შენ, ჩემი ხარ! (სიცოცხლის ბოლომდე)
მიყვარს წვიმა! წვიმაში სიარული მამშვიდებს და ახალი ენერგიით მავსებს. თითქოს ახლიდანვიბადები. ყველანაირი ტკივილი მიყუჩდება და სევდა დავიწყებას ეძლევა. ახლაც წვიმაში ვსეირნობ და ცოტა ხნის წინ ტირილით მოოხებული გული მიმშვიდდება. 2წლის წინ ორივე მშობელი მიწას მივაბარე. ყველაზე დიდი დარტყმა მაშინ მივიღე, როცა საავადმყოფოდან დარეკეს და მათი ავარიაში გარდაცვალება მაცნობეს. იმ წუთიდან დასაფლავების დღემდე არაფერი მახსოვს, ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. მარტო დავრჩი, სულ მარტო და მარტო გავუმკლავდი გაუსაძლის ტკივილს. წავიქეცი, მაგრამ ავდექი და გაასმაგებული ძალებით განვაგრძე ცხოვრება. წარჩინებით დავასრულე საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი და სასურველ სამსახურშიც მოვეწყვე. 21 წლის ასაკში უდიდესი წარმატება მეწვია. ვიცი, ჩემი მშობლები სადაც არ უნდა იყვნენ მხედავენ და ჩემით ამაყობენ. გული სიხარულით მევსება და თავს უბედნიერეს ადამიანდა ვგრძნობ. * * * სულმთლად გალუმპული და შეციებული სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვები და თან დაჟინებული მზერა მწვავს. დაახლოებით 1თვეა ვგრძნობ, რომ ვიღაც დამყვება თითქოს ჩემს შესწავლას ცდილობს. დეკემბრის სუსხისგან აკანკალებული ავუყევი კიბეებს და გაყინულ სახლში შევედი. სწრაფად ჩავრთე გათბობა, სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე და პლედ შემოხვეული გამათბობელთან მოვკალათდი. სითბომ იმოქმედა და დაღლილს ჩამეძინა. გამოღვიძებულს წინ ჩემი საყვარელი შოკოლადებით სავსე კალათა დამხვდა. - ეს აქ საიდან გაჩნდა _ გაკვირვებულმა კალათა ახლოს მოვწიე და შოკოლადებს შორის წერილი ვიპოვე. "ანამარია, ცრემლები არ გიხდება თოჯინავ. P.S. კარები დაკეტე, ჩემსავით სხვაც შემოვა. ა.თ." - ვაი, რა რომანტიული წერილია _ სიცილით ავიღე შოკოლადი და იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ საჩუქრის ავტორი. არავინ გამახსენდა და ფიქრს შევეშვი. ისედაც ბევრი საქმე მქონდა და სამსახურიდან წამოღებულ საბუთებს "ჩავუჯექი". გვიანობამდე ვმუშაობდი და ბოლოს ისეთი შედეგი მივიღე, როგორსაც ველოდი. კმაყოფილი მოვეწყვე დივანზე და ტელევიზორი ჩავრთე. უაზროდ ვათვალიერებდი არხებს. ბოლოს ისევ ძილი ვამჯობინე და საძინებელში გავედი. ის-ის იყო საწოლში ჩავწექი და ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. "ტკბილი ძილი, საყვარელო". ინსტიქტურად მიმოვიხედე, ვიღაცამ ჩემი ყველა ნაბიჯი იცის, რაც დიდად არ მახარებს. "შეიძლება გავიგო, ვინ მწერს?"_ გავგზავნე და პასუხს მოუთმენლად დაველოდე. თითქმის მაშინვე მოვიდა _ "ყველაფერს თავისი დრო აქვს, პატარავ". ამ პასუხს ყველაზე ნაკლებად მოველოდი და უნებურად გავბრაზდი. ცივად გადავდე ტელეფონი, საბანში კარგად გავეხვიე და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. * * * დილით თავი უჩვეულოდ დამძიმებულად ვიგრძენი, ქუთუთოებს ერთმანეთს ვერ ვაშორებდი. თავბრუსხვევა მაწუხებდა და მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. ადგილიდან ვერ ვიძროდი, თითქოს მიწებებული ვიყავი საწოლს. ბოლოს თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე. უცხო ოთახში აღმოვჩნდი. სწრაფად წამოვიწიე და გარემო დავზვერე. არანაირი ნაცნობი ნივთი. შიშმა ამიტანა და კარებს მივვარდი, როგორც ველოდი ჩაკეტილი დამხვდა. თავში უამრავი საშინელი აზრი ამომიტივტივდა. კარებთან ჩავიკეცე და ცრემლებმა თავისთავად იწყეს დენა. მანქანის ხმა მომესმდა და სწრაფად გავიხედე ფანჯრიდან. ეზოში შავი X5 იდგა, მძღოლს უკვე მოესწრო სახლში შემოსვლა, კიბეებზე ფეხის ხმა ისმოდა და თანდათან უფრო მიახლოვდებოდა. კანკალმა ამიტანა. მცირე პაუზის შემდეგ კარი გაიღო და ნაცნობ-უცნობი სილუეტი გამოჩნდა. ერთ ადგილას მივეყინე, ჯერ კიდევ ვკანკალებდი და ტირილისგან დასიებული თვალებით შევყურებდი. - იტირე? ხომ გითხარი ცრემლები არ გიხდებათქო _ ერთდროულად მკაცრი და თბილი ხმა ჰქონდა. - ვინ ხართ? სად ვარ და რაგინდათ ჩემგან? _ მივაყარე უცებ და ღრმად ამოვისუნთქე. - დამშვიდდი, აიღე აქ შენი ნივთებია, მოწესრიგდი და ქვემოთ დავილაპარაკოთ _ მშვიდათ მიმითითა შავ ჩანთაზე და ოთახი დატოვა. ისეთი ბრძანებლური ტონი ჰქონდა შეწინააღმდეგება ვერ გავბედე. ჩანთაში ჩემი ტანსაცმელი და სხვადასხვა ჰიგიენური ნივთები ელაგა. მოვწესრიგდი და კიბეებს ჩავუყევი. პირველი სართული ერთ დიდ ოთახს წარმოადგენდა და მოიცავდა სამზარეულოს, მისაღებსა და გასართობ ოთახებს, რომლებიც ერთმანეთისგან ლამაზი სვეტებით იყო გამოყოფილი. სამზარეულოსა და გასართობ ოთახს შორის დიდი კარი შევნიშნე, რომელიც ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვანი იყო. სწრაფად მოვწყდი ადგილს, უკვე სახელური უნდა ჩამომეწია და გარეთ გავჭრილიყავი, რომ წყვილმა ძლიერმა ხელმა დამიჭირა და კარებზე ამაკრა. - ვიცოდი, რომ ვერ დამინახავდი გაიქცეოდი _ ხელები გამიკავა და თვალებში ჩამაცქერდა. ახლა შევნიშნე მისი მწვანე თვალები და მათში ჩავიძირე. - ლამაზი თვალები მაქ ხო? _ ჩემ მზერაზე ირონია არ დაიშორა. უცებ გამოვერკვიე და არც მე დავაკელი. - კი... კარგი იქნებოდა მაგ თვალების პატრონზეც იგივეს თქმა, რომ შეიძლებოდეს. - გასაგებია, ანუ ომი გამომიცხადე? - არაფერიც არ გამომიცხადებია და საერთოდ ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან? - დამშვიდდი პატარა ქალბატონო, ყველაფერს თავისი დრო აქვს. - მართლა? იმის დრო როდის მოვა ხელები რო გამიშვათ? - ბოდიში, ძაან გატკინე? _ პასუხად შევბღვირე და ხელების სრესით დივანძე დავეგდე. თვითონ სახლიდან გავიდა, კარები გარედან ჩაკეტა და სადღაც წავიდა. ცოტა ხანს გაუნძრევლად ვიჯექი, არ მინდოდა მის მორიგ მახეში გავბმოდი. ეზოში მანქანა, რომ ვერ შევნიშნე, მაშინ დავრწმუნდი მარტო ვიყავი სადღაც ტყეში, ირგვლივარანაირი ნიშანი მოწმობდა დასახლებული პუნქტის არსებობას. ძებნას აქ არავინ დამიწყებდა ან საერთოდ ვის გავახსენდებოდი. ისევ "ჩემს ტახში" დაბრუნება ვარჩიე და ზედა სართულზე ავედი. კომფორტულად მოვეწყვე ფანჯრის წინ და ულამაზეს ხედში ჩავიკარგე, ყოველ წუთს ველოდი მის გამოჩენას, მაგრამ არ ჩანდა. ლოდინით დაღლილი, იქვე მოვიკუნტე და მორფეოსის სამყაროს ვეწვიე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.