შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი სახელად 66-33-XX (9)


7-03-2016, 15:44
ავტორი ირინა
ნანახია 4 475

-ღმერთოო... მაგიჟებს ეს გოგო.. ჭკუიდან გადავყავარ. აქამდე იმით მაინც ვიმშვიდებდი თავს, რომ როგორც პატარა ბავშვს ისე ვუყურებდი.. მაგრამ ახლა... არა, საშინელი აზრი იყო ჩემი აქ წამოსვლა. ვერც კი აცნობიერებს, რომ თავდაჭერილად უნდა მოიქცეს, როცა ჩემს გვერდითაა და ის რას აკეთებს ამ დროს? ნახევრად შიშველი მივარდება ოთახში. რომ დავინახე დუდას მაისურის ამარა, სველი თმით, რომელიც ცალ მხარეს ჰქონდა გადმოყრილი და სასაცილოდ აცეცებდა თავის თვალებს, ლამის გული გამისკდა... ჯანდაბა... და ასეთ გოგოზე ვამბოდბდი, ბავშვიათქო?! ყველანაირი საღი აზრი სადღაც გაქრა და უბრალოდ ინსტინქტს მივყევი. არც კი მახსოვს, როგორ გავჩნდი მის წინ, მისი პატარა სხეული ჩემსაზე მყავდა აკრული და მისი თმის სურნელს ვსუნთქავდი ხარბად.. ვგრძნობდი მისი გულის ცემას, ვხედავდი მის აწითლებულ სახეს და ბუსუსებს კანზე..ეს უფრო მაგიჟებდა, თავს ვეღარ ვაკოტროლებდი.. ისეთი ძალით დავხუჭე თვალები, რომ წამიერად ამტკივდა კიდეც.. როგორც იქნა მიწაზე დავეშვი და ლილეს ხელი გავუშვი. ორი ნაბიჯი უკან დავიხიე და ვთხოვე , რომ ოთახიდან გასულიყო, ზუსტად ვიცოდი, მისი კიდევ ერთი წამით ოთახში დარჩენაც კი ავისმომასწავებელი იქნებოდა ჩემთვის. გარეთ გავაგდე და კარი ცხვირწინ მივუკეტე. რამდენიმე წამი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ფიქრი კარზე კაკუნმა შემაწყვეტინა. ჩემთვის ჩამეცინა- არა, მაინც როგორი უყურადღებოა, წამის წინ გავაფრთხილე ნახევრადშიშველი ნუ დადიხართქო და ისევ ამ მდგომარეობაში შემოიპარა ოთახში. ვგრძნობდი, რომ თავის შეკავება უფროდაუფრო მეტად მიჭირდა , ამიტომ მე თვითონ დავტოვე ოთახი.
საღამოს კი საერთოდ გამაგიჟა. როგორც იქნა, მესტიამდე ჩავაღწიეთ. კონცერტი უკვე დაწყებული დაგვხვდა, მე ჩემი ნაცნობები შემხვდნენ, რომლებიც კონცერტს უკეთებდნენ პრ-ს და მათთან სალაპარაკოდ წავედი, ამასობაში კი წვიმაც დაიწყო. გამახსენდა, რომ ლილე თხელი მაისურის ამარა დავტოვე და მასთან წავედი, რომ ჟაკეტი მიმეტანა, მაგრამ ადგილზე გავიყინე, როცა დავინახე. ბენდი „World in my eyes”-ს ასრულებდა. ლილეს თვალები ჰქონდა დახუჭული, წვიმას მთლიანად დაესველებინა, მისი თმიდან წვიმის წვეთები სცვიოდა და შიშველ მკლავებზე მისრიალებდა. თეთრი მაისური კი, რომელიც ისედაც ძალიან თხელი იყო, ტანზე ეკვროდა და სრული სისრულით წარმოაჩენდა მის სხეულს... სიცივისგან ბუსუსები ეყარა კანზე... ახლოს მივედი.. ვაკვირდებოდი, მაგრამ შეხებას ვერ ვბედავდი, ისიც ჯიუტად არ ახელდა თვალს... ტანის ოდნავი მოძრაობით ყვებოდა მუსიკის რიტმს და აშკარად სხვა განზომილებაში დაფრინავდა, სადაც მეც გამიყოლა... -ჭიანჭველები? ჭიანჭველები კი არა მამონტები დარბოდნენ იმ წამს ჩემს სხეულზე.. ციბ-ცხელებიანივით მაკანკალებდა... ისეთ სუნს აფრქვევდა, ისედაც თავბრუდახვეულს, საერთოდ წამართვა აზროვნების უნარი. სახეზე თმა ჩამოეყარა.. მან კი ტუჩები სასაცილოდ ააცმაცუნა, მაგრამ ვერ მოიშორა და ამჯერად ხელით გადაიყარა უკან სახეზე მიწებებული თმა... სრულად გამოაჩინა წვიმისგან დასველებული სახე.. შუბლი, თვალები... ცხვირი.... და ისევ პატარა ბავშვივით გაბუშტული ტუჩები... მას ამუსიკა აგდებდა ტრანსში, ის კი მე... ვსო.... მეტი აღარ შემეძლო.. გადამეკეტა საღად აზროვნების უნარი და ბოლომდე ინსტინტქტის მონა გავხდი... მუცელზე ხელი შემოვხვიე. ის კი თითქოს ამას ელოდა, ნელა შემოტრიალდა ჩემკენ და კისერზე ხელები შემომაწყო... გამაკვირვა მისმა სითამამემ.. ახლოს მივიკარი ტანზე... ბოლომდე ჩემზე იყო მონდობილი... თვალებს არ ვაშორებდით ერთმანეთს.. მიყურებდა თავისი დიდი, ჭაობისფერი თვალებით და ვგრძნობდი, რომ იმ წამს ბოლომდე მენდობოდა და რაც არ უნდა გამეკეთებინა, გამომყვებოდა... წვიმამ იმატა... უფრო მეტად დაასველა მისი სახე... წელზე შემოვხვიე ხელი, მეორე კი თმაში შევუცურე.. ვიგრძენი როგორ აუცახცახდა სხეული და როგორ დაბურძგლა მთელს ტანზე.. მაგრამ თვალს მაინც არ მაშორებდა, მეც დავიხარე და ძალიან ფრთხილად ვაკოცე... აღარ იყო ისეთი მოუხერხებელი , როგორც პირველ ჯერზე... ამყვა კოცნაში და მეც უფრო მომთხოვნად განვაგრძობდი მის ალერსს... წვიმდა, მაგრამ მცხელოდა.. -აღარასდროს ჩაიცვა წვიმაში თეთრი მაისური... ვუთხარი და უარესად ავიკარი სხეულზე.. ისიც ხმისამოუღებლად ბოლომდე ჩემზე მონდობილი ოდნავ არხევდა ტანს მუსიკის მელოდიაზე და მეც მიყოლიებდა ამაში... მერე ისევ ჩავჩურჩულე, რომ გუშინდელი ღამე მშვენივრად მახსოვდა. ლილემ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და გაოგნებული ჩამაჩერდა თვალებში... ღიმილი ვერ შევიკავე მისი გაოგნებული სახის დანახვაზე, ის კი მოულოდნელად ტანზე ამეკრა, ცერებზე აიწია და ტუჩებზე დამწვდა... აი მაგ დროს კი საბოლოოდ დავკარგე თავი და მასთან ერთად გადავეშვი ვარდისფერ ბურუსში... სულ არ მაინტერესებდა იმ წამს გარშემომყოფთა რეაქცია... იმ წამს ვიყავით მხოლოდ ჩვენ, მუსიკა და წვიმის წვეთები, რომლებიც დაუნდობლად განაგრძობდნენ ჩვენს სხეულზე ცეკვას....
სიმღერა რომ დამთავრდა, თითქოს დავუბრუნდით რეალურ სამყაროს. ძლივს მოვწყდით ერთმანეთს და დავინახე , როგორ გააკანკალა ლილეს. ეს ამჯერად სიცივით იყო გამოწვეული.
-გცივა? ვუთხარი ჯერ ისევ სუნთქვა გახშირებულმა . მან კი პასუხი არ გამცა ისე დამიქნია თავი. სახეზე დავაკვირდი, მთლიანად გაწითლებულიყო. გამეცინა მის მორცხვობაზე. ხელი ჩავკიდე და მანქანისკენ წავიყვანე. დავსვი და ჩემი ჟაკეტი მივაფარე. -ორი წუთი დამელოდე, შენს ძმას მოვძებნი და ვეტყვი, რომ მივდივართ. ახლავე მოვალ. ვუთხარი და კარი მივუხურე. დუდა მალევე ვიპოვნე. ჩვენთან ერთად წასვლა შევთავაზე, მაგრამ იუარა, ჩვენ თვითონ წამოვალთო. მეც ისევ მანქანისკენ გავეშურე და ლილეს ვუთხარი მომხდარის შესახებ. არც ამჯერად ამოუღია ხმა. უკვე მაშინებდა მისი ასეთი სიწყნარე. სახლში სწრაფად მივედით.. მანქანიდან ისე გადავიდა, რომ ხმა არ გაუცია .. ნეტავ რას ფიქრობს? მებუტება? ვფიქრობდი ჩემთვის და როცა სახლში შევედი, ლილე აღარსად დამხვდა.. კინაღამ გული შეტევა მივიღე, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მის სახელს.
-რა გაღრიალებს, ხო არ გადაირიე.. სააბაზანოდან გამოვარდა შეშინებული ლილე და თვალებს მიბრიალებდა.
-უი მე მეგონა... კარგი , მიდი დროზე , თორემ მეც მცივა .. ვუთხარი და დამშვიდებული სავარძელში ჩავეხეთქე.
-შენ ხომ კაცს წყლის გადავლებასაც არ აცდი ნორმალურად.. ადუდღუნდა როგორც სჩვევია და სააბაზანოში შევიდა, მე კი თბილად გამეღიმა, ისევ მის დუდღუნს რომ მოვკარი ყური.


როგორც კი სახლში დავბრუნდით, მაშინვე სააბაზანოში შევვარდი, ცხელი წყალი ახლა ყველაფერს მერჩივნა. -ახლა როგორ მოვიქცე?? როგორ ველაპარაკო ვაჩეს? დღეს ისე ვიქცეოდი, აიცილებლად მიხვდება რომ მომწონს, რა ვქნა?? სხვადასხვა კითხვები ცვლიდა ჩემს გონებაში ერთმანეთს. თუმცა საბოლოოდ მოვდუნდი, ცხელ წყალს მივანდე ჩემი სხეული და გონება და ისიც საუკეთესო მკურნალად მომევლინა.. წარმოდგენა არ მაქვს რამდენ ხანს ვიყავი სააბაზანოში. გარეთ რომ გამოვედი, კართან ვაჩე დამხვდა ხელებგადაჯვარედინებული.
-ოჰ... გამოხვედი ქალბატონო?? გეღირსა?? დამგესლა ტრადიციულად. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ მისი ცინიზმი ოდოსმე ასე მესიამოვნებოდა, ის სირცხვილის გრძნობაც კი მომეხსნა , რამდენიმე წამის წინ რომ მქონდა.
-დიახ.. როგორ მიხვდი?? იქნებ მთლად დებილი არ ხარ ჰა? არ ჩამოვრჩი მეც.
-გოგოო.. შენ ენა ნუ შემაჩვიე და გამობოდიალდი დროზე, რას აეყუდე მაგ კარს. სხვათაშორის მეც დავსველდი და მეც მჭირდება ცხელი წყალი, რომ არ გავცივდე.
-ოხ.. დიდი ბოდიში , რომ ჩემს სააბაზანოში იმდენი ხანი დავყავი, რამდენიც მინდოდა. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ვაჩემ ხელი დამავლო, გვერდზე გამწია და სააბაზანოს კარი ცხვირწინ მომიკეტა. -დარტყმულოო... შენ რაღაც ძალიან მიეჩვიე კარის ცხვირ წინ მიკეტვას. მივაძახე მე და ოდნავ ჩამეცინა... სწრაფად შევვარდი ჩემს ოთახში , საწოლზე დავწექი და საბანი თავზე გადავიფარე.. ამჯერად აღარ დამძინებია.. თავი მისკდებოდა წეღანდელზე ფიქრით. იდიოტურ ღიმილს კი სახიდან ვერ ვიშორებდი. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვტრიალებდი მოუსვენრად საწოლში, ამასობაში წვიმამაც იმატა და ჭექა-ქუხილიც მოაყოლა. ბავშვობიდან მეშინოდა ქუხილის.. საბანი თავზე წავიფარე, მაგრამ ხმაური უფრო ძლიერდებოდა. ელვის შუქზე ტელეფონი მოვძებნე და მაშინვე ჩემს ძმას მივწერე.
-დუუ.. მოხვედი??
-კი, რა იყო? პასუხმა არ დააყოვნა.
-რას ქვია , რა იყო? ახლა გამიცანი? არ გესმის გარეთ რა ხდება? ჩემთან შემოდი რაა. მარტო ვერ დავიძინებ.
-ოო .. მეზარება, შენ შემოდი.
-შენ ხო არ გადაირიე... ვაჩეც მანდაა, სირცხვილია.
-ნუ ღელავ. ვაჩე მშოვლების ოთახში გავუშვი. დროზე, გელოდები. წავიკითხე თუ არა მესიჯი, საწოლიდან წამოვხტი და სწრაფად გავიქეცი ჩემი ძმის ოთახისკენ. რა თქმა უნდა, ისევ მისი მაისურის ამარა ვიყავი. ან რა მქონდა სადარდებელი, ვაჩე ხომ იმ წამს პირველ სართულზე, მშობლების ოთახში იწვა და ტკბილად ეძინა. დაუკაკუნებლად შევვარდი ოთახში და წამის მეასედში დუდას გვერდით ვიწექი საწოლში და მთელი ძალით ვეხუტებოდი შიშველ ტანზე... მართალია , ჩემი ძმას კარგი და ნავარჯიშები ტანი, აქვს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად უცხოდ მომხვდა მისი ტანი ხელებში. უცებ საშინელმა ფიქრმა გამიარა თავში და გაუბედავად ავხედე სახეზე. ოთახში იმდენად ბნელოდა, სახეს ვერ ვარჩევდი, მაგრამ მისი სუნი.... მისი გულის ცემა... მოულოდნელად გაიელვა და საბედნიეროდ ძალიან დაიქუხა, თორემ ჩემი კივილით სოფელს დავიმხობდი თავზე.
-რა ჯანდაბას აკეთებ ჩემი ძმის ოთახშიი... ამოვიხრიალე, მას შემდეგ რაც მისი თითებისგან გავითავისუფლე ტუჩები, რომელიც გასაჩუმებლად ამაფარა პირზე. -დუდა სად არის?
-დუდა შენი მშობლების ოთახში გადაბარგდა. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოვიდა, თავისი ნივთები გაიტანა და ქვემოთ ჩავიდა, ტელეფონი კი აქ დარაჩა, მეც ვისარგებლე შემთხვევით და შენს მესიჯს ვუპასუხე.. ვგრძნობდი როგორ იღიმოდა. შემდეგ ხელები თავქვეშ ამოიდო და საწოლზე მოხერხებულად მოეწყო.
-დარტყმული ხარ. შევუღრინე მე და ასადგომად წამოვიწიე, მაგრამ მკლავში წამწვდა და უკან დამქაჩა.
-დაწექი და გაჩუმდი. არაფერს არ დაგიშავებ. ქუხილის მაინც გეშინია , მარტო ვერ დაიძინებ , პირველ სართულამდე სანამ ჩახვალ დუდასთან, იქამდე გული გაგისკდება, მე კი სულაც არ ვაპირებ შენ გაცილებას. ასე რომ კომფორტულად მოეწყვე და დაიძინე. მკლავზე ხელი გამიშვა, გვერდზე გადაბრუნდა და ზურგი მაქცია.
-კარგი... ამოვიბურტყუნე მე და უხერხულად დავწექი საწოლის კიდეზე.
-ეგრე გადავარდები, ახლოს მოიწიე, საწოლი საკამოზე დიდია.. მითხრა ისე, რომ გვერდზე არ გადმობრუნებულა.
-კარგი.. გავიმეორე ისეევ მე და გაუბედავად მივიწიე მასთან ახლოს. ხმას არ ვიღებდით არც ერთი.. ქუხილი კი უფრო ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა.. ბოლოს კი იმხელა ხმაზე დაიჭექა, შიშისგან შევხტი და ლამის ტირილი დავიწყე, მაგრამ ვაჩე გადმობრუნდა და გულზე მიმიკრა..
-ჩჩ... აქ ვარ.. ნუ გეშინია. მაწყნარებდა პატარა ბავშვივით და თავზე მკოცნიდა. მეც გავინაბე მის ძლიერ მკლავებში და თვალები დავხუჭე. -ესე გეშინია ქუხილის? მკითხა ცოტახნის დუმილის შემდეგ.
-კი, ბავშვობიდან ვერ ვიტან ამ ხმას.. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა გარეთ წვიმს და მე სახლში მყუდროდ ვარ, ქუხილის ხმას ვერასდროს ვიტანდი.. ვუპასუხე, მაგრამ მისი მკავებისგან გათავისუფლება აზრადაც არ მომსვლია.
-გასაგებია. ჩაილაპარა მან. მოულოდნელად ისევ გაიელვა და ნათლად გამოჩნდა ვაჩეს მკვრივი სხეული, რომელზეც აკრული ვიყავი.. მას სუნთქვა გახშირებული ჰქონდა და გულისცემაც თანდათან უხშირდებოდა, თუმცა შეშინებული ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი.. მხოლოდ მერეღა მოვედი გონს. ისევ იგივე სიტუაცია მეორდებოდა.. ორივე ნახევრად შიშვლები ვიყავით, ოღონდ ამჯერად საწოლში და თან ჩახუტებულები... -ოპაა... გაები ლილე ახვლედიანოო.. გავიფიქრე ჩემთვის და მისი მკლავებიდან გათავისუფლება ვცადე. მანაც უპრობლემოდ გამიშვა ხელი და ოდნავ გვერდზე გაიწია..
-ლილეე.. მითხრა ოდნავ ხმააკანკალებულმა.
-გისმენ.
-მისმინე, დღეს რაც მოხდა... უბრალოდ თავი ვერ შევიკავე... არ მინდოდა გწყენოდა.. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა ვაჩე და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავდი, ვგრძნობდი, როგორი დაძაბული სახითაც საუბრობდა.
-არ მწყენია... ჩავიჩურჩულე მე და ოდნავ მისკენ მივიწიე..
-ჰმმმ.... ვიგრძენი, კი არა და გავიგე , როგორ ჩაეღიმა.. -ანუ?? მკითხა გამომცდელად.
-ანუ რა... მარტო შენ არ გიკოცნია ვაჩე იქ, მეც გაკოცე.. ჩავიჩურჩულე და სახე მის მკერდში დავმალე.
-გასაგებია.. ხმა დაუთბა. ვგრძნობდი, როგორც ეღიმებოდა. -მე კიდევ მეგონა, რომ ნაწყენი იყავი და მაგიტომ არ მცემდი გზაში ხმას.
-არა.. უბრალოდ.. ისა.. არ ვიცი, უბრალოდ... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.. -უბრალოდ გაოგნებული ვიყავი და არ ვიცოდი ეგეთ დროს როგორ უნდა მოვქცეულიყავი.. ვგრძნობდი როგორ ამეწვა სახე სირცხვილით და უარესად ჩავმალე თავი..
-სულელო ბავშვო.. მითხრა და თავზე მაკოცა. -ლილეე.. დამიძახა ცოტახნის შემდეგ.
-ბატონო??
-ვიცი, რომ გეშინია და ისიც ვიცი , რომ შეგრცხვა, მაგრამ არ შეგიძლია, ცოტა გვერდზე მიიწიო. არც ისეთი კარგი აზრები არ მომდის თავში, როცა ნახევრად შიშველი მყავხარ ზედ აკრრული. -ვაიმეეე.... გავიფიქრე მე და ფეთიანივით გავიწიე უკან.
-უკაცრავად.. ჩავიბურტყუნე მე..
-არაა.. უბრალოდ, დღეისთვის ემოციები შენთვის საკმარისია და მე კიდევ თავს ვერ ვიკავებ, როცა ასე ახლოს მყავხარ, თან ასე ჩაცმული.. მითხრა ჩამწყდარი ხმით და ლოყაზე მიმეფერა.
-კარგი.. ვუთხარი მეც და ოდნავ ჩავიღიმე.
-მოდი ასე მოვიქცეთ, რომ არ შეგეშინდეს.. მან ჩემი ხელი თავის დიდ ხელში მოიქცია და ძლიერად მომიჭირა თითები. -ასე ორივესთვის უსაფრთხოა.. ჩაიცინა ისევ ..-მიდი ახლა დაიძინე..
-ძილინებისა ვაჩე..
-ძილინებისა...
დილით თვალი რომ გავახილე, ვაჩეს დაკუნთულ პრესს შევეჩეხე.. მზერა ზევით ავაყოლე. ის იდაყვზე იყო წამოწეული და ხელზე თავი ჰქონდა დაყრდნობილი.
-დილამშვიდობისა ძილისგუდა.. მითხრა ღიმილით.
-მაისურები დაგელია?? თუ აუცილებელია, რომ ტარზანივით იარო სულ?? შევუღრინე მე.
-როგორი ტკბილი ხარ დილაობით. მაგიჟებ პირდაპირ. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, წამისმეასედში, ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოიწია და ტუჩებზე დამწვდა. მეკი გაოგნებულმა და გამწარებულმა ერთდროულად მთელი ძალით ვუკბინე ქვედა ტუჩზე და სწრაფად წამოვხტი საწოლიდან.
-შენ ხო არ გადაირიე? გგონია, როცა მოგინდება, მაშინ მოხვალ და მაკოცებ? გამოვცარი კბილებში, მაგრამ როცა მისი გამწარებული თვალები დავინახე, ცოტა ავღელდი.
-ლილე, ერთხელ გეტყვი და დაიმახსოვრე. ყველაფერს ვფიცავარ, მეორეჯერ მე თითსაც არ დაგაკარებ, კოცნაზე ლაპარაკი ზედმეტია. სანამ შენ თვითონ არ მოხვალ და არ მაკოცებ. დაასრულა ვაჩემ და გამყინავი მზერა მომაშტერა.
-არც მჭირდება შენი კოცნა არაფერში. ამოვიდუღუნე მე. -წავალ ცოტას ვივარჯიშებ. მივაძახე და ოთახიდან გავვარდი. არა , მაინც რა ჯანდაბა მეტაკა ჰაა? გუშინ მე თვითონ არ ვკოცნიდი გამწარებული? ვფიქრობდი ჩემთვის. ვარჯიში კი სულ გადამავიწყდა. 15 წუთში დივანზე ვიყავი გაშოტილი, ჩაის ჭიქით ხელში და ბოლო ხმაზე ვხარხარებდი ტელევიზორის წინ.
-აბა სავარჯიშოდ მივდივარო? კიბეზე ჩამოვიდა ვაჩე და მისალმების ნიშნად ხელი აუწია საძინებლიდან ახლადგამოსულ დუდას.
-დავიღალე. ამოვილაპარაკე ისე, რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მომიშორებია.
-15 წუთში?? გაუკვირდა ვაჩეს.
-ხო, გავიფიქრე როგორ ვვარჯიშობდი და ამაზე ფიქრმაც კი დამღალა.. მხრები ავიჩეჩე მე. თუმცა ვაჩეს ჩახითხითება არ გამომპარვია. - კიდევ კარგი გაეცინა, ანუ ძალიან აღარ მიბრაზდება.
-ბიჭოო.. ტუჩზე რა გჭირს?? მივარდა ჩემი ძმა ვაჩეს, რომელიც ჩემს გვერდზე მოკალათდა დივანზე. მეც მას შევხედე. ტუჩი დალურჯებული ჰქონდა,კიდევ კარგი, კბილები არ ეტყობოდა ზედ..
-გუშინ ვიღაც ნასვამი ამიშარდა და ცოტა ვიჩხუბეთ. თქვა ვაჩემ ისე, რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.
-ღადაობ ტო? ვინ? დღეს ვნახოთ. თუ გინდა. აფორიაქდა ჩემი ძმა.
-არა კაცო, რა უნდა ვნახოთ. აღარც ემახსოვრება ისეთი მთვრალი იყო.
-კარგი, შენ უკეთ იცი. თქვა დუდამ და ამჯერად მე მომიბრუნდა.
-ეე ქაჯო, რას უყურებ??
-თქვენზეა ფილმი და მაგას. ვუთხარი მე და ჩაი მოვსვი.
-მართლა?? რა ფილმია ? დაინტერესდა ჩემი ძმა.
-„ჩლუნგი და უფრო გამოჩლუნგებული“. ვთქვი და გადავბჟირდი. ოდნავ რომ დავწყნარდი, ბიჭებს გადავხედე. ორივე მთელი ძალით ცდილობდა სიცილის შეკავებას, მაგრამ ღიმილი მაინცდასთამაშებდათ სახეზე.
-ხითხითს რომ მორჩები, ადექი და ყავა გამიკეთე.. გასცა ბრძანება დარტყმულმა.
-ხელები არ გაქვს? დადექი და გაიკეთე. არ ჩამოვრჩი არც მე.
-შენ ხომ არ დაგავიწყდა , რომ იმას აკეთებ, რაც მემინდა? თუ გუშინდელმა დღემ მოგადუნა? ორი თბილი სიტყვა გითხარი და გადაირიე ხო?? ხო მართლა, დუდასაც წამოუღე.
-არაა, მე არ მინდა, ნიტასთან მივდივარ და იქ დავლევ. შემოგვძახა ჩემმა ძმამ და დაუმშვიდობებლად გავარდა გარეთ.
-იდიოტი ხარ , მივაძახე და სამზარეულოსკენ წავედი. ჩაიდანი ცეცხლზე დავდგი და ჭიქაში ყავას ვყრიდი, როცა მისი სუნი ჩემს ზურგს უკან ვიგრძენი. ნელა შევტრიალდი მისკენ. იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ მისი სუნთქვვა კანს მწვავდა. ტანში დამბურძგლა და ინსტიქტურად ქვედა ტუჩზე ვიკბინე. ჩაეღიმა.. უფრო ახლოს მოიწია ჩემთან, მის მწველ სუნთქვას უკვე ტუჩებზე ვგრძნობდი. უნებურად თვალები დავხუჭე და კარადას ხელებით დავეყრდენი, არ ვიცი რამდენ წამს ვიდექი ასე. მაგრამ გონზე ვაჩეს ხმამ მომიყვანა.
-რას აკეთებ?? მკითხა და კრუასანი ჩაკბიჩა..
-მე... მეე... ვერხედავ რას ვაკეთებ?? ყავას!! ძლივს დავალაგე წინადადება.
-ხოო? გასაგებია.. თქვა და კრუასანის ბოლო ლუკმა პირისკენ გაიქანა და ისევ ჩემთან დაიხარა, ამჯერად თვალი აღარ დამიხუჭავს და ცხადად დავინახე, როგორ აიღო ჩემს ზურგს უკან მდგარი თეფშიდან კიდევ ერთი კრუასანი. -აი თურმე რაში ყოფილა საქმე, გავიფიქრე და უკმაყოფილოდ გავბუსხე ტუჩები..
-შენ რა , გეგონა გაკოცებდი?? ჩამეკითხა კმაყოფილი.
-კი.. უარესად გავიბუსხე მე.. მას კი სახეზე გაოგნება გამოესახა.
-ვაიმე ლილე მაგიჟებ.. ყველა სხვა გოგო იუარებდა, არც ერთი არ გამოტყდებოდა, რომ კოცნას ელოდა ბიჭისგან, მან კი არ აკოცა.
-ხოდა წადი და იმ სხვა გოგოებს კოცნე რამდენიც გინდა.. ამოვიბურდღუნე მე. მაგრამ წამის მეასედში ისევ ჩემთან დაიხარა. მისი ცხვირი ჩემსას ეხებოდა... მისი სუნთქვა კი ისევ მაჟრჟოლებდა და კანს მწვავდა.
-ლილე, რა გინდა?? რატომ იბუსხები? შენ თვითონ არ მკარი დილით ხელი? მე ასე ადვილად არ გადავალ ჩემს სიტყვას, რახან გითხარი ხელს აღარ დაგაკარებთქო, ასეც ვიზამ. სანამ შენ თვითონ არ მაკოცებ, თითსაც არ დაგაკარებ... -ჯანდაბა, როგორ მინდა ახლა, რომ ვაკოცოოო... ვფიქრობდი ჩემთვის.
-მართლა?? ვუთხარი მე და ამჯერად მე მივიწიე მისკენ. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ, ის კი გაოგნებული უკან იხევდა, სანამ მაგიდასთან არ მივიმწყვდიე. დარწმუნებული ხარ, რომ არ მომეკარები?? უფრო ახლოს მივედი მასთან, ამჯერად მას წვავდა ჩემი სუნთქვა და მას აყრიდა ბუსუსები.. მაგიდას ჩასჭიდებოდა მთელი ძალით და თვალები ებინდებოდა.. ამჯერად უკვე მე ჩაცინა... -დიდხანს მოგიწევს ვაჩე ლოდინი, სანამ მე შენ გაკოცებ. თვალი ჩავუკარი და სწრაფად მოვშორდი. ჭიქაში წყალი დავასხი და კოვზით მოვურიე. -შენი ყავა მზადაა. მივაძახე ბოლოს დასამზარეულოდან გამოვედი., ის კი ისევ იმავე პოზაში იდგა.
ის იყო, დივანზე უნდა ჩამოვმჯდარიყავი, ვაჩე მომვარდა. ფეთიანივით წამავლო მლავში ხელი და კედელს მიმანარცხა.
-შენ სულ გადაირიე გოგო?? რატომ მეთამაშები? მკითხა და გაგიჟებული თვალები მომაშტერა.
-რატომაც შენ მეთამაშები. ვუპასუხე მეც ნიშნისმოგებით.
-ლილეე... ჭკუიდან გადაგყავარ.
-მაგას რა სჯობს მერე.
-ვაახ... რატომ მაგიჟებ რა გინდა??
-და რატომ გიჟდები მერე? არ ვარჩენდი არც ერთ სიტყვას.
-ლილეე... დაიღრიალა ბოლოს.
-რა გინდა. რას ღრიალებ ვაა.. შენ გგო.... სიტყვის თქმა არ მაცადა. წელზე ხელი მომკიდა და მსუბუქად შემომსვა იქვე მდგარ მაგიდაზე. ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან.. ისევ იგივე.. -აუუ.. რატომ მეთამაშები ვაჩე, რატოომმ.. ძლივს დავწყდარდი და იგივეს აკეთებ.. გავიფიქრე ჩემთვის გულში , ამასობაში კი ვაჩე უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან. მის ტუჩები ოდნავ შეეხო კიდეც ჩემსას.. ვსოო... წამერთვა საღად აზროვნების უნარი მაგ წამს... მაგრამ მან მოულოდნელად თავი გაწია და ყურში ჩამჩურჩულა.
-მაინც არ გაკოცებ, იქამდე, ვიდრე შენ არ მაკოცებ.. -ვსო, მეტი აღარ შემეძლო.
-ჯანდაბა, მოდი აქ.. ვუთხარი მე და ტუჩებზე მივეწებე.. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა.. ტუჩები არ მომიშორებია ისე ამოვიხავლე:-იდიოტი ხარ , ვაჩე.. ნამდვილი დარტყმული.
-ახლა მაინც გაჩუმდი , ხომ შეგიძლია არა?! მითხრა ისევ სიცილით და წელზე ხელები მომხვია და მაკოცა...
ამჯერადაც გაგვიჭირდა ერთმანეთისგან თავის დაღწევა... სუნთქვაგახშირებულები შევყურებდით ერთმანეთს და ხმის ამოღებას კი ვერ ვახერხებდით.
-აბა დიდხანს მოგიწევს ლოდინიო.. დამცინა ვაჩემ და სახეზე მიმეფერა.
- ოოო... დავაი რა.. გავიბუსხე მოჩვენებითად, მაგრამ ამჯერად აღარ გავბუტულვარ, აღარც შემრცხვა. უბრალოდ ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი და ასეც მოვიქეცი, მაისურში ხელი ჩავავლე, ჩემსკენ დავქაჩე, ხელები კისერზე , ფეხები კი წელზე შემოვხვიე და ყურის ბიბილოზე ვუკბინე.
- ოჰოო... ვიღაც ძალიან გაგვითამამდაა.. გაეცინა ვაჩეს და მთელი ძალით შემომხვია ხელები.
-აუუ მშიაა.. მიდი ახლა და საუზმე მომიმზადე, მე ხომ გაკოცე. თავი ამოვყავი მისი მკლავებიდან და სასაცილოდ გავეღრიჭე.
- აუუფ... მე გთხოვე მერე მაკოცეთქო? დამეტაკე მატარებელივით და სანამ გონზე მოვიდოდი ზედ მყავდი აკრული. სიცილს ვეღარ იკავებდა ვაჩე.
- ხოდა მეორეჯერ ნახე შენ, სულ არ გაგეკარები.. არ მჭირდები. ხელები მოვაშორე და მაგიდიდან ჩამოვხტი, მაგრამ ფეხი გადამიბრუნდა და რა თქმა უნდა მკლავებში ჩავუვარდი. -გაწიე რა ხელები, არ მჭირდება შენი დახმარება. ჩხუბს არ ვწყვეტდი მე.
- ოჰ და შენ რა გგონია მაგ ჯუჯღუნით შემაშინებ და მაშინვე სამზარეულოში გავვარდები რომ საუზმე მოგიმზადო? მე მგონი ისევ დაგავიწყდა , რომ ერთი კვირა შენ ასრულებ ჩემს სურვილებს და არა მე.
-კარგი.. გასაგებია. შენთვისაც მოვამზადებ საუზმეს. ვუთხარი უკვე ნაწყენმა, თავი გავითავისუფლე და სამზარეულოსკენ წავედი.
-ეე.. არანორმალურო. მომაძახა ზურგს უკან.
-რა გინდა? ვუპასუხე, მაგრამ უკან არ შევბრუნებულვარ.
-მოდი „ჩინგო-ჩანგო“ ვითამაშოთ 5 -მდე და ვინც წააგებს, იმან მოამზადოს საუზმე მოსულა? მკითხა მან და გამომცდელად შემათვალიერა უკვე მისკენშებრუნებული.
- მოსულა.. ვთქვი და სანამ მან ჩემი თანხმობა გაიაზრა თამაში დავიწყე. –„ჩინგო-ჩანგოო“ დავიყვირე და „ჭა“ გავაკეთე, მან კი „მაკრატელი“. -ჰაჰააა... 1-0, შენ მე რას მომიგებ. ექსპერტი ვარ ამ თამაშის. ვთქვი სიამაყით და ვაჩეს წარბი ავუწიე.. საბოლოოდ თამაშის ისეთ აზარტში შევედით, თითქოს, სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა საკითხი. 5-3 მოვიგე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ როცა მის გამწარებულ სახეს ვხედავდი, სიხარულით ადგილს ვეღარ ვპოულობდი.
-რას შეჭამ? შემომიღრინა ვაჩემ, როცა ასეთი ბედნიერი დამინახა.
-მმ.. რას დაა... მმ... არც კი ვიცი რა გითხრა, ხშირად არ მიეცემა ადამიანს შანსი, რომ ვაჩე მუჯირის მიერ მომზადებული საუზმე მიირთვას, ამიტომ რამე რთული უნდა მოვიფიქო.. მის სახეს რომ ვხედავდი უარესად ვხალისდებოდი. - იცი ისე ძალიან მიყვარს დილაობით კუბდარი, ჩაისთან ერთად. ბებო სულ ასე ნოყიერად მასაუზმებდა ხოლმე.
- აუუ კარგი რაა.. უფრო მარტივი მოიფიქრე რამე. მართლა შეწუხდა მუჯირი.
-კარგი ჰოო.. ნუ წუწუნებ.. კვერცხით და ტოსტებითაც კარგად გავალთ. გეხუმრე. ვუთხარი მე, ხელი ჩავკიდე და სამზარეულოში წავიყვანე. გაეცინა ჩემს ქცევაზე და ხმისამოუღებლად გამომყვა. სამზარეულოში რომ შევედით, მე კარადაზე შემოვსკუპტი დიდი ინტერესით დავაკვირდი ვაჩეს, რომელიც ახალი რძალივით ტრიალებდა.
-ვაჩე, შენ სად გიყვარს ყველაზე მეტად ყოფნა? ვკითხე საქმით გართულს, მან კი ისე მიპასუხა, საქმისთვის თავი არ დაუნებებია.
-სვანეთში.
-და სვანეთში ხომ პირველად ხარ? ვკითხე გაკვირვებულმა.
-კი .. ისევ არ დაუნებებია საქმისთვის თავი, ისე მიპასუხა.
-თუ პირველად ხარ, როგორ შეგიყვარდა ისე, რომ ყველაზე მეტად აქ გსიამოვნებს ყოფნა? არ ვეშვებოდი მე.
-ბევრს ლაპარაკობ. მომიახლოვდა უცებ ვაჩე და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა, თან კვერცხის თქვეფას განაგრძობდა. ოდნავ ჩამეღიმა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-ვაჩე, მოგწონვაარ? ვკითხე მოულოდნელად, ოღონდ მეც არ ვიცი რატომ და ამ ხნის განმავლობაში პირველად მიანება საქმეს თავი. თეფში მაგიდაზე დადო და ჩემთან მოვიდა.
-ლილე, ზოგადა გოგოები ასეთ კითხვებს არ სვამენ. მითხრა სერიოზული სახით.
-ვიცი ხოო.. მაგრამ შენც კარგად იცი, რომ მე ცოტა, სუუუუუულ ცოტა სხვანაირი ვარ და იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, მოგწონვარ ვაჩე? კითხვა გავუმეორე.
-კარგი, მაშინ რატომ მეკითხები?
-მმ..... იმიტომ რომ.. არ ვიცი.. რომ მაკოცე პირველად.. მერე გუშინაც, დღესაც..
-და მაგიტომ გადაწყვიტე, რომ მომწონხარ? უფრო ახლოს მოიწია ჩემს სახესთან მუჯირი.
-ჰოო.. თავიდან ვიფიქრე მეთამაშებათქო, მაგრამ გუშინდელის მერე... თვალები ამიწყლიანდა, ყელში თითქოს რაღაც ბურთი გამეჩხირა და მთელი ძალით მაწვებოდა. -ანუ.. გამოდის რომ... ახლაც.. ახლაც მეთამაშები და უბრალოდ ერთობი?? ვკითხე და ვცადე თვალებში შემეხედა, მაგრამ თავი დახრილი ჰქონდა და პასუხსაც არ მცემდა. -გასაგებია.. ჩავილაპარაკე ჩამწყდარი ხმით და კარადიდან ჩამოვხტი, სამზარეულოდან გამოსვლა დავაპირე, თუმცა ვაჩე წინ გადამიდგა და ისევ კარადაზე შემომსვა. პირველად შემომხედა ამ ხნის განმავლობაში თვალებში, ისეთი გაბრაზებული სახე ჰქონდა, წამით შემეშინდა. რამდენიმე წამი მიყურა, მერე კი გიჟივით დამწვდა ტუჩებზე და მთელი გრძნობით მაკოცა, ამ კოცნაში ჩააქსოვა მთელი ბრაზი, ვნება, სიყვარული და სინაზეც კი... ისე გაგიჟებით მკოცნიდა, მეგონა ტუჩებს მომაცლიდა... ჯერ გაოგნებული ვიყავი, შემდეგ კი თმაში შევუცურე ხელები და ვიგრძენი როგორ მოდუნდა. თვითონ მომშორდა და ისევ თვალებში შემომხედა.
-აღარასდროს, დაიმახსოვრე, აღარასდროს აღარ გაიმეორო, რომ გეთამაშები. მითხრა და ისევ ტუჩებზე დამწვდა. არასდროს მყავდა ასეთი სერიოზული ვაჩე ნანახი.
-გასაგებია.. ვთქვი მეც და როგორც იქნა თავი გავისუფლე.. თუმცა აღარაფერი აღარ მიკითხავს, მისი საქციელი იმ წამს სიტყვებზე მეტი იყო.
-ვაჩეე..... დაავუძახე ტუჩებგაბუსხულმა.
-ვაიმე ლილე, კიდევ რამე სისულელე თუ უნდა მკითხო, გარეთ გადაგაგდებ იცოდე, დამემუქრა მუჯირი.
-მშიაა... ამოვიხავლე საწყლად და მუჯირს გავხედე..
-რა გეშველება.. კარგი ხოო მააცადე ორ წუთს. მითხრა და ისევ საუზმის კეთება განაგრძო.
საუზმეს სიმბოლურად ვამბობ, თორემ საათს რომ დავხედე, 5 სრულდებოდა უკვე.
უკვე მაგიდას ვალაგებდით , ნიტა და დუდა რომ შემოგვიერთდნენ. ჩემს ძმას აწ უკვე შეყვარებულისთვვის ხელი ჰქონდა გადახვეული და ისე იბღინზებოდა, სურვილი გამიჩნდა რამზე გავღადავებოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ვაჩე ჩემს ჩანაფიქრს მიხვდა და ზურგზე მიჩმიტა. -არაფერი არ უთხრა იცოდე, თორემ მე მოგთხოვ პასუხს. ჩამჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა. მე კი არაფერი მითქვამს, მაგრამ დუდას არ გამოპარვია ვაჩეს უკანასკნელი ქმედება მხედველობიდან.
-ოოჰ.. მტრედებო, დავახლოვდით? ჩაიქირქილა და ნიტასთან ერთად სავარძელში მოკალათდა.
-შენს თავს მიხედე, თუ ძმა ხარ რა.. შევუბღვირე მაშინვე.
-რა ვაკეთოთ?? დასვა კითხვა ნიტამ, რომელიც დარწმუნებული ვარ, იმ წამს ყველას თავში გვიტრიალებდა.
-დასაწყისისთვის რამე ფილმს ვუყუროთ და საღამოს მოვიფიქრებთ რამეს. გარეთ ისევ წვიმს და გასეირნება გამოვრიცხოთ. აზრი წამოაყენა ვაჩემ.
-ჰოდა ძალიან კარგი, ზუსტად ახლა გადის „შავი რაინდის აღზევება“ და ჩავუსხდეთ.. გავიკრიჭე მე და პულტი მოვიმარჯვე..
-გამაგიჟებს ეს გოგო.. ჩაილაპარაკა ვაჩემ და სავარძლიდან თავის კალთაში გადამსვა.

ფილმმა საკმაოდ ჩაგვითრია. 8 ხდებოდა რომ დასრულდა და ჩვენც ახალი გასართობის ძებნა დავიწყეთ.
-ჯოკერი რომ ვითამაშოთ? აზრი წამოაყენა ნიტამ.
-ოო.. რაღაც მეზარება.. ხვალისთვის გადავდოთ. მე უკეთესი აზრი მაქვს უკვე შებინდდა და კარგი გარემოა „სიმართლე თუ მოქმედების“ სათამაშოდ. თქვა მუჯირმა და ყველა გამომცდელად შეგვათვალიერა.
-ეეე მომწოონს.. წამოვიძახე მე.. ოღონდ ცოტა წესები შევცვალოთ, ყველა სიმართლეს ამბობს და თუ რომელიმეს არ უნდა კითხვაზე პასუხის გაცემა, მაშინ სვამს.. ალკოჰოლი გულწრფელ პასუხებში დაგვეხმარება. ამჯერად მე მოვავლე გარშემომყოფებს გამომცდელი მზერა. ჩემი ძმა ხმის ამოუღებლად ადგა და გვერდით ოთახში გავიდა, იქიდან კი შავი ღვინით და 4 ბოკლით დაბრუნდა.
-რაღას ველოდებით, დავიწყოთ. თქვა, მას შემდეგ, რაც ჭიქები მაგიდაზე დააწყო. პირველი მე ვარ. ვაჩეს მინდა ვკითხო. ვაჩე, როგორ გაიცანით შენ და ამ ქაჯმა ერთმანეთი? მე სიცილი წამსკდა , ვაჩესაც ჩაეღიმა და თავიდან ბოლომდე მოყვა ჩვენი ისტორია. ნიტა ხომ გაოცებული უსმენდა და დუდაც კი თვალებგაფართოვებული იჯდა. -აი ბედიც ამას ქვიაა.. ჩაილაპარაკა თავისთვის. -მიდი , ვაჩე შენი ჯერია. უთხრა და მუჯირს გადაულოცა ასპარეზი.
-ლილე, პირველად ბიჭს როდის აკოცე? მკითხა გამოცდელიღიმილით და თვალი ჩამიკრა. დუდაც წინ წამოიწია, რამდენჯერ უკითხავს ,მაგრამ რაც არ მქონდა გაკეთებული ძალით ხომ არ დავიბრალებდი.
-დარტყმულო.. ჩავიდუდღუნე მე . -5 დღის წინ.. ჩავიჩურჩულე და გაწითლებული სახის დასამალად თავი დავხარე. მერე ოდნავ ავწიე,რომ ჭიქა ამეღო და ვაჩეს თვალებს შევეჩეხე, რომლებიც ბედნიერები მომშტერებოდნენ..
-ვაა... აი ნიტა, ნახე, რა მონაზონი და მყავს? ლილე, აბა ამ ქალბატონს კითხე, ბოლოს როდს აკოცა ვინმეს? შემომთავაზა დუდამ და მეც მის წინადადებას დავთანხმდი.
-ნიტა, ბოლოს როდის აკოცე ბიჭს? ვკითხე სიცილნარევი ხმით და ბიჭებსაც გადავხედე, ისინიც ძლივს იკავებდნენ თავს.
-3-4 საათის წინ. ჩაილაპარაკა ხმადბლა ნიტამ და ალბათ იტირებდა კიდეც, მაგრამ დუდამ ჩაიკრა გულში, ჩვენ კი თვალები დაგვიბრიალა.. მეც და ვაჩესაც თბილად გაგვეღიმა.. -კარგი ახლა ჩემი ჯერია, თქვა ნიტამ, მას შემდეგ რაც ცოტა დაწყნარდა.
-ვაჩე, ლილე გიყვარს? ამის გაგონებაზე მე სასმელი სასულეში გადამცდა და ლამის დავიხრჩე. ვაჩეს კი სრულიად მშვიდი სახე ჰქონდა.
-ამ კითხვისგან თავს შევიკავებ, თქვა და ღიმილით გამოცალა ღვინით სავსე ჭიქა. ისევ თავი აარიდა ამ თემაზე ლაპარაკს. გული ჩამწყდა ... მაგრამ შევეცადე, არ შემემჩნია.
-კარგიი... მოდი ცოტა დავსერიოზულდეეთ.. ჩაიცინა ბოროტად ვაჩემ და დუდას გადახედა. -ნიტა, დიდი ხანია გიყვარს დუდა?
-იმ ზაფხულიდან მოყოლებული , რაც გავიცანი. ჩაილაპარაკა ისევ ტავისთვის და ჩემს გაოგნებულ ძმას თვალი მოარიდა და ისე განაგრძო თამაში, რომ ამ თემის განხილვისთვის დრო არ მოგვცა.
-ლილე, ბოლოს ბიჭი როდის მოგეწონა?
-1 წამიც არ იქნება გასული. ვთქვი დაუფიქრებლად და ამჯერად სამივეს ისეთი ხველა აუტყდა კინაღამ დაიხოცნენ.
-კარგი, მაშინ როდიდან მოყოლებული მოგწონს ეგ ვიღაც? ჩამეკითხა დამშვიდებული ნიტა..
-მმ... ზუსტი თარიღი აღარ მახსოვს, თებერვლის ბოლო რიცხები იქნებოდა, ჩემს დაქალთან წავედი და ხუმრობის ხასიეთზე მოსულებმა უცხო ნომერზე დავრეკეთ , ვიღაც ბიჭმა გვიპასუხა.. მაშინვე მომეწონა.. ისეთი ხმა ქონდა, ისეთი... ზუსტად წარმოვიდგინე , როგორი იქნებოდა... მისი სიცილი შემიყვარდა, მისმა ბუბუნა ხმამ კი ჩემს გულს აიძულა წამში 100 000 000 00 00000000000000000000 დარტყმა განეხორციელებინა. ამ დროს პირველად მომეწონა ბიჭი სერიოზულად.. მეორედ მაშინ დავინტერესდი, როცა ვიღაც უცხო დარტყმული გადავარჩინე ცემას, მან კი ხის ტოტზე შემომსვა ფეხმოტეხილი... მესამედ, როცა ჩემმა თანამშრომელმა გამაცნო ჩვენი ახალი პრ მენეჯერი, მან დამაინტერესა, რადგანაც ის დარტყმული აღმოჩნდა, ვინც ხეზე შემომსვა...ყოველდღე ნერვებს მიშლიდა, მაგრამ არ ვიცი. მაზოხისტი ვარ ალბათ, ყოველ წამს უფრო მომწონდა. შემდეგ... წვეულებაზე.. როცა ბიჭმა სახელად „66-33-xx” დამირეკა და გარეთ გასვლა მთხოვა და აღმოჩნდა რომ ის ბიჭი, დარტყმული პრ მენეჯერი იყო... შემდეგ მაშინ, როცა მეკითხებოდა სად მიყვარდა ყველაზე მეტად ყოფნა.. მე კი ბავშვივით გულახდილად ვპასუხობდი ყველაფერზე.. შემდეგ მაშინ, როცა დაიბრალა, სვანეთის დათვალიერება მინდაო და რეალურად საჩუქარი გამიკეთა და აქ წამომიყვანა.. შემდეგ მაშინ როცა მძინარეს შუბლზე მაკოცა და ED sheeran-kiss me -მიმღერა, შემდეგ მაშინ, როცა ერთ ნომერში ღამის გათევაზე უარი მითხრა. შემდეგ , მაშინ, როცა ერთნაირი ტანსაცმელი იყიდა ორივესთვის, შემდეგ მაშინ, როცა ჩემს მშობლებთან ასეთი ბედნიერი იყო... კიდევ მაშინ, როცა სვანეთის ლამაზ ცაზე მეტად შენ მომწონხარო მითხრა, კიდევ, როცა ჩემი ფეხით შევუვარდი ოთახში ნახევრად შიშველი, მან კი უკან გამომაგდო, მაშინ როცა, წვიმაში ჩემთან ერთად იცეკვა და მთელი გრძნობით მაკოცა, მაშინ, როცა ნახევრად შიშველი შევუწექი საწოლში და ქუხილისგან შეშინებული ზედ ვეკვროდი, მაგრამ მან უკან დაიწია და მთელი ღამე ხელი-ხელ ჩაკიდებულებს გვეძინა.. კიდევ მაშინ როცა „ჩინგო-ჩანგო „ მეთამაშა, კიდევ მაშინ, როცა... ეგ არაა თქვენი საქმე.. კიდევ აი ამ წამს, კიდევ აი ამ წამს, და აი ამ წამსაც.. და ყოველ წამს უფრო დაუფრო მომწონს.... ჩავამთავრე სიტყვა და გაოგნებულ მსმენელებს გადავავლე თვალი. დუდა და ნიტა ხელიხელ ჩაკიდებულები მისმენდნენ, დუდას ოდნავ ეღიმებოდა.. ბოლოს კი ვაჩეს გავუსწორე მზერა... გაოგნებული მომჩერებოდა. ვერაფერს ვერ ვკითხულობდი მის სახეზე. ვერც სიხარულს, ვერც ბრაზს. უბრალდ იჯდა და გაოგნებული მიყურებდა...
-ნიტა, მგონი ჩვენი წასვლის დროა. თქვა დუდამ და ნიტა ფეხზე წამოაყენა. -და დღეს სახლში არ დავბრუნდები, ნოდარამ ბიჭები უნდა ამოვიყვანოვო და დავლევთ ცოტას და იქვე დავრჩები. თქვა დუდამ და გარეთ გავიდა შეყვარებულთან ერთად ...
ვაჩეს მზერას არ ვაშორებდი.. ალბათ 15 წუთი მაინც ვიყავით აასე ჩუმად. ბოლოს კი აუტანელი გახდა ასეთი სიწყნარე და ავდექი.
-წავალ დავწვები მე, ძილინებისა .. ჩავილაპარაკე და ისე, რომ პასუხს არ დავლოდებივარ, ოთახში გავიქეცი თავპირისმტვრევით. უცებ გადავიცვი ჩემი ძმის მაისური და საწოლში შევწექი.. რა თქმა უნდა, ვერ დავიძინე... არ ვიცი რამდენ ხანს ვტრიალებდი საწოლში, მაგრამ ისევ ქუხილი დაიწყო და უფროდაუფრო მატულობდა. -ჯადაბა, დუდა არაა სახლში, მაგრამ დღეს ვაჩესთანაც ვეღარ შევალ. საბანი გადავიფარე თავზე და ემბრიონის ფორმაში დავწექი.. ქუხილი კი არადა არ ჩერდებოდა, უფროდაურო მეტად გრუხუნებდა... ტირილის ზღვარზე ვიყავი უკვე მისული. რომ ვაჩემ საბანი გადამხადა, ხმის ამოუღებლად დაწვა საწოლზე, საბანი გადაიფარა, ახლოს მოიწია და გულზე მიმიხუტა. აქამდეც გაგონილი მქონდა მისი გულის ცემა, მაგრამ ახლა ამოვარდნას ქონდა.
-ვაჩე.. თავი ამოვყავი მისი ძლიერი ხელებიდან და რაღაცის თქმა დავაპირე.. მაგრამ არ დამცალდა... მუჯირი ტუჩებზე დამაკვდა. ძალიან ნაზად მაკოცა... მერე კი ყურში ძალიან ძალიან ჩუმად ჩამჩურჩულა.
-მიყვარხარ......................



№1 სტუმარი nini

kargiaa dzaaliaann

 


№2  offline წევრი ირინა

nini
kargiaa dzaaliaann


nini madloba❤️

 


№3  offline წევრი მარიამ18

ძალიან კარგიაა, ველოდები შემდეგ თავს <3

 


№4 სტუმარი Black

Magari jigruli tavi iyo ai gogoc magari jigari tipia;) <3

 


№5  offline წევრი Pepper

აუუ ესს რა თავი იყოოო <3
ემოციებით ვარსავსე <3
ბოლო სამი თავი ერთად წავიკითხეე
და ყველაზე თბილი საყვარელი საახალისო თავები იყო <3
გამიხარდაა ლლილეე რომ გამოტყდა
და ბოლოოს ვაჩეს "მიყვარხარ"-მა სულ დააგვირგვინა ყველაფერიი <3
ძალიანძალიან მომწონს ეს მხიარული უთბილესი და უსაყვარლესი ისტორია <3
შენ ხარ ძალიანძალიან ყოჩაღი ველი შემდეგ თავს <3

 


№6 სტუმარი darina

guli gamitbo es ra sayvarlebi myavs me, vgijdebi amatze, iset pozitiur ganwyobaze mayeneben mere mteli dge vigimi, uh rogori tbili, tkbili da gemrieloba tavi iyooo, gamabedniera, magari govo xar.

 


№7  offline წევრი ირინა

მარიამ18
ძალიან კარგიაა, ველოდები შემდეგ თავს <3

მადლობაა❤️❤️❤️❤️

Black
Magari jigruli tavi iyo ai gogoc magari jigari tipia;) <3



ხოდა აი ეგაა რა ძაან ვნერვიულობდი გოგოზე როგორ მიიღებდით ეგეღ პირდაპირი ტიპი რომაა და რომ მოგეწობათ ვერ გეტყვით რა ბედნიერი ვარ❤️❤️❤️

Pepper
აუუ ესს რა თავი იყოოო <3
ემოციებით ვარსავსე <3
ბოლო სამი თავი ერთად წავიკითხეე
და ყველაზე თბილი საყვარელი საახალისო თავები იყო <3
გამიხარდაა ლლილეე რომ გამოტყდა
და ბოლოოს ვაჩეს "მიყვარხარ"-მა სულ დააგვირგვინა ყველაფერიი <3
ძალიანძალიან მომწონს ეს მხიარული უთბილესი და უსაყვარლესი ისტორია <3
შენ ხარ ძალიანძალიან ყოჩაღი ველი შემდეგ თავს <3



ვაიმეე❤️❤️❤️ დიდი მადლობა❤️❤️

darina
guli gamitbo es ra sayvarlebi myavs me, vgijdebi amatze, iset pozitiur ganwyobaze mayeneben mere mteli dge vigimi, uh rogori tbili, tkbili da gemrieloba tavi iyooo, gamabedniera, magari govo xar.

რა თბილი ხაარ <3 <3 მადლობა , მადლობაა <3

 


№8  offline წევრი мариамо

auu >_< dzaan magari xarr <333 miyvarxarr <33333 orive dzalian sayvarlebi arian magram mujiri ufro miyvars ^^

 


№9  offline წევრი ირინა

мариамо
auu >_< dzaan magari xarr <333 miyvarxarr <33333 orive dzalian sayvarlebi arian magram mujiri ufro miyvars ^^

<3 <3 მადლობაა შენ დიდი დიიდი <3

 


№10  offline წევრი gvanciii kereselidze

Vaimee rakargiii iyooo <3 vgijdebi am wyvilzee
--------------------
G.ke

 


№11  offline წევრი ირინა

gvanciii kereselidze
Vaimee rakargiii iyooo <3 vgijdebi am wyvilzee

გვანციი დიდი მადლობა <3

Archive
ძალიან მომწონს ამ გოგოს პერსონაჟი :)))) კაი ტიპია :))

<3 <3

 


№12 სტუმარი Lile

shokshi var ubralod sascauli xar ra anda ra kargad cer sayvarlad ♥♥♥♥ da ise me gogo var :-D:-D

 


№13  offline წევრი ირინა

Lile
shokshi var ubralod sascauli xar ra anda ra kargad cer sayvarlad ♥♥♥♥ da ise me gogo var :-D:-D

ხო ვიცი რომ გოგო ხარ :)

 


№14 სტუმარი alisaa

vaime sayvarlebiii:*:* male dade ra gtxov:*

 


№15 სტუმარი Lile

Rame arascorad xom ar vtkvi?

 


№16  offline წევრი BvBArMy

სად გააჩერე? მე მიკეთებ ამას? :'( მალე გააგრძელე რაა. გოგოც და ბიჭიც ძალიან საყვარლები არიან. ^_^
--------------------
I Hate Everything About You

 


№17  offline წევრი ირინა

BvBArMy
სად გააჩერე? მე მიკეთებ ამას? :'( მალე გააგრძელე რაა. გოგოც და ბიჭიც ძალიან საყვარლები არიან. ^_^

საყვარელოო <3 დღეს ვეღარ ვასწრებ დადებას, ხვალ დილით დავდებ 11 საათამდე.

alisaa
vaime sayvarlebiii:*:* male dade ra gtxov:*

კიი კი ხვალ დილისთვისდავდებ <3

Lile
Rame arascorad xom ar vtkvi?

არაა <3 <3 love

 


№18  offline წევრი trisi

Saocreba xarrr
--------------------
Painter

 


№19 სტუმარი Lile

Es istoria srulad ro dado ar ginda?

 


№20  offline წევრი Salinoza

Saswauili xar! TkbiIi tkbiIi kanfeti ❤ kvela tavi ert dgeshi wavikitxe vgijdebi shen perdonajebze gansakutrebit dudaze *_* dzalian shemikvarda. Wkvilebi xo saertod vacheze da lileze vabodeb umagresia wkvilia bevric vicine matze :d ragaca minda gtovo , mxolod vacheze da lileze nu dawer charte sxva personajebic vtqvat aleqsi da nata, duda da Nita. Eschemi txovna iqneba❤ umagresia gogo xar! Geli male dade :d❤

 


№21  offline წევრი ირინა

Lile
Es istoria srulad ro dado ar ginda?

lile rom davamtavreb davdeb srulad❤️

trisi
Saocreba xarrr

triis madloba❤️ ❤️ dzalian didi

Salinoza
Saswauili xar! TkbiIi tkbiIi kanfeti ❤ kvela tavi ert dgeshi wavikitxe vgijdebi shen perdonajebze gansakutrebit dudaze *_* dzalian shemikvarda. Wkvilebi xo saertod vacheze da lileze vabodeb umagresia wkvilia bevric vicine matze :d ragaca minda gtovo , mxolod vacheze da lileze nu dawer charte sxva personajebic vtqvat aleqsi da nata, duda da Nita. Eschemi txovna iqneba❤ umagresia gogo xar! Geli male dade :d❤

pirvel rigshi didi madloba shen❤️❤️❤️ asec vapireb sxvebic chavrto daelode dvevandel tavs❤️❤️

 


№22  offline წევრი Salinoza

ირინა
Lile
Es istoria srulad ro dado ar ginda?

lile rom davamtavreb davdeb srulad❤️

trisi
Saocreba xarrr

triis madloba❤️ ❤️ dzalian didi

Salinoza
Saswauili xar! TkbiIi tkbiIi kanfeti ❤ kvela tavi ert dgeshi wavikitxe vgijdebi shen perdonajebze gansakutrebit dudaze *_* dzalian shemikvarda. Wkvilebi xo saertod vacheze da lileze vabodeb umagresia wkvilia bevric vicine matze :d ragaca minda gtovo , mxolod vacheze da lileze nu dawer charte sxva personajebic vtqvat aleqsi da nata, duda da Nita. Eschemi txovna iqneba❤ umagresia gogo xar! Geli male dade :d❤

pirvel rigshi didi madloba shen❤️❤️❤️ asec vapireb sxvebic chavrto daelode dvevandel tavs❤️❤️

MaIe dadeb?

 


№23 სტუმარი lile

rodis daideba meate tavi?

 


№24  offline წევრი ირინა

lile
rodis daideba meate tavi?

daido ukvee bolo meate tavi☺️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent