შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს სწორედ ისაა რაც შენ გგონია პატარავ თავი 5


7-03-2016, 01:36
ავტორი diana.cherchuki
ნანახია 1 939

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ ამ შუა ღამე?-გავუმეორე ისევ, რადგან პასუხის გაცემას აგვიანებდა.მხოლოდ სულელივით მიღიმოდა. ყელში ამომივიდა:
-მიპასუხე. თორემ სიფათს აგახევ.
-არ მჯერა-თქვა ბოლოს.
-რაა? რა არ გჯერა?
-ის, რომ შენს ოთახში ამომიშვი უცნაურია
-აბა რა მექნა? ლამის ფანჯარა ჩამილეწე იდიოტო, რაზე ფიქრობდი აქ რომ მოდიოდი?
-მეგონა იცოდი რომ მოვიდოდი-თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.
-ვიცოდიიიი? საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ამსაღამოს შენს ტვინში გადატრიალება მოხდებოდა?
-მე ხომ გითხარი შემოგივლი მეთქი?!-ისე მითხრა, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო-გარდა ამისა ჩემს ტვინში გადატრიალება ამ დილით მოხდა, და არა ამსაღამოს-და ხელი ჩამჭიდა, მაშინვე უხეშად მოვიცილე, საპასუხოდ მხოლოდ გაიცინა.
-ამ დილით? რატო? რა გეტაკა?
-მეტი რაღა უნდა იყოს, ამ დილით პირველად დაგინახე, და ჩემი გული თვალის დახამხამებაში განგმირე )-მხიარულად გაიცინა.
-იდიოტი ხარ-ვუთხარი და მეც გამეცინა.
-მადლობთ-მიპასუხა და ისევ ჩამჭიდა ხელი, ოღონდ ისე ძლიერად, რომ ბევრი ვიცოდვილე მაგრამ ხელი ვერ გავაშვებინე. ბოლოს ვუთხარი:
-ხელი გამიშვი!
-არ გაგიშვებ!!!
-რატომ?
-იმიტომ რომ მე ასე მინდა )))-და ისევ გამიცინა,ახლაღა დავაკვირდი, ულამაზესი ღიმილი ჰქონდა, თან თავადაც არ იყო ცუდი ბიჭი, რაღა დაგიმალოთ და რაღაცნაირად მესიმაპტიურა
-შეიძლება რაღაც გკითხო?-მკითხა სერიოზული სახით.
-კი ბატონო.
-დამღალა ფეხზე დგომამ, ისედაც 2 საათია შენი ფანჯრის ქვეშ ვდგავარ, ვიცდიდი დედაშენის ოთახში შუქი როდის ჩაქრებოდა, იქნებ სადმე დავსხდეთ?!
-იდიოტი ხარ-ვუთხარი და საწოლისკენ წავიყვანე. დავსხედით და ახლა მე ვკითხე:
-ახლა მე უნდა გკითხო რაღაც...
-ოჰო... საინტერესოა, გისმენ.
-მართლა ასეთი სულელი ხარ, თუ რამე სპეციალური კურსები გაქვს გავლილი?
-ოჰ რათქმაუნდა, შენ ხომ მია ხარ, შენგან სერიოზულ კითხვას არ უნდა ელოდოს ადამიანი...
-არ მიპასუხებ?-ვუთხარი სიცილით
-კი, მართლა ასეთი ვარ, რამე არ მოგწონს?
-კი, შენ არ მომწონხარ-და ვეცადე მისი ხელი მომეცილებინა, ოჰ რა მოულედნელად მერთვება ხოლმე ეს თავის დაფასების რეჟიმი )))
-მართლა?-მკითხა ეშმაკური სახით, ხელს კი ისევ არ მიშვებდა-მე რაღაც ეჭვი მეპარება მაგაში, მოდი შევამოწმოთ-და სწრაფად მომატრიალა და საწოლზე დამაწვინა.
-რა ჯანდაბას აკეთებ-ვუჩურჩულე და გავიბრძოლე, მაგრამ ამაოდ, ჩემზე ბევრად ძლიერი იყო-რას აკეთებ, გამიშვი...-ტუჩებზე საჩვენებელი თითი ფრთხილად დამადო, და მანაც დაიჩურჩულა:
-შშშშშ, ჩუმად, არ გაინძრე-და ნელ-ნელა დაიხარა ჩემსკენ.
-გიჟი ხარ, ახლავე გამიშვი ხელი, როგორ მიბედავ...-სიტყვა გამიწყდა, ჩემს სახესთან ისე ახლოს იყო დახრილი მის სუნთქვას ვგრძობდი, მისი სურნელი თავბრუს მახვევდა და ყოველგვარი შეწინააღმდეგების სურვილს მაკარგვინებდა, სუნთქვა გამიხშირდა, 17 წლის ვიყავი და პირველად აღმოვჩნდი ბიჭთან ასე ახლოს, როგორც ჩანდა ეს ნიკისთვის პირველი არ იყო, ჯერ-ჯერობით სუნთქვას აკონტროლებდა, კიდევ უფრო დაიხარა, წამიც და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეხვდა. დიდი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვიცი ზუსტად რა დრო გავიდა, მე კი საუკუნედ მომეჩვენა, ორივეს სუნთქვა უმართავი გახდა, ხელი, რომელიც ეჭირა გამიშვა და ორივე ხელი თმაში შემიცურა, მე კი არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, განთავისუფლებული ხელები კისერზე მოვხვიე და ძლიერად მივიზიდე. ვიგრძენი, როგორ გაჩერდა დრო, მეგონა ქვეყანაზე ჩვენ 2ის მეტი არავინ იყო, არ მეგონა თუ თავს ოდესმე დავკარგავდი, მაგრამ ამ ბიჭმა ეს შეძლო, მე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი, მთლიანად მის განკარგულებაში აღმოვჩნდი. ხელს ძლიერად ვუჭერდი კისერზე და ჩემსკენ უხეშად ვიზიდავდი. ბოლოს ნიკი გაჩერდა, ხელები ფრთხილად გამაშვებინა და წამოჯდა. ძლივს ვსუნთქავდი, მასაც უჭირდა სუნთქვა, როცა სული მოითქვა გამიღიმა და მითხრა:
-ასე აღარ მოიქცე, თორემ ერთხელაც იქნება დამახრჩობ.
-ერთხელაც იქნება? შენ რა კიდევ აპირებ ამის გაკეთებას? არაფერი გამოგივა-ვუთხარი ჯერაც დაწოლილმა.
-მია ნუ მცდი, თორემ ხომ იცი, რომ ამზე მეტი შემიძლია გავაკეთო?
-არა, არ შეგიძლია-ვუთხარი მტკიცედ.
-გინდა ვნახოთ რა შემიძლია?
-არა-წამოვიძაზე უცებ, ნიკმა გაიცინა.
-მოდი დაგეხმარო-ხელი გამომიწოდა და წამოჯდომაში დამეხმარა.-რამდენი წლის ხარ?
-17,შენ?
-მე 19ის, შენზე დიდი ვარ, ამიტომ უნდა დამიჯერო.
-არც იოცნებო.
-და შენ თვლი, რომ ოცნება მჭირდება? მორჩა, გინდა შენ ეს თუ არა ჩემი ხარ, მე მეკუთვნი.-ამ სიტყვებით სახეზე მომეფერა, ხელი მოვაცილებინე.
-მემგონი ზედმეტი მოგდის, არავის საკუთრება არ ვარ, გაიგე?
-არა, ვერ გავიგე, როგორ გინდა გამაგებინო?-უდარდელად გაიცინა და ჩამეხუტა:
-რომ იცოდე რამდენი ხანი გელოდი მია.
-მელოდიი?-გავიკვირვე, 2 საათს გულისხმობ ჩემი ფანჯრის ქვეშ რომ გაატარე?
-არა სულელო, ამაზე ბევრად დიდი ხანი გიცადე, წლებია გელი.
-კარგი რა, ნუ სულელობ ნიკოლას...
-აჰ მასე ნუ მეძახი, მირჩევნია ნიკი დამიძახო, ნიკოლასი ძალიან მკაცრად ჟღერს.
-არა-ვიუარე მე-ნიკოლასი უფრო მომწონს.
-ასე არ დამიძახო მეთქი.
-თორემ რას იზამ?! -ვკითხე სიცილით.
-ასე ასე-თქვა და გაიცინა-შენ რა მცდიი?
-შეიძლება ასეც ითქვას-ვუთხარი და მკლავებიდან დავუსხლტი, ამაო გამოდგა, ისევ დამიჭირა და მის მკერდს მიმაკრა მთელი ძალით.
-ნუ გამომცდი, თორემ თავს ვეღარ შევიკავებ მია-მითხრა მხიარულად.
-რას გულისხმობ?-ვკითხე შეშინებულმა.
-კარგად იცი რასაც ვგულისხმობ, თან ვატყობ არც შენ არ ხარ წინააღმდეგი...
-რაა?-წამოვიყვირე-ვინ გითხრა, რომ არ ვარ?-ხელი გამიშვა, გავიმართე და თვალებში ჩავხედე, ლამის მეტყველების უნარი დავკარგე, ნიკმა კი ნიშნისმოგებით მითხრა:
-ახლა, როცა ჩემს წინ ხარ და თვალებში მიყურებ, სრულიად დაუცველი ხარ პატარა ქალბატონო ამაზე მაინც უნდა გამოტყდე.
-არა, არა ვარ დაუცველი.
-ოჰ ღმერთო ჩემო რა ჯიუტი ხარ-თქვა და ხმამაღლა გაიცინა, წამოვვარდი და ტუჩებძე ორივე ხელი ავაფარე.
-ჩუმად, ესმე გაიღვიძებს...-ნიკმა ხელი მომაშორებინა და ისევ საწოლზე აღმოვჩნდი.
-არ გინდა-ამოვიკნავლე საცოდავად.
-ნუ გეშინია.-მითხრა და დაიხარა
-ეს ის არ არის რაც მე მგონია არა?-ვკითხე ჩუმად.
-არა. ეს სწორედ ისაა რაც შენ გგონია პატარავ -და მთელი გრძნობით დაეწაფა ჩემს ტუჩებს, გინაღამ გავიგუდე, სუნთქვა ისევ უმართავი გახდა, ისევ თმაში შემიცურა ხელები, მე ამჯერად წელზე მოვხვიე ორივე ხელი, ფრჩხილებით ზურგზე დავკაწრე კიდეც, ამას არ გაუჩერებია, პირიქით, უფრო გააქტიურდა, ცხელი ტუჩებით ჯერ ნიკაპზე, მერე კი ყელზე გადმოინაცვლა, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელს ტანში, უცებ გაჩერდა, თავი ზემოთ ასწია და ჩემს სახეს დააკვირდა, ორივე ძლივსღა ვსუნთქავდით, დარწმუნდა რა, რომ არანაირი წინააღმდეგობის გაწევას არ ვაპირებდი კმაყოფილი წამოჯდა.
-აკი წინააღმდეგი ვარო...-დაიწყო და ლამაზად გამიღიმა
-მოკეტე ცოტა ხანი-ვუთხარი ქოშინით დადავიცადე სანამ სუნთქვა დარეგულირდებოდა, მერე მეც წამოვჯექი.
-ჯანდაბა-დავიწყე და შევხედე.
-ზუსტადაც ჯანდაბა-მიპასუხა სიცილით-რას მიკეთებ მია?
-რას გიკეთებ?-ვკითხე შეცბუნებულმა
-რაღა რას, მაგიჟებ, აქამდე არავისთან შემიტოპავს, კონტროლი არასოდეს დამიკარგავს, შენთან კი ეს შეუძლებელია გესმის? რაღაც ისეთი გაქვს, რასაც ჭკუიდან გადავყავარ.
-მოკეტე ნიკ-გავაწყვეტინე უკმაყოფილოდ, ახლაღა გამახსენდა, რო სახლის უცნაურობებზე ამბობდა რაღაცას,
-ჰო მართლა, დღეს რას გულისხმობდი?
-რას ვგულისხმობდი?-მკითხა გაოცებულმა
-სახლზე და მის უცნაურობაზე ამბობდი რაღაცას-ვცადე შემეხსენებინა.
-აჰ ეეგ? ეგ მოგატყუე.
-მომატყუე? -გაოცებული ვიყავი-კი მაგრამ რატომ?
-იმიტომ, რომ სხვაგვარად ვერ დაგაინტერესე, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი.
-გიჟი ხარ-ვუთხარი და გავუცინე.
-შენც არანაკლებ-მიპასუხა და საწოლზე მოკალათდა, საბანი გადაიფარა და მომაჩერდა.
-უკაცრავად?!-წარბი ავზიდე-შენ რა აქ აპირებ დარჩენას?
-ნუ გეშინია, რაც მოხდა იმაზე მეტი ნამდვილად არ მოხდება გპირდები, თან სიცივეა, გასაყნად მენანები.-ვყოყმანობდი, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩავწექი, ნიკმა საბანი კარგად გადამაარა და თავი გულზე დამადო, გულისცემა ამიჩქარდა, თითქოს გული კედლის გამონგრევას ლამობდა.
-შენც ასე გემართება?-მკითხა და ძლიერად მომეკრო.
-რას გულისხმობ?-ვკითხე მაინც, თუმცა პასუხი წინასწარვე ვიცოდი.
-ჩემთან სიახლოვისას გული ამოვარდნაზე გაქვს, მეც ასე მემართება, როცა მეხები. გინდა მოუსმინო?
-არ მინდა მადლობთ-ვუთხარი ღიმილით.
-საოცრება ხარ-მითხრა და ძლიერად მომეხვია, ასე დამეძინა მის მკლავებში ტკბილად, თბილად და უშფოთველად.



როგორც იქნა დავდე, რაღაც ძალიან რომანტიკული მუზა მყავდა დღეს და ... ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მოგეწონათ ეს თავი?
მადლობა ვინც კითხულობთ და აფასებთ.

პ.ს ხვალ რომელი დავდო? ,,ალბუს დამბლდორი-გზა დიდებისკენ 2 თავი" თუ ეს? მიჩიეთ რა, დავიბენი, ისე 2ივე მზად მაქ უკვე



№1 სტუმარი anita

es dade es ufro momwons mee ))

 


№2  offline წევრი diana.cherchuki

anita
es dade es ufro momwons mee ))

Kargi aucileblad :*
--------------------
Onlinegirl

 


№3  offline წევრი diana.cherchuki

nino araxamia
ეს დადე რა ეს უფრო მაგარია :D :D :D

კარგით, რადგან ეს უფრო მოგწონთ, ამას დავდებ 24 საათის გასვლისთანავე, მზად მაქვს უკვე მაგრამ ვერ ვდებ 1 დღეში 2-ს feel
--------------------
Onlinegirl

 


№4  offline წევრი cancara

Ase gagrdzele cuncul

 


№5  offline წევრი diana.cherchuki

cancara
Ase gagrdzele cuncul

12s gadacdeba da davdeb meeqvsesac :*
--------------------
Onlinegirl

 


№6  offline წევრი θεοδώρα

Es dade dzalian kargia

 


№7  offline წევრი diana.cherchuki

θεοδώρα
Es dade dzalian kargia

Amsagamos daelode shemdegs, madlobavinc kitxulobt :*
--------------------
Onlinegirl

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent