონა მართლა ასე იყო, მერე როცა მივხვდით რაში იყო საქმე სულგრძელად შევუნდეთ, ეს ჩემი კეთილი ნება იყო, ახლა აღარ არის! – ისეთი ტონით წარმოთქვა ბოლო ფრაზა თამთა მიხვდა შურისძიების ჯერი პირდაპირ მას მიაბჯინა ირაკლიმ. “არაკაცი!” გაუელვა გონებაში
_​ობიექტი გადასამოწმებელია, ასე წინასწარ ვერაფერს გეტყვით
_​შემიძლია დაგეხმაროთ, აი ფოტოები, რომელიც მასალის გატანას ასახავს.. ეს იმ მანქანების ფოტოებია, რომლებიც თქვენს კომპანიას ეკუთვნის
_​ეს ჩვენი ქვეკონტრაქტორების მანქანებია!
_​სახელმწიფოსთვის ამას მნიშვნელობა აქვს?
_​არანაირი..
_ ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის.. ამიტომ ჩემო კარგო რაღაცნაირად შეეცადეთ უდღეურ ტყუილებს გადაეჩვიოთ და დაფიქრდეთ როგორ ჯობია საქმის მოგვარება! მოლაპარაკებაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში წამოვალ.. ეს კარგად იცი!
_​თქვენი ბინძური ინტრიგა კომპანიას არ გააკოტრებს! გავწყვიტოთ მუშაობა და გამოაცხადეთ ტენდერი მეორედ!
_​ეს არ გააკოტრებს კომპანიას, მაგრამ თქვენს ისედაც შელახულ რეპუტაციას ესეც დაემატება.. სამეთვალყურეო საბჭო და პატივცემული თემური ამას ხელს ნამდვილად შეუწყობენ..
_​მამას გულისხმობთ? ის ხელს არაფერს შეუწყობს, მან თავისი სიტყვა თქვა!
_​გადათქმასაც არაფერი უდგას წინ, მგონი ყოფილ სიძეზეც ბრაზობს არა?
_​ეს თქვენი საქმე არ არის! ამით ვერაფერს მიაღწევთ გარწმუნებთ.. რესურსი გვაძლევს საშუალებას არსებობა განვაგრძოთ ყველა შემთხვევაში, არაერტი სათადარიგო გეგმა გვაქვს..
_​..რომელსაც აუცილებლად უნდა გამოაკლოთ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა, თქვენზე კრედიტების გაცემის პერსპექტივა ბანკების მიერ და ყველა სახელმწიფო პროექტსა და ტენდერში მიღმა დარჩენა!
_​ამის უფლება არ გაქვთ!
_​თეორიულად ყველაფრის უფლება მაქვს! მორალურად კიდევ იმისიც, რომ დაგაჩქაროთ არაოფიციალური გადაწყვეტილების მიღებაში..
_ ეს კი მე მაძლევს უფლებას ნაძირალა და აცუნდრუკებული, არასერიოზული ვირთხა გიწოდოთ, მაგრამ ამის უფლებას თვითონ არ მივცემ საკუთარ თავს! ნება თქვენია! როგორც გნებავთ ისე მოიქეცით, შეიძლება თქვენც წამოკრათ რაიმეს ფეხი.. – თამთა წამოდგა
_​თუ რაიმეს წამოვკრავ ფეხს და წავიბორძიკებ თქვენი ტუჩები შემაჩერებს თამთა! – ღიმილით წამოდგა ირაკლიც და სრულიად მოულოდნელად სწრაფად აკოცა.. გოგონას საშინელი რეაქცია ჰქონდა..
_​აი ამისთვის აუცილებლად გიჩივლებ!
_​დაგელოდები – ღიმილით დაუქნია ხელი ირაკლიმ.
გაცოფებულმა დატოვა კაფე.. ვეღარაფერზე ფიქრობდა.. კაბინეტში შევიდა და კარი ჩაკეტა.. “ტირილი გამოსავალი არ არის! ყველაფერს დავალაგებ და გამოსავალს ვიპოვი..” ფიქრობდა და უნებურად მოსდიოდა ცრემლი.. ვერაფერი მოიფიქრა.. საღამოს ადრე წავიდა სახლში, ტელეფონი გამორთო, რომ თორნიკეს არ დაერეკა მისთვის. გამოსავალი არა და არ ჩანდა. მამა სახლში დახვდა..
_​მამა სალაპარაკო მაქვს.. – კაბინეტისკენ ანიშნა თამთამ და ჩანთადაუდებლად გაემართა ოთახისკენ, თემური გაყვა
_​ამიხსენი რა ჯანდაბა უნდა ირაკლი ფუტკარაძეს!
_​რას გულისხმობ?
_​დღეს თორნიკეს კომპანიის განადგურებასა და შენს მხარდაჭერაზე მელაპარაკა!
_​ეს ჩვენი საქმეა თამთა და ნუ ჩაერევი!
_​რა? რა არის თქვენი საქმე? მამა ვერ ვიჯერებ, რომ მართლა შეპირდი რაიმეს!
_ რატომ გწყდება გული? გამაგებინე შევარჩინო შენი ასე გაუბედურება? არ შევარჩენ! ყველაფერი იდეალურად აეწყო, მაგ ნაბიჭვრის კომპანიას თუ დააკნინებენ იმის ძალა აღარ შერჩება ჩემს განადგურებასა და გაკოტრებაზე იფიქროს, ღმერთი დაუსჯელს არავის ტოვებს შვილო.. ვერც მე შევარჩენდი შენს ასე გამოყენებას ვინმეს!
_ ჰოდა გეშინოდეს მამა, დაუსჯელი ნამდვილად არ გადაურჩები უფალს! თუ აღარ იშლი ჩემს ცხოვრებაში ქექვას მხოლოდ ერთ რამესღა გეტყვი! მე მიყვარს დოლიძე და როგორც არ უნდა მიბრახუნო მუშტები მაგიდაზე ეს მარტო ჩვენი საქმეა! გეყოფა! ეს წერტილი იყო.. სახლიდან წავალ, ერთი წამითაც არ გავჩერდები შენს ტყვეობაში! – თემური გაოგნერბული უსმენდა გაცეცხლებულ ქალიშვილს, მარტო მაშინ მოვიდა გონზე, როცა თამთა ოთახისკენ გაემართა და ლუბას უხმო მისახმარებლად. გასაოცრად მალე ჩაალაგა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა, ბებიის დაკეტილი ბინის გასაღები მოძებნა და დათოს სთხოვა წაეყვანა.
_​თამთა სისულელები გეყოფა, ახლავე დადე ეგ ჩემოდნები და მომისმინე!
_ რაც აქამდე გისმინე მეყოფა მამა! კიდევ ერთს გეტყვი.. მარტო შენი ბრალია ყველაფერი, შენ რომ გისმენდი ამიტომ აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში და მაგიტომ გავრბივარ! ნურავის დააბრალებ.. – უხეშად გაწია კარი და დარჩენილი რამდენიმე ჩანთაც დაბლა ჩაიტანა
_​დათო ფეხს არ გაადგამ აქედან!
_​დათო სულ რომ გადამალო მაინც წავალ.. – ტაქსის ნომერი აკრიფა თამთამ – ვერ დამაკავებ მამა! ცალკე ყოფნა მინდა!
_ თემურ გაუშვი გეხვეწები.. – ატირდა ნინო – მართალია ბავშვი.. ხომ იცი ჭკვიანი გოგოა, დაფიქრდება და დაბრუნდება.. ახლა ნუღარ დაუსხამ ცეცხლზე ნავთს.. საბერძნეთში გავუშვათ რომ ჩაივლის ეს საშინელება! საერთოდ წავიდეთ აქედან! – ემუდარებოდა თვალცრემლიანი, კარგად იცნობდა შვილს, ასეთი გაცეცხლებული არასოდეს ენახა. თამთა დათომ წაიყვანა ბებიის ბინაში, იმ ღამით ჩხეიძეებს სასწრაფო ყავდათ.
დათომ ჩანთები შეატანინა.
_​მადლობა, რომ მომიყვანე..
_​ჩემი იმედი სულ შეგიძლია გქონდეს, მჯერა არასოდეს მოიქცევი სულელურად თამთა, ღმერთი შენსკენ..
გოგონა უღონოდ ჩამოჯდა ერთ-ერთ ჩემოდანზე და ტელეფონი ჩართო.. თვალი მოავლო ყველაფერს, ოთახნახევრიანი, პატარა, მყუდრო ბინა ჰქონდა ბებოს, ძველებურ სტილში გაკეთებული, ძველებური, მასიური ხის ავეჯით. თორნიკეს ნომერი აკრიფა..
_​სად ხარ?
_​მისამართს გეტყვი და მოდი.. სალაპარაკო მაქვს..
_​გაგიკვირდება და ვიცი! – არ მოეწონა თორნიკეს ტონი, მისამართი უკარნახა და გათბობა ჩართო, სახლში საკმაოდ ციოდა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია..
_​ეს ბებიაჩემის სახლია, შემოდი..
_​რატომ ხარ აქ?
_​სული მოითქვი და მოგიყვები..
_​სანამ დაიწყებდე ერთი პატარა კითხვა მაქვს, იქნებ პასუხი მოიძიო?
_​გისმენ..
_​ეს რა ჯანდაბაა?!.. – ჯიბიდან ამოიღო კონვერტი და მაგიდაზე მიაგდო. კონვერტიდან ფოტოები გადმოცვივდა, მისი და ირაკლის კოცნის კადრი თავში მოქცეულიყო..



№1 სტუმარი nia

უმაგრესიააა!!! ვგიჟდებია ამ ისტორიაზე !!! რა მოიიცდის საგამომდეეეეე love

 


№2  offline წევრი lipsspil

25-26-27-28 უნდა დამეწერა და რედაქტირებისას ვერ შეცვალა O.o

 


№3 სტუმარი ემი

გული გამიჩერდა... ამდენი სად შემიძლია...ძალიან შემეცოდა თამთა... recourse მაგრამ თორნიკესნაირი ადამიანი რომ გყავს გვერდით, არაფრის უნდა შეგეშინდეს... ამდენი რამ გამოიარა თამთამ, და ცოტათი მაინც მშურს მისი, არა ცოტათი კი არა, ძალიანაც მშურს winked

ძალიან მაგარი თავი იყო, ყველაფრის, მთელი ამათი გრძნობების და ემოციების გაშიფრვა რომ მოხდა... ვგიჟდები თორნიკეზე, თამთა კიდე ჩემს გულში ზის love

ირაკლი არაკაცია, მაგრამ თორნიკეს იმედი მაქვს, იმედია არ გაჭედავს... love

მადლობა რომ შეგვიწყალე და 4 თავი დადე ერთად. რა გითხარა, უმაგრესი ხარ, მაბოდებს შენზე love ...

მაგრამ ჩემს კითხვას მაინც უპასუხოდ ტოვებ. ხომ აგრძელებ წერას? winked

 


№4  offline წევრი shany shany

auuu gavgijdii..veli dagamebas rom shemdegi tavebii wavikitxo... au ra magari iyo..momwons es dadzabulobaa..magari xaarr. <3

 


№5  offline წევრი tegi

Axla mainc mousminon ertmanets ra:( dajden da civilurad sailaparakon, gaarkvion urtiertoba da ertad daupirispirdnen iraklis da temurs. :( axla titqmis mogvarebuli urtiertoba tu kide aeriat dzan gaiweleba mere. Tan codoa es gogo amdeni tanjvit masac xo unda egirsos bedniereba:(

 


№6  offline მოდერი D-roni

მილიონჯერ მაქვს წაკითხული და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ყველა შენს ისტორიას ! განუმეორებელი ხარ ❤

 


№7 სტუმარი mariam

სხვა ისტორია სად უნდა ვნახო შენი?

 


№8 სტუმარი Teo..

Hemi guli amdens vexar gauzlebs.gtxov male Dade ra shemdegi.imedi maqvs tornike mixvdeba yvelafers da ejvianobas ardaiwyebs ..

 


№9  offline წევრი S.likuna

kvelazee magariaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent