შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც ტუჩები ერთმანეთს ხვდება [სრულად]


6-03-2016, 12:47
ავტორი Nude
ნანახია 9 315

სრულად.
– დღეს რა გვაქვს გეგმაში, ნინე? – კითხვით შემოვიდა მისაღებ ოთახში ნატალია და გვერდზე მომიჯდა.

– განსაკუთრებული არაფერი, – ვუპასუხე და სიგარეტს მოვუკიდე.

– დაანებე ამ სიგარეტს თავი, ათასჯერ და უფრო მეტჯერაც მითქვამს შენთვის. მოგისპობს ორგანიზმს. გინდა ახლა ეგ შენ? – ალბათ, მართლა ათასჯერ ნათქვამ სიტყვებს კვლავ იმეორებს.

და მე მიჩნდება კითხვა: არ იღლება?!

– ნატალი, ხომ იცი რომ სიგარეტს ვერ–არ შევეშვები? რა საჭიროა ტყუილად ენის დაღლა და ფუჭი რჩევების მოცემა? – ბუზღუნით ვიღებ საფერფლეს და ნაზად ვაფერფლებ შიგნით ნამწვავს.

– შენ გამოსწორებას ვერ ვეღირსები ხომ? – თავს უკმაყოფილოდ აქნევს და ცდილობს, რაც შეიძლება მკაცრი სახე მიიღოს, თუმცა ამაზე მე მხოლოდ მეღიმება.

აბა, ვის გაუგია, ნატალი და სიმკაცრე? სხვადასხვა მცნებაა ეს ორი, რომელნიც ვერასდროს შეეწყობიან ერთმანეთს.

– ნტ! რაღა დროს ჩემი გამოსწორებაა, – სიცილით ვაბრუნებ საფერფლეს ჟურნალის მაგიდაზე და ღიმილიანი სახით მივდივარ ლამაზი აივნისკენ.

ლამაზი, მინის კარები გამოვაღე და სახეში, როგორც კი მეცა ნაზი, გრილი სიო, სიამოვნებისგან დავბუსუსდი მთელს ტანზე.

– აი, ესეთი დილა მიყვარს მე! – კმაყოფილებით აღსავსე სახით ვტრიალდები და აღარ ვიცი, როგორ გამოვხატო ის სიამოვნება, რომელსაც განვიცდი.

– ჰო, დილ-დილაობით სუფთა ჰაერი ჩაისუნთქე, მერე გვერდზე მომიჯექი და გააბოლე ეგ შხამი. – ცინიკურად, ცალყბად გამიღიმა და ისეთი სახით შემომხედა, დამნაშავედ რომ მაგრძნობინებდა თავს, მაგრამ ააარა!

– ნეტავ, როდესმე, თუ დაიღლები?

– არასდროს, სანამ მაგ საზიზღრობას არ დაანებებ თავს, – მტკიცედ მიპასუხა და უდრეკი მზერით შემათვალიერა. – სამსახურში არ მიდიხარ დღეს?

– არა. ამ შაბათს დაგვასვენა დირექტორმა.

– რა ეტაკა? – გაკვირვებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა ნატალის.

– შვილის ქორწილი აქვს და ემზადება.

– მოიცადე, ტატომ მოიყვანა ცოლი? – ლამის ცრემლები წამოუვიდა ნატალის.

– არა, რა თქმა უნდა, არა. ტატოს და, ანა გათხოვდა. ყველამ კარგად იცის. რომ ტატოს უკვე წელიწადია, რაც უყვარხარ, ისიც იციან რომანი რომ გქონდა მასთან, ერთადაც იყავით, მაგრამ შენ ხარ ზედმეტად ჩურჩუტი და ვერ ხედავ რამხელა ბედნიერება გელოდება მაგ კაცთან ერთად.

უპრობლემოდ, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გავლანძღე ამ თემაზე უკვე ძალიან ბევრჯერ ჩემი დაქალი, და ჰო, მერე რა? მე, ზუსტად იმისთვის ვარ რომ დავანახო კარგი და ცუდი.

– არა, ასე არაა. მშვენივრად ვიცი თუ, როგორი მომავალი მექნება მასთან, მაგრამ არა! მან, რაც გააკეთა, ყოველგვარ ზღვარს გაცდა. ვიყავით ერთად, მაგრამ ძალიან მიქარა და აღარ ვაპირებ შერიგებას. რაც უნდა ის უქნია, თუნცად მოუყვანია ცოლი. – ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და თვალ დახუჭული გადაწვა ზურგით სავარძელზე.

– ჰო? თუნცად მოიყვანოს ცოლი?

– აჰამ! – ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე.

– კარგი, მაშინ, მეც დამშვიდებული გეტყვი რომ ტატოს მოჰყავს ცოლი.

– არ მჯერა. – ეს კი თქვა, თუმცა შევატყვე, როგორ აუკანკალდა
ხმა.

– კარგი, როგორც გინდა, მაგრამ ვერ ვხვდები რა არის აქ ,,არ დასაჯერებელი?’’ – ჩვეულებრივ ვიჩეჩ მხრებს და ცივ ყავას ვიჭერ ხელში, – მმმ, რა გემრიელია! – ლამის კვნესაც ამოვაყოლე სიტყვებს.

– ვინ მოჰყავს?

– ეგ არ ვიცი, ან კი, რაში მაინტერესებდა. მთავარი რაც იყო, კი გითხარი და მგონი, არ აქვს იმას არსებითი მნიშვნელობა ვინ მოჰყავს ცოლად შენს ექსს და ვინ – არა.

– ბოროტი ხარ! – ატირებული მეუბნება და ადგილიდან არ იძვრის.

– შენ კიდევ, ძალიან, ძალიან, ძალიან სულელი. გითხარი, ინანებ შენს ჯიუტობას, მიდი, დაელაპარაკე–მეთქი, ხომ მითხარი არაო? ხოდა იყავი ახლა ასე, მომტირალი.

– ანუ, დავკარგე?

– დიახ, თანაც სამუდამოდ. ისე კი არა, როგორც იცოდით ხოლმე კამათი და დაშორება, ცოტა ხნიანი, ახლა, მართლაც აღარაფერი გეშველება.

– მინდა, რომ მისგან გავიგო ეს სიტყვები! – ცრემლებს იწმენდს, ჯერ ერთ თვალს ახელს, შემდეგ კი მეორეს.

– მაშინ, მიდი მასთან.

– ახლავე?

– თუნცად.

– ღირს?

– არ ვიცი. შენი გადასაწყვეტია. როგორც შენ მოგესურვება და გადაწყვეტ, ისე ქენი.

– კარგი, – ჩემკენ გადმოიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.

ასე, ასე... როგორც კი გაიხურა კარი ნატალიამ, ფეხზე წამოვვარდი და მთელი ხმით ავკივლდი. მთლად მთელი ხმით არა, მაგრამ არც ნაკლებით.

– ყოჩაღ, ნინე, ყოჩაღ! – მთელი ხმით ვაქებ ჩემს თავს და ჩემი იდეით აღფრთოვანებული შევდივარ სამზარეულოში.

რა შეიძლება ვჭამო ჩემს სახლში? რა თქმა უნდა, არაფერი. როდის იყო, მე საჭმელი მქონდა სახლში.

– დეე... – ვიწყებ, ,,დილის წუწუნს’’ და როცა მივხვდი, რომ დედაც მიმიხვდა ამ ზარს, ეგრევე ვაყრი სიტყვებს. – საჭმელი გაქვს რამე?

– გამარჯობა, ნინე. მეც კარგად ვარ. არაფერს შენ? – უკმაყოფილო ხმით ისვრის სიტყვებს დედაჩემი და მეც ლამისაა სიცილისგან გავიგუდო.

აი, ასეთი დედა მყავს. გიჟი და გადარეული. ჩემსავით.

– კარგი რა! – ვსაყვედურობ მე. – გუშინწინ ვიყავი თქვენთან, ყოველ დღე ხომ არ მოვალ?

– კარგი, კარგი. გამოდი და გაჭმევ. – ვიგრძენი, როგორ გაეღიმა დედას და მეც გავიბადრე.

– მიყვარხარ.

– ვიცი. – ეშმაკური ხმით მიპასუხა ლალიმ.

– არა, ქალბატონო ლალი, არ წამოგცდეს, მეც მიყვარხარო. ეგ არ შეგეშალოს.

– ჰო, კარგი, რა იყო? მეც მიყვარხარ. პირველად გეუბნები?

– არა, მაგრამ ხშირად უნდა მაგ სიტყვას გამეორება, თორემ მავიწყდება.

– მასხარა ხარ, ამხელა გოგო. შენი გამოსწორება არ იქნება! – ამბობს თავისი ცხოვრების საფირმო ფრაზას, რომელსაც რატომღაც მხოლოდ მე მეუბნება.

საერთოდ ვერ ვხვდები, ნეტავ რატომ?!

ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და ჩემს შავ რაშში ჩავხტი. ან უნდა გყავდეს შავი მანქანა, ან საერთოდ არ უნდა გყავდეს. ესაა ჩემი აზრი და ზოგადად, რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მანქანა მყოლია, არც ერთი არ ყოფილა შავის გარდა სხვა ფერი.

დედაჩემი და მამაჩემი, როცა მოვიკითხე, თან ვისაუზმე, მალევე წამოვედი იქიდან. არა, არა, შეიძლება კიდევ მივიდე, მაგრამ ჩემს გვრიტებს ხელს არ შევუშლი. კარგით, ვხუმრობ. ისიც კი მიყვარს მათში, ორი საათი რომ დამისვამენ ყოველ მისვლაზე და ლექციებს მიკითხავენ. 25 წლის ვარ და მათი ლექციების და რჩევა–დარიგებების გარეშე, დარწმუნებული ვარ რომ ერთი კვირაც კი ვერ გავძლებ.

როგორი ვარ მე? თუ როგორი ვგონივარ ჩემ გარშემო მყოფ ხალხს? ეს ორი თემა იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, მეც რომ მომისმონოთ და შემდეგ უკვე იმ ხალხს, რომელთაც ჰგონიათ რომ მიცნობენ, იმდენ განსხვავებას იპოვით, შეიძლება ეჭვიც კი შეგეპაროთ რომ ერთი და იმავე ადამიანზეა საუბარი. რას ვიზამთ? ხალხი ბრბოა. ჭურში მყოფი ხალხის დიდი ნაკადი. რასაც ჩასძახებ ამ ჭურში, იმავეს დაგიბრუნებენ ასო–ასო! იდენტურად. ამიტომ არ ვუსმენ ხალხს და ყოველთვის ვცდილობ რომ ვიყო ის, ვინც ვარ და ვინც მინდა ვიყო. ვაკეთებ იმას, რასაც ჩემი გონება, გული და ყველა უჯრედი მთხოვს და არა იმას, რასაც ხალხი მომიწონებს, მეზობლები და იმ მეგობრების უმეტესი ნაწილი, ჩემ დად და ძმად რომ მიაჩნიათ საკუთარი თავბი.

იტყვით, ვინ არის ეს თავნება და ურცხვი გოგონაო და მეც გიპასუხებთ. ნინე არაბული, 25 წლის. გაუთხოვარი. და რა, ჩემი ბიოგრაფიაც გნებავთ? მაშ, მიიღეთ. როგორც უკვე ავღნიშნე, ნინე არაბული ვარ, 25 წლის, გაუთხოვარი. დასაქმებული. ვმუშაობ ტურისტულ სააგენტოში. მაქვს აურაცხელი მეგობრების სია, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთ–ორი თუ იქნება, ღირსეული, ნამდვილი მეგობარი. ნუ იღელვებთ, სტანდარტული ამბავია, ასე ხდება დაახლოებით ყველასთან. მორჩა, ეს ვარ მე. ყოველგვარი დანამატების, გაბუქებების და გალამაზების გარეშე.

– რა ვქნა ახლა მე? – ვკითხე ჩემს თავს და რა წამსაც გამიჩნდა ეს კითხვა, იმ წამსვე ამღერდა ჩემი ტელეფონი. – გისმენთ. – ვუპასუხე ისე, რომ არც დამიხედავს მობილურის ეკრანზე.

– შე ნაგავოოო! – დამიყვირა ნატალიამ. მობილური ყურს მოვაშორე. დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი მლანძღა. ტელეფონი რომ მივიდე ისევ ყურთან, შემდეგი სიტყვა გავიგე. – მადლობა!

– არაფრის! – სახე ერთიანად გამებადრა. – როგორ ჩაიარა? – დავინტერესდი, რა საკვირველია და შავი სობრანიეს ყუთიდან, ერთი ღერი ამოვაძვრინე.
– ძალიან კარგად. ისე კარგად, რომ უკვე ქორწილის თარიღიც დავნიშნეთ. – კმაყოფილმა გაიცინა და დარწმუნებული ვარ, ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა.

– მოიცადე, რა თარიღი, რა ქორწილი? არ მითხრა, რომ... – ხმა ერთიანად წამერთვა და გაოგნებულმა ვეღარაფრის თქმა ვერ მოვახერხე. არ ვიცოდი, ასეთი მაგარიც თუ ვიყავი, რაღა დაგიმალოთ–და.

– არ გეტყვი. – ჰო, აქ კი მხრები აიჩეჩა. ტუტუცი გოგოა, ტუტუცი!

– მოკლედ, სულ რაღაც 10, მაქსიმუმ 15 წუთში, ჩემს სახლთან გაჩნდი, თორემ... – მუქარაზე უნდა გადავსულიყავი, მაგრამ არ დამაცადა.

– ჩემს სისხლს დალევ?

– არა.

– ცემით გამხეთქავ?

– არა.

– აბა? – გულუბრყვილოდ გაიკვირვა, მე კი უკვე შეკავებული სიცილის გამო, წითლად ვიყავი ,,მორთული’’ მთელს სახეზე.

– გლანდებით გითრევ! – კმაყოფილმა გავიღიმე და ყურმილი გავთიშე.

სახლის გზას დავადექი სასწრაფოდ, რაღაც–რაღაცეებიც ავაყოლე ხელს, სამზარეულოში შევიტანე, რომელიც იშვიათი შემთხვევების გარდა, არაფერში მადგება და მაგიდაზე დავდე. ამაყად დავხედე ჩემს ნავაჭრს და თავი ზევით–ქვევით დავაქნიე. სახლის ტანისამოსი ჩავიცვი, კიდევ ერთი ღერი მოვწიე და სახლში ქარივით შემოფრენილ ნატალიას, წარბ აწეულმა გავხედე. საათს დავხედე და... არა, ზედმეტად ეშინია ამ გოგოს ჩემი!

– შემოდი, რა კარში დგახარ?! – ირონიულად გავუღიმე, დივანზე დავჯექი და ფეხი ფეხზე გრაციოზულად გადავიდე.

– ჩემი ბედნიერება ხარ! – მომვარდა და ჩამეხუტა.

– დამაფასე? – სიცილით დავხედე, ჩემზე ერთი თავით დაბალ დაქალს.

– აჰამ. – თვალებ აციმციმებულმა დამიქნია თავი.

– კარგი, ახლა დეტალურად მომიყევი ყველაფერი. – გვერდზე დავიჯინე და თვალებში ინტერესით შევხედე.

ცოტა დაგაბნიეთ ალბათ. რაღაც სისულელეზე იეჭვიანა ჩემმა ჭკვიანმა დაქალმა და დაშორდა ტატოს. სრულ შოკში მყოფმა მამაკაცმა ვერაფერი ვერ მოიმოქმედა და ამის გამო, ნატალიაც უფრო დარწმუნდა იმაში, რომ მან ზუსტად იცოდა, რა იყო სიმართლე და რა – ტყუილი. ბევრი ფიქრი და გაანალიზება არ დამჭირდა იმისთვის, რაც მე გავაკეთე. პრინციპში, დიდი არაფერი, უბრალოდ თავისი ფეხით მივიყვანე ტატოსთან ჩემი დაქალი, ეს იყო და ეს. სანამ მე განმსჯით იმის გამო, რომ სხვის ურთიერთობაში ჩავძვერი, მანამდე გეტყვით, რომ ჰო, შეიძლება ასეც არის, მაგრამ გაცნობიერებული მქონდა, თუ რამდენად გაუჭირდებოდა ტატოსთან მისვლა ნატალიას, რომც დაეჯერებინა ბიჭისთვის.

* * *
უჩვეულოდ განადგურებული მიაბიჯებდა ნატალია იმ სახლისაკენ, სადაც ერთ დროს ბევრი ტკბილი მოგონება შეაგროვა თავისთვის და გულის ჯიბეში შეინახა. ცხოვრება ისეთი სასტიკია, ახლა უწევს, თავის ყოფილ შეყვარებულთან მისვლა, რომელიც სიცოცხლეს ურჩევნია და მილოცვა. გაუბედავად დააკაკუნა კარებზე, დიდი ხანი არ დასჭირდა ლოდინი, რადგან სულ რამდენიმე წამში, მის წინ, გამოღებულ კარში, წელს ზევით შიშველი ტატო იდგა.

– ნატალი? გამარჯობა.

– გამარჯობა. შეიძლება?

– ჰო, რა თქმა უნდა, შემოდი. – გვერდზე გაიწია და როგორც კი სახლში დაიგულა გოგონა, მაშინვე შევიდა თავის ოთახში, თან მიაძახა: – თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლშიო.

ჰმ! საკუთარ სახლშიო...

მთლიანი სხეულით დაძაბული ჩამოჯდა დივანზე და აქეთ–იქით მოატარა შავი თვალები, არეულ სახლს. თითქმის არაფერი იყო შეცვლილი, ამ რამდენი თვის განმავლობაში, თუმცა, მაინც იყო რამდენიმე დეტალი განახლებული. გული საოცრად სტკიოდა იმაზე, რომ სულ მალე ტატო, მის ცოლთან ერთად ამ სახლში იცხოვრებდა და იმავე საძინებელში დაიძინებდა, რომელშიც ნატალია იძინებდა.

– რამ მოგიყვანა? – მაისურ ჩაცმული გამოვიდა თავისი საძინებელი ოთახიდან ტატო და წინ დაუდგა გოგონას, რომელიც ტირილის ზღვარზე იყო უკვე, თუმცა, რაღაც ძალით, მაინც ახერხებდა ცრემლების შეკავებას და ერთი შეხედვით უდრეკი მზერით შეჰყურებდა ტატოს. – ჩაი, ყავა? – შეეკითხა მამაკაცი და ცალი ხელით დაეყრდნო დივანს.

– არც ერთი და არც მეორე, გმადლობ. მოსალოცად მოვედი. – მშრალად უთხრა.

ისეთი დაჟინებული მზერით შეხედა კაცს თვალებში, თითქოს, იქ უნდოდა ამოეკითხა მისი გრძნობები, თუმცა, მამაკაცს გაოცების გარდა არანაირი გრძნობა არ აღეძვრა.

– მილოცავ? ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდიდი მოლოცვისთვის, რომლის გამოც ამხელა გზა გამოიარე, იმ შემთხვევაში, თუ მეცოდინებოდა, რა მოხდა მოსალოცი ჩემს ირგვლივ. – დინჯად უპასუხა და მის წინ ჩამოჯდა, იდაყვები მუხლებზე დაიწყო და უდრეკი მზერით შეათვალიერა ერთიანად განადგურებული გოგონა, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა თავისი ნამდვილი შეგრძნებები, ყალბით გადაეფარა.

– არ იცი, რას გილოცავ, არა? – ირონიულად ჩაიცინა ნატალიამ.

– არა, რა თმქა უნდა, არ ვიცი!

– გავიგე, ცოლი მოგყავს. გადავწყვიტე მომელოცა. – ხმა აკანკალებულმა ამოიჩურჩულა, რადგან ხმამაღლა საუბრის არც თავი ჰქონდა და არც ენერგია.

– ცოლი? – ათმაგად, ასმაგად გაიოცა ტატომ და ძლივს შეიკავა თავი, რომ მთელი ხმით არ ახარხარებულიყო.

ისეთი სასაცილო და ამავდროულად საყვარელი იყო ნატალია, რომელსაც ნერვიულობისგან, მოჭარბებული უარყოფითი ენერგიისაგან, ტუჩები უკანკალებდა და სახეზე მიტკალის ფერი ჰქონდა დადებული... რაღაც მომენტში, შეეშინდა კიდეც ტატოს, ცუდად არ გახდესო, მაგრამ არჩია ეცქირა მისთვის, მანამდე, სანამ გონს არ მოეგებოდა, იმიტომ რომ უკვე დაღლილი იყო მისი ბავშვური საქციელებისაგან. ამხელა კაცი რომ გიმტკიცებს, არაფერი ჩამიდენიაო და შენ არ უჯერებ, ძალიან დამამცირებელია მისთვის, უპირველესად, მეორე კი ის არის, რომ იცის ნატალიამ, ტატო ის კაცი არ არის, ქალის გრძნობებზე ითამაშოს და უაზროდ მოიქცეს, ამ შემთხვევაში, ღალატი არის ნაგულისხმები. ტატო სხვა ქალით რომ დაინტერესებულიყო, ნატალიას ამას თავად ეტყოდა და იქვე დაამთავრებდა ურთიერთობას.

– დიახ, ცოლი. – ნერვები ეშლებოდა გოგონას, ასე რომ ისულელებდა ტატოს თავს და ისეთი უცოდველი მზერით უყურებდა, თითქოს ის არაფერ შუაში ყოფილიყო.

– ვინ გითხრა ეგ ამბავი?

– რა მნიშვნელობა აქვს მაგას?

– რადგან გკითხე, ესე იგი, აქვს!

– ნინემ!

– ყოველთვის ვგიჟდებოდა მაგ გოგოზე! რომ მიხვალ მასთან, აუცილებლად გადაუხადე მადლობა, ჩემ მაგივრად. – თქვა და იმ წამსვე ბოლო ხმაზე ახარხარდა.

– დამანებე თავი! წავედი მე, როგორი მასხარაც იყავი, ისეთი ხარ ახლაც! არაფერი არ მოქმედებს შენზე, მათ შორის, არც დაოჯახება! – ტირილით წამოხტა ფეხზე და კარებისაკენ წავიდა, ის–ის იყო, უნდა გასულიყო, წინ რომ დაუდგა, არსაიდან გამჩდარი ტატო.

– დაჯექი, სადაც იჯექი, მალე! – ძალიან მშვიდად უბრძანა, მაგრამ თვალებში ცეცხლის ალი გიზგიზებდა და გაღვივებას, დამორჩილება არჩია.

– რა ცოლი, რის ცოლი, შენ ნორმალური თუ ხარ? 4–5 თვის წინ შერიგებას გთხოვდი, მიყვარდი და ასე მალე გადაგიყვარებდი? ვერ ვხვდები, რითი ფიქრობ, რა გიდევს მაგ თავში, ან ფიქრობ კი რაიმეზე? რომ იტყვი ასეა, ესე იგი ასეა და მორჩა! ერთხელ მაინც გიფიქრია ჩემს თავმოყვარეობაზე? რომ დაადე თავი და წახვედი, იფიქრე მე რას ვიგრძნობდი და ვგრძნობდი? ხანდახან შენს თავზე წინ, მეც რომ დამაყენო ხოლმე, არ იქნება ურიგო, მაგრამ მაგდენს არც კი ფიქრობ, არ გინდა რომ იფიქრო. რამდენი ხანი მამტკიცებინე, რა და როგორი იყო სინამდვილეში და მაინც წახვედი. ფეხქვეშ გათელე ჩემი ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერი, ისე, რომ არც კი გიფიქრია. ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ბედნიერება არ უნდათ და ყველანაირად შეეცდებიან რომ ისევე დაგვაშორონ ერთმანეთს, როგორც ახლა, მაგრამ შენ თუ ყოველ ჯერზე მათ დაუჯერე, ჩემზე წინ ისინი დააყენე, არაფერი გამოგვივა, განა მარტო ახლა, არც არასდროს. ამიტომ, ცოტა გონს მოეგე, იფიქრე ჯერ და მერე გააკეთე, გაანალიზე ყველაფერი და მერე იმოქმდე! – ბოლო სიტყვები კბილებში გამოსცრა და არხეინად მიეყრდნო დივანს.

განა მისთვის ადვილი საყურებელი იყო, როგორ ტიროდა ნატალია გულამოსკვნით, მაგრამ ახლა თუ არ დაანახებდა რეალობას, შერიგების შემდეგაც იგივე განმეორდებოდა და მეორედ მათლაც არ აპირებდა ბოდიშები ეხადა და მის დასაბრუნებლად ყველაფერი გაეკეთებინა. ეს იყო პირველი შემთხვევა და უკანასკნელიც! იმედი არის, ყოველ შემთხვევაში, ამის.

– მოდი ახლა, ჩამეხუტე, ნუ ტირი. – მისკენ გაიშვირა გაშლილი ხელები და ღიმილით შეხედა, სწრაფად წამომხტარ გოგონას, რომელმაც მთელი მისი ძალით მოჰქვია გაკნაჭული მკლავები.

* * *
– ტატომ დამირეკა, – საღამოს საათებში მითხრა ნატალიამ და ღიმილით შემომხედა. – კლუბში მივდივართ, არ წამოხვალ?

– რატომ არა? წამოვალ, როგორ არ წამოვალ, ხომ იცი, მე ეგეთ გართობებს არ გამოვაკლდები. ოღონდ, არ დაიწყო შენებურები და ბოლომდე გაერთო, მომბაძე, ნუუ! – სიცილით ავუხსენი და დაფიქრებულმა მივიდე ორი თითი ნიკაპზე.

– კარგი, ნუ მეჩხუბები. მაშინ, კაბაც უნდა მათხოვო, რომ მოვემზადოთ, იმიტომ რომ სულ მალე აქ იქნება, ტატო.

წარბ აწეულმა გავხედე, მაგრამ მერე სიცილით ავიჩეჩე მხრები და ჩემს საძინებელ ოთახში, მხიარული განწყობით შევედი. დიდი ხანი, ნახევარ საათზე მეტი მოვუნდით ორივე ერთად გამზადებას, მაგრამ მაინც მედგრად იდგა ტატო და მოთმინებით ელოდა, როდის დასრულდებოდა ჩვენი გაუთავებელი ტრიალი, უზარმაზარი სარკის წინ.

როგორ გითხრათ, ძალიან ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო იმ კლუბში, სადაც ჩვენ მივედით, სტანდარტული, ისეთივე, როგორც ყველა არის, თუმცა, იყო მასში ისეთი რამ, რასაც ჯერ ვერ ვხვდებოდი. შეკვეთა მივეცით ჩვენ სამმა და ჩვენ ამორჩეულ ადგილზე, კუთხეში დავსხედით. ცოტა ვისაუბრეთ, როცა სასმელი დავლიეთ, ბევრი ვიცინეთ და მოკლედ, რამდენიმე საათი მშვენივრად ვიყავით. გაუჩერებლად, სვამდით, ვცეკვავდით, ვიცინოდით... მოსაბეზრებელიც კი იყო, ეს ყოველივე, მაგრამ გაძლებადი.

აივანზე გავედი, ნამდვილად ძალიან ლამაზი იყო იქიდან დანახული ხედი, საოცარი, თანაც ღამით ორმაგად. ღამით ხომ უფრო მომხიბვლელია ყველაფერი, ცა ხომ არის და არის! იმდენად ღრმად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი, ისე, რომ წამიერად ამტკივდა ფილტვები.

– ლამაზია, არა? – გვერდით მომიდგა მაღალი მამაკაცი, საოცრად ბოხი ხმით, თუმცა არ გამიხედავს. შეიძლება სიმთვრალის გამო, ან უბრალოდ, იმიტომ რომ არ მინდოდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის მზერა მომეშორებინა.

– ძალიან. – მოკლედ მოვუჭერი.

– ჰმ. – წაიჩურჩულა და ისე სრაფად დამავლო მაჯაში ხელი, ვერ მოვახერხე გაანალიზება.

მინდოდა რაღაც მომემოქმედებინა, თუნდაც, ყველაზე საცოდაობა, მაგრამ ისიც კი ვერ მოვიფიქრე აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა, უბრალოდ თვალები მქონდა დაჭყეტილი და აქეთ–იქით გაოცებული დავაცეცებდი. სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი, რომელიც სახეზე ნაზად და ტკბილად მელამუნებოდა. მის ყელში ცხვირ ჩარგულს უზომოდ ტკბილი სუნამოს სუნის ყნოსვა მიხდებოდა და ალბათ, ყველაზე მეტად, სწორედ ეს მსიამოვნებდა.

გაოცებმა პიკს მაშინ მიაღწია, როცა ტუჩებზე დამეტაკა უცნობი. რა თქმა უნდა, კოცნაში არ ავყევი, მაგრამ ისე მკოცნიდა ის, ჯერ რომ არავინ შემხებია ასე ბაგეებზე. ჰო, კოცნაში არ ავყოლილვარ, ბუნებრივია, მაგრამ არაბუნებრივი არის ის, რომ უსაზღვროდ მსიამოვნებდა მისი ტუჩები ჩემსაზე, მისი ხელები, ჩემ შიშველ ფეხებზე, მერე მუცელზე, მერე... არა, ამის აღწერაც კი შეუძლებელია და ხომ წარმოგიდგენიათ, შეგრძნება, როგორი იქნებოდა.

არც ველურივით მკოცნიდა, არც ნაზად. გაოგნებულმა, გაოცებულმა და ძალზედ ნასიამოვნებმა მოვხვიე ხელები კისერზე, ალბათ უფრო გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც ხომ მოვხვიე. მისი ყელი... დაძარღვული და დაჭიმული. კანი, უხეში, მაგრამ ამავდროულად აბრეშუმივით რბილი...

– გამიშვი, რას აკეთებ?! – ამოვიჩურჩულე, როგორც კი ჩემს ტუჩებს მოსცილდა, მაგრამ ახლა ყელზე ჩააცოცა ბაგეები და კიდევ მოახერხა იმდენი, რომ გონის დაკარგვამდე მესიამოვნა მომხდარით.

– გთხოვ... – კვნესას ამოვაყოლე ბგერები და უკვე განთავისუფლებულმა, ერთი ხელი მოაჯირს დავადე, ოდნავ მოვიხარე, სწრადად და ღრმად სუნთქვა დავიწყე. ჩემი გულის ბაგა–ბუგუ მე თვითონაც მესმოდა. ხელები ერთიანად მიკანკალებდა და არა მარტო ხელები, მთელი ტანი კანკალმა ამიტანა.

– დროებით. – მიჩურჩულა ყურთან, ნიჟარაზე მაკოცა და მინის კარებისაკენ წავიდა.

– დროებით? შენ რა, კიდევ აპირებ მსგავსი მოქმედებების განხორციელებას? კიდევ შევხვდებით? – გაოცებულმა დავიჩურჩულე და სასწრაფოდ გავსწორდი წელში. კისერი დავიგრძელე, იქნებ ოდნავ მაინც დამენახა კაცი, რომელმაც თავდავიწყებამდე მიმიყვანა, მაგრამ გაწბილებული დავრჩი, ვერაფერი დავინახე! სულ ცოტათი რომ შევძელი გარჩევა გარემოსი, მამაკაცი აღარსად ჩანდა!

* * *
დღეები ისე მიყვებოდნენ ერთმანეთს, შემეშინდა, რომ ჩემი მეხსიერებიდან არ ამოვადნილიყო ის მოგონება, რომელმაც ჩემი ძლივს დალაგებული ცხოვრება, თავდაყირა დააყენა. დამეფიცება, რომ ახლაც ვგრძნობ მის საოცარ სუნამოს, რომელიც ახლაც ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებს. ნათლად ვგრძნობ მის ბაგეებს ჩემსაზე და პირველად მიჩნდება ჩემს ცხოვრებაში კითხვა, – ხომ არ ვგიჟდები?!

შეიძლება, ასეც არის, თუმცა, ნელ–ნელა, ყოველ შემთხვევაში. ჩემი მდგომარეობა არ მაღელვებს, უბრალოდ ცოტა გაბრუებული ვარ დ ავერ გამოვდივარ შოკური მდგომარეობიდან. შოკური მდგომარეობა... ჰმ, ეს უბრალოდ რბილ ფორმებშია, მაგრამ თუ არ გამოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც გამაგიჟა, ან მე ვერ ვიპოვე, მაშინ, მართლაც დავფიქრდები სერიოზულად, რა უნდა გავაკეთო, ამ შემთხვევაში. აი, სამაგიეროდ ნატალია დამტრიალებს თავს ყოველ წამს, უკვე მომბეზრდა. ვერ ხვდება, როდის მინდა მარტო ყოფნა და მზღუდავს ძალიან, თუმცა, მისიც მესმის, უნდა რომ დამეხმაროს.

ნატალიას რომ მოვუყევი ჩემი ,,საოცარი’’ ამბავი, კინაღამ მოსასულიერებელი გაგვიხდა მე და ტატოს. ლანძღა ის საცოდავი ბიჭი, ისე, რომ ეჭვი მეპარება, რამე არ დაემართოს. ღოგორც იქნა, გადაურა ეიფორიამ, მაგრამ მაინც ვერ დაწყნარდა ბოლომდე და მირჩია, თუ მითხრა, ვერ გავიგე ზუსტად, რომ დამევიწყებინა ის ამბავი.

მეცინება. ირონიულად. როგორ შეიძლება ადამიანმა, მითუმეტეს გოგომ, დაივიწყოს ის არა პირველი, მაგრამ ერთადერთი და განუმეორებელი კოცნა, რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზეც კი არ მოშორდა ჩემს გონებას და გულს. ვიწვი მისი ნახვის სურვილით, ისე მინდა კვლავ შევიგრძნო მისი ტუჩების გემო, რომ ყოველ დღიურად იმ კლუბში სიარულიც კი დამაწყებინა ამ სურვილმა. ასე, გიჟივით, მივდიოდი ყოველ საღამოს, აივანზე გავიდოდი კოქტეილით ხელში და ველოდებოდი წუთების განმავლობაში. როცა ჩემი საათის ციფერბლატი ნახევარ საათზე მეტ დროს უჩვენებდა უქმად დაკარგულს, დამწუხრებული მივდიოვდი ისევ სახლში.

ამ ბოლო დროს რომანტიკული სიმღერების მოსმენა დამჩემდა. პირდაპირ გასაოცარია სუიციდიდან, სემ სმიტზე გადართვა, მაგრამ რა ვქნა, ვეღარ ვუსმენ იმას, რითიც ადრე ვსულდგმულობდი.

უზომოდ და უსაზღვროდ მენატრებოდა უცნობის ტუჩები, სუნი, სუნთქვა, ხმა, მისი ხელები ჩემს სხეულზე, მისი თითები ჩემს სახეზე და თმებზე..!

ბოლოს ხელი ჩავიქნიე ყველაფერზე, მას შემდეგ, რაც ყოველგვარი იმედი გადამეწურა. შევეშვი იმ კლუბში უაზროდ ყიალს და უნდა ვაღიარო, რომ ბევრად უფრო ჩაკეტილი გავხდი, ჰო, ამის ნამდვილად მეშინია, თანაც ძალიან. საათი არ გავა ისე, რომ მასზე არ ვიფიქრო. ბედის ირონიაა, მე, მისი სახელიც კი არ ვიცი. სახელს თავი დავანებოთ, მისი ფიზიკური მონაცემებიც კი არ ვიცი. არ ვიცი, რა მჭირს. როგორ შეიძლება შემყვარებოდა ჩემთვის ასეთი უცნობი ადამიანი. და, თუ ეს სიყვარული არ არის, მაშ, რა ჯანდაბაა?! ბევრი მამაკაცი მომწონებია, მაგრამ ეს არ არის მოწონება მხოლოდ. ვგრძნობ, რომ რაღაც უფრო მეტია, ბევრად მეტი.

იმ ამბიდან 7 თვე გავიდა. 7 საშინელი, ტანჯვით და მონატრებით სავსე თვე.

* * *
მერვე თვე დაიწყო, მაგრამ მე უკეთესად კი არა, უარესად ვარ, ბევრად უფრო უარესად. აღარ მინდა არსად გაჩერება, გარდა ჩემი სახლისა. არავის დანახვა არ მინდა. უბრალოდ, მთელი დღეები მარტო ვარ, სიგარეტს ვეწევი, სიმღერებს ვუსმენ, საჭმელს ვაკეთებ და არავის არ ვაწუხებ. შვიდი თვეა ასე ვცხოვრობ. წარმოგიდგენიათ? მე, ნინე არაბული, არ ვაწუხებ არავის, საჭმელებს ზედიზედ ვაკეთებ, რომელიც მგონი, მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში, 3–ჯერ თუ გამიკეთებია.

– არ მაინტერესებს, ადგები და წამოხვალ, თანაც ახლავე! – სახლში გრიგალივით შემოვარდა ნატალი. შულ მავიწყდება ხოლმე, შემოსასვლელი კარების ჩაკეტვა, მაგრამ რად გინდათ, გასაღები აქვს და ისეც შემოვა და ასეც, მაინც ვერ აღვუდგები წინ.

– თუ შეიძლება, ჩავუღრმავდეთ თქვენს წინადადებას. – საქმიანი ტონით ვუთხარი და ჩავახველე.

მის წამოზრდილ, გაბერილ მუცელს გავუწორე თვალი და ღიმილი ვერ შევიკავე, როცა იქიდან ჩემმა პატარა, ჯერ არ დაბადებულმა ნათლულმა ხელი დამიქნია. კარგით, ჰო, ხელი არ დაუქნევია, მხოლოდ გამიღიმა. ჩემი დაქალი უკვე ხუთი თვის ორსულია, მე კი ვეღარ ვითმენ. როგორც იქნა იქორწინეს ტატომ და ნატალიმ, დაადგათ საშველი მათაც და მეც! ნატალის მუცელში, პატარა ანამარია ზის და ზუსტად ვხედავ, როგორ მოძრაობს მუცელში.

– ნუ ფართხალებ, ანამარიას არ მოუვიდეს რამე, თორემ ვერ გადამირჩები! სად მეპატიჟები, სად მიგყავარ?

– მიგყავარ’თ, – შემისწორა, – მოგვბეზრდი უკვე, ასეთი ნინე და უნდა გავერთოთ დღეს საღამოს. კლუბში მივდივართ!

– შანსი არ არის. – ღიმილით, ძალიან მშვიდად გადავაქნიე თავი აქეთ იქით და ომლეტი დავუდე დიდ თეფშზე.

– არის. – გაჯიქებულმა შემომხედა.

უნდა მაპატიოთ თქვენც და ჩემმა პრინციპმაც, რომელიც მეუბნებოდა ძალიან დიდი ხნის წინ, რომ მე იმ კლუბში, ფეხს აღარ შევდგამდი. რა ვქნა, ასეა თუ ისე, მაინც წამომაგო ანკესზე და წამათრია კლუბში, ტატოსთან ერთად.

არ მკითხოთ, როგორ, მაგრამ გონება ზუსტად იმ წამს გამეთიშა და ხელ–ფეხი წამერთვა, როცა ჩემს უკან იმ უცნობის ხმა გავიგე, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთადერთ საფიქრალს წარმოადგენდა. საკმაოდ გვიანი იყო, როცა ჩემს წელზე ვიგრძენი მისი დაძარღვული ხელები და მისი ხმა ჩემი ყურის ნიჟარასთან. მახსოვს, როგორ ჩავესვენე მის მკლავებში, თითქოს გულწასული, მაგრამ ამავდროულად გონზე მყოფი. იმხელა შოკი იყო ჩემთვის მისი გამოჩენა, მისი სურნელის შეგრძნება, მისი ხმის ხელმეორედ გაგება, რომ ამ მოზღვავებულ ენერგიეს ვეღარ გავუძელი. ნათლად ვხედავდი უკვე მის ნაკვთებს და ბედნიერებისგან მეღიმებოდა. დადგა ის დღე, როცა მე ის კვლავ ვნახე, ოღონდ არა ისე, როგორც უცნობი, არამედ უკვე თავიდან ფეხებამდე შესწავლილი. მუქი თმა დაბალზე ჰქონდა შეჭრილი, დაბალი წვერი უმშვენებდა სახეს და ეს ორი ისეთი შერწყმა იყო მის ნაკვთებზე, რომ სულის შეხუთვამდე მიმიყვანა. მის ხელზე დავიხედე, რომელიც ჩემს მუცელს ეხვეოდა. მარცხენა ხელზე შევამჩნიე გრძელი და ლამაზი ტატუ.

ვგრძნობდი, რომ ის თუ კვლავ წავიდოდა, ყველაფერი დამთარდებოდა. არ შემეძლო გაშვება, მაგრამ თუ მას ეს მოუნდებოდა, მე, ვერანაირად შევაჩერებდი. ამიტომ, სანამ შანსი მქონდა, მთლიანად მასში ვიყავი და მისით ვიყავი. გეფიცებით, არ ვიცი, რა მემართებოდა და მემართება, არც ის ვიცი, სიყვარული არის თუ არა ეს, მაგრამ მის გარეშე რომ ვეღარ გავძლებ, ზუსტად ვიცი.

– არ ვიცი, ეს რა არის, მაგრამ მჭირდები... – დავიჩურჩულე მის მკერდზე მიყრდნობილმა და ობოლი ცრემლი გადმოვუშვი.

– არ იტირო. ვერ დაგპირდები, რომ აღარ წავალ, მაგრამ იცოდე, მე სულ შენთან ვარ და თითოეული შენი ნაბიჯი, ზეპირად ვიცი! – გამაფრთხილებლად გაიჟღერა მისმა ხმამ, თუმცა მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ის კვლავ უნდა წასულიყო.

– ანუ, ისევ დამტოვებ? – ამოვიკნავლე. ვიგრძენი, როგორ ავცახცახდი.

– დამშვიდდი და მომენდე უბრალოდ. რამდენიმე თვეში აქ გავჩნდები და ისევ ისე ჩაგეხუტები, როგორც ახლა! – ამ სიტყვების შემდეგ, უფრო მძლავრად მომეხვია.

– არ მინდა რომ წახვიდე, მაგრამ რა გაეწყობა, თუ ეს საჭიროა... რა უცნაურია, ეს ყველაფერი. მე, შენი სახელიც კი არ ვიცი. – სიცილით მოვჭუტე თვალები.

– კოსტა გავაშელი, მადამ! – ხელი გამომიწოდა სიცილით და დრამაც ჩაურთო მის ყველა მიხვრა–მოხვრას.

– კოსტა გავაშელი? – გაოგნებულმა ამოვიჩურჩულე და მოწყვეტით დავეშვი მის მუხლებში.

როგორ? ეს, ხომ შეუძლებელია? რანაირად? კოსტა... კოსტა... შოკში მყოფი ვიმეორებდი მის სახელს და ვგრძნობდი, რომ ნელ–ნელა ბინდი მეკვრებოდა თვალებზე. კოსტა ის ბიჭი იყო, რომელმაც პირველი კოცნა მომპარა და ამატირა ექვსი წლის ასაკში. მაშინ ის ჩემზე ხუთი წლით დიდი იყო და ჩემი წვალება, მაგარ ბიჭობად და ზრუნვად მიაჩნდა, მე კი სულ მაწვალებდა და მატირებდა. კოსტა, მამაჩემის ბიზნესის მეწილის შვილი იყო. იმდენად ვერ ვიტანდი იმ ,,დიდ ბიჭს’’ რომ როცა ლევანი ბიძია მოდიოდა თავის შვილთან ერთად, მე ყოველთვის ჩემ გაკეთებულ ქოხში მივდიოდი, რომლის აშენებაშიც მამა დამეხმარა. მხოლოდ ზაფხულობით, როცა აგარაკზე ვიყავით მთელი ოჯახი, მხოლოდ მაშინ ამოდიოდა ლევანი ბიძია, შემდეგ კი, ჩემდა ჭირად, მამაჩემმა სთხოვა რომ მისი ვილიც ამოეყვანა, რათა ჩვენ დავმეგობრებულიყავით. შემდეგ, როცა უკვე ცოტა წამოვიზარდე და ცხრა წელს მივუკაკუნე, ტირილით ვუთხარი კოსტას, რომ მეზიზღებოდა და არასდროს დამნახვოდა თვალით. მახსოვს, როგორ აიწურა ჩემს წინაშე და უბრალოდ მითხრა, აღარ იტიროო, ისეთივე სიმკაცრე–სითბო შეპარული ხმით, როგორც ახლა. მაშინ უკვე ცამეტი წლის იყო და ასე თუ ისე, გრძნობდა, რომ მისი მკაცრი მოქცევა ჩემდამი და რაღაც–რაღაცეების აკრძალვა, არანაირად არ მეხმარებოდა. ერთ ზაფხულს, უბრალოდ გაქრა და იმის მერე არასდროს მინახავს, მეტიც, მასზე არც არაფერი მსმენია. პირველი თვეები გამიჭირდა მის გარეშე, დამაკლდა მისი კონტროლი, მაგრამ მერე დამავიწყდა, მეც ბავშვი ვიყავი და ისე ამომივარდა ის ერთად გატარებული ზაფხულის დღეები თავიდან, რომ შემდეგ, აღარც გამჩენია გახსენების სურვილი.

– მიცანი? – ეშმაკურად აუციმციმდა თვალები კოსტას.

– რა დამავიწყებდა იმ დღეებს, როცა შენთან გავატარე. თავში იმდენი კითხვა მიტრიალებს, ალბათ, ვერც შეძლებ ამდენ კითხვას პასუხი გასცე, ამიტომ არც არაფერს გკითხავ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ რომ დამტოვო და წახვიდე, ვეღარასდროს მნახავ, გპირდები. – ისეთი მტკიცე იყო ჩემი ხმა, გამიკვირდა, თანაც ძალიან.

– მემუქრები, ქალბატონო? – წარბი სასაცილოდ ამიწია კოსტამ.

– არა, გაფრთხილებ. ქალბატონი კი არა, საქალბატონე. – შევუსწორე და ნიშნის მოგებით ჩავუკარი თვალი.

– ნუთუ? – ირონიულად ჩამიცინა კაცმა.

– არ იცოდი? – მე ცარ დავაკელი ირონია, რა საკვირველია.

– მე, მეკითხები? – ვითომ გაიკვირვა კოსტამ. – მგონი გავიწყდება, რომ მე შენზე ყველაფერი ვიცი, შენი, თითოეული ნაბიჯიც კი.

– ძალიან კარგი. – მესიამოვნა მისი სიტყვები ისე, რომ მეტიც არ შეიძლება. – რა იყო ის მოვარდნა და კოცნა? თანაც, ვერ დაგინახე და კინაღამ გავგიჟდი, ვინ იყო–მეთქი. – თავი სინანულით გავიქნიე, როცა ჩემი მხოლოდ ფიქრში და მეტი არაფერში გატარებული დღეები წარმომიდგა თვალწინ.

– ასე იყო საჭირო. – მოკლედ, ლაკონურად მომიჭრა და სივრცეს გახედა. – წავიდეთ, წამოდი.

– სად მეპატიჟები?

– ჩემთან სახლში, იქ, სადაც მთელს ცხოვრებას გაატარებ, პირობას გაძლევ. – ძალიან სერიოზული იყო მისი ყველა ბგერა და მისი ნაკვთებიც კი. – არ მითხრა, რომ არ გინდა, ვერ დავიჯერებ მაგას. – დაამატა, როდესაც ჩემი გაოცებისაგან აფორაჟებული სახე დაინახა.

– არ გეტყვი. – ღიმილით ვუთხარი და პირველად, ჩემს ცხოვრებაში, ვაკოცე, ვაკოცე ისე, რომ დარწმუნებული ვარ, იმ წამს ყველაფერი დავავიწყე.

ზუსტად ვიცი, რომ მე ის ადამიანი მიყვარს, რომლის იმედი მთელი ცხოვრება უნდა მქონდეს და მექნება კიდეც. სიყვარულს არ სჭირდება დრო. ნამდვილ სიყვარულს თვალებით ვერ დაინახავ, მისი ხილვა მხოლოდ გონებითაა შესაძლებელი. სიყვარულის დამალვა შეუძლებელია: ერთი სიტყვა, ერთი მალული გამოხედვა, ხანდახან კი სიჩუმეც გასცემს ხოლმე მას!

ყველაზე მშვენიერი მდუმარება სწორედ მაშინ ჩამოწვება, როდესაც ტუჩები ერთმანეთს ხვდება.

დასასრული.
ავტორი: ღამურა



№1 სტუმარი elene

ძალიან კარგი იყოო მომეწონააა ^^

მომეწონააა^^თან ძალიან მომეწონაა კარგი იყო^^^

 


№2  offline მოდერი Eleniko13

კარგი ხარ,
კმაზლო.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline წევრი nestanuka13

პატარა საყვარელი ისტორია იყო

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუ კაი იყო ძააან საყვარლებიი <3

 


№5  offline წევრი kaxelii

Auu ra kargi iyooo. Lamazi dasasrulit. Male dagvibrundi axali istoriit, gelodebi gamur

 


№6 სტუმარი Black

Chemi gamuriko rogor momenatraa:*

 


№7  offline წევრი Pepper

ძალიან ძალიან კარგი იყო <3

 


№8  offline მოდერი Nude

ძალიან დიდი მადლობა ყველას! love
--------------------
bailey

 


№9  offline წევრი mariam m.k

Gemrieli da sayvareli istoria iyoo?!?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent