შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეოთხე]


7-03-2016, 23:10
ავტორი N7
ნანახია 3 091

IV.
„სკანდალები, სიახლეები და ბევრი პათოსი“
მეორე დღეს ყველა კოკასა და ჩემზე საუბრობდა. სკანდალი, რომელიც ‘აუგორდა’ ჩემი წყალობით, უპატიებელი იყო, თუმცა მაკვირვებდა მისი სიმშვიდე. სიმშვიდე, რომელსაც საკვირველად ინარჩუნებდა.
რამდენიმე დღეში მივხვდი, აღმოვაჩინე და გავიხსენე, რომ სიმშვიდე დიდი აფეთქების დასაწყისი იყო. როგორც ვულკანებს სჩვევიათ ხოლმე... ჯერ ყველას ავიწყებენ თავს და უცებ ამოიფრქვევიან მაშინ, როცა არავინ არ ელის.
ბედნიერი ვიყავი... ის რამდენიმე დღე მაინც ვიყავი ბედნიერი, ყველა რომ კაცს ლანძღავდა, რომელიც მაწამებდა, ირიბად, მაგრამ მაინც და რომელსაც ქვეყნის მმართველობა აეღო თავზე და ქვეყნის ფულებით კაზინოებში დადიოდა.
ჰო, ბედნიერება ერქვა იმ გრძნობას, როცა ვუყურებდი განადგურებულ ჟორჟოლიანს და ვხვდებოდი, რომ მისი ამ გაშავებული დღის მიზეზი მე ვიყავი.
ანუ ქალი, რომელსაც თავად მანამ აწამებდა.
სიბოროტე არ მჩვეოდა მანამ, სანამ კოკას გავიცნობდი.
და რომ გავიცანი, მკვირცხლად შემომიჩნდა. შემომიჩნდა და მზადმყო იმისათვის, რომ დამეცალა ეს ბოროტება ისევ მასზე, ვისი დამსახურებაც იყო ამ გრძნობის გაღვივება.

ძველმა პარტიელებმა მინახულეს. მეორე დილას, როცა უკვე ტელევიზია, პრესა, სოც. მედია და სხვა საშუალებები კოკას ამბავს თავისი ვიდეომასალით აშუქებდნენ. ნახეს და მოვიდნენ. რამდენიმე მხოლოდ. სინანულს გრძნობდნენ, მე ამას მათ თვალებში ვამჩნევდი. არ ვემეტებოდი კოკასთან დასაპირისპირებლად, კვლავაც.
– არ გაქვს უფლება! – ქოშინით შემოვარდა სახლში ეკა, ერთ–ერთი პარტიელი.
– რისი? – გაოცებულმა გავაყოლე მზერა.
– მასთან ასე მოქცევის! – წამოიყვირა და დაღლილი კედელს აეკრო.
– თვითონ აქვს, ეკუ? – გავუღიმე ირონიულად და მისაღებისკენ თითით ვანიშნე, შედი–მეთქი.
– არც თვითონ აქვს, მაგრამ ისწავლე რა, მასთან ჯერ არავის გაუმარჯვია! – წამოიყვირა და წყალი მთხოვა.
ყავა შევთავაზე – არ სურდა.
წყლიანი გრაფინითა და ჭიქით დავბრუნდი. გავუწოდე და რამდენიმე ჭიქა ერთიანად ჩამოცალა. სიგარეტს მოუკიდა.
– ვაუ, ეკუ, როდის მერე? – გამეცინა.
– შენს მერე, ლილი, – მასაც შეეპარა ღიმილი, მეტად ნერვიული, აფორიაქებული.
ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და სიგარეტის ახალ–ახალ ღერებს უკიდებდა. ეკა და სიგარეტი – აი, ამას ხომ ვერასდროს წარმოვიდგენდი?! თურმე რაღაცები უნდა წარმოიდგინო კიდეც, რომ მერე, ძილისწინ, შენს ფანტაზიებზე იხარხარო, ერთ დღესაც კი აღმოაჩინო, რომ რაზეც იცინოდი რეალობას ასახავს.
– არც კი ვიცი რა გზა შემოგთავაზო, რომ თავი დაიძვრინო იმ ურჩხულის კლანჭებიდან, – მეუბნებოდა შეცოდებით.
მე კი ძალიან ვღიზიანდებოდი, ვიღაც ჩემს ნაბიჯს რომ განიკითხავდა და ეს არ კმაროდა – ვებრალებოდი კიდეც. არა, მე ყველაფერს ჩემი ნებით აღვასრულებდი და თუ რამეზე ვინანებდი, ესეც ჩემი კეთილი ნება იყო.
სხვას კი არ ჰქონდა ჩემი გადადგმული ან გადასადგმელი ნაბიჯების კონტროლის უფლება.
– არაფერი, ეკა. დიდი შეცდომა დაუშვა კოკამ, მე როცა დამიპირისპირდა! და თუ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მას ღირსეულად შეაკავებს, დაე, დავმარცხდე ამ ბრძოლაში, ის მაინც გაიხსენებს, რომ იყო ოდესღაც ერთი, რომელთან ბრძოლაც ყველაზე დაძაბული იყო, – დავასრულე ფილოსოფიურად.
– კარგი, თუ ღმერთი გწამს, რაა! – გადაიხარხარა და ფანჯარა გამოხსნა.
– გადავხტე, ეკუ? თუ რა გავაკეთო? – აგდებით ვკითხე და მეც სიგარეტს მოვუკიდე.
– გადახტომით რამე შეიცვლება?– უხერხულად გამიცინა და ისევ დაკეტა ფანჯარა. – ლამაზი გვირილებია! – აღნიშნა ყავისფერ მეტალოზე მიკრობილ გვირილებზე, რომლებიც ჩემი კრეატიულობით შევქმენი, მაშინ, როცა საქმე და სადარდებელი არ მქონდა.
– რას საქმიანობ?
– არასამთავრობოში ვარ, – ახლაღა ჩაეშვა სავარძელში და კომფორტისგან მიმწყდარი ხმით ამოიოხრა.
– ხო? არ მიმიღებთ? – გამეცინა და სამზარეულოსკენ დავიძარი ყავის ასადუღებლად.
უკან გამომყვა.
– მე კი მიგიღებდი, მაგრამ... – ტუჩი მოიკვნიტა და მაგიდაზე ნერვიულ კაკუნს მოჰყვა გრძელი ფრჩხილების.
– განა ასე შევცდი? – გადავიხარხარე, თაროდან ხილის თასი მაგიდაზე გადმოვდგი.
– უნდა წავიდე რა... ყავას დავლევ და წავალ.
მერე აღარაფერი უთქვამს არც ჟორჟოლიანზე და არც მასთან დაკავშირებულ სხვა თავისტკივილზე. უბრალოდ, ძალიან ბევრი ვიცინეთ და მალევე დავემშვიდობე კიდეც.
მერე ჯგუფურად ამოვიდა რამდენიმე ბიჭი, მათაც არ დამაკლეს საყვედურები და ‘უცხოეთში გაგაზეო’ შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, ვიუარე. ჯერ მის ტანჯვას უნდა ვუყურო–მეთქი.
– კაი ტო... გაგჭყლიტავს, გადაგივლის, – შუბლზე თითები მიიკაკუნა ვახომ და ყრუდ წაუშტვინა.
– სცადოს რა, – გავიდიდგულე.
მერე ისინიც წავიდნენ და დავრჩი ასე.
მთელი საღამო სოც.ქსელში კოკას პაპარაცებისმიერ დაფიქსირებულ კადრებს ვნახულობდი და ძალიან ხმამაღლა ვიცინოდი.
მერე ლანგარზე იოგურტი დავიდე, ლანგარი მუცელზე მოვათავსე და ტელევიზორი ავახმაურე. ყველა არხი პრეზიდენტის სამარცხვინო ამბავს განიხილავდა. მართალია მეც ხშირად მკაწრავდნენ, მაგრამ იმხელა ჭრილობას მაინც არ მაყენებდნენ, რამხელასაც კოკას. ეს იყო ჩემი სიამაყის მიზეზი:)

მეოთხე დღეს, როცა უკვე ყველაფერმა ჩაიარა და პრეზიდენტის სიტუაციაც ყველა მხრიდან დააქუცმაცეს, აღარაფერი დარჩათ გასარჩევი და მე მომდგნენ.
მიხაროდა, რომ ცხოვრებაში არასდროს გადამედგა ნაბიჯი დაუფიქრებლად. მაშინაც კი, როცა მთვრალი ვიყავი, ვაცნობიერებდი, რომ შეცდომას ვუშვებდი და ვწყვეტდი იმას, რასაც ვაკეთებდი.
მაგრამ, როდის იყო კოკასნაირი კაცი რეალურ ფაქტებს ეყრდნობოდა როდესმე? ეს არასდროს ხდებოდა და მეოთხე დღეს, მეოთხე საღამოს, იმხელა სკანდალში გავეხვიე, ვერასდროს რომ წარმოვიდგენდი.
გამაშიშვლა – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
კარგი პროგრამისტი მონახა და ჩემი ძველი სურათების წყალობით შექმნა რობოტი, რომელიც მე არ ვიყავი და რობოტი, რომელიც ისეთ ამაზრზენ საქციელებს სჩადიოდა, მე რომ ვერც კი მოვიფიქრებდი.
და მაშინ მივხვდი, რომ იმ დროს უნდა დამეჯერებინა სხვებისთვის, როცა შესაძლებლობა მქონდა, ამ დროისთვის კი ვახოს შემოთავაზება ყველაზე რეალური იყო.
ხოდა ამერიკის საელჩოსგან დასტური მივიღე, ვიყიდე ბილეთები და გავფრინდი.
ისე წავედი ორ დღეში, ჩემზე არავინ არაფერი იცოდა.
მერე რა, რომ მეცოდებოდა ნატა, რომელიც, ალბათ, იმ დროს სასწრაფოს–სასწრაფოზე იღებდა;
მერე რა, რომ მეცოდებოდა ნუცა, რომელსაც აძახებდნენ ქუჩაში ადამიანის სახელს, რომელთანაც მთელი ცხოვრება დაქალობდა. ეს ხომ ტკივილია, ქართველებმა კიდევ ზუსტად ვიცით მიზანში მორტყმა – ადამიანს ჩაუდენელს ისე მოვარგებთ, ვერავინ ვერაფერს იეჭვებს;
და მოკლედ, ყველა მეცოდებოდა, ვისაც ჩემთან ერთი წუთით მაინც ახლო კავშირი ჰქონდა ოდესმე.
ყველა, კოკას თამადობით.
საბრალო იყო ეს კაცი, მეტი არაფერი.

გამიჭირდა ამერიკაში არსებობა. ნიუ იორკში აქამდეც ვყოფილვარ, მაგრამ ეულად არასდროს. მითუმეტეს კი იმდენი ხნით აქ არ დავჩენილვარ, რამდენიც საჭიროა ადაპტაციისთვის. ამიტომ გამიჭირდა ცხოვრება.
ფული, რომელიც გამაჩნდა, კოკას ეკუთვნოდა და მინდოდა მალე დამეხარჯა. თუმცა იმასაც ვიაზრებდი, რომ მისი მალე დახარჯვით ჩემს თავს საძირკველს გამოვაცლიდი და შევწყვეტდი არსებობას, რადგან არ არსებობს ნიუ იორკში სამუშაო, რომელიც ერთდროულად საჩემოა და თან უყოყმანოდ მიმიღებენ.
პირველი თვე იყო დიდი ტკივილი. ყველა სიმძიმე ერთად მაწვა მხრებზე.
მაგრამ ერთი დადებითი ჰქონდა ამ ქალაქს - თუ გინდ ყველაზე საშინელი რამ გაგეკეთებინა, საქართველოსთვის მიუღებელი - არავინ აიტაცებდა და მეორე დღეს არავინ შეიძრებოდა ამით.
და თუნდაც, რა გააკეთა კოკამ ასეთი, რომ დაპანიკდა ქვეყანა? - არც არაფერი, უბრალოდ, სისხლში აქვთ ქართველებს ყველაფრის გამუქება და ამას ვერ ვუშველით.
მეორე თვეს გავუშინაურდი ქალაქს. რამდენიმე ქართველიც კი გავიცანი. ერთი განსაკუთრებით ხშირად მხვდებოდა ცენტრალურ სკვერში და ერთ დღესაც წვეულებაზე დამპატიჟა. გამაფრთხილა, რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი, ოღონდ არც ზედმეტი სითამამე გამომეჩინა და არც ზედმეტი უმანკოება.
ბოლო დროს კი სითამამე სულ დამეკარგა, თითოეული გრამით.

საგულდაგულოდ გამოვეწყე და მივედი მისამართზე, რომელიც ლევანს მოეცა ჩემთვის. საგულდაგულოდო რომ ვამბობ, არ ვგულისხმობ ზედმეტ გადაპრანჭვას. მოკრძალებული ვინტაჟი და თანამედროვე მაკიაჟი ერთმანეთს ავურიე და ისე. ეს ჟესტი არ იყო არც ზედმეტი სითამამის ან ზედმეტი უმანკოების გამოჩენის.
კარზე დავაკაკუნე, მაგრამ ხმაურმა მიმახვედრა, რომ ძალიან ბევრიც რომ მებრახუნებინა, მაინც ვერავის გავაგონებდი. შევაღე კარი და ცარიელ დერეფანს გავხედე. წინ წავიწიე და სხვა ოთახებიც ინტერესით შევათვალიერე - არავინ იყო. აშკარად უკანა ეზოდან მოდიოდა ხმაური, ასე რომ, ჩემი ძებნის ღონისძიებები უშედეგო იქნებოდა, რა თქმა უნდა.
წინა კარიდანვე ჩანდა გრძელი დერეფნის ბოლოს მეორე კარი, რომელიც, სავარაუდოდ, უკანა ეზოში გადიოდა. აჩქარებულად გავყევი დერეფანს და კარი გავაღე.
ხმაურის შესაბამისად არ იყო ხალხი. ვგულისხმობ: სულ შვიდნი იყვნენ დაახლოებით, ხმაურით თუ ვიმსჯელებდით, ათჯერ მეტი უნდა ყოფილიყვნენ. ჯერ და არა ით.
ორი ბასეინში ბანაობდა, დანარჩენები კი სასმელთან ერთად საუბარში ჩართულიყვნენ და დროდადრო ხმამაღლა იცინოდნენ. ჩემდაგასაკვირად, ლევანი არსად ჩანდა. იმათკენ დავიძარი, რომ სვამდნენ.
- Hello, - მორიდებით მივესალმე, თუმცა, რაღა დაგიმალოთ, სულ არ ჰგავდნენ ტიპიურ ამერიკელებს. – Where can I find Levani? - დავამატე და უხერხულობისგან აწითლებულ პუდრიან ლოყებზე ხელისგულები მივიჭირე.
- ქართველი ხარ? - სიცილით გადმომხედა ერთმა, ‘ემოს’ სტილის მატარებელმა გოგომ.
მუქი ტუჩსაცხი ესვა, ალბათ, შავი და ბნელი ეზოც მეტად იდუმალს ხდიდა მის იერს.
მის შემხედვარეს, გამაჟრჟოლა. თუმცა, როგორც გავიგე ქართველები იყვნენ, ცოტა ამოვისუნთქე.
- დიახ, - გავუღიმე სანდომიანად და ხელჩანთას ძლიერად მოვუჭირე ათივე თითი, კანკალის დასაფარად.
არც მშიშარა ვიყავი და არც მორიდებული, ბოლო დროს მომხდარმა ცვლილებებმა გარდატეხა მოახდინა ჩემში, სულ ეს იყო.
- ოუ, great! - შეჰკივლა ერთმა, რომელსაც არანაკლებ იდუმალი, ცოტა სასაცილოც კი, იმიჯი ჰქონდა - ამ შუა ღამით სათვალე გაეკეთებინა და დრედები აეკოსა, ოღონდ იმდენი ხანი არ დაეშალა ეს კოსა, საგიჟეთიდან გამოქცეულს მეტად ჰგავდა.
- ლევანი თავის გოგოსთან ერთადაა, - მიჩურჩულა მუქტუჩსაცხიანმა. - ძალიან ეჭვიანია, სხვათაშორის! - დაამატა.
შევძრწუნდი და წასვლა დავაპირე.
- გადაგრიეს, ხო? - ლევანი მომიახლოვდა, გვერდით გოგოს ნაცვლად მამაკაცი ედგა. ლუდები ეკავათ და ორივე ისე იღიმოდა, დადნებოდი ადამიანი.
- ლევან! - წამოვიძახე გახარებულმა და ბოთლებზევე გადავეხვიე.
ჭახანი რომ გაისმა, შეშინებული ჩამოვშორდი, მეგონა დავამტვრიე, მაგრამ შევცდი, არ გავარდნია მის ძლიერ ხელებს.
- მგონი დროა, სახლში გადაინაცვლოს წვეულებამ! - გამხნევებით წამოიძახა და გამიჩნდა კითხვა: რისთვის ათრია ეს ამდენი სავსე ბოთლი თუ უკან უნდა დაებრუნებინა?
გამეცინა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს.
ყველა გავიცანი. ძალიან მეგობრული და კეთილი გოგო-ბიჭები იყვნენ. უბრალოდ, განსხვავებულებიც. არ დაუმალავთ, რომ ქრისტიანები არ იყვნენ და ამერიკაში ამიტომაც აღმოჩნდნენ.
- მეგობრებო, მაპატიეთ, მაგრამ რელიგიურ ოჯახში აღზრდილი ვარ და არ შემიძლია სხვა რელიგიის ფილოსოფია გავიზიარო, - გავაფრთხილე დასაწყისშივე.
ნერვი არც ერთს შესტოკებია. მეტს არც ელოდნენ, შევატყე.
- არავინ გთხოვს ილუმინატი გახდიო, უბრალოდ, ჩვენთან მოსული თემაა ჩვენი ფილოსოფიის განხილვა და ფასეულობების დალაგება, - წამოიწყო როიმ.
როიც ქართველი იყო. მეტად კომიკური კი ის აღმოჩნდა, რომ დედას გადაუწყვიტავს დიდი ბაბუის სახელი დაერქვა მისთვის და მამის ცივი უარის მიხედვით, მაინც გაუფორმებია როი - სახელით როლანდი. ამის გამო, მთელი ბავშვობა დაეჩაგრა სიმპათიურობა, რადგან ჯერ სახელზე ამახვილებდნენ თანატოლები ყურადღებას და მერე სხვა მახასიათებლებზე. ესეც კომიკური იყო და ძალიან ბევრი ვიხალისე, როცა მოვისმინე.
როი იმდენად სიმპათიური იყო, საქართველოში ყველა გოგო რომ მოიტოვა შეყვარებული არ იკმარა და ნახევარ ნიუ იორკსაც შეაყვარა თავი. ლიდერი იყო როი, რომლის საოცარ უნარებსა და ფილოსოფიებს მთელი მსოფლიო ცნობდა. ჩემზე სამი წლით დიდი იყო ის და თამამად გეტყვით, უდიდესი სიმპათიები აღმიძრა, რომლის შეფუთვა ძალიან გამიჭირდა.
- მე მომწონს თქვენი საუბრები, მანერა და პათოსი, - გავუღიმე. - სიამოვნებით დავესწრები ხოლმე თქვენს ‘ლექციებს’ თუ საწინააღმდეგო არ გაქვთ რამე.
- ჩვენ არ ვართ პაგანიზმის მიმდევრები, თავისუფლებას ვითხოვთ მხოლოდ. თავისუფლებას რელიგიასა და პოლიტიკისგან, - ამიხსნა თეკომ, იმ შავტუჩსაცხიანმა გოგონამ, თავიდანვე რომ მიმახვედრა თავისი იდუმალება.
- რელიგია შეგიძლიათ თქვენი თავებიდან გამოდევნოთ, მაგრამ პოლიტიკასთან ბრძოლა არც კი ღირს, - ჩამოვაყალიბე და ისე ავნერვიულდი, მეგონა გული გამიჩერდებოდა, მისი ამდენად აჩქარებისგამო.
- საქმე იმაში არაა, ჩვენ როგორ დავახარისხებთ ღირებულებებს, - გააგრძელა ლევანმა. - საქმე იმაშია, ხალხი როგორ გაითვალისწინებს ჩვენს დახარისხებულს.
ლუდი ჩამოცალა.
გამაჟრჟოლა. იმედია, ყველაფეთან ერთად ტერორისტებიც არ არიან-მეთქი. მე ხომ ყველა უბედურებას უნდა გადავეყარო!
- ხალხი არასდროს დასთანხმდება ურელიგიოდ და ამავდროულად უპოლიტიკოდ ყოფნას... და როცა დათანხმდებიან, მსოფლიოში ყველაფერი ამოტრიალდება. ამოტრიალდება ისე, რომ ჩვენ პრეისტორიულ ხანაში დავბრუნდებით.
იმდენად სერიოზულად მივიღე მათი საუბარი, რომ თავისუფლად შევიჭერი როლებში. მე არაფერი მქონდა მათი საწინააღმდეგო, პირიქით, განსხვავებული ვიყავი მეც და ამიტომ მუდამ მხარს ვუჭერდი ჩემნაირებს, მათნაირებს, ჩვენნაირებს.
მერე შეცვალეს თემა. უბრალოდ, მიხვდნენ, რომ მე არ ვიყავი ადამიანი, რომელიც კოსმიურ ვარსკვლავებზე იქადაგებდა.
ძალიან შემიგვიანდა. მეხვეწა ლევანი დარჩიო, მაგრამ ავიკვიატე უნდა წავიდე-მეთქი.
გაგაცილებო, - დამედევნა როი.
- არ ხარ ვალდებული, - უხერხულად შევიშმუშნე და ისეთი დისტანციით დავდექი მამაკაცთან, გეგონება ალერგია მქონდა მათიო.
- მართალი ხარ, არ ვარ! - გაიცინა და დიდი ხნის მეგობარივით გადამხვია ხელი. - მაგრამ მინდა, რომ გაგაცილო, - დაამატა.
ნიუ იორკის ქუჩებს ფეხით მოვუყვებოდით. სამ საათზეც კი, შუაღამით, ქალაქი ცოცხლობდა ისეთივე წესით, როგორც დღე.
ამიტომ მიყვარდა ეს ქალაქი ყველაზე მეტად.
ამიტომ ვიყავი მაშინ იქ.
და ამიტომ ვკოცნიდი ქალაქის გულში ახალგაცნობილ მამაკაცს მთელი პათოსით.
უბრალოდ, მაშინ ეს იქ უნდა მომხდარიყო.
მხოლოდ იმიტომაც კი, რომ ნიუ იორკი იყო.
თავდავიწყების ქალაქი.
სადაც დღე და ღამე, წამი და წუთი არ არსებობს.
აქ ყველაფერი უსტანდარტო და მაინც ყველაზე გვარიანია.
***
ძალიან მახარებთ, დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!
მიყვარხართ! <3



№1 სტუმარი darina

Lilesnair adamianebs veradaver vugeb, es qali shecdomas shecdomaze ushvebs, sakutari tavis garda aravin ainteresebs, axlac chemi azrit ragac sharshi gaexveva, sheidzleba vcdebode, shen imdenad gansxvavebuli mwerali xar sul sxvanairad atrialeb movlenebs xolme.

 


№2  offline წევრი Diosa Dela Tristeza

არ მომწონს ეს გოგო.

 


№3  offline წევრი N7

darina
Lilesnair adamianebs veradaver vugeb, es qali shecdomas shecdomaze ushvebs, sakutari tavis garda aravin ainteresebs, axlac chemi azrit ragac sharshi gaexveva, sheidzleba vcdebode, shen imdenad gansxvavebuli mwerali xar sul sxvanairad atrialeb movlenebs xolme.

gvanciko_gvancunia
არ მომწონს ეს გოგო.

რაღაც დამისუსტდნენ ქალები ბოლო დროს.. რაღაც უნდა ვიღონო ესეიგი :D
ნუ, როგორც დარინამ აღნიშნა, შემოტრიალება ვიცი ყველაფრის ხოლმე და, ალბათ, ამასაც შემოვატრიალებ..
დიდი მადლობა, რომ კითხულობYთ და გვერდში მიდგახართ❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline მოდერი Eleniko13

მე მომწონს, მომწონს კი არა, ვგიჟდები ამ გოგოზე.
ამ ისტორიაზე.
შენზე
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5  offline წევრი N7

Eleniko13
მე მომწონს, მომწონს კი არა, ვგიჟდები ამ გოგოზე.
ამ ისტორიაზე.
შენზე

მე შენზე ვგიჟდები,
ტკბილო! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline წევრი Diosa Dela Tristeza

N7
darina
Lilesnair adamianebs veradaver vugeb, es qali shecdomas shecdomaze ushvebs, sakutari tavis garda aravin ainteresebs, axlac chemi azrit ragac sharshi gaexveva, sheidzleba vcdebode, shen imdenad gansxvavebuli mwerali xar sul sxvanairad atrialeb movlenebs xolme.

gvanciko_gvancunia
არ მომწონს ეს გოგო.

რაღაც დამისუსტდნენ ქალები ბოლო დროს.. რაღაც უნდა ვიღონო ესეიგი :D
ნუ, როგორც დარინამ აღნიშნა, შემოტრიალება ვიცი ყველაფრის ხოლმე და, ალბათ, ამასაც შემოვატრიალებ..
დიდი მადლობა, რომ კითხულობYთ და გვერდში მიდგახართ❤❤❤

მიხარია არა ცუდი გოგო არაა მაგრამ ანუ არც კარგია :დ ცუდად იქცევა და ჭკუა უნდა ასწავლო

 


№7  offline წევრი teddy))

Mec mag azris var rogorc gvanca cudi ar aris da arc kargi gogoa :D dzalian momewonaa :* aq reeebi xdeebaoo :D nichieri gogo xar!

 


№8  offline წევრი N7

teddy))
Mec mag azris var rogorc gvanca cudi ar aris da arc kargi gogoa :D dzalian momewonaa :* aq reeebi xdeebaoo :D nichieri gogo xar!

დიდი მადლობა, ტკბილო love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent